ტა­ძა­რი, სა­დაც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და ივა­ნე მა­ჩა­ბელ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს, აკა­კი წე­რე­თელ­მა კი ბავ­შ­ვი მო­ნათ­ლა...
font-large font-small
ტა­ძა­რი, სა­დაც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და ივა­ნე მა­ჩა­ბელ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს, აკა­კი წე­რე­თელ­მა კი ბავ­შ­ვი მო­ნათ­ლა...
დღი­დან აგე­ბი­სა, არას­დ­როს შეწყ­ვე­ტი­ლა ტა­ძარ­ში ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა

რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი სა­ბუ­თე­ბით ირ­კ­ვე­ვა, თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი სხვა­დას­ხ­ვა დროს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლ­მა; ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და ნი­ნო პოლ­ტო­რეც­კა­ი­ამ; ივა­ნე მა­ჩა­ბელ­მა და ანას­ტა­სი­ა ბაგრატიონ-დავითაშვილმა და ა.შ... ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო ნე­ბი­ე­რი­ძე­თა ოჯა­ხის მეჯ­ვა­რე, აკა­კი წე­რე­თელ­მა აქ მო­ნათ­ლა ბავ­შ­ვი. ტა­ძა­რი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი იყო მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნილ წევ­რ­თათ­ვის და ვინ იცის, შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო, არა­მედ მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­სა თუ კულ­ტუ­რულ-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ღვა­წე­ო­ბი­სათ­ვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როც იყო...

არ­ქი­მან­დ­რი­ტი ან­ტო­ნი (ნა­დი­ბა­ი­ძე), ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის (ძვე­ლი) ტაძ­რის წი­ნამ­ძღ­ვა­რი:
- თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სია პირ­ვე­ლი ტა­ძა­რია, რო­მე­ლიც ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხელ­ზე იქ­ნა აგე­ბუ­ლი. სწო­რედ მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლო­ბით, დღი­დან აგე­ბი­სა, არას­დ­როს შეწყ­ვე­ტი­ლა ტა­ძარ­ში ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა და დღე­საც, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მსა­ხუ­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად აღევ­ლი­ნე­ბა. ტა­ძარს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ჰქონ­და ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­თა სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში, მის კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ქარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის საქ­მე­ში. იგი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ცენ­ტ­რი იყო თბი­ლის­ში. ამა­ზე ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით. ახ­ლა კი მოკ­ლე ცნო­ბე­ბი ტაძ­რის და­არ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით: წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის უკან, რო­ბა­ქი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. იგი 1790 წელს პეტ­რე აღ­ნი­აშ­ვილ­მა, მეტ­სა­ხე­ლად ყა­რა­ულ­მა ააგო (ი­გი ერეკ­ლე მე­ო­რის მი­ერ ღარ­თის­კა­რის და­რა­ჯად იყო და­ნიშ­ნუ­ლი და თბი­ლისს და­ღეს­ტ­ნე­ლე­ბის შე­მო­სე­ვე­ბი­სა­გან იცავ­და). ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი, 1824 წლის მარ­ტის დო­კუ­მენ­ტი: "1790 წლის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ის ქვის ნა­გე­ბო­ბის მღვდლად დას­ვეს 55 წლის სო­ლო­მონ აბ­რა­მიშ­ვი­ლი; ეკ­ლე­სი­ას ჰყავს 43 მრევ­ლი". ამ დო­კუ­მენტს ხელს აწერს ან­ჩის­ხა­ტის კან­დე­ლა­კი, გაბ­რი­ელ მეს­ხიშ­ვი­ლი (30). მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1932 წელს მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა, მღვდელ­მა სვი­მონ (ში­ო) აღ­ნი­აშ­ვი­ლ­მა ნა­გე­ბო­ბას და­სავ­ლე­თით კა­რიბ­ჭე მი­ა­შე­ნა, 1850 წელს კი მი­სი­ვე ნე­ბით მას­ზე სამ­რეკ­ლო და­ად­გა. ცო­ტა ხან­ში ეკ­ლე­სია მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლ­და. მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მოა ის ფაქ­ტი, რომ ტაძ­რის იმ­ჟა­მინ­დელ­მა და ახ­ლან­დელ­მა წი­ნამძ­ღ­ვ­რებ­მა ტა­ძარ­ში არ­სე­ბუ­ლი ორი ახა­ლი ტრა­პე­ზი სწო­რედ ექ­ვ­თი­მე ღვთის­კა­ცი­სა და ილია მარ­თ­ლის სა­ხელ­ზე ვა­კურ­თხეთ, რად­გა­ნაც მა­თი ცხოვ­რე­ბა თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­თან მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი სა­ბუ­თე­ბით ირ­კ­ვე­ვა, თბი­ლი­სის წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ოდ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აქ და­ი­წე­რეს ჯვა­რი სხვა­დას­ხ­ვა დროს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლ­მა, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და ნი­ნო პოლ­ტო­რეც­კა­ი­ამ, ივა­ნე მა­ჩა­ბელ­მა და ანას­ტა­სი­ა ბაგ­რატიონ-დავითაშვილმა და ა.შ. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე იყო ნე­ბი­ე­რი­ძე­თა ოჯა­ხის მეჯ­ვა­რე, აკა­კი წე­რე­თელ­მა აქ მო­ნათ­ლა ბავ­შ­ვი, ანუ რო­გორც აქამ­დე აღ­ვ­ნიშ­ნე, ტა­ძა­რი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი იყო მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბის­თ­ვის.
- რით აიხ­ს­ნე­ბა ამ გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი?
- მტკი­ცე­ბით თქმა, თუ რამ გა­და­აწყ­ვე­ტი­ნა ამ დი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა ამ პა­ტა­რა ტაძ­რის­თ­ვის და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ტად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ეს ტა­ძარ­ში მოღ­ვა­წე დე­კა­ნოზ პეტ­რე არ­და­ზი­ანს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით და მე­ტად მი­ღე­ბუ­ლი პი­რი გახ­ლ­დათ ქა­ლა­ქის იმ­დ­რო­ინ­დელ წარ­ჩი­ნე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თუმ­ცა, ასე­ვე არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ ამ დი­დი და წმინ­და ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რადღე­ბა ტა­ძარ­მა თა­ვი­სი მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლო­ბი­თა და უდი­დე­სი მად­ლით და­იმ­სა­ხუ­რა. ახ­ლა კი, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცნო­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი­დან:
"1863 წლის 21 აპ­რი­ლი, სა­სი­ძო თა­ვა­დი ილია გრი­გო­რის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბელ­მა იქორ­წი­ნა პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბი­თა 25 (წლი­სა). სას­ძ­ლო თა­ვად თა­დე­ოზ გუ­რა­მო­ვის ქა­ლი ოლ­გა, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბელ­მა იქორ­წი­ნა პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბი­თა 20 (წლი­სა). თავ­ს­მ­დებ­ნი იყ­ვ­ნენ თა­ვად­ნი და­ვით ქა­ი­ხოს­როს ძე ყი­ფი­ა­ნი და ნი­კო­ლა­ოზ დი­მიტ­რის ძე ჭავ­ჭა­ვა­ძე, ფლი­გელ-ადი­უ­ტან­ტი პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი თა­ვა­დი ილია ზა­ა­ლის ძე ჩო­ლა­ყო­ვი და კო­ლეჟ­ს­კი ასე­სო­რი თა­ვა­დი სულ­ხან ნი­კო­ლო­ზის ძე თუ­მა­ნო­ვი (აპ­რი­ლის 21-ს ჯვა­რი და­წე­რა) მღვდელ­მა ნი­კო­ლა­ოზ არ­და­ზი­ა­ნოვ­მა".
"1891, 26 დე­კემ­ბე­რი. ქა­ლაქ ტფი­ლის­ში მცხოვ­რე­ბე­ლი თა­ვა­დი ივა­ნე გი­ორ­გის ძე მა­ჩა­ბე­ლი და სჯუ­ლი­ე­რი ცო­ლი მი­სი Aანასტასია ალექ­სან­დ­რეს ასუ­ლი ორი­ვე მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბე­ლი. დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კონ­ჩუ­ე­ვი. მიმ­რ­ქ­მე­ლად იყ­ვ­ნენ: ტფი­ლი­სის პო­ტო­მარ­ტ­ვე­ნი პო­ჩეტ­ნი ღრაჟ­და­ნი­ნი და­ვით ზა­ქა­რი­ას ძე სა­რა­ჯე­ვი და ოტ­ს­ტავ­ნი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის თა­ვად ივა­ნე სულ­ხა­ნის ძის ჭავ­ჭა­ვა­ძის ცო­ლი და­რია რა­მა­ზის ასუ­ლი. ზა­კავ­კა­ზის ქა­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ეკ­კ­ლე­სი­ის დე­კა­ნოზ­მა პეტ­რე კონ­ჩუ­ევ­მა თა­ნა­დას­წ­რო­ბი­თა დი­ა­კო­ნი გი­ორ­გი გრი­გო­რი­ე­ვი­სა".
"1892 წე­ლი სა­სი­ძო უჩი­ტე­ლი კო­ჩა­გი­ნის ეკ­ლე­სი­ის სამ­რევ­ლო შკო­ლი­სა მღუდ­ლის­შ­ვი­ლი ნი­კო­ლა­ოზ მი­ხა­ი­ლის ძე ყუ­ლოშ­ვი­ლი, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბე­ლი, იქორ­წი­ნა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­თა 25 წლის. სას­ძ­ლო ოტ­ს­ტავ­ნოი პო­რუ­ჩი­კის სო­ლო­მონ კონ­ჩუ­ე­ვის ქა­ლი სო­ფიო, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბე­ლი. იქორ­წი­ნა პირ­ვე­ლი­თა ქორ­წი­ნე­ბი­თა 18 წლის. დე­კა­ნო­ზი ნი­კო­ლოზ არ­და­ზი­ა­ნი".
"1895 წე­ლი 5 ივ­ლი­სი. 1895 წე­ლი 5 ივ­ლი­სი. Женихъ Инспекторь Тифлисской Дворянской школы Дворянинъ Евфимии Соломонович Такайшвили, вероисзоведения православного первым браком. Невеста дочь Умершего Губернского секретаря Ивана Полторецкого девица Нина, вероисповедения правословного. Первым браком. Протоиерей Николай Ардазиани Диакон Симон Чучулашвили Поручителями были по жениха житель Тифлисской Дворянской школы Ражден Соломонович Джаджанов и Делопроизводитель Тифлисской Дворянской школы Димитрий Петрович Эпитов: со стороны невесты: Колижскй Ассесор, Дворянин Аристовуль Василиевич Кутателадзе и Надворный Советник Александрь Игнатиевич Полторецкий".
"6 ნო­ემ­ბერს გა­რე­თუ­ბან­ში მცხოვ­რებ­მა ნა­თათ­რალ­მა აბ­რამ­მა იქორ­წი­ნა პირ­ვე­ლი­თა ქორ­წი­ნე­ბი­თა გრი­გოლ ვა­სი­ლი­ჩის ქალს ეკა­ტე­რი­ნე­ზედ და გვირ­გ­ვი­ნი უკურ­თხა მღუ­დელ­მა სო­ლო­მონ აბ­რა­მოვ­მა. თავ­დებ­ნი იყ­ვ­ნენ ან­ტონ ლა­ზა­როვ პრა­პორ­შიკ, თ-დ იოსებ ბა­რა­თოვ, დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნოვ, ზა­ქა­რია დე­მუ­როვ".
"1869წ. 8 ნო­ემ­ბე­რი. სა­სი­ძო: კურ­ს­შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტფი­ლი­სის სე­მი­ნა­რი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბუ­ლის მღუდ­ლის აბ­რამ დუ­ლა­რი­ძის შვილ­მა იოვა­ნემ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბელ­მა იქორ­წი­ნა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­თა 24 წლის. სას­ძ­ლო ავ­ლა­ბარ­ში მცხოვ­რებ­ლის სა­ხა­ზი­ნო ყმის ივა­ნე ხმა­ლა­ძის ქალ­მა ეკა­ტე­რი­ნემ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბელ­მა იქორ­წი­ნა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­თა 18 წლის. მღუ­დე­ლი ნი­კო­ლოზ არ­და­ზი­ა­ნი. სა­სი­ძოს მხრივ: ფი­ლი­მონ იასეს ძე ქო­რი­ძე და მი­ხე­ილ სვი­მო­ნის ძე წით­ლი­ე­ვი, სას­ძ­ლოს მხრივ ავ­თან­დილ აბ­რა­მის ძე კვე­ზე­რე­ლი და ბე­სა­რი­ონ თო­მას ძე ჩარ­კ­ვი­ა­ნი".
"ტფი­ლის­ში მცხოვ­რე­ბე­ლი ილია გრი­გო­ლის ძე მუხ­რან­ს­კი და სჯუ­ლი­ე­რი ცო­ლი მი­სი ნი­ნო გაბ­რი­ე­ლის ასუ­ლი ორ­ნივ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­სა­ნი. 29 სექ­ტემ­ბერს შე­ე­ძი­ნათ ვა­ჟი გრი­გო­ლი. მიმ­რ­ქ­მე­ლად იყო: ტი­ტულ­ნი სო­ვეტ­ნი­კი თ-დ რა­ფი­ელ ერის­თა­ვი".
"1887წ. 26 აპ­რილს ჯვა­რი და­ი­წე­რეს: სა­სი­ძო ქ. ქუ­თა­ი­სის ღრაჟ­და­ნინ­მა პეტ­რე გრი­გო­ლის ძე მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბელ­მა იქორ­წი­ნა პირ­ვე­ლი­თა ქორ­წი­ნე­ბი­თა 26 წლის. სას­ძ­ლო უკა­ნო­ნოდ შო­ბი­ლი, შვი­ლად აყ­ვა­ნი­ლი ოტ­ს­ტავ­ნოი რი­ა­და­ვო­ის მი­კუ­ლი­ნის მი­ერ ბარ­ბა­რე, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მქო­ნე­ბე­ლი. იქორ­წი­ნა პირ­ვე­ლი­თა ქორ­წი­ნე­ბი­თა. 16 წლის. სა­სი­ძოს მხრი­დან თავ­ს­მ­დებ­ნი იყ­ვ­ნენ სო­ფელს ხი­დის­თა­ვის მცხოვ­რე­ბე­ლი მჭედ­ლის შვი­ლი და­ვით გი­ორ­გის ძე კა­რი­ჭაშ­ვი­ლი და თა­ვა­დი აკა­კი როს­ტო­მის ძე წე­რე­თე­ლი, სას­ძ­ლოს მხრივ: მღუდ­ლის შვი­ლი მი­ხა­ილ იაკო­ბის ძე ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი და ტფი­ლი­სის ღრაჟ­და­ნი­ნი ალექ­სან­დ­რე სი­მე­ო­ნის ძე გო­ცი­რი­ძე".
"2 ოქ­ტომ­ბე­რი, შტატ გა­რედ მყო­ფი დე­კა­ნო­ზი ნი­კო­ლოზ პეტ­რეს ძე არ­და­ზი­ა­ნი 84 წლის ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, აზი­ა­რა და აღ­სა­რე­ბა ათ­ქ­მე­ვი­ნა მღუ­დელ­მან ვა­სილ კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა წმინ­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში თა­ნა­დას­წ­რე­ბი­თა მღუ­დელ მი­რონ ომა­ნი­ძი­სა".

მანანა გაბრიჭიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს

მეფის რუსეთი ამქრობის ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო

ის საკუთარ ჯანმრთელობასა და ხმაზე ნაკლებად ზრუნავდა

არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი დი­ნას­ტი­ე­ბი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან


ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­თა დი­დი ნა­წი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სათ­ვის" შექ­მ­ნილ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს


და რა გზით მოაგროვა უმაღლესი განათლების მისაღები ფული

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს არაჩვეულებრივი იტორიებიდან

"გერ­მა­ნელ ქა­ლებს მი­სი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც ექ­ს­ტა­ზი ეუფ­ლე­ბო­დათ"

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი