ეკონომიური ნიგოზი და 8-ლარიანი ნაძვის ხე
font-large font-small
ეკონომიური ნიგოზი და 8-ლარიანი ნაძვის ხე
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე


"ნიგოზი და ჩინური? დეილია ჩვენში კაკლის ხეები?", "ეს გადაპრანჭული ჩურჩხელა რა ღირს? "ნამეტანი ცუღლუტი ღიმილი დასთამაშებს ამ სანტას, თოვლის ბაბუა მაჩვენე ერთი"... ეს ფრაზები ბაზარში შესვლისთანავე მომხვდა ყურში. ჩინური ნიგვზით დავინტერესდი, მომცრო ზომის ყოფილა და ქართულ ნიგოზთან შედარებით იაფია, თუმცა გემოვნური თვისებებით არ გამოირჩევა.
როგორ ემზადება მოსახლეობა ახალი, 2018 წლის შესახვედრად, რის მომზადებას აპირებს საახალწლო სუფრისთვის, ამის გასარკვევად ბაზარს ვესტუმრე.



ვიდრე მე და მოვაჭრე ამ "უცხო ხილის" ავკარგიანობის შესახებ ვსაუბრობდით, დახლს ხანში შესული მამაკაცი მოუახლოვდა, ნიგოზი დაკვირვებით შეათვალიერა, სხვების მსგავსად ისიც პროდუქტის წარმომავლობით დაინტერესდა. რომ გაიგო, ნიგოზი ჩინური იყო, გაეღიმა და ხმამაღლა ჩაილაპარაკა, - დედა, რავა ყველაფერში ეკონომიურები არიან ეს ჩინელებიო. მივხვდი, კარგი რესპონდენტი იქნებოდა და მინიინტერვიუც შედგა.

- ბაბუ, თქვენ რის ყიდვას აპირებთ?

- ჯერ არაფერს ვყიდულობ, შვილო, დაზვერვაზე გამომიშვა ჩემმა კნეინამ, ფასების შესათვალიერებლად.

- რას ფიქრობთ, როგორი ფასებია?

- ფასები ისეთია, მყიდველსა და გამყიდველს ერთნაირად რომ გაუხეთქავს გულს.

- რას გულისხმობთ?

- გამყიდველისთვის ყველაფერი იაფია, ნავაჭრი ფულით დიდ ხეირს ვერ ნახავენ, მყიდველისთვის ყველაფერი ძვირია, გოჭსა და ინდაურს ალბათ ბევრი ვერ იყიდის. მე და ჩემმა კნეინამ წუხელ ბევრი ვიფიქრეთ, ჩვენი 180-ლარიანი პენსია როგორ გადაგვენაწილებინა ისე, რომ საახალწლო სუფრაც გაგვეწყო, წამლებიც გვეყიდა და შვილიშვილებიც გაგვეხარებინა მცირეოდენი, სიმბოლური საჩუქრებით. შენც არ მომიკვდე, ვერაფერი მოვიფიქრეთ. რადგან თქვენ გადამეყარეთ, დიქტოფონითა და ფოტოკამერით შეიარაღებული, იქნებ გვიშუამდგომლოთ შუშის სასახლეში დაბრძანებულ ბრძენთა ბრძენთან, გვასწავლოს, როგორ გადავანაწილოთ ეს საწყალი 180 ლარი?
საუბარში მოვაჭრეებიც ერთვებიან:
ეთერი, 65 წლის:
- ჩვენი პენსია ერთი აბი ციტრამონის ფასია, რაში უნდა გვეყოს? იძულებული ვარ, დახლში დავდგე და ვივაჭრო, თუმცა დიდი ხეირი არც აქ არის. დილიდან ვდგავარ და ჯერ ორი კილო ნიგოზიც ვერ გავყიდე.
- რა ღირს თქვენი ნიგოზი?
- 21 ლარი, 25-ლარიანიც მაქვს და 30-ლარიანიც. ფასებს კი ვადებ, მაგრამ არავინ ყიდულობს. ამ ხელისუფლებამ ჩვენთვის 20 ლარიც ვერ გაიმეტა, თურმე ბიუჯეტში პენსიაზე მოსამატებელი ფული არ ყოფილა. ჩინოვნიკების პრემია-დანამატების ფული ხომ კარგად არის? მაგათ არ დაუდგათ ახალი წელი. პრემია-დანამატებს კი არა, ხელფასებსაც არ იმსახურებენ ეგ მუქთახორები.
- საახალწლოდ რის გაკეთებას აპირებთ?
- რასაც მე გავაკეთებ, იმაზე მეტი არაფერი ჭამოს ივანიშვილმა.
ქალბატონი თანდათან ისე ბრა­ზდებოდა, ვიფიქრე, მეც არ შემოველანძღო-მეთქი და ქათმებისა და ინდაურების დახლთან გადავინაცვლე.
- რა ღირს ინდაური?
- 70 ლარიდან 100 ლარამდე, ქათამი - კილო ექვსი ლარი.
- როგორ იყიდება?
- არ იყიდება კარგად. მთავრობა გვიწევს კონკურენციას.
- რას გულისხმობთ?
- გახსნეს უზარმაზარი მაღაზიები, ჰიპერმარკეტები და ყველაფერი ერთად შეყარეს შიგნით. ადრე პურის მაღაზიაში სარეცხი ფხვნილის გაყიდვა არ შეიძლებოდა, ახლა "ყველაფერი მოსულა", მთავარია, ფული გააკეთონ. ასევე, ძალიან სერიოზულ პრობლემას გვიქმნის გარევაჭრობა, ხალხი შუა ქუჩაში ყიდის პროდუქტს. მყიდველიც მეტი ჰყავთ და არც გადასახადებს იხდიან. ჩვენ გვექნება ვაჭრობა თუ არ გვექნება, დღეში 5 ლარი უნდა გადავიხადოთ. მე ოჯახში ვზრდი ქათმებსა და ინდაურებს, ასე თუ ისე, გადასახადებსაც ავუდივარ და ცოტაოდენი მოგებაც მრჩება, მაგრამ აქ ისეთი ხალხი დგას დახლში, იმათი საცოდაობით გული დაგეწვებათ.
საუბარში ჩურჩხელების გამყიდველი ქალბატონი ჩაერთო:
- მართალია ეს ბატონი, ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი დგას დახლთან.
- თქვენი ჩურჩხელა რა ღირს?
- გააჩნია, როგორი გინდათ, ფასები ლარ-ნახევრიდან სამ ლარამდეა.
- არც ჩურჩხელა იყიდება?
- ისე რა, ხან იყიდება, ხან - არა. დიდი წვალების ფასად, ცოტაოდენი მოგება მრჩება. საახალწლო სუფრას ძველებურად ვერ დავხუნძლავ, მაგრამ სტუმარსა და მეკვლესთან თავსაც არ შევირცხვენ. აი, მწნილების გამყიდველ ქალბატონთან მიბრძანდით, ნამდვილი ცოდვის ტრიალია. 75 წლის ქალია, შრომის გმირი, წესით, შინ თბილად უნდა იჯდეს და შვილიშვილებს ეთამაშებოდეს, მას კი მთელი დღე გაყინულ წყალში აქვს ხელები ჩაყოფილი... კვირა არ გავა, გულშემოყრილი რომ არ დაეცეს, ავად არის, მაგრამ მაინც აქ დგას.
ევგენია შეშაბერიძე, 75 წლის, შრომის გმირი:
- რა ვქნა შვილო, ოჯახს სჭირდება ჩემი შრომა, შვილიშვილები მყავს, შვილებს თუ არ მივეხმარე, პატარები მშივრები დაგვრჩებიან. იყო დრო, პარლამენტში ვიჯექი და სესიებს ვესწრებოდი, მაგრამ ახლა ვდგავარ და ლუკმა პურისთვის ვწვალობ.
- თქვენი შვილები არ მუშაობენ?
- ხან მუშაობენ, ხან - ვერა, როცა მუშაობენ, მაშინაც არა აქვთ იმხელა ხელფასი, რომ ოჯახის ყველა ხარჯს გავწვდეთ, ჩემი პენსიაც ბევრი არაფერია.
- საახალწლოდ რის გაკეთებას აპირებთ?
- ბევრს ვერაფერს გავაკეთებთ, თუმცა ვეცდებით, ბავშვებს პატარა დღესასწაული მოვუწყოთ...
საერთო უკმაყოფილებას ყველზე, ხორცზე, მჭადის ფქვილსა და ხილზე მოვაჭრეებიც უერთდებიან. მყიდველი არც მათ ჰყავთ.
პროდუქტის დათვალიერების, მყიდველთან და გამყიდველთან გასაუბრების შემდეგ სადღესასწაულო აქსესუარების განყოფილებაში გადავინაცვლე. დიდი რიგი არც ნაძვის ხეებთან დამხვდა და არც მის მოსართავ სათამაშოებთან. ფასების გარკვევას შევეცადე:
- რა ღირს ნაძვის ხე?
- ჯერ ის მითხარით, მყიდველი ხართ, თუ ტყუილად მეკითხებით?
- ჟურნალისტი ვარ, სიუჟეტს ვამზადებ...
- მაშინ ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე.
- არც თქვენი ნაძვის ხეები იყიდება?
- უკვე 2 საათია და ჯერ ერთი ნაძვის ხეც არ გამიყიდია.
- როგორი ფასები გაქვთ?
- ყველაზე პატარა ნაძვის ხე 8 ლარი ღირს, გირჩებით მორთული - 120 ლარი, 250-ლარიანი ნაძვის ხეც მაქვს. ერთადერთი, რაც მაკლია, ეს მყიდველი გახლავთ. ეგეც რომ მყავდეს, ჩემს ბედს ძაღლი არ დაყეფდა.
- სათამაშოები რა ღირს?
- 20 თეთრიდან დაწყებული, 2 ლარამდე...
- ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.
- თქვენც ასევე. ძალიან მიყვარს ჟურნალი "გზა", წარმატებებს გისურვებთ.

ხათუნა ბახტურიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა ცეკვა მოინდომეს, ჩვენ შანსი მივეცით
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.