რო­გორ მუ­შა­ობს "სას­წ­რა­ფო" ახალ წელს
font-large font-small
რო­გორ მუ­შა­ობს "სას­წ­რა­ფო" ახალ წელს
ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია


ქალ­ბა­ტო­ნი მზია ოთა­რაშ­ვი­ლი წლე­ბია, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მად მუ­შა­ობს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ უც­ნა­ურ თუ კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლა, შეხ­ვედ­რია რო­გორც მად­ლი­ერ, ისე უმა­დურ პა­ცი­ენ­ტებს. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­ში­ნაც კი, რო­ცა თით­ქ­მის ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს აღ­ვ­ნიშ­ნავთ, ქალ­ბა­ტო­ნი მზია და მი­სი კო­ლე­გე­ბი კვლავ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგა­ნან...


- 10 წე­ლია, "სას­წ­რა­ფოს" ექი­მი ვარ. სა­ერ­თოდ, ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. შემ­დეგ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ძალ­ზე მხიბ­ლავ­და. მინ­დო­და, გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. ეს გახ­და მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რომ სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მად მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე. ჩვე­ნი რე­ჟი­მის გა­მო, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხში­რად აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი კარ­გად სრულ­დე­ბა. ბევ­რი მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს. რა თქმა უნ­და, შემ­თხ­ვე­ვე­ბის 100% ისე ვერ არის, რო­გორც პა­ცი­ენტს სურს, მაგ­რამ ალ­ბათ, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, "სას­წ­რა­ფოს" ექი­მე­ბი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა­სა და სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მათ და­ტო­ვე­ბას ვა­ხერ­ხებთ.

- რო­მელ ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობთ?

- ამ­ჟა­მად მცხე­თის სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ფი­ლი­ალ­ში ვმუ­შა­ობ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მცხე­თა წმინ­და ქა­ლა­ქია და სა­ერ­თოდ, მად­ლი­ა­ნი მხა­რეა. ღვთის წყა­ლო­ბით, საქ­მეს ჩვენც მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­დე­ბი­თად ვუმ­კ­ლავ­დე­ბით.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, რამ­დენ მი­სა­მარ­თ­ზე გი­წევთ გას­ვ­ლა?

- და­ახ­ლო­ე­ბით - 15-20 გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. ზამ­თ­რის დად­გო­მას­თან ერ­თად, ეს რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რ­დე­ბა, რად­გან ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციე­ბის რიცხ­ვი მა­ტუ­ლობს. ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, გა­მო­ძა­ხე­ბაც იმა­ტებს - ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის, ქრო­ნი­კუ­ლი ქო­ლე­ცის­ტი­ტის, ალ­კო­ჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის, გას­ტ­რი­ტის გამ­წ­ვა­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის გა­მო...

- ცრუ გა­მო­ძა­ხე­ბებს თუ იღებთ?

- კი, ასე­ვე - არა­მიზ­ნობ­რივ გა­მო­ძა­ხე­ბებ­საც, რო­დე­საც მი­სა­მარ­თ­ზე მივ­დი­ვართ და პა­ცი­ენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა: - თერ­მო­მეტ­რი არ მქონ­და, ვა­ი­თუ, სიცხე მაქვს და იქ­ნებ, გა­მი­ზო­მო­თო ან უბ­რა­ლოდ, ვერ იძი­ნებს და და­ლა­პა­რა­კე­ბა და გარ­თო­ბა სურს... იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც მი­სა­მარ­თ­ზე მი­სუ­ლებს პა­ცი­ენ­ტი ალ­კო­ჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ დაგ­ვ­ხ­ვ­და. მუ­სი­კა მა­ღალ ხმა­ზე ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი და მო­ითხოვ­და, მას­თან ერ­თად გვე­ცეკ­ვა. ბი­ნი­დან არ გვიშ­ვებ­და. გვე­უბ­ნე­ბო­და, - "სას­წ­რა­ფოს" კი­დევ გა­მო­ვი­ძა­ხებ, თუ ჩემ­თან ერ­თად არ იცეკ­ვებ­თო. კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დით.

- იცეკ­ვეთ?

- არა, რა თქმა უნ­და. და­ვე­ლა­პა­რა­კეთ, და­ვარ­წ­მუ­ნეთ, რომ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა სხვას უფ­რო მე­ტად სჭირ­დე­ბა, მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი გა­ვა­ფორ­მეთ და იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვეთ... წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ ასე­თი შემ­თხ­ვე­ვაც გვქონ­და: და­ახ­ლო­ე­ბით, 12-ს 15 წუ­თი აკ­ლ­და, რო­ცა გა­მო­ძა­ხე­ბა, "ლო­ზუნ­გით" - "თა­ვის ტკი­ვი­ლი" მი­ვი­ღეთ. მი­სა­მარ­თ­ზე მი­ვე­დით, პა­ცი­ენტს და­ვეხ­მა­რეთ, მან კი გა­მოგ­ვიცხა­და: 12 სა­ა­თი სრულ­დე­ბა უკ­ვე და რაც შე­იძ­ლე­ბა, სწრა­ფად და­ტო­ვეთ აქა­უ­რო­ბაო. მი­ზე­ზი ის გახ­ლ­დათ, რომ არ სურ­და, ახალ წელს სახ­ლ­ში "სას­წ­რა­ფო" ჰყო­ლო­და. რა თქმა უნ­და, სურ­ვი­ლი შე­ვუს­რუ­ლეთ, ბი­ნა დავ­ტო­ვეთ და "სა­ლუ­ტე­ბის" ხმა­ურ­ში მოგ­ვიხ­და ქუ­ჩის გარ­ღ­ვე­ვა...

- მცხე­თის გარ­და, კი­დევ სად გი­მუ­შა­ვი­ათ?

- 7 წე­ლი დუ­შეთ­ში, ფა­სა­ნა­უ­რის ფი­ლი­ალ­ში ვმუ­შა­ობ­დი. თავ­გა­და­სა­ვა­ლიც მე­ტი იყო: ზოგ ად­გილ­ზე მან­ქა­ნა ვერც მი­დი­ო­და. ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ­დით: ტრა­მალ- ტრა­მალ მი­ვუყ­ვე­ბით მი­სა­მარ­თ­ზე რომ მი­ვი­დე­თო. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა პა­ცი­ენ­ტი ჩვე­ნამ­დე მარ­ხი­ლით ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ათ. ცხენ­ზეც ვმჯდარ­ვარ, ტრაქ­ტორ­ზეც და ჩვე­ნი საქ­მე შეგ­ვის­რუ­ლე­ბია - მი­სა­მარ­თ­ზე მივ­სულ­ვართ და პა­ცი­ენტს დავ­ხ­მა­რე­ბი­ვართ... ერ­თხელ, ღა­მის 3 სა­ათ­ზე, რო­ცა გა­მო­ძა­ხე­ბი­დან ვბრუნ­დე­ბო­დით, თოვ­ლ­ში ჩა­ვი­ხერ­გეთ. სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი რომ არ დაგ­ვ­ხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ალ­ბათ, გა­ვი­ყი­ნე­ბო­დით კი­დეც... ბევ­რი რა­მის გახ­სე­ნე­ბა შე­მიძ­ლია. ერ­თხელ მი­სა­მარ­თი მი­ვი­ღეთ, "ლო­ზუნ­გით" - "მუც­ლის ტკი­ვი­ლი" (შე­ბე­რი­ლო­ბის ჩი­ვი­ლით). ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს 18 წლის გო­გო­ნა დაგ­ვ­ხ­ვ­და, რო­მე­ლიც გავ­სინ­ჯეთ. პე­რი­ო­დუ­ლი, მოვ­ლი­თი ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლე­ბი ახა­სი­ა­თებ­და. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მე­რე ეჭ­ვი მი­ვი­ტა­ნე, რომ ორ­სუ­ლად იყო. ოჯა­ხის­თ­ვის არა­ფე­რი მით­ქ­ვამს. პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე. კლი­ნი­კა­ში შეს­ვ­ლი­დან 10 წუთ­ში პა­ტა­რა მზე­ვი­ნა­რი და­ი­ბა­და. ოჯა­ხის­თ­ვის ეს ამ­ბა­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ურ­პ­რი­ზი იყო: გო­გო­ნა გათხო­ვი­ლი გახ­ლ­დათ, მაგ­რამ თა­ვა­დაც არ იცო­და, ორ­სუ­ლად რომ იყო. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ახ­ლა ის ბავ­შ­ვი 3 წლის, ჯან­მ­რ­თე­ლი და კარ­გი გო­გო­ნაა.

- რო­გო­რი უნდა იყოს სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მი?

- აუცი­ლებ­ლად პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გამ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი, მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლი, პუნ­ქ­ტუ­ა­ლუ­რი და დახ­მა­რე­ბის ჟი­ნით შეპყ­რო­ბი­ლი. თა­ვი­სი საქ­მე და პა­ცი­ენ­ტე­ბი უნ­და უყ­ვარ­დეს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მის­თ­ვის მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ამ­ბობს: - ექი­მო, თქვენ გა­ი­ხა­რეთ, თავს კარ­გად ვგრძნო­ბო, იმ წუთ­ში ჩვენ­თ­ვის ეს სიტყ­ვე­ბი ყვე­ლაფ­რის ტოლ­ფა­სია!

- რო­ცა უმა­დუ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი გხვდე­ბათ, რო­გორ იქ­ცე­ვით?

- კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც ხში­რად ვხვდე­ბით, უფ­რო მე­ტად მა­შინ, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ალ­კო­ჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ არის. ვცდი­ლობთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტო­ნით, ღი­მილ­ნა­რე­ვი სა­უბ­რით და­ვამ­შ­ვი­დოთ პა­ცი­ენ­ტე­ბი და კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ.

- შე­გიძ­ლი­ათ, პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე გა­იხ­სე­ნოთ?

- ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი დღე იყო. რო­გორც კი სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ცენ­ზია ავი­ღე, და­მო­უ­კი­დე­ბელ ექი­მად მუ­შა­ო­ბა მა­ლე­ვე და­ვიწყე. ბრი­გა­და­ში ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ექ­თა­ნი ჩა­მის­ვეს. შეხ­მატ­კ­ბი­ლე­ბუ­ლად ვი­მუ­შა­ვეთ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი გა­ვარ­თ­ვით, მაგ­რამ ძა­ლი­ან ხში­რად კონ­სულ­ტა­ცი­ებს აუცი­ლებ­ლად გა­მოც­დილ ექი­მებ­თან გავ­დი­ო­დი, სი­ტუ­ა­ცი­ურ ამო­ცა­ნებს ერ­თად ვი­ხი­ლავ­დით... რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მონ­დო­მე­ბუ­ლი ხარ, რომ რა­ღაც შე­ის­წავ­ლო და თა­ვი გა­არ­თ­ვა, მერ­წ­მუ­ნეთ, აუცი­ლებ­ლად მო­ა­ხერ­ხებ.
GzaPress
- პირ­ვე­ლი გა­მო­ძა­ხე­ბა რო­გორ დას­რულ­და?

- ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­მო­ძა­ხე­ბა მქონ­და - "ნევ­რო­ტუ­ლო­ბა". პა­ცი­ენ­ტი აღ­გ­ზ­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო - სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნა. რა თქმა უნ­და, ეს შემ­თხ­ვე­ვა ისე­თი სირ­თუ­ლის არ იყო, რომ ვერ გავ­მ­კ­ლა­ვე­ბო­დით. პა­ცი­ენტს და­ვე­ლა­პა­რა­კეთ, და­ვაწყ­ნა­რეთ, მსუ­ბუ­ქი და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი მი­ვე­ცით და წა­მო­ვე­დით. ალბათ, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თ­ლა.

- ისეთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ, რო­ცა პა­ცი­ენ­ტის სი­ცოცხ­ლეს სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხე და­მუქ­რე­ბია და გა­და­გირ­ჩე­ნი­ათ?

- დი­ახ. მა­გა­ლი­თად, პა­ცი­ენ­ტი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით დაგ­ვ­ხ­ვ­და. ფილ­ტ­ვის ხე­ლოვ­ნუ­რი რე­ა­ნი­მა­ცია და­ვიწყეთ. პა­ცი­ენ­ტი მო­ნი­ტორ­ზე ავიყ­ვა­ნეთ. ვა­კონ­ტ­რო­ლებ­დით გულს და ზუს­ტად 20-22 წუთ­ში გუ­ლის რიტ­მი აღუდ­გა. ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, რა თქმა უნ­და. შემ­თხ­ვე­ვა ძა­ლი­ან კარ­გად დამ­თავ­რ­და. ის პა­ცი­ენ­ტი დღე­საც ცოცხა­ლია.

- პა­ცი­ენ­ტე­ბი მად­ლი­ე­რე­ბას რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ?

- ბო­ლო წლებ­ში - უფ­რო სიტყ­ვი­ე­რად. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა პა­ცი­ენტს ხელ­ზე უკოც­ნია, მე­ო­რე დღეს ყვა­ვი­ლე­ბი მო­ურ­თ­მე­ვია და ა.შ.

- ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მო­რი­გე­ო­ბა ხში­რად გი­წევთ?

- გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ველ მე­ოთხე დღეს ვმუ­შა­ობთ - ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე ვართ. გა­მო­ძა­ხე­ბა შე­მო­ვა თუ არა, მი­სა­მარ­თ­ზე მყი­სი­ე­რად, 1 წუთ­ში გავ­დი­ვართ. Uმზად ვართ იმის­თ­ვის, რომ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი იმა­ტებს.

- ამ მხრივ, კონ­კ­რე­ტუ­ლად, პირ­ველ იან­ვარს რო­გო­რი სი­ტუ­ა­ციაა?

- რო­გო­რი გა­საკ­ვი­რიც უნ­და იყოს, 12 სა­ა­თი შეს­რულ­დე­ბა თუ არა, ვფიქ­რობთ, რომ გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ პი­რი­ქით - მი­სა­მარ­თე­ბის "შე­მოს­ვ­ლა" ზუს­ტად მა­შინ იწყე­ბა და დი­ლამ­დე ვმუ­შა­ობთ.

- სა­ა­ხალ­წ­ლო ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­მა თუ იკ­ლო?

- ე.წ. ხლა­პუშ­კე­ბის გა­მო ტრავ­მა ხში­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით - ბავ­შ­ვებ­ში: ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი ხელ­ში უფეთ­ქ­დე­ბათ. ისე­თი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბაც ყო­ფი­ლა, რომ ბავშვს ფა­ლან­გი მოს­ტე­ხია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ხში­რად ვი­ს­მენთ, რომ "ხლა­პუშ­კე­ბი" ძა­ლი­ან სა­ში­შია და ფრთხი­ლად უნ­და მო­ვეპყ­როთ, ყო­ვე­ლი 31 დე­კემ­ბ­რის ღა­მეს ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი მა­ინც არის... მე­ტი სიფ­რ­თხი­ლე გვმარ­თებს. მა­გა­ლი­თად, პი­რა­დად მე, 2 წე­ლია, დი­დი ზო­მის "ხლა­პუშ­კებს" აღარ ვყი­დუ­ლობ, მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო: მო­რი­გე ვი­ყა­ვი. ჩემს შვი­ლებს სა­ა­ხალ­წ­ლო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ვუ­ყი­დე, რო­მე­ლიც გა­რეთ გა­ვარ­დ­ნის ნაც­ვ­ლად, ბავ­შ­ვებს უკან, სახ­ლ­ში შე­მო­უ­ვარ­და და აფეთ­ქ­და. ბავ­შ­ვე­ბი ბეწ­ვ­ზე გა­დარ­ჩ­ნენ.

- ახალ წელს "სას­წ­რა­ფოს" მარ­ტო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც იძა­ხე­ბენ?

- კი, ძა­ლი­ან ბევ­რ­ნი არი­ან, რომ­ლებ­საც ახა­ლი წე­ლი არც ახა­რებთ. მათ­თან იმი­ტომ მივ­სულ­ვართ, რომ ემო­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან, უძი­ლო­ბა, გუ­ლის ფრი­ა­ლი აწუ­ხებთ და ა.შ. ასეთ პა­ცი­ენტ­თან რომ შევ­დი­ვართ, სა­ერ­თოდ არ იგ­რ­ძ­ნო­ბა, რომ ახა­ლი წე­ლია... ერთ პა­ცი­ენტს მუდ­მი­ვად მორ­თუ­ლი, ზე­წარ­გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე გარ­დე­რო­ბის თავ­ზე ჰქონ­და შე­მო­დე­ბუ­ლი. სა­ა­ხალ­წ­ლოდ ზე­წარს გა­დახ­დი­და ხოლ­მე და ჩა­მოდ­გამ­და. მი­სი მორ­თ­ვა ისე ეზა­რე­ბო­და, რომ სულ ასე იქ­ცე­ო­და. ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გახ­ლ­დათ. მას­თან ბი­ნა­ში ხში­რად მივ­დი­ო­დით და უკ­ვე ვი­ცო­დით, რომ ახალ წელს აუცი­ლებ­ლად გად­მო­ი­ღებ­და მორ­თულ ნაძ­ვის ხეს...

- წამ­ლის სა­ყიდ­ლად ფუ­ლი რომ არ აქვთ, ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი გხვდე­ბი­ან?

- ბო­ლო დროს ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი ძა­ლი­ან მომ­რავ­ლ­დ­ნენ. პი­რა­დად მე, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა მქონ­და: პა­ცი­ენტს არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია 200/120-ზე ჰქონ­და. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, ტი­რო­და. მი­ზე­ზი რომ ვკითხეთ, გა­ნაცხა­და: - ბა­ზარ­ში ვი­ვაჭ­რე და 20 ლა­რი დავ­კარ­გეო. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ჯი­ბი­დან 20 ლა­რი ამო­ვი­ღე, ვა­ჩუ­ქე და ვუთხა­რი, რომ უნ­და დაწყ­ნა­რე­ბუ­ლი­ყო. პა­ცი­ენ­ტ­მა მყის­ვე გა­ი­ღი­მა, ყვე­ლა სიმ­პ­ტო­მი და ჩი­ვი­ლი მო­ეხ­ს­ნა - ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო... რამ­დენ­ჯერ­მე მქო­ნია შემ­თხ­ვე­ვა, რომ პა­ცი­ენ­ტ­თან მე­ო­რე დღეს მივ­სულ­ვარ და ჩე­მი შვი­ლე­ბის ტან­საც­მე­ლი მი­სი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­მი­ტა­ნია, პამ­პერ­სის სა­ყი­დე­ლი ფუ­ლი არ ჰქო­ნი­ათ და მიგ­ვი­ცია... ასე ბევ­რი ექი­მი იქ­ცე­ვა.

- თქვე­ნი პრო­ფე­სია რამ­დე­ნად შე­მო­სავ­ლი­ა­ნია?

- ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ექი­მე­ბის ხელ­ფა­სი არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვუმ­კ­ლავ­დე­ბით. ზოგ­ჯერ სურ­ვი­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვერ სწვდე­ბა, მაგ­რამ ვჯერ­დე­ბით... ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ისე გვიყ­ვარს, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვშრო­მობთ.

- ოდეს­მე გი­ფიქ­რი­ათ, ნე­ტავ, სხვა პრო­ფე­სია ამერ­ჩიაო?

- ექი­მის­თ­ვის სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე ფიქ­რი ძა­ლი­ან ძნე­ლია. მეც ბევ­რ­ჯერ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ: ექი­მის გარ­და, ვინ შე­იძ­ლე­ბო­და, გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი? ამის პა­სუ­ხი სა­კუ­თარ თავ­შიც მი­ძებ­ნია... ბავ­შ­ვო­ბი­დან "ჩა­ბეჭ­დი­ლი" მქონ­და, რომ ექი­მი უნ­და გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. დე­დაც, ბე­ბი­აც პე­დი­ატ­რე­ბი იყ­ვ­ნენ - რო­ცა ექი­მე­ბის შტო­დან მო­დი­ხარ, ძნე­ლია, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე იფიქ­რო, თუმ­ცა ჩემ­მა შვი­ლებ­მა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ზე სას­ტი­კი უარი გა­ნაცხა­დეს.

- ამის გა­მო გულ­დაწყ­ვე­ტი­ლი ხართ?

- მცდე­ლო­ბა, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მქონ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მი­ზანს ვერ მი­ვაღ­წიე, რომ მე­დი­ცი­ნის სფე­რო აერ­ჩი­ათ...

- ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს რო­გორ აღ­ნიშ­ნავთ ხოლ­მე?

- თუ გაგ­ვი­მარ­თ­ლა (რაც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა) და სახ­ლ­ში ვარ, რა თქმა უნ­და, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად, სა­ა­ხალ­წ­ლო სამ­ზა­დის­ში ჩარ­თუ­ლი გახ­ლა­ვართ - გო­ზი­ნაყს, სა­ცივს ვა­კე­თებთ. ჩე­მი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, რომ დე­დი­კო სახ­ლ­ში ჰყავთ... თუ სამ­სა­ხურ­ში ვარ, შვი­ლე­ბი ბე­ბი­ას­თან არი­ან. რა თქმა უნ­და, ახალ წელს სამ­სა­ხურ­შიც აღ­ვ­ნიშ­ნავთ, ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ლო­ცავთ, პა­ტარ-პა­ტა­რა სა­ჩუქ­რებს ვუძღ­ვ­ნით...

- თქვენ­თ­ვის 2017 წე­ლი რო­გო­რი იყო და ახალ წელს რას ისურ­ვებთ?

- სა­ბო­ლო­ოდ, 2017 წარ­მა­ტე­ბუ­ლი წე­ლი იყო. კონ­კ­რე­ტუ­ლად ჯან­დაც­ვის სფე­როს რაც შე­ე­ხე­ბა, რე­ფორ­მე­ბის წე­ლი იყო: ბევ­რი სი­ახ­ლე მოხ­და რო­გორც ექი­მე­ბის­თ­ვის, ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თ­ვის. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 2018 წელს ექი­მე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ბევ­რი ტრე­ნინ­გი ჩაგ­ვი­ტარ­და. თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით აღ­ვი­ჭურ­ვეთ და ეს ძა­ლი­ან დი­დი წინ­ს­ვ­ლაა. დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­და­რე­ბა არც კი შე­იძ­ლე­ბა იმას­თან, თუ რო­გორ მუ­შა­ობ­და "სას­წ­რა­ფო" 4-5 წლის წინ, გან­სა­კუთ­რე­ბით - რე­გი­ო­ნებ­ში. მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რ­დე­ბა. რად­გან მი­სა­მარ­თე­ბის (გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, ე.ი. ჩვენ მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბა­მაც იმა­ტა. ვი­სურ­ვებ, ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დეს და გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც შემ­ცირ­დეს. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიმ­შ­ვი­დეს, ხვავს, ბა­რა­ქას და ღვთის წყა­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ!..


ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა
ნებისმიერ წელიწადს მოაქვს სევდაც და სიხარულიც, დანაკლისიც და შენაძენიც...
საზღვარგარეთ წარმატებული მუსიკოსების ქართული ოჯახი
აუცილებლად უნდა გვქონოდა ჩიჩილაკი, ისევე, როგორც სუფრაზე: საცივი, კუჭმაჭი და ხაჭაპური
"ეს კონ­ცერ­ტი თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რით თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი იყო"
ჯერ ერ­თი ლექ­სი და­მი­წე­რა, მე­რე მე­ო­რე და მეც შე­მიყ­ვარ­და
სჭირდება თუ არა ძროხას განაყოფიერებამდე პრელუდია?
ფული გადამიხადეთ და ფოტოებსაც გადაგაღებინებთ. ხუმრობის გარეშე მტერმა უყურა ამ ცხოვრებას, ხომ გავგიჟდი ისე
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა ცეკვა მოინდომეს, ჩვენ შანსი მივეცით
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.