მთელ რე­გი­ონ­ში გა­ზი ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე ძვი­რია
font-large font-small
მთელ რე­გი­ონ­ში გა­ზი ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე ძვი­რია


"დაე, გაძ­ვირ­დეს, ხალ­ხი მა­ინც გა­და­იხ­დის"


გა­ზის ტა­რი­ფის გაზ­რ­და­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კარ­გა ხა­ნია მსჯე­ლო­ბენ: პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მო­სა­ლოდ­ნელ გაძ­ვი­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით ხსნი­ან, გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი - აუცი­ლებ­ლო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა კი, იმა­ზე წუხს, თუ რო­გორ გა­და­ი­ხა­დოს მო­მა­ტე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დი. "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ა" ამ სა­კითხ­ზე უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა მუ­შა­ობს. მი­სი წარ­მო­მად­გ­ენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ივ­ნის­ში მი­ი­ღე­ბენ. გა­ზის ტა­რი­ფის შეც­ვ­ლა­ზე აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბაა ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შო­რი­საც: მა­თი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირის სა­ფა­სუ­რი უნ­და შე­იც­ვა­ლოს, ნა­წი­ლი კი - ამას ხე­ლოვ­ნურ მოვ­ლე­ნას უწო­დებს.



ან­ზორ ჭი­თა­ნა­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის აკა­დე­მი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი:
- ჩე­მი აზ­რით, ენერ­გე­ტი­კის დარ­გ­ში ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო უნ­და იყოს, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი უნ­და გა­მო­ი­რიცხოს, რა­თა მო­სახ­ლე­ო­ბამ იცო­დეს - რა თან­ხას იხ­დის და რა­ტომ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ზის ტა­რიფს, მის შეც­ვ­ლა­ზე გა­ნაცხა­დი გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა შე­ი­ტა­ნეს. მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის გაძ­ვი­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა. გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია მა­შინ, რო­ცა ადა­მი­ა­ნის ხელ­ფა­სი მის ხარ­ჯებს ვერ სწვდე­ბა და რო­ცა შე­მო­სავ­ლის ნაც­ვ­ლად ფა­სე­ბი იზ­რ­დე­ბა. ეს, რა თქმა უნ­და, პრო­ტესტს იწ­ვევს, მაგ­რამ ერ­თი რამ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ: ეკო­ნო­მი­კის ამ დარგს გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი სტი­მუ­ლი კი, ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნაა. მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი შე­მო­სავ­ლის 49-51%-ს კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში იხ­დი­ან, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მათ ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის თან­ხა არ რჩე­ბათ. ხომ გვინ­და, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირი შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოგ­ვე­წო­დე­ბო­დეს? ამას თან­ხა სჭირ­დე­ბა. მე ციფ­რე­ბიც შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ, რა დო­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ამ დარ­გ­ში, მით უმე­ტეს, რომ ბო­ლო წლებ­ში ტა­რი­ფი არ გაზ­რ­დი­ლა.

ია საყ­ვა­რე­ლი­ძე, ფი­ლო­ლო­გი:

- არ ვი­ცი, რას ფიქ­რობს "სე­მე­კი", "ყაზ­ტ­რან­ს­გა­ზი" ან "სო­კა­რი", მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ გა­ზის ტა­რი­ფი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­დაც მა­ღა­ლია. მა­გა­ლი­თად, ჩე­მი ოჯა­ხი ზამ­თარ­ში მარ­ტო ბუ­ნებ­რივ აირ­ში 120-130 ლარს ხარ­ჯავს, სხვა გა­და­სა­ხა­დებ­საც ხომ ვიხ­დით? ნე­ბის­მი­ე­რი ოჯა­ხის­თ­ვის ეს მძი­მე ტვირ­თია. მარ­ტო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე რომ ზრუ­ნა­ვენ, სა­შუ­ა­ლო ოჯა­ხე­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რადღე­ბა, თუმ­ცა, სად არის ჩვენ­თან სა­შუ­ა­ლო ფე­ნა? უმე­ტე­სო­ბა ღა­ტა­კია, ხო­ლო უმ­ცი­რე­სო­ბა ჩვენს ხარ­ჯ­ზე ნა­შოვნ პრე­მი­ებს და და­ნა­მა­ტებს იჯი­ბავს.
ვახ­ტანგ ლომ­ჯა­რია, ეკო­ნო­მის­ტი, "სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მავ­ლის პრო­ექ­ტის" პრე­ზი­დენ­ტი:
- ტა­რი­ფის შეც­ვ­ლის მოთხოვ­ნა კომ­პა­ნი­ებ­მა შე­ი­ტა­ნეს და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა: დო­ლა­რი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გაძ­ვირ­და და რად­გან გაზს დო­ლარ­ში ვყი­დუ­ლობთ, ამის გა­მო მათ პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნათ. ტა­რი­ფის გაზ­რ­და არა­ვის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, გარ­და იმ კომ­პა­ნი­ე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბის გა­მო ზა­რა­ლი გა­ნი­ცა­დეს - ლა­რის კურ­სის ლა­მის 40%-იანი ცვლი­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აირის ფას­ზეც აისა­ხა. ამი­ტომ, ტა­რი­ფის გაზ­რ­და სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია. ეს არც "სე­მე­კის" და არც მთავ­რო­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, მაგ­რამ ამ კომ­პა­ნი­ებს თა­ვი­ან­თი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ. მთავ­რო­ბა სუბ­სი­დი­რე­ბის თე­მას გა­ნი­ხი­ლავს, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ფე­ნა­ზე გავ­რ­ცელ­დე­ბა. სუბ­სი­დი­რე­ბა ზაფხულ­ში არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რად­გან ზაფხუ­ლის თვე­ებ­ში გა­ზის გა­და­სა­ხა­დი ისე­დაც მი­ზე­რუ­ლია, ზამ­თარ­ში კი, გაზ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხა იხარ­ჯე­ბა.

თე­მურ ჭი­ჭი­ნა­ძე, ენერ­გე­ტი­კო­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წევ­რი:
- ამ ეტაპ­ზე ტა­რი­ფის გაზ­რ­და მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­მაჩ­ნია. სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში ტა­რი­ფე­ბი უნ­და იც­ვ­ლე­ბო­დეს, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის. ავი­ღოთ თუნ­დაც "ყაზ­ტ­რან­ს­გა­ზის" მოთხოვ­ნა ტა­რი­ფის მო­მა­ტე­ბა­ზე: ის დღეს ქარ­თუ­ლი მხა­რის მფლო­ბე­ლო­ბა­შია, ენერ­გე­ტი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ამ კომ­პა­ნი­ის მი­ერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, ამი­ტომ, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­ტი­ვით ტა­რი­ფის გაზ­რ­და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. ჯერ ერ­თი, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია თე­მა, თუ რა თან­ხას იხ­დი­ან ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ბუ­ნებ­რივ აირ­ში ან რა მო­გე­ბა რჩე­ბათ. ისიც არა­ვინ იცის, რა უჯ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს გა­ზის შეს­ყიდ­ვა საზღ­ვარ­ზე. ეს და­ხუ­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა, რა­ზეც ჩვენ მხო­ლოდ ვა­რა­უ­დით ვსა­უბ­რობთ. კი­დევ ერ­თი - მთელ რე­გი­ონ­ში გა­ზი ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე ძვი­რია. რა­ტომ? ეს სა­კითხიც გა­მო­საკ­ვ­ლე­ვია. წე­სით, ბუ­ნებ­რი­ვი აირი ჩვენ­თან არ უნ­და იყოს იმა­ზე ძვი­რი, ვიდ­რე სომ­ხეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­შია. ამ სფე­რო­ში ბევ­რი სა­შუ­ა­მავ­ლო კომ­პა­ნიაა ჩარ­თუ­ლი და ტა­რი­ფის ზრდას ესეც იწ­ვევს. გარ­და ამი­სა, ამ ბა­ზარ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი მო­ნო­პო­ლიაა და ფას­ზე ეს ფაქ­ტო­რიც მოქ­მე­დებს. რო­დე­საც კომ­პა­ნი­ას კონ­კუ­რენ­ტი არა ჰყავს, ის ყვე­ლას თა­ვის პი­რო­ბებს კარ­ნა­ხობს. ჩვენ კარ­გა ხა­ნია გვაჩ­ვე­ვენ აზრს, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირი უნ­და გაძ­ვირ­დეს, მაგ­რამ იმ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც დღეს ამ სფე­რო­ში ხდე­ბა, გაძ­ვი­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი არ არის. არც იმას გვე­უბ­ნე­ბი­ან, რამ­დე­ნად გვაწ­ვ­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გაზს, ამი­ტომ, ვა­რა­უ­დის და მკითხა­ო­ბის დო­ნე­ზე ვართ და­სუ­ლი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ შე­ვა­და­როთ რამ­დე­ნია ბუ­ნებ­რი­ვი აირის ფა­სი სხვა ქვეყ­ნებ­ში და ამის მი­ხედ­ვით ვიმ­ს­ჯე­ლოთ. ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ზი უფ­რო ძვი­რია, ვიდ­რე ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში. ტა­რი­ფი გა­იზ­რ­დე­ბა და ეს ხე­ლოვ­ნუ­რი მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა, უფ­რო მე­ტიც, ეს - პო­ლი­ტი­კურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უფ­რო ჰგავს. "დაე, გაძ­ვირ­დეს, ხალ­ხი მა­ინც გა­და­იხ­დის" - ეს არის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ზის ტა­რი­ფი იც­ვ­ლე­ბა.

ბე­ქა კე­მუ­ლა­რია, მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:
- გა­ზის ტა­რი­ფი ვა­ლუ­ტის კურ­ს­ზე და შე­სას­ყი­დი ბუ­ნებ­რი­ვი აირის ფას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ამ დარ­გ­ში მოქ­მე­დი ვერც ერ­თი კომ­პა­ნია თვით­ნე­ბუ­რად ვერ გაზ­რ­დის ბუ­ნებ­რი­ვი აირის ფასს. სწო­რედ ამი­ტომ მი­მარ­თეს გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას. "სე­მე­კი" ამ სა­კითხს სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლის და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით და­ად­გენს, რა და­ნა­ხარ­ჯე­ბი აქვთ ამ კომ­პა­ნი­ებს და რა უნ­და ღირ­დეს გა­ზის ტა­რი­ფი. რა თქმა უნ­და, ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბა მი­ი­ღოს, მაგ­რამ "სე­მე­კის" გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ვერც ერ­თი კომ­პა­ნია ვერ გას­ც­დე­ბა. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის დას­კ­ვ­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი ნ.-ძე, სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლი:
- ყვე­ლაფ­რი­დან ჩანს, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აირის გაძ­ვი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ამა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც სა­უბ­რო­ბენ და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბიც. გა­ზის ტა­რი­ფის გაზ­რ­და თა­ვის­თა­ვად გა­მო­იწ­ვევს ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის და წყლის გაძ­ვი­რე­ბას, პუ­რიც გაძ­ვირ­დე­ბა და სხვა პრო­დუქ­ტე­ბიც, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გაზ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე და­ლოც­ვი­ლო, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­დე­ბა და ჩე­მი პი­რო­ბე­ბი უკან-უკან მი­დის, კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებს რა­ღას მი­მა­ტებ?! თუ გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რ­და უნ­დათ, ჯერ მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი გა­ზარ­დონ. ამ ხნის კა­ცი ვარ, ამ­დე­ნი მთავ­რო­ბა გა­მო­ვიც­ვა­ლე და ხალ­ხ­ზე არც ერ­თი არ ფიქ­რობ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ეს ტრა­დი­ცია "ღირ­სე­უ­ლად" გა­აგ­რ­ძე­ლა!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბავშვი ჩათვლის, რომ გენდერი არჩევითი მდგომარეობაა და რომ მას შეუძლია, თავად აირჩიოს, რომელ გენდერთან მოახდენს თვითიდენტიფიკაციას!
პოპულარული გახდა ბიოლოგიური მეთოდით მოწეული კულტურები
დახვრეტას გადარჩენილი ქართველი მეომრის ნაამბობი
რო­დე­საც შე­სა­წამ­ლი ხსნა­რი მოგ­ვი­ტა­ნეს, იმ ხალ­ხ­საც მო­ვუ­ყე­ვი, რაც და­ვი­ნა­ხე
"თუ ასე გაგრძელდება, ქართველებით დასახლებული რეგიონები გაუკაცრიელდება"
გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ლექ­სად გეტყ­ვით, რა იყო ჩემ­თ­ვის სვა­ნე­თი, უშ­გუ­ლი და შხა­რა
ელმირა ყოველ სასწავლო დღეს ენგურის გადაღმიდან ზუგდიდში გადმოდის, რათა ქართულ-აფხაზური გაუცხოება დაამარცხოს
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი