ლაშ­ქ­რო­ბა დიდ­გორ­ში ანუ "დიდ­გო­რი დი­დი იმე­დიც არის"
font-large font-small
ლაშ­ქ­რო­ბა დიდ­გორ­ში ანუ "დიდ­გო­რი დი­დი იმე­დიც არის"
ამ­დენ მო­ლაშ­ქ­რეს ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მომ­წონს კი­დეც

ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­საც ყო­ველ­თ­ვის გი­ზი­ა­რებთ. ამ­ჯე­რად ჩემ­თ­ვის სა­ოც­ნე­ბო და და­უ­ვიწყარ ორ­დღი­ან ლაშ­ქ­რო­ბა­ზე გი­ამ­ბობთ, სხვა­დას­ხ­ვა ასა­კი­სა და პრო­ფე­სი­ის 50 ადა­მი­ა­ნი რომ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა და დიდ­გორ­ში დაგ­ვა­ბა­ნა­კა. თა­ნაც, ეს უბ­რა­ლოდ ლაშ­ქ­რო­ბა სუ­ლაც არ იყო - იგი ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის დღეს მი­ვუძღ­ვე­ნით.


გა­მოც­დი­ლი მოგ­ზა­უ­რი და მო­ლაშ­ქ­რე, 27 წლის გი­ორ­გი ნაზღა­ი­ძე ჟურ­ნალ "გზის" მკითხ­ვე­ლებს ერ­თი წლის წინ გა­გა­ცა­ნით. მახ­სოვს, მა­შინ მოკ­ლედ და მოხ­დე­ნი­ლად გან­მი­მარ­ტა: თი­თო­ე­უ­ლი ლაშ­ქ­რო­ბა წარ­მო­სახ­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­ა­ლურ სა­ქარ­თ­ვე­ლოდ გვიქ­ცევს და უდი­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაძ­ლევს, გვცდის, გვამ­დიდ­რებს, გვაძ­ლი­ე­რებს, გვას­წავ­ლის მე­გობ­რო­ბის ფას­სო. ამი­ტო­მაც დავ­თან­ხ­მ­დი გი­ორ­გი­სა და მი­სი მე­უღ­ლის, ტე­ლე­რე­ჟი­სო­რი­სა და საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი მო­ლაშ­ქ­რის, თი­კო მუმ­ლა­ძის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, შე­ვერ­თე­ბო­დი დიდ­გო­რის მო­ლაშ­ქ­რე­ებს. 23 აგ­ვის­ტოს, დი­ლის 9 სა­ათ­ზე ყვე­ლა­ნი "დე­ლი­სის" მეტ­როს­თან შე­ვიკ­რი­ბეთ, აუცი­ლე­ბე­ლი სამ­გ­ზავ­რო ატ­რი­ბუ­ტე­ბით.
გი­ორ­გიმ წი­ნას­წარ გაგ­ვაც­ნო მარ­შ­რუ­ტი. ყვე­ლა­ნი გა­ვე­ცა­ნით ში­ნა­გა­ნა­წეს­საც: იკ­რ­ძა­ლე­ბო­და ნაგ­ვის დაყ­რა, ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, ჯგუ­ფის სი­ახ­ლო­ვეს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და გას­ვ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან ურ­ჩო­ბა!
გა­ო­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე, მო­ლაშ­ქ­რე­თა შო­რის პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა რომ და­ვი­ნა­ხე. სან­დ­რო ქუც­ნი­აშ­ვი­ლი 8 წლის აღ­მოჩ­ნ­და, დე­დას ახ­ლ­და და დი­დი ბი­ჭი­ვით მა­საც ზურ­გ­ჩან­თა ეკი­და.
- სან­დ­რო, დი­დი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი, ბევ­რი კი­ლო­მეტ­რიც. შეძ­ლებ?
- კი (ო­მა­ხი­ა­ნად)! დღე­ში 25 კი­ლო­მეტრს დავ­დი­ვარ და აქაც გა­ვივ­ლი.
- ყო­ჩაღ! ისე, იცი, რა­ტო­მაა ჩვენ­თ­ვის დიდ­გო­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?
- იქ ხმლე­ბია ჩარ­ჭო­ბი­ლი, რად­გან ქარ­თ­ვე­ლი ბი­ჭე­ბი ომობ­დ­ნენ და იმარ­ჯ­ვებ­დ­ნენ.
ასა­კით ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ლაშ­ქ­რე კი ცნო­ბი­ლი მა­რა­თო­ნე­ლი, 70 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი ზუ­რაბ ლა­ტა­რია იყო. იგი წლე­ვან­დე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­რა­თო­ნის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა და შარ­შან­დე­ლი­ვით, კვლავ 10-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის გარ­ბე­ნას აპი­რებს.
ჯგუფ­ში გვყავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, აქა­ურ მთა-ბარ­შე­მოვ­ლი­ლი ახალ­გაზ­რ­და ბელ­გი­ე­ლი რობ ჰუ­სენ­სი, რო­მე­ლიც ლაშ­ქ­რო­ბა­ში ქარ­თ­ველ­მა მე­გო­ბარ­მა, მაია მეს­ტუმ­რემ წა­მო­იყ­ვა­ნა. GzaPress

ბობ ჰუ­სენ­სი, მოგ­ზა­უ­რი:

- დიდ­გორ­ზე არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ წა­მოს­ვ­ლის წინ ვი­კი­პე­დი­ა­ში წა­ვი­კითხე. ამ­დენ მო­ლაშ­ქ­რეს კი ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მომ­წონს კი­დეც და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლიც ვარ. კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იკ­რი­ბეთ.
ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო გა­მოდ­გა სამ­ხედ­რო "კა­მა­ზე­ბით" წო­დო­რე­თამ­დე მგზავ­რო­ბა - მარ­თა­ლია და­ვიმ­ტ­ვე­რეთ, გრუნ­ტი­ან გზა­ზე ჯაყ­ჯაყ­ში ცო­ტა­თი გვერ­დე­ბიც დაგ­ვე­ბე­ჟა, მაგ­რამ დიდ­გო­რე­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ხომ არ და­ვი­წუ­წუ­ნებ­დით?! სა­ლაშ­ქ­როდ დამ­ხ­მა­რე მან­ქა­ნაც გვყავ­და, რო­მე­ლიც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზით ამოგ­ვა­კითხავ­და დიდ­გო­რის მო­ნუ­მენ­ტ­თან და ამოგ­ვი­ტან­და ჩა­ის, შაქ­რის, შეს­ქე­ლე­ბუ­ლი რძის, პუ­რი­სა და ტკბი­ლე­უ­ლის მა­რაგს. იმა­ვე მან­ქა­ნით უნ­და ამო­ე­ტა­ნათ ბი­ჭებს ჩა­ცი­ვე­ბუ­ლი წყლის მა­რა­გიც წყა­რო­დან. თურ­მე, მას­ში ეწყო ქა­ღალ­დის პარ­კებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მო­ლაშ­ქ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი კან­ფე­ტე­ბი, წვე­ნი, ყა­ვა და თი­თო ჩურ­ჩხე­ლა, რაც წო­დო­რეთ­ში­ვე დაგ­ვი­რიგ­და ავან­სად. მან­ქა­ნა, რო­მელ­საც ერთ-ერ­თი ცნო­ბი­ლი მო­ლაშ­ქ­რე და ლე­გი­ო­ნე­რი თორ­ნი­კე ხუ­ცა­ი­ძე, იგი­ვე "ხუ­ცო" მარ­თავ­და, მხო­ლოდ დამ­ხ­მა­რე კი არა, მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რიც აღ­მოჩ­ნ­და - დიდ­გორ­ში რამ­დე­ნი­მე მო­ლაშ­ქ­რეს უკარ­ვო­ბა არ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა და თა­ვის სა­ლონ­ში ღა­მეც გა­ა­თე­ვი­ნა.
მოკ­ლედ, რა­ღა ბევ­რი გა­ვაგ­რ­ძე­ლო და შე­ვუ­ყე­ვით აღ­მართს, თუმ­ცა მა­ნამ­დე მე­თა­ურ­მა გი­ორ­გიმ ერთ ხაზ­ზე ჩაგ­ვამ­წ­კ­რი­ვა და თა­ვად­ვე გა­დავ­თ­ვა­ლეთ, რამ­დე­ნი ვი­ყა­ვით. დიდ­გო­რე­ლე­ბის რაზმს გვყავ­და რა­ცი­ით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი, "წი­ნა კა­ცი" - კო­ბა სა­ლუქ­ვა­ძე, ასე­ვე ჩამ­კე­ტი, "უკა­ნა კა­ცი" - გი­ორ­გი ბუ­ტი­კაშ­ვი­ლი, იგი­ვე "ბუ­ტი­კა" და რამ­დე­ნი­მე დამ­ხ­მა­რე მე­თა­უ­რი, რა­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ავ­სუ­ლი­ყა­ვით მო­ნუ­მენ­ტ­ზე. მი­ვუყ­ვე­ბო­დით ბი­ლიკს და ხან მზე გვა­ჭერ­და, ხან ჩრდი­ლით ვნე­ბივ­რობ­დით, ხან ავ­ჩ­ქარ­დე­ბო­დით, ხან შე­ვა­ნე­ლებ­დით სვლას, ხან ვიღ­ლე­ბო­დით და სულს ვით­ქ­ვამ­დით. და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თის­თ­ვის მი­ვაღ­წი­ეთ მი­ზანს, არე­მა­რე მო­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, სა­კარ­ვე ად­გი­ლე­ბიც შე­ვარ­ჩი­ეთ, ბი­ჭებ­მა მან­ქა­ნით წყა­ლიც ამო­ი­ტა­ნეს, რამ­დე­ნი­მემ იქ­ვე, კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, პა­ტა­რა გო­რა­ზე მდგო­მი ეკ­ლე­სი­აც მო­ვი­ლო­ცეთ - სა­ბედ­ნი­ე­როდ, კა­რი ჩა­რა­ზუ­ლი არ აღ­მოჩ­ნ­და, ოღონდ მე კი­ნა­ღამ დამ­ტო­ვა ჩვენ­მა "წი­ნა კაც­მა" ტა­ძარ­ში. ვერ შემ­ნიშ­ნა, კუთხე­ში რომ ვლო­ცუ­ლობ­დი და რკი­ნის პა­ტა­რა ნა­ჭერს რომ უყ­რი­და კა­რის სა­კეტს, მა­შინ ავ­ხ­მა­ურ­დი, აქ ვარ-მეთ­ქი.
ბა­ნაკ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბა დაგ­ვ­ხ­ვ­და: მო­ლაშ­ქ­რე­ე­ბი პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბად და­ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ და ბა­გი­რის გა­და­ქაჩ­ვა­ში ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ეწყოთ. რა თქმა უნ­და, ჩვენც შე­ვუ­ერ­თ­დით და საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნა­დაც - კო­ბას მე­თა­უ­რო­ბით, გო­გო­ნე­ბის ერ­თ­მა გუნ­დ­მა ვა­ჟე­ბის ერთ-ერ­თი გუნ­დი და­ვა­მარ­ცხეთ! GzaPress
ბინ­დ­დე­ბო­და, კი­დევ ერ­თ­მა ცნო­ბილ­მა მო­ლაშ­ქ­რემ, და­თო წივ­წი­ვა­ძემ, იმა­ვე "წივ­წი­ვამ" რომ ამოგ­ვა­კითხა და ნა­ყი­ნი ამოგ­ვი­ტა­ნა. გვა­რი­ა­ნად ცი­ო­და, მაგ­რამ ნა­წილ­მა მა­ინც და­ა­გე­მოვ­ნა, მე კი ვერ გავ­რის­კე - აშ­კა­რად მი­ვე­ყი­ნე­ბო­დი მო­ნუ­მენტს. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ და­თოს ამო­ტა­ნილ­მა პლედ­მა მიხ­ს­ნა სი­ცი­ვის­გან. ბი­ჭებ­მა კო­ცო­ნი და­ან­თეს და ნაკ­ვერ­ჩხალ­ზე სარ­დე­ლე­ბიც შეწ­ვეს, ვი­ვახ­შ­მეთ, ჩაი-ყა­ვაც მი­ვირ­თ­ვით და დრო­უ­ლად დავ­ბი­ნავ­დით კარ­ვებ­ში. წინ "დი­დი დღე" გვე­ლო­და - 24 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად თბი­ლი­სი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცია "ლაშ­ქ­რო­ბის" დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ბა­ტო­ნი ალექ­სან­დ­რე ბარ­ბა­ქა­ძე უნ­და ამო­სუ­ლი­ყო და დიდ­გო­რის მო­ნუ­მენ­ტ­თან თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია უნ­და გად­მო­ე­ცა. ესეც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. ის დი­ლა მარ­თ­ლაც ამა­ღელ­ვე­ბე­ლი გახლდათ. ბა­ტო­ნი ალექ­სან­დ­რე მო­ნუ­მენ­ტის თავ­ში იდ­გა, აქეთ იქით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დრო­შით ხელ­ში, ახალ­გაზ­რ­და ვა­ჟე­ბი ედ­გ­ნენ, ჩვენ კი სა­თი­თა­ოდ ავ­რ­ბო­დით (შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად) მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ან კი­ბე­ზე და სტუმ­რის­გან სა­ჩუქ­რად ვი­ღებ­დით ერთ წიგ­ნ­ში მოქ­ცე­ულ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ას - ჩვე­ნი ქვეყ­ნის ძი­რი­თად კა­ნონს.

ნა­დიდ­გო­რა­ლი მო­ლაშ­ქ­რე­ე­ბი ორ­დღი­ან ემო­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც უზი­ა­რებ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს.

ზუ­რაბ ლა­ტა­რია:

- გი­ორ­გი, უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა, რომ ორი ასე­თი ლა­მა­ზი დღე მა­ჩუ­ქე და გა­მა­ტა­რე­ბი­ნე ასეთ კარ­გი ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას, ამ დიდ­გო­რის ლაშ­ქ­რო­ბა-ზე­ი­მის მო­ნა­წი­ლეს, ბედ­ნი­ე­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი.

ხა­თო გო­გუ­ა­ძე:

- მად­ლო­ბა "ნაზღას", რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ზრუ­ნავ­და. 49-ვე ადა­მი­ანს ცხე­ლი ჩაი და­ა­ლე­ვი­ნა და თვი­თონ ცა­რი­ე­ლი ჭი­ქით იდ­გა გაზ­თან. ღა­მე გა­რეთ და­ი­ძი­ნა, რომ უკარ­ვო მო­ლაშ­ქ­რე­ე­ბის­თ­ვის სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნა, ჩვენ კი­დევ გვითხ­რა, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ცის ყუ­რე­ბა მიყ­ვარ­სო.

თი­კო მუმ­ლა­ძე, ორ­გა­ნი­ზა­ცია "ლაშ­ქ­რო­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გას­ვ­ლა გვქონ­და. იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ერ­თი­ა­ნო­ბა და მიზ­ნის მიღ­წე­ვის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი. ისიც შე­სამ­ჩ­ნე­ვი იყო, რო­გორ მა­მა­ცუ­რად მი­უყ­ვე­ბო­დით აღ­მართს და თი­თო­ე­ულს, მის სი­ახ­ლო­ვეს მი­მა­ვა­ლი მო­ლაშ­ქ­რე მუხ­ტავ­და, აძ­ლი­ე­რებ­და და უბიძ­გებ­და, ბო­ლომ­დე "შებ­რ­ძო­ლე­ბო­და" სიცხე­სა და გრა­ვი­ტა­ცი­ას. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ორი დღე შევ­ქ­მე­ნით და ეს მხო­ლოდ იმ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით შევ­ძე­ლით, რომ ყვე­ლამ ერ­თად მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ სა­პა­ტიო, სა­ა­მა­ყო, შთამ­ბეჭ­და­ვი ად­გი­ლი. მი­ხა­რია, რომ თქვე­ნი გუნ­დის წევ­რი ვი­ყა­ვი, ორ­მოც­და­ა­თო ადა­მი­ა­ნო!GzaPress

გი­ორ­გი ნაზღა­ი­ძე, ორ­გა­ნი­ზა­ცია "ლაშ­ქ­რო­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- ჩე­მი პირ­ვე­ლი 2-დღი­ა­ნი ლაშ­ქ­რო­ბა 2009 წელს დიდ­გო­რის მო­ნუ­მენ­ტ­ზე მო­ეწყო, ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი იყო დიდ­გო­რი და ყო­ველ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბით მივ­დი­ვარ ამ მარ­შ­რუტ­ზე სა­ლაშ­ქ­როდ. და­ახ­ლო­ე­ბით 30-35 ჯერ ვიქ­ნე­ბი ფე­ხით ასუ­ლი, მაგ­რამ არას­დ­როს მბეზ­რ­დე­ბა. დიდ­გო­რი არის ჩვე­ნი დი­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბა და ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბის სიმ­ბო­ლო. გი­სურ­ვებთ მსგავ­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბის სი­ხა­რულს ჩვენც მოვ­ს­წ­რე­ბო­დით. ახ­ლა, მცი­რე შე­ჯა­მე­ბას გა­ვუ­კე­თებ ჩვენს გას­ვ­ლას: შევ­გ­როვ­დით ზუს­ტად იმ­დე­ნი მო­ნა­წი­ლე, რამ­დე­ნიც უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ანუ ორ­მოც­და­ა­თი (50-ე იყო "წივ­წი­ვა" - "კა­ცი ნა­ყი­ნი"). ჯგუ­ფი შედ­გე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და ასა­კის მო­ლაშ­ქ­რე­ე­ბის­გან, ზო­გი ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი მო­ხე­ტი­ა­ლე იყო, ზო­გიც, ვფიქ­რობ, პირ­ვე­ლად ან მე­ო­რედ წა­მო­ვი­და, თუმ­ცა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად ჩა­ვე­ტი­ეთ დრო­ში, რო­გორც ას­ვ­ლი­სას, ასე­ვე - ჩა­მოს­ვ­ლი­სას. ტა­ბა­რუ­კის აღ­მარ­თ­მა ბევ­რი და­ქან­ცა, თუმ­ცა სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს არ და­ე­ზა­რათ ზედ­მე­ტი წო­ნის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და ოდ­ნავ უფ­რო მე­ტად დაღ­ლი­ლი თა­ნა­მო­ლაშ­ქ­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა. ასე­თი ჟეს­ტი ყო­ველ­თ­ვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ავე­დით მო­ნუ­მენ­ტ­ზე. ბა­ნა­კის "საქ­მე­ბიც" ფრი­ად წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია ჩვენ­მა ჯგუფ­მა. აშ­კა­რად გვეტყო­ბო­და რომ "გა­და­ქაჩ­ვო­ბა­ნას" თა­მა­შის მე­რე უფ­რო და­ვახ­ლოვ­დით. წა­მოწყე­ბა "სარ­დელ­მა" და ჩა­ი­სა თუ ყა­ვის ერ­თად და­ლე­ვამ კი­დევ უფ­რო და­ახ­ლო­ვა მო­ლაშ­ქ­რე­ე­ბი, ასე რომ, და­ძი­ნე­ბი­სას თა­მა­მად შეგ­ვეძ­ლო გვეთ­ქ­ვა: "კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის სა­ლაშ­ქ­რო ჯგუ­ფი" შედ­გა. დი­ლით შე­ვუ­ტი­ეთ ტკბი­ლე­უ­ლის მა­რაგს, მო­ვაწყეთ ლა­მა­ზი და სიმ­ბო­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბა მო­ნუ­მენ­ტის გო­რა­ზე, წა­მო­ვი­ღეთ სხვი­სი დაყ­რი­ლი ნა­გა­ვი (პე­ნოპ­ლას­ტე­ბის 4-5 შეკ­ვ­რა), ავ­ბარ­გ­დით და და­ვეშ­ვით წო­დო­რე­თის­კენ. მარ­თა­ლია, ცხე­ლო­და, მაგ­რამ ჯგუ­ფი ყო­ჩა­ღობ­და და კარ­გი ტემ­პით უახ­ლოვ­დე­ბო­და დე­და­ქა­ლაქს. ზო­გი­ერ­თებს ეგო­ნათ, რომ წო­დო­რეთ­თან ტრან­ს­პორ­ტი და­აგ­ვი­ა­ნებ­და, მაგ­რამ - ნუ­რას უკაც­რა­ვად! ყვე­ლა­ფე­რი გერ­მა­ნუ­ლი სი­ზუს­ტით და­ვას­რუ­ლეთ. ბო­ლოს გულ­მ­ხურ­ვა­ლედ და­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ ერ­თ­მა­ნეთს და ჩვე­ნი ორ­დღი­ა­ნი ლაშ­ქ­რო­ბაც დამ­თავ­რ­და.
მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ მო­ლაშ­ქ­რეს! კარ­გე­ბი ხართ, კმა­ყო­ფი­ლი ვარ თქვე­ნი დის­ციპ­ლი­ნით, მონ­დო­მე­ბი­თა და გამ­ძ­ლე­ო­ბით. იმე­დია, წინ კი­დევ ბევ­რი ერ­თობ­ლი­ვი ლაშ­ქ­რო­ბა გვე­ლის.


ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი ახალგორიც მიყვარს, რომელიც ოკუპირებულია"
"უცხოელებმა ბევრად მეტი იციან ამ ჩაის შესახებ, ვიდრე თავად ქართველებმა"

სო­ფელ ლა­ხირს, რო­მე­ლიც მუ­ლა­ხის ჩრდი­ლო­ეთ ფერ­დობ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, ოდეს­ღაც ოს­თა ლაშ­ქა­რი შე­მო­სე­ვია.
ერთ-ერთ იმერულ სოფელს შუაზე ყოფს ყვირილა.
კორტოხზე წამოსკუპებულ ორსართულიან სახლში, ახლა რამდენიმე მინა რომ აქვს ჩამსხვრეული, ცხოვრობდა ანგელინა მასწავლებელი



"ოსებსაც ჩვენსავით უჭირთ... ზოგს უფრო მეტადაც..."


"ბეწ­ვის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხ­ნის მო­საწყო­ბად 15.000 აშშ დო­ლა­რი საკ­მა­რი­სი­ა"


ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ახალწვეულთა მომზადების პროგრამა მიმდინარეობს.
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

5 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


3 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

6 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

6 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
7 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
9 კომენტარი