მთე­ლი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია, რი­გი­თი დი­ა­სახ­ლი­სი­დან დაწყე­ბუ­ლი ჰიტ­ლე­რამ­დე, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი იყო - ნაც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის უც­ნო­ბი მხა­რე­ე­ბი
font-large font-small
მთე­ლი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია, რი­გი­თი დი­ა­სახ­ლი­სი­დან დაწყე­ბუ­ლი ჰიტ­ლე­რამ­დე, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი იყო - ნაც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის უც­ნო­ბი მხა­რე­ე­ბი
ომის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი


ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით ომ­ზე? ის­ტო­რი­კოს­თა შო­რი­საც კი ცო­ტაა ისე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ვინც ამ შე­კითხ­ვას ამომ­წუ­რა­ვად გას­ცემს პა­სუხს. შეგ­ვიძ­ლია, გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ზამ­ბა­რა, რომ­ლის გა­რე­შეც ომის მე­ქა­ნიზ­მი მუ­შა­ო­ბას ვერ შეძ­ლებ­და.


თამ­ბა­ქოს საქ­მე
გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი - "მსოფ­ლი­ოს ყა­ლი­ო­ნის მო­წე­ვა" ბევ­რის­თ­ვის მო­რი­გე­ბის სიმ­ბო­ლო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. არა­და, თამ­ბა­ქო თა­ვის ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში ომის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლი გახ­ლ­დათ. ის ძველ­თა­გან­ვე ით­ვ­ლე­ბო­და ბრძო­ლი­სა და ნა­დი­რო­ბის მფარ­ველ სულ­თა მცე­ნა­რედ და ომის ერთ-ერთ პირ­ველ მა­მოძ­რა­ვე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. აც­ტე­კებს, რომ­ლებ­საც ომის ღმერ­თად უიცი­ლო­პოჩ­ტ­ლი ჰყავ­დათ, ბრძო­ლის დაწყე­ბის წინ, მას­თან შე­სა­წი­რად თამ­ბა­ქოს ფოთ­ლე­ბი მიჰ­ქონ­დათ. თამ­ბა­ქოს წვე­ნი (სხვა უც­ნობ ნა­ზა­ვებ­თან ერ­თად) ინ­დი­ელ მე­ომ­რებ­ში მრის­ხა­ნე­ბა­სა და სი­გი­ჟეს იწ­ვევ­და და მათ­ში ბრძო­ლის გან­წყო­ბას აათ­კე­ცებ­და.
ევ­რო­პა­ში თამ­ბა­ქო XVI სა­უ­კუ­ნე­ში მოხ­ვ­და, მაგ­რამ დი­დი ხნის მან­ძილ­ზე სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რედ ით­ვ­ლე­ბო­და. მხო­ლოდ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, სი­გა­რე­ტის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, ის ჯა­რის­კაც­თა რა­ცი­ო­ნის ნა­წი­ლად და ნერ­ვე­ბის და­სამ­შ­ვი­დე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად გა­და­იქ­ცა. სწო­რედ მა­შინ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­მი­ის გე­ნე­რალ­მა ჯონ ჯო­ზეფ პერ­შინ­გ­მა, რო­მელ­მაც თამ­ბა­ქოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­იც­ნო, გა­ნაცხა­და: - "თქვენ მკითხავთ, რა არის სა­ჭი­რო ამ ომ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის? მე გეტყ­ვით: თამ­ბა­ქო და ტყვი­ე­ბი. თამ­ბა­ქო ყო­ველ­დღი­უ­რა­დაა აუცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ ყო­ველ­გ­ვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე, ათა­სო­ბით ტო­ნა თამ­ბა­ქო გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა".
ასე შე­ვი­და თამ­ბა­ქო მსოფ­ლი­ოს 38 ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში; გან­სა­კუთ­რე­ბით, ან­ტან­ტი­სა და ლი­დე­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის არ­მი­ებ­ში. ჯა­რის­კა­ცე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ფრონ­ტი­დან ბრუნ­დე­ბო­და, უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­ვე­ლი იყო. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, თამ­ბა­ქოს გა­რე­შე არც ერ­თი კონ­ფ­ლიქ­ტი აღარ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა­ღა, უნ­და ით­ქ­ვას, რომ მე­ომ­რე­ბი ამ მცე­ნა­რეს ნა­ხევ­რად უგო­ნო მკვლე­ლე­ბად არ გა­და­უქ­ცე­ვია. ის მხო­ლოდ სი­ცი­ვის­გან კი არ იცავ­და მებ­რ­ძო­ლებს, შიმ­ში­ლის გრძნო­ბა­საც თრგუ­ნავ­და. მაგ­რამ თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის მიდ­რე­კი­ლე­ბა გე­ნებ­ში ჩა­ი­დო, რა­მაც ძლი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­და იმ ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბაც, რომ­ლებ­საც ომ­მა გვერ­დი ვერ აუარა.

"კო­კა-კო­ლა" ფრონ­ტ­ზე მი­დის
მე­ომ­რებ­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის გავ­რ­ცე­ლე­ბამ­დე, დი­დი ხნით ად­რე, მებ­რ­ძო­ლი სუ­ლის ასა­მაღ­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად არა­ყი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. თუმ­ცა მას არა­ვი­თა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი სარ­გე­ბე­ლი არ მოჰ­ქონ­და - მთვრა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სის­ხარ­ტე­სა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას კარ­გავ­დ­ნენ. მაგ­რამ მა­ლე, ბრძო­ლა­ში უფ­რო მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნი, იმ დრო­ის­თ­ვის, უსა­ხე­ლო სას­მე­ლი შე­მო­ვი­და. მი­სი დე­ბი­უ­ტი 1870-1871 წლე­ბის ფრან­კო-პრუ­სი­ის ომის დროს შედ­გა. მა­შინ ფრან­გე­ბი იმ კაკ­ლის სა­ო­ცარ თვი­სე­ბებს და­ეყ­რ­დ­ნენ, რაც მათ აფ­რი­კა­ში, სა­ო­მა­რი ლაშ­ქ­რო­ბე­ბის დროს, მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ომ­რებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად შე­ნიშ­ნეს. მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებს დღე­და­ღამ არ ეძი­ნათ; არ იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ; ელ­ვა­სა­ვით მო­უ­ლოდ­ნე­ლად და მრის­ხა­ნედ უტევ­დ­ნენ მომ­ხ­დურთ. ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი აბო­რი­გე­ნე­ბის თქმით, სწო­რედ ის კა­კა­ლი აძ­ლევ­და მათ ძა­ლას, ატა­ნი­ნებ­და ჭრი­ლო­ბის ტკი­ვილს და თრგუ­ნავ­და შიმ­ში­ლის გრძნო­ბას. ფრან­გე­ბის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებ­მა, მეც­ნი­ერ­თა მი­ერ ამ კაკ­ლის - რო­მელ­საც "კო­ლას" ეძახ­დ­ნენ - სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გა­მოკ­ვ­ლე­ვის შე­დე­გად, ჯა­რის­კაც­თა საკ­ვებ­ში მი­სი ექ­ს­ტ­რაქ­ტით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პუ­რის ორ­ცხო­ბი­ლე­ბის შე­მო­ღე­ბა ბრძა­ნეს. პირ­ვე­ლად, ორ­ცხო­ბი­ლე­ბი 23-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ჯა­რის­კა­ცებ­ზე გა­მო­ცა­დეს, რომ­ლებ­მაც მი­სი წყა­ლო­ბით, 60 კი­ლო­მეტ­რი ალ­ჟი­რუ­ლი თა­კა­რა მზის ქვეშ მარ­ტი­ვად, შე­უ­ჩე­რებ­ლად და­ფა­რეს.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ექ­ს­პე­რი­მენ­ტი საფ­რან­გეთ­შიც გა­ი­მე­ო­რეს, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი კლი­მა­ტის პი­რო­ბებ­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი გა­მოვ­ლინ­და - ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ძლი­ე­რი აღ­გ­ზ­ნე­ბის ფონ­ზე, ექ­ს­ტ­რაქ­ტ­მა სექ­სუ­ა­ლუ­რი სტი­მუ­ლა­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­აც შე­ას­რუ­ლა. მან ჯა­რის­კა­ცე­ბი გაშ­მა­გე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა: და­იწყეს გაქ­ცე­ვა, მა­რო­დი­ო­რო­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა. ყო­ვე­ლი­ვეს შე­დე­გად, ფრანგ ჯა­რის­კაც­თა რა­ცი­ო­ნი­დან ეს პრო­დუქ­ტი ამო­ი­ღეს.
პრუ­სი­ამ კი, კაკ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბის შეც­ნო­ბის შემ­დეგ, გა­დაწყ­ვი­ტა მი­სი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა და კო­ლა გა­ა­ზა­ვა. ასე გაჩ­ნ­და სას­მე­ლი - ჩო­ლა-ჭე­ინ - კო­ლას ნა­ზა­ვი ღვი­ნო­სა და კო­ფე­ინ­თან. სა­ჭი­რო ეფექ­ტი მიღ­წე­ულ იქ­ნა და საფ­რან­გეთ­მა ომი წა­ა­გო. გერ­მა­ნია გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და. თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შით, მო­გე­ბუ­ლი თჰე ჩო­ცა-ჩო­ლა ჩომ­პანყ აღ­მოჩ­ნ­და.

ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ი­ხი
ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში არც თამ­ბა­ქოს და არც კო­ლას არ აღი­ა­რებ­დ­ნენ. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე, ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ან­ტი­თამ­ბა­ქოს კამ­პა­ნია გა­ჩაღ­და, რაც ტრან­ს­პორ­ტ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მო­წე­ვას კრძა­ლავ­და; ასე­ვე, ვერ­მახ­ტის ჯა­რის­კაც­თა ულუ­ფა­ში სი­გა­რე­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა­სა და თამ­ბა­ქო­ზე გა­და­სა­ხა­დის გაზ­რ­დას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ სტა­ლი­ნი ჩი­ბუხს ეწე­ო­და, უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლი - სი­გა­რას, რუზ­ველ­ტი - სი­გა­რეტს. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ფა­შის­ტებ­მა მათ უფ­რო ძლი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამ­ჯო­ბი­ნეს. ბლიც­კ­რი­გის ("ელ­ვი­სე­ბუ­რი ომის") ერთ-ერ­თი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი ის ფაქ­ტი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ნა­ცის­ტებ­მა სა­კუ­თა­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი ნარ­კო­მა­ნე­ბად აქ­ცი­ეს.
გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის - ნორ­მან ოლე­რის წიგ­ნ­ში - "ტო­ტა­ლუ­რი ეიფო­რი­ა" და­მოწ­მე­ბუ­ლია, რომ რე­ა­ლუ­რად, მთე­ლი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია, რი­გი­თი დი­ა­სახ­ლი­სი­დან დაწყე­ბუ­ლი ჰიტ­ლე­რამ­დე, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი იყო. ეს არ გახ­ლ­დათ ბა­ნა­ლუ­რი კო­კა­ი­ნი, ოპი­უ­მი ან მორ­ფი­ნი - მათ გა­მო­ყე­ნე­ბას ჯა­რის­კა­ცებ­ში ფი­უ­რე­რი სწო­რე­დაც, რომ კრძა­ლავ­და, რად­გან იდე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ისი­ნი "ა­რა­ა­რი­უ­ლად" იყო მიჩ­ნე­უ­ლი.
სტი­მუ­ლა­ტო­რებ­მა "ერ­თობ­ლი­ვი სრბო­ლით" რე­ი­ხის ჯა­რის­კა­ცებს მთე­ლი ევ­რო­პის დაპყ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს გერ­მა­ნულ კომ­პა­ნია Tem­m­ler Wer­ke-ში. ისი­ნი წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ ამ­ფე­ტა­მინ­სა და მის წარ­მო­ე­ბულს (მე­ტამ­ფე­ტა­მინს). შე­მო­ნა­ხუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ოკუ­პა­ცი­ის წინ (მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გე­თის), ვერ­მახ­ტის ჯა­რის­კა­ცე­ბი "საბ­რ­ძო­ლო სუ­ლის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი" სა­შუ­ა­ლე­ბის 3-4 ტაბ­ლეტს დღი­სით იღებ­დ­ნენ და ერთს - ღა­მით.
ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს მა­სობ­რი­ვად კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­შიც ურევ­დ­ნენ (პურ-ფუნ­თუ­შე­ულ­ში და სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მ­ში), რა­თა მო­სახ­ლე­ო­ბა არ­მი­ას არ ჩა­მორ­ჩე­ნო­და და აქ­ტი­უ­რად ეშ­რო­მა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის.
თვით ფი­უ­რე­რი, 1941 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რად იღებ­და სხვა­დას­ხ­ვა სტი­მუ­ლა­ტორს და ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე "სა­მე­დი­ცი­ნო" მიზ­ნით ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­საც მი­მარ­თავ­და.
უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტუ­დენ­ტებ­ზე "პერ­ვი­ტი­ნის" გა­მოც­დის შე­დე­გად, გერ­მა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ გა­დაწყ­ვი­ტა, ეს პრე­პა­რა­ტი მთე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თ­ვის და­ე­რი­გე­ბი­ნა. ტაბ­ლე­ტი­რე­ბუ­ლი ფორ­მით ის იმ მფრი­ნა­ვე­ბი­სა და ტან­კის­ტე­ბის ულუ­ფა­ში ჩარ­თეს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე რის­კი­ან და არა­ა­და­მი­ა­ნურ ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ. პრე­პა­რა­ტი კან­ფე­ტე­ბის სა­ხი­თაც გა­მო­უშ­ვეს და შო­კო­ლა­დის გარ­სით და­ფა­რეს, რა­მაც მი­სი მი­ღე­ბა უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნო გა­ხა­და.
ფა­შის­ტე­ბი სხვა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კის ტყვე­ებ­ზე ცდიდ­ნენ. სხვა­თა შო­რის, არა მარ­ტო პა­ტიმ­რებ­ზე, არა­მედ მათ ბად­რა­გებ­ზეც, რაც იქ მომ­ხ­დარ სა­ში­ნე­ლე­ბებ­საც ხსნის.
1944 წელს კი, მათ ტყვე­ებ­ზე უფ­რო ძლი­ერ­მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტით ჩა­ა­ტა­რეს ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ, მო­კავ­ში­რე­თა თავ­დას­ხ­მის მო­სა­გე­რი­ებ­ლად იყო მო­წო­დე­ბუ­ლი. პერ­ვი­ტი­ნი კო­კა­ინ­სა და მორ­ფინს შე­უ­რი­ეს, რა­თა D-IX მი­ე­ღოთ.
იმავ­დ­რო­უ­ლად, დე­და­მი­წის მე­ო­რე მხა­რეს, იაპო­ნე­ლებ­მა თა­ვი­სი მე­ომ­რე­ბის­თ­ვის მე­ტამ­ფე­ტა­მი­ნის სა­კუ­თა­რი ვერ­სია შექ­მ­ნეს, რო­მელ­საც სა­ხე­ლად Hiropon და­ერ­ქ­ვა. ეს პრე­პა­რა­ტი პრინ­ცი­პის - "ა­რა­სო­დეს ჩა­ვარ­დე ტყვედ" - აღ­ს­რუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და იაპო­ნელ მფრი­ნავ-კა­მი­კა­ძე­ებს თა­ვი­სი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.
ნა­ცის­ტუ­რი მიგ­ნე­ბე­ბი ამე­რი­კუ­ლი არ­მი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­საც ჭკუ­ა­ში და­უჯ­და. ცი­ვი ომის წლებ­ში, ფსი­ქოტ­რო­პულ პრე­პა­რა­ტებ­სა და დო­პინ­გ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, აშშ-ის არ­მი­ის ყო­ვე­ლი მე­ოთხე ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც ვი­ეტ­ნა­მი­დან დაბ­რუნ­და, უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ნარ­კო­მა­ნი იყო. სენ­სა­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნ­და ამე­რი­კე­ლი მფრი­ნა­ვის - ჰა­რი შმიდ­ტის აღი­ა­რე­ბაც, რო­მელ­მაც კან­და­გა­რის მთებ­ში შეც­დო­მით კა­ნა­დე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი და­ბომ­ბა.


ირი­ნა ჯან­დი­ე­რი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
19.05.2017
დაგვირიგე მერე, გრიგორიჩ, ხომ ხედავ განახევრდა ერი, რაღას უცდი?!...
მსქროლავი ტროლი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი