რას შეცვლის ე.წ. არჩევნები აფხაზეთში
font-large font-small
რას შეცვლის ე.წ. არჩევნები აფხაზეთში
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაჯიმბა მას ბრალდებად სწორედ "ქართველებთან ახლო ურთიერთობას" უყენებდა...

12 მარტს, აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. რამდენიმე დღის შემდეგ, წინასწარი შედეგებიც გამოცხადდა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვა ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა, რომელიც რუსეთის პოლიტიკის მიმართ გარკვეული წინააღმდეგობით გამოირჩეოდა. ე.წ. არჩევნების შედეგად 35 საარჩევნო ოლქიდან, გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდნენ, დანარჩენ 22 ოლქში მეორე ტური გაიმართება... ცნობისათვის, ანქვაბი გუდაუთის საარჩევნო ოლქის კანდიდატებს შორის იყო. მისი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს.


12 მარტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულთა შორის არიან, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა და ამჟამინდელი დეპუტატი ალმას ჯაპუა.
არჩევნებში დამარცხდა პარტია "ერთიანი აფხაზეთის" თავმჯდომარე სერგეი შამბა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბგანბა.
არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, აფხაზ საზოგადოებაში აქტიურობით გამორჩეული სახეები ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდნენ, მთლიანად რუსული დაფინანსების იმედზე მყოფი პოლიტიკური ძალები არ აერჩიათ. ცხადია, რაულ ხაჯიმბას პოლიტიკური კლანი იგულისხმებოდა, რომლის მიმართაც უკმაყოფილებამ ბოლო დროს იმატა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ენგურის ხიდზე არსებული გადასასვლელების გაუქმებაა, რომლის დახურვაზეც ხაჯიმბა რუსულ მხარეს უპირობოდ დათანხმდა. შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანი, შემოსავლისა და დაუცველი ჯანმრთელობის გარეშე დარჩა... ხმამაღალი, აგრესიული პროპაგანდის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მიმართ, ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს მკაფიოდ გამოხატული სიმპათიები ჰქონდა. არადა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაჯიმბა მას ბრალდებად სწორედ "ქართველებთან ახლო ურთიერთობას" უყენებდა...
უკვე გარკვეულია, რომ ალექსანდრ ანქვაბი იმ 12 დეპუტატს შორის მოხვდა, რომლებმაც 50%-იანი ზღვარი პირველსავე ტურში გადალახეს და რომლებიც ნამდვილად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ პარლამენტში შევლენ. დანარჩენი 23 დეპუტატის ვინაობა 26 მარტისთვის დაგეგმილი ხელახალი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტის პოსტი ალექსანდრ ანქვაბმა, ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, 2014 წლის 1-ლ ივნისს დატოვა, რის შემდეგაც ე. წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში წინააღმდეგობა შეხვდა რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალისთვის შეთავაზებულ იდენტურ დოკუმენტებს. ასევე, ალექსანდრ ანქვაბის სახელს უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგების სკანდალიც, რითაც ის გალის მოსახლეობის დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრაციას აპირებდა. მისგან განსხვავებით, ხაჯიმბა გალელებს გასახლებით ემუქრებოდა...
აფხაზი ანალიტიკოსების აზრით, რეგიონში არსებული წინა პირობების გათვალისწინებით, არ­ჩევნების ასეთი პროცესები, პოლიტიკური ელიტის მომხრეებს შორის და­პირისპირების გამწვავებაზე მი­ანიშნებს, თუმცა, ეს დანარჩენი სა­ქართველოსთვის მაინც ბევრს არა­ფერს შეცვლის.
რუსეთის ხელისუფლებისგან გა­ნ­სხვავებით, ამ პროცესის გაკრიტიკებას არ მოერიდა რამდენიმე რუსული მედიაგამოცემა, რომელთაც დამკვირვებელთა შემადგენლობაზე ირონიით აღნიშნეს, რომ 12 მარტს რუსი მეთვალყურეები პრორუსულ და პროაფხაზურ ძალებს შორის ძალთა გადანაწილების ბალანსს აკვირდებოდნენ, თუმცა, აქტიურობის მიუხედავად, ვერ შეძლეს სასწორის პინა რუსეთის მომხრეთა მხარეს გადაეწიათ ან მათთვის ასეთი შედეგის სავსებით მოულოდნელი იყო და "ჯეროვნად არ იაქტიურეს".
რადიო "თავისუფლების" რუსულენოვანი ჟურნალასტი, სოხუმელი ელენა ზავოდსკაია სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, აფხაზეთში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა, პროქართულად იყოს განწყობილი და ვერც იქნება. თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აფხაზეთის პოლიტიკურ რეალობაშია, რუსეთის მიმართ ლოიალურია, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთმა ისინი გამოიყენა.
ნადია თარბა:
- დაახლოებით ველოდი ასეთ შედეგს... არადა, აფხაზეთში არჩევნების მონიტორინგს 39 საერთაშორისო მეთვალყურე ახორციელებდა. მათ შორის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლები და პარლამენტარები ბელორუსიის რესპუბლიკიდან, ასევე პარლამენტარები სამხრეთ ოსეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან, ორგანიზაცია "არცახას" წევრები; აფხაზეთში იმყოფებოდნენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან ჩამოსული დამკვირვებლები ანუ მარტო არ ვართ. იმედია, მალე დადგება დრო, როდესაც აფხაზეთში არჩევნებს იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან, ვინც ჯერ კიდევ საქართველოს შემადგენლობაში გვაღიარებს.
მერი თხაგუში:
- სავსებით მისაღებია ის შედეგი, რაც მივიღეთ. თუმცა, ცოტათი კი მიკვირს, ასე ადვილად როგორ დათმო ხაჯიმბამ პოსტი, მით უფრო, რომ რუსეთის სრული მხარდაჭერა აქვს და პრეზიდენტის სავარძლის გამო, ქვეყანაში ლამის სამოქალაქო ომი დაიწყო... ძალიან სასიამოვნოა, რომ ხალხისთვის მისაღებმა ძალებმა გაიმარჯვეს. ვიცი, რომ ისინი ახლა ნერვებდაწყვეტილები ელოდებიან პირველივე ნაბიჯებს, შანსის ჩავარდნისთანავე რომ აურიონ... იმედი მაქვს, 2004 წლის შემდეგ, მოქალაქეობრივად გავიზარდეთ და "ხაჯისტების" გავლენის ქვეშ არ მოვექცევით... ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, ისევ ხელისუფლებაში ბრუნდება, ერთ რამეზე მიანიშნებს, ხალხს ყელში ამოუვიდა ხაჯიმბას მოღალატური პოლიტიკა. მისი პრეზიდენტობისას დაიწყო ყველაზე ცუდი ტენდენცია, ისტორიის ნგრევა. თითქოს ქართველების მიერ დანგრეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ გვეყოფოდა, ახლა თავად დავიწყეთ მათი განადგურება... არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოხუმის ცენტრში "თურქული აბანოების" ნგრევა დაიწყეს და კიდევ კარგი, ნგრევისას წყლის მილი გაწყვიტეს. მოსახლეობამ გაიგო რა უბედურებაც ხდებოდა ჩვენს თავს, თორემ ისე მოასწორებდნენ იქაურობას, ვერაფერს გავიგებდით... და ასეთი კაცი ელოდა, რომ მის პარტიას ხელმეორედ ავირჩევდით.
ირაკლი გვარამია:
- მიკვირს იმ ადამიანების, დიდ ცვლილებებს ელიან. ამ ქვეყანაში კარგა ხანს არაფერი შეიცვლება. ერთი ძალა წავიდა, ახლა მეორე წავა, გაიმყარებს ბიზნესს, ძალაუფლებას, მიიღებს წილებს. ჩვენ კი ისევ ჭაობში, ნარკომანიაში, კორუფციაში, კრიმინალსა და უსამართლობაში ვიცხოვრებთ... თუმცა, მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა...
ლევან გერაძე, პოლიტოლოგი:
- დღეს აფხაზეთში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა, პროქართულად იყოს განწყობილი. ანქვაბის გამარჯვებით ყველაფერი არ დასრულებულა. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და აფხაზეთში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა ანგარიშს უწევს რუსეთს. ყველა მათგანის უკან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა წრე დგას, რომლებიც ცალ-ცალკე იბრძვიან გავლენებისთვის...

ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა
დეკლარაცია ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს
"ვცდილობ, ადამიანს არასოდეს ვაგრძნობინო, რომ გაბრაზებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი