სად მუშაობდა ბაავშვობაში დიმიტრი არაყიშვილი
font-large font-small
სად მუშაობდა ბაავშვობაში დიმიტრი არაყიშვილი
და რა გზით მოაგროვა უმაღლესი განათლების მისაღები ფული


ქართულ მუსიკაში არ არსებობს ჟანრი, კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილს კვალი რომ არ დაეტოვებინოს. ის ავტორია პირველი ქართული ლირიკული ოპერისა - "თქმულება შოთა რუსთაველზე", რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე თითქმის ერთდროულად დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერისა" და ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტესთან" ერთად. არაყიშვილმა არაერთი რომანსი შექმნა, ტექსტებად კი ბევრი პოეტის სხვადასხვა ჟანრის ლექსი გამოიყენა. თუმცა, ის მაინც ლირიკულ ლექსებს ანიჭებდა უპირატესობას. ქართველებიდან გიორგი ქუჩიშვილი უყვარდა, ხოლო რუსი პოეტებიდან: პუშკინი, ფეტი, დავიდოვი...


სამშობლოდან შორს გადახვეწილი არაყიშვილები

ეგნატე არაყიშვილისა და ანა სინაურიძის მრავალშვილიან ოჯახში დიმიტრი 1873 წლის 11 თებერვალს, ვლადიკავკაზში დაიბადა. ოჯახი გარეუბანში ცხოვრობდა, ბოსტანში მოყვანილ ჭირნახულს ბაზარზე ყოდდა და ხუთ შვილს ასე არჩენდა.
არაყიშვილები წარმოშობით ქართლელები არიან. მომავალი კომპოზიტორის პაპა - თედო პეტრე ბაგრატიონის ძმის ყმა იყო. ნოღაელებთან ბრძოლის დროს თედო ტყვედ ჩავარდა, ბოლოს მოზდოკში დასახლდა, იქვე დაოჯახდა და ას წელიწადზე მეტხანს იცოცხლა. ასე აღმოჩნდნენ დიმიტრი არაყიშვილის წინაპრები სამშობლოსგან მოშორებით. მომავალი კომპოზიტორის მამაც იქვე აღიზარდა, მაგრამ დაოჯახების შემდეგ ვლადიკავკაზის გარეუბანში დასახლდა.
"ჩემს მშობლებს სასკოლო განათლება არ ჰქონდათ, მაგრამ ძალიან უყვარდათ ლიტერატურა. მამაჩემი ფეხით წავიდა ვლადიკავკაზიდან თბილისში, რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" შესაძენად. მახსოვს, მძიმე სამუშაოსგან თავისუფალ დროს რა სიამით ვკითხულობდით სახლში ამ ნაწარმოებს...

გაჭირვება
დიმიტრი არაყიშვილმა ბავშვობიდან ცხოვრების მძიმე და ძნელი გზა გაიარა. შავი პური, ყველი და მწვანილი - ასე იკვებებოდნენ ის და მისი და-ძმები. 9 წლის დიმიტრი ყოფილ ჯარისკაცს, გვარად დობროვოლსკის მიაბარეს, რომელიც თვეში ათ შაურად რუსულ ანბანს ასწავლიდა. უსახსრობის გამო, არაყიშვილმა მხოლოდ სამკლასიანი სკოლა დაამთავრა. საარსებო საშუალების მოსაპოვებლად სხვადასხვა საქმეს ჰკიდებდა ხელს. იმავდროულად, საეკლესიო გუნდში გალობდა, თუმცა, იქ მხოლოდ ერთი წელი გაატარა. "ერთმა ჩემმა მეგობარმა დამღუპა, ეკლესიაში გალობის დროს რაღაც მითხრა, მე ავფრუტუნდი, რეგენტმა დამიყვირა, გაეთრიე აქედან, არამზადავ! და გამაგდო გუნდიდან", - იგონებდა მოგვიანებით არაყიშვილი. გუნდის წევრებს თვეში მანეთ-ნახევარს უხდიდნენ, გარდა ამისა, თუ პანაშვიდებზე იგალობებდნენ, 20-25 მანეთს ჩუქნიდნენ.
მართალია, დიმიტრი ბავშვობიდან მუშაობდა, მაგრამ მუსიკაზე ოცნება ყოველთვის თან სდევდა. მას შემდეგ კი, რაც მან დიმიტრი აღნიაშვილის გუნდის კონცერტი იხილა, გრძნობა გაუორმაგდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა 1888 წელს, მისი ძმა არმავირში გადავიდა სამუშაოდ და დიმიტრიც წაიყვანა. დიმიტრიმ იქ ერთ მდიდარ სომეხთან, მაღაზიის ნოქრად დაიწყო მუშაობა. არმავირში 14-16-საათიანი შრომით ქანცგაწყვეტილი წიგნის საკითხავად მაინც იცლიდა. 1890 წელს გიორგიმ ძმა ეკატერინოდარში მოაწყო ნოქრად. იქ ქსოვილების მაღაზიაში მუშაობდა, სადაც წინა სამსახურთან შედარებით, ოდნავ უკეთესი პირობები ჰქონდა. ასეთი მძიმე ცხოვრების გამო, მისი მუსიკალური ნიჭი გვიან გამოვლინდა. არაყიშვილმა ოცი წლის ასაკში გამოაქვეყნა პირველი ნაწარმოებები - "ქართული ცეკვა", ფსევდონიმით "საწყალიშვილი". როდესაც მან თავისი ნამუშევარი დაბეჭდილი იხილა, დიდი სურვილითა და წვალებით შეგროვილი 2.000 მანეთით სასწავლებლად მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა.

ოჯახური "კომპოზიცია"GzaPress
1894 წელს დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვის ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებული უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტი გახდა. რამდენიმე წელიწადში მას პეტერბურგისა და მოსკოვის მუსიკალურ წრეებში უკვე ნიჭიერი მუსიკოსის სახელით იცნობდნენ. მან მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ მუსიკალურ ეთნოგრაფიულ კომისიასთან ერთად, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ფოლკლორის კვლევა დაიწყო და ამავე მიზნით, საქართველოსაც ესტუმრა. არაყიშვილმა 4 დიდი ეთნოგრაფიული ექსპედიცია მოაწყო საქართველოს ცენტრალურ რაიონებში. თითქმის მთელი საქართველო მოიარა, 500-ზე მეტი ხალხური სიმღერა ჩაწერა და ეს ძვირფასი მასალა ოთხ კრებულად გამოსცა.
1904 წელს დიმიტრი მატრონა კუპრიანოვაზე დაქორწინდა. ცოლ-ქმარს ექვსი შვილი შეეძინა: გიორგი, ალექსანდრე, ნინო, თამარი, შოთა და დიმიტრი. პირველი სამი შვილის დაბადების შემდეგ, კომპოზიტორი თავის ერთ-ერთ მეგობარ ანა ქურუმიძეს სწერდა: "არავითარ კომპოზიციას არ ვეწევი, ვინაიდან ვცხოვრობ ორ ოთახში, სამ პატარა ბავშვთან ერთად. დილიდან საღამომდე აქ ისეთი "კომპოზიცია" მიდის, რომ თავი ყუმბარას ემსგავსება. ერთ ოთახს ვაქირავებთ. სიძვირისა და უწესრიგობის გამო ვიტანჯებით. კიდევ კარგი, იანვრიდან ვღებულობ ზუბალაშვილების სტიპენდიას, თვეში 50 მანეთს"...

ოპერა
დიმიტრი არაყიშვილს ოპერა - "თქმულება შოთა რუსთაველზე" 1914 წელს უკვე მზად ჰქონდა. ოპერის წერა რომ დაამთავრა, კომპოზიტორმა პარტიტურა აკინძა და ეს ერთადერთი ხელნაწერი შესანახად "მოსკოვის ქართულ საზოგადოებას" გადასცა. ორი წლის შემდეგ, წერილი მისწერა თბილისის სახაზინო საოპერო თეატრის ანტრეპრენიორ სერგო ევლახოვს (ევლახიშვილი), რომელსაც აცნობა თავისი ოპერის დამთავრება და გამოთქვა სურვილი, რომ ოპერა თბილისის თეატრის სცენაზე დაედგათ. პასუხი არ გასცეს... ამის შემდეგ იმავე თხოვნით, არაყიშვილის თბილისელმა მეგობრებმა უკვე პირადად მიმართეს ევლახოვს, მაგრამ მისგან ასეთი პასუხი მიიღეს: "თუ არაყიშვილი შემოიტანს თეატრის სალაროში ამ ოპერასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებელ თანხას 2 ათას მანეთს, მაშინ დავდგამთ მის ოპერას". ბუნებრივია, ეს თანხა არაყიშვილს არ ჰქონდა, ამიტომ ნოტები გვერდზე გადადო.
ამ ოპერის პრემიერა 1919 წლის 5 თებერვალს მაინც გაიმართა. ცნობისათვის, ავტორმა ოპერა ანტონ ფურცელაძის მიერ ჩაწერილი ლეგენდის საფუძველზე შექმნა, რომელსაც არაყიშვილი ახალგაზრდობაში გაეცნო: "19 წლის ვიყავი, როდესაც წავიკითხე ფურცელაძის "ლეგენდა შოთა რუსთაველზე". იმდენად გამიტაცა, რომ გადავწყვიტე ამ სიუჟეტზე ოპერის დაწერა". მაშინ წერა კი დაიწყო, მაგრამ მალევე შეწყვიტა. მოსკოვის ფილარმონიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი კვლავ მიუბრუნდა ნოტებს და ლიბრეტოც თავად შექმნა.
"თქმულების" პრემიერამ ქართული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კომპოზიტორს დიდი აღიარება მოუტანა. ამას ხელი შეუწყო რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას დადგმამ და იმ დროს გამოჩენილი მომღერლების: ვანო სარაჯიშვილის, ოლღა ბახუტაშვილი-შულგინას და სანდრო ინაშვილის მონაწილეობამ.
მოგვიანებით კი, ფილმში "ჯურღაის ფარი" სიკო დოლიძემ და დავით რონდელმა, სხვა კომპოზიტორების შემოქმედებასთან ერთად, უხვად გამოიყენეს არაყიშვილის მუსიკა ოპერიდან - "თქმულება შოთა რუსთაველზე". ამ სურათის ავტორები, მონაწილეები და დიმიტრი არაყიშვილი სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდნენ.


საქმიანობა
კომპოზიტორის ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის გახლდათ, რომ ის მოსკოვის არქეოლოგიურ ინსტიტუტშიც სწავლობდა, სადაც ხელოვნების ისტორიას, არქეოლოგიას, გეოლოგიას, რუსულ საეკლესიო მუსიკის ისტორიას და სხვა საგნებს ეუფლებოდა. 1917 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და სწავლული არქეოლოგიის ხარისხი მიენიჭა, ხოლო მისმა ნაშრომმა ოქროს მედალი დაიმსახურა.
როცა არაყიშვილი სამშობლოში დაბრუნდა, სწორედ იმ პერიოდში ქართული მუსიკის აღმავლობის ხანა დაიწყო. თბილისში მას არც ნათესავები ჰყავდა და არც ახლობლები, რომლებიც დიმიტრის და მის ოჯახს გვერდში დაუდგებოდნენ. კომპოზიტორს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ შესთავაზა, ბინა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, საეკლესიო გუნდის ლოტბარის სახლში დაედო. ხელმოკლეობის გამო, არაყიშვილს ბინის დაქირავების საშუალება არ ჰქონდა და კათოლიკოსის წინადადებას დათანხმდა. 1919 წლის 16 მაისს, თბილისის საოპერო თეატრის შენობაში ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გაიმართა. გუნდს არაყიშვილი ლოტბარობდა. ამის შემდეგ არაყიშვილი პირველი ქართული კაპელის მხატვრული ხელმძღვანელი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პირველი თავმჯდომარე ხდება. მანვე დააარსა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ქართული მუსიკალური ფოლკლორის განყოფილება, ხოლო 1921 წელს მეორე კონსერვატორია თბილისში. 1926-1930 წლებში არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის (1923 წელს ორივე კონსერვატორია გაერთიანდა) რექტორი, კათედრის გამგე და საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი.
არაყიშვილის მთავარი საზრუნავი იყო "ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებასთან" დაარსებული სკოლა, რომელსაც ჯერ ზაქარია ფალიაშვილი ედგა სათავეში და შემდეგ - დიმიტრი არაყიშვილი დირექტორობდა. ინვენტარის შესაძენად თანხა არ ჰქონდათ, არაყიშვილმა და მისმა მოადგილემ, ილია აბაშიძემ სკოლის ახალი შენობა თბილისის გიმნაზიებისა და სხვა დაწესებულებების ძველი ავეჯით მოაწყვეს...


იუბილე

დიმიტრი არაყიშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ოპერისა და ბალეტის თეატრში რომ იმართებოდა, ის უკვე მძიმედ იყო ავად. ექიმები მას დასასვენებლად ლიკანში გამგზავრებას ურჩევდნენ, მაგრამ... ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე, თავის მეგობარ ლარისა ქუთათელაძეს სწერდა: "...ამჯერად ყველა საქმეს ჩამოვშორდი და ვისვენებ, არაფერს ვაკეთებ. მარტოკა დავეხეტები კინოთეატრებში. ჩემი თამარკა მოსკოვშია მივლინებით, ასე რომ, ჯერჯერობით სრულიად განმარტოებული ვარ. ნინუშკა მოდის ჩემთან, რათა ინსულინი შემიშხაპუნოს. შემდეგ სახლში ბრუნდება და ხშირად დავსეირნობ გამოცარიელებულ ბინაში, რადგან ჩემი ბიჭებიც თავის საქმეზე დარბიან. ასე მიედინება ყოველდღიური ჩემი, ვიტყოდი, უსიხარულო ცხოვ­რება, აღსავსე მხოლოდ შრომით, რომელშიც ვპოვებ შვებას. ვშიშობ, რომ ჩემს დისერტაციას შესანდობარი ლიტურგიით დავამთავრებ. ამიტომ, აქ წერტილი დავსვათ, რაც იყო, ვნახეთ, რაც იქნება, ვნახავთ".
საიუბილეო თარიღის შემდეგ, კომ­პოზიტორი სულ უფრო ცუდად გრძნობდა თავს. "ყოველდღე სიკვდილზე ვფიქრობ და ველი მას. დიდხანს ვეღარ გავაწევ"... - სწერდა იმავე მეგობარს სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე და ასეც მოხდა. დიმიტრი არაყიშვილი 1953 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
ხშირად დასახიჩრებული მოწინააღმდეგენი რომელიმე დუქანს ან სახლს მიაშურებდნენ, იქ კი ლხინი გათენებამდე გრძელდებოდა


ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს

კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი