2008 "წლის ახალგაზრდა ევროპელი" და წარმატებული ქალი პოლიტიკაში
font-large font-small
2008 "წლის ახალგაზრდა ევროპელი" და წარმატებული ქალი პოლიტიკაში
აღმოსავლეთ ევროპიდან ორი წლის განმავლობაში მე ვიყავი წარმომადგენელი

თამუნა კეკენაძე "თავისუფალი დემოკრატების" შედარებით ახალი სახეა და მოგეხსენებათ, ამჟამად პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებს, თუმცა, 19 თებერვალს დაგეგმილი ყრილობის შემდეგ, შესაძლოა, ის სხვა პოზიციაზე ვიხილოთ. ირაკლი ალასანიას გუნდთან ერთად, პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, თამუნას ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი სამოქალაქო თუ საერთაშორისო აქტივობით იყო დატვირთული.

- საერთაშორისო და სამოქალაქო საქმიანობა 2003 წელს დავიწყე, როცა ვიყავი სტუდენტი, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, ჩაბმულიყო ახალგაზრდულ საქმიანობაში და ქვეყნის განვითარებაში აქტიური როლი შეესრულებინა. თუმცა, სხვაგვარ რეალობას შევეჯახე - ყველა სტუდკავშირი ჩაკეტილი და ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალობით იყო მართვადი. ამიტომ, ეს წრე რომ გამერღვია, მე თვითონ დავაფუძნე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს პირველი საერთაშორისო წარმომადგენლობა იყო სამხრეთ კავკასიაში, ახალგაზრდული სტუდენტური გაერთიანება - "AEGEE-ტბილისი", რომლის სათავო ოფისი ბრიუსელშია, გარდა ამისა, 284 დიდ ქალაქშია წარმოდგენილი და აქტიურად იცავს საერთაშორისო ასპარეზზე ახალგაზრდების საქმიანობას.

- იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა სტუდენტებისთვის რთული არ იყო?

- მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული სტუდენტები ვიყავით, მაშინ სტიპენდია თვეში 15 ლარი გახლდათ. არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფუძნებლად კი 100 ლარი გვჭირდებოდა. მამასთან მივედი, თანხა ვესესხე და ამ ნასესხები ფულით დავაფუძნეთ ორგანიზაცია 2004 წელს, რომელიც დღემდე არსებობს და ყველა იმ ახალგაზრდას აერთიანებს, რომელსაც თვითრეალიზაციის სურვილი აქვს. აქედან დაიწყო ყველაფერი. შემდეგ, საერთაშორისო ახალგაზრდული საქმიანობით, ევროპის ახალგაზრდული ფორუმის არჩეული გამგეობის წევრი გავხდი. ეს არის ყველაზე დიდი ახალგაზრდული პლატფორმა ევროპაში. აღმოსავლეთ ევროპიდან ორი წლის განმავლობაში მე ვიყავი წარმომადგენელი, ყველა მთავრობასთან მიწევდა მუშაობა. მახსოვს, როდესაც ევროკავშირის სახელით, ევროპის ახალგაზრდების ინტერესებს რუსეთში ვიცავდი და ამ დელეგაციას ვხელმძღვანელობდი, ორი საინტერესო ვიზიტი მქონდა. 2006 წელს ქართველების დეპორტაცია მოხდა, იქ ჩასვლა ერთი წლის შემდეგ მომიხდა და საკუთარ თავზე გამოვცადე ის ნეგატივი, რაც რუსებს ჩვენ მიმართ ჰქონდათ. უკან რომ მოვფრინავდი, პასპორტიც კი წამართვეს და დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში გაუგებრობაში ვიყავი...
არსებობს გერმანული ფონდი, რომელიც ევროპარლამენტთან ერთად, ყოველწლიურად აწესებს ჯილდოს - "წლის ახალგაზრდა ევროპელი". ჩემმა თანაგუნდელებმა საქართველოდან ამ ჯილდოზე წარმადგინეს და 2008 წელს, საქართველოდან პირველი "წლის ახალგაზრდა ევროპელი" გავხდი. აგვისტოს ომის პერიოდი იყო, საზღვრები და საჰაერო სივრცე ჩაკეტილი და წერილი მივწერე - თუ ყველა გადავრჩებით, ჩამოვალ-მეთქი. მოგვიანებით მაინც მოვახერხე გამგზავრება. ეს ჯილდო ჩემთვის მნიშვნელოვანი გახლდათ იმ მხრივ, რომ საქართველოს, ჩვენი საქმიანობის აღიარება და ქართველი ახალგაზრდობისთვის წახალისება იყო.

- როგორც ვიცი, ორგანიზაციაში - "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", ძირითადად, ნატოს პროგრამების განვითარების მიმართულებაზე მუშაობდით. როგორია თქვენი ხედვა ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხზე?

- 2005 წლიდან დღემდე ვმუშაობ იმაზე, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მთელი საქართველო მოვიარე ამ საინფორმაციო კამპანიებით. ვცდილობდით, ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობასთან მარტივი, გასაგები ენით გვესაუბრა. ჯილდოსთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა ამერჩია სტაჟირება ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუციაში და მე ევროპარლამენტი ავირჩიე. 6 თვე ევროპარლამენტის პრეზიდენტის კაბინეტში, მის მრჩეველთან საერთაშორისო მიმართულებით ვმუშაობდი. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს არ იღებდნენ ხოლმე, მაგრამ იმ ჯილდოსა და საქმიანობიდან გამომდინარე, გამონაკლისი დაუშვეს. ეს ჩემთვის უნიკალური გამოცდილება იყო! საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შემოთავაზება თავდაცვის სამინისტროსგან მივიღე და ასე მოვხვდი იქ, 6 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობების კუთხით ვიმუშავე და ნატოსთან დაკავშირებულმა ყველა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ჩემს ხელში გაიარა.

- თქვენს ოჯახსა და იმ გარემოზეც გვიამბეთ, რომელშიც ჩამოყალიბდით. რა ინტერესები და მისწრაფებები გქონდათ ადრეულ ასაკში?

- ორ ძმასთან ერთად გავიზარდე და ეზოშიც სულ მათთან ერთად ვთამაშობდი. მშობლები პედაგოგები არიან, მამა მათემატიკოსია უნივერსიტეტში, დედა კი - ინგლისური ენის სპეციალისტი. ბოლომდე მხარში მედგნენ, რამაც განაპირობა, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოვყალიბებულიყავი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან მინდოდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩავბმულიყავი. მახსოვს, 1991 წლის პარლამენტის სხდომა, როდესაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იქიდან მოყოლებული, ყველა სხდომას ვუყურებდი და ჩემი ინტერესებიც მრავალმხრივი გახდა როგორც ტექნიკური საგნების, ისე - პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ.

- როგორ მოხდა თქვენი დაახლოება ირაკლი ალასანიასა და "თავისუფალი დემოკრატების" გუნდთან?

- "თავისუფალი დემოკრატების" გუნდი ირაკლი ალასანიას მინისტრად მოსვლის პერიოდში გავიცანი. ერთად იმდენი რამის გაკეთება შევძელით, რომ როდესაც გაათავისუფლეს, ჩავთვალე, ის ყველაფერი, რისთვისაც იქ ვიბრძოდი, სხვა კუთხით, სხვა ძალასთან ერთად, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გამეგრძელებინა და ასე აღმოვჩნდი პოლიტიკურ, პარტიულ ცხოვრებაში. დაგროვილი გამოცდილება ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში, რადგან სხვადასხვა დროს, მოვლენებს ვუყურებდი როგორც არასამთავრობო, ისე საერთაშორისო და სამთავრობო კუთხით. ჩემი არჩევანი კამერებს მიღმა ყოფნა და რეგიონებში მაქსიმალური მუშაობა იყო. წინასაარჩევნო პერიოდშიც მთლიანად ამ მიმართულებაზე გადავერთე.

- როგორი სიტუაცია გხვდებათ რეგიონებში? ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ინფორმირებულობის თვალსაზრისით, პრობლემები რეგიონებსა და თბილისში სახეზეა, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის დიდი ნაწილი აქცენტს მხოლოდ ისეთ ასპექტებზე აკეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ლგბტ საზოგადოებასთან დაკავშირებული თემები. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპა ზოგისთვის მხოლოდ ამ საკითხთან ასოცირდება და სწორედ ამის გამო, უპირატესობას ოკუპანტ რუსეთთან მეგობრობას ანიჭებს, რომლის ევროპისადმი დამოკიდებულება ცნობილია, გვახსოვს ჟირინოვსკის სიტყვებიც - "ევროპა სრედნევა როდა"... ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა კი სულ სხვა საკითხია.
- ეს არის ე.წ. რუსული ნარატივი, რომელსაც ისინი ავითარებენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც უნდათ, რომ ევროპული ღირებულებებისა და დასავლური კურსის მიმართ აგრესია გაჩნდეს. როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალიზმზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ყველაფრის ღერძი ადამიანია, მისი თავისუფლებაა ყველაზე მნიშვნელოვანი და იმ გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეეძლება სწორი მიმართულებით საკუთარი თავის განვითარება და შესაძლებლობების გამოვლენა. ჩვენი დაახლოება ევროპასთან, თანაც მალე უვიზო მიმოსვლა გვექნება, შეიძლება, წამახალისებელი გახდეს თუნდაც ჩვენი ოსი და აფხაზი თანამემამულეებისათვის, ეს კი რუსეთისთვის, ცხადია, მიუღებელია და ცდილობენ, გამოიყენონ პროპაგანდის ის ხერხები, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტიური ხდება. საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მაქსიმალურად გავაცნოთ მოსახლეობას. თუმცა, გეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია. ამ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებს ძალზე მცირე დაფინანსება აქვთ და ჩვენ კონკურენციის გაწევა გვიწევს იმ დიდ თანხებთან, რომელიც სწორედ რუსული პროპაგანდის მეშვეობით შემოედინება. მთელი ამ წლების განმავლობაში მეგონა, რომ ნატოში შესასვლელად ქვეყანაც მზად იყო, მაგრამ როდესაც რეგიონებში სიარული, ხალხთან, პრობლემებთან შეხება დავიწყე, ჩემთვის კულტურული შოკი იყო, როცა მივხვდი, რომ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული სამყარო იყო. ინფორმაციული ნაკლებობა და გარკვეულწილად შიშიც კი, თბილისშიცაა - რად გვინდა ნატო? რუსეთთან პრობლემები შეგვექმნება და ა.შ. მივხვდი, რომ სიტყვა ნატოც კი უნდა დამევიწყებინა, იმდენად ფრთხილად უნდა მოვკიდებოდი, როცა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობდი. ჩვენი სამხედროები ავღანეთშიც მოვინახულე. როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, ზუსტად უნდა იცოდე, სად უშვებ იმ ხალხს, რა პირობებში, ამიტომ 2013 წელს იქ ერთი კვირა დავყავი და ჩვენი სამხედროების მომზადების დონეს სრულიად სხვა კუთხით შევხედე. დავრწმუნდი იმ გულწრფელ მადლიერებაში, რაც მათი მისამართით ყოველთვის მესმოდა, რომ განსაკუთრებული მებრძოლები იყვნენ. სხვანაირი სენტიმენტები და პასუხისმგებლობის გრძნობა მეუფლება, როდესაც საქმე ჩვენი ჯარისკაცების ყოფას ეხება. ამ საკითხს ყოველთვის სიფრთხილით ვუდგები.

- "კაბელების საქმის" განაჩენთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები გარეთ არიან და ყველაზე მტკივნეული ალბათ ის იყო, რომ სამხედრო პირები იყვნენ. მათ მანამდეც ვიცნობდი, ვიდრე ირაკლი ალასანია მინისტრი გახდებოდა. აბსურდულ ბრალდებას უყენებდნენ. ეს ხალხი ისეთ თანამდებობებზე იყო, ზუსტად ვიცოდი, სურვილი რომც ჰქონოდათ, რეალურად ბერკეტი არ გააჩნდათ, რომ თანხებზე წვდომა ჰქონოდათ. განსაკუთრებით მტკივნეული იყო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს პირველად გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ რეალურად მიეღო სამხედრო დახმარება ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან და საჰაერო სივრცის დაცვა შეგვძლებოდა. ე.წ. სამხედრო ემბარგო გვქონდა და წლების განმავლობაში ვცდილობდით, დახურული სივრცე გაგვერღვია. ამ მიმართულებით მუ­შაობდნენ ეს ადამიანები და პოლიტიკური ინტრიგებისა და ანგარიშსწორების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ეს ადამიანები ახლა გარეთ არიან. ისინი იმსახურებენ, რომ სრულად იყვნენ გამართლებულები და ამ ქვეყნის მთავრობამ ბოდიში მოუხადოს, თუმცა ქართული სასამართლოს პირობებში, სამწუხაროდ, ამის იმედი არა გვაქვს. ამიტომ ვაპირებთ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და სტრასბურგის სასამართლოში წავიღოთ.

- დაბოლოს, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები, პოლიტიკური კუთხით?

- გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების შემდეგ, პარტიაში საკმაოდ რთული მოვლენები განვითარდა, პარტიის განვითარების წნეხი ჩემზეც და იმ ადამიანებზეც, ვინც აქ დავრჩით, დიდი დოზით გადმოვიდა. 19 თებერვალს ყრილობა გვექნება. ვაპირებ, ჩემი კანდიდატურა გენერალური მდივნის პოზიციაზე დავაყენო და პარტიულ საქმიანობას უფრო აქტიურად გავუძღვე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბევრი ვიზიტი მექნება, რაც ჩემთვის ძალზე ბუნებრივი საქმიანობაა. ხელს შევუწყობთ, რომ პარტია ფეხზე დადგეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ღირსეულად წარვდგეთ.



თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა
დეკლარაცია ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს
"ვცდილობ, ადამიანს არასოდეს ვაგრძნობინო, რომ გაბრაზებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი