რატომ არ მიიწვიეს ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მეუღლე ივანიშვილებთან, სადღესასწაულო სუფრაზე?
font-large font-small
რატომ არ მიიწვიეს ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მეუღლე ივანიშვილებთან, სადღესასწაულო სუფრაზე?
"ეს გახლავთ მორალურად გამართული ოჯახი, რომელიც სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და ტრადიციებზე დგას..."
"ბიძინა ივანიშვილმა და ეკა ხვედელიძემ უკვე წლებია, დანერგეს 2 იანვრის ტრადიცია და ალბათ ამდენ წელს არ გაგრძელდებოდა, გულწრფელ სიხარულსა და სითბოს რომ არ ვგრძნობდეთ ოჯახის დიასახლისისგან. ეკა სწორედ მაგითაა გამორჩეული და რაც უფრო დაუახლოვდები, მით უფრო მეტად გინდება, ხშირად ეწვიო სტუმრად და თავადაც ხშირად მოიწვიო... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთულია, დროს ყველაფრისთვის გამონახავს..." _ გვიყვება ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე და ორ იანვარს, ივანიშვილების ოჯახში სტუმრად ყოფნის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს...

-ეს გახლავთ მორალურად გამართული ოჯახი, რომელიც სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და ტრადიციებზე დგას... ორი იანვრის შეხვედრაც ამ ოჯახში ერთგვარ ტრადიციად დაინერგა. მე და ჩემი მეუღლე, ნიკუშა შენგელაია 2011 წლიდან შევუერთდით და ჩვენი მეგობრობაც 2011 წლიდან დაიწყო... მანამდე ივანიშვილების მეგობრების დიდი წრე იყო: ანსამბლი "ქართული ხმების" წარმომადგენლები და მათი მეუღლეები, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე... რამაზ ჩხიკვაძესთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ... შეხვედრისას ერთმანეთს ვეფერებით, სიცილი და მხიარულება იგრძნობა, საინტერესო ამბებს ვყვებით, თან ვსადილობთ... დღის ორ საათზე ვიკრიბებით და საღამოს 9 საათამდე ერთად ვართ. ამ ოჯახს თავიანთი ტრადიციებიც აქვს: აუცილებლად ერთად ხვდებიან ახალი წლის მოსვლას. უტა და გვანცაც ჩამოვიდნენ საახალწლოდ. ორ იანვარს მეგობრებთან შეხვედრის დღე აქვთ და შემდეგ დედასთან მიდიან...

-ქართული ტრადიციებით აღნიშნავენ ამ დღეს?

-ადრე ორ იანვარს მათ სახლში ვხვდებოდით. შარშან და წელს რესტორანში -მთაწმინდაზე ვიყავით... არაჩვეულებრივი სიმღერებით ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, არ გვინდოდა, რომ დასრულებულიყო. "ქართული ხმები" მოგეხსენებათ, რა მაღალი დონის ანსამბლია და ყველა სიმღერა გულით ნამღერია თან... ბატონ ბიძინას გემოვნებაც ეგ არის, რომ ყველაფერ ქართულსა და ხარისხიანზე გიჟდება. შვილებიც პატრიოტები არიან. ბერა ყველაზე ხშირად ჩანს და თუ დააკვირდებით, საოცრად შეყვარებულია თავის ქვეყანაზე. სხვებიც წავლენ-წამოვლენ, საზღვარგარეთ მიიღებენ განათლებას, მაგრამ ყველაფერი ის აინტერესებთ, რაც საქართველოსთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდსულოვანია ხალხისადმი მათი დამოკიდებულება. რაც უნდა უარყოფითი აზრი მოისმინონ, ყველაფერზე მაღლა დგანან და მათგან ცუდად ნათქვამს ვერავისზე გაიგებთ.

-ოჯახის დიასახლისის, ეკა ხვედელიძის დამოკიდებულება როგორია სტუმრების მიმართ?

-ეკა ნამდვილად გამორჩეული ადამიანია. ის არა მარტო სტუმრების მიმართ არის უზომოდ გულთბილი, არამედ ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის სიკეთეზეც. ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, ქვეყანაში თუ რამ კარგი ხდება, ძალიან დიდი წვლილი ეკა ხვედელიძეს მიუძღვის. იმდენად ბევრ რამეს აკეთებს ჩუმად, რომ ვთვლი, რომ პირველი ლედი საქართველოსი ნამდვილად ეკაა! როგორც უნდათ, ისე ჩათვალონ ჩემი ნათქვამი, მაგრამ ამ ქალმა დაიმსახურა ეს წოდება თავისი ქველმოქმედებით!.. როგორც მოგახსენეთ, უკვე ბევ­რი წელია, დანერგეს ორი იანვრის ტრადიცია და ალბათ ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა, გულწრფელ სიხარულსა და სითბოს რომ არ ვგრძნობ­დეთ ოჯახის დიასახლისისგან. ეკა სწორედ მაგითაა გამორჩეული და რაც უფრო დაუახლოვდები, მით უფრო მეტად გინდება მასთან ურთიერთობა, გინდა, ხშირად ეწვიო სტუმრად და თავადაც ხშირად მოიწვიო... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთულია, დროს ყველაფრისთვის გამონახავს...

-როგორც ვიცი, თქვენთანაც არაერთხელ ყოფილან სტუმრად ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე...

-რასაკვირველია! ჩვენ ძალიან ახლო, ღია და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მე მიყვარს ჩემი და ნიკუშას დაბადების დღეების აღნიშვნა, რადგან მეძლევა საშუალება, ახლობელი და საყვარელი ადამიანები შევკრიბო და მათთან ერთად გავერთო... რამდენჯერმე იყვნენ ჩვენს დაბადების დღეებზე და ძალიან ლამაზად მაგონდება ყოველი მათი ვიზიტი. ზაფხულში ჩვენც ჩავდივართ ურეკში, მათ საზაფხულო რეზიდენციაში... ერთად ვიყავით კახეთსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ვერ წარმოიდგენთ, როგორ აინტერესებთ, ახლოს გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. სურთ, მისხალ-მისხალ იცნობდნენ საქართველოს ყველა კუთხეს... ძალიან მასშტაბურია ბიძინა ივანიშვილის აზროვნება და მისი გულწრფელობა ბევრისთვის გაუგებარია. ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და ეს ყველაზე დასაფასებელი თვისებაა. მის სიკეთეზე ბევრია ნათქვამი, მაგრამ ბევრმაც დაივიწყა... წინა ხელისუფლების დროსაც რაც კეთდებოდა და "ლენტები იჭრებოდა", სინამდვილეში ხომ ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული იყო?!. ეს ოჯახი ღმერთმა გამოგვიგზავნა, სწორ გზას რომ დავადგეთ და მგონი, გამოჩნდა კიდეც შედეგი, თუნდაც, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღება!

-როგორც მახსოვს, თქვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ ნუნუკა თამაზაშვილთან... წელს ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მეუღლეც იყვნენ მიწვეული ივანიშვილების მეგობრების გარემოცვაში?

-ნუნუკას რამდენჯერმე შევხვდი და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ორ იანვარს არასოდეს ყოფილა ნუნუკა ჩვენთან ერთად, რადგან ამ დღეს ადამიანების გარკვეული წრე იკრიბება. ვინც ჩამოგითვალეთ, მხოლოდ ისინი, ბოლო წლებში დავემატეთ ჩვენ და დათო მაღრაძე... ნუნუკასთან ხშირი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ძალიან კეთილი ადამიანი ჩანს. კარგი გოგოა, კარგი მეუღლე და დედა! ეკა ხვედელიძეს და ნუნუკა თამაზაშვილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან და როგორც ვიცი, დღესაც ასე გრძელდება. ბატონ ბიძინასაც უყვარს ნუნუკა და ირაკლიც.

მანანა გაბრიჭიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

მკითხველს კარგად ემახსოვრება ის დრო, როცა საქართველოში ტაძრების მშენებლობა ინტენსიურად დაიწყეს.
ბავშვობაში ვის არ წაუკითხავს ზღაპარი მფრინავ ხალიჩაზე და ვის არ უოცნებია, რომ ასეთი ხალიჩით ერთხელ მაინც ემოგზაურა.
სკანდალის შემდეგ, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებმა სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს
გენიალურ პოეტს გალაკტიონ ტაბიძეს 17 ნოემბერს დაბადების დღე აქვს.
რო­გორ წა­მო­იწყო საქ­მე და რო­გორ აპი­რებს მის გან­ვი­თა­რე­ბას.

მა­ლე შე­დეგ­საც მი­აღ­წია, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი მო­ი­გო


გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, "ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის" გახ­ს­ნა სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ რომ მცოდ­ნო­და, ამ­დე­ნი თავ­სა­ტე­ხი ახ­ლ­და, შე­იძ­ლე­ბო­და უარი მეთ­ქ­ვა


შა­ქა­რი ჩვე­ნი რა­ცი­ო­ნი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.
კვირის სიახლეები
თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი
ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჩა­ბეჭ­დი­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მე­დი­ცი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მხსნე­ლე­ბი არი­ან.
0 კომენტარი
ამ­ბა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნალ თაღ­ლით­სა და მდიდ­რე­ბის "მპარ­სავ­ზე"

სა­უ­ბა­რი წი­ნაპ­რებ­ზე, რო­მელ­საც დამ­ნა­შა­ვის ალა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყ­ვა


1 კომენტარი
"არასოდეს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს" - პირველი ლედი სტილსა და ეტიკეტზე

პირველი ლედის თავისუფალი სტილი, ჩაცმულობა და განსაკუთრებული ელეგენტურობა არასდროს რჩება ყურადღების მიღმა.
12 კომენტარი
ამ­ბა­ვი ლუ­კა მე­წის­ქ­ვი­ლე­ზე

"აზ­რ­ზე რო­ცა მო­ვი­და, უკუ­ნი იდ­გა ირ­გ­ვ­ლივ, რო­მე­ლიც აღა­რას­დ­როს გა­თენ­და..."


5 კომენტარი
"მისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის" - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძის პროტოტიპი ფილმიდან "ჰეროკრატია"?
"ფეისბუკზე" ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან - სოფო ნიჟარაძე "ხარო"?

6 კომენტარი
ცამეტი წლის გოგონას "ბედნიერება" და ტრაგედია...

სანამ ესეც სხვას არ გაუუბედურებია, წაიყვანე და უპატრონე, სიცოცხლის ბოლომდე შენზე ვილოცებთო...


3 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
მო­ღა­ლა­ტე სა­ცო­ლე და სას­ტი­კი შუ­რის­ძი­ე­ბა
"გათხო­ვი­ლი ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა მქონ­და გან­ზ­რა­ხუ­ლი..."


15 კომენტარი
ბუთხუზა მეეზოვის გულისტკივილი
"ისეთ კარგ "დუხებს" ვისხამ, თავადაც მსიამოვნებს"

5 კომენტარი
რის­თ­ვის კვდე­ბი­ან ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი?!
ცო­ტა ხნის წინ, 40 წლის ახ­ლო­ბე­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა და მი­სი "არ­ყოფ­ნა" ორ­მა­გად მტკივ­ნე­უ­ლი გა­ხა­და სიკ­ვ­დი­ლის მი­ზეზ­მა...

11 კომენტარი
ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო
ელ­და ეცათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი რომ და­ად­გ­ნენ თავს

3 კომენტარი