"ვეფხის­ტყა­ოს­ნის" დამ­სუ­რა­თე­ბე­ლი მხატ­ვ­რე­ბი და პო­ე­მის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი
font-large font-small
"ვეფხის­ტყა­ოს­ნის" დამ­სუ­რა­თე­ბე­ლი მხატ­ვ­რე­ბი და პო­ე­მის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი


ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­თა დი­დი ნა­წი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სათ­ვის" შექ­მ­ნილ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს


დღეს­დღე­ო­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რე­ბი ხში­რად ქმნი­ან "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ავ­ტო­რი­სა თუ მი­სი პო­ე­მის გმი­რე­ბის პორ­ტ­რე­ტებ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ებს. ამას ადას­ტუ­რებ­და წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, 26 მა­ისს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბაც, რომ­ლის მთა­ვა­რი თე­მა შო­თა რუს­თა­ვე­ლი და მი­სი პო­ე­მა იყო. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში "მე რუს­თა­ვე­ლის ქვეყ­ნი­დან ვარ" დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­მა აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი მხატ­ვ­რის ნა­მუ­შე­ვა­რი სტენ­დებ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი იხი­ლა.



***
არა­ვინ იცის, რო­გო­რი იყო შო­თა რუს­თა­ვე­ლის "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" თა­ნად­რო­უ­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი. პო­ე­მის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ უძ­ვე­ლეს მი­ნი­ა­ტი­უ­რებს მხო­ლოდ XVII სა­უ­კუ­ნით ათა­რი­ღე­ბენ. XIX-XXI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შეს­რუ­ლე­ბულ ილუს­ტ­რა­ცი­ებ­სა და მათ ავ­ტო­რებს კი მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა იც­ნობს. "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" და­სუ­რა­თე­ბა­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ მხატ­ვ­რე­ბი: მი­ხაი ზი­ჩი, ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძე, თა­მარ აბა­კე­ლია, მო­სე თო­ი­ძე, უჩა ჯა­ფა­რი­ძე, ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე, ნა­თე­ლა იან­ქოშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ფეტ­ვი­აშ­ვი­ლი, მა­მია მა­ლა­ზო­ნია, ქე­თი მა­ტა­ბე­ლი, მა­მუ­კა ცეცხ­ლა­ძე, ირაკ­ლი ოჩი­ა­უ­რი და სხვა.
ალ­ბათ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შო­თა რუს­თა­ვე­ლის პორ­ტ­რე­ტი ხელ­ნა­წე­რი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­თა" და ფრთი­ა­ნი კალ­მით ხელ­შია აღ­ბეჭ­დი­ლი. პო­ე­ტის ეს სა­ხე XVII სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ხელ­ნა­წერს ერ­თ­ვო­და, თუმ­ცა, ცხა­დია ეს არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს რუს­თა­ვე­ლის ზუსტ პორ­ტ­რე­ტად. ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნის ქვრივს - თეკ­ლას თურ­მე ერ­თი ძვე­ლი ხელ­ნა­წე­რი "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" ჰქო­ნია, რომ­ლის წი­ნა გვერ­დ­ზეც შო­თა რუს­თა­ვე­ლის პორ­ტ­რე­ტი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს წიგ­ნი შემ­დეგ­ში მის ვაჟს - ალექ­სან­დ­რე ორ­ბე­ლი­ანს ეკუთ­ვ­ნო­და. რო­გორც ამ ხელ­ნა­წერ­ზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, 1853 წელს ალექ­სან­დ­რემ ის ძღვნად მი­ხე­ილ ვო­რონ­ცოვს გა­დას­ცა. მე­ფის­ნაც­ვალ­მა კი სუ­რა­თი მას­თან სტუმ­რად მყოფ ფრანგ მხატ­ვარს - ფლი­ერს პა­რიზ­ში გა­ა­ტა­ნა. მას პორ­ტ­რე­ტი ფე­რებ­ში უნ­და და­ე­ხა­ტა, გა­ემ­რავ­ლე­ბი­ნა და თბი­ლის­ში გა­მო­ეგ­ზავ­ნა. 1847 წელს მოყ­ვა­რულ­მა მხატ­ვარ­მა გრი­გო­რი გა­გა­რინ­მა პა­რიზ­ში ფრან­გუ­ლი ალ­ბო­მი გა­მოს­ცა სა­ხელ­წო­დე­ბით "მშვე­ნი­ე­რი კავ­კა­სი­ა", რო­მელ­შიც შო­თას აღ­ნიშ­ნუ­ლი პორ­ტ­რე­ტი შე­ვი­და, თუმ­ცა 1923 წლამ­დე ამ პორ­ტ­რე­ტის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით დე­და­ნი და­ი­კარ­გა, მაგ­რამ, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, ის პა­რი­ზი­დან კვლავ ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ალექ­სან­დ­რე ორ­ბე­ლი­ან­მა მი­ნი­ა­ტი­უ­რა გვა­რის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან პირს - გრი­გოლს გა­დას­ცა. გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი პორ­ტ­რე­ტი გი­ორ­გი ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და მი­სი მე­უღ­ლის მა­რი­ა­მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და. წყვი­ლის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ კი, ბევრ სხვა ნივ­თ­სა და ქო­ნე­ბას­თან ერ­თად, შო­თას მი­ნი­ა­ტი­უ­რა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის მა­მუ­ლე­ბი­სა და საქ­მე­ე­ბის გამ­გე­ბელ ყა­ზა­როვს ჩა­უ­ვარ­და ხელთ. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა პორ­ტ­რე­ტი ბა­თუმ­ში ჩა­ი­ტა­ნა და მი­სი გა­ყიდ­ვა ინ­გ­ლი­სე­ლე­ბის გემ­ზე გა­ნიზ­რა­ხა, მაგ­რამ ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შეძ­ლო - დრო­უ­ლად შე­ა­ჩე­რეს. თბი­ლი­სელ­მა ერთ-ერ­თი ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნემ, ვინ­მე მა­მუ­ლაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც არა­ერ­თი გან­ძი შეს­წი­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ზე­უმს, ამ მი­ნი­ა­ტი­უ­რის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კას გა­დას­ცა. შემ­დ­გომ კი პორ­ტ­რეტ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა.
მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნი­ლი რუს­თა­ვე­ლის ყვე­ლა პორ­ტ­რე­ტი, სწო­რედ თეკ­ლას ხელ­ნა­წე­რი "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" თავ­ფურ­ცელ­ზე და­ხა­ტუ­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რი­დან იღებს სა­თა­ვეს.

***GzaPress
XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ქარ­თ­ველ­მა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა გა­დაწყ­ვი­ტა. სწო­რედ იმ დროს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნ­გ­რე­ლი მხატ­ვა­რი მი­ხაი ზი­ჩი სტუმ­რობ­და. პო­ე­მის დამ­სუ­რა­თებ­ლად ზი­ჩი მი­იწ­ვი­ეს, რო­მე­ლიც ამ წი­ნა­და­დე­ბას მა­შინ­ვე და­თან­ხ­მ­და.
მი­ხაი ზი­ჩი 1827 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, უნ­გ­რეთ­ში, სო­ფელ ზა­ლა­ში დიდ­გ­ვა­რო­ვან ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­მა ად­რე გარ­და­ეც­ვა­ლა და უმა­მოდ დარ­ჩე­ნილ ძმებს დე­და მარ­ტო ზრდი­და. მო­მა­ვალ­მა მხატ­ვარ­მა ბავ­შ­ვო­ბი­სა და გიმ­ნა­ზი­ის წლე­ბი ზა­ლა­სა და ვეს­პ­რემ­ში გა­ა­ტა­რა. ხო­ლო იური­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ბუ­და­პეშ­ტ­ში ჩა­ვი­და. პა­რა­ლე­ლუ­რად ფერ­წე­რა­ში მომ­ზა­დე­ბა იტა­ლი­ელ მხატ­ვარ იაკობ მა­რა­ტო­ნის­თან და­იწყო, მაგ­რამ მი­ხაი ზი­ჩის დე­დას თა­ვი­სი წო­დე­ბის­თ­ვის შე­უ­ფე­რებ­ლად მი­აჩ­ნ­და შვი­ლის მხატ­ვ­რო­ბით გა­ტა­ცე­ბა და იურის­პ­რუ­დენ­ცი­ის უკეთ და­სა­უფ­ლებ­ლად ის ვე­ნა­ში გაგ­ზავ­ნა. ზი­ჩიმ იქაც მო­ძებ­ნა ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ფერ­დი­ნანდ-გე­ორგ ვალ­დ­მი­უ­ლე­რის მო­წა­ფე გახ­და. ხო­ლო 1844-1846 წლებ­ში ვე­ნა­ში ზი­ჩიმ თა­ვის პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­მარ­თა.
წლე­ბის შემ­დეგ ზი­ჩი რუ­სე­თის კა­რის მხატ­ვა­რი იყო, მაგ­რამ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ­მა მხატ­ვარ­მა სა­სახ­ლის ფუ­ფუ­ნე­ბას პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა არ­ჩია.
ზი­ჩის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნი­სა და "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" და­სუ­რა­თე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ­ც­თუ ისე ბევ­რია, ცნო­ბე­ბი რვა წლის მან­ძილ­ზე თბი­ლი­სის ქარ­თულ­სა და რუ­სულ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში "დრო­ე­ბა­სა" და "ი­ვე­რი­ა­ში­ა" გაბ­ნე­უ­ლი. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ზი­ჩი შო­თა რუს­თა­ვე­ლის "ვეფხის­ტყა­ო­სანს" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლამ­დე იც­ნობ­და და მის და­სუ­რა­თე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და. რო­ცა გა­დაწყ­და, რომ პო­ე­მა ზი­ჩის უნ­და გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა, იგი უკეთ გა­ეც­ნო ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბებს, ხა­სი­ათს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვალ კუთხე­ში იმოგ­ზა­უ­რა. თან მუ­დამ დაჰ­ქონ­და ალ­ბო­მი და მას­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას, იარაღ­სა და სხვა­დას­ხ­ვა ნივთს ინიშ­ნავ­და. მან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად პო­ე­მი­დან მთა­ვა­რი ად­გი­ლე­ბი გა­მო­ყო, სა­სურ­ვე­ლი ტი­პა­ჟე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ცოცხა­ლი სუ­რა­თე­ბის დად­გ­მას შე­უდ­გა. გა­რეგ­ნუ­ლად გა­მორ­ჩე­ულ მსა­ხი­ო­ბებს კოს­ტი­უ­მებს მო­არ­გებ­და, სა­ჭი­რო გა­ნა­თე­ბას მო­აწყობ­და, სცე­ნის უკან რო­მე­ლი­მე მსა­ხი­ო­ბი პო­ე­მი­დან შე­სა­ბა­მის ტექსტს კითხუ­ლობ­და, მა­ყუ­რე­ბე­ლი შემ­ს­რუ­ლე­ბელ­სა და მათ სა­მოსს აკ­ვირ­დე­ბო­და, ზი­ჩი კი ამ დროს ჩა­ნა­ხა­ტებს აკე­თებ­და.
თით­ქ­მის ორ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ცოცხა­ლი სუ­რა­თე­ბი­დან შექ­მ­ნი­ლი უამ­რა­ვი ნა­ხა­ტი მხატ­ვარ­მა და­სა­მუ­შა­ვებ­ლად პე­ტერ­ბურ­გ­ში წა­ი­ღო. 1885 წლის ზა­მთარ­ში მი­ხაი ზი­ჩიმ 12 ილუს­ტ­რა­ცი­ის ეს­კი­ზის ნაც­ვ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­სა­ფა­სებ­ლად 34 გა­მოგ­ზავ­ნა, რო­მელ­თაც თან ახ­ლ­და ბა­რა­თი: "გთხოვთ, მო­ექ­ცეთ ჩემს სუ­რა­თებს ისე, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლე­ბი უმან­კო ქალს მო­ექ­ცე­ვი­ან ხოლ­მე - ნა­ზად და სა­თუ­თად" ...მხატ­ვარ­მა ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი ქარ­თ­ველ ხალხს უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა.
1888 წლის "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ე.წ. ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი გა­მო­ცე­მა, მი­ხაი ზი­ჩის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბით თბი­ლის­ში 1270 ცა­ლი და­ი­ბეჭ­და. ერ­თი წიგ­ნის ფა­სი 15 მა­ნე­თი იყო.

***GzaPress
1934 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ჭი­ჭი­ნა­ძი­სე­უ­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი ქარ­თ­ველ მხატ­ვარ ლა­დო გუ­დი­აშ­ვილს ეკუთ­ვ­ნო­და. მან ბავ­შ­ვო­ბა ძვე­ლი თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტულ უბან­ში, ყა­რა­ჩო­ხე­ლე­ბი­სა და აშუ­ღე­ბის წრე­ში გა­ა­ტა­რა. ქუ­ჩა­ში ეროვ­ნულ ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლი თა­თა­რი, თურ­ქი, სო­მე­ხი, მა­ლა­კა­ნი და­დი­ო­და და პა­ტა­რა ლა­დოც ასეთ გა­რე­მო­ში იზ­რ­დე­ბო­და.
"მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი, არა­ფე­რი ვუნ­დერ­კინ­დუ­ლი ჩემ­ში არ იყო და მა­ინც, დე­და სულ იმა­ზე ოც­ნე­ბობ­და მხატ­ვა­რი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ყვე­ლა პი­რო­ბა შე­მიქ­მ­ნა სა­ა­მი­სოდ" - იგო­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი. ბავ­შ­ვო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ცხე­ნე­ბის ხატ­ვა მოს­წონ­და, რო­მელ­საც დე­დის მო­ტა­ნი­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი­დან იხა­ტავ­და. შემ­დეგ პორ­ტ­რე­ტე­ბის ხატ­ვა და­იწყო. "მახ­სოვს დავ­ხა­ტე რუს­თა­ვე­ლი, ერეკ­ლე II, პუშ­კი­ნი, ტოლ­ს­ტოი, ილია. რა თქმა უნ­და, სულ წიგ­ნე­ბი­დან და ჟურ­ნა­ლე­ბი­დან ვი­ხა­ტავ­დი"... სამ­ხატ­ვ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, III კურ­ს­ზე გე­ლა­თის ტა­ძარ­ში ექ­ს­კურ­სი­ა­ზე მყოფ­მა, ფრეს­კე­ბის მხატ­ვ­რო­ბის, ძვე­ლი ტაძ­რე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის უკეთ შეს­წა­ვა­ლა მო­ინ­დო­მა. იმ დროს ლა­დო ბევრს მუ­შა­ობ­და: მარ­თავ­და გა­მო­ფე­ნებს, და­საქ­მე­ბუ­ლი იყო თე­ატ­რ­ში კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვილ­თან, მო­ხა­ტა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის კა­ფე "ქი­მე­რი­ო­ნი", ასე­ვე ხე­ლო­ვან­თა თავ­შეყ­რის ად­გი­ლი - "ფან­ტას­ტი­კუ­რი ყა­ვა­ხა­ნა", ხა­ტავ­და ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ის ფრეს­კებს, თუმ­ცა მი­სი ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლო...
რო­ცა "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა, ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი უკ­ვე ცნო­ბი­ლი მხატ­ვა­რი იყო და პო­ე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე წე­ლი იმუ­შა­ვა. "ბევ­რი წიგ­ნის ილუს­ტ­რა­ცია გა­მი­კე­თე­ბია. რო­მელ­თა­გან გან­სა­კუთ­რე­ბით "სიბ­რ­ძ­ნე სიც­რუ­ი­სა", "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი" და ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბის თე­მებ­ზე შექ­მ­ნი­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი მიყ­ვარს", - აღ­ნიშ­ნავ­და შემ­დ­გომ მო­გო­ნე­ბებ­ში ლა­დო.

***GzaPress
მომ­დევ­ნო მხატ­ვა­რი, ვინც პო­ე­მა 1935-1937 წლებ­ში და­ა­სუ­რა­თა, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძე გახ­ლ­დათ. ის 1909 წლის 7 თე­ბერ­ვალს ახალ­ცი­ხე­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი სო­ლო­მონ ქო­ბუ­ლა­ძე ოფი­ცე­რი იყო და სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობ­და. დე­და - ნი­ნო ხუნ­და­ძე, კარ­გად ქსოვ­და და ქარ­გავ­და. სწო­რედ მან შე­უწყო ხე­ლი შვი­ლის ხატ­ვის ნი­ჭის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბას. მა­ლე ქო­ბუ­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი თბი­ლის­ში და­სახ­ლ­და, სა­დაც სერ­გომ სკო­ლა­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სკლი­ფა­სოვ­ს­კის სამ­ხედ­რო სკო­ლა­შიც და­იწყო სი­ა­რუ­ლი. შემ­დეგ სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად სულ სა­მი წლის და­არ­სე­ბუ­ლი იყო. მას აკა­დე­მი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი მის­ცეს - ფერ­წე­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის გარ­და, იგი სხვა ფა­კულ­ტეტ­ზეც ეს­წ­რე­ბო­და ლექ­ცი­ებს. სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძე ორი წლით მოს­კოვ­სა და ლე­ნინ­გ­რად­ში, ცნო­ბილ მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცულ ძველ ოს­ტატ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­საც­ნო­ბად გა­ემ­გ­ზავ­რა. იმ დროს ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლი, აპო­ლონ ქუ­თა­თე­ლა­ძე, იოსებ გა­ბაშ­ვი­ლი, თა­მარ აბა­კე­ლია და სხვა­ნი, უკ­ვე რე­გუ­ლა­რუ­ლად მუ­შა­ობ­დ­ნენ "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე. ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ­მა ილუს­ტ­რა­ცი­ებ­მა უილი­ამ შექ­ს­პი­რის ორ­ტო­მე­უ­ლი­სათ­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" გა­ფორ­მე­ბამ, რო­მე­ლიც კლა­სი­კურ, ჰე­რო­ი­კულ სტილ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მას დი­დი აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა. პო­ე­მის ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძემ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ, 25 წლის ასაკ­ში და­იწყო და რამ­დე­ნი­მე თვე­ში პო­ე­მის გა­სა­ფორ­მებ­ლად ნა­ხა­ტე­ბი უკ­ვე მზად ჰქონ­და. ვეფხის­ტყა­ოს­ნის ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი კი ტრე­ტი­ა­კო­ვის გა­ლე­რე­ა­ში, სხვა ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რე­ბის გვერ­დით მო­ა­თავ­სეს. ქარ­თ­ველ და უცხო­ელ ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­თა დი­დი ნა­წი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სათ­ვის" შექ­მ­ნილ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს და ძნე­ლია მათ არ და­ე­თან­ხ­მო.
1938 წელს სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძე სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში ხატ­ვის პე­და­გო­გად მი­იწ­ვი­ეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხატ­ვის კა­თედ­რის გამ­გედ აირ­ჩი­ეს. 1935-1958 წლებ­ში სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძეს სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. აკა­დე­მი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და ფერ­წე­რულ ტი­ლო­ებ­სა და სცე­ნის მხატ­ვ­რო­ბა­ზე. მან გა­ა­ფორ­მა სპექ­ტაკ­ლე­ბი თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის, რუს­თა­ვე­ლის, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რებ­სა და მოს­კო­ვის დიდ თე­ატ­რ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამ მხატ­ვ­რის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სა­ზე­ი­მო, მთა­ვა­რი ფარ­და, რო­მე­ლიც 1973 წელს შე­ნო­ბა­ში გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. ორი წლის წინ, თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით გა­დი­დე­ბუ­ლი სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძის ფარ­დის ას­ლის დამ­ზა­დე­ბა მო­ხერ­ხ­და. ის გერ­მა­ნი­ი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს და ამ­გ­ვა­რად ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რ­მა, თა­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი და­იბ­რუ­ნა.
და­ბო­ლოს, რო­ცა რუს­თა­ველ­სა და მის პო­ე­მა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, აუცი­ლებ­ლად უნ­და ვახ­სე­ნოთ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბიც, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი კო­ლექ­ცი­ის მფლო­ბე­ლი გუ­რამ ახა­ლაიაა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში შო­თა რუს­თა­ვე­ლის 850 წლის იუბი­ლე­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც 11 ივ­ნი­სამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა, წარ­მოდ­გე­ნი­ლია გუ­რამ ახა­ლა­ი­ას პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში და­ცუ­ლი 1712-2017 წლებ­ში დას­ტამ­ბუ­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნის" უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი და პო­ე­მის თარ­გ­მა­ნე­ბი.

ანა კა­ლან­და­ძე


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი