ტაძ­რის ნან­გ­რე­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წყლით სავ­სე ქვევ­რი V-VIII სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა
font-large font-small
ტაძ­რის ნან­გ­რე­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წყლით სავ­სე ქვევ­რი V-VIII სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა
ქვევ­რ­ში სრუ­ლი­ად ან­კა­რა, მარ­გე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წყა­როს წყა­ლი აღ­მოჩ­ნ­და

ქა­ლა­ქი ყვა­რე­ლი. მდი­ნა­რე დუ­რუ­ჯის მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პი­რი, გვი­ა­ნან­ტი­კუ­რი და ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეპო­ქის ნა­სახ­ლა­რი - ეს მი­სა­მარ­თი მა­ლე ახალ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლ­თან მი­გიყ­ვანთ. დო­ლო­ჭო­პის ნა­სახ­ლარ­ზე (ამ ად­გილს ასე ეძა­ხი­ან) ცო­ტა ხნის წინ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გად მკვლევ­რებ­მა IV სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ტაძ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. შე­საძ­ლოა, ეს მსოფ­ლი­ო­ში ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს, სა­დაც ტაძ­რის ში­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი ნა­კურ­თხი წყლით სავ­სე ქვევ­რი ინა­ხე­ბო­და.


ყვე­ლა­ფე­რი 2004 წელს, მას შემ­დეგ და­იწყო, რო­დე­საც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ნეკ­რე­სის ნა­ქა­ლა­ქა­რის მი­და­მო­ე­ბის უც­ნო­ბი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის დაზ­ვერ­ვას აწარ­მო­ებ­დ­ნენ. დო­ლო­ჭო­პის ნა­სახ­ლა­რის ერთ-ერთ გო­რაკ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნან­გ­რე­ვე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი არც გე­ოგ­რა­ფი­ულ რუ­კებ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი და არც მი­სი ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ე­პო­ვე­ბო­დათ მკვლევ­რებს, თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დობ­დ­ნენ, რომ ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გრან­დი­ო­ზუ­ლი, სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კის ნან­გ­რე­ვე­ბი. ამ ად­გილ­ზე ეკ­ლე­სი­ის არ­სე­ბო­ბა რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, ისე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვი­საც უც­ნო­ბი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა მი­სი აღ­მო­ჩე­ნი­დან რვა წლის შემ­დეგ, 2012 წელს გა­დაწყ­და. ეკალ­ბარ­დით და­ფა­რულ გო­რაკ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ჯგუფ­მა სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად და­იწყო. რაც უფ­რო სიღ­რ­მე­ში ჩა­დი­ოდ­ნენ, მით უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი ხდე­ბო­და ნა­გე­ბო­ბის ფარ­თო­ბი...

ნო­დარ ბახ­ტა­ძე, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი:
- 2012 წელს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა, და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა გათხ­რე­ბი. კვლე­ვის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ ნა­ტაძ­რა­ლი V სა­უ­კუ­ნის ძეგ­ლი იქ­ნე­ბო­და. ტე­რი­ტო­რი­ის ლა­ზე­რუ­ლი ანა­ზო­მის ბა­ზა­ზე შე­იქ­მ­ნა ძეგ­ლის ციფ­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია. გათხ­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­ირ­კ­ვა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხით შე­მო­ნა­ხულ გრან­დი­ო­ზულ სამ­ნა­ვი­ან ბა­ზი­ლი­კას (სიგ­რ­ძე-სი­გა­ნე: 30მX15მ; ნა­ვე­ბად და­ყო­ფი­ლია ხუ­თი წყვი­ლი სვე­ტით), რო­მე­ლიც გეგ­მა­რე­ბი­თი ელე­მენ­ტე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სტრა­ტიგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ამ ეპო­ქის ქარ­თულ ქრის­ტი­ა­ნულ ტა­ძარს უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს. ამ ტაძ­რის სტი­ლის­ტურ გა­დაწყ­ვე­ტა­ში IV-V სს-ის რო­მაულ-ბი­ზან­ტი­უ­რი სა­ეკ­ლე­სიო ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის მძლავ­რი გავ­ლე­ნა იგ­რ­ძ­ნო­ბა. ბა­ზი­ლი­კის იატაკ­ზე აღ­მოჩ­ნ­და ბრინ­ჯა­ოს მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი სა­ნა­თე­ბი, რო­მელ­თა ზუს­ტი სი­რი­ულ-ბი­ზან­ტი­უ­რი ანა­ლო­გი­ე­ბი უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ერ IV-V სა­უ­კუ­ნი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. სა­კურ­თხე­ვე­ლი დი­ზა­ი­ნი­თაც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა. მის სარ­ტყელ­ში რამ­დე­ნი­მე­დო­ნი­ა­ნი სა­ფე­ხუ­რია. იმ დრო­ის ეპის­კო­პო­სი, სა­კურ­თხევ­ლის ცენ­ტ­რ­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღალ კი­ბე­ზე დაბ­რ­ძან­დე­ბო­და, იერარ­ქი­ით უფ­რო და­ბა­ლი ხა­რის­ხის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი კი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი სი­მაღ­ლის სა­ფე­ხუ­რებ­ზე, ხა­ტად უფ­ლი­სა და 12 მო­ცი­ქუ­ლი­სა.GzaPress
ამ ის­ტო­რი­ულ ცნო­ბას ზუს­ტად პა­სუ­ხობს და აცოცხ­ლებს დო­ლო­ჭო­ფის ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ავან­ს­ცე­ნის მაგ­ვა­რი ამ­ბი­ო­ნი მეტყ­ვე­ლებს ად­რე­ულ ბი­ზან­ტი­ურ სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ანა­ლოგ­ზე. გარ­და ამი­სა, ნა­გე­ბო­ბის იატაკ­ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რი მა­სა­ლა იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ ბა­ზი­ლი­კა V სა­უ­კუ­ნე­შია დან­გ­რე­უ­ლი. კავ­კა­სი­ა­ში დღემ­დე აღ­მო­ჩე­ნილ ბა­ზი­ლი­კა­თა­გან უდი­დე­სი ნა­გე­ბო­ბაა. ყო­ველ კე­დელ­ში, გარ­და აღ­მო­სავ­ლე­თი­სა, თი­თო შე­სას­ვ­ლე­ლი კა­რი ყო­ფი­ლა და­ტა­ნე­ბუ­ლი. გათხ­რე­ბი­სას დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­და კრა­მი­ტით გა­და­ხუ­რუ­ლი სა­ხუ­რა­ვე­ბის ფერ­დე­ბის და­ბო­ლო­ე­ბებ­ზე გა­ყო­ლე­ბუ­ლი, თი­ხის ცალ­მ­ხ­რივ მო­ხა­ტუ­ლი ან­ტე­ფიქ­სე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი. ტა­ძა­რი შიგ­ნი­დან კი­რით ყო­ფი­ლა შე­ბათ­ქა­შე­ბუ­ლი. კედ­ლებს მი­სი კვა­ლი ახ­ლაც ეტყო­ბა.

სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ირ­კ­ვე­ვა, რომ ეკ­ლე­სია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მე­ფო­ბის დრო­საა აგე­ბუ­ლი. თუმ­ცა ამა­ვე ტაძ­რის იატა­კის ქვეშ აღ­მოჩ­ნ­და IV სა­უ­კუ­ნის ნა­ტაძ­რა­ლიც. არ­სე­ბობს სე­ის­მო­ლოგ­თა მი­ერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ცნო­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა მომ­ხ­და­რა, რა­მაც და­ან­გ­რია IV სა­უ­კუ­ნით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია და მის ნან­გ­რე­ვებ­ზე აშენ­და სამნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა. ამ ად­გი­ლას ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის­კენ გა­დი­ო­და ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზა, აქე­დან ლაშ­ქ­რობ­და შა­მი­ლიც. ად­ვი­ლად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ დი­დო­ეთ-დურ­ძუ­კეთს, და­ღეს­ტანს. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ გორ­გა­სალს უნ­დო­და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის შე­მო­ერ­თე­ბა, მის წარ­მა­ტე­ბულ პო­ლი­ტი­კას ეს გზა გა­ნა­პი­რო­ბებ­და. მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბო­და ქრის­ტი­ა­ნო­ბა. ეს იყო ეპარ­ქი­ის ცენ­ტ­რი, სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა. სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ვიც­ნობთ აბი­ბო ნეკ­რე­სე­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას, სწო­რედ ამ ტა­ძარ­ში წი­რავ­და VI სა­უ­კუ­ნე­ში. ეკ­ლე­სია VIII სა­უ­კუ­ნემ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბა, რომ ტაძ­რის დან­გ­რე­ვა, კა­ხეთ­ში არა­ბი სარ­დ­ლის, მურ­ვან-ყრუს გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ ლაშ­ქ­რო­ბას და­ვუ­კავ­ში­როთ.GzaPress

რო­გორც გათხ­რე­ბის დაწყე­ბის შემ­დეგ გა­მო­ირ­კ­ვა, ბა­ზი­ლი­კის დან­გ­რე­ვის შემ­დეგ, XII სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას ნა­ტაძ­რა­ლი სა­მარ­ხე­ბად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 72-ზე მე­ტი სა­მარ­ხი იქ­ნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში ტაძ­რის ირ­გ­ვ­ლივ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბულ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას, ტაძ­რის ტე­რი­ტო­რია სა­საფ­ლა­ოდ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. ქვა­ყუ­თე­ბის ტი­პის სა­მარ­ხებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვლე­ბი დღე­საც ნა­ტაძ­რალ­ში ინა­ხე­ბა. ერ­თი ასე­თი ქვასა­მარ­ხი შიგ სა­კურ­თხე­ველ­შიც მო­უწყი­ათ. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბა­ზი­ლი­კის მი­და­მო­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ფე­ლი XIII სა­უ­კუ­ნემ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და და მონ­ღო­ლე­ბის შე­მო­სე­ვის დროს გა­ნად­გურ­და.

13 სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი, წყლით სავ­სე, სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ქვევ­რი
ნა­ტაძ­რა­ლის ცენ­ტ­რა­ლურ შე­სას­ვ­ლელ­ში ცო­ტა ხნის წინ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ქვევ­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თ­ტო­ნი­ა­ნი თი­ხის ჭურ­ჭე­ლი ჰერ­მე­ტუ­ლად ისე ყო­ფი­ლა და­ცუ­ლი, რომ მის ახ­დას კარ­გა ხა­ნი დას­ჭირ­ვე­ბია. ქვევ­რ­ში სრუ­ლი­ად ან­კა­რა, მარ­გე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წყა­როს წყა­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რაც წყლის ხა­რის­ხის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა კვლე­ვა­მაც და­ა­დას­ტუ­რა.
ნო­დარ ბახ­ტა­ძე:
- მშრალ ნი­ა­დაგ­ში, სრუ­ლი­ად და­ცუ­ლი თი­ხის ჭურ­ჭე­ლი აღ­მოჩ­ნ­და V სა­უ­კუ­ნის ბა­ზი­ლი­კუ­რი ტაძ­რის ცენ­ტ­რა­ლურ ნა­წილ­ში. ქვევ­რი ტე­ვა­დო­ბით და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი ტო­ნაა. რო­დე­საც VIII სა­უ­კუ­ნე­ში არაბ­თა შე­მო­სე­ვის შემ­დეგ ეკ­ლე­სია დან­გ­რე­უ­ლა და კედ­ლე­ბი ჩა­მოშ­ლი­ლა, ნა­შალ­ში მო­ყო­ლი­ლი ქვევ­რი ბუ­ნებ­რი­ვად და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი სა­ხით შე­მორ­ჩა. არ­ქეო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­სას, მუ­შა­ო­ბის დროს ნელ-ნე­ლა ჩნდე­ბო­და VIII სა­უ­კუ­ნის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნივ­თე­ბიც. 13 სა­უ­კუ­ნის გა­უხ­ს­ნელ ქვევ­რ­ში სრუ­ლი­ად ან­კა­რა, მარ­გე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წყა­როს წყა­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რაც ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა კვლე­ვა­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ახ­ლა ვი­ცით, რომ ქვევ­რ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი წყა­ლი ჯერ კი­დევ VIII სა­უ­კუ­ნე­ში ან უფ­რო ად­რე უნ­და ეკურ­თხე­ბი­ნათ, რაც ბუ­ნე­ბამ ამ დრომ­დე შე­მოგ­ვი­ნა­ხა. აქ ისე­თი ქა­ნე­ბია, დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად ვთხრით ნი­ა­დაგს. ქვევ­რის ირ­გ­ვ­ლით სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა ნეს­ტი, არც თი­ხის მთლი­ა­ნო­ბა ყო­ფი­ლა დარ­ღ­ვე­უ­ლი. დღემ­დე მო­დი­ან სხვა­დას­ხ­ვა ტაძ­რი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, მრევ­ლი და წყა­ლი მი­აქვთ.GzaPress

ტყე-პარ­კი ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის
არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. შე­იქ­მ­ნე­ბა გეგ­მა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შედ­გე­ბა ძეგ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შე­ი­მუ­შა­ვებს და სა­მუ­შა­ო­ებ­საც თა­ვად შე­ას­რუ­ლებს. ერთ-ერ­თი ვერ­სი­ით, ტა­ძა­რი მი­ნი­სა და ლი­თო­ნის დამ­ცა­ვი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა.
კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს აქვს გეგ­მა, ძეგ­ლის და­სა­ცა­ვად. აღ­დ­გე­ნა და მი­ნის ქვეშ გა­და­ხურ­ვა, იატა­კის მოს­წო­რე­ბა აუცი­ლებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­დე­გად, მნახ­ვე­ლებს ნა­ტაძ­რა­ლის აღ­საქ­მე­ლად ხე­ლი არ შე­ეშ­ლე­ბათ. სა­მუ­შაო რა თქმა უნ­და, სპე­ცი­ფი­კუ­რი და დრო­ში გა­წე­ლი­ლია. ვმუ­შა­ობთ ხე­ლით, ძი­რი­თა­დად - წე­რაქ­ვით. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ კონ­ტუ­რებს ვსწავ­ლობ­დით, მომ­დევ­ნო წე­ლი­წა­დი იატა­კამ­დე შეს­წავ­ლას მო­ვან­დო­მეთ. მა­შინ იქ­ნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი V სა­უ­კუ­ნის სა­მარ­ხი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ტაძ­რის მშე­ნე­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი უნ­და იყოს დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი მა­კურ­თხე­ბელ პო­ზა­ში აქვს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვით ყო­ფი­ლა და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. ამ ბა­ზი­ლი­კის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი სა­მარ­ხია. სა­ინ­ტე­რე­სოა საფ­ლა­ვებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რი მა­სა­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად: სამ­კა­უ­ლე­ბი და კე­რა­მი­კუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბი. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ბი­ზან­ტი­ურ სტილ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლამ­პარ­დი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იმ დრო­ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტი­ლი­სა და გავ­ლე­ნის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად.
ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და კა­ხე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­კითხს, რომ დო­ლო­ჭო­პის ბა­ზი­ლი­კის ულა­მა­ზეს ბუ­ნებ­რივ შე­მო­გა­რენ­ში, ის­ტო­რი­უ­ლი და ბუ­ნე­ბის დაც­ვი­თი ტყე-პარ­კი შე­იქ­მ­ნას კულ­ტუ­რულ ტუ­რიზ­მ­ზე გათ­ვ­ლი­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით.
სი­უ­ჟე­ტი იხი­ლეთ "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე"

თორ­ნი­კე ყაჯ­რიშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
26.04.2016
არ გააგებინოთ კულტურის "მინისტრს", (თავისით ვერ მიხვდება )წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე საყდრისს მივიღებთ.
???
18.03.2016
ამ ქვევრში, თუკი ასეთი სუფთაა, ღვინოც კარგი დადგება. იმედია, ტაძრის რესტავრაციის პროექტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ამ ქვევრის მნიშვნელობას ამ სახით დაინახავს და კვლავ შესაძლებელი გახდება უძველეს ქვევრში ღვინის დაყენების განახლება.
ალეკო ცქიტიშვილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
ხშირად დასახიჩრებული მოწინააღმდეგენი რომელიმე დუქანს ან სახლს მიაშურებდნენ, იქ კი ლხინი გათენებამდე გრძელდებოდა

კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი