"სახეზე შემოვიტყლაშუნებ და ვიტყვი: ჯანო, შენს ცხოვრებაში ეს ნამდვილად ხდება"
font-large font-small
"სახეზე შემოვიტყლაშუნებ და ვიტყვი: ჯანო, შენს ცხოვრებაში ეს ნამდვილად ხდება"
გარკვეულმა საკითხებმა შესაძლოა, პოზიტიური ადამიანებიც კი გააბრაზოს და მათი გულისწყრომა გამოიწვიოს. ბუნებით მშვიდ და დადებით ადამიანთან, მსახიობ ჯანო იზორიასთან სწორედ იმ საკითხებზე ვილაპარაკეთ, რაც მის გულისწყრომას იწვევს, თუმცა მსახიობის კარიერაში სასიამოვნო სიახლეც არის...

- 4 დღეა, რაც პოლონეთიდან დავბრუნდი - ფოთის თეატრიდან გასტროლზე ვიყავი. იქ უცნაური და კარგი რაღაცები ვნახე, რაც ადამიანებს ბევრად უფრო ხელოვნურად აქვთ შექმნილი, ვიდრე მიწამ და ბუნებამ მისცა. ცოტათი ვიბნევი, როცა ევროპასთან ინტეგრაცია გვინდა - ევროპელების მიბაძვას სხვა კუთხიდან ვიწყებთ. შეგვიძლია, მიბაძვა იქიდან დავიწყოთ, თუ როგორ მოვუაროთ ბუნებას. მაგალითად, ფოთში მონადირეები, მეთევზეები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, რადგან სახელმწიფომ მათ ნადირობა კანონით აუკრძალა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ვიღაც კაბინეტში ზის, საქართველოს ბუნებით "შორეულად", ყანწითა და სადღეგრძელოებით ტკბება, ქვეყანაში არსებული რეალური სიტუაცია არ იცის. ფოთის შემთხვევაში, ზამთარი ისეთი სეზონია, როცა ადამიანმა უნდა ინადიროს - "ნადირობის სეზონს" უწოდებენ. ვიღაცისთვის ნადირობა ჰობია, მაგრამ ბევრისთვის ეს ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება, შემოსავლის წყაროა. წარმოიდგინეთ, 7-შვილიანი მეგობარი მყავს, რომელიც დღე და ღამე, კატერით, თოფითა და ბადით გადის ზღვაში, ოჯახი რომ არჩინოს. როდესაც ნადირობას კრძალავენ, მაშინ ქალაქში და საერთოდ, სახელმწიფოში სიტუაცია ისე უნდა მოეწყოს, რომ ადამიანებისთვის ნადირობა უბრალოდ, ჰობი გახდეს. როდესაც ის ჰობი ხდება, შესაბამისად, ადამიანს 1.000-ევროიანი სამსახური მაინც აქვს. ასეთ შემთხვევაში, ის გასართობად თევზაობს - 1 კგ-მდე თევზს თუ დაიჭერს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს მივხედოთ. როდესაც მათ სამსახური ექნებათ და სანადიროდ იმიტომ გავლენ, რომ გაერთონ, ის ნადირობის სეზონსაც დაიცავს და ლიმიტსაც... მეორე შემაწუხებელი საკითხი, ფოთში არსებული სუნია. ამ პრობლემის შესახებ უკვე თითქმის მთელმა საქართველომ შეიტყო, რაც სახელმწფოს გონივრული ჩარევით უნდა მოგვარდეს. ჰაერი გვინდა! ცნობილია, ფოთის ტერიტორიაზე უამრავი თევზი მოიპოვება, ამიტომ ზოგიერთი ქარხანა თევზის სუნად ყარს. ზოგი ამბობს, - ფილტრი გვაქვსო, ზოგს კუსტარულად აქვს დამზადებული. საუკეთესოთა შორის საუკეთესო პალიასტომის ტბა კოლხეთის ნაკრძალშია შესული. სწორედ პალიასტომის ტბაშია შეერთებული მილი, რომელშიც თევზის ნარეცხი გადის. ეს ელემენტარული პრობლემაა: ადამიანებს სუნთქვა უნდათ. ფოთში ტანისამოსს გარეთ ვერ გაფენ. ახლა ამბობენ, - ცოტათი შემცირდაო. ცოტათი კი არა, ამას სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. მარტში მშვიდობიანი მსვლელობაა დაგეგმილი, ცივილიზებური ფორმით, პროტესტის გამოსახატავად. მთელი 4 თვის განმავლობაში, ფოთში ყოფნა გაუსაძლისია ხოლმე. ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, იფიქრებს, - ამ ქალაქში როგორ უნდა ააშენო მაგალითად, სწრაფი კვების ცნობილი რესტორანი? ინვესტორები რომ ჩამოვლენ და გარეთ ცხვირს ვერ გამოყოფენ, აქ რამეს ააშენებენ?!E ეს ისეთი სუნია, ადამიანი ვერ უძლებს - სადღაც უნდა შეაღწიო, შეხვიდე... რა რესტორნის ან სასტუმროს აშენებაზეა ლაპარაკი, როდესაც თუნდაც, ტაძარში წირვაზე რომ დგახარ, იქაც კი სუნი მოგდის? ეს 1-2 ადამიანის პრობლემა არ არის - ფოთელების საერთო პრობლემაა. პატარა ქალაქში ყველა ერთმანეთს იცნობს, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ თავს ყველაფრის გაკეთების უფლება მივცეთ. სიყვარული და მეგობრობა მოკრძალებით, მორიდებით, პატივისცემით მტკიცდება, ფოთში არსებული პრობლემა კი უკვე ღირსების ერთგვარი შელახვაა.
- ქალაქში ეს პრობლემა როდის გაჩნდა?
- ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან. პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ დღეს, როცა პრობლემა წამოიჭრა, ვიღაცებმა "წარსულიდან" თავები წამოყვეს - არიქაო! ხალხმა უპასუხა, - მაშინ ამოგეღო ხმა, როცა თქმის საშუალება გქონდა, თანამდებობის პირი იყავი და "სკამზე იჯექიო". მოკლედ, პრობლემა დღესაც მოუგვარებელია. ეს საკითხი ახლა ცოტა უფრო მეტად გააქტიურდა: საინიციატივო ჯგუფი - "ფოთი ფოთის მცხოვრებთათვის" ჩამოყალიბდა, რომელიც პოლიტიკისგან გამიჯნულია. დღეს 8 საათზე სპექტაკლი მაქვს - ეს არის ჩემი პოლიტიკა...
- უსამართლობას შენს სამუშაო სფეროში თუ აწყდები?
- მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია: მოზარდი მსახიობთან მიდის და ეუბნება, - იცი, მსახიობობა მინდაო. მსახიობის პასუხი ცოტათი ირონიულია: - რატომ, შვილო? გინდა, მშიერი მოკვდე? ევროკავშირის დროშას რომ ვაფრიალებთ, ხელოვან ადამიანებს სწორედ ევროპაში აფასებენ. ბევრ ხელოვანს ღირებული ნამუშევარი წნეხის ქვეშ შეუქმნია - ალბათ, ფუფუნებაში ვერც შექმნიდა, მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც ეს პროფესია - მსახიობობა არსებობს, შესაბამისადაც უნდა ფასდებოდეს. ვინც მიცნობს, პროფესიის მიმართ ჩემი დამოკიდებულება იციან: დღეს სპექტაკლში რომ ვითამაშებ, ხვალ ფოთში უნდა წავიდე, ზეგ ისევ თბილისში ვიქნები გადაღებაზე... პლუს, ოჯახური ამბებიც... ამიტომ მგონია, რომ მსახიობის საქმე კიდევ უფრო სხვანაირად უნდა ფასდებოდეს, ჯამაგირიც მეტი იყოს, რეგიონში არსებულ თეატრებს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს... შეიძლება, რომ მსახიობებიც ოდნავ უკეთ იყვნენ, ვიდრე დღეს არიან, რადგან სხვა ადამიანების მსგავსად, მათაც აქვთ გემოვნება - ჩაცმის, კვების... უცხოეთში მცხოვრებ მსახიობებს ვილები აქვთ. მე არ მინდა... უბრალოდ, ნეტავ მომასწრო, რომ საქართველოში რომელიმე მსახიობი ასე ცხოვრობდეს.
- თავს ვარსკვლავად ვერ გრძნობ?
- ვისაც ჩვენს ქვეყანაში ვარსკვლავი გაუხსნეს, ნამდვილად ეკუთვნით. აქამდე მისასვლელად მსახიობმა გარკვეული გზა უნდა გაიარო, ახალგაზრდისთვის გარკვეული ეტაპებია საჭირო. ქვეყანაში ფესტივალები უნდა ტარდებოდეს. მსახიობები ერთი სახელმწიფო თეატრალური პრემიის - "დურუჯის" ამარა ვართ. ხომ შეიძლება, კიდევ უფრო გრანდიოზული ფესტივალი ტარდებოდეს, სადაც ეროვნული ფილმები იქნება ნომინირებული და ჯანსაღი, სიყვარულით გაჟღენთილი კონკურენცია იარსებებს? ჩემი პედაგოგი - რეზო ჩხეიძე ამბობდა: - პროექტი მზადდებოდა, რომლის მიხედვითაც, ქართული კინოსტუდია აფხაზეთში უნდა გადასულიყოო. წარმოიდგინეთ, საოცარი ლანდშაფტი, ზღვა, მთა... იმ კინოსტუდიას მაგარ საერთაშორისო კინოფესტივალს რომ "მიუბამდი", გგონია, "ბერლინალესა" თუ "კანს" რამით ჩამოუვარდებოდა? მომწონს, როდესაც "ბლექ სი არენაზე" ლეგენდარული ჯგუფები და შემსრულებლები ჩამოჰყავთ, მაგრამ საქართველოდან წელიწადში 4 ფილმია წარდგენილი "ბერლინალეზე", კანში... მეტი რა გააკეთონ ამ ადამიანებმა? კოპროდუქციები იქმნება, გასაგებია - სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა კარგია, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ადამიანი სახლშია, ძალიან მაგარი სცენარები თაროებზე დევს. კინოს სფეროს მეტი ფული სჭირდება.
- გაბრაზებას, პროტესტს როგორ გამოხატავ?
- ბუნებით ძალიან მომთმენი, მშვიდი, უკონფლიქტო ადამიანი ვარ, მაგრამ თუ კონტროლს დავკარგავ, სათქმელიც უნდა ვთქვა. წყობილებიდანაც გამოვდივარ. ჩემს ასეთ მდგომარეობას მხოლოდ მაშინ გამოვხატავ, როცა მარტო ვარ. ქართველებს ემოციურობა გვახასიათებს... უსამართლობას და ადამიანების დაუნახაობას ვერ ვეგუები. მაგალითად, როდესაც იცი, რომ ქალაქში ძალიან კარგი, ნიჭიერებით "დაპენტილი" მოქანდაკე გყავს, უნდა მიხვიდე და მას შეაქმნევინო, თუ ქალაქს ქანდაკება სჭირდება. ნამუშევარი ხარისხიანიც იქნება, რადგან ჩემი აზრით, ხარისხის პირველი რეცეპტი სიყვარულია: ადამიანს საქმე ხარისხიანად მაშინ გამოსდის, თუკი თავისი საქმე უყვარს. ახლა ტენდერების თემა აქტუალურია - რა ვიცი, ვინ ვის აგებინებს? ტენდერები კი არა, ირგვლივ, კუნჭულებში უნდა მიმოიხედონ...
- ჯანო, ვიცი, რომ სასიამოვნო სიახლეც გაქვს და ამ "გაბრაზებული" ინტერვიუს ბოლოს გაგვიმხილე...
- თინა ყაჯრიშვილის ფილმი - "ჰორიზონტი" "ბერლინალეზე", საკონკურსო პანორამაშია წარდგენილი. თავი სიზმარში მგონია. 16 თებერვალს თვითმფრინავით რომ ავფრინდები, სახეზე შემოვიტყლაშუნებ და ვიტყვი: - ჯანო, შენს ცხოვრებაში ეს ნამდვილად ხდება-მეთქი (იცინის)!..
- წარმატებას გისურვებ!..
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უკვე კარგა ხანია გვესმის, რომ საქართველოს აქვს გაზისა და ნავთობის საკმარისი რესურსი და იმის პოტენციალი, რომ გაზის მომპოვებელი, ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს, ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აუდიტის სამსახურისგან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა მოითხოვეს.
ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრება, მშობლებისა თუ მოზარდების პრობლემები და მაინც მიზანი, სამომავლო გეგმები და ოცნებები, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ბევრი ისრულებს, ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეცვალოს...
სანამ ცნობილი პოლიტოლოგი და უახლესი თუ სამომავლო პოლიტიკური ამბების შემფასებელი და ლექტორი გახდებოდა, ხათუნა ლაგაზიძემ სწავლა-განათლებისა და საქმიანობის მხრივ, დიდი და საინტერესო გზა გაიარა.
საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ კანონმდებლობა ლმობიერია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ და დაუსჯელობის სინდრომმა ფაქტების გახშირება გამოიწვია.
"ჩემი საყვარელი ხაბიზგინები დააცხვეს, იმღერეს, იცეკვეს"
ილუზიას ვიქმნით, რომ ყველაფერი კარგად არის, ბედნიერები ვართ
იწურება ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი მოვლენებით დახუნძლული 2017 წელი.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი