რატომ იჯდა ციხეში პირველი ქართული ოპერებისა და ქართული მხატვრული ფილმის რეჟისორი
font-large font-small
რატომ იჯდა ციხეში პირველი ქართული ოპერებისა და ქართული მხატვრული ფილმის რეჟისორი

"აკაკი წერეთელმა ახალგაზრდა ხელოვანს გვარის გამო დასცინა"


პირველი ეროვნული ოპერებისა და პირველი ქართული მხატვრული ფილმის ავტორი, ალექსანდრე წუწუნავა ბავშვობიდან ხელოვნებით იყო გატაცებული. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მან შეძლო არაერთი მიმართულებით გამხდარიყო "პირველი".


წინაპრები
გურიაში, სოფელ ციხისძირში 1881 წლის 28 იანვარს, 100 წელს მიტანებულმა ალექსანდრე თაყაიშვილმა შვილიშვილის დაბადება კაჟიანი თოფის თორმეტჯერ გასროლით აღნიშნა და შვილიშვილს თავისი სახელი დაარქვა. ამ კაცს ახალგაზრდობაში არაერთი საინტერესო და რომანტიკული თავგადასავალი ჰქონია, მათ შორის - დაოჯახების ამბავიც. თავის დროზე ალექსანდრეს თავად ნაკაშიძის ქალი ჰყვარებია, რომელიც მოიტაცა და მასთან ერთად რამდენიმე დღე ლიხაურის ციხეში გამოიკეტა. სასიმამრო მიუვარდა და ქალიშვილის უკან დაბრუნებას შეეცადა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი სიძე-სიმამრის ქეიფით დასრულდა. მოგვიანებით, ალექსანდრესა და მატას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ეკატერინე დაარქვეს. ის ადრეული ასაკიდანვე შენიშნა ალექსანდრეს მომავალმა სიძემ - რაჟდენმა. გოგონა დანიშნა და მოგვიანებით, ცოლადაც შეირთო.


დაწყებითი განათლება
რაჟდენსა და ეკატერინეს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. განათლებული წყვილი იყო და ოჯახში წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ, შვილი ალექსანდრე ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს. ბავშვს ზედმეტად მკაცრი გარემო დახვდა. "გამარუსებელი პოლიტიკა" ქართულად ლაპარაკს კრძალავდა და ამის გამო, მოსწავლეებს სასტიკად სჯიდნენ... ერთ დღეს ოზურგეთს გოდფრუას ცირკი ესტუმრა. როცა ეს ამბავი ალიოშამ (ასე ეძახდნენ ალექსანდრეს) შეიტყო, მეგობრებს უთხრა და ბავშვები ცირკში უნებართვოდ წავიდნენ, მაგრამ იქ მისვლა და მათი დაჭერა ერთი იყო - ბავშვებს ცირკის კართან ჩასაფრებული ელოდა ერთ-ერთი მაწავლებელი. მან ალიოშას ხელი ჩაავლო. მოსწავლემ მასწავლებელი ხელის კვრით მოიშორა, დაუძვრა, ხალხს შეერია და მეგობრებთან ერთად, სანახაობას ბოლომდე დაესწრო. მეორე დღეს მასწავლებელს მოსწავლეების გამოტეხა არ გასჭირვებია, მათ მალევე აღიარეს, რომ ცირკში წასვლის იდეა ალიოშამ გამოთქვა. "ჰა, რას იტყვი, ვაჟბატონო, კარგია ცირკი?" - მიუბრუნდა ალექსანდრეს მასწავლებელი. "ძალიან", - უპასუხა მან. "ჩემი არ გეშინია?" - "არა" - იყო პასუხი. "აი, თუ არ გეშინია"... - გაბრაზდა მასწავლებელი და მოსასხამის ქვეშ დამალული შოლტი ბავშვს სახეში გაარტყა. ალექსანდრეს ლოყა გაუსკდა და სიმწრისგან გულწასული ძირს დაეცა. "...მართალია, დამსაჯა ტირანმა მასწავლებელმა, მაგრამ ცირკისადმი მისწრაფება გულიდან ვერ აღმომიფხვრა. სამაგიეროდ, მისდამი ზიზღი სიკვდილამდის შემრჩა", - იგონებდა მოგვიანებით ალექსანდრე წუწუნავა.
15 წლის ალექსანდრეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საქმიანობას თეატრში გააგრძელებდა. ამავე პერიოდში, ის არაერთ წარმოდგენაში მონაწილეობდა და ზაფხულობით ლიხაურსა და მეზობელ სოფლებში წარმოდგენებს მართავდა. ოჯახის წევრები ურჩევდნენ, თავი დაენებებინა "წანწალისთვის" და სწავლა გაეგრძელებინა. "არა, შვილო, არ გვიყო ეს საქმე" - უთხრა ერთხელაც შვილს რაჟდენმა და ალექსანდრემაც, საბუთები თბილისის საოსტატო (სამასწავლებლო) ინსტიტუტში შეიტანა.


რევოლუცია და მეტეხის ციხე

ორწლიანი სწავლების შემდეგ, ალექსანდრემ სწავლა მიატოვა და 1900 წელს თეატრალურ ცხოვრებაში საბოლოოდ ჩაება. ჯერ თბილისში, ე.წ. ავჭალის აუდიტორიაში მუშაობდა, შემდეგ ქუთაისში - ლადო მესხიშვილის დასში, ბოლოს კი ისევ დედაქალაქში დაბრუნდა და 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება.
თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, 1901 წელს ალექსანდრე სამხედრო სამსახურის მოსახდელად გაიწვიეს. საექიმო კომისიამ ის ჯანმრთელობის სისუსტის გამო დაიწუნა, მაგრამ კანცელარიის უფროსმა სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების დამადასტურებელი საბუთი მაინც არ მისცა. ალექსანდრე შეეპასუხა, რის გამოც დააკავეს და კომენდანტის საკანში გამოამწყვდიეს. ქრთამისა და გავლენიანი ნათესავების წყალობით, ალექსანდრე ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობის ვადა მოიხადა თუ არა, ბათუმში გაემგზავრა. სურდა, ფული შეეგროვებინა და სწავლა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში გაეგრძელებინა. ალექსანდრემ ბათუმში წარმოდგენები გამართა, შემოსული თანხით გამგზავრება დაგეგმა, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. ერთ დღეს, რევოლუციურ მოძრაობაში ჩართული ალექსანდრე ოზურგეთში, სხვებთან ერთად შეიპყრეს და თბილისში მეტეხის ციხეში მოათავსეს. იმ დროს მეტეხის ციხე პატიმრებს ვერ იტევდა, უადგილობის გამო ალექსანდრე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ქალების განყოფილებაში ჩასვეს. თითქმის 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ალექსანდრე წუწუნავა მოსკოვში გაემგზავრა, იქაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, მაგრამ როცა რევოლუცია დამარცხდა, დაპატიმრებას რომ გადარჩენილიყო, სამშობლოში დაბრუნდა.


აკაკი

წუწუნავა თეატრში მუშაობაზე ოცნებობდა, მაგრამ არ იცოდა, ამ საკითხის მოსაგვარებლად ვისთვის მიემართა... "...გოლოვინის პროსპექტზე აკაკის მოვკარი თვალი და ავე­დევნე. ვიცოდი, ახლოს იდგა თეატ­რთან... ბოლოს ვერცხლის ქუჩაზე ჩაუხვია და ორსართულიან პატარა სახლში შევიდა. ეს სახლი სასტუმრო გამოდგა. მოსამსახურის პირით ვთხოვე მიღება. მიღება დამინიშნა მეორე დღეს, დილის ცხრა საათისთვის. დანიშნულ დროზე მართლა მიმიღო, ამხედ-დამხედა. შევატყვე, არ მოვეწონე...
გაიოცა: პირველად ვხედავ, რომ ქართველი პუნქტუალურად ასრულებდეს დავალებას. გამიხარდა, ავშენდი-მეთქი. მთხოვა, დაჯექიო. შემდეგ მეკითხება:
- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ საკვირველია, ასეთი გვარი სად იშოვეთ? ნუთუ, წუწუნავაზე უკეთესი სხვა ვერ გამონახეთ? - ჩაიცინა. მეც გავიცინე, მაგრამ ვაი ამ სიცილს! თხოვნის ხალისი დამეკარგა. სასხვათაშორისოდ მოვახსენე, თეატრში შესვლა მინდა, მსახიობად-მეთქი.
- რა საოცარი ამბავია, ვინც გინდა, არ გინდა, თეატრში შესვლას აპირებს, თუნდაც საამისოდ არავითარი მოწოდება არ ამოქმედებდეს, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, გამგეობას მოველაპარაკები. ხვალზევით შემოიარეთ ამ დროზე და პასუხს დაგახვედრებთ.
აკაკი ჩაის მიირთმევდა, მიმიპატიჟა. მადლობა გადავუხადე, წამოველ. აღარც მივსულვარ პასუხისთვის. ნათელი იყო, ჩემთვის თავს არ აიტკივებდა და თუნდაც გამგეობას ცალყბად მოლაპარაკებოდა, მაინც არაფერი გამოვიდოდა".

GzaPress
ახდენილი ოცნება
ერთი წლის შემდეგ ალექსანდრე ისევ მოსკოვში დაბრუნდა და სამხატვრო თეატრის სტუდიაში, სარეჟისორო ფაკულტეტზე შევიდა. ოთხწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და ორი წლის განმავლობაში, ჯერ ჭიათურაში დგამდა სპექტაკლებს, მერე კი თბილისში ჩამოვიდა და პირდაპირ სახალხო თეატრს მიაშურა. ზუბალაშვილების სახალხო სახლში წუწუნავამ 150-ზე მეტი ქართული, რუსული და ევროპული პიესა დადგა და ამ სპექტაკლებს ყოველთვის ბევრი ხალხი ესწრებოდა.
ალექსანდრე წუწუნავა, ერთ-ერთი პირველი პროფესიული რეჟისორი, 1914 წელს ქართულ დრამატულ თეატრში მთავარ რეჟისორად მიიწვიეს, თუმცა, მან იქ მხოლოდ ერთი სპექტაკლის დადგმა მოასწრო. "მსხვერპლის" პრემიერიდან მეორე დღეს, თეატრს ცეცხლი გაუჩნდა და რეჟისორის სამომავლო გეგმებიც თეატრის შენობასთან ერთად დაიფერფლა...


ოპერისა და ბალეტს თეატრი

1918 წელს მან შემოთავაზება მი­­იღო ოპერის თეატრის ხელმძღვა­ნელობისგან, სადაც ის ჯერ კომისრად დანიშნეს და შემდეგ - თეატრის დირექტორად. რეჟისორი მემუარებში წერს: "თეატრი აუტანელ მდგომარეობაში დამხვდა. იქ ათასნაირი ჯურის ორგანიზაციას მოეყარა თავი. სრული ანარქია იყო".
სახელმწიფო სამსახურებიდან დახმარება რომ ვერ მიიღო, წუწუნავა კერძო პირების მეშვეობით შეეცადა, ოპერაში ნორმალური სამუშაო პირობები აღედგინა და მცდელობამ გაამართლა. იმ დროს ქართველი თეატრალები ეროვნული ოპერის დადგმაზე ოცნებობდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა - "აბესალომ და ეთერი" ნაწყვეტ-ნაწყვეტ იდგმებოდა სხვადასხვა სცენაზე. მისი სრულად განხორციელება კი წუწუნავამ მოისურვა და საზოგადოებას ამ სპექტაკლის პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, 1918 წლის 21 თებერვალს შესთავაზა. იმავე წლის 11 ნოემბერს კი მეორე ქართული ოპერა, ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტე" დადგა.
"აბესალომ და ეთერი" ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობა. 1923 წლის 21 თებერვალს, როცა ეს ოპერა მეასედ დაიდგა, თეატრმა საზეიმოდ აღნიშნა ეს თარიღი და ყველა იმ მსახიობს, ვინც ასივე სპექტაკლში მონაწილეობდა, სამკერდე ნიშანი დაურიგა. ამ დროს სცენაზე ერთ-ერთი მაყურებელი ავიდა, "აბესალომ და ეთერის" ასივე სპექტაკლის შენახული ბილეთები წარმოადგინა და თქვა, მეც ამდენჯერ დავესწარი სპექტაკლს და სამკერდე ნიშანი მეც მერგებაო. თურმე, წუწუნავა მისმა სიტყვებმა ძალიან გაახარა და ერთგული მაყურებლისთვის სამკერდე ნიშანი მაშინვე გამონახა.


პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი

1912 წელს, ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმის - "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" გადაღების შემდეგ, ალექსანდრე წუწუნავამ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადასაღებად სცენარის წერა დაიწყო და 1916 წელს, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით, კინოფილმ "ქრისტინეს" გადაღებას შეუდგა. 1918 წელს დასრულებულ 50-წუთიან ფილმს მაყურებელი დიდი ინტერესით შეხვდა. მოგვიანებით, ამას მოჰყვა წუწუნავას სხვა ნამუშევრებიც: "ვინ არის დამნაშავე?" "ხანუმა", "ორი მონადირე" და "ჯანყი გურიაში".


რეჟისორის ფისო

ერთ-ერთი მეგობრის მოგონებებში, რომელსაც სურდა, რეჟისორი საზოგადოებისთვის შინაურ ყოფაში, "ხალათში" გაეცნო, ვკითხულობთ: "ალექსანდრე წუწუნავა მეტად ფაქიზი იყო, პეწენიკი. შინ და გარეთ თავს უვლიდა, რომ ღირსეულად გჩვენებოდათ. უსათუოდ გაპარსული, შეპუდრული და სურნელნაფრქვევი წარმოდგებოდა თქვენ წინ. ჰალსტუხს ასჯერ შეიხსნიდა და შეისწორებდა ხოლმე. მაგრამ ყველაზე მეტად შეყვარებული იყო თავის თმაზე, რომლის ვარცხნილობა და სურნელით გაჟღენთა ერთგვარ მღვდელმსახურებასავით უნდა ჩაეტარებინა.
აი, მიხვალთ სტუმრად. მასში ყოველთვის გულუხვ მასპინძელს დაინახავდით. ვიდრე კაბინეტიდან გამოვიდოდა, ყველაფერს შეისწორებდა, მოგესალმებოდათ და სავარძელს შემოგთავაზებდათ. თვითონაც ახლოს ჯდებოდა მეორე სავარძელში, რომლის გვერდით იდგა პატარა მრგვალი მაგიდა რადიოთი. აქ, ამ რადიოსთან უძრავი სახით მჯდარ მშვენიერ "ფისოს" შენიშნავდით, აგურისფერს, თეთრხალას, გაფუებული ბეწვიანი კუდით, ლამაზი თათებით, მილულული თვალებით. მაშინვე შეატყობდით, რომ ფისო ალიოშას ნებიერი იყო. იგრძნობდა თუ არა ფისო ახლა სტუმარი და მასპინძელი საუზმეს შეუდგებიანო, ისე ფრთხილად ისკუპებდა და ალიოშას მხარზე მოკალათდებოდა, რომ რადიოს არც კი შეანძრევდა. ალიოშა სტუმარზე ადრე, ფისოს უმასპინძლდებოდა და ლამაზად გამოწვდილ თათში ნაირ-ნაირ საჭმელს ულაგებდა"...
ასაკში შესული ალექსანდრე წუწუნავა სულ უფრო მეტ დროს ატარებდა ასეთ გარემოში. სტუმრად მისულებს თავის წინაპრებზე, ბავშვობაზე, გურულ ფირალებზე, სპექტაკლებზე, ფილმებსა და უმეტესწილად, ოპერებზე ესაუბრებოდა. სამწლიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ალექსანდრე წუწუნავა 1955 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი