"რუსთავი 2"-ის ჩახლართული საქმე და განხეთქილება ტელეკომპანიაში
font-large font-small
"რუსთავი 2"-ის ჩახლართული საქმე და განხეთქილება ტელეკომპანიაში
ვინ ცდილობს ხელის მოთბობას

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე ახალ პროცესებს საზოგადოება ინტერესით ადევნებს თვალყურს. საქმე ის არის, რომ სამაუწყებლო კომპანიამ, დაარსებიდან დღემდე არაერთი მფლობელი გამოიცვალა და ეს საქმე სამართლებრივადაც ისეთივე ჩახლართულია, როგორიც იმ ყოფილი თუ ახლანდელი მეწილეების განცხადებები, რომელთაც ახლა მისი დაუფლების პრეტენზია აქვთ...

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთას სურს შეინარჩუნოს ტელევიზია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის. რაც შეეხება მთავრობას, მას სურს, შეძლებისდაგვარად მართვადი ოპოზიციური ტელევიზია ჰქონდეს. თავის მხრივ, "ოცნებას", ამ სიტუაციაში "რუსთავი 2"-ზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდება და ალბათ არც იქმნიან ამის ილუზიას. მაგრამ ეს არც არის საჭირო, ვინაიდან "ოცნების" და "ნაცმოძრაობის" ინტერესები ნაწილობრივ ერთმანეთს ემთხვევა. საქმის ძირითადი არსი ის არის, რომ არც ერთ მხარეს არ სურს დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა!
დავით დვალის თქმით, ხალვაშისგან განსხვავებით, რომელმაც საკუთარი ქონება 2015 წელს მოიკითხა, მათი განცხადება, პროკურატურაში, 2012 წლიდან, ხელისუფლების შეცვლიდანვე დევს.
"რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლა 2015 წელს, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმაც დაიწყო, რომელიც ტელევიზიას 2004-06 წლებში ფლობდა. მან საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის 100% 2017 წლის 2 მარტს დაიბრუნა და განაცხადა, რომ 50%-ს დვალსა და აქიმიძეს გადასცემდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მარტის დასაწყისშივე დროებით შეაჩერა.
2017 წლის 23 მარტს, ძმებმა ყარამანიშვილებმა (რომელთა წილები (91%) უზენაესმა სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა და ამ დრომდე ყადაღა ადევს) "რუსთავი 2"-ის კოლექტივს მიმართეს, ტელევიზიის აქციების 40%-ის გადაცემის სურვილით. პასუხად, ტელეკომპანიის კოლექტივმა, "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტი მოითხოვა. წილების მიღების მიზნით, კოლექტივმა პირდაპირ ეთერში ღია თათბირზე 40 თანამშრომელი შეარჩია, რომელთაც ახალი შპს "რუსთავი 2-ის გუნდის" დაფუძნება გადაწყვიტეს, რომლის მეშვეობითაც "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, შპს "ტელეკომპანია საქართველოს" 51% უნდა მართონ. თუმცა, ამ შეთავაზებას ძმებმა ყარამანიშვილებმა უკვე უარით უპასუხეს და განაცხადეს, რომ შუამავალი ფირმა არ სჭირდებათ და დღეიდან, უშუალოდ კოლექტივთან, ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყებენ მოლაპარაკებებს...
ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი გაგრძელება ექნება "რუსთავი 2"-ში არსებულ მრავალმხრივ დაპირისპირებას ძმებ ყარამანიშვილებს, ნიკა გვარამიას და კოლექტივს შორის, რომელიც თავის მხრივ კიდევ რამდენიმე ჯგუფად არის გაყოფილი...
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელების, ყარამანიშვილების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ წილების შესახებ კოლექტივის წევრები ერთმანეთში დაიწყებენ მოლაპარაკებებს, თუმცა ეს პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა.
საზოგადოების ერთი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სიტუაციის ისევ სათავისოდ შემოტრიალებას ცდილობს.
შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:
- ასეთი სიაფანდობა, რაც გვარამიამ და კამპანიამ ბიზნესში უვიც "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტებსა და სტაფს ჩაუტარა, კარგა ხანია, არ მინახავს. გვარამიას უნდა, მიშა ტელევიზიას მოაშოროს. ამიტომ, მის ინტერესებშია, "რუსთავი 2"-ის მაკონტროლებელი წილები მთელ კოლექტივზე (1000 კაცზე) კი არა, ცოტა ხალხზე გადანაწილდეს, რომლებსაც შემდეგ გვარამია მართავს... ამიტომ აფუძნებენ შპს-ს, რომლის მეწილეები იქნებიან "რუსთავი 2"-ის ყველა განყოფილებიდან გარკვეული კვოტით განსაზღვრული წარმომადგენლები, თავის მხრივ, ეს შპს, ტელევიზიას გააკონტროლებს. სწორედ ამ დეტალშია ეშმაკი დამალული, - რატომ უნდა მისცე გრიმიორს იმავე ოდენობის წილი (თუნდაც ნაკლები), რაც მაგალითად, საინფორმაციოს უფროსს? ვისი შრომა წერს მეტ რეიტინგს?..
რა კრიტერიუმებით ირჩევენ "რუსთავი 2"-ის განყოფილებები და კონტრაქტორი ფირმები თავიანთი კვოტიდან მეწილეებს? რა ნიშნით არჩევენ კონკრეტულ ინდივიდებს? საერთოდაც, კომპანია, რომელიც ახლა ღირს (პოლიტიკური მდგენელის გათვალისწინებით) 100.000.000 ლარამდე, ღია ეთერში გამართულ "საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა თათბირზე" იჭრება, იხერხება და ნაწილდება.
ამასთან, კოლექტივს ატყუებენ, - ტელევიზიიდან დივიდენდს ვერასდროს აიღებთ (საიდან დაასკვნეს?). შპს-ში წილის ფლობა შპს-ს ბალანსზე არსებული ქონების წილში ყოფნას არ ნიშნავს (ტყუილი) ყველას წილები რომ დაგირიგოთ, დომხალი და არაფექტიანი იქნებაო. ამიტომ, ახლავე ავირჩიოთ მეწილეებიო (ეჩქარებათ ძაან)... ცალკე თემაა გადანაწილება - გვარამია სახელებსა და გვარებს აცხადებდა და ხელის აწევით მიდიოდა წილების გადანაწილება. ეს ყოველივე იმდენად არასწორი, არაბიზნესური, არაადეკვატური იყო, რომ მხოლოდ სირცხვილისა და სიბრალულის გრძნობას იწვევდა...
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოდან ახალ მა­სალებს მიიღებს, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვლება... რაც შეეხება კითხვას, - მაინცდამაინც ახლა რატომ მოითხოვა ქიბარ ხალვაშმა ეს ბიზნესი? ის პასუხობს, რომ ხალვაშს სრული უფლება ჰქონდა, თავისი საკუთრება მოეთხოვა, ეს ოდესმე ხომ უნდა გაეკეთებინა...
პაატა სალია:
- ვფიქრობ, ქიბარ ხალვაში, როგორც გამოცდილი ბიზნესმენი, კრიზისული სიტუაციის დალაგებას მოახერხებს და ხისტი გადაწყვეტილების მიღება აღარ მოგვიწევს. როდესაც ხისტ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობ, არ მინდა, ვინმემ იგულისხმოს, რომ იძულების მექანიზმის გამოყენებას ვაპირებთ, რადგან კორპორაციული ურთიერთობებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ. თუმცა, საქმის ასე დატოვება შეუძლებელია, - ასე თვალსა და ხელს შუა, უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას. ეს კი, ერთი-ორი პირისთვის კი არა, ქვეყნისთვის იქნება საზიანო და თუ არაფერი შეიცვალა, ეს იქნება ქვეყანაში უკანონობის დაკანონება.
ლია მუხაშავრია, იურისტი:
- ამ ქმედებით, ბოლო პროცესებს ვგულისხმობ, თავად "რუსთავი 2" ქმნის საფუძველს, რომ გააუქმონ 39 წესით გამოყენებული განსაკუთრებული გადაწყვეტილება. ეტყობა, მათ ევროსასამართლოს გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის სურდათ, რათა მოპასუხე მხარეს დაჰპირისპირებოდნენ... თუმცა, ის, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლომ მისი უფლების დარღვევად და ბოროტად გამოყენებად მიიჩნიოს. ეს საკმარისი იქნება, რომ აღდგეს სტატუსო კვო, ანუ ქიბარ ხილვაშს თავისი კუთვნილი ბიზნესი დაუბრუნდეს, ვგულისხმობ იმ მდგომარეობას, რომელიც მას სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ჰქონდა... თუ ვინმე მიმართავს ევროსასამართლოს და შემდეგ მას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავისი ქმედებებით შეეწინააღმდეგება, ძალზე სახიფათოა. ის არ არის საქალაქო და არც უზენაესი სასამართლო, ამიტომ ასეთ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრია.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"2018 წელი მსოფლიოში უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე 2017"
"ის იგივეა მარად და მარად. შეიძლება, ანალოგი მხოლოდ ჩე გევარასთან გავაკეთოთ"
ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა
დეკლარაცია ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი