ერთადერთი, ვინც არასოდეს მიღალატებს და მოვა, სიკვდილია". რატომ ფიქრობდა სიკვდილზე XII კლასის მოსწავლე
font-large font-small
ერთადერთი, ვინც არასოდეს მიღალატებს და მოვა, სიკვდილია". რატომ ფიქრობდა სიკვდილზე XII კლასის მოსწავლე
"ოღონდ დაგვიბრუნდი!" - 17 წლის მოზარდს ეძებენ
"ბევრი ფიქრობს, რომ "მოვა დრო", არადა დრო მიდის", - ასეთი სიტყვები წერია 17 წლის ქობულეთელი გოგი დოლიძის "ფეისბუკ-გვერდზე" და კიდევ ასეთი დამაფიქრებელი ფრაზა: "ერთადერთი, ვინც არასოდეს მიღალატებს და მოვა, სიკვდილია". რატომ ფიქრობდა სიკვდილზე XII კლასის მოსწავლე და სად გაუჩინარდა ის, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.


7 დეკემბრიდან ოჯახის წევრები და სამართალდამცავები უშედეგოდ ეძებენ ქობულეთის სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ 17 წლის მოზარდს. მისი და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ მისი ძმა დეპრესიული არ იყო, თუმცა ვერ აუხსნია, სად გაუჩინარდა მოზარდი. გოგი დოლიძე სწორედ 7 დეკემბერს გავიდა სახლიდან და მას მერე მის კვალს ვერსად მიაგნეს. იმ დღეს სკოლაში არ მისულა. დაკარგულის ოჯახის წევრები თავიდან ბავშვის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშს უკავშირებდნენ. მამა ეჭვობს, რომ ის "ლურჯს ვეშაპს" თამაშობდა, რადგან კომპიუტერის მონიტორზე ვეშაპის ფოტო აქვს დაყენებული:
- XII კლასშია ჩემი შვილი. 7 დეკემბერს, დილით სკოლაში წავიდა, იქ არც მისულა. მითხრეს, რომ ქალაქში ჩავიდა. მას შემდეგ კვალი იკარგება, ვეძებთ, მაგრამ ვერსად მივაგენით. გემუდარებით, დამეხმარეთ! თუ ვინმემ სადმე ნახა, დამიკავშირდით. აღარ ვიცი, სად ვეძებო ჩემი შვილი", - ამბობს დაკარგულის მამა ზორბეგ დოლიძე.
გოგის დის, თეონა დოლიძის თქმით, ოჯახმა სამართალდამცავები საქმეში მაშინვე ჩართო:
- სოფელ ბობოყვათში ვცხოვრობთ, ჩემი ძმა სოფლის "მარშრუტკას" ქობულეთში გაჰყვა. მას შემდეგ კვალი იკარგება. ტელეფონი გამორთული აქვს. პოლიცია ვერ პოულობს. ნათესავები, მეგობრები ყველანი ვეძებთ, თუმცა არავის აქვს ინფორმაცია. სოციალურ ქსელში მისი პოსტები დავათვალიერე და ვვარაუდობ, რომ იგი ე.წ. რუსულ თამაშს "ჩორნი კიტს" ანუ 50 მისიას თამაშობდა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა მისიას ასრულებ, ბოლო მისია კი თვითმკვლელობაა. თამაშის თანახმად, ვეშაპები იკლავენ თავს. ასევე კომპიუტერი ლურჯი ვეშაპის ფოტოებით აქვს დატვირთული. ისიც მინახავს, ლურჯი ვეშაპი რომ დაუხატავს. ხელები დაკაწრული ჰქონდა, რის გამოც ვეჩხუბე, ის კი იცინოდა. ერთხელ რუსულად ასეთი პოსტიც დაწერა: "შავი ვეშაპი არ არის უბრალოდ თამაში, ეს სიკვდილი ან სიცოცხლეა, მაპატიეთ ყველამ". ერთი თვის წინ რომ ვნახე, ოთახიდან არ გამოდიოდა, საშინელებებს უყურებდა. ვუთხარი, რომ ეს მის ფსიქიკაზე აისახებოდა. ბოლო ფოტო აქვს გადაღებული გზაზე, სადაც ისრის მიმართულება მარცხნივ ინგლისურად მიუთითებს წარწერაზე "ენდ", რაც დასასრულს ნიშნავს. მე ყველაფერს თამაშთან ვაკავშირებ".
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულდ ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში, თუმცა ბიჭის კვალს ვერსად მიაგნო. სახლიდან წაიღეს მოზარდის კომპიუტერი და როგორც თეონამ გვითხრა, პოლიციამ გამორიცხა, რომ ბიჭი ინტერნეტთამაშს თამაშობდა. "შემოწმდა კომპიუტერი, თამაში გამოირიცხა. ლურჯი ვეშაპი მარტო დაგუგლული აქვსო, დარეგისტრირებული არ ყოფილა. ამ თამაშს უკვე გამოვრიცხავ," - გვითხრა თეონამ. ის თბილისშია გათხოვილი და ძმას გაუჩინარების წინაღამეს ესაუბრა.

თეონა დოლიძე:

- გაოგნებულები ვართ. ამდენი დღე გავიდა და ბავშვს ვერსად ვპოულობთ. იყო ვერსია, თითქოს თბილისში ნახეს. პოლიციელებმა დაგვიბარეს და გვაჩვენეს კამერის ჩანაწერები, მაგრამ ის არ იყო ჩემი ძმა. სამწუხაროდ, ამ დრომდე არანაირი ხელჩასაჭიდი არაფერია, არ ვიცით, რატომ გააკეთა ეს და საერთოდ სად წავიდა. ინტერნეტში იმდენ სისულელეს წერენ, რომ ამის ატანა შეუძლებელია, ვითომ ოჯახში იჩხუბაო, რაც ცრუ ინფორმაციაა. მას სახლში არ უჩხუბია.

- თქვენ როდის ესაუბრეთ მას?

- წინა ღამით ველაპარაკე. ჩემს ქმართან იმდენად კარგი ურთიერთობა აქვს, ყველაფერს უყვება. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, გვეტყოდა. ჩემს ქმარს უთხრა, 50 ლარი მჭირდებაო და დავპირდით, რომ ორშაბათს ფულს ჩავურიცხავდით. მართვის მოწმობის აღება უნდოდა ძალიან, ჩაიჭრა გამოცდაზე და ვიფიქრეთ, ფასიან გამოცდაზე უნდოდა გასვლა. სახლში 100 ლარი ჰქონია, 20 ლარი აქვს წაღებული.

- დედა რას ამბობს, რა განწყობით გავიდა სახლიდან?

- დედა ერთი თვეა, თურქეთშია სამუშაოდ წასული. მამა სახლში იყო, ამბობს, სკოლაში წასვლა არ უნდოდა სახეზე დაზიანების გამოო. წინა დღეებში ამხანაგებმა იქეიფეს, დამთვრალა და გზაში დაცემულა, კბილი ჰქონდა ცოტათი მოტეხილი და სახეზე ნახეთქები. რადგან კბილი დაიზიანა, კომპლექსი ჰქონდა და პირბადეს იკეთებდა. დარტყმის კვალი ცხვირთან და თვალთან ეტყობოდა. სოფლის "მარშრუტკას" გაჰყვა ქობულეთის ცენტრში, მძღოლი ჩვენი ახლობელია და ამბობს, მე წავიყვანეო. მას მერე ბავშვის კვალი იკარგება. გადამოწმდა ზარები, მესიჯები, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერია. ბავშვს ვერსად ვპოულობთ, გადამოწმდა ყველაფერი, საავადმყოფოები, მორგები, ეკლესია-მონასტრები, მაგრამ არსად არის.

- გაუჩინარების მიზეზად თქვენ თამაშს ასახელებდით, ახლა გამორიცხავთ?

- პოლიციამ გამორიცხა თამაში, მეგობრებიც გამორიცხავენ. არ იყო ჩემი ძმა დეპრესიული. ის პოსტები, რაც ნახეთ, ადრინდელია, ამ ასაკში ბავშვებს აქვთ დეპრესიული პერიოდები, მეც მქონდა ასეთი პერიოდი. ის მხიარული ბავშვია. არც აზარტულ თამაშებს თამაშობდა, ესეც გამორიცხულია. ვერ აგვიხსნია, რატომ გაუჩინარდა. დაზიანებები რომ ჰქონდა, ვუსაყვედურეთ მეც და დედამაც და ალბათ ეს ვერ აიტანა, სადმე წავიდა ერთი დღით. მერე ხმაური რომ ატყდა, ახლა გამოჩენის რცხვენია. მივმართავ ჩემს ძმას: დაბრუნდი ჩემო ძმაო, შენ არავინ არაფერს გეტყვის. ოღონდ დაგვიბრუნდი! არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო არის წასული, ოღონდ ის ვნახოთ ცოცხალი, მეტი არაფერი გვინდა. ცუდი რამის გაფიქრებაც კი არ მინდა, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნდეს ჩემი ძმა. უკვე აჭრელებულია მისი ფოტოებით აჭარა და ყველას მივმართავ: თუ რამე იცის გოგის შესახებ, გვაცნობოს. იმედი მაქვს, ღმერთი არ გაგვწირავს და ცოცხალი დაგვიბრუნდება. ყველას, ვისაც შეუძლია დამხმარება, გთხოვთ, ჩემი ძმა მაპოვნინოთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.