სევდიანი კომედიის სოხუმური პრემიერა თბილისში
font-large font-small
სევდიანი კომედიის სოხუმური პრემიერა თბილისში
წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა დიდ სცენაზე სოხუმისა და ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრების პირველი ერთობლივი ნამუშევრის - `იაკიში და პუპჩეს~ პრემიერას უმასპინძლა. სპექტაკლის რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება დავით საყვარელიძეს ეკუთვნის, მთავარ როლებს კი - ჯანო იზორია, ნინო შავგულიძე, ნიკა წერედიანი, მარინა სოლომონია, დავით ბერაძე, სანათა ძაძამია, პაატა ვახტანგიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი და მარიამ ყოლბაია ასრულებენ. პრემიერა ფოთში, რეგიონული თეატრების ფესტივალზე გაიმართა, სადაც საუკეთესო სპექტაკლის ტიტული და მთავარი პრიზი მიიღო.


ებრაელი მწერლის - ხანოხ ლევინის ამავე სახელწოდების სევდიანი კომედია მახინჯი და ღარიბი იაკიშის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ცოლად შერთეს ასევე უშნო და ღარიბი პუპჩე, ქორწინების შემდეგ კი აღმოაჩენენ, რომ `წყვილს ხორციელთათვის წმინდა მცნების - `ინაყოფიერეთ და გამრავლდით~, აღსრულება არ შეუძლია~... სევდიანი კომედია სწორედ ამ თემატიკაზეა აგებული და რეჟისორისა და მსახიობების ძალისხმევით, წარმოდგენა მხიარულად და დინამიკურად მიდის.

ჯანო იზორია, იაკიშის როლის შემსრულებელი:

- ფოთში მესამე წელია, ყოველ ზაფხულს ტარდება რეგიონული ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძეა, დირექტორი კი - თენგიზ ხუხია. დავით საყვარელიძეს ყველა კარგად იცნობს თავისი შემოქმედებით და ქალბატონმა ნინელიმ შესთავაზა, გახსნისთვის რაიმე სპექტაკლი დაედგა. ისე მოხდა, რომ სოხუმის თეატრში მე ფოთიდან მომიწვიეს, რაც ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ბევრი მსმენია ამ დიდი ტრადიციების მქონე, წარმატებული თეატრის, მისი შესანიშნავი დასის, უმაგრესი არტისტების შესახებ და ცხადია, გულწრფელად გამიხარდა.
მთელი ზაფხულის განმავლობაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში რეპეტიციებს გავდიოდით, სადაც კარგადაა გაკეთებული თეატრის ოფისი, რაც დავით საყვარელიძისა და სამინისტროს, მისი ხელმძღვანელის დიდი დამსახურებაა. იქ ძველი დარბაზია, რომელიც მალე იმ თეატრის იქნება, 27 წელი რომ დევნილობაშია და აუცილებელია, სოხუმის სახელმწიფო თეატრს საკუთარი სცენა ჰქონდეს, ნამდვილად იმსახურებენ. მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობას, ქალბატონ ეკა მაზმიშვილს კი დიდი მადლობა, რომ დაგვრთეს ნება, პრემიერა მათ დიდ სცენაზე გაგვემართა. სოხუმის დასს ისე დავუმეგობრდი, თითოეული მათგანი ოჯახის წევრად მიმაჩნია, რადგან მათთვის უცხო ადამიანი უდიდესი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს. კარგი მოგონებები დამრჩა.

მატარებლით ფოთში რომ მივდიოდით პრემიერის სათამაშოდ, სულ ვფიქრობდი, რა მაგარი იქნება, მატარებელმა რელსებიდან გადაუხვიოს და სოხუმში ჩაგვიყვანოს-მეთქი. ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება! ამ თეატრს სიამოვნებით გავყვებოდი სოხუმში! ფოთში `იაკიში და პუპჩემ~ დიდი მოწონება დაიმსახურა და ჯილდოები, მინისტრისაგან კი გრან-პრი მიიღო. ჩემი პერსონაჟი იაკიში ვიზუალურად თვალწარმტაცი არ არის, მაგრამ კარგი, კეთილი ადამიანია და მთავარი არსი არის ის, რომ ადამიანის სული, შინაგანი სიწმინდე, შინაგანი სამყარო, სიყვარული, ღირებულებები, ერთად ყოფნა ბევრად მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც ადამიანს მარადისობაში მიჰყვება, სწორედ სულია. იაკიშისა და პუპჩეს ურთიერთობასაც სწორედ ეს განსაზღვრავს.
სანათა ძაძამია, იაკიშის დედის როლის შემსრულებელი:

- ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ჩემი თანატოლი ბიჭის დედის როლს ვასრულებ. ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც კი მითხრეს, რომ თავიდან ვერ გიცანითო, რაც ჩემთვის სასიხარულო იყო, ესე იგი, გამომივიდა, რასაც ვცდილობდი, ანუ ასეთი ტიპაჟი შევქმენი თავისი გრიმით, კოსტიუმით და ყველაფრით. თვითონ სპექტაკლს რაც შეეხება, ერთი შეხედვით თემა თითქოს ზედაპირულია, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდებით, უფრო ღრმა შინაარსის მქონეა, რაც ურთიერთობებში, სიყვარულში, თანაცხოვრებაში ყველაზე მთავარია - თანაგრძნობა, თანადგომა, ერთმანეთის სულიერების მეტად დანახვა, ვიდრე აქცენტის გაკეთება ვიზუალურ მხარეზე. იაკიში სილამაზეს ეძებს, მაგრამ მან ღირსეული ნაბიჯი გადადგა, როცა პუპჩეს შერთვა გადაწყვიტა. ერთმანეთის დადებითი მხარეები, სულიერი სილამაზე დაინახეს და საბოლოოდ, შედგა მათი სიყვარული. სასურველი იქნებოდა, ცხოვრებაშიც სულიერ ფასეულობებს მეტ ყურადღებას ვაქცევდეთ.
დათო საყვარელიძესთან მუშაობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ის ამა თუ იმ პერსონაჟს თავისი წარმოსახვით გვიხატავს. რომელ პიესასაც იღებს, თავისი გემოვნებით გადმოაქვს ქართულ რეალობაში. მოგეხსენებათ, ჩვენი სცენა არ გვაქვს და ექსტრემალურ პირობებში მოგვიხდა მუშაობა, ფოთში რომ ჩავედით, იქ მოვსინჯეთ განათებაც, კოსტიუმებიც, რეპეტიცია გავიარეთ და ვითამაშეთ. გრან-პრი ავიღეთ.

ლაშა ბუღაძე, მწერალი, დრამატურგი:

- სპექტაკლით კმაყოფილი ვარ, სასაცილოა, თუმცა, სინამდვილეში, ეს ტრაგედიაა, სატირაა. ლევინი თანამედროვე ებრაული დრამატურგიის დიდი წარმომადგენელი იყო, ეს ნაწარმოები სწორედ მას ეკუთვნის, სხვათა შორის, დათო საყვარელიძის ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი - `პირდაღებულნიც~ სწორედ ლევინის პიესის მიხედვით იყო დადგმული ალბათ 20 წლის წინ, რუსთაველის თეატრში. `იაკიში და პუპჩე~ თითქოს გროტესკია, ფარსი, მაგრამ ამ სიცილ-სიცილში ჩაკეტილი საზოგადოების სერიოზული კრიტიკაა. მსახიობები შესანიშნავად თამაშობენ, ძალიან მომეწონა, ყველას თავისი შესანიშნავი სახე აქვს შექმნილი და დათო საყვარელიძის მიერ კარგადაა შეკრული. მან ზუსტად იცის ტექსტის გაცოცხლება და სწორედ იმ ჟანრში, რომელშიც პიესაა დაწერილი. მგონი, ამ მხრივ დათო საყვარელიძეს ბადალი არ ჰყავს.

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.