ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელსაც სურს, თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს
font-large font-small
ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელსაც სურს, თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს
"ქართველებთან საერთო ენა იოლად გამოვნახე"
წარმოშობით ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი უკვე საქართველოს მოქალაქეა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს საბურთალოს რაიონში იყრის. ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო, ქართულად ალაპარაკდა და ახლა სურს, თბილისელთა პრობლემების გადაჭრაზე იზრუნოს. ვინ არის იგი, რატომ ჩამოვიდა საქართველოში, რა მოეწონა ყველაზე მეტად თბილისში და რამ ჩააგდო შოკში საკრებულოს სხდომებზე დასწრებისას? ამ ყველაფერს ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.


- თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუ მოვისმინე, სადაც ამბობდით, ცალ-ცალი კალოშით ჩამოვედიო. ამით ხაზი გაუსვით იმას, რომ არ ხართ ლონდონელი, თან ქართული ხასიათის შტრიხიც კარგად გაქვთ დაჭერილი.
- დიახ, ასე ხომ თბილისში რეგიონებიდან ჩამოსულებზე ამბობენ, უფრო მძიმე ფორმასაც გაიგონებთ, მაგალითად - "ჩამოთრეულიაო". წარმოშობით ბრიტანელი ვარ, 32 წლის, გავიზარდე სოფელში და ასეთივე "ჩამოსული" და უცხო, თავის დროზე ლონდონშიც ვიყავი.

- ეს ტერმინი ლონდონშიც არის?

- დიახ. ლონდონი გლობალური ქალაქია, მაგრამ ძირძველი ლონდონელი თუ არ ხარ, მაინც ჩამოსული გქვია. უმრავლეობა ჩასულია. სადაც მე გავიზარდე, იქ სოფლური გარემოა. პირველად კემბრიჯში რომ წავედი, მეტყველებაც სხვაგვარი მქონდა, ზოგს სოფლელი გლეხი ვეგონე.

- მიამბეთ, სოფელში როგორ ცხოვრობდით?

- ჩემი სოფელი რაიონული ცენტრიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული. ისეთია, ბრიტანულ კინოებში სოფლებს რომ აჩვენებენ. ბავშვობაში ველოსიპედი მყავდა, ირგვლივ სიმწვანე იყო, ნაკადულებში ვთამაშობდი, ტყეში შტაბს ვაშენებდი... ტიპური რომანტიკული გარემო.

- საქართველოს შესახებ პირველად როდის გაიგეთ და აქ ჩამოსვლის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- ამ ქვეყნის არსებობის შესახებ პირველად 2005 წელს გავიგე. მაშინ კაიროში ვცხოვრობდი, არაბულს ვსწავლობდი. როცა მეკითხებოდნენ, საიდან ხარო, რა თქმა უნდა, ვპასუხობდი, რომ ბრიტანელი ვიყავი. ეს ერაყის ომის პერიოდში ხდებოდა, მასში ბრიტანეთიც იყო ჩართული და იქაურების მიმართ ნეგატიური განწყობა იგრძნობოდა. ამიტომ ვეძებდი ქვეყანას, რომელსაც ომთან კავშირი არ ექნებოდა. "გუგლში" მოვიძიე ინფორმაცია, ევროპის ქვეყნებიდან ასეთი რომელი იყო. ერთ-ერთი პირველი საქართველო მიჩვენა. მიხეილ სააკაშვილის ფოტოც ვნახე. მას შემდეგ ყველას ვეუბნებოდი, რომ ქართველი ვიყავი და ასე გადავჭერი პრობლემა. შემდეგ ლონდონში ბიბლიოთეკარად დავიწყე მუშაობა, არაბული ენის სპეციალისტი ვიყავი. მერე ლონდონის ერთ-ერთ ინსტიტუტში ვსაქმიანობდი. იქ სხვადასხვა კოლექციაზე ვმუშაობდი, ჩემი სფერო კავკასიურ და თურქულ ერებს მოიცავდა. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, არ ვიცოდი, ქართულ ენას დამწერლობა თუ ჰქონდა. ერთ დღეს, დონაციის სახით, წიგნი - "აზერბაიჯანის დღიურები" მოვიდა. წავიკითხე, იმ წიგნის ფურცლებიდან აზერბაიჯანი ძალზე საინტერესო ქვეყანა ჩანდა, შემიყვარდა, მინდოდა მენახა. როცა ჩავედი, ეს ქვეყანა სხვაგვარი აღმოჩნდა. ბაქო არ იყო ის ქალაქი, რომელიც წარმოსახვაში შემიყვარდა. გადავწყვიტე, უკან საქართველოს გავლით დავბრუნებულიყავი. აქ 3 დღით ჩამოვედი და შეიძლება ითქვას, რომ ამ სამმა დღემ ჩემი მომავალი შეცვალა.

- საქართველოში ჩამოსვლისას პირველი ემოცია როგორი იყო? თბილისმა რით მოგხიბლათ?

- მატარებლით ჩამოვედი. არ ვიცი, ასე რატომ მახსოვს, მაგრამ პირველად სიმწვანით მოვიხიბლე. რეალურად დღეს ასე არ არის. ლესელიძის ქუჩა, ძველი თბილისის ნახევრად დანგრეული სახლები ძალიან მომეწონა.

- და გადაწყვიტეთ, ამ ქვეყანაში დარჩენილიყავით, გეცხოვრათ, გემუშავათ?

- წავედი ლონდონში და საქართველოს ისტორიის კითხვა დავიწყე. ჩემი მთავარი საინფორმაციო წყარო "ინტერპრესნიუსი" და ერთ-ერთი რადიოსადგური იყო. აქ მიმდინარე მოვლენებზე წარმოდგენა მქონდა. საქართველოში 2012 წელს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩამოვედი. დამკვირვებელი ვიყავი. მერე საქართველოში დავრჩი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ.

- თქვენი გადაწყვეტილება მშობლებმა როგორ მიიღეს?

- ჩვეულებრივად, მათთვის ჩემი ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ საქართველოში არ ჩამოსულან. შესაძლოა, მომდევნო წელს ჩამოვიდნენ. მგონი, მამას საქართველო არ მოეწონება.

- რატომ?

- სოფლის კაცია, მას ყოველთვის აქვს საქმე. ვუთხარი, აქ თევზაობა ძალიან კარგია-მეთქი. თუ ჩამოვა, სათევზაოდ აუცილებლად წავიყვან. დედას უფრო მოეწონება, რადგან სხვა ქვეყნების ისტორიითა და კულტურითაა დაინტერესებული.

- და-ძმა გყავთ?

- დიახ. ორი და და ერთი ძმა მყავს. ძმა მუსიკოსია, ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია, ჩემს პოსტებს ხშირად "აშეარებს".

- ქრისტიანად მოინათლეთ, ხომ?

- დიახ, 2013 წელს მოვინათლე. ამ თემაზე ხშირად არ ვსაუბრობ, ძალიან პირადია. იოსები ნათლობის სახელია.

- პოლიტიკაში მოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- ეს იმპულსური გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო. რამდენიმე წელია, ამ ნაბიჯზე ვფიქრობ. 5 წელია, საკრებულოს სხდომებს ვესწრები. ვიცი, რა პრობლემებია დედაქალაქში. დასწრებას თუ ვერ ვახერხებ, პირდაპირ ჩართვას ვუყურებ, მაგრამ ვთვლი, რომ დასწრება უფრო საინტერესოა.

- რით არის საინტერესო?

- ხშირად კამერებს მიღმა უფრო საინტერესო რაღაცებს ამბობენ, ვიდრე - ჩართულ მიკროფონთან. იარუსიდან თვალყურის დევნება საინტერესოა. სხდომებზე დასწრება რომ დავიწყე, შოკში ჩავვარდი. დაპირისპირება არსებობდა ორ მთავარ პარტიას შორის და არ ლაპარაკობდნენ იმ რეალურ გზებზე, ქალაქის პრობლემები ნამდვილად რომ გადაჭრილიყო. მოსახლეობა მხარს თუ დამიჭერს, საკრებულოში მე ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი, არ მექნება პარტიული ვალდებულებები და ინტერესები. ეს მერწმუნეთ, ძალიან ბევრს ნიშნავს.

- საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში, ყურადღებას რომელ საკითხებზე გაამახვილებთ?

- უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე. ეს მოიცავს სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას, ინფრასტრუქტურის მოწყობას. ჰაერის ხარისხი კატასტროფაა, სამშენებლო პროცესში ბევრი დარღვევაა. ექსპერტებთან გავიარე კონსულტაციები. ახლა ზუსტად ვიცი, რა ლაფსუსებია კანონმდებლობაში და შეცდომები როგორ უნდა გამოსწორდეს. საყურადღებოა, საკრებულოს წევრებს როგორი მიდგომა აქვთ მთელ რიგ პროექტებზე. ისინი არ სვამენ საინტერესო კითხვებს, საკითხს ყოველთვის ზედაპირულად განიხილავენ, სიღრმეში მხოლოდ ოპოზიცია თუ ჩავა. დანარჩენები პარტიულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე მოქალაქეების ინტერესებს. ქალაქში მწვავედ დგას გამწვანების პრობლემა - ხეების გაჩეხა დაუშვებელი, მიუღებელია. უნდა დავიცვათ ის, რაც გვაქვს და შევქმნათ ახალი მწვანე სივრცეები.

- კენჭს საბურთალოზე რატომ იყრით?

- ეს სტრატეგიული გადაწყვე­ტილება იყო, რადგან ამ რაიონმა ახლო წარსულში დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი აირჩია. ის პრობლემები, რომელიც ჩემს კვლევაში გამოიკვეთა, მწვავედ დგას საბურთალოს რაიონში. თავად ჩუღურეთში ვცხოვრობ, კუმისის ქუჩაზე. ეს არის ადგილი, სადაც სოფელი ჩუღურეთი იყო. ჩემი უბანი ძალიან მიყვარს.

- მოსახლეობამ როგორ მიგიღოთ, შეხვედრების დროს რას გეუბნებიან?

- შეხვედრების დროს დადებით განწყობას ვგრძნობ. კარდაკარ დავდივარ, უცხოური გვარი და ორი სახელი რომ მაქვს, ცოტათი ეუცხოებათ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ დასაფასებელია, ქართული ენა რომ ვისწავლე. შემდეგ მეკითხებიან, რის გაკეთებას ვაპირებ? ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მაჟორიტარობის კანდიდატები ძირითადად დადიან ღონისძიებებზე, თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ კარდაკარ - იშვიათად. მე ამას არ ვიზარებ, ყოველდღე დავდივარ, მოსახლეობას ჩემს პროგრამას ვაცნობ. ეს არა მხოლოდ ეფექტური სტრატეგიაა, ამომრჩევლისთვისაც მნიშვნელოვანია. შენ თუ არ გაქვს სურვილი, იარო კარდაკარ და გაიცნო ამომრჩეველი, მაშინ შენი ადგილი არ არის საკრებულოში. წამოვედი ორივე სამსახურიდან, რაც მტკივნეული იყო. ძალიან მენატრება რადიო, სტუდია, მიკროფონი. გარდა ამისა, ვმუშაობდი "კავკასიის ბუნების ფონდში". ეს არის გერმანული ორგანიზაცია. პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთში დაცული ტერიტორიების დაფინანსება ხდება. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. დაველაპარაკე ჩემს უფროსს და ახლა უხელფასო შვებულებაში ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციაში აღარ დავბრუნდები და საკრებულოს წევრი ვიქნები.

- ქართველი მეგობრები გყავთ?

- უცხოელი მეგობრები აღარ მყავს. მოგეხსენებათ, მე ჟურნალისტად ვმუშაობდი და იმ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. დავდიოდი რეგიონებში, გავიცანი ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ ინგლისური ენა, მაგრამ ჩემთვის საინტერესოები იყვნენ. ეს სტიმულს მმატებდა, ქართული ენა რაც შეიძლებოდა სწრაფად შემესწავლა. ვმუშაობდი ერთ-ერთ რადიოში, სადაც გადაცემა ინგლისურ ენაზე მიმყავდა. ქართველებთან საერთო ენა იოლად გამოვნახე. უმეტესად ჟურნალისტებთან და ფოტოგრაფებთან ვმეგობრობ. მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ჩემი ჰობია თევზაობა, მაგრამ საამისოდ არასდროს მცალია. მანქანა არ მყავს, ველოსიპედით დავდივარ. ადრე გაჩიანში ვთევზაობდი. ველოსიპედით მაქსიმუმ რუსთავამდე ან მცხეთამდე ჩავიდე, მაგრამ ამ ადგილებში კარგი სათევზაო არ არის.

- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- სახლში როცა ვარ, ვცდილობ, ყოველდღე, ნახევარი საათი მაინც ბეთჰოვენის მუსიკას მოვუსმინო. ახლა ვცდილობ, კარგად გავეცნო ქართველი ავტორების შემოქმედებას. წელს დაბადების დღე აღვნიშნე, მეგობრებმა ძალიან ბევრი წიგნი მაჩუქეს, რესტორნიდან შინ უამრავი წიგნით დავბრუნდი.

- ქართულ სამზარეულოზე რას გვეტყვით?

- ძალიან კარგია, მიყვარს. ქართულ ღვინოზე ვგიჟდები, მეგობრებთან ერთად, სახლში მისვლამდე, ერთ ჭიქას თითქმის ყოველდღე ვსვამ.

- პირად ცხოვრებაზე შეიძლება გკითხოთ?

- დაოჯახებული არ ვარ. უფრო კონკრეტული გეგმები მაქვს საკრებულოში, ვიდრე - პირად ცხოვრებაში.

- დაბოლოს, რას ეტყვით საბურთალოელ ამომრჩეველს, მხარი რატომ უნდა დაგიჭირონ?

- მე ვარ დამოუკიდებელი, ყო­ველგვარი პარტიული ვალდე­ბულებებისგან თავისუფალი ადამიანი. მე ჩემი გამოცდილებით, ცოდნით, პრინციპებითა და პატიოსნებით მოვდივარ. გული შემტკივა ამ ქალაქზე, მზად ვარ, შემწევს ძალა, ბევრი ვიმუშაო და ყველა დიდი პრობლემის გადაჭრის გზა მოვძებნო.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა
დეკლარაცია ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს
"ვცდილობ, ადამიანს არასოდეს ვაგრძნობინო, რომ გაბრაზებული ვარ"
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი