რატომ არ უნდა გასხვისდეს უცხოელებზე ქართული მიწა?
font-large font-small
რატომ არ უნდა გასხვისდეს უცხოელებზე ქართული მიწა?
გრძელვადიანი იჯარა - გამოსავალი რთული სიტუაციიდან

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა ის თემაა, რომელიც მწვავე კამათს და დაპირისპირებას იწვევს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ჩვენი მიწების 5-5,5% ანუ დაახლოებით 45-55 ათასი ჰექტარი, უკვე უცხოელების ხელშია. საქართველოს პარლამენტი კარგა ხანია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უცხოელებზე მიწის გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ოთარ დანელიას თქმით, ვერსია, რომელზეც პარლამენტში მუშაობენ, უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისებას ძალიან ზღუდავს. მიწის შეძენის მსურველს მოუწევს შესაბამისი არგუმენტაციის და პროექტის წარმოდგენა, თანაც, ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს და საქართველოში ახალ ტექნოლოგიებს დანერგავს.

ხათუნა ჩიგოგიძე
გელა სამხარაული, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
- ეს კანონპროექტი განსახილველად ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში შემოვიდა, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო ეს საკითხი ვერ გადაწყდა. უამრავი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული აკადემიურ წრეებსა და სპეციალისტებთან, მაგრამ კანონპროექტის განხილვა კვლავ მიმდინარეობს. მიწა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი რესურსია, ამიტომ საკითხის გადაწყვეტა ძალზე რთულია. პარლამენტში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრი მეც გახლავართ. ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა ამოსავალი ის არის, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და ჩვენი მიწის რესურსს მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ. ბოლო წლებში აგრარული სფერო სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდა, სოფლად მცხოვრებ ოჯახებს უკვე შეუძლიათ თავიანთ მიწაზე შრომით ნორმალური შემოსავალი მიიღონ. ალბათ ათი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა საქართველოში, რომ თხილის ექსპორტი ღვინის ექსპორტს გადააჭარბებდა, მაგრამ დღეს ეს კულტურა სოლიდურ შემოსავალს იძლევა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ სოფლის მეურნეობა უაღრესად პერსპექტიული დარგია და მისი წყალობით ჩვენს მოსახლეობას შეიძლება კარგი შემოსავალი გაუჩნდეს. რაც შეეხება უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას, მიმაჩნია, რომ ამ საკითხს პრაგმატულად უნდა მივუდგეთ: ამ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სიახლეები მნიშვნელოვანია და თუ რომელიმე ინვესტორი დიდ ინვესტიციას შემოგვთავაზებს, მიწა მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გავცეთ. თუმცა, ეს უნდა იყოს სერიოზული ინვესტიცია, ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს, რა რესურსი აქვს, რა გეგმები აქვს და რის გაკეთებას აპირებს შეძენილ მიწაზე. ხოლო ისეთი ხალხისთვის მიწის მიყიდვა, რომელიც მის გამოყენებას არ აპირებს, უნდა შეიზღუდოს. ამ საკითხზე პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა, ამიტომ, ჯერ ყველაფერი არ გადაგვიწყვეტია და საბოლოო ვერსიაც არ გვაქვს. ისიც საკამათო თემაა, მიწა უნდა გასხვისდეს თუ იჯარით გაიცეს. მე მაგალითად, იმ აზრს ვემხრობი, რომ უცხოელებზე მიწები გრძელვადიანი იჯარით უნდა გავცეთ. ძალიან მინდა, რომ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდეს.
ლაშა დამენია, პარლამენტარი, პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი:
- სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი უცხოელ ინვესტორებს, რომ მათ უფრო მეტი ფული დააბანდონ საქართველოში. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი გზა იქნება, რომ მათ მიწები გრძელვადიანი იჯარით გადავცეთ. ის მიწები, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის გამოსადეგია, არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ თუ მიწა გამოუყენებელია და მომავალშიც ვერავინ გამოიყენებს, დიდი ხნის იჯარით შეიძლება გადაეცეს უცხოელ ინვესტორს, რომელიც ამ მიწას დაამუშავებს, ქვეყანაში ფულს დააბანდებს, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ბიუჯეტში გადასახადებს შეიტანს. ასეთი მიდგომა გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე ის, რომ ინვესტორებისთვის კედელი აღვმართოთ და მათ ხელოვნური ბარიერები დავუწესოთ. მე ვფიქრობ, რომ ახლანდელ მთავრობას ქაოსური დამოკიდებულება აქვს ინვესტორების მიმართ: თან გაიძახიან ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთო და თან ისეთ რთულ ბარიერებს ქმნიან, როგორიც ამ კანონპროექტშია ჩადებული. მიწის კანონის პროექტში, რომელსაც ახლა პარლამენტში განიხილავენ, მთელი კასკადია მსგავსი ბარიერებისა. იმას კი არ ვამბობ, რომ უცხოელებს მიწა ყოველგვარი გარჩევის გარეშე უნდა გადავცეთ, პირიქით, სერიოზული დაკვირვების და გააზრების გარეშე ერთი გოჯი მიწა არ უნდა მივყიდოთ არავის, მაგრამ საქართველოში არის მიწები, რომლებსაც გლეხები ვერ ამუშავებენ და არც საძოვრებად იყენებენ. თუ ასეთ მიწას უცხოელ ინვესტორს გადავცემთ, რომელიც მას დაამუშავებს და დოვლათს შექმნის, ამაში ცუდი რა არის? თუ საქართველოში ეს ბარიერები ხელოვნურად შეიქმნება, აქ ფულს არავინ ჩადებს. კიდევ ერთ საკითხს შევეხები: საერთოდ, სოფლის მეურნეობაში დიდი ინვესტიციები ძალიან იშვიათად ხორ­ციელდება და როდესაც მიწა გამოუყენებელია, რატომ უნდა ვთქვათ უარი მცირე, ან საშუალო დონის ინვესტიციებზე თუ ამას ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა მოჰყვება?
გია ნინიძე, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრი:
- ჩემი აზრი ასეთია: მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს, შეიძლება დროებით სარგებლობაში გადასცე, ან იჯარით დაუთმო, მაგრამ მუდმივ საკუთრებაში გადაცემა, არ არის სასურველი. ქართველებს დალხენილი ცხოვრება რომ გვქონდეს, კიდევ ჰო, მაგრამ ხალხს უჭირს, შეიძლება ადამიანს სახლში ავადმყოფი ჰყავდეს და მისი სამკურნალო ფული არ ჰქონდეს, პირველ რიგში მიწას მიადგება და გაყიდის. ასე მოხვდება ქართული მიწა უცხოელების ხელში. ჩვენ რატომ უნდა გავხდეთ უცხოელების მონები? ქართველ ფერმერებს გაუწიონ შეღავათი და ხელი შეუწყონ, რომ საკუთარ მიწას მიხედონ. ამბობენ, ქართველები ზარმაცები არიან და იმიტომ არის ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწებიო, მაგრამ დამიჯერეთ: თუ მიწისგან სარგებელი არა გაქვს, ერთხელ დაამუშავებ, ორჯერ და მერე თავს დაანებებ. ერთ მაგალითს მოვიშველიებ: როდესაც კახეთში საფერავი 2,50-3 ლარი გახდა, ხალხი იმ წელიწადს წელში გაიმართა. ძალიან დიდი რაოდენობით საფერავი გააშენეს, გლეხები და ფერმერები დიდი ხნის მიტოვებულ ადგილებს ამუშავებდნენ, რომ ვაზი ჩაეყარათ, მაგრამ რა? - მეორე წელს საფერავის ფასი დაეცა და ხალხმაც ინტერესი დაკარგა. ბევრმა უკვე ჩაყრილ ვენახებს დაანება თავი. ერთხანს ძალიან კარგად იყიდებოდა ვაშლატამა და ყველამ მისი გაშენება დაიწყო. მე მგონი, საქართველოში რაღაც აკლია აგრარულ სისტემას, რაღაც ისე არ კეთდება, როგორც საჭიროა. აბა, როგორ ახერხებენ ისრაელში, რომ უდაბნოში იმდენი პროდუქტი მოჰყავთ, რომ რუსეთს და შორეულ ქვეყნებს ამარაგებენ? სოფლის მეურნეობას საქართველოში თანამედროვე ცოდნა, ტექნოლოგიები და სისტემური მიდგომა აკლია. სწორედ ამიტომ მიდიან ჩვენი გლეხები და ანაზღაურების გამო თურქეთში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მუშაობენ.
დემურ ფიფია, ზუგდიდის რაიონის მკვიდრი:
- ძალიან ბევრი გლეხი თუ ფერ­მერი, ვისაც ვიცნობ, ჩემსავით ფიქრობს: ვისაც შეუძლია მიწის მოვლა და ვინც ამ საქმეში ფულს ჩადებს, მიწაც იმას უნდა გადაეცეს. უცხოელი იქნება თუ აქაური, ამას მნიშვნელობა არა აქვს. თუ ხალხს დაასაქმებს და ინვესტიციებს შემოიტანს, ამაში ცუდი არაფერია. ოღონდ, გრძელვადიან იჯარას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რადგან მიწის სულ გაყიდვა ნამდვილად არ არის მოსაწონი და სასურველი. სამწუხაროდ, ქართველებს არ გვაქვს საშუალება და სათანადოდ ვერ ვიყენებთ ჩვენს მიწებს, ამიტომ, ვისაც ამის საშუალება აქვს, იმას უნდა გადავცეთ. მაგალითად, ზუგდიდში არის იტალიური ფირმა "ფერერო", რომელმაც ასეულობით კაცი დაასაქმა. 49-წლიანი იჯარით აქვთ აღებული მიწა და მათთან სულ ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობს, რა არის ამაში ცუდი? - არაფერი. როდესაც იჯარის ვადა გავა, ინვესტორი შეიძლება სულ წავიდეს თავის ქვეყანაში და მისი ბიზნესი ქართველმა იყიდოს. უპატრონოდ მიტოვებულ და დაუმუშავებელ მიწას ყველაფერი ჯობია. ამიტომ, ეს საკითხი გონივრულად უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება ადგილობრივ გლეხებს, სახელმწიფომ მათ პირდაპირი მიყიდვის წესით უნდა დაუთმოს მიწები, რომლებიც დაუმუშავებელი და მიტოვებულია - ეს მათთვის დიდი სტიმული იქნება.
დავით ჩხოტუა, ადვოკატი, ფერმერი:
- მეც არა ვარ წინააღმდეგი მიწის გასხვისებისა. თუ ინვესტორი აქ შემოსვლას და სერიოზული საქმის დაწყებას გადაწყვეტს, ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ ერთი პირობით: უცხოელ ინვესტორს მიწა შეიძლება მხოლოდ მაშინ მივყიდოთ, როცა ის საქართველოში იურიდიულ პირად დარეგისტრირდება. ამ შემთხვევაში ის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ იქნება და თუ რაიმე სასიკეთოს გააკეთებს, ამას რა სჯობს? ასეთ ადამიანს სახელმწიფო მიწას უფრო იოლად გადასცემს და ის უფრო ნაკლებ პრობლემას შექმნის.
სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკო­ნომიკის საკითხებში:
- მიწა არ არის ჩვეულებრივი რამ, ეს განსაკუთრებული მოვლენაა. ის არის ამა თუ იმ ეთნოსის განსაკუთრებული აქტივი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ამ დარგში არსებულ პრობლემებს გამოასწორებს, მოსაწონია. ასეთ ინვესტიციებს მხო­ლოდ დადებითი შედეგი მოაქვს, მაგრამ ინვესტიცია ზომით არ უნდა განისაზღვროს, შეიძლება მცირე ან საშუალო შეძლების მქონე ინვესტორმაც სარგებელი მოუტანოს ამ დარგს და ქვეყნის ეკონომიკას. მესმის, რომ მიწის გასხვისება რთული თემაა, მესმის, რომ ამ თემაზე ბევრს კამათობენ, მაგრამ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ შემთხვევაში გრძელვადიანი იჯარაა. მარტო უცხოელ ინვესტორებზე კი არა, საქართველოდან გასულ ჩვენს თანამემამულეებზეც უნდა ვიფიქროთ. იქნებ, სწორედ ჩვენს ემიგრანტებს შევუწყოთ ხელი, რომ მათი ცოდნა, გამოცდილება და კაპიტალი ქვეყანას დაუბრუნდეს. უცხოელებზე კი მიწა იმ პირობით უნდა გავასხვისოთ, რომ ისინი აქ სამუშაო ადგილებს შექმნიან და თავიანთ თანამემამულეებს კი არა, ადგილობრივ, ქართველ მოსახლეობას დაასაქმებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სო­ფელ ლა­ხირს, რო­მე­ლიც მუ­ლა­ხის ჩრდი­ლო­ეთ ფერ­დობ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, ოდეს­ღაც ოს­თა ლაშ­ქა­რი შე­მო­სე­ვია.
ერთ-ერთ იმერულ სოფელს შუაზე ყოფს ყვირილა.
კორტოხზე წამოსკუპებულ ორსართულიან სახლში, ახლა რამდენიმე მინა რომ აქვს ჩამსხვრეული, ცხოვრობდა ანგელინა მასწავლებელი



"ოსებსაც ჩვენსავით უჭირთ... ზოგს უფრო მეტადაც..."


"ბეწ­ვის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხ­ნის მო­საწყო­ბად 15.000 აშშ დო­ლა­რი საკ­მა­რი­სი­ა"


ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ახალწვეულთა მომზადების პროგრამა მიმდინარეობს.
"ვენახების განვითარებაზე მეტი ენერგია და რესურსი უნდა დავხარჯოთ''



"დაე, გაძ­ვირ­დეს, ხალ­ხი მა­ინც გა­და­იხ­დის"



ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის გაყ­ვა­ნამ­დე მთაწ­მინ­და სპე­კუ­ლა­ცი­ის ერ­თ­გ­ვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და


კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი