"მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი" - ვის მი­ეძღ­ვ­ნა სიმ­ღე­რა "შა­ტი­ლის ასუ­ლო"
font-large font-small
"მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი" - ვის მი­ეძღ­ვ­ნა სიმ­ღე­რა "შა­ტი­ლის ასუ­ლო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და


18 წლის ყო­ფი­ლა ფა­ტი­მა წო­ტო­ი­ძე, რო­დე­საც მას­ზე გა­მიჯ­ნუ­რე­ბულ თა­ნა­სოფ­ლელს - იოსებ ლონ­გიშ­ვილს მის­თ­ვის ლექ­სე­ბი მი­უძღ­ვ­ნია. სწო­რედ მა­შინ და­წე­რი­ლა "შა­ტი­ლის ასუ­ლო, ლერ­წა­მო ფა­ტი­მა"... იმ დროს ალ­ბათ ვერ წარ­მო­იდ­გენ­დ­ნენ, რომ ეს ლექ­სი მა­ლე "ამ­ღერ­დე­ბო­და" და სა­ხალ­ხო გახ­დე­ბო­და. თა­ნაც, იმ­დე­ნად სა­ხალ­ხო, რომ წლე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თ­ლო­ში დას­ჭირ­დე­ბო­დათ იმის მტკი­ცე­ბა, თუ ვინ იყო მი­სი ავ­ტო­რი. ფა­ტი­მა წო­ტო­ი­ძე ახ­ლა 75 წლი­საა და სო­ფელ ზე­მო ალ­ვან­ში შვილ­თან, რძალ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ლექ­სის შექ­მ­ნის ის­ტო­რი­ამ და ფა­ტი­მა ბე­ბოს ალ­ვან­ში ვეს­ტუმ­რე.

- აქა­უ­რი, ალ­ვა­ნე­ლი ქა­ლი ვარ. დე­და­ჩე­მი პირ­ვე­ლად 13 წლის გა­უთხო­ვე­ბი­ათ, 14 წლი­სა კი დაქ­ვ­რი­ვე­ბუ­ლა. ზუს­ტად ერთ წე­ლი­წად­ში ნა­თე­სა­ვებს ხელ­მე­ო­რედ გა­უთხო­ვე­ბი­ათ - მიმ­ხე­დი და პატ­რო­ნი გჭირ­დე­ბაო. 7 წლის ვი­ყა­ვი, მა­მა რომ და­მე­ღუ­პა. მახ­სოვს, მუხ­ლე­ბამ­დე ვწვდე­ბო­დი. ში­რაქ­ში მუ­შა­ობ­და, კო­ლექ­ტი­ვის კა­მე­ჩე­ბის ფერ­მა­ში. თა­ვი­დან თქვეს, წყალ­ში და­იხ­რ­ჩოო, მე­რე კი ხმა გა­მო­ვი­და, ამ­ხა­ნა­გებ­მა ფუ­ლის გა­მო გა­წი­რეს და მოკ­ლე­სო. მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გვქონ­და და დე­დას ძა­ლი­ან უჭირ­და ჩვე­ნი გაზ­რ­და. ხელ­მოკ­ლედ, დიდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ "სა­ექ­თ­ნო­ზე" ვა­ბა­რებ­დი. რა­ტომ, ახ­ლაც არ ვი­ცი - ნემ­სი­სა და წამ­ლის და­ნახ­ვა­ზე გუ­ლი მი­წუხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვერ ჩა­ვა­ბა­რე. ჰო­და, უსაქ­მოდ რა გა­მა­ჩე­რებ­და ახალ­გაზ­რ­და ქალს და მე­ურ­ნე­ო­ბა რომ და­არ­ს­და, 1961 წელს, დი­დი და პა­ტა­რა სა­მუ­შა­ოდ გა­ვე­დით. წო­ტო­ი­ძე ჩე­მი გვა­რია. რომ გავ­თხოვ­დი, ქმარ­მა მითხ­რა: ქმრის გვარ­ზე უნ­და გად­მოხ­ვი­დეო და საბ­ჭო­ში ხე­ლის მო­სა­წე­რად რომ წა­ვე­დით, ლონ­გიშ­ვი­ლი გავ­ხ­დი. მარ­თა­ლია, გა­ჭირ­ვე­ბი­თა და ვაი-ვაგ­ლა­ხით გა­ვი­ზარ­დე, რა მემ­ღე­რე­ბო­და, მაგ­რამ სიმ­ღე­რა და მოლ­ხე­ნა მა­ინც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. საკ­რა­ვი არ მქონ­და და ვერც ერთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე ვერ ვუკ­რავ, მაგ­რამ სიმ­ღე­რა - გიყ­ვარ­დეს!.. კარ­გი აღ­ნა­გო­ბის ვი­ყა­ვი ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას, სუფ­რა ისე არ ჩა­ივ­ლი­და, არ მემ­ღე­რა და ვინ­მეს ყუ­რადღე­ბა არ მი­მექ­ცია, ბევრს მოვ­წონ­დი კი­დეც... ერ­თხელ ერ­თ­მა ბიჭ­მა მითხ­რა, - ახ­ლა რომ გა­გი­ტა­ცო, რას იზა­მო? სხვა წყევ­ლა-კრულ­ვას მი­აყ­რი­და, მე კი ვუთხა­რი: გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ გიყ­ვარ­ვარ, რა­ღას ვი­ზამ-მეთ­ქი? (ი­ცი­ნის).

- ალ­ბათ იოსე­ბიც ამით მო­ი­ხიბ­ლა, ხომ?

- კი არ ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი. რო­გორც გითხა­რი, ისე არ ჩა­ივ­ლი­და ქე­ი­ფი, ვი­ღა­ცას არ მოვ­წო­ნე­ბო­დი. ეტყო­ბა, იოსებ­მაც შე­მამ­ჩ­ნია და მო­ვე­წო­ნე. ლექ­სე­ბის წე­რის სურ­ვი­ლი, მუ­ზა გა­უჩ­ნ­და ჩე­მი გაც­ნო­ბის შემ­დეგ და მთხოვ­ნე­ლე­ბიც მო­მიგ­ზავ­ნა. უარ­ზე ვი­ყა­ვი, ასა­კით ბევ­რად უფ­რო­სია და არ გავ­ყ­ვე­ბი-მეთ­ქი. 16 წლით იყო ჩემ­ზე უფ­რო­სი. ხან ვის ვე­კითხე­ბო­დი, რამ­დე­ნი წლი­საა-მეთ­ქი, ხან - ვის, მაგ­რამ არა­ვინ მე­უბ­ნე­ბო­და სი­მარ­თ­ლეს. ერ­თხელ, მა­შინ უკ­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, სტუმ­რე­ბი გვყავ­და და იოსე­ბი სადღეგ­რ­ძე­ლოს ამ­ბობ­და: 1942 წელს მე ბატ­კან­ში ვი­ყა­ვი, პა­ტა­რა მე­ბატ­კ­ნე (ა­ნუ მეცხ­ვა­რე) ვი­ყა­ვიო და მე აღარ ვა­ცა­დე დას­რუ­ლე­ბა, და­ვუ­ძა­ხე: ნე­ტავ, მა­შინ სად გყავ­და-მეთ­ქი მე­უღ­ლე. ისე გაბ­რაზ­და... ასაკს ხაზს რომ ვუს­ვამ­დი, არ მოს­წონ­და.

- აბა, რო­გორ­ღა გა­დაწყ­ვი­ტეთ მას­ზე გათხო­ვე­ბა?

- ერთ ზაფხულს მთა­ში წა­ვე­დი - ალაზ­ნის თავ­ში. ისე­თი ლა­მა­ზია იქა­უ­რო­ბა, მარ­თ­ლა ცას­თან ახ­ლოს გე­გო­ნე­ბა თა­ვი... იქი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, მე­გობ­რებ­მა მითხ­რეს, შენ­ზე ლექ­სია და­წე­რი­ლიო. რა ლექ­სი, ვინ და­წე­რა-მეთ­ქი? - გა­მიკ­ვირ­და. - რა ლექ­სი და "შა­ტი­ლის ასუ­ლო, ლერ­წა­მო ფა­ტი­მა­ო". - იქ­ნებ სხვა­ზეა-მეთ­ქი და­წე­რი­ლი, - ვი­უ­ა­რე. თურ­მე მარ­თ­ლა ჩემ­ზე და­უ­წე­რია. სოფ­ლე­ლებ­მა უცებ აიტა­ცეს და შე­იყ­ვა­რეს ლექ­სი­ცა და სიმ­ღე­რაც, მაგ­რამ მე­რე სხვა, კი­დევ უფ­რო უკე­თე­სი ლექ­სე­ბიც და­მი­წე­რა. "პი­რიმ­ზის ეშ­ხი, სი­ტურ­ფე მის ღი­მილს და­უ­ფა­რი­ა­ო" - ერთ ლექ­ს­ში ასე წერს ჩემ­ზე. მე­სი­ა­მოვ­ნა, ესე იგი, ჩე­მი ღი­მი­ლიც მოს­წონს-მეთ­ქი.

- და თქვე­ნი გუ­ლიც მო­ი­გო, არა? მა­ლე­ვე და­თან­ხ­მ­დით?

- ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და. დე­ი­და­ჩემ­მა მითხ­რა, ვი­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ, იმას უნ­და გაჰ­ყ­ვე ცო­ლა­დო. ჰო­და, და­ვუ­ჯე­რე. 2 წლის შემ­დეგ დავ­ქორ­წინ­დით, იქამ­დე კარ­გად კი ვაწ­ვა­ლე (ი­ცი­ნის). მა­შინ მე 20 წლის ვი­ყა­ვი, იოსე­ბი - 36-ის. პა­ტა­რა ქორ­წი­ლი გვქონ­და. თუ­შებ­მა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქორ­წი­ლე­ბი ვი­ცით, ენით აღუ­წე­რე­ლი, სხვა­გან არ­სად აქვთ მსგავ­სი ტრა­დი­ცია. პა­ტარ­ძ­ლის დე­დის ძმე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად აკე­თე­ბენ ხის ჯვარს, წი­თელ ვაშ­ლებს აბა­მენ, ზედ თუ­შურ წინ­დებს ჩა­მოჰ­კი­დე­ბენ, გამ­რავ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ კი - ბავ­შ­ვის წინ­დას, წი­თე­ლი ბან­ტე­ბი­თაც და­ამ­შ­ვე­ნე­ბენ ამ ჯვარს. ლან­გარ­ზე და­აწყო­ბენ ბატ­კ­ნის ფორ­მის ორ ნამ­ცხ­ვარს, ხინ­კალს, ცი­ვად მო­ხარ­შუ­ლ ქა­თამს, სან­თელს აან­თე­ბენ და ლან­გ­რით ტკბი­ლე­უ­ლი შე­მო­აქვთ. მწკრივ­ზე დგე­ბა ნა­თე­სა­ო­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი სუფ­რებ­ზე ნა­წილ­დე­ბა. ჯვა­რი რომ შე­მო­აქვთ, თან ხმა­მაღ­ლა იძა­ხი­ან: აშე­ნოს დე­დის ძმე­ბი, აშე­ნო­სო... სულ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა იყო მა­შინ ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის, უფ­რო მე­ტი რი­დი და პა­ტი­ვის­ცე­მა არ­სე­ბობ­და. დე­დამ­თი­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და მკაც­რი. ვერ ვი­გებ­დი, მოვ­წონ­დი თუ არა. სიკ­ვ­დი­ლის პი­რას რომ იყო, და­მი­ძა­ხა და მითხ­რა: შე­ნი დარ­დი მიმ­ყ­ვე­ბა საფ­ლავ­ში, რო­გო­რი რძა­ლი შეგ­ხ­ვ­დე­ბაო. - თვი­თონ რო­გო­რი რძა­ლი გყავ­და, შენ ეგა თქვი, რა­ტომ მა­გას არ მე­უბ­ნე­ბი-მეთ­ქი? - ძა­ლი­ან ცო­დო იქ­ნე­ბი, თუ ცუ­დი რძა­ლი შეგ­ხ­ვ­დე­ბაო, - ეს მი­პა­სუ­ხა მხო­ლოდ. მა­ინც არ მითხ­რა, რას ფიქ­რობ­და ჩემ­ზე, მაგ­რამ იმ სიტყ­ვე­ბის­თ­ვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი.

- თვი­თონ იოსე­ბი რო­გო­რი მე­უღ­ლე იყო, გა­გი­მარ­თ­ლათ არ­ჩე­ვან­ში?

- ჩე­მი ქმა­რი ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და სოფ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო კა­ცი იყო, ლხინ­სა თუ ჭირ­ში სუფ­რის გა­საძღო­ლად მას ეძახ­დ­ნენ, ახ­მე­ტა­შიც კი. ისე­თი სიტყ­ვა ჰქონ­და, ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებ­და მი­სი მოს­მე­ნა. ისე­თი თა­მა­და იყო, ხან აცი­ნებ­და ხალხს და ხან ატი­რებ­და. 1108 წიგ­ნი ჰქონ­და წა­კითხუ­ლი და ჟურ­ნალ­ში ყვე­ლა მათ­გან­ზე იწერ­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და შე­ნიშ­ვ­ნებს. ტექ­ნი­კუ­მი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, კლუ­ბის გამ­გედ მუ­შა­ობ­და. ძა­ლი­ან ტკბი­ლად ვიცხოვ­რეთ 42 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ­ბობ­და ხოლ­მე, ჩემ­ზე კარ­გი ცო­ლი არა­ვის არა ჰყავ­სო. მეც, სი­ღა­რი­ბე­ში გაზ­რ­დი­ლი, არ ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი და ის რომ მეტყო­და: კარ­გი ხარ, ლა­მა­ზი ხარ და მიყ­ვარ­ხა­რო, ეს სიტყ­ვე­ბიც მყოფ­ნი­და ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის. ერ­თი ეგ იყო, რომ თა­მა­დად ხში­რად ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ, და­ლე­ვა უწევ­და და ამის გა­მო ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი. თა­ვის საქ­მეს გა­ა­ფუ­ჭებ­და და უარს კი არა­ვის ეტყო­და. სტუმ­რე­ბი არც ოჯახ­ში გვაკ­ლ­და. სულ სუფ­რის მომ­ზა­დე­ბა­სა და სტუმ­რე­ბის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვი. ჩე­მი საქ­მე იყო ხინ­კ­ლის მოხ­ვე­ვა და კაი გუ­ლით სტუმ­რის დახ­ვედ­რა. გან­თ­ქ­მუ­ლი იყო ჩე­მი ხინ­კა­ლი. ერ­თხელ ქვე­მო ალ­ვა­ნი­დან მეს­ტუმ­რ­ნენ თუ­შე­ბი. 7-8 ბი­ჭი იყო და ვი­ფიქ­რე, დო­ქით მი­ტა­ნი­ლი ღვი­ნო რას ეყო­ფათ-მეთ­ქი, ავი­ღე 20-ლიტ­რი­ა­ნი ღვი­ნით სავ­სე შტო­ფი და მა­გი­და­ზე შე­მოვ­დ­გი: აჰა, ღვი­ნოც გვაქვს და ხინ­კა­ლიც-მეთ­ქი. - შა­ტი­ლის ასულ­მა ხინ­კა­ლიც მოგ­ვიხ­ვია და შტო­ფით ღვი­ნოც დაგ­ვიდ­გა სა­ქე­ი­ფო­დო, - მე­რე სულ ამ ამ­ბავს იხ­სე­ნებ­დ­ნენ ხოლ­მე. სტუმ­რე­ბი რომ გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, მეც მი­ხა­რო­და. 2 შვი­ლი გვე­ყო­ლა მე და იოსებს - ქალ-ვა­ჟი. 4 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. ცო­ტა­ნი არი­ან და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გუ­ლი, ბევ­რი შვი­ლი რომ არ გა­ვა­ჩი­ნე. ყვე­ლას ვურ­ჩევ, გა­ა­ჩი­ნონ შვი­ლე­ბი, მა­გა­ზე დი­დი სი­ხა­რუ­ლი არა­ფე­რია. აბა, 2 შვი­ლი და 4 შვი­ლიშ­ვი­ლი რა არის, ზოგს 8 ჰყავს, ზოგს 12 და ჟრი­ა­მუ­ლით ივ­სე­ბა მა­თი ეზო-კა­რი. ცო­ტა შვი­ლი ხომ ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ღა­რი­ბეა...

- "შა­ტი­ლის ასუ­ლო" ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი რომ გახ­და, ალ­ბათ გე­ა­მა­ყე­ბო­დათ?

- მაგ სიმ­ღე­რამ­დე იყო "რა ლა­მა­ზია თუ­შე­თი და ლა­შა­რო­ბა თუ­შუ­რი"... მა­გას მღე­რო­და ჯერ მთე­ლი სო­ფე­ლი და მე­რე მთე­ლი ქვე­ყა­ნა. იოსებ­მა მაგ სიმ­ღე­რით გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი. ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, ყვე­ლას ხალ­ხუ­რი ლექ­სი ჰგო­ნია. გუ­ლი მტკი­ვა ამის გა­მო. იოსე­ბის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ბევ­რი სა­სა­მარ­თ­ლო გვქონ­და და სა­ბო­ლო­ოდ გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ - "შა­ტი­ლის ასუ­ლოს" ავ­ტო­რად იოსებ ლონ­გიშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნი­ეს, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, დღე­საც ისე მღე­რი­ან, რომ არ ამ­ბო­ბენ, ვინ არის ავ­ტო­რი.

- იოსებს რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლი აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი და იქი­დან არა­ერ­თი ლექ­სი გეძღ­ვ­ნე­ბათ თქვენ. რო­მე­ლი ლექ­სი უფ­რო მოგ­წონთ, რო­მელს გა­მო­არ­ჩევ­დით?

- "იქ დარ­ჩა ტი­ა­ლი გუ­ლი,/ სა­დაც ალაზ­ნის თა­ვია./ სხვამ არ წა­მარ­თ­ვას ლა­მა­ზი,/ მთე­ბო, გე­ჭი­როთ თვა­ლი­ა" - ეს ლექ­სი უფ­რო მომ­წონს. მთებს ჩა­ა­ბა­რა ჩე­მი თა­ვი. და კი­დევ: "მითხარ, რად იც­ვამ შავ კა­ბას, ყო­რანს რად უმე­გობ­რ­დე­ბი,/ იქ­ნე­ბა სატ­რ­ფო მო­გიკ­ვ­და, იქ­ნებ იმი­ტომ ღონ­დე­ბი./ შენ ხომ ვარ­დი ხარ, ხას­ხა­სა, მორ­წყუ­ლი დი­ლის ნა­მი­თა,/ მაშ, რა­ტომ დახ­ვალ, მითხა­რი, მაგ თალ­ხის­ფე­რი კა­ბი­თა./ გიმ­დაბ­ლ­დეს სა­ხის მშვე­ნე­ბა, ეგ კა­ბა ყორ­ნის­ფე­რია./ მეც წუ­ხი­ლის­გან შავ თმა­ში თეთ­რი თმა გა­მო­მე­რია./ გე­ნუკ­ვი, ვარ­დის ფიფ­ქე­ბით შე­მო­წინ­წ­კ­ლულ­მა იარე,/ ჭა­ბუ­კის გუ­ლის ძა­ხი­ლი მი­ი­ღე, გა­ი­ზი­ა­რე./ მითხარ, რად იც­ვამ შავ კა­ბას, ყო­რანს რად უმე­გობ­რ­დე­ბი,/ იქ­ნე­ბა, სატ­რ­ფო მო­გიკ­ვ­და, იქ­ნებ იმი­ტომ ღონ­დე­ბი". ამ ლექსს მღე­რო­და მთე­ლი სო­ფე­ლი და თვი­თონ იოსე­ბიც, თან ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და. ლექ­სებ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კითხუ­ლობ­და. კითხ­ვას რომ და­იწყებ­და, პა­ტა­რა ბავ­შ­ვიც კი თავს ანე­ბებ­და თა­მაშს. დი­დი­ცა და პა­ტა­რაც სულ­გა­ნა­ბუ­ლი უს­მენ­და ყვე­ლა. მახ­სოვს, გზა რომ გა­იყ­ვა­ნეს თუ­შეთ­ში და პირ­ვე­ლად მან­ქა­ნა რომ ამო­ვი­და, იმ თუ­შე­თო­ბა­ზე ლექ­სი წა­ი­კითხა იოსებ­მა და ისე კარ­გად, რომ ედ­უ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე ფეხ­ზე წა­მოდ­გა და იკითხა: ვინ არის ეს კა­ციო?! მაგ­რამ რად გინ­და? და­ფა­სე­ბა არ ჰქონ­და. რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­პირ­დ­ნენ მწე­რალ­თა კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბას, მაგ­რამ მე­რე უარს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და და­პი­რე­ბა და­პი­რე­ბად რჩე­ბო­და...



ნი­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (14)
10.01.2018
როგორი სამწუხაროა რომ ასეტ ადამიანს საქარტველო არ იცნობდა...ეს როგორი ზლიერი და უნიჯიერესი პიროვნება ყოფილა,დაწერეტ,გადაიგეტ ფილმები მასზე და გამოეციტ მისი საოცნებო ლექსების კრებული რომ ყველამ გაიგოს ვინ იყო ჰვენტვის საყვარელი ლექსების ავტორი...
ნინიკო
07.01.2018
ქარტველო ჯურნალისტებო,ვისაც ეს საქმე გამოგდიტ გტხოვტ გააცანიტ ეს უნიჯიერესი ადამიანი და მისი ჰემოქმედება საქარტველოს...ჰვენტან ხომ წესია გარდაცვალების ჰემდეგ ვადიდოტ ადამიანები,ხოდა ეხლა მაინც გაიგოს ხალხმა ვინ იყო იოსებ ლონგიჰვილი...დიდება მის სახელს..
ემიგრანტი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა ცეკვა მოინდომეს, ჩვენ შანსი მივეცით
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.