2017 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - ექსპერტების შეფასება
font-large font-small
2017 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები - ექსპერტების შეფასება
"2018 წელი მსოფლიოში უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე 2017"


2017 წელი ბევრი საინტერესო, ხმაურიანი, დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ამბით იყო გამორჩეული როგორც საქართველოში, ისე - მსოფლიოში. ცხადია, ყველაფერს ვერ მიმოვიხილავთ, თუმცა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე და პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე იმ მთავარ სოციალურ-პოლიტიკურ თემებსა და მოვლენებს გაიხსენებენ და შეაფასებენ, რომლებმაც უფრო მეტად დაგვამახსოვრა თავი.



ალექსანდრე თვალჭრელიძე:

- ვფიქრობ, 2017 წლის ყველაზე მთავარი თემა ვიზალიბერალიზაცია იყო და გამოცდა კარგად ჩავაბარეთ, ყველა სარგებლობს, მათ შორის, მეც, ჩემი ოჯახიც, მივდივართ და მოვდივართ ევროპაში. ნელ-ნელა ევროპელები ვხდებით.
ხანძრებსაც გავიხსენებ, რაც ნამდვილი დივერსია იყო, მასთან გამკლავებას ანტიტერორისტულ ოპერაციად ჩავთვლიდი, რომელსაც კარგად და რაციონალურად გაუმკლავდნენ. თუმცა, ზაფხულში ხანძრის ახალი ტალღების გაჩენის მეშინია, რადგან ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის და პროფესიონალურად უნდა გამოიძიონ. ვშიშობ, ჯერჯერობით მივიწყებულია. თუ ცეცხლისწამკიდებლები არ დაისაჯნენ, გაკვეთილი არ ისწავლეს, კვლავ განმეორდება. პრევენციული ღონისძიებების გატარება აუცილებელია. ღმერთმა არ ქნას, აგვისტოში ამ თემაზე მოგვიწიოს საუბარმა.
რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, მსგავსი წინმსწრები სპეცოპერაციები ვერ ხერხდება ხოლმე, ჯერ ტერაქტს აწყობენ და შემსრულებლებს შემდეგ იჭერენ, თუნდაც, საფრანგეთში, ესპანეთში, ინგლისსა და ბელგიაში და ა.შ. ამ თვალსაზრისით, ეს სპეცოპერაცია წარმატებულად, კარგად ჩატარებულად მიმაჩნია.

წარმატებულ ნაბიჯად და მიღწევად ვერ ჩავთვლიდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვეულებრივი პროცესები მიდის და კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რადგან კონსტიტუცია იმისთვისაა განწირული, რომ მასში ბევრი შესწორება უნდა შევიდეს. სამთავრობო ცვლილებების შედეგს კი რამდენიმე თვეში ვნახავთ და მერე შეიძლება ამაზე საუბარი, რეორგანიზაცია რეორგანიზაციისთვის არაფრის მომცემია, მთავარი შედეგი, დასახულ მიზნებზე პასუხია. "კვირის პალიტრასთან" საუბარშიც აღვნიშნე, რომ ეს ცვლი­ლებები ოდნავ ეკლექტურია. პერმანენტული რეფორმირება ძალიან ცუდია, ოდესმე უნდა შეწყდეს და მუშაობა დავიწყოთ. რაც შეეხება ფრაქციების საკითხს, ოპოზიცია ყვირის, თორემ ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, ერთ ფრაქციაში იქნებიან, თუ სხვადასხვაში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, გამართული მუშაობისთვის პატარ-პატარა ფრაქციები უჯობესია.
ყველაზე დიდი პროცესი ახლა უკრაინაში მიდის, რომელმაც შეიძლება ჩვენზეც დიდი გავლენა მოახდინოს, ღმერთმა არ ქნას. მიხეილ სააკაშვილს ან ბრალს დაუმტკიცებენ, ან უკრაინის ეროვნულ გმირად აქცევენ. ისეთი უსუსური, როგორიც ახლა უკრაინაა, ჩვენი ხელისუფლება 90-იან წლებშიც კი არ ყოფილა. რბილად რომ ვთქვათ, უკრაინის ხელისუფლებამ არაგამჭრიახობა გამოიჩინა, თითიდან გამოწოვა ეს პრობლემა, საერთოდ რატომ უნდა დანიშნულიყო ქართველი კაცი უკრაინის მხარის გუბერნატორად? რატომ მისცეს უკრაინის მოქალაქეობა? მერე რატომ წაართვეს? ეს ყველაფერი ძალიან უსუსური, დაშინებული ხალხის ქმედებებს ჰგავს. ვნახოთ, ესეც როგორ განვითარდება.
რუსეთსა და აშშ-ს რაც შეეხება, საგანგაშო არაფერი ხდება, დიპლომატიური ყვირილებია, უარესებიც ყოფილა და უკეთესებიც, ტალღისებურად ხან დათბობაა მათ შორის, ხან - გაცივება. ჩვეულებრივი დიპლომატიური პროცესია ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის. აშშ მართლაც ძლიერი სახელმწიფოა, რუსეთი კი ყვირის, რომ ძლიერია, სინამდვილეში, არ არის. აშშ-ს საბჭოთა კავშირის ეშინოდა, დღევანდელი რუსეთის აღარ ეშინია.
დიდი მოვლენა ახლო აღმოსავლეთში მოხდა. პირველი ის, რაც მაკრონმა გამოაცხადა "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებით, მეორე კი ის, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი გამოცხადდა, რაც პირდაპირ ურტყამს პალესტინელებს, იქაც საკმაოდ დაძაბული პროცესები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ჩვენს არჩევნებს, ადრეც ვთქვი, რომ ეს ყველაზე უინტერესო არჩევნები იყო, უალტერნატივო, ფაქტობრივად, ერთი მუნიციპალიტეტის გარდა, ყველგან "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. რაც შეეხება თბილისს, ვისურვებდი, რომ თბილისის მერი წარმოშობით თბილისელი იყოს. ერთხელ კარგად იხუმრეს, ნეტავ, ისეთ მერს მოვესწრო, აღდგომას რომ თბილისში დარჩებაო. თბილისის მერს ძვალსა და ხორცში უნდა ჰქონდეს გამჯდარი აქაური პრობლემები, აქ უნდა გაიზარდოს, უნდა ნახოს, ქუჩაში რა ხდება. ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელსაც უცხო კაცის თვალი ვერ დაინახავს და უკვე ჩანს, რომ ბატონი კახა კალაძე და მისი გუნდი იმ პრობლემებს ჯერჯერობით ვერ ხედავენ, მეგაპოლისის მართვას რომ სჭირდება. ქალაქში სტრატეგიული რეზერვი უნდა შეიქმნას. ბოლოს და ბოლოს, სჯობია ნიუ-იორკის მერთან გაიარონ სტაჟირება (იცინის).
2018 წელი, ვფიქრობ, უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე 2017, ვინაიდან გაცილებით უფრო დაძაბულია ურთიერთობა მსოფლიოში. "ისლამური სახელმწიფოს" აღმოფხვრა, საომარი მოქმედებები კიდევ უფრო დიდ ლტოლვილთა ნაკადს წარმოქმნის, ინტენსიურ ტერორიზმს გამოიწვევს და შესაძლოა, ტალღა ჩვენთანაც მოვიდეს. ღმერთმა არ ქნას...

ხათუნა ლაგაზიძე:

- 2017 წლის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან შემდეგს გამოვყოფდი:
ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის - აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაციით დასრულდა.
2017 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა არსებული ხელისუფლების უალტერნატივობა და დევალვირებული, ხერხემალში გადატეხილი პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, ქვეყანაში რეალური ცვლილებების ნულოვანი რესურსით; რატომღაც დაკარგული ელისაშვილი და კალაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც დღეს თბილისის მერია ერთადერთი ადგილია, სადაც პოლიტიკა კეთდება და დრაივი იგრძნობა. ცალკე თემაა დეპრესიული საზოგადოება და ამომრჩეველი, რომელსაც დეპრესიის კლასიკური დაღი ადევს: აღარაფრის შეცვლის სურვილი არ აქვს და ამიტომაც, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საჩუქარია.
განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ამ ხელისუფლებამაც ისევე მოირგო საკუთარ ტყავზე, როგორც ყველა წინამორბედმა. სამთავრობო ცვლილებებმა კი ძალთა ახალი ბალანსი დაადგინა ხელისუფლების შიგნით.
2017 წელი - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა და ანაკლიის პორტის გარშემო დატრიალებული ვნებები; "აბრეშუმის გზის" ფორუმი.

გაუქმდა უშიშროების საბჭო და კრიზისების მართვის საბჭო, რამაც ქვეყანა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მაკოორდინირებელი რგოლის გარეშე დატოვა;
ასევე, აღსანიშნავი და ძალზე სამწუხაროა, შრომის, სახანძრო და უსაფრთხოების სხვა ნორმების ტოტალური დაუცველობით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები. წლის ბოლოს, გამანადგურებელი ტრაგედია იყო ვერაზე დაღუპული ბავშვების ამბავი და გამოვარჩევდი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, რომელიც ამ ტრაგედიაზე ადეკვატურად რეაგირებებს და რომელსაც, დიდი ალბათობით, საკუთარი წონა და ხელწერა ექნება სახელისუფლებო სივრცეში.
რაც შეეხება უცხოეთს, იყო:
უკრაინის წინასაწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული და უკრაინის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამერიკის როლი სააკაშვილის უკრაინულ აქტივობაში;
ამერიკის ყველაზე ეგზოტიკური პრეზიდენტი და შემცირებული ინტერესი საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების მიმართ, მაგრამ იმავდროულად გაზრდილი სამხედრო დახმარება;
ჩვენს ტრადიციულ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში: თურქეთსა და აზერბაიჯანში მკვეთრი ავტორიტარული ტენდენციები და მათი გამკაცრებული ტონი საქართველოსთან ურთიერთობაში - აფგან მუჰთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის გახმაურებული საქმეები;
თურქეთ-რუსეთის მზარდი პარტნიორობა - მათი პრეზიდენტების ლამის ყოველთვიური შეხვედრები; თურქეთ-რუსეთ-ირანის კოალიცია სირიის საკითხში და არა მხოლოდ; მთავარი ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება; ქურთების მიერ ჩატარებული რეფერენდუმი და დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს ფორმირების მცდელობა;
ვერაფრით გამორჩეული მაკრონი და გერმანიის სათავეში კვლავ დარჩენილი მერკელი; პოლიტიკურად სრულად კასტრირებული ევროპის ფონზე მაჩო ლიდერები ჩვენს უშუალო სამეზობლოში: ერდოღანი და მეოთხე ვადით კენჭნაყარი პუტინი;
ტრამპის ბოლო "მაჩოური" ნაბიჯი - იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება, რომელსაც ევროკავშირისთვის უკვე ტრადიციულად ქცეული ქალური ვიშვიში, ისლამური სამყაროს აგრესიული აზვირთება და პალესტინელების ამბოხის ნიშნები მოჰყვა. თუმცა, ამ საკითხზე ერთიანობა არც ევროკავშირშია, სადაც უნგრეთი და ჩეხეთი ერთობლივ ანტიამერიკულ რეზოლუციას ბლოკავენ და ამერიკას უცხადებენ მხარდაჭერას და რეალურად, არც არაბულ სახელმწიფოთა შორის, რომელთათვისაც, მიუხედავად ერთიანი ოფიციალური, საჯარო პოზიციისა, დღეს ირანი უფრო დიდი გამოწვევა და პრობლემაა და საერთო ინტერესის საგანი ისრაელთან, ვიდრე თავად ისრაელი. ყოველ შემთხვევაში, ისრაელის მოლოდინი ასეთია. ალბათ რაღაც გამომრჩა, მაგრამ ძირითადი ეს არის.
რა გველის წინ, 2018-ში, ამაზე შემდგომ ინტერვიუებში ვისაუბრებთ...

თამთა დადეშელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის იგივეა მარად და მარად. შეიძლება, ანალოგი მხოლოდ ჩე გევარასთან გავაკეთოთ"
ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა
დეკლარაცია ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა
როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი