ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
font-large font-small
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

რე­ჟი­სორ ლეო ესა­კი­ას სრუ­ლი სა­ხე­ლი ლე­ო­ნარ­დი იყო, მაგ­რამ ასე თით­ქ­მის არა­ვინ მი­მარ­თავ­და. ის ქარ­თულ კი­ნო­ში იმ კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის თა­ო­ბას­თან ერ­თად მო­ვი­და, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ: მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი, კო­ტე მი­ქა­ბე­რი­ძე, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლაია და სხვა. ლეო ესა­კი­ას სა­ხელ­თან არა­ერ­თი სი­ახ­ლეა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის ავ­ტო­რია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ხმო­ვა­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი­სა: "შა­ქი­რი", "ფრთო­სა­ნი მღე­ბა­ვი" (პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მია ქარ­თ­ველ ავი­ა­ტორ­თა ცხოვ­რე­ბა­ზე), "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" - პირ­ვე­ლი ნი­მუ­შია ქარ­თუ­ლი ფილ­მი-ოპე­რი­სა, ხო­ლო "ბა­ში-აჩუ­კი" აკა­კი წე­რეთ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია გახ­ლ­დათ.

ლი­ტე­რა­ტო­რის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა
ლეო ესა­კია 1890 წლის 27 თე­ბერ­ვალს, სე­ნაკ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ოც­ნე­ბად ჰქო­ნია თბი­ლის­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი კი­ნო­ფი­რე­ბის ნახ­ვა. მხატ­ვ­რო­ბა იტა­ცებ­და და მას­წავ­ლე­ბელ­თან ემ­ზა­დე­ბო­და კი­დეც, მაგ­რამ I მსოფ­ლიო ომი და­იწყო და სხვებ­თან ერ­თად, ისიც სა­ომ­რად გა­იწ­ვი­ეს. თა­ვის კუთხე­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, მე­რე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი მე­მარ­ცხე­ნე ლი­ტე­რა­ტორ­თა მოძ­რა­ო­ბა­ში, გა­მო­დი­ო­და მა­ნი­ფეს­ტე­ბი­თა და დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბით. თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ორ­გა­ნო­ებ­სა და მა­ი­ა­კოვ­ს­კის ჟურ­ნალ­ში "ნო­ვი ლე­ვი".
სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, თბი­ლის­ში რე­ჟი­სო­რი ლევ კუ­ლე­შო­ვი ჩა­მო­ვი­და. მა­შინ ლეო ესა­კია უკ­ვე სცე­ნა­რებს წერ­და, სას­ცე­ნა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გედ და სამ­ხატ­ვ­რო საბ­ჭოს წევ­რად მუ­შა­ობ­და. კუ­ლე­შოვ­მა ესა­კია თა­ნა­შემ­წედ აიყ­ვა­ნა. მა­ლე მან და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბაც მო­ი­პო­ვა და ესა­კი­ას კი­ნო­რე­ჟი­სო­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი 1928 წელს შედ­გა, ფილ­მით - "ჰოლ­ტ­ზე". მი­სი მომ­დევ­ნო ფილ­მი გახ­ლ­დათ "ა­მე­რი­კან­კა", თუმ­ცა, ეს "რო­მან­ტი­კუ­ლი" სა­თა­უ­რი ნუ და­გაბ­ნევთ, ფილ­მი რე­ჟი­სორ­მა 1905 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის 25 წლის­თავს მი­უძღ­ვ­ნა; "ა­მე­რი­კან­კა" კი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის ფირ­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა, რო­მელ­ზეც მოს­კო­ვის ბოლ­შე­ვი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი პროკ­ლა­მა­ცი­ებს ხი­ლის დუქ­ნის სარ­დაფ­ში მოწყო­ბილ, არა­რე­გა­ლურ სტამ­ბა­ში ბეჭ­დავ­დ­ნენ.

თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მე­ბი
1945-1955 წლებ­ში ლეო ესა­კი­ამ რე­ჟი­სო­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა შეწყ­ვი­ტა და კი­ნო­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რულ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა დროს იგი მუ­შა­ობ­და ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც დღეს უკ­ვე აღარ არ­სე­ბობს და შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ო­ცე­ბა­საც კი იწ­ვევ­დეს. ლეო ესა­კია მუ­შა­ობ­და: სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ მი­ნის­ტ­რ­თა საბ­ჭოს­თან არ­სე­ბულ ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ, რა­დი­ო­კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მი­ნის­ტ­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და ამა­ვე დროს, კი­ნოს­ტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რად. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ პო­ლი­ტი­კუ­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და კი­ნო­ფი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სად.
რაც შე­ე­ხე­ბა რე­ჟი­სო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას, მან თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბი: "ბა­ში-აჩუ­კი", "ნი­ნო", "გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბი" 50-იანი წლე­ბის შემ­დეგ შექ­მ­ნა, მე­რე კი კი­ნო­ო­პე­რის - "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" გა­და­ღე­ბე­ბის დაწყე­ბა და­ა­ა­ნონ­სა.

"პად­ლე­ცი აბე­სა­ლო­მი"

"ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი­ა". იგი სა­ერ­თო სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლი­თა და აღი­ა­რე­ბით სარ­გებ­ლობს და ამი­ტომ აუცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნიე მი­სი შემ­დ­გო­მი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი ხე­ლოვ­ნე­ბის - კი­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ კი­ნო­ო­პე­რის შექ­მ­ნა ჯერ კი­დევ 1937 წელს და­ვა­პი­რე, და­ვიწყე კი­დეც. იდ­გ­მე­ბო­და გა­მო­ჩე­ნი­ლი დი­რი­ჟო­რის, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის რე­დაქ­ცი­ით. გა­რე­მო­ე­ბა­თა გა­მო, შევ­წყ­ვი­ტეთ მუ­შა­ო­ბა"... - წერ­და ლეო ესა­კია. ფილ­მის გა­და­ღე­ბის შეწყ­ვე­ტის კონ­კ­რე­ტულ მი­ზე­ზებ­ზე არ ლა­პა­რა­კობს. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ და არ­ც­თუ უსა­ფუძ­ვ­ლოდ: ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე 1937 წლე­ბის რეპ­რე­სი­ებს შე­ე­წი­რა ან ცენ­ზუ­რას თე­მა, სცე­ნა, ან ფრა­ზა არ მო­ე­წო­ნა და პრო­ექ­ტი შე­ა­ჩე­რა. საფ­რ­თხის წი­ნა­შე ფილ­მი მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც აღ­მოჩ­ნ­და. აკა­კი ბაქ­რა­ძე წიგ­ნ­ში - "ცა­მე­ტი წე­ლი­წა­დი კი­ნო­ში" ერთ ასეთ ამ­ბავს იხ­სე­ნებს:
"ო­პე­რა "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რის" კი­ნო­ვა­რი­ან­ტის შექ­მ­ნა გა­დაწყ­და. ეს საქ­მე ლეო ესა­კი­ას და­ე­ვა­ლა... სა­რე­ჟი­სო­რო სცე­ნა­რიც და­ი­წე­რა, აქ­ტი­ო­რე­ბიც შე­ირ­ჩა და დღე დღე­ზე, გა­და­ღე­ბაც უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო, რომ კი­ნოს­ტუ­დი­ის მა­შინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა და­მი­ძა­ხა... აღელ­ვე­ბუ­ლი დამ­ხ­ვ­და. მა­გი­და­ზე გა­დაშ­ლი­ლი ედო "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რის" სა­რე­ჟი­სო­რო სცე­ნა­რი. რა არის ეს? - მკითხა და სცე­ნარს თი­თი და­ა­დო. კითხ­ვის აზრს ვერ მივ­ხ­ვ­დი. სა­ნამ ვუ­პა­სუ­ხებ­დი, სცე­ნარს დავ­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე: ლე­გენ­დი­სა და ოპე­რის კულ­მი­ნა­ცი­ურ ად­გი­ლას, რო­ცა შეკ­რე­ბილ სა­მე­ფო კარს მი­მარ­თავს აბე­სა­ლო­მი: "ვის გინ­დათ ქა­ლი ეთე­რი" წი­თე­ლი ხა­ზი ჰქონ­და გას­მუ­ლი და გვერ­დ­ზე მი­წე­რი­ლი იყო: "ა­ბე­სა­ლომ პად­ლეც!" - რა არის ეს? - ისევ იკითხა დი­რექ­ტორ­მა. გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ ვუ­პა­სუ­ხე: სწო­რად არის და­ბეჭ­დი­ლი, აქ შეც­დო­მა არ გახ­ლავთ. - მეც ვი­ცი, რომ შეც­დო­მა არ არის, - მითხ­რა მან, ჩემს პა­სუხს აღარ და­უ­ცა­და და გა­აგ­რ­ძე­ლა: რას ნიშ­ნავს, "ვის გინ­დათ ქა­ლი ეთე­რი?" კაცს რომ ცო­ლი ავად გა­უხ­დე­ბა, ეს უნ­და თქვას, თუ ექიმს და­უ­ძა­ხოს, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნოს, უმ­კურ­ნა­ლოს, მო­უ­ა­როს, უპატ­რონს? რა ჰქვია იმ ქმარს, რო­მე­ლიც სნე­ულ ცოლს სხვას აძ­ლევს? ამის მე­რე გინ­დათ და­მიმ­ტ­კი­ცოთ, რომ აბე­სა­ლო­მი და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟია? - გულ­წ­რ­ფე­ლად იყო აღელ­ვე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი, - ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­ღალ­ზ­ნე­ობ­რი­ვი ფილ­მე­ბი უნ­და მი­ვა­წო­დოთ... ეს ად­გი­ლი უნ­და შე­იც­ვა­ლოს!"
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა, ფილ­მ­ში მე­ფის­წუ­ლი აბე­სა­ლო­მის ეს ფრა­ზა მა­ინც დარ­ჩა და მის არი­ა­ში ჟღერს სიტყ­ვე­ბი - "ვის გინ­დათ ქა­ლი ეთე­რი?" ეს რომ არა, მა­შინ მთლი­ა­ნად უნ­და შეც­ვ­ლი­ლი­ყო კი­ნო­ო­პე­რის ში­ნა­არ­სი და აღარც მურ­მა­ნი იარ­სე­ბებ­და...
რე­ჟი­სორს ამ ფილ­მ­მა აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბი­სა და დად­გ­მი­თი სცე­ნე­ბის გარ­და, ფილ­მის­თ­ვის ვო­კა­ლურ არი­ებს ას­რუ­ლებ­დ­ნენ: ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძე, მე­დეა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, თენ­გიზ ზე­ინ­კ­ლიშ­ვი­ლი და ნა­თე­ლა ტუ­ღუ­ში. ხო­ლო მსა­ხი­ო­ბე­ბად მიწ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ: არ­ჩილ მე­ტო­ნი­ძე, ლა­ლი ხა­ბა­ზაშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ შა­რია და ნა­ნა ყი­ფი­ა­ნი.

აკა­კი წე­რეთ­ლად ქცე­უ­ლი რე­ჟი­სო­რი

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თუ­ლი კი­ნოს ერთ-ერ­თ­მა ლა­მაზ­მა წყვილ­მა, ლია ელი­ა­ვამ და ოთარ კო­ბე­რი­ძემ ერ­თ­მა­ნე­თი "ბა­ში-აჩუ­კის" გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნეს და მა­ლე შე­უღ­ლ­დ­ნენ კი­დეც. ამ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, ფილ­მ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: დო­დო აბა­ში­ძე, მე­დეა ჩა­ხა­ვა, დო­დო ჭი­ჭი­ნა­ძე, კო­ტე და­უშ­ვი­ლი და სხვე­ბი. ფილ­მის მუ­სი­კის ავ­ტო­რი სულ­ხან ცინ­ცა­ძეა, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რებ­მა ამ სუ­რა­თის პო­პუ­ლა­რო­ბას დი­დად შე­უწყო ხე­ლი. "ბა­ში-აჩუ­კი" 1956 წლი­დან დღემ­დე, ქარ­თულ ფილ­მებს შო­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და "ყუ­რე­ბად" ფილ­მად ით­ვ­ლე­ბა.
აკა­კი წე­რეთ­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბულ ფილ­მ­ზე, რო­მე­ლიც XVII სა­უ­კუ­ნის კა­ხე­თის აჯან­ყე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს, კვლავ აკა­კი ბაქ­რა­ძის მო­გო­ნე­ბას მი­ვუბ­რუნ­დე­ბი:
"რე­ჟი­სორ­მა ლეო ესა­კიამ "ბა­ში-აჩუ­კი" გა­და­ი­ღო. ფილ­მის სა­ნა­ხა­ვად სტუ­დი­ა­ში მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­ხე­ლე მო­ვი­და. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" დი­რექ­ტო­რი სტუმ­რებს ესა­უბ­რე­ბო­და, აც­ნობ­და, რა გა­კეთ­და და რო­გორ. ამ­ჯე­რად, ასე არ მომ­ხ­და­რა. მა­შინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა ალ­ბათ, "ბა­ში-აჩუკ­ზე" ბევ­რი ლა­პა­რა­კი სა­ჭი­როდ არ მი­იჩ­ნია და მოკ­ლედ აუწყა: აკა­კი წე­რეთ­ლის "ბა­ში-აჩუ­კი" გა­და­ვი­ღეთ. დრო რომ არ წა­გარ­თ­ვათ და არ დაგ­ღა­ლოთ, თქვენ თა­ვად ნა­ხავთ, რაც შევ­ძე­ლი­თო.
ყუ­რადღე­ბით უყუ­რეს ფილმს. "ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე. კმა­ყო­ფილ­მა აღარ იცო­და, რა ეთ­ქ­ვა. მი­მო­ი­ხე­და, ყვე­ლა აგ­ვათ­ვა­ლი­ერ-ჩაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რა, აშ­კა­რად ვი­ღა­ცას ეძებ­და. ბო­ლოს, დი­რექ­ტორს სთხო­ვა, - აკა­კი წე­რე­თე­ლი გა­მა­ცა­ნი­თო. დარ­ბაზ­ში ყვე­ლა გა­ხევ­და. რა უნ­და უთხ­რა, რით უნ­და და­აღ­წიო თა­ვი ამ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბას? რო­გორ გინ­და აკად­რო, - აკა­კი წე­რე­თე­ლი კარ­გა ხნის მკვდა­რია და მი­სი გაც­ნო­ბა ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბაო? ყვე­ლა წა­მი აახ­ლო­ებს სკან­დალს. ალ­ბათ, ასეთ წუ­თებ­ში ღმერ­თი ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს და დი­რექ­ტორ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ძებ­ნა იმ სი­ტუ­ა­ცი­ის­თ­ვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი პა­სუ­ხი: მან ხე­ლი მოჰ­კი­და ლეო ესა­კი­ას, მო­ხე­ლეს წა­რუდ­გი­ნა და უთხ­რა, - ეს გახ­ლავთ ფილ­მის ავ­ტო­რიო. მო­ხე­ლე მო­ეხ­ვია ლე­ოს, გულ­ში ჩა­იკ­რა, მე­რე მხარ­ზე გა­დახ­ვია ხე­ლი და ასე სა­უ­ბარ-სა­უბ­რით გა­ვიდ­ნენ დარ­ბა­ზი­დან. რა­ზე ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ, ეს ჩვენ უკ­ვე აღარ გვეს­მო­და..."
"ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" ლეო ესა­კი­ას ბო­ლო რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო. ის რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, 77 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რ­ძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

ანა კა­ლან­და­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს

მეფის რუსეთი ამქრობის ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო

ის საკუთარ ჯანმრთელობასა და ხმაზე ნაკლებად ზრუნავდა

არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი დი­ნას­ტი­ე­ბი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან


ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­თა დი­დი ნა­წი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სათ­ვის" შექ­მ­ნილ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს


და რა გზით მოაგროვა უმაღლესი განათლების მისაღები ფული

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს არაჩვეულებრივი იტორიებიდან

"გერ­მა­ნელ ქა­ლებს მი­სი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც ექ­ს­ტა­ზი ეუფ­ლე­ბო­დათ"

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი