მერობის კანდიდატების შანსები და არჩევნების ასტროლოგიური პროგნოზი
font-large font-small
მერობის კანდიდატების შანსები და არჩევნების ასტროლოგიური პროგნოზი

"ასეთი რამ მხოლოდ 6 წელიწადში ერთხელ ხდება"

თბილისის მერის თანამდებობაზე პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი კანდიდატები უკვე დაასახელეს. როგორია არჩევნების დღის ასტროლოგიური პროგნოზი, რას ამბობენ დასახელებულ კანდიდატებზე "ვარსკვლავები", რომელ მათგანს ელის წარმატება და როგორი იქნება შემდგომი პერიოდი თბილისის ამჟამინდელი მერისთვის? - ამ ყველაფერზე ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი გვესაუბრება.


- თბილისის მერის თანამდებობაზე პრეტენზიას არაერთი პიროვნება აცხადებს, მაგრამ რეალურად ბრძოლა 3 კანდიდატს შორის მიდის. ესენი არიან ალეკო ელისაშვილი, კახა კალაძე და ზაალ უდუმაშვილი. გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი კახა კალაძეს აქვს.
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- გარდა იმისა, რომ ის სამთავრობო კანდიდატია და ძლიერი ზურგი აქვს, ასტროლოგიური თვალსაზრისითაც მეტი შანსი აქვს.
- მისი ზოდიაქოს ნიშანი რომელია?
- ის თევზებია. მის ნიშანში გამარჯვებისა და წარმატების მომტან პლანეტა იუპიტერს ისეთი პოზიცია აქვს, რაც 6 წელში ერთხელ ხდება, ძალზე პოზიტიურად მოქმედებს და მის წარმატებას განაპირობებს. არც ბატონ ზაალს აქვს ცუდი პერიოდი, მაგრამ მის რუკაზე უფრო მეტი ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობენ. ისიც თევზების ნიშნითაა დაბადებული. მისი გამარჯვების შემთხვევაში, არჩევნების შემდგომი პერიოდი უფრო რევანშისტული იქნება. ის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია და იმუშავებს ისე, რომ ინტერესები მოარგოს არა ქალაქის, არამედ პარტიის ინტერესებს. უდუმაშვილის გამარჯვების შემთხვევაში პროვოკაციების დიდი საფრთხე იქნება, დაუსრულებელი საქმეები გართულდება.
- ამას მის პირად რუკაში რა გკარნახობთ? ორივე კანდიდატი თუ თევზების ნიშნითაა დაბადებული, რატომ იქნება ერთისთვის ცუდი და მეორესთვის კარგი პერიოდი?
- პირადი რუკა ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს და განსხვავებული. ზაალ უდუმაშვილს აქვს სხვა გამოცდილება. მას კარგად შეუძლია მანიპულირება, მის უკან დგას საკმაოდ ძლიერი მედიასივრცე. მის გამარჯვებას შემდგომში მოჰყვება უფრო მეტი მავნებლობა, ვიდრე ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ხალხი მას თუ აირჩევს, დიდ შეცდომას დაუშვებს, იგივე შემიძლია ვთქვა ელენე ხოშტარიაზე.
- ელენე ხოშტარიას ზოდიაქოს ნიშანი რომელია?
- ის მორიელია. ძალზე მამაკაცურია, წელს - ნაკლებად, მაგრამ მომავალ წელს გაცილებით დიდი ტრიუმფი ელის, განსაკუთრებით, წლის მეორე ნახევარში. ის შემტევია, პრაქტიკულად აზროვნებს და სარკაზმიც ახასიათებს. ხალხის ნდობის მოპოვება ძალიან გაუჭირდება. მის რუკაზე პრობლემების ალბათობა ძალიან დიდია, მისი მოქმედების არეალში სახელმწიფოებრივი დაპირისპირება ხდება.
- ალეკო ელისაშვილი დაბადების თარიღი რას "გეუბნებათ"?
- ელისაშვილი თხის რქაა, მას პოზიტიური პერიოდი ეწყება, ქალაქის მერად რომ არ აირჩიონ, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი სამსახურით დაკავდება. მას დიდი კარიერული წინსვლა ელის. პოზიტიური პერიოდი ეწყება. მის ძალას ხალხი დაინახავს. ამ პიროვნებით სხვა პარტიები და ძალებიც დაინტერესდებიან.
- ზოდიაქოს 12 ნიშნიდან, რომელი ნიშანია უფრო მეტად გამორჩეული მენეჯერული უნარით? ხელმძღვანელ პოზიციაზე რომელი ნიშანია სასურველი?
- თხის რქა ძალიან ძლიერია. ის ნაკლებად იმართება. მას აქვს უნარი კარგად დაგეგმოს საქმე, შეისწავლოს გამომწვევის დეტალები და პრობლემის აღმოფხვრის გზები დასახოს. თხის რქები ამ მხრივ მართლაც გამორჩეულები არიან.
- პოლიტიკოსები თქვენთან კონსულტაციაზე მოდიან?
- მოდიან, რჩევებს ისმენენ. ზოგიერთი პირადად მოდის, ზოგიერთი სატელეფონო მომსახურებას ირჩევს, ზოგიერთი "სკაიპით" ერთვება.
- არჩევნებამდე როგორ მივალთ, რამდენად მშვიდობიანი იქნება ეს პერიოდი?
- დაძაბულობას ვერ გავექცევით, იქნება ინტრიგები, ვნებათაღელვა, პროვოკაციები, ინფორმაციული ქაოსი... კანდიდატების დაბადების ზუსტი დრო არ ვიცი, ეს არის ზოგადი მიმოხილვა. ზოგადი სურათი კი იმის თქმის საბაბს იძლევა, რომ კალაძე გაიმარჯვებს. ელისაშვილი და უდუმაშვილი მეორე და მესამე პოზიციას გაიყოფენ.
- ქალაქის ამჟამინდელ მერს რა ელის?

- მისი ნიშანიც თევზებია. საკმაოდ კარგი პერიოდი ეწყება, მისი როტაცია არცთუ ურიგო პოსტზე მოხდება. სავარაუდოდ, კონტროლის პალატაში, ხელმძღვანელ პოზიციაზე გადაიყვანენ. ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი. ნარმანიას პირად რუკაში პლანეტების საკმაოდ პოზიტიური განლაგებაა.
- არჩევნების თარიღად ოქტომბრის მესამე შაბათი დასახელდა. ამ დღის ასტროლოგიური შეფასება როგორია?
- მცირე დაძაბულობა არის, მაგრამ ამ დღეს მნიშვნელოვანი რამ ხდება, იუპიტერისა და მზის შეერთება.
- ეს რას ნიშნავს?
- ეს ძალიან დიდი პოზიტივია, ბედნიერებაა, რაც ძალიან პოზიტიურ გავლენას იქონიებს. დროთა განმავლობაში ყველაფერი ჩაწყნარდება, დალაგდება. აგრესიისა და პროვოკაციების ალბათობა მაინც იქნება, განსაკუთრებით მედიის მხრიდან, აგორდება ინტრიგებიც, მაგრამ ჯამში მაინც პოზიტიური დღეა.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა
დეკლარაცია ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს
"ვცდილობ, ადამიანს არასოდეს ვაგრძნობინო, რომ გაბრაზებული ვარ"
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი