2017 წლის მოვლენები, რომლებსაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა
font-large font-small
2017 წლის მოვლენები, რომლებსაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა
იწურება ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი მოვლენებით დახუნძლული 2017 წელი. სამწუხაროდ, არც ტრაგედები დაგვკლებია, რაც უკვე ისტორიის კუთვნილებაა.


წლის სკანდალი
შოკის მომგვრელი ფაქტი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება იყო. მთელი წელი ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ ხმაური არ წყდებოდა. ქართველი საზოგადოება დიდი შეშფოთებითა და გულისტკივილით თვალყურს ადევნებდა მართლმადიდებელი ეკლესიის გარშემო განვითარებულ პროცესებს. სამწუხაროდ, ეკლესიის შიგნით არსებული დაპირისპირებები ამ ფაქტმა გამოაშკარავა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მართალია, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ეკლესიაში არსებულ დაპირისპირებებზე ლაპარაკობს, მაგრამ ის ისევ გისოსებს მიღმა რჩება. მოსამართლემ დეკანოზი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკანოზის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში ცდილობენ მისი უდანაშაულობის დამტკიცებას. თავად ბრალდებულმა სააპელაციო სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი საქმის განხილვები სააპელაციო სასამართლოში მომავალ წელს გაგრძელდება.


პატრიარქის მოსაყდრე

"წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიოს ვულოცავ ამ მაღალ წოდებას და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს დაკისრებულ საქმეს", _ ეს სიტყვები ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გიორგობის დღესასწაულზე და ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი მეუფე შიო, თავის მოსაყდრედ გამოაცხადა. ბევრი თვლის, რომ ამ ნაბიჯით პატრიარქმა ბოლო დროს საპატრიარქოს ირგვლივ არსებულ მითქმა-მოთქმას საბოლოოდ წერტილი დაუსვა და მომავალ პატრიარქად თავისი რჩეული დაასახელა. პატრიარქის ეს გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა წმინდა სინოდისთვის. პატრიარქის რჩეული მიტროპოლიტი, მეუფე შიო ამბობს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილება გიორგობის ღამეს შეიტყო. ამ გადაწყვეტილებით ცნობილი გახდა, რომ საკათალიკოსო ტახტზე მეუფე შიო იქნება ერთ-ერთი კანდიდატურა.


ტრაგედია

1-ლ დეკემბერს დედაქალაქის ცენტრში მომხდარმა შემზარავმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე თანატოლებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს. ამ დანაშაულში ბრალდებული ორი ახალგაზრდაა დაკავებული, თუმცა არსებობს ეჭვები, რომ სარალიძის მკვლელობაში კიდევ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. მკვლელობის მოტივსა და დეტალებს გამოძიება დაადგენს.
ხანძარს შეწირული


11 სიცოცხლე

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 10 ქართველი იყო, ერთი ირანის მოქალაქე. მაშველები იქ მყოფი ადამიანების გადარჩენას დიდხანს ცდილობდნენ და 100-ზე მეტი ადამიანი უვნებელი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შეტყობინება 20 საათზე შევიდა. ცეცხლი საუნასთან გაჩნდა და ის შენობის მთელ ტერიტორიას სწრაფად მოედო. დაშავებულ 21 ადამიანს კი ექიმების დახმარება დასჭირდა. 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა, სასტუმროს წინ ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მთელი დღე მიდიოდნენ ადამიანები სანთლებითა და ყვავილებით ხელში და პატივს მიაგებდნენ დაღუპულთა ხსოვნას.


წლის სპეცოპერაცია

ბერი გაბრიელ სალოსის გამ­ზირზე ნოემბერში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ალბათ დიდხანს დაამახსოვრდება მოსახლეობას. სპეცოპერაცია 20 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მის მიმდინარეობას საზოგადოება ლამის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ძალოვანთა მოთხოვნებს ტერორისტები არ დაემორჩილნენ და ბინიდან ცეცხლი გახსნეს. "ხალიფატის" მებრძოლები ბოლომდე უწევდნენ წინააღმდეგობას პოლიციას, ორმხრივი სროლები დიდხანს ისმოდა, საბოლოოდ, სანამ სპეცრაზმი შტურმს დაიწყებდა, ორმა პირმა გარეთ გასვლა სცადა და ისინი ფანჯრიდან გადახტნენ. ერთი იქვე იქნა ლიკვიდირებული, ხოლო მეორემ რამდენიმე მეტრი გაირბინა და ისიც მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ბინაში დარჩენილმა პირმა თავი აიფეთქა. დიდხანს ელოდა მოსახლეობა მათი გვარების დასახელებას. საბოლოოდ, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი იყო ლიკვიდირებული. მათ შორის "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, აჰმედ ჩატაევი. მის დაკავებას სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები დიდხანს ცდილობდნენ. ხელისუფლება ამბობს, რომ უდიდესი საფრთხე აიცილეს, თუმცა დეტალებს ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. ცნობილია ისიც, რომ ბინაში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

გაუჩინარებულის დაბრუნება

აგვისტოში სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მხატვარი და კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი დაიკარგა. გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მან გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებსა და ახლობლებს შენდობას სთხოვდა და გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილშიო, _ წერდა. ყველა ფეხზე დადგა, ეძებდნენ დაკარგულ მხატვარს. ორდღიანი ძებნის შემდეგ ძალოვანებმა დუღაშვილს ერთ-ერთ მონასტერში მიაგნეს.


ბალერინას ტრაგედია

ძალიან ხმაურიანი იყო წელს ბალერინას დაკავება. 20 მაისს, თბილისში, ანი მურადელმა 84 წლის დედა მოკლა. იმ დღეს მთვრალ ბალერინას დედასთან შელაპარაკება მოუხდა და მან დედას თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ცნობილია ისიც, რომ შვილმა თითქმის 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად ბინაში გაატარა, განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა და პოლიციამ სახლიდან აიყვანა ბალერინა. ანი 15 წელი სცენაზე იდგა, იგი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. გაირკვა, რომ დედა-შვილს კონფლიქტები ხშირად ჰქონდათ და ძალოვანებიც ინფორმირებულები იყვნენ. ექსპერტიზით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენისას იგი შეურაცხადი იყო. სასამართლომ ბალერინას იძულებითი წელიწადნახევრიანი მკურნალობა დაუნიშნა და ქალთა კოლონიიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქაურობას მურადელი მომავალ წელს დატოვებს.


უკრაინული ამბები და საქართველოს ექსპრეზიდენტი

ალბათ მსოფლიო პოლიტიკას იშვიათად თუ ახსოვს მიხეილ სააკაშვილისნაირი ადამიანი, რომელიც მუდმივად ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას. წელს ახალ-ახალი სიურპრიზებით საზოგადოება მართლა გააოცა. ქართველი ხალხის ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესებისკენ იყო მიმართული, რადგან საქართველოს ექსპრეზიდენტმა თავისი საქციელებით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მიხეილ სააკაშვილს თავს გადამხდარი ამბები მძაფრსიუჟეტიან ფილმს ჰგავს. ჯერ იყო დიდი სკანდალით მისი უკრაინაში შესვლა. შეგინის სასაზღვრო პუნქტთან მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და ისე შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. მალე ამ ფაქტს უკრაინის პოლიციამ სამართლებრივი შეფასება მისცა და სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა: უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა, თავად მიხეილ სააკაშვილი კი ამბობდა, რომ უკრაინაში ლეგალურად იმყოფება და პასპორტი, რომელიც მან უკრაინელ მესაზღვრეებს საზღვრის გადაკვეთისას მიაწოდა, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ავტობუსის ჩხრეკისას მოჰპარეს. ჯერ ეს ემოციები არ იყო განელებული და მალე ახალი სკანდალი აგორდა. ყველამ იხილა, როგორ დააკავეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც კიევში, კოსტელნის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე დიდხანს იდგა და იქიდან მიმართავდა მხარდამჭერებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს. მერე იყო მისი წინასწარი პატიმრობა, თუმცა სასამართლომ მალე გაათავისუფლა. ბევრი ფრთიანი ფრაზა თქვა ექსპრეზიდენტმა, ის ისევ იბრძვის უკრაინაში თავის მხარდამჭერებთან ერთად. არავინ იცის, 2018 წელს მოვლენები იქ რა გზით წარიმართება და რა ბედი ეწევა მიხეილ სააკაშვილს.


მეჭიაური და არჩევნები

წელს შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა, თუ არ ჩავთვლით თამაზ მეჭიაურისა და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირებას. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თამაზ მეჭიაურმა თიანეთში არჩევნების გაყალბებაში ზაქარია ქუცნაშვილი დაადანაშაულა და მათი სატელევიზიო დებატები ურთიერთშეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა. თიანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თამაზ მეჭიაურმა მოიგო. ისიც გაცხადდა, რომ ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან. მეჭიაური ირწმუნებოდა, მე ვაქციე ზაქარია კაცად, მე წავიყვანე პოლიტიკაშიო. მათი დაპირისპირებით საზოგადოებამ შეიტყო, თუ როგორ გამდიდრდა რამდენიმე წელში ზაქარია ქუცნაშვილი, რუსთავსა და ნაფარეულში რა მამულები შეიძინა... ორი მოწვევის დეპუტატი და პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი მეჭიაური ამ შემთხვევაში მარტო დარჩა, თუმცა თიანეთის მერობა დაისაკუთრა.


დეკრიმინალიზაცია
მარიხუანის მომხმარებლები არ დაისჯებიან! ამ გადაწყვეტილებისკენ მიდის დღევანდელი ხელისუფლება. დღემდე ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში დამრღვევს ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა და მარიხუანის მომხმარებლები ციხეში აღარ წავლენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლების დარღვევად აღიარა ნორმა სისხლის სამართლებრივი დევნის, მით უმეტეს _ პატიმრობის შესახებ, მარიხუანის განმეორებითი მოხმარების შემთხვევაშიაც კი. მარიხუანის ბედნიერი მომხმარებლები ამ გადაწყვეტილებას ერთმანეთს ულოცავენ. თუმცა, სპეციალისტები განმარტავენ, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია სულაც არ ნიშნავს მის ლეგალიზებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებისთვის მსჯავრდადებულებს მოეხსნებათ ნასამართლობა და ჩამორთმეულ უფლებებს აღუდგენენ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სასჯელის გაუქმებას ითვალისწინებს.


თეა ხურცილავა



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
28.12.2017
კარგია, დიდი მადლობა. ამ წლის მნიშვნელოვან მოვლენებში დავამატებდი ეკოკატასტროფას - მასობრივ ხანძრებს, განსაკუთრებით მასშტაბური იყო ბორჯომის მახლობლად.
თამარ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი საყვარელი ხაბიზგინები დააცხვეს, იმღერეს, იცეკვეს"
ილუზიას ვიქმნით, რომ ყველაფერი კარგად არის, ბედნიერები ვართ
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
"დაჩაგვრა, ჩხუბი, სიცოცხლის ხელყოფა ყოვლად დაუშვებელი საშინელებაა!"
"ეტლში მყოფი ადამიანები უშედეგოდ ცდილობდნენ, მიწისქვეშა გადასასვლელის ლიფტით ესარგებლათ"...
ბავშვი ჩათვლის, რომ გენდერი არჩევითი მდგომარეობაა და რომ მას შეუძლია, თავად აირჩიოს, რომელ გენდერთან მოახდენს თვითიდენტიფიკაციას!
პოპულარული გახდა ბიოლოგიური მეთოდით მოწეული კულტურები
დახვრეტას გადარჩენილი ქართველი მეომრის ნაამბობი
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
0 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
11 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
9 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
8 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი