როგორ შენდებოდა ამჟამინდელი მწერალთა სახლი
font-large font-small
როგორ შენდებოდა ამჟამინდელი მწერალთა სახლი
მწერალთა სახლში გამართულ წიგნის წარდგინებასა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთხელ მაინც თუ ყოფილა ვინმე, არ შეიძლება შენობის ინტერიერით არ მოხიბლულიყო.
ნაგებობა, მაჩაბლის 13-ში, რომელშიც მოგვიანებით მწერალთა კავშირი განთავსდა, თავდაპირველად ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეს, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, რუსეთის იმპერიაში ქარხნული კონიაკის პირველ მწარმოებელს, ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მეცენატ დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა.

ილიას ნაწარმოებების - "ნათლობა" და მიხაი ზიჩის სტუმრობა
წლების განმავლობაში სარაჯიშვილების ოჯახი მრავალი ლიტერატურული შეკრების მასპინძელი გახლდათ. საღამოს 8 საათი იქნებოდა, სარაჯიშვილის ფართო, მდიდრულად მოწყობილ სალონში, სოლოლაკში, დიდძალ ქართველებს მოეყარათ თავი. აქ იყვნენ: "ივერიის" თანამშრომელნი, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწენი, მათ შორის მოხუცი პოეტი რაფიელ ერისთავი, ნიკო ნიკოლაძე, ივანე მაჩაბელი, პეტრე უმიკაშვილი, გრიგოლ ვოლსკი - პოეტი და საზოგადო მოღვაწე და კიდევ ბევრი სხვა. ილიამ წაიკითხა თავისი მოთხრობა "ოთარაანთ ქვრივი". კარგი მკითხველი იყო ილია, თუმცა, ხმა ცოტათი მოყრუო ჰქონდა, თითქოს გულზე ქონი აქვს მოკიდებული და ეს უშლის სიტყვის მკაფიობასო.
გაათავა კითხვა. სიჩუმე ჩამოვარდა. ილია აღგზნებული სახით აქეთ-იქით იყურებოდა. პირველი ხმა, როგორც მახსოვს, გრიგოლ ვოლსკიმ ამოიღო. მაგ მოთხრობას მე, - თქვა მან, - "ოთარაანთ ქვრივს" კი არა, "ობოლ მარგალიტს" დავარქმევდი... მიუხედავად პოეტის ასეთი აზრისა, ყველასათვის ცნობილია, რომ ილიამ ამ ნაწარმოებს პირვანდელი სახელწოდება შეუნარჩუნა".
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. როდესაც ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი საქართველოს სტუმრობდა და ქართველი ინტელიგენციის თხოვნას დათანხმდა - დაესურათებინა "ვეფხისტყაოსანი", მან შოთა რუსთაველის განსახიერება დავით სარაჯიშვილს შესთავაზა. 34 წლის სარაჯიშვილი ამ წინადადებას სიამოვნებით გამოეხმაურა და "ცოცხალ სურათში" პოემის ავტორის სახე შექმნა. მოგვიანებით კი ამ ერთადერთმა ფერწერულმა ნახატმა 1888 წელს მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებულ "ვეფხისტყაოსანში" პირველი გვერდი დაიკავა.

შემზარავი დიაგნოზი

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დავით სარაჯიშვილს სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, თავად მისთვის ეს ამბავი ექიმებს არ გაუმხელიათ. დავითი ხშირად დადიოდა სამკურნალოდ ბერლინში, მაგრამ სულ უფრო და უფრო გაუხშირდა ტკივილები და ექიმებმა მისთვის ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტეს. სწორედ ამ მიზნით დავითი 1910 წლის მაისის ბოლოს ბერლინში გაემგზავრა. მას თან ახლდა მეუღლე ეკატერინე, კონიაკის ქარხნის მმართველი ალექსანდრე სარაჯიშვილი (ვანო სარჯიშვილის უფროსი ძმა), სახლის მმართველი ანდრო მამაცაშვილი და მისი ახალშერთული მეუღლე ნანა მაჭავარიანი. მანამდე, 20 მაისს, დავითმა ამ წყვილს თბილისში ქორწილი გადაუხადა და მათ საქორწინო მოგზაურობაც დაუფინანსა.

საოპერაციოდ მიმავალნი გზად მცირე ხნით ქალაქ როსტოვში შეჩერდნენ. დავითმა მეუღლისგან ფარულად წინასწარ გამზადებული ანდერძი, ალექსანდრე სარაჯიშვილის თანდასწრებით, ნოტარიუსთან გააფორმა და ბერლინის ერთ-ერთ სახელგანთქმულ საავადმყოფოში დასაწოლად გაემზადა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დავითმა ბერლინში რამდენიმე თვე დაჰყო და თბილისში გამოემგზავრა, მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და განმეორებითი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ამჯერაც ცოლ-ქმარი ბერლინში მარტო წავიდა. საავადმყოფოში მოიწიეს კონსილიუმი, რომლის გადაწყვეტილებით, სწორი ნაწლავის ოპერაციის ხელმეორედ გაკეთება ავადმყოფისთვის შეუძლებლად მიიჩნიეს. გამოსავალი არ ჩანდა, სარაჯიშვილმა უკანასკნელი დღეების ათვლა დაიწყო...

აღსასრული საკუთარ სახლში
1911 წლის 10 ივნისს, ვარშავის სადგურზე დავით სარაჯიშვილს დისშვილი, სამხედრო ექიმი გიგუშა ერისთავი დახვდა. მან სპეციალური ვაგონით ჩამოიყვანა თბილისში ცოლ-ქმარი. სარაჯიშვილი საკუთარ სახლში მოათავსეს, თავზე ექიმები დაადგნენ და ბოლო დღეების განმავლობაში ტკივილებს ძლიერმოქმედი პრეპარატებით უყუჩებდნენ. მალე დავითს გონება წაერთვა და ის საკუთარ სახლში, 1911 წლის 20 ივნისს, შუადღისას გარდაიცვალა.
...სამგლოვიარო პროცესიამ სვლა 26 ივნისის დილას დაიწყო. ეტლში, რომელშიც ცხედარი იყო დასვენებული, 2 შავი ცხენი იყო შებმული. ხალხი მაჩაბლის ქუჩიდან ერევნის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) დაეშვა და გეზი სიონის ტაძრისკენ აიღო. იქ დავითს პარაკლისი ეპისკოპოსმა ლეონიდემ გადაუხადა. ამის შემდეგ დავითის ცხედარი კვლავ ერევნის მოედანზე ამოაბრძანეს. პროცესია მუშთაიდის Bბაღისკენ დაიძრა. შიგადაშიგ სარაჯიშვილს გამოსათხოვარი სიტყვებით მიმართავდნენ მეგობრები და ახლობლები. ასევე ის სტიპენდიანტებიც, რომლებიც წლების განმავლობაში განათლებას დავით სარაჯიშვილის შემწეობით იღებდნენ.
თავის დროზე, დავით სარაჯიშვილმა ლიმონათის წარმოების გაფართოების მიზნით, ფულადი დახმარება გაუწია მიტროფანე ლაღიძეს, ამ უკანასკნელმა ამ თანხით დედაქალაქის მთავარმართებლის სახლის პირველ სართულზე ლიმონათის წარმოება დაიწყო. ლაღიძემ დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის დღეს ყოველ 200 ნაბიჯში, სიონის ეკლესიიდან დიდუბის პანთეონამდე, სპეციალური წერტილები მოაწყო, სადაც ხალხს ჭიქა ლიმონათით გაგრილება უფასოდ შეეძლო. პროცესიამ 3 საათისათვის დიდუბის პანთეონს მიაღწია, სადაც, კვლავ, არაერთი გამოსათხოვარი სიტყვის შემდეგ, დავით სარაჯიშვილი მიწას მიაბარეს.

ცოლ-ქმრის ანდერძი
დავით სარაჯიშვილის ანდერძის მიხედვით, მისი ქონების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა საზოგადოებასა და საქველმოქმედო ორგანიზაციას, ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციის ფონდებსა და სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებს გაუნაწილდა. სარაჯიშვილის სახლი, თავის ავეჯითურთ, ანდერძით უნდა გადასცემოდა ქალაქის თვითმმართველობას, მხოლოდ ერთი პირობით - მაჩაბლის #13-ში უნდა გახსნილიყო სამხატვრო გალერეა, ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ან ორივე დაწესებულება ერთად. ერთი სიტყვით, სახლი ხელოვანებს უნდა გადასცემოდა, რომელსაც ისინი საჭიროებისამებრ გამოიყენებდნენ. დავითის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის საქმიანობას სათავეში ეკატერინე ფორაქიშვილი ჩაუდგა და ამ საქმეს დაახლოებით 5 წელი უძღვებოდა.
1916 წლის ზაფხულში, ეკატერინე ძმასთან, ადამთან ერთად კისლოვოდსკში გაემგზავრა, სადაც მალევე თბილისიდან შემაშფოთებელი დეპეშა მიიღო - მისი სახლი სამხედრო საჭიროებისათვის უნდა გამოეყენებინათ. აღელვებული დიასახლისი მაშინვე თბილისისკენ დაიძრა, მაგრამ მლეთაში იმდენად დასუსტდა, რომ ექიმებმა მისი მგზავრობა შეუძლებლად მიიჩნიეს. ეკატერინემ იქვე დალია სული. დავითის მსგავსად ეკატერინეს ანდერძშიც იგივე ეწერა - მან ქონების დიდი ნაწილი თავის ერს დაუტოვა.
ვიდრე სახლი ქარ­თველი მწერლებისა და ხელოვანების გაერთიანებას გადაეცემოდა, ის 1918-21 წლებში აკაკი ხოშტარიას საცხოვრებელი იყო. კომერსანტმა შენობა შეიძინა, რათა დავით სარაჯიშვილის ცოლის ძმას ის ფინანსური პრობლემების გამო აუქციონზე არ გაეყიდა და საზოგადოების თხოვნა, არ დარღვეულიყო ქართველი მეცენატის ანდერძი, შეესრულებინა. 1921 წელს ხოშტარიამ, საქართველოს გა­საბჭოების გამო, ქვეყანა დატოვა, შენობა კი საბჭოთა საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.
ეს ადგილი ათწლე­ულების განმავლობაში ინარჩუნებდა კულტურული კერის ფუნქციას, მასპინძლობდა ქართველ და უცხოელ ხელოვანებთან შეხვედრებს.
ჩვენს უახლოეს წარსულში, ათიოდე წლის წინ, დავით სარაჯიშვი­ლის სახლი ქართველ მწერლებს ჩამოართვეს, თუმცა, მოგვიანებით, ის კვლავ ხელოვანთა კუთვნილებაში დააბრუნეს.

დასაწყისი იხილეთ ბმულზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
05.05.2017
მქონდა ბედნიერება, სამი წელი მემუშავა მწერალთა კავშირის შენობაში და აქ გატარებული თითოეული დღე საამაყოა ჩემთვის, ჯერ იმიტომ, რომ ეგ სახლი დიდ მამულიშვილს - დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა და მერე მისი მომხიბლავი ინტერიერის გამო.
მედეა ნემსწვერიძე
03.05.2017
ეს არის მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში სახელგანთქმული ახვერდოვების სახლი-პანსიონი, სწორედ ის სახლი, რომლის ფლიგელშიც (მიშენებული ფლიგელი მარჯვნა მხარეს კარგად მოსჩანს)ცხოვრობდა მაშინ ალექსანდრე ჭავჭავაძე თავის ოჯახთან ერთად.ის იყო პრასკოვია არსენიევას შვილების მეურვეც იმავდროულად. შემდეგ ამ ქალბატონმა სახლი რუსეთში წასვლის წინ გაყიდა. ამ ახალი მფლობელისაგან კი შეიძინა დავით სარაჯიშვილმა.
ელენე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს

მეფის რუსეთი ამქრობის ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო

ის საკუთარ ჯანმრთელობასა და ხმაზე ნაკლებად ზრუნავდა

არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი დი­ნას­ტი­ე­ბი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან


ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­თა დი­დი ნა­წი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სათ­ვის" შექ­მ­ნილ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს


და რა გზით მოაგროვა უმაღლესი განათლების მისაღები ფული

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს არაჩვეულებრივი იტორიებიდან

"გერ­მა­ნელ ქა­ლებს მი­სი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც ექ­ს­ტა­ზი ეუფ­ლე­ბო­დათ"

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი