სვა­ნე­თი - დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი, პო­ე­ზია და აღ­მაფ­რე­ნა
font-large font-small
სვა­ნე­თი - დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი, პო­ე­ზია და აღ­მაფ­რე­ნა
გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ლექ­სად გეტყ­ვით, რა იყო ჩემ­თ­ვის სვა­ნე­თი, უშ­გუ­ლი და შხა­რა


თბი­ლი­სი­დან სვა­ნე­თის­კენ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ღა­მით გა­ვემ­გ­ზავ­რეთ. ალი­ონს ნის­ლი­ან ენ­გუ­რის წყალ­სა­ცავ­თან შევ­ხ­ვ­დით. ისე­თი სი­ლა­მა­ზე დაგ­ვ­ხ­ვ­და, ფო­ტო­სე­სი­ის­თ­ვის წუთ­შეს­ვე­ნე­ბა ვითხო­ვეთ და შემ­დეგ გა­ვე­შუ­რეთ სო­ფელ ბარ­ში, და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბის ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის ნან­გ­რე­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბის კოშ­კ­თან რომ მი­ვე­დით, მზე კაშ­კა­შებ­და. იქ­ვე ახალ­გაზ­რ­და სვა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ, თო­კით მიძ­ვ­რე­ბოდ­ნენ კოშ­კ­ში და ასე შე­დი­ოდ­ნენ შიგ­ნით.


ახალ­გაზ­რ­დებს რომ გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, და­ი­ჩივ­ლეს, - ხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია აქა­უ­რო­ბა - ბა­ლა­ხი­თაა ყვე­ლა­ფე­რი და­ფა­რუ­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ყუ­რადღე­ბას სა­ერ­თოდ არ გვაქ­ცევ­სო. ცო­ტა არ იყოს, გა­ვოც­დით და ვუ­საყ­ვე­დუ­რეთ კი­დეც: რე­ზი­დენ­ცი­ის შე­ნო­ბი­სა და კოშ­კის რეს­ტავ­რა­ცია მარ­თ­ლაც სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის საქ­მეა, მაგ­რამ ჯან-ღო­ნით სავ­სე ხალ­ხი ხართ და სხვას რას ელო­დე­ბით, ამ ბა­ლა­ხის გა­თიბ­ვას რა­ღა უნ­და, ორი კა­ციც ეყო­ფა-მეთ­ქი. - ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი შრო­მა-ჯა­ფით ვა­კე­თებთ და არც ერთ მთავ­რო­ბას არ შევ­ყუ­რებთ ხე­ლებ­შიო, - სვა­ნუ­რი სი­ა­მა­ყით გვი­პა­სუ­ხეს, თან და­ა­ყო­ლეს, - გა­თიბ­ვას ჩვე­ნი ძა­ლი­თაც შევ­ძ­ლებ­თო. "და­დეშ­ქე­ლი­ა­ნებს" მა­ლე გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ და აღ­მართს ავუ­ყე­ვით. ქუ­რა­შის წმინ­და გი­ორ­გის ერ­თი ცი­და ეკ­ლე­სი­ამ კი მარ­თ­ლაც გაგ­ვა­ო­ცა. ვიდ­რე მის კარს გაგ­ვი­ღებ­დ­ნენ (ა­ქაც და სვა­ნე­თის სხვა ეკ­ლე­სი­ებ­შიც კა­რის გა­სა­ღე­ბი სოფ­ლის რო­მე­ლი­მე ოჯახს ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ტაძ­რის მოძღ­ვარს აბა­რია. თუ წირ­ვა-ლოც­ვის დრო არ და­ემ­თხ­ვა, ეკ­ლე­სია და­კე­ტი­ლია, რად­გან, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბევრ სიწ­მინ­დე­სა და ძვირ­ფას ხატს ინა­ხავს, ამი­ტომ მხო­ლოდ მომ­ლოც­ვე­ლე­ბის ან დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის თხოვ­ნით აღე­ბენ), გარ­შე­მო შე­მო­ვუ­ა­რეთ.

ღმერ­თ­მა უწყის, რამ­დე­ნი წლის იქ­ნე­ბო­და გა­დაჭ­რი­ლი ხე, ზე­მოთ ამოყ­რი­ლი და ირ­გ­ვ­ლივ გა­ფე­ნი­ლი უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი ფეს­ვე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აგ­ვიხ­ს­ნეს, ეს ხე იფა­ნია, კარ­გა ხნის წინ თა­ვი­სით ამო­სუ­ლა, მე­რე ისე გა­იდ­გა ფეს­ვე­ბი, ტაძ­რის სა­ძირ­კ­ველ­შიც გა­ა­ტა­ნა და ტა­ძა­რი დაბ­ზა­რაო. ეკ­ლე­სი­ის კა­რი სოფ­ლის მკვიდ­რ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გაგ­ვიხ­ს­ნა (ა­სე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა და უფ­რო მა­შინ, რო­დე­საც ოჯა­ხის მა­მა­კა­ცე­ბი შინ არ არი­ან). ეკ­ლე­სია X სა­უ­კუ­ნის ყო­ფი­ლა და ლა­მა­ზი ფრეს­კე­ბი­თა და პიქ­ტოგ­რა­მე­ბის სი­უხ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.
GzaPress
ელექ­ტ­რო­გა­ნა­თე­ბა არ იყო, ამი­ტომ ჩვე­ნი­ვე მო­ბი­ლუ­რე­ბით ვა­ნა­თებ­დით და კარ­გა ხანს ვუ­
კირ­კი­ტებ­დით სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის ას­ტ­რა­ლურ ნიშ­ნებს. მას­პინ­ძელ­მა გვითხ­რა, - შარ­შან­წინ ამო­ვიდ­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, თით­ქოს რეს­ტავ­რა­ცი­ის დაწყე­ბა უნ­დო­დათ, მე­რე თქვეს, - ხარ­ჯე­ბი უნ­და მო­ვი­ძი­ო­თო და მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან. ახ­ლა­ხან მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი­დან კვლავ ამო­ვიდ­ნენ, ისევ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და წა­ვიდ­ნენ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბაო.

სო­ფელ­ში, თურ­მე, ხორ­გუ­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ათი კომ­ლი­დან სა­მი შე­მორ­ჩა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი თბი­ლის­ში გა­და­სუ­ლან. იქა­უ­რი სი­ლა­მა­ზით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ჩვე­ნი ჯგუ­ფის წევრს, ლია მი­ნა­ძეს აღ­მოხ­და: თქვენ­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ არის, რო­გო­რია, გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე ამ სი­ლა­მა­ზეს რომ და­ი­ნა­ხა­ვო?! მის რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბა­ზე სვან ქალ­ბა­ტონს ჩა­ე­ღი­მა და ამო­ი­ოხ­რა: - ეჰ, ლა­მა­ზი კი არის, მაგ­რამ ზამ­თარ­ში გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი. ბევ­რი მი­დის, უკან კი არა­ვინ ბრუნ­დე­ბა. აბა, აქე­დან წა­სუ­ლი ვინ­ღა დაბ­რუნ­დე­ბაო? მას­პინ­ძელ ქალ­ბა­ტონს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დეთ და უღ­ვა­ლის წმინ­და გი­ორ­გის, შემ­დეგ კი - ჭო­ხულ­დის მაცხოვ­რის ტაძ­რე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ. ბო­ლოს ლა­ტალ­საც მი­ვა­დე­ქით. აქ კი უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა წა­მო­მი­ტივ­ტივ­და: 2008 წლის ივ­ნი­სი, ჩე­მი პირ­ვე­ლი "ნა­ბი­ჯე­ბი" სა­ოც­ნე­ბო სვა­ნე­თის მი­წა­ზე, ფეს­ტი­ვა­ლის - "აღ­დ­გო­მი­დან ამაღ­ლე­ბამ­დე" და­ხურ­ვა, უთ­ბი­ლე­სი მას­პინ­ძ­ლე­ბი - გირ­გ­ვ­ლი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი, სან­დ­რო გირ­გ­ვ­ლი­ა­ნის ბა­ბუ­ის სახ­ლ­ში სტუმ­რო­ბა და სვა­ნუ­რი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბით გამ­თ­ბა­რი გუ­ლე­ბი... და­უ­ვიწყა­რი ოთხი დღე, შინ დაბ­რუ­ნე­ბულს, მუ­ზა რომ მომ­გ­ვა­რა და ლექ­სე­ბით სვა­ნუ­რი ცის­თ­ვის, მთე­ბის­თ­ვი­სა და გიჟ­მა­ჟი ენ­გუ­რის­თ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი ამახ­ს­ნე­ვი­ნა...
სამ­წუ­ხა­როდ, ისე ვჩქა­რობ­დით, იმ გულ­თ­ბი­ლი ხალ­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ვერც მო­ვას­წა­რი, ის ეკ­ლე­სი­ე­ბი კი კვლავ ვნა­ხე, წლე­ბის წინ და­ხა­მე­ბუ­ლი­ვით რომ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი: მაცხ­ვა­რი­შის მაცხოვ­რის ამაღ­ლე­ბი­სა და იენა­შის იონა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის ტაძ­რე­ბი.

XIV სა­უ­კუ­ნის იონა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის სა­ხელ­ზე აგე­ბულ ეკ­ლე­სი­ას­თან უკ­ვე მო­ნას­ტე­რიც და­უ­არ­სე­ბი­ათ. აქ, სამ­ხ­რე­თის კე­დელ­ზე, სა­კურ­თხევ­ლის გვერ­დით, გა­მო­სა­ხუ­ლია იონა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დი - ვე­შა­პის­გან მი­სი ხსნა. მსგავ­სი ფრეს­კა სვა­ნე­თის არც ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში არ გვხვდე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ვერ­სად ნა­ხავთ იონა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს... GzaPress

იმ დღის გვირ­გ­ვი­ნი ჰაწ­ვა­ლის სა­ბა­გი­რო­თი გა­სე­ირ­ნე­ბა იყო. სა­ბა­გი­როს ბო­ლო რე­ისს სულ­ზე მი­ვუს­წა­რით. უკა­ნას­კ­ნე­ლე­ბი ჩვენ ავე­დით. სა­ნა­ხა­ო­ბა კი მარ­თ­ლაც გა­სა­ო­ცა­რი იყო - ულა­მა­ზე­სი უშ­ბა-თეთ­ნულ­დის პა­ნო­რა­მა, მზის სხი­ვებ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლი ზღაპ­რუ­ლი ტყე, უსუფ­თა­ვე­სი ჰა­ე­რი და სელ­ფე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, კვლავ სელ­ფე­ბი და... კვლავ სირ­ბი­ლი სა­ბა­გი­როს­კენ. თუ ვერ მი­ვუს­წ­რებ­დით, ფე­ხით, ტყე-ტყე მოგ­ვი­წევ­და დაშ­ვე­ბა. ეს კი ნამ­დ­ვი­ლად არ გვაწყობ­და - გა­ნა ვერ ვივ­ლი­დით? მეს­ტი­ა­ში გა­სე­ირ­ნე­ბაც გვინ­დო­და, კოშ­კე­ბი­სა და თა­მარ მე­ფის ძეგ­ლის ნახ­ვა და ა.შ.

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რიც მო­ვას­წა­რით და ღა­მის მეს­ტი­ა­შიც ბევ­რი ვი­ხე­ტი­ა­ლეთ. გაგ­ვი­ხარ­და: სი­ცოცხ­ლე ჩქეფ­და მეს­ტი­ა­ში - იქა­უ­რო­ბა ტუ­რის­ტე­ბით იყო გა­და­ჭე­დი­ლი. თა­მარ მე­ფის უჩ­ვე­უ­ლო ქან­და­კე­ბაც ვნა­ხეთ და ფო­ტო­თი შექ­მ­ნი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არა­თუ გა­მი­ქარ­წყ­ლ­და, უფ­რო გა­მიმ­ძაფ­რ­და - დი­დე­ბა თა­მა­რის სულს, მაგ­რამ ალ­ბათ ბორ­გავს, ასე­თად გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლი იმ ად­გი­ლას რომ დად­გეს! შე­საძ­ლოა, სხვა სივ­რ­ცე­ში მარ­თ­ლაც ლა­მა­ზად გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ის ნა­მუ­შე­ვა­რი. წინ კი­დევ ერ­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გვე­ლო­და, ამ­ჯე­რად - ყო­ფი­თი. კუბ­და­რის საჭ­მე­ლად ვერც ერთ კა­ფე­სა და რეს­ტო­რან­ში ვერ შე­ვაღ­წი­ეთ. ბო­ლოს ერ­თ­გან, ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო­ში შე­ვე­დით. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ჰყავ­დათ, მარ­თ­ლაც მო­ვი­ხიბ­ლეთ, რა­საც ვერ ვიტყო­დით მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და კუბ­დარ­ზე. ჩემ­მა კარ­ტო­ფილ­მა "ფრიმ" კი ყვე­ლა­ფერს გა­და­ა­ჭარ­ბა - ერ­თი სა­ა­თის შემ­დეგ მა­ღირ­სეს და ისიც - უმი. არა­და, რო­გორ მში­ო­და... ჩანს, ამ კუთხით ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სვა­ნე­თი ჯერ ვერ უმ­კ­ლავ­დე­ბა ტუ­რის­ტე­ბის მოზღ­ვა­ვე­ბას, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­მო­მავ­ლოდ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად მო­ემ­ზა­დე­ბი­ან... ოღონდ იმე­დია, თა­ვის სას­ტუმ­რო­ებ­ზე სა­ხელს ქარ­თუ­ლა­დაც და­ა­წე­რენ, თო­რემ გა­მო­დის, რომ ინ­გ­ლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი წარ­წე­რე­ბით მხო­ლოდ უცხო­ე­ლებს ეპა­ტი­ჟე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დაგ­ვ­ხ­ვ­და უშ­გულ­შიც, რა­ზეც ჩვენს გულ­თ­ბილ მას­პინ­ძელს - ჩან­ქ­სე­ლი­ა­ნე­ბის ულა­მა­ზეს ოჯახ­საც ვუ­საყ­ვე­დუ­რეთ. იმე­დია, გუ­ლან­თე­ბუ­ლი სვა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ამას აუცი­ლებ­ლად გა­მო­ას­წო­რე­ბენ... მა­ნამ­დე კი მოგ­ზა­უ­რო­ბას გან­ვაგ­რ­ძობთ მაღ­ლა და მაღ­ლა, ზე­მოთ და ზე­მოთ... ღრუბ­ლე­ბის­კენ...

მე­ო­რე დი­ლით ად­რი­ა­ნად გა­ვუ­ყე­ვით გზას, მეს­ტი­ის მუ­ზე­უ­მის ნახ­ვა კი უკა­ნა გზის­თ­ვის გა­დავ­დეთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად კა­ლა-უშ­გულ­თან და შხა­რა-ლა­მა­რი­ას­თან მი­მეჩ­ქა­რე­ბო­და, თუმ­ცა გზა­დაგ­ზა ისეთ სა­ოც­რე­ბებს ვნა­ხუ­ლობ­დით, ლა­მის გუ­ლი გვი­ჩერ­დე­ბო­და. მოგ­ზა­უ­რო­ბის მე­ო­რე დღე მუ­ლა­ხის თე­მის - ჟა­მუ­შის მაცხოვ­რის ტაძ­რით და­ვიწყეთ. ეკ­ლე­სი­ის ეზოს ალაგ-ალაგ დან­გ­რე­უ­ლი ქვის გა­ლა­ვა­ნი ერ­ტყა, ერთ მხა­რეს თავ­მო­ტე­ხი­ლი კოშ­კი ედ­გა, მე­ო­რე მხა­რეს - საცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. იქა­უ­რო­ბის მას­პინ­ძ­ლე­ბი კი ქალ­და­ნე­ბი იყ­ვ­ნენ.
ტაძ­რის კა­რიც ქალ­და­ნე­ბის ოჯა­ხის მერ­ვეკ­ლა­სელ­მა ვაჟ­მა - გი­ორ­გიმ გაგ­ვი­ღო. სწო­რედ მან გვითხ­რა, ეკ­ლე­სი­ის უკან, კოშ­კი რომ ჩა­მო­ინ­გ­რა და ჩვე­ნი სახ­ლი და­ა­ზი­ა­ნა, ეკ­ლე­სი­ას ერ­თი ქვაც არ მოხ­ვედ­რიაო.
ამ ტა­ძარ­ში და­ცუ­ლია წმ. გი­ორ­გის X სა­უ­კუ­ნის ჭე­დუ­რი ხა­ტი, რო­მე­ლიც მის­თ­ვის იმერ­თა მე­ფეს, გი­ორ­გი II-ს შე­უ­წი­რავს...
შემ­დე­გი "გა­ჩე­რე­ბა" ჩვა­ბი­ა­ნის მაცხოვ­რის ტა­ძარ­თან გვქონ­და. იქაც ტაძ­რის კა­რი ქალ­ბა­ტონ­მა გაგ­ვი­ღო, ცი­ა­ლა ქალ­დან­მა. მან­ვე გვითხ­რა, აქა­უ­რო­ბა ჭე­ხა­ნებს აბა­რი­ათ, მე მა­თი რძა­ლი ვარ. ისე კი, სო­ფელ­ში ჭე­ხა­ნე­ბის გარ­და, მარ­გი­ა­ნე­ბი და გი­გა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბე­ნო. ტაძ­რის მხატ­ვ­რო­ბამ ულა­მა­ზე­სი ფე­რე­ბით გაგ­ვა­ო­ცა. ეკ­ლე­სი­ა­ში ჭე­ხა­ნე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო მაცხოვ­რის დი­დი ხა­ტი იყო დაბ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი. ქალ­ბა­ტონ­მა ცი­ა­ლამ ლი­ფა­ნა­ლის დღე­სას­წა­ულ­ზეც გვი­ამ­ბო: ლი­ფა­ნა­ლი ანუ მკვდრე­ბის შენ­დო­ბა, ჰქვია დღე­სას­წა­ულს, რო­მელ­საც ახა­ლი წლის დად­გო­მის შემ­დეგ, შო­ბის წინ ვიწყებთ. ერთ წელს თუ ორ­შა­ბათს იწყე­ბა, მე­ო­რე წელს - სამ­შა­ბათს და ა. შ. ამის მი­ხედ­ვი­თაა მი­სი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაც. წლი­დან წლამ­დე აკ­ლ­დე­ბა დღე­ე­ბი და ბო­ლოს ერ­თი დღე რჩე­ბა. სოფ­ლის ყვე­ლა ოჯა­ხი­დან თი­თო ადა­მი­ა­ნი მა­ინც ამოვ­დი­ვართ და ჩვენს მკვდრებ­საც "ვე­პა­ტი­ჟე­ბით". პირ­ვე­ლი ღა­მე, რო­დე­საც მკვდრე­ბი "მო­დი­ან", მარ­ხ­ვის დღეა, რო­მე­ლიც მე­რე ხსნილ­დე­ბა. დღე­სას­წა­უ­ლის ბო­ლოს მკვდრე­ბი "მი­დი­ა­ნო".

ჩვა­ბი­ა­ნი­დან ნა­კი­ფა­რის­კენ გა­ვე­შუ­რეთ. იფა­რის თე­მის სო­ფელ ნა­კი­ფა­რის X სა­უ­კუ­ნის წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­ში იმ დროს მი­ვე­დით, მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­თ­ვის სიწ­მინ­დე­ე­ბი რომ გა­მოჰ­ქონ­დათ. ტა­ძა­რი მე­ფის მხატ­ვარს - თევ­დო­რეს მო­უ­ხა­ტავს. თევ­დო­რეს მო­ხა­ტუ­ლი ყო­ფი­ლა იფ­რა­ა­ლი­სა და კა­ლის ტაძ­რე­ბიც (იმ დღეს იფ­რა­ალ­შიც ავე­დით. 3 კი­ლო­მეტ­რი თა­კა­რა მზე­ში ვი­ა­რეთ და ერ­თი წა­მით არ გვი­ნა­ნია, ისე­თი სა­ოც­რე­ბე­ბი ვნა­ხეთ). ნა­კი­ფა­რის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის წინ ორად ატო­ტი­ლი არ­ყის უზარ­მა­ზა­რი და ულა­მა­ზე­სი ხე იდ­გა. და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­მო­ცი წლის წინ, შე­სას­ვ­ლელ­თან ორი პა­ტა­რა ბავ­შ­ვი და­უკ­რ­ძა­ლავთ და მათ საფ­ლავ­ზე არ­ყის ხე და­ურ­გავთ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის ხე ორ ტო­ტად ამოწ­ვე­რი­ლა და დღეს უკ­ვე ორ უზარ­მა­ზარ ხე­დაა ქცე­უ­ლი. სიწ­მინ­დე­ე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ბა­ჯაღ­ლო ოქ­როს თა­სი დაგ­ვა­მახ­სოვ­რ­და. ჩვენ თვალ­წინ გა­მო­აბ­რ­ძა­ნეს ტაძ­რი­დან და აგ­ვიხ­ს­ნეს: რო­ცა თა­სი გა­მოგ­ვაქვს, აუცი­ლებ­ლად უნ­და იდღეგ­რ­ძე­ლოთ, და­ი­ლო­ცო­თო. ცოტ-ცო­ტა სას­მ­ლით ყვე­ლამ ვადღეგ­რ­ძე­ლეთ სვა­ნე­ბი, სვა­ნე­თი და მი­სი მთე­ბი­დან და­ნა­ხუ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლო. ნა­კი­ფა­რი­დან აშ­კა­რად სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლებ­მა, გზად ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით, ავი­ა­რეთ აღ­მარ­თი და უშ­გუ­ლამ­დეც მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­ვაღ­წი­ეთ.

გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და ლექ­სად გეტყ­ვით, რა იყო ჩემ­თ­ვის სვა­ნე­თი, უშ­გუ­ლი და შხა­რა: შე­ნი ხმა ჩა­მეს­მა და გა­მეღ­ვი­ძა./ თავ­ს­ხ­მა მო­სუ­ლი­ყო მთა­ში./ ბინ­დი აიყა­რა და ჩე­მი სარ­კ­მ­ლი­დან/ შენს ნაკ­ვ­თებს და­ვე­ძებ­დი ცა­ში./ თვა­ლი ვერ­სად მოგ­კარ და ამო­გირ­ბი­ნე,/ აისს რომ შევ­ხ­ვედ­რო­დით ერ­თად./ თით­ქოს, ცი­ვი ჩან­დი - თოვ­ლი­ა­ნი, მო­გი­ახ­ლოვ­დი და - მზე ხარ!/ ქარ­მა ყუ­რი მოჰ­კ­რა და ჩე­მი ბუტ­ბუ­ტი/ სიტყ­ვა-სიტყ­ვით მო­ი­ტა­ნა შენ­თან./ იცი, რო­გორ მივ­ხ­ვ­დი? - მე რომ გი­ღი­მო­დი,/ შენ კოხ­ტა­ობ­დი მზეს­თან...GzaPress

ულა­მა­ზე­სი ლა­გურ­კის (სო­ფელ კა­ლის წმ. კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას ტა­ძა­რი) უნა­ხა­ვად ვერ წა­მო­ვი­დო­დით. ყო­ჩა­ღად ავირ­ბი­ნეთ ზე­მოთ. ტა­ძარ­ში მი­სი სიწ­მინ­დე­ე­ბის მცველ­მა, ზა­ურ გულ­ბან­მა გვი­მას­პინ­ძ­ლა და იქა­უ­რო­ბა დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. სა­ო­ცა­რი ძა­ლა და მად­ლი მო­დი­ო­და სა­კურ­თხევ­ლის წინ, ქვის კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი, ოქ­რო­თი მო­ვა­რა­ყე­ბუ­ლი და ვერ­ცხ­ლით მო­ჭე­დი­ლი დი­დი ჯვრი­დან. ეზო­ში მდე­ბა­რე 96-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ზა­რი და "სა­ჯილ­დაო ქვე­ბიც" გვაჩ­ვე­ნა. ერ­თი ქვა მა­მა­კა­ცე­ბის­თ­ვის ყო­ფი­ლა გან­კუთ­ვ­ნი­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ორი - ქა­ლე­ბის­თ­ვის. ტაძ­რის ეზო­დან ჩემს მე­გო­ბარ­სა და კო­ლე­გას არ­მაზ ხარ­ძი­ანს და­ვუ­რე­კე და ვა­ხა­რე, შენს მშობ­ლი­ურ კა­ლა­ში ვარ, ლა­გურ­კა­ზე-მეთ­ქი. იმ­წამს და­ჟი­ნე­ბით მომ­თხო­ვა, ქა­ლე­ბის ქვე­ბი­დან ერთ-ერთს მა­ინც და­ე­ჭი­დე, ეგებ ას­წიო კი­დე­ცო. ქვებს რომ შევ­ხე­დე, სი­ცი­ლით მოვ­კ­ვ­დი, - ამას რა დაძ­რავს-მეთ­ქი, მაგ­რამ არ­მაზს მა­ინც ვერ გა­ვუ­ტე­ხე ხათ­რი და... ჰოი, სა­ოც­რე­ბავ: ჯერ ერ­თი ქვა წა­მოვ­წიე, მე­რე მე­ო­რე, უფ­რო მოზ­რ­დი­ლი "წა­მო­ვა­ყე­ნე ფეხ­ზე". ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ტაშს მიკ­რავ­დ­ნენ, მე კი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი დავ­ყუ­რებ­დი ქვებს. ბო­ლოს გა­ირ­კ­ვა, რომ თუ­კი ქვას მო­ე­რე­ო­დი, ნატ­ვ­რა-სურ­ვი­ლი აგის­რულ­დე­ბო­და. ქვას­თან შე­ჭი­დე­ბი­სას ეს პი­რო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ, უნებ­ლი­ეთ, რა­ღაც ჩა­ვი­ფიქ­რე... ჰო­და, იმე­დია, ამის­რულ­დე­ბა, თქვენ კი სვა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას გი­სურ­ვებთ - მერ­წ­მუ­ნეთ, იგი შე­ნი სუ­ლი­დან, გუ­ლი­დან და თვა­ლი­დან არას­დ­როს გა­მო­ვა და მუ­დამ სიყ­ვა­რუ­ლის აღ­მაფ­რე­ნით გა­ტა­რებს! ოღონდ მოგ­ზა­უ­რო­ბა აუცი­ლებ­ლად და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბის ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ცი­ით და­იწყეთ: სვა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ვინც "და­დეშ­ქე­ლი­ა­ნე­ბით" იწყებს, სვა­ნე­თი ყვე­ლა­ფერს უჩ­ვე­ნებს, ყვე­ლა კარს უღებს და ყვე­ლა მწვერ­ვა­ლი­დან ყრის ღრუბ­ლებს, მა­თი სი­ლა­მა­ზე სრუ­ლად რომ და­გა­ნახ­ვო­სო!


ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ ასე გაგრძელდება, ქართველებით დასახლებული რეგიონები გაუკაცრიელდება"
ელმირა ყოველ სასწავლო დღეს ენგურის გადაღმიდან ზუგდიდში გადმოდის, რათა ქართულ-აფხაზური გაუცხოება დაამარცხოს
გამხეცებული ბრძოლა "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის შენაკად თუ გამონაკად "ევროპულ საქართველოს" შორის
დასრულდა 2017 წლის ზაფხულის სეზონი და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უკვე წლევანდელ სეზონს აჯამებენ.
სოფელში 750 კომლი ცხოვრობს, დაახლოებით 1600-მდე მოსახლეა
გიორგი დაკოჟრილი ხელებით ეფერება ვაზს "ჭრილობაზე"
"ჩემი ახალგორიც მიყვარს, რომელიც ოკუპირებულია"
ამ­დენ მო­ლაშ­ქ­რეს ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მომ­წონს კი­დეც
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი