როგორ ისჯებიან დამნაშავე არასრულწლოვნები?
font-large font-small
როგორ ისჯებიან დამნაშავე არასრულწლოვნები?
საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ კანონმდებლობა ლმობიერია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ და დაუსჯელობის სინდრომმა ფაქტების გახშირება გამოიწვია. ცოტა ხნის წინ ორი მოზარდის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა და ხელისუფლებამაც დაიწყო პრობლემების აღმოსაფხვრელად ბრძოლა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს აქცია არ აღმოჩნდა შემაშფოთებელი თავად მოზარდებისთვის.

მორიგი ქუჩური გარჩევა 31 იანვარს, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. წითელ ბაღში მოხდა - შელაპარაკებისას თანატოლმა 3 მოზარდი დანით დაჭრა. ამჯერადაც დანაშაულში მხილებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. საბედნიეროდ, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მართალია, თავიდან პროკურატურამ საქმე 117-ე მუხლით აღძრა, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს, მაგრამ მოგვიანებით დაამძიმა კვალიფიკაცია და ბრალდებულ არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდო ბრალი, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა თვლის, რომ ბოლო დროს ატეხილი ხმაურის გამო სჯის პროკურატურა მოზარდს ასე მკაცრად და ყველა წინა პირობა არსებობდა, რომ ის არ დაეპატიმრებინათ:
- დაზარალებულების დაზიანებების ხარისხი მცირეა. ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. არასრულწლოვანი თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, ითანამშრომლა, აქედან გამომდინარე, ყველა წინა პირობა არსებობდა, რომ არ დაეპატიმრებინათ. სამწუხაროა, რომ სასამართლომ დააპატიმრა ბიჭი, რომელიც XII კლასში წარჩინებით სწავლობს და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.
ლონდა თოლორაია, საპრო­კურორო საქმიანობაზე ზედამ­ხედ­ველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროკურორი:
- ახალი კოდექსით ბევრი სიახლე დაინერგა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა. თუ გადამზადებული არ არის პროკურორი, ვერ იმუშავებს დანაშაულის ჩამდენ, მოწმე თუ დაზარალებულ არასრულწლოვანთან. ყველა სტრუქტურულ ერთეულში მუშაობს პროკურორი, რომელსაც გავლილი აქვს ინტენსიური კურსი მართლმსაჯულებაში, პედაგოგიკაში, ფსიქოლოგიაში. შეიცვალა პროკურორების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ჩემი გადასახედიდან, პროკურორები უფრო მგრძნობიარენი გახდნენ - სიღრმეებში შედიან, არკვევენ, რამ გამოიწვია დანაშაული. ახალმა კოდექსმა განსაკუთრებული მიდგომები დააწესა არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებთან, არამედ დანაშაულის მოწმე და დაზარალებულ არასრულწლოვნებთანაც. მათი გამოკითხვა ნებაყოფლობითია და ისინი არ არიან ვალდებულები, გამომძიებელს მისცენ ჩვენება. მათი სასამართლოში დაკითხვის წესი შეიცვალა. სავალდებულო არ არის, ბავშვის სასამართლოში მიყვანა და ბრალდებულის თვალწინ დაკითხვა. პროკურორს შეუძლია, ბავშვი დაჰკითხოს დისტანციურად, თუნდაც იმ ოთახიდან, სადაც კომფორტულად გრძნობს თავს ან შეიძლება ბრალდებული სხდომის დარბაზიდან გაიყვანოს, რომლისაც ეშინია მოწმე არასრულწლოვანს და მისი დასწრების გარეშე დაჰკითხოს.
- განრიდება რა შემთხვევაში ხდება?
- როდესაც პროკურორი გა­იგებს, რომ არასრულწლოვანმა დანაშაული ჩაიდინა, ვალდებულია, პირველ რიგში მისი განრიდება მოახდინოს. ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არიდების გადაწყვეტილება და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იფიქროს მის მიმართ დევნის დაწყებაზე. როგორც წესი, ციხეგამოვლილი ბავშვები უფრო სჩადიან ახალ დანაშაულს, ვიდრე განრიდებულები. პროკურორები უფრო მეტად ფიქრობენ, როგორ განარიდონ არასრულწლოვნები და თუ ამის შესაძლებლობა არის, არ გაუშვან ციხეში. თუ დამდგარი შედეგი არ არის მძიმე, როგორც წესი, ხდება განრიდება.
- ბოლო პერიოდში გაკრიტიკებენ და თვლიან, რომ ლიბერალურმა პოლიტიკამ წაახალისა ბავშვები.
- კატეგორიულად ვემიჯნები ამ მოსაზრებას, ბევრი მიზეზის გამო. არც ერთი საერთაშორისო კვლევა, რაც ჩატარებულა, არ ამბობს, რომ დასჯით მივიღებთ უკეთეს შედეგს. თან გავითვალისწინოთ, რომ განრიდებული ბავშვების მხოლოდ 9%-ს აქვს ახალი დანაშაული ჩადენილი. ეს რეციდივის ძალზე მცირე პროცენტია. ამ პროგრამის ეჭვქვეშ დაყენება, თუნდაც ამ ციფრიდან გამომდინარე, არ შეიძლება. განრიდება ძირითადად გამოყენებულია საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე - ქურდობაზე.
- სიდუხჭირის გამო იპარავენ? მხილებული მოზარდების სოციალური მდგომარეობა როგორია?
- 2016 და 2017 წელსაც ჩავატარეთ კრიმინოგენული ვითარების ანალიზი, როგორი იყო მათი ოჯახის შემოსავალი, ვისთან ერთად ცხოვრობდნენ... გაირკვა, რომ ქურდობის ჩამდენი ბავშვების უმრავლესობას ოჯახში ნორმალური მდგომარეობა აქვს და იმის თქმა არ შეიძლება, რომ შიოდათ და დანაშაული ამიტომ ჩაიდინეს. ასეთი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო. პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ. სკოლის შემდეგ არც ერთ წრეზე არ დადიოდა განრიდებული მოზარდების 61%. ყველაზე მნიშვნელოვანია ადრეული პრევენცია. განსავითარებელია სერვისები, განსაკუთრებით - რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რეგიონს ჰყავდეს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი. როგორც წესი, განრიდებული ბავშვები ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებენ. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, გამორიცხულია, ბავშვი დანაშაულის ჩადენამდე არ ავლენდეს ანტისოციალურ ქცევასო. ამას მშობელმა, სკოლამ, საზოგადობამ, რომელშიც ის ტრიალებს, უნდა მიაქციოს ყურადღება.
- საინტერესოა, ვინ ახდენს განრიდებული ბავშვების კონტროლს?
- ბავშვის განრიდება მოხდება მაშინ, თუ ის აღიარებს დანაშაულს, არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც 10 წელზე მეტ სასჯელს ითვალისწინებს. არ უნდა იყოს ადრე განრიდებული პირი და არ უნდა იყოს ადრე ნასამართლევი. გარდა ამისა, ვითვალისწინებთ დამდგარ შედეგს, მის ქცევას. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ინანიებს თუ გულგრილად ეკიდება, მზად არის თუ არა, აანაზღაუროს ზიანი. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ზიანის ფულად ანაზღაურებას. შეიძლება ზოგჯერ ანაზღაურება გამოხატული იყოს ბოდიშის მოხდით ან რაიმე სხვა ქმედებით. სანამ პროკურორი განრიდებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, მას აუცილებლად სჭირდება სასჯელაღსრულების პრობაციის სოცმუშაკის დახმარება. ის ინდივიდუალურად სწავლობს ყველაფერს არასრულწლოვანზე: როგორ პირობებში გაიზარდა, ვის ეკონტაქტებოდა, როგორია მისი დამოკიდებულება კომპიუტერულ, აზარტულ თამაშებთან, თამბაქოსთან. ადგენს მთელ სქემას, რომელიც პროკურორს აძლევს შესაძლებლობას, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. შემდეგ პროკურორი და სოცმუშაკი სხდებიან ერთად და ფიქრობენ, განრიდების შემთხვევაში რა ვალდებულებები შეიძლება დააკისრონ ამ მოზარდს. ამ დროს საქმე სასამართლოში არ მიდის, მაგრამ ვალდებულებები ეკისრება, რომლის შესრულებაც უწევს. ვალდებულებების შესრულება მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ვადას პროკურორი და სოცმუშაკი ერთად საზღვრავენ. თუ მას სჭირდება ფსიქოლოგი, დაეკისრება ფსიქოლოგთან სიარული, თუ აქვს ბევრი თავისუფალი დრო, დაუწესდება რითი დაკავდეს. ვცდილობთ, ისეთი ვალდებულებები დავაკისროთ, რომ ხელშეკრულების დამთავრების შემდეგაც გაუჩნდეს იმის კეთების სურვილი. კონტროლს ახდენს სოცმუშაკი და მონიტორინგის შედეგს ყოველთვე უგზავნის პროკურორს. თუ ასრულებს ამ ვალდებულებებს საქმე იხურება და ბავშვს თავს არასოდეს გაახსენებს, მაგრამ თუ არ ასრულებს, შეიძლება დაუმძიმდეს პირობები ან საქმე სასამართლომდე მივიდეს. იშვიათია შემთხვევა, როცა განრიდებული ვალდებულებებს არ ასრულებს.
- განრიდებულ მოზარდს ზიანის ანაზღაურება ეკისრება?
- ამ პროცესებში ჩართულია ასევე იუსტიციის სამინისტროს მედიატორი და ის ეხმარება არასრულწლოვანს დაზარალებულთან შერიგებაში. ათანხმებს ზიანის ანაზღაურების ფორმას. ბოლოს, პირისპირ სხდებიან დაზარალებული და დამნაშავე, რომელიც უხსნის, რატომ მივიდა ის დანაშაულამდე ან დაზარალებული ამბობს ამ ზარალ­ით რა განიცადა. ასეთი ტიპის კონფერენციები მეტად შედეგიანია - ეხმარება ბავშვს დანაშაულის გაცნობიერებაში. ვცდილობთ, ბავშვმა თავისი ქცევით აანაზღაუროს ზარალი. იყო შემთხვევა, როცა მოხუც ქალბატონს მოჰპარა 50 ლარი. მარტოხელა ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იყო და მან თქვა, არ მინდა ის 50 ლარი, მოვიდეს და ყოველდღე ამომიტანოს მაღაზიიდან პურიო. კიდევ იყო შემთხვევა, ხელოსანი გაქურდა ბავშვმა და ავტომანქანის ნაწილები მოიპარა. მანაც თქვა, არ მინდა ამ ნივთების დაბრუნება, სახელოსნოში მოვიდეს და დღეში ერთი საათი დამეხმაროს, თან ხელობასაც ვასწავლიო. ეს ბავშვი ხელოსანია და დღესაც იქ მუშაობს.
- რატომ მიდიან დანაშაულამდე?
- ძირითადად არა აქვთ გაცნობიერებული შედეგი. განსაკუთრებით, დიდი მაღაზიიდან როცა იპარავენ, ამბობენ, დიდი ზიანი არ იქნება ეს მაღაზიისთვისო. როგორც გართობას, ისე აღიქვამენ. ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. ვგეგმავთ ქურდობის პრევენციის მიზნით კამპანიის წარმოებას. იგივე მაღაზიების მეპატრონეებთან შეხვედრებს, რომ მათაც იზრუნონ აცილებაზე.
- ძალიან გახშირდა 14 წლამდე ბავშვების მიერ ჩადენილი ქურდობა. ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ მათ ორგანიზებული ჯგუფები იყენებენ, რადგან 14 წლამდე მოზარდი კანონით არ ისჯება. რა კეთდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
- 14 წლამდე ბავშვებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებული არ არის. არის შემთხვევები, როცა მათ იყენებენ უფროსები. როცა გამოვლინდება საქმეში სრულწლოვნები, ისინი უფრო მკაცრად ისჯებიან, ვიდრე სხვა შემთხვევაში დაისჯებოდნენ. 14 წლამდე ასაკის რამდენმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, ამის სტატისტიკაც არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, გაზრდილია და ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება. ეს საკითხი გადასახედია. მათ აქვთ დაუსჯელობის განცდა. ერთადერთი მექანიზი აქვს განათლების სამინისტროს, რომ ასეთი პრობლემური ბავშვები გადაამისამართოს სამტრედიის სკოლაში. სწორედ იქ ხდება ანტისოციალური ბავშვების განთავსება. ეს სკოლა 2012 წლიდან არსებობს და წელიწადში 3-4 ბავშვის მეტი იქ არ ყოფილა. მშობლები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნენ შვილებთან ურთიერთობას. მათი მხრიდან გასაძლიერებელია კონტროლი.
- იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, არასრულწლოვნები ნარკოტიკების გამსაღებლებმა გამოიყენონო. თქვენ ხედავთ საფრთხეს?
- საფრთხე არსებობს, მით უმეტეს იმ კამპანიის ფონზე, რაც ხდება დღეს ნარკოპოლიტიკის ირგვლივ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არასრულწლოვნები არ ჩაითრიონ. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა ბევრი არ არის. 2016-17 წლებში სულ 4 შემთხვევა აღინიშნა, როცა არასრულწლოვანი ჩართული იყო ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში. არც მოხმარების მხრივ არის ბევრი. ამ კუთხით გასააქტიურებელია მუშაობა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან და დასაგეგმია რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობა, რადგან ისინი სწორედ ასეთ ბავშვებს ირჩევენ.
- გასულ წელს სულ რამდენი არასრულწლოვანი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში?
- 2016 წელს 203 ბავშვის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, 2017 წელს კი 271 არასრულწლოვნის მიმართ. დევნის დაწყება ხდება იმ შემთხვევაში, როცა პირი ადრე განრიდებული იყო ან ნასამართლევი, ან როცა ერთად რამდენიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ან მის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული. არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა პროკურორმა განარიდა ისეთი ბავშვი, რომლის ჩადენილი ქმედების დროს დანა ფიგურირებდა ან სხვა იარაღის გამოყენებით ჩაიდინა დანაშაული. სხეულის მძიმე დაზიანებას როცა აყენებს თანატოლს, მაშინ პოლიტიკა უფრო მკაცრია. 271 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოზარდი მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. არსებობს სასჯელის ბევრი სახე, რასაც მათ მიმართ იყენებენ. თავისუფლების აღკვეთა უკიდურესი ფორმაა. 2016 წელს, ასევე 2017 წელს მხოლოდ 19 არასრულწლოვანი წავიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ყველა ამ შემთხვევაში იყო ჩადენილი ძალადობრივი ან სქესობრივი ხასიათის დანაშაული, ან ისეთი შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი ორჯერ იყო ნასამართლევი და პატიმრობის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა არც პროკურორს და არც მოსამართლეს. ძალადობრივი დანაშაული ბევრი არ ხდება, თუმცა ყველა ფაქტი საკმაოდ მძიმეა. არასრულწლოვნები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მაგრამ ვერც დააძალებ. ეს პრობლემა სერიოზულად დგას და ესეც სამართლებრივი ცნობიერების პრობლემაა. უნდა მივიდეთ იმ აზრამდე, რომ სიმართლის თქმა იქნება ღირსების საქმე და არა სირცხვილი. როცა შენს მეგობარს დაჭრიან ან მოკლავენ და შენ ამაზე ხმას არ იღებ, შენ ხარ ცუდი, არ გაქვს მოქალაქეობრივი შეგრძნება. არასრულწლოვნების მიმართ მიდგომა არის განსაკუთრებული, ნამდვილად არის ლიბერალური, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ ისჯებიან ჩადენილი დანაშაულებისთვის. განრიდებაც არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ხელს გადავუსვამთ თავზე.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უკვე კარგა ხანია გვესმის, რომ საქართველოს აქვს გაზისა და ნავთობის საკმარისი რესურსი და იმის პოტენციალი, რომ გაზის მომპოვებელი, ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს, ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აუდიტის სამსახურისგან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა მოითხოვეს.
გარკვეულმა საკითხებმა შესაძლოა, პოზიტიური ადამიანებიც კი გააბრაზოს და მათი გულისწყრომა გამოიწვიოს.
ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრება, მშობლებისა თუ მოზარდების პრობლემები და მაინც მიზანი, სამომავლო გეგმები და ოცნებები, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ბევრი ისრულებს, ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეცვალოს...
სანამ ცნობილი პოლიტოლოგი და უახლესი თუ სამომავლო პოლიტიკური ამბების შემფასებელი და ლექტორი გახდებოდა, ხათუნა ლაგაზიძემ სწავლა-განათლებისა და საქმიანობის მხრივ, დიდი და საინტერესო გზა გაიარა.
"ჩემი საყვარელი ხაბიზგინები დააცხვეს, იმღერეს, იცეკვეს"
ილუზიას ვიქმნით, რომ ყველაფერი კარგად არის, ბედნიერები ვართ
იწურება ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი მოვლენებით დახუნძლული 2017 წელი.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი