რას ფიქრობენ თბილისის მერიაში უსასრულო საცობებსა და გადატვირთულ ტრანსპორტზე
font-large font-small
რას ფიქრობენ თბილისის მერიაში უსასრულო საცობებსა და გადატვირთულ ტრანსპორტზე
მსუბუქი ავტომობილის მფლობელი არჩევანის წინაშე იდგება

ხალხით გაჭედილი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ქაოსური მოძრაობა, უსასრულო საცობები და ამის გამო სამსახურში თუ საქმიან შეხვედრებზე დაგვიანება... - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თბილისის მოსახლეობას აწუხებს. წლები გადის, მაგრამ ტრანსპორტის პრობლემა დედაქალაქში ვერა და ვერ მოგვარდა. ჟურნალი "გზა" ამ მტკივნეულ საკითხზე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს - მამუკა მუმლაძეს ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, თბილისის ერთი წერტილიდან მეორემდე მისვლას ხშირად, 1,5-2 საათი სჭირდება. როდის შეძლებენ თბილისელები ადამიანურად მგზავრობას?

- ამ პრობლემის ერთბაშად მოგვარება წარმოუდგენელია, თუმცა, მის გადასაწყვეტად კომპლექსური მუშაობა უკვე დაწყებულია. ამაზე მეტყველებს თბილისის ახალი ავტობაზა, რომელიც ევროპული სტანდარტებით არის აშენებული. რამდენიმე თვის წინ 143 ახალი ავტობუსი შემოვიდა დედაქალაქში, ეს ავტობუსები იმ უბნებში გადანაწილდა, სადაც ტრანსპორტის პრობლემა იყო. დღემდე ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებმაც მგზავრთა მომსახურება უნდა გააუმჯობესოს. 2011 წელს ერთი ხელის მოსმით, 32 ხაზი გააუქმეს, რის გამოც, თბილისს 200 ავტობუსი მოაკლდა. როგორმე უნდა მოხერხდეს ამ მარშრუტების აღდგენა, რაც ქალაქს შვებას მოჰგვრის. 6 ხაზი უკვე აღვადგინეთ და ეს პროცესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, მომავალ წელს გამკაცრდება რეგულაციები, დაიწყება ტექდათვალიერება, დაწესდება შეზღუდვები საქალაქთაშორისო მარშრუტებსა და ტაქსებზე, რომლებიც თბილისში ქაოსურად მოძრაობენ. ჩვენი სამსახური ამ საკითხებზე კომპლექსურად მუშაობს.

- რის გაკეთებას აპირებს თქვენი უწყება, გადატვირთული მოძრაობის განსატვირთად?

- უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმა და ვიცით, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ: ამის კარგი მაგალითია პეკინის ქუჩა, სადაც მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა: გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ამ ქუჩაზე საცობს ვეღარ ნახავთ, არადა, ეს ქალაქში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო. პეკინის, შარტავას და კოსტავას ქუჩებზე გაკეთდა დამოუკიდებელი ზოლები, სადაც ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ. შედეგს ყველა ვხედავთ - ამ ქუჩებზე არც ერთი ავტობუსი აღარ იჭედება და ყველა თავისუფლად გადაადგილდება. ვმუშაობთ პროექტზე, რომ ასეთი ზოლები სხვა პრობლემურ ქუჩებზეც გაკეთდეს, კერძოდ, აღმაშენებლის გამზირზე, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებზე. ვცდილობთ, ავტობუსით გადაადგილება თბილისში უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ვიდრე კერძო მანქანით მგზავრობაა. ძალიან ბევრმა მანქანა იმიტომ შეიძინა, რომ ქალაქში საკმარისი ტრანსპორტი არ იყო და ნორმალურად ვერ გადაადგილდებოდა. ეს სიტუაცია ისე უნდა შევცვალოთ, რომ ხალხი საკუთარი ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდეს.

- რა არის ამისათვის საჭირო?

- სამწუხაროდ, ავტობუსების რაოდენობა დედაქალაქში არ არის საკმარისი. ჩვენი გათვლებით, 750-800 ავტობუსი მაინც არის საჭირო, რომ მოსახლეობის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. გეგმა უკვე შემუშავებულია და ვიცით, ამ სიტუაციას რა გააუმჯობესებს. ამიტომ, ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თანდათან უნდა დავიწყოთ. ავტობუსების სავალი ზოლი იმითაც არის კარგი, რომ მოძრაობას სერიოზულად განტვირთავს.

- ცალკე თემაა მიკროავტობუსები და მათი მძღოლები, რომლებიც ზოგჯერ, უხეშობით გამოირჩევიან, როცა მაგალითად, ზაფხულში მათ კონდიციონერის ჩართვას მოსთხოვ...

- იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მძღოლი უხეშად იქცევა, კომპანიას აქვს ცხელი ხაზი, რომელზეც უნდა დარეკოთ. იყო შემთხვევები, როცა მძღოლი უწესოდ მოიქცა, კომპანიას მოვთხოვეთ საჭირო ზომების მიღება და მიიღეს კიდეც. ყველაზე მეტი ასეთი შემთხვევა მართლაც, ზაფხულში იყო კონდიციონერის ჩართვის გამო. მძღოლებთან ჩვენ სიტყვიერი შეთანხმება გვიწევს, რომ კონდიციონერები უნდა ჩართონ, მაგრამ ამ შეთანხმებით 100%-იანი შედეგს მაინც ვერ ვიღებთ. რაც უფრო სწრაფად განახლდება ავტომობილების პარკი, მით უფრო სწრაფად მოგვარდება ეს პრობლემაც. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ასეთი მაღალხარისხიანი ავტობუსების შეძენა და შემოყვანა, რომელიც კომფორტულიც არის და კონდიციონერის თუ გათბობის ჩასართავად, არც ბრძოლა უწევს მგზავრს. თანაც, ავტობუსის მძღოლი ე.წ. მოჭრილ ხელფასზეა, საათობრივი ანაზღაურება აქვს და მხოლოდ თავის საქმეზე ფიქრობს, მიკროავტობუსის მძღოლები კი გამომუშავებაზე არიან და სულ სხვა პრობლემები აქვთ. მომავალი წლიდან მათთან ურთიერთობას ტექდათვალიერება მოაგვარებს, რომელიც იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

ჩვენი გეგმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ავტობუსების დამატებას და მეტროს რესურსის უფრო მეტად გამოყენებას ითვალისწინებს. მეტროს დღეს თუ გადაჰყავს 80 ათასი ადამიანი, ჩვენი გეგმის მიხედვით, 350 ათასი უნდა გადაიყვანოს. უნდა შეიცვალოს ტაბლოებიც, რომლებიც ავტობუსების გაჩერებებზეა დამონტაჟებული. ეს ტაბლოები ძველი სისტემით მუშაობს და ხარვეზები, რაც მათ მუშაობას ახლავს, მოძველებული აპარატურის ბრალია. GzaPress

- როდის შემოიყვანთ ავტობუსების ახალ პარტიას?

- ავტობუსების პარკის განახლება დაწყებულია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს მაქსიმუმ, 3-4 წელში. მაშინ თბილისში იმოძრავებს კომფორტული, გამართული, ევროსტანდარტების დონის ავტობუსები, რომლებსაც კონდიცირების სისტემაც ექნება და ყველანაირი კომფორტიც. მსუბუქი ავტომობილის მფლობელი არჩევანის წინაშე იდგება: წავიდეს სამსახურში საკუთარი მანქანით, იმგზავროს გადატვირთული ქუჩებით, მერე პარკირების ადგილი ეძებოს და ზედმეტი ფული ხარჯოს, თუ ჩაჯდეს ავტობუსში და სწრაფად, იაფად და კომფორტულად მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. ავტობუსების პარკის და მეტროს სადგურების გაფართოება გამოიწვევს იმას, რომ მიკროავტობუსებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. მათ ძალიან გაუჭირდებათ კონკურენციის გაწევა მაღალი კლასის კომფორტულ ავტობუსებთან. მიკროავტობუსების რიცხვი თანდათან შემცირდება და დარჩება მხოლოდ მაღალი კლასის ტრანსპორტი, რომელიც თანამედროვე მგზავრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს საცობებთან ბრძოლასაც შეუწყობს ხელს: თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფი და კომფორტული იქნება, მოსახლეობა საკუთარ ავტომობილს აღარ გამოიყენებს. საცობები ყველა დიდ ქალაქშია. ლონდონმა, ბერლინმა და პარიზმაც ანალოგიური გზა გამოიარეს. ამ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოაწესრიგეს და თან, პარკინგი გააძვირეს, რის გამოც, ბევრი ლონდონელი და პარიზელი გადაჯდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

- ბატონო მამუკა, როგორ მოხერხდება ეს ჩვენთან, სადაც ყოველ მეორე ადამიანს საკუთარი მანქანა ჰყავს?

- მოქალაქეებს რეალობამ უკარნახა, რომ ავტომობილი შეეძინა და შეიქმნა ის სიტუაცია, რაც შეიქმნა. ჩვენს დედაქალაქში ყოველდღიურად დაახლეობით 600 ათასი ავტომანქანა მოძრაობს, რაც თბილისისთვის საგრძნობლად ბევრია და საცობებს იწვევს. სამლიტრიან ქილაში 5 ლიტრ სითხეს ვერ ჩაასხამ და აქაც იგივე ხდება. გასაგებია, რომ ამის გამო მოსახლეობა უკმაყოფილოა, მაგრამ არსებობს ობიექტური მიზეზები, რომლებიც ერთბაშად ვერ გადაიჭრება: ჯერ ერთი, ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვს და მეორეც, ყველა სამუშაოს დრო სჭირდება. როგორც კი ქალაქში ავტობუსების საკმარისი რაოდენობა იქნება, ხალხი თავისთავად საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაინაცვლებს. ჯერჯერობით სიტუაცია კვლავაც რთულია, რაც ერთობლივი ძალისხმევით მომავალში გამოსწორდება - ეს თბილისელებისა და მერიის ერთად გასავლელი გზაა.


ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უკვე კარგა ხანია გვესმის, რომ საქართველოს აქვს გაზისა და ნავთობის საკმარისი რესურსი და იმის პოტენციალი, რომ გაზის მომპოვებელი, ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს, ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აუდიტის სამსახურისგან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა მოითხოვეს.
გარკვეულმა საკითხებმა შესაძლოა, პოზიტიური ადამიანებიც კი გააბრაზოს და მათი გულისწყრომა გამოიწვიოს.
ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრება, მშობლებისა თუ მოზარდების პრობლემები და მაინც მიზანი, სამომავლო გეგმები და ოცნებები, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ბევრი ისრულებს, ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეცვალოს...
სანამ ცნობილი პოლიტოლოგი და უახლესი თუ სამომავლო პოლიტიკური ამბების შემფასებელი და ლექტორი გახდებოდა, ხათუნა ლაგაზიძემ სწავლა-განათლებისა და საქმიანობის მხრივ, დიდი და საინტერესო გზა გაიარა.
საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ კანონმდებლობა ლმობიერია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ და დაუსჯელობის სინდრომმა ფაქტების გახშირება გამოიწვია.
"ჩემი საყვარელი ხაბიზგინები დააცხვეს, იმღერეს, იცეკვეს"
ილუზიას ვიქმნით, რომ ყველაფერი კარგად არის, ბედნიერები ვართ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი