დეპუტატი, რომლის ქონებაც 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული
font-large font-small
დეპუტატი, რომლის ქონებაც 2 მილიონ დოლარადაა შეფასებული
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა


პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომელსაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ცნობით, უძრავი ქონება არასრულად აქვს დეკლარირებული.


აღსანიშნავია, რომ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, წილოსანი მილიონერ დეპუტატთა რიგშია და მისი ქონება 2 მილიონ ლარადაა შეფასებული.
რა ქონებას ფლობს პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი?
მიმდინარე წლის 6 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 5 ბინას თბილისში - მათგან ერთი 124,70 კვმ-ია; მეორე - 224,70 კვმ; მესამე - 131,60 კვმ; მეოთხე - 72,40 კვმდა მეხუთე - 59 კვმ; აქვს 94,55 კვმ ბინა მცხეთაში და 60 კვმ - წყნეთში; 60,91 კვმ არასაცხოვრებელი ფართობი დედაქალაქში, რომლის 33%-ია მის საკუთრებაში; 82,90 კვმეტრიანი არასაცხოვრებელი ფართობი თბილისში, რომლის 27,63%-იანი წილის მფლობელია; დედაქალაქში მდებარე 15,07 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და 440 კვმ მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში; 1 175 კვმ მიწის ნაკვეთი საგურამოში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი BMW X5.
რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 1 418,69 ლარია; "საქართველოს ბანკის" მიმდინარეზე - 3 347,90 ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 17,000 ლარი.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი 13 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს "მკურნალი 2002"; შპს "ქონსელერ პრივატი"; შპს "აიპროფიტი"; შპს "ტრიდე ჯგუფი"; შპს "ჯი თრეველი"; შპს "ენ-დუო-კონცეპტ"; შპს "აითრეველი"; შპს "ლეგიონი"; შპს "ბინ თრეიდინგ"; შპს "რეტრო 77"; შპს "აგროპროდუქტი"; S.R.O lmitrans (ჩეხეთი) და U.S TRADING (აშშ). ამათგან, დეპუტატმა გასულ წელს მხოლოდ 3 კომპანიის საქმიანობის შედეგად მიიღო შემოსავალი.
კერძოდ, შპს "მკურნალი 2002"-ის საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 36 ათასი ლარი; შპს "ქონსელერ პრივატის" საქმიანობით - 5,789 ლარი; ხოლო შპს "აიპროფიტის" საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა - 100,848 ლარი შეადგინა.
წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, პარლამენტის წევრის პოსტზე ნინო წილოსანმა 3,699 ლარის შემოსავალი მიიღო;
ვაგონმშენებელი კომპანიის ფინანსური სამსახურის უფროსის პოსტზე - 22 297,72 ლარი; "მკურნალი 2002"-ის ფინანსური კონსულტანტის თანამდებობაზე - 33,000 ლარი; ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტზე კი 8,900 ლარი აქვს მიღებული.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ფართობის იჯარით გაცემის შედეგად დეპუტატის შემოსავალმა 1,500 დოლარი შეადგინა; ფართობის იჯარის აღებაზე შემოსავლის სახით გასულ წელს 34,703 ლარი; ხოლო ფართობის იჯარით გაცემაზე - 3,110 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. იპოთეკური სესხის შედეგად მისმა გასავალმა 18,662 დოლარი შეადგინა.
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პარლამენტის წევრის გასავალმა ქველმოქმედებაზე - 14,326 ლარი, ხოლო საკუთარი სწავლის გადასახადზე - 22,000 ლარი და 10,000 დოლარი შეადგინა.
ნინო წილოსანს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. დეკლარაციის მიხედვით, მეუღლე ვლადიმერ აბულაძე ფლობს 1 242 აქციას; არის 4 კომპანიის - შპს "ვაგონტესტის", შპს "შულავერის" (რომლის დირექტორის პოსტსაც იკავებს), შპს "ბილდინკოს",U.S TRADING-ისა და S.R.O Almitrans--ის პარტნიორი; ასევე შპს "ვაგონმშენებელი კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; შპს "ნათ ექსპორტის" დირექტორი და სს "რუსთავის მეტა­ლურგიული კომბინატის" ფინანსური დირექტორი. ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტზე მისმა შემოსავალმა 6 112,500 ლარი შეადგინა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს
"ვცდილობ, ადამიანს არასოდეს ვაგრძნობინო, რომ გაბრაზებული ვარ"
არავინ მოითხოვს, შენ ბრიტანული ან ამერიკული აქცენტით ილაპარაკო

კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი