ხელოსნების ამქარი თბილისში
font-large font-small
ხელოსნების ამქარი თბილისში
მეფის რუსეთი ამქრობის ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო


ქარგალი

რაც შეეხება შეგირდობის მეორე საფეხურს, ანუ ქარგლობას, ის "აღსაზრდელს" ხელოსნის ხარისხის მიღებამდე უნდა გაევლო. ქარგლის სახელის მინიჭებისას ოფიციალური ცერემონია იმართებოდა. ხელოსანი ექსპერტად იწვევდა უსტაბაშს, აღსაჰკალს, იგითბაშს და ამქრის რამდენიმე საპატიო წევრს. ისინი შეგირდის ნახელავს ამოწმებდნენ და შესაბამისი დასკვნა გამოჰქონდათ. თუ ნახელავს მოიწონებდნენ, შეგირდს ქარგლის ხარისხი ეძლეოდა, თუ არა და, ის კვლავ შეგირდად რჩებოდა მანამ, სანამ თავის ნამუშევრებს საუკეთესოდ არ შეასრულებდა.

ქარგალი შეგირდისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ მას უფლება ჰქონდა, რომელ ხელოსანთანაც მოისურვებდა, იმასთან ემუშავა. შეგირდი კი იმ ხელოსანთან უნდა დარჩენილიყო, ვისთანაც მშობლები მიაბარებდნენ. ქარგალი შეზღუდული იყო ერთ რამეში. მას არ შეეძლო, ხელოსნის დუქნის გარეშე დამოუკიდებლად ემუშავა ან ხელოსნის დაუკითხავად შეკვეთები მიეღო. როგორც კი ხელოსანი სრულუფლებიანი ოსტატი ხდებოდა, მაშინ ისიც ისევე ექცეოდა თავის ხელქვეითებს, შეგირდებსა და ქარგლებს.

ხელოსნად დალოცვა
ხელოსნად დალოცვა კი ასე ხდებოდა: წელიწადში ერთხელ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში, ამქართა სადღესასწაულო დღეები იმართებოდა. ერთი დარგი ხელოსნები სახელოსნოსთან იკრიბებოდნენ, აიღებდნენ ხელში დროშას და ზურნის თანხლებით წინასწარ დათქმულ რომელიმე ბაღში მიემართებოდნენ. დასალოცად გამზადებულნი ამქრის წევრებს წინ მიუძღოდნენ და წელზე აბრეშუმის სარტყელი ერტყათ, სადაც დამაგრებული ჰქონდათ თავიანთი ხელსაწყო იარაღები: ხარაზებს - მუშტა, დურგლებს - თარაზო, ოქრომჭედლებს - სიმქაში და სხვა. დალოცვის შემდეგ ეს სარტყელი უსტაბაშს გადაეცემოდა.
ბაღში მისული ცერემონიის წევრები ქეიფს იწყებდნენ. ერთ მხარეს დიდ ქვაბში შილაფლავი მზადდებოდა, მეორე მხარეს კი "სუფრაზე" ვაზის, ლეღვის ან კომბოსტოს ფოთლები ელაგა, ჭიქების ნაცვლად კი თიხის ფიალები იყო ჩამწკრივებული. ირგვლივ სანთლები ენთო, რომლებიც ძირამდე უნდა ჩამწვარიყო. ასეთ ვითარებაში ხდებოდა ახალგაზრდა ქარგლის ხელოსნად დალოცვა, რომელიც მანამდე ნამდვილად ოსტატად და ამქრის სრულფასოვან წევრად არ ითვლებოდა. "დალოცვას" მღვდელიც ესწრებოდა, რომელიც ხელოსანს ზნეობრივ დარიგებასა და სხვადასხვა რჩევას აძლევდა. საბოლოოდ ქარგალს ხელოსნის "ატესტატს" უსტაბაში "გადასცემდა". სამჯერ შემოკრული სილა უკვე ხელოსნის წოდებას აღნიშნავდა. სილის შემორტყმას თავისი წესები ჰქონდა. სილა, უსტაბაშსა და ქარგალს შორის უმცროს-უფროსობის უკანასკნელ მიჯნას აღნიშნავდა. უსტაბაში ხელოსანს ერთი ხელით ორივე ხელის ცერს უჭერდა და სილას ისე ურტყამდა - ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა ლოყაზე. მესამედ ისევ მარჯვენა ლოყაზე და უკანასკნელი სილა ყველაზე მაგარი უნდა ყოფილიყო. სილის შემოკვრას წინ უძღოდა "დალოცვა": "ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი. ღმერთმა, როცა ყველა სულდგმული გააჩინა, შრომითა და რუდუნებით ისაზრდოვეთო... ღმერთმა გაშოროთ შური და სიბოროტე თქვენი ხელქვეითებისადმი... რას ემგვანებოდა წუთისოფელი, რომ ყველა კარგ ხელოსანს სიკვდილთან ერთად, თავისი ცოდნაც თან წაეღო?.. ღვთის შემწეობით ჩვენ შევიძინეთ ის ცოდნა, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. ყოველი ჩვენგანი ვალდებულია სხვას გადასცეს ის, რაც თვითონ იცის"... დალოცვის უკანასკნელი სიტყვები კი ასეთი იყო:
"..და შენ, მორჩილო და ნამუსიანო შეგირდო! დღეის შემდეგ ატარებ ხელოსნის სახელს და გეძლევა უფლება შენის ხელობით იარსებო. თვით სოლომონ ბრძენი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და ყველა წმინდანები ჰქადაგებენ, რომ ადამიანმა მხო­ლოდ პატიოსანი შრომით უნდა იცხოვროსო... იყავ გულმართალი და პატიოსანი, ეცადე შენი შვილებიც ამ გზით წარმართო. პატიოსანი შრომა შეასწავლე შენს შეგირდებსაც და ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გექცევით, რათა საიქიოს იესო ქრისტეს წინაშე პირნათლად წარდგე და განკითხვის დღეს თავისუფლად აღიარო: ღმერთო, აი, მოვედით ჩვენ ჩვენი შეგირდებით, რომლებმაც ნამუსიანად გავატარეთ ჩვენი ცხოვრების დღენი. ღმერთო! გაგვიღე სამოთხის კარი."
ყოველივე ამის შემდეგ, ახალ ოსტატს უფლება ჰქონდა ცალკე სახელოსნო გაეხსნა და საამისოდ მას ამქრის სალაროში სათანადო შესატანი, "გასაღები" უნდა შეეტანა.

შუღლი
მიუხედავად იმისა, რომ ლოცვაში ჟღერდა სიტყვები "ღმერთმა გაშოროთ შური და მტრობა თქვენი ხელქვეითებისადმი", არცთუ ისე იშვიათად შეგირდსა და ოსტატს შორის სხვადასხვაგვარი შუღლი მაინც ჩნდებოდა, ეს კი ძირითადად მოსწავლის მასწავლებელზე უკეთ შესრულებული ნამუშევრის გამო ხდებოდა. არსებობს ერთი ლეგენდა ოსტატსა და შეგირდზე, რომელიც ხერთვისის ციხის აგების შესახებ შემდეგ ისტორიას მოგვითხრობს: თამარ მეფემ ორ კალატოზს ორი კოშკის აშენება უბრძანა. ერთი უკვე ცნობილი ოსტატი იყო, ხოლო მეორე მისი შეგირდი. პირველს აღმოსავლეთის კოშკი უნდა აეშენებინა, ხოლო მეორეს დასავლეთის. მეფე დაჰპირდა, რომ უხვად დააჯილდოებდა მას, რომელიც უფრო ლამაზსა და კოხტა კოშკს ააგებდა. ოსტატი და შეგირდი საქმეს შეუდგნენ და ჯერ ოსტატს მუშაობა დასრულებული არ ჰქონდა, როცა ხალხმა ლაპარაკი დაიწყო - შეგირდის ნაშენები ოსტატის ნაშენებს სჯობსო. მართლაც, თამარს შეგირდის კოშკი უფრო მოეწონა და სანამ კოშკის მშენებლობას დაამთავრებდა, მანამ დაასაჩუქრა შეგირდი. ოსტატს ეწყინა და გაბრაზდა. ერთ დღესაც, როცა შეგირდი კოშკის თავს ასრულებდა, მას კიბე გამოაცალა, რომ ქვევით ჩამოსვლა ვერ შესძლებოდა. შეგირდი არ დაბნეულა, იქვე მიყრილი ხის ნაჭრებისგან ფრთები დაიმზადა, ცული ქამარში გაირჭო და კოშკიდან დაბლა დაეშვა. ძირს დაცემულს ცული მუცელში შეერჭო და გარდაიცვალა. იმ ადგილს ხერთვისელებმა მსხვერპლის ადგილი შეარქვეს.

ისტორიული მასალები გვამცნობენ, რომ ქართველ მეფეებს ხშირად მიუმართავთ ამქრებისთვის, როგორც მებრძოლი ძალისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე თბილისის დაცვას ეხებოდა:
"ამქარი ქართველი მეფეების დროს წარმოადგენდა ადგილობრივ გარ­ნიზონს, რომელიც ტფილისს იცავდა მტრების თავდასხმებისაგან. ჯერ კიდევ 1803 წელს, განჯის ციხის აღების დროს, ქართულ ჯართან ერთად ტფილისის ამქრობაც იღებდა მონაწილეობას; 1826 წელს ამქრები დარაჯობდნენ ნავთლუღის ჰოსპიტალს, არა მწყობრ ჯარისკაცებთან ერთად; ხოლო 1854 წელს, ოსმალეთთან ომის დროს, გენერალ რეადის მიერ, სხვა მოქალაქეებთან ერთად ტფილისის ამქრებიც იყვნენ გაწვეულნი და ეს ხალხი მთლიანად შეიარაღებული ერთსულოვნად გამოცხადდა"...

მეფის რუსეთი ამქრობის ინსტიტუტის წინააღმდეგი იყო. ისინი ამქრობაში ხედავდნენ გაერთიანებულ წვრილ ვაჭრობას, რომელიც ერთგვარი მონოპოლიური უფლებებით სარგებლობდა. 1849 წელს საგუბერნიო სამმართველოში შეიტანეს განცხადება ამქრობის მოსპობის შესახებ, მაგრამ მიხეილ ვორონცოვმა, რომელიც ხშირად ადგილობრივი ადათ-წესების მცველად გვევლინებოდა, ამ უძველესი ორგანიზაციის ერთბაშად მოსპობა არ ისურვა. "ისინი ჩვენ არ გავაწუხებენ, თავიანთ წევრებს ეხმარებიან. შეიძლება ამქრობას ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარეები, მაგრამ რაიმე ცვლილების შეტანა ამ დაწესებულებაში, რომელიც საუკუნეებია არსებობს, ჯერ ნაადრევია; მათ ადათებში, მათ წესწყობილებაში იმდენი კარგი მხარეა, რომ ეს სიკეთე სჭარბობს მათ ნაკლულევანებასა", - აცხადებდა ვორონცოვი. ასეც მოხდა, ამქრობის ინსტიტუტი კიდევ მრავალ წელს არსებობდა, თუმცა, რა თქმა უნდა, დროის სვლასთან ერთად ცვლილებებს განიცდიდა და პირვანდელ სახეს თანდათან კარგავდა. ბოლოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა დარგის ამქარი, ანუ ხელოსანთა ორგანიზაციები შეაერთეს და ქალაქის სახელოსნო სამმართველოში ერთად მოათავსეს, სადაც კიდევ დიდხანს ბატონობდა ამქრული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები.

იხილეთ დასაწყისი: ხელოსნის წოდების "ატესტატი", ანუ რას აღნიშნავდა უსტაბაშის მიერ სამჯერ შემოკრული სილა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს

ის საკუთარ ჯანმრთელობასა და ხმაზე ნაკლებად ზრუნავდა

არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი დი­ნას­ტი­ე­ბი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან


ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­თა დი­დი ნა­წი­ლი "ვეფხის­ტყა­ოს­ნი­სათ­ვის" შექ­მ­ნილ სერ­გო ქო­ბუ­ლა­ძი­სე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს


და რა გზით მოაგროვა უმაღლესი განათლების მისაღები ფული

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს არაჩვეულებრივი იტორიებიდან

"გერ­მა­ნელ ქა­ლებს მი­სი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც ექ­ს­ტა­ზი ეუფ­ლე­ბო­დათ"

"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი