დახვავებული სიცრუე, დაპირებების ნიაღვარი და სამოქალაქო საზოგადოების როლი ჩვენს რეალობაში
font-large font-small
დახვავებული სიცრუე, დაპირებების ნიაღვარი და სამოქალაქო საზოგადოების როლი ჩვენს რეალობაში
რწმენა ფულის ფეტიშმა, ტექნო­კრატიის მომძლავრებამ ჩაკლა


ნაციონალურ მანკიერებად ქცეული უსამართლობა, სიცრუე, თვალთმაქცობა, ნდობის გარეშე არსებული ურთიერთობები, გათითოკაცება, ფულის ფეტიში, ჩინოვნიკთა ზვავობა და მედიდურობა - ეს ყველაფერი ლიტერატორ თემურ ქორიძის კონფლიქტია რეალობასთან.



- ჩვენს რეალობაში ყველაზე მეტად, უსამართლობა მაღიზიანებს, არადა, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. სიცრუე იმაზე მეტი დოზით მოედინება, ვიდრე ადამიანს თავის გადასარჩენად სჭირდება. ეს ქართველებს ლამის, ნაციონალურ მანკიერებად გადაგვექცა. თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე შენიშნავდა, ჩვენ ყოველთვის ძლიერი მტერი გვყავდა და ცბიერების ხერხს ხშირად მივმართავდითო. რომ არ ეთვალთმაქცა, ნაცარქექია დევს ხომ ვერ მოერეოდა?! სიცრუე ცხოვრების წესად გავიხადეთ. გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, ქართველ კაცს საოცარი ფსიქოლოგია აქვს, ტყუილს იმდენად შეჩვეულია, მის გარეშე გაძლება ერთ დღესაც კი არ შეუძლიაო. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, სხვა მოატყუოს, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავს ატყუებს.

- ეს ხომ სიბრიყვის ერთ-ერთი ნიშანია...

- არა მხოლოდ სიბრიყვის, არასრულყოფილებისა და უნდობელი დამოკიდებულების ნიშანიცაა. ჩვენ არ ვენდობით იმ კეთილ საწყისს, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია, აქედან გამომდინარე, არც სხვას ვენდობით. ამ სენისგან აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ.

- როგორ? ეს სენი ყველა რგოლშია, საზოგადოების ყველა ფენაშია.

- ისევ ილიას ტკივილიანი შეძახილი გვიხსენოთ, - გავთითოკაცდით, ერთმანეთის ენა არ გვესმისო. ყველა ადამიანის ჭირსა და ლხინს ისევ თავისი ღობე აქვს შემოვლებული. ამის გამოა, რომ არ ვენდობით ერთმანეთს; ამის გამოა უსამართლობა გამეფებული. გამოსავალი საერთო მოწადინებაშია. `გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი", ეს ხომ ყველაზე მარტივად აღსასრულებელია! ეს ხომ არ არის მტრის სიყვარულის მოწოდება, რომელიც თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნია. უბედურება ისაა, რომ ჩვენ მოყვასის შეყვარებაც კი გვიძნელდება.

- რატომ?

- დღევანდელ საქართველოში ჭეშმარიტი ქრისტიანული ბუნება არ ფხიზლობს. რწმენა არ გვყოფნის. კრიზისია, ამას ყველა აღნიშნავს.

- ეს რამ გამოიწვია?

- რწმენა ფულის ფეტიშმა, ტექნოკრატიის მომძლავრებამ ჩაკლა. ეს ძალიან ფაქიზად მოსაპყრობი თემაა. გვინახავს ქუჩაში პირჯვრის თვალსაჩინოდ გადაწერა. იესო სახარებაში გვასწავლის, შედი `საუნჯეს შენსა" და ბნელში დაიწერე პირჯვარიო. ეკლესიის მამებს ასწავლის, - კარგად ჩაცმულს, მდიდრულად მორთულს, ძალაუფლების მქონეს რომ დაინახავთ, განსაკუთრებული პატივით ნუ მოექცევითო. ჩვენთან რა ხდება? მინისტრს ან პარლამენტარს პირდაპირ ამბიონზე აყენებენ. სიკეთის კეთებას კამერებით გადაღება რად უნდა? შენმა მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდეს, მარცხენა `რასა იქმს". სიკეთე დაფარული უნდა იყოს. პოლ ვალერი ამბობდა, კეთილ საქმეში, ყველაზე მშვენიერი, მისი დამალვის სურვილიაო.
დაჯერება არ მინდა, ხმები ისმის, ადამიანები ქველმოქმედებით თაღლითობენო. ეს ტრაგედიაზე მწარე რამ არის, შეიძლება კაცი ყოველგვარი რწმენის დაკარგვამდე მიიყვანოს. დღეს სიქველე უზენაეს მიზნად კი არ ცხადდება, არამედ რაღაცის მოპოვების საშუალებად, ზოგჯერ ეს დიდი ფულია, ზოგჯერ პოლიტიკური გეგმა... აჩვენებენ ნახევრად ჩამონგრეულ სახლს, სადაც გაჭირვებული დედა ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ან მეუღლე დასტირის ავადმყოფ მეორე ნახევარს, ამ დროს რომელიღაც ჩინოვნიკი მათთან ამაყად მიდის და ძღვენი მიაქვს, ოღონდ - ბიუჯეტის ფულით და არა - საკუთარი დანაზოგით შეძენილი.
ძველად საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში `ნაათალი" იყო, სახელმწიფოსგან შემოსავლის მეათედი ომში დაღუპულთა ოჯახებს, მიუსაფარ, ღარიბ, დავრდომილ ადამიანებს ეძლეოდა, მაგრამ რომელიმე სასულიერო პირს ან ხელმწიფეს დახმარების სურვილი თუ გაუჩნდებოდა, ის მოწყალებას საკუთარი შემოსავლიდან გასცემდა. ჩვენთან არსებობს პრეზიდენტის ფონდი, მაგრამ ამ ფონდში სახელმწიფოს ფულია, რომლის განკარგვა შეუძლია პრეზიდენტს. მეფეები კი მოწყალებას მხოლოდ თავიანთი შრომით მოპოვებულიდან გასცემდნენ. დავით მეფე ნანადირევის ბეწვეულს გასცემდა, თამარი მოუწყინებლად ქსოვდა... სადაც მეფის ტახტი იდგა, იქ იყო სატახტო. მთელი საქართველო უნდა შემოევლო. თან ჰქონდა ქისა, გზად უამრავი მოწყალების მთხოვნელი ხვდებოდა და გასცემდა. მეფური წყალობის გაცემის რიტუალი, ყველაზე კარგად `ვეფხისტყაოსანშია" აღწერილი თინათინის გამეფებისას... პირველი, რაც ხელისუფალს ევალება, სამართალი და მოწყალებაა.GzaPress

- ამის მაგალითები ჩვენს რეალობაში აღარც არის.

- ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ჩვენი კონფლიქტი გარემოსთან ზოგჯერ, თითქოს უმიზეზოა. 21-ე საუკუნის ადამიანებს მძიმე პირობებში გვიხდება ცხოვრება. მოსახლეობის 90% ღარიბია, მაგრამ გვყავს მდიდარი მინისტრები. ეს ადამიანთა უმრავლესობაში, სოციალური უსამართლობის მწვავე განცდას იწვევს. როცა სახლის კარს გაიხურავ, გრძნობ, რომ ცხოვრება ჯიბრში გიდგას. ვთქვათ, ადამიანმა მის მიერ არჩეულ და დაფინანსებულ, რომელიმე ხელისუფალთან ან ინსტანციაში შესვლა მოინდომა, აბა, ბიჭი ხარ და რომელიმე კაბინეტის კარი შეაღე. აუცილებლად უნდა შეურაცხგყონ, გრძელ რიგში დაგაყენონ, ერთი ფანჯრიდან მეორესთან მიგიყვანონ, მედიდურად ჩამოგძახონ, რომ იქ ასეთი წესებია. ისედაც დაზაფრულ ხალხს კიდევ ხელისუფალთაგან განდგომა და მედიდურობა უნდა? ნაცვლად იმისა, რომ მოკრძალებულნი იყვნენ და ქცევებით მაინც შეუმსუბუქონ გაუსაძლისი ყოფა, ისინი რას აკეთებ? ზვავობენ, მედიდურობენ... ხომ იცით, მაღალი ხელფასების მოტივი რა არის? მაღალ ხეფასს თუ არ მივცემთ, ქრთამს აიღებსო. გამოდის, რომ მთელი საქართველო შანტაჟის ქვეშ ვყავართ. ვინმემ ძალით მიიყვანა? ძალით არავინ მიჰყავთ არც თანამდებობაზე და არც მონასტერში. გრიგოლ ხანძთელი ჯერ იყო და, მღვდლობაზე ძლივს დაითანხმეს, მერე ეპისკოპოსობა რომ დაუპირეს, გაიქცა: `პატივს ვხედავ და პატიჟისგან მეშინისო".
როდესაც ადამიანი თანამდებობაზე მიდის, სახელმწიფო მოღვაწე ასკეტივით უნდა იყოს, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ეს ქვეყანა მდიდარი არასდროს ყოფილა, მეფეები ფუფუნებაში არ ცხოვრობდნენ, ჩვენი მემატიანე არ იცნობს სასახლის ფუფუნებას, ისეთს, როგორიც იყო ვერსალი. ვისაც ამგვარი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ შეუძლია და ფული ძალიან უყვარს, წავიდეს ბიზნესში. შენ თან სახელმწიფოს წინამძღოლის, ერის მამის მანტიით შეიმოსო და თან ხაზინა ძარცვო, ეს დიდი უსამართლობაა.

- ბევრი სიცრუის მოსმენა განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში გვიწევს...

- ამ დროს ხვავდება სიცრუე, დაპირებების ნიაღვარი მოდის. ვაღიაროთ, ადამიანებს გვიყვარს თავის მოტყუება, ილუზიაში ცხოვრება, ზღაპრის დაჯერება... ცივილიზებულ სამყაროში ხელისუფალმა მაღალი ხელფასი რომ დაინიშნოს და თან, პრემია გამოიწეროს, მთელი ქვეყანა მეორე დღესვე ქუჩაში გამოვა. ჩვენ ვიცით, ევროპელებმა როგორი ქუჩაში გამოსვლა იციან. საქართველოში მიტინგზე ხიდან ფოთოლი არ ცვივა და ევროპაში ყველაფერს ლეწავენ, იცით, რატომ? ხალხის მრისხანების ძალა რომ აჩვენონ. როცა ხალხის მრისხანება გარკვეულ ზღვარს აღწევს, ის თავს უფლებას აძლევს, სასტიკად მოექცეს იმ ხელისუფლებას, რომელმაც მას არ მოუსმინა.

- ჩვენ მრისხანება გვაკლია?

- ჩვენ ქვეშევრდომის მდგომარეობიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედით.

- თქვენი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება ბოლო 15-20 წლის მანძილზე არ გაიზარდა?

- 90-იან წლებში, ჩვენმა ხალხმა ისეთი რამ მოითმინა, რომელიც შესაძლოა, სხვა დროს არ მოეთმინა. რატომ? სამოქალაქო ომმა, ძმათა შორის დაპირისპირებამ, საზოგადოებაში ისეთი შოკის მომგვრელი განწყობა შექმნა, ოღონდ იგივე არ გამეორებულიყო და ხალხმა აიტანა ის, რისი ატანაც შეუძლებელი გახლდათ. დღისით, მზისით, სახელმწიფოს ძარცვა, წარყვნა მთელი ხელისუფლებისა. ე.წ ელიტას, რომელიც საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, შეჩვეული იყო, რომ აუცილებლად ხელისუფლების მხარეს უნდა მდგარიყო, დაემატა შეძლებულთა ფენა, რომელიც `ხელი ხელს ჰბანს" პრინციპით ჩამოყალიბდა (ისევე, როგორც დღეს). დათრგუნვილმა საზოგადოებამ პროტესტი ძალიან გვიან გამოხატა. მერე იმავე წიაღში გამოჩნდა უფრო მოქნილი, უფრო გაქნილი, თავზე ხელაღებული ახალგაზრდა ნაწილი, რომელიც დროზე გაემიჯნა და 2003 წლიდან ახალი ხელისუფლება მოვიდა. წინამორბედებმა ცოტათი გაიბრძოლეს, მაგრამ მერე ახალგაზრდებს ადვილად დაუმეგობრდნენ, სიამტკბილობა ჩამოვარდა. უკვე ძლიერი პოზიციები დაიკავეს ფინანსურმა წრეებმა და არა - პოეტებმა. არადა, კომუნისტების პერიოდში, ზოგიერთი პოეტი რაიკომის მდივანს `ნიშნავდა". ფაქტობრივად, ერთ ნავში ისხდნენ და მერე ერთმა პოეტმა წამოიყვირა: `არ გაბრიყვდე და არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!"
დღეს ხშირად რომ იხსენებენ 9-წლიან მმართველობას, ეს მმართველობა 9 წელი ვერ იქნებოდა, რომ არა ორი მაგალითის მიმცემი პიროვნება - ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი.
ისტორიამ არ იცის მაგალითი, ერთი პიროვნება ქრთამს აძლევდეს მთელ ხელისუფლებას. მაშინ ეს მალვით კეთდებოდა, მოტივი იგივე იყო, რაზეც რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრეთ, მე თუ ამათ ფული არ მივეცი, ქრთამს აიღებენ. ე.ი. შენ იცი, რომ ისინი არ არიან სახელისუფლებო ადამიანები, მათი ფსიქოლოგია, ზნეობა მტაცებლურია და მე, რიგით მოქალაქეს მატყუებ, როცა წარმოაჩენ, როგორც აღმაშენებელს. როგორც კი დასჭირდა, ეს გამოაქვეყნა, პირდაპირ გააშიშვლა... საზოგადოება მსგავსი ამბების მიმართ შეურიგებელი უნდა იყოს.

- ახლა, ამ რეალობაში რა შეცდომებს უშვებს საზოგადოება?

- ყველანაირად ცდილობენ, ადამიანებს პოლიტიკური აზროვნება არ ჰქონდეთ; სახელმწიფოებრივი აზროვნება არ განვითარდეს. სამწუხაროდ, ამაში ლომის წვლილი მიუძღვით ტელევიზიებს. დებატების მთავარი მიზანი სანახაობაა, რაც უფრო რიხით შეიგინება, წიხლს ისვრის, ოპონენტს ფეხქვეშ გაიგდებს, ის გადაცემა უფრო რეიტინგულია. სად არის მორალი?
ჩვენი საზოგადოება მოგებული დარჩება, თუ თბილისის მერად არ აირჩევს სახელისუფლებო კანდიდატს. სხვა ვინც უნდა იყოს, რომ იტყვიან, წელებზე ფეხს დაიდგამს, რომ გაამართლოს, რადგან ხელისუფლებასთან ოპოზიციაში იქნება. ხელისუფლებას კი დედაქალაქის დაკარგვის განცდა შეაწუხებს. ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ხალხი მოგებული დარჩება. დღევანდელ ვითარებაში საქართველოს სჭირდება ფართო მასშტაბით მოაზროვნე, არაორდინარული, გაბედული, რისკიანი, თავდადებული წინამძღოლი და არა ბანკის ყოფილი თანამშრომლები, რომლებითაც ბიძინა ივანიშვილმა გაავსო ხელისუფლება.
ნოე ჟორდანია წერდა, - `თვეში ერთხელ დედა ლაჩხუთიდან ჩამოდიოდა და საკვები ჩამოჰქონდა. რომ გაიგო, პრემიერ-მინისტრი ვიყავი, გაოგნებული იყო, კიდევ ჩემი სარჩენი როგორ ხარო?"
ხელისუფლებაში ყოფნა დროებითი ტვირთია, თუ ძალა არ შესწევთ, არ უნდა შეეჭიდონ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ, რომ ეს ქვეყანა - ბეღელი და თავად - თაგვები არ არიან.

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"დაჩაგვრა, ჩხუბი, სიცოცხლის ხელყოფა ყოვლად დაუშვებელი საშინელებაა!"
"ეტლში მყოფი ადამიანები უშედეგოდ ცდილობდნენ, მიწისქვეშა გადასასვლელის ლიფტით ესარგებლათ"...
ბავშვი ჩათვლის, რომ გენდერი არჩევითი მდგომარეობაა და რომ მას შეუძლია, თავად აირჩიოს, რომელ გენდერთან მოახდენს თვითიდენტიფიკაციას!
პოპულარული გახდა ბიოლოგიური მეთოდით მოწეული კულტურები
დახვრეტას გადარჩენილი ქართველი მეომრის ნაამბობი
რო­დე­საც შე­სა­წამ­ლი ხსნა­რი მოგ­ვი­ტა­ნეს, იმ ხალ­ხ­საც მო­ვუ­ყე­ვი, რაც და­ვი­ნა­ხე
"თუ ასე გაგრძელდება, ქართველებით დასახლებული რეგიონები გაუკაცრიელდება"
გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ლექ­სად გეტყ­ვით, რა იყო ჩემ­თ­ვის სვა­ნე­თი, უშ­გუ­ლი და შხა­რა
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი