სალომე ზურაბიშვილის გულახდილი ინტერვიუ
font-large font-small
სალომე ზურაბიშვილის გულახდილი ინტერვიუ

საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი და საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტარი - სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე აქტუალური თემების, ქართულ-ფრანგული ცხოვრების, ოჯახისა და საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.


- ბოლო პერიოდში, განხილვის ერთ-ერთი აქტიური საგანი კვლავ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეპატრონეობასთან დაკავშირებული საკითხია. როგორია თქვენი აზრი და პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით?
- "რუსთავი 2" წარმოჩენილია როგორც სიტყვის თავისუფლების სიმბოლო, რაც შეურაცხმყოფელია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ზუსტად იცის, რას წარმოადგენს ეს ერთი პარტიის მანქანა, რომელსაც ობიექტურობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მესმის, რომ უცხოელებმა შესაძლოა, ეს ვერ გაიგონ, მაგრამ როცა სიძულვილისა და სიცრუის ენა კარგად გესმის და გესმოდა ყველა იმ პერიპეტიის დროს, რაც ამ ქვეყანამ გაიარა, ამის შემდეგ, იგი სიტყვის თავისუფლების შუქურად აქციო, შეურაცხმყოფლად მიმაჩნია მოქალაქეებისა და მათი კოლეგებისთვისაც. როგორ? სხვა ტელეკომპანიები არ არიან ობიექტურები და თავისუფლები? იმის მტკიცება, რომ თითქოს საქართველოში ყველაფერი იწყება და მთავრდება "რუსთავი 2"-ით, არასწორია. ამიტომაც არ ვიცავ მათ და არ დავდგები გარეთ ისე, როგორც ეს გავაკეთე "ტელეიმედის" შემთხვევაში. იმ ღამეს იქ ვიყავი, მაგრამ რაღაც არ მახსოვს, ზოგიერთის მსგავსი შეშფოთება. სასამართლომ რაც გადაწყვიტა, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ტელეკომპანიის წარმომადგენლები თვლიან, რომ პარტიული ტელევიზიის ანგაჟირებული როლი უნდა გააგრძელონ, კი, ბატონო, ახალი ტელევიზია გახსნან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და ამ ფორმით, რატომაც არა, გააგრძელონ ფუნქციონირება და ვისაც სურვილი ექნება, მათთან გადავიდეს.

- ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ არსებულ ხელისუფლებას თითქოს "რუსთავი 2" სხვა მედიასაშუალებებზე მეტ ოპონირებას უწევს.

- სიმართლე გითხრათ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, ის თემები, რაც "რუსთავი 2"-ზე შუქდება, ასევე შუქდება სხვა არხებზე, უბრალოდ, სხვებს უფრო თავშეკავებული და ზომიერი პოლიტიკა აქვთ, ესენი კი აგრესიულები არიან და თუ მათი აგრესიულობა არ იქნება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში მედია აღარ იარსებებს და სხვები თავისუფლები ვერ იქნებიან. ეს ჩემთვის მიუღებელია.

- ქართველ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებითაც, ზოგს ეს არაფრად მიაჩნია. თქვენ, როგორც დიპლომატი, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- მიმაჩნია, რომ ჩვენი ევროპული გეზი და გაევროპელება დადებითი მოვლენაა. ის გზაა, რომელსაც საქართველო ყოველთვის ირჩევდა, საკუთარ თავს ევროპულ ქვეყნად მიიჩნევდა და ამდენად, ვიზალიბერალიზაცია სრულიად ლოგიკური მცდელობაა ამ გზაზე სტაბილური მსვლელობისკენ. ოღონდ, ვიზალიბერალიზაცია უცებ არ უნდა გავხადოთ რაღაც ისეთი, ყველაფრის მომცველი და ყველაფრის გადამწყვეტი, თითქოს ამის მერე, სამოთხე იწყება. ასე არ იქნება, ეს არის მოგზაურობის გამარტივება ბევრი ადამიანისთვის, მეტადრე, ახალგაზრდებისთვის. მესმის და მიხარია ისიც, რომ საკონსულოებში უსიამოვნო მომენტების თავიდან აცილება მოუწევთ. კონტროლი კვლავ იქნება, მაგრამ არა იმავე ფორმით.

- დეპუტატურ საქმიანობაზეც ვისაუბროთ. როგორ შეეგუეთ საპარლამენტო მუშაობას?

- ჯერ კიდევ შეჩვევისა და გარკვევის პროცესში ვარ, რეალურად რისი გაკეთება შეუძლია ჩემს პოზიციაში მყოფ დეპუტატს, რომელიც მაჟორიტარი და დამოუკიდებელია, მის უკან კი სტრუქტურები არ დგას - არც პარტიული, არც სხვა რესურსი, რაც სხვებს აქვთ. ძალიან საჭირო და საინტერესოა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, მოქალაქეობის არჩამორთმევის საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი ვარ. განსხვავებული მოსაზრება მაქვს საპრეზიდენტო და საარჩევნო სისტემებზე, ასევე არ ვემხრობი, მაგალითად, მაჟორიტარობის სისტემის გაუქმებას. მიმაჩნია, რომ საჭიროა.

- ცოტა ხნის წინ, გამოკითხვის შედეგად, ერთ-ერთ ყველაზე სანდო პარლამენტარად დაგასახელეს, არჩევნებამდე - ყველაზე სასურველ პარლამენტარად. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის ასეთი ნდობა და როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას?

- ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ის, რაც ყველაზე დიდ ძალას გაძლევს, ანუ როცა იცი, რომ ხალხის ნდობა გაქვს, შეგიძლია ქუჩაში გახვიდე და არავისი გეშინოდეს. არ ხარ როგორც სანდრა, რომელიც ორი დაცვითა და ორი ჯიპით მიდის თუნდაც, "პარიკმახერთან". როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, ალბათ, ჯობია, იმ ქვეყანაში საერთოდ არ დარჩე. მით უმეტეს, როცა პოლიტიკური ფუნქციაც არ გაქვს. ჩემი აზრით, სხვა არაფრის არ უნდა გეშინოდეს, თუ არა ხალხის და თუ ხალხის გეშინია, მაშინ ჯობია იქ არ იყო. ეს ისე, გაკვრით (იცინის). ნდობა არის მთავარი და ეს მოდის დამოკიდებულებიდან. მაჟორიტარის ოფისში საინტერესო მუშაობა მიდის. აქ კვირაში ერთი დღე ვარ და მოქალაქეებს ვხვდები. ეს მათთან ურთიერთობის ერთ-ერთი ფორმა და მცდელობაა, პრობლემების გადაწყვეტაში რომ დავეხმარო. ჩემი ბერკეტები ძლიერი არ არის, მაგრამ რაღაცების გაკეთება მაინც შეიძლება. მთავარი ოფისიდან გასვლაა, ქალაქსა და უბანში, სადაც შენი მანდატი მოქმედებს და ყველა იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელიც ამ უბანს ქმნის. ამ კუთხით, აქტიურად ვხვდები მცხოვრებლებს, იქნება ეს ბიზნესის, კულტურის, საგანმანათლებლო თუ სხვა მიმართულებით. მათთან ერთად, კონკრეტული გეგმები მაქვს, რაზეც ჯერ არაფერს ვიტყვი, პრესკონფერენციით ვამცნობ საზოგადოებას.

- როგორც ვიცი, მალე იუბილე გაქვთ - 18 მარტს. როგორ აღნიშნავთ ამ დღეს და რომელი დაბადების დღე იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე გამორჩეული?

- დაბადების დღეების აღნიშვნა არ მიყვარს, ბოლო პერიოდში - გასაგები მიზეზის გამო. უკვე კარგა ხანია, რაც დაბადების დღეს არ ვიხდი. ჩემს ქალიშვილთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე სადმე. მისი დაბადების დღე 22 მარტსაა, ამიტომ რომელიმე შუალედურ დღეს ვირჩევთ. წელს გუდაურში წასვლა გადავწყვიტეთ.

- ამჟამად რას საქმიანობენ თქვენი შვილები საფრანგეთში?

- ქეთევანი ჟურნალისტია, თქვენი კოლეგა, საფრანგეთის საერთაშორისო ტელევიზიაში მუშაობს, რომელიც ორენოვანია - ფრანგულ-ინგლისური, უცხოეთისთვის მაუწყებლობს და უკვე ექვსი წელია, რაც იქ მუშაობს. ამჟამად, სპორტული განყოფილების უფროსია. ადრე, საერთაშორისო საკითხების კუთხით მუშაობდა და ალბათ, მომავალში კვლავ ამას დაუბრუნდება, როცა ეს სპორტული გატაცება გაუვლის. თეიმურაზი კი დიპლომატია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამჟამად ლონდონშია, საფრანგეთის საელჩოში, ადრე გაეროში იყო, შემდეგ სად იქნება, ვნახოთ.

- თქვენი პარიზული ბავშვობაც გაიხსენეთ... რა გასწავლათ იმ გარემომ, რომელშიც თქვენ აღიზარდეთ?

- მაშინდელი პარიზული ემიგრაცია ძალიან შეკრული იყო, ცოტანი ვიყავით და ყველა ერთმანეთს ედგა მხარში. მართალია, პოლიტიკური უთანხმოებებიც იყო, მაგრამ ამავე დროს, იყო ერთიანობა, რაც ახლა შედარებით დაკარგულია... ბევრად უფრო დაყოფილები არიან. აქედან გამომდინარე, დიდი ძალისხმევა იყო იმისათვის, რომ ენა ყოფილიყო შენარჩუნებული, კულტურა, რელიგია, პარიზში ერთადერთი ეკლესია იყო, მამაჩემის და ორი სხვა ქართველის დაარსებული, რომელსაც ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა და მისი მოძღვარი იყო მამა გრიგოლ ფერაძე, რომელიც დღეს უკვე ცნობილია. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ გარემოს ქმნიდა, სადაც ვალდებულება და განცდა, რომ ქვეყანას უნდა ემსახურო, უფრო ძლიერად იყო, ვიდრე ნებისმიერ სხვა გარემოში აღზრდილი ადამიანისთვის. ზოგიერთ საკითხზე საუბარიც არ შეიძლებოდა. იმავე პერიოდში, ბევრად დიდი წნეხის ქვეშ იზრდებოდნენ ადამიანები. ამდენად, ამ თავისუფლებით და განწყობით, შესაძლოა, სხვანაირადაც აღვიზარდეთ. ამ ყველაფერმა, ცხადია, პროფესიის არჩევაზეც იქონია გავლენა, მაგრამ სხვა საქმიანობაც რომ ამერჩია, ალბათ საქართველოს სამსახურში გამოვიყენებდი. თუ შენს ქვეყანას სჭირდები, იქ უნდა იყო. იმ დროს ვთვლიდი, რომ დიპლომატია იყო ყველაზე საჭირო, მიმზიდველი პროფესია და ძალიან მომწონდა.

- მრავალფეროვანი და საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ. რომელ პერიოდს მიიჩნევთ, ასე ვთქვათ, საეტაპოდ, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თქვენთვის გამორჩეული იყო.

- საზღვარგარეთ გატარებული წლებიდან, რომში მუშაობის პერიოდს გამოვარჩევდი, რადგან მაშინ ყველაზე ახალგაზრდა, ლაღი ვიყავი. დიპლომატიური სამსახურის პირველი წლები იყო, ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო. როცა 21 წლის ხარ, თავისუფალი და საინტერესო სამსახური გაქვს, რომში ცხოვრობ, ყველაფერი სხვანაირად გიხარია. ცხოვრების შესანიშნავი პერიოდი იყო, დიდად არაფერი მაწუხებდა. საინტერესო და განსხვავებული კი აფრიკაში გატარებული თითქმის ოთხი წელი იყო, სადაც მარტო წავედი ჩემს შვილებთან ერთად. ბევრი მოგონება გვაკავშირებს იქაურობასთან.

- როგორი პირობები იყო იქ?

- სხვათა შორის, ძალიან კარგი, ლამაზი სახლი გვქონდა, აუზი, მოსამსახურეები გვყავდა, ამ მხრივ, არაფერი გვაკლდა. გარემო იყო რთული, დაძაბული, რადგან ომის პერიოდი იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მომხდარიყო რაიმე უსიამოვნო. მომხდარა კიდეც. პოლიტიკური სიტუაცია და თვითონ ქვეყანაც საინტერესო იყო, მისი დათვალიერებაც შეიძლებოდა გარკვეულ პერიოდებში. ეს ჩემი პირველი და ბოლო ჩასვლა იყო აფრიკაში, მას მერე იქ არ მიცხოვრია. თუმცა, სხვადასხვა სახის ვიზიტი მქონია. მაშინდელი გამოცდილება მართლაც სხვანაირი იყო.

- რატომ დათანხმდით აფრიკაში მუშაობას?

- მე თვითონ ავირჩიე, მაინტერესებდა.

- ახლანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ იმ პერიოდს და თქვენს გადაწყვეტილებას, როცა უკვე საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვით?

- აქ ჩამოსვლა ჩემი სურვილი იყო და ვითხოვე, რომ თუ ამის საშუალებაა და საწინააღმდეგო არავის არაფერი ექნება, წავალ-მეთქი. ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, თუ როგორ წარიმართებოდა საქართველოს აწმყო და მომავალი. თანაც, უკვე მოსული იყო ის დრო, როდესაც ელჩად უნდა წავსულიყავი სადმე. ვიცოდი, რომ მაშინდელი ელჩის უფლებამოსილებასაც ვადა ეწურებოდა, ჩემი წარმოშობა და ვინაობა ყველამ იცოდა და ვიკითხე, თუ თქვენთვის მისაღებია, რომ საქართველოში ქართველი ელჩი გყავდეთ, მე მზად ვარ-მეთქი. იფიქრეს, იმსჯელეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ეს არც მაშინ მინანია, არც ახლა. ამას მეორე შემოთავაზება მოჰყვა - მინისტრობის, რომელსაც ასევე არ ვნანობ, ამ გადასახედიდანაც იმავეს გავაკეთებდი - დავთანხმდებოდი. არაერთხელ მქონდა წასვლის საშუალება, იგივე კარიერა მელოდებოდა, ბევრჯერ უთქვამთ - როცა გნებავთ, დაბრუნდითო. თვითონ სისტემაა საფრანგეთში ისე მოწყობილი, რომ როცა საჯარო სამსახურების კონკურსი გავლილი გაქვს, ადგილი ცხოვრების ბოლომდე გეკუთვნის, მუდმივია. ასე რომ, ის საფრთხე, რომ მე სამსახურის გარეშე დავრჩებოდი, არ არსებობდა. მოკლედ, დღეს აქ ვარ და ხვალაც (იცინის).

- როგორია თქვენი ერთი არასამუშაო დღე?

- შეიძლება ითქვას, თავისუფალი არასდროს ვარ, სხვადასხვა ფორმის საქმიანობაა პარლამენტში, კომიტეტებში, ოფისში, უბანში, ბევრი სიახლეა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს ვხვდები და მათგან ბევრ ინფორმაციას ვიღებ, მათთან ურთიერთობა საინტერესოა. ამდენად, არასამუშაო დღეც თითქმის არ მაქვს. ჩემი ქალიშვილის ჩამოსვლისთვის გავითავისუფლებ თავს და არ მივცემ საშუალებას ვინმეს, რომ ხელი შემიშალოს (იღიმის). მაგრამ სხვა დროს, როცა აქ მარტო ვარ, შვილები არ არიან და შედარებით ნაკლებად დატვირთული ვარ, მეგობრებს ვხვდები, რაც ძალზე სასიამოვნოა. სპორტით ვარ დაკავებული - ცხენით ჯირითი მიყვარს. ცურვამაც გამიტაცა. ფეხით სეირნობაც მიყვარს. მართალია, თბილისი დღეს ისე არ არის მოწყობილი, სასიამოვნო იყოს ფეხით სიარული, მაგრამ მაინც დავდივარ. ამ საკითხს უნდა მივხედოთ, ისევე, როგორც ბევრ სხვა პრობლემას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ხალხის კეთილდღეობა უკეთესობისკენ წარიმართოს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა
დეკლარაცია ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს
"ვცდილობ, ადამიანს არასოდეს ვაგრძნობინო, რომ გაბრაზებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი