ხელოსნის წოდების "ატესტატი", ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა
font-large font-small
ხელოსნის წოდების "ატესტატი", ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა
ძველი თბილისის ამქრები

ძველად საქართველოსა და თბილისში, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელობის ცოდნას. სწორედ ამ მიზნით მშობლები რომელიმე ოსტატს თავიანთ შვილებს მცირე ასაკშივე აბარებდნენ, მომავალში რომ მათ თავის რჩენა შესძლებოდათ და როგორც ხშირად ამბობდნენ: "კაცი გამოსულიყო". მშობლების მიმართვა ოსტატებისადმი ასე ჟღერდა: "ძვალი ჩემი, ხორცი შენი _ გამიზარდე შვილი, ოსტატო!.." თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეგირდები არა მხოლოდ მატერიალურად გაჭირვებული, არამედ მდიდარი ოჯახის შვილებიც ხდებოდნენ. მდიდარი მამები წინდახედულობას იჩენდნენ და შვილს ოსტატს იმ მიზნით აბარებდნენ, რომ შესწავლილი ხელობა შესაძლო ცხოვრებისეული ძნელბედობის ჟამს თავის გასატანად გამოეყენებინათ.

ამქარი

ძველად მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანებას "ამქარი" ეწოდებოდა. "ჰამქარ" სპარ­სული სიტყვაა და თანამოსაქმეობას ნიშნავს. ეს ტერმინი საქართველოში XVIII საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა და "ამქარმა" სიტყვები "ასნაფი" და "თაბუნი" ჩაანაცვლა. აღმოსავლეთის მაჰმადიანურ ქალაქებში ამქრული ორგანიზაციები ჯერ კიდევ VIII საუკუნეში არსებობდა. ასეთივე ორგანიზაციები IX საუკუნიდან ბიზანტიის ქალაქებშიც ფუნქციონირებდა. მართალია, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ამ საკითხზე არავითარ ცნობებს არ გვაწვდის, მაგრამ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ამქრული ორგანიზაციები ამავე პერიოდში წარმოიშვა.
ხელოსნების თითოეულ დარგს საკუთარი ამქარი ჰყავდა. ამქრებს თბილისში ცალ-ცალკე ქმნიდნენ: ხუროები, მეპურეები, ზეინკები და ა.შ. ამ სხვადასხვა დარგის ხელოსნებს ცალ-ცალკე ქუჩები ეკავათ.

XIX საუკუნის პირველი წლების შესახებ კლაპროტი წერდა: "თბილისის ბაზარზე... სხვადასხვა დარგის ხელოსნებია. ერთი ქუჩა მხოლოდ მეფეხსაცმელეებს უჭირავთ, მეორე მექუდეებს, მჭედლებს, ზეინკლებს, ოქრომჭედლებს, იარაღის მკეთებლებს. ყველანი აქ მუშაობენ ყველას თვალწინ". ამ ორგანიზაციაში შესვლა განურჩევლად წოდებისა ყველას შეეძლო. ამქარს ჰყავდა თავისი გამგეობა, რომელსაც განაგებდა უსტაბაში, ანუ ოსტატების თავი _ თავმჯდომარე. უსტაბაშებს კენჭისყრით ირჩევდნენ, თუმცა, მათი "მმართველობის" ვადა განსაზღვრული არ იყო. უსტაბაშების თანამდებობაზე დიდხანს დარჩენა დამოკიდებული იყო მის უნარსა და ავტორიტეტზე, რომელსაც ის ამქრებს შორის იძენდა. ზოგიერთი უსტაბაშად სიკვდილამდეც რჩებოდა. მათ ხელოსანთა ორგანიზაციებზე დიდი გავლენა ჰქონდათ. უსტაბაშის მოვალეობაში შედიოდა ამქარზე ზედამხედველობა და მეთვალყურეობა, რომ ხელოსანთა ცხოვრებაში წესიერება არ დარღვეულიყო. უსტაბაშს პატივს სცემდნენ და მის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგებოდნენ. ხშირად უსტაბაში ამქრის წევრის ოჯახურ, ცოლ-ქმარს შორის გამართულ დავაშიც კი ერეოდა. მას და-ძმას ან მეზობლებს შორის გამწვავებული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უხმობდნენ. თუ რომელიმე მხარე გაჯიუტდებოდა და უსტაბაშის განაჩენს არ დაემორჩილებოდა, დამნაშავის დასასჯელად არსებობდა "იოლი", ანუ ფულადი ჯარიმა, რაშიც უსტაბაშის მიერ ამქრის წევრის დუქნის გამოკეტვაც იგულისხმებოდა, სანამ დამნაშავე ჯარიმას არ გადაიხდიდა. სასჯელის მეორე საფეხური იყო ამქრის დამნაშავე წევრთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, ანუ "ბოიკოტი", ხოლო მესამე სასჯელი ამქრიდან გარიცხვას გულისხმობდა.

დროშა და წესდება


ყველა ამქარს თავისი საკუთარი დროშა ჰქონდა, რომელზეც გამოსახული იყო ფირი, ანუ გერბი, ემბლემა. ეს ფირი წარმოადგენდა ამქრის სიმბოლოს. თითოეულ ამქარს თავისი მფარველი წმინდანი ჰყავდა. მაგალითად, ხარაზების დროშაზე გამოსახული იყო ელია (ილია წინასწარმეტყველი), დაბღებისაზე ღვთისმშობელი, სირაჯებისაზე ნოეს კიდობანი და სხვა. ხუროებმა, ხარაზებმა და დურგლებმა თავიანთ დროშას შემდეგ მტრედიც მიუმატეს.
ამქრის უმეტესმა ნაწილმა "წიგნი არ იცოდა", წერა-კითხვის უცოდინარ ხელოსნებს საკუთარი ნიშნები ჰქონდათ, რომლითაც საკუთარ "ბუღალტერიას" აწარმოებდნენ და ჯვარედინი, სწორი, მრუდე ხაზითა და სხვა ნიშნებით მანეთებსა და თუმნიანებს აღნიშნავდნენ.

თითოეულ ამქარს საკუთარი წესდება ჰქონდა, სადაც მკაცრად იყო დაცული კოლეგიალობა, რაც იმას გულისხმობდა, რომ ამქრის წევრი ხელს არ ახლებდა მეგობრის მიერ დაწყებულ სამუშაოს. მაგალითად, ერთი თერძის მიერ დახაზულ და დაჭრილ ახალუხს მეორე არ შეკერავდა და ა.შ. ასევე აკრძალული იყო შეგირდისა და ქარგლის გადაბირება.
ამქრის წევრების მოვალეობას შეადგენდა გარდაცვლილი მეგობრის დაკრძალვაც ამქრის ხარჯით. როცა ამქრის რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა, იმ ხელობის დუქნები პატივისცემის ნიშნად იკეტებოდა და თავს გარდაცვლილის ოჯახში იყრიდნენ. ასევე უძველესი დროიდან, ქალაქში გავრცელებული სხვადასხვა ეპიდემიის დროს, ამქრები თბილისში რჩებოდნენ და ავადმყოფებსა და მკვდრებს ჰპატრონობდნენ. ამქრის წესდებაში აღნიშნული იყო ქვრივ-ობოლთა მოვლა-პატრონობაც, რომელსაც ისინი ყოველთვის ასრულებდნენ.

შეგირდი


ოსტატთან მიბარებული შეგირდი, ვიდრე ქარგალი გახდებოდა, თავისი ხელობის გარდა სხვა საქმესაც ასრულებდა. უფროს ოსტატს ხელზე ემსახურებოდა, დუქანს გვიდა, სახლიდან დუქანში სადილს ეზიდებოდა და ა.შ. შეგირდს ჯამაგირს არ უხდიდნენ. ოსტატი მას მხოლოდ პურს, ანუ სადილს აჭმევდა და ხშირ შემთხვევაში მის ჩაცმა-დახურვაზე ზრუნავდა. როცა შეგირდი ხელობას შეისწავლიდა, წლიური ხელფასი ენიშნებოდა. ხელობის შესასწავლად დრო დათქმული არ იყო, მაგრამ ჩვეულებრივ, შეგირდი თავის ხელობას 5-6 წელიწადში ეუფლებოდა. რაც, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იყო შეგირდის ნიჭიერებასა და ხელობის სირთულეზე. შეგირდების მიბარების ასაკი მკაცრად განსაზღვრული არ იყო, მიბარება იწყებოდა ძირითადად 8-დან და სრულდებოდა 13 წლის მოზარდებზე.
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ჩვე­ულება, რომელსაც თურმე ხელოსნები შეგირდის პატიოსნების გამოსაცდელად მიმართავდნენ: ისინი დუქანში განზრახ აგდებდნენ ფულს და მერე ჩუმად უთვალთვალებდნენ შეგირდის ქცევას _ დუქნის დაგვისას ფულს აიღებდა და მიითვისებდა თუ ოსტატს ნაპოვნი ფულის შესახებ აუწყებდა...
დასასრული შემდეგ ნომერში


ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი