ლე­გენ­და მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა­ზე - პო­ე­ზი­ის სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო­ზე მი­ტა­ნი­ლი ცეცხ­ლი
font-large font-small
ლე­გენ­და მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა­ზე - პო­ე­ზი­ის სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო­ზე მი­ტა­ნი­ლი ცეცხ­ლი
ქუ­ჩებ­ში არას­დ­როს გა­უ­გო­ნია სა­ლან­ძღა­ვი სიტყ­ვე­ბი

(I ნა­წი­ლი)

"ნამ­დ­ვი­ლი პო­ე­ტე­ბი ადა­მი­ან­თა მოდ­გ­მის უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი ნი­მუ­შე­ბი არი­ან", - წერ­და იოსიფ ბროდ­ს­კი. XX სა­უ­კუ­ნის რუს პო­ეტ­თა შო­რის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სოდ მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა გვევ­ლი­ნე­ბა. ეს არის ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, რო­გორ დევ­ნიდ­ნენ საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში მა­თი­ვე პო­ე­ზი­ის "უგ­ვირ­გ­ვი­ნო დე­დო­ფალს", რო­გორ იქ­ცა მის­თ­ვის სამ­შობ­ლო ხა­ფან­გად და რა­ტომ ჩა­მო­იხ­რ­ჩო თა­ვი შო­რე­ულ ელა­ბუ­გა­ში.

მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა მოს­კოვ­ში, მა­ღა­ლი წრის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 1912 წელს, მან და სერ­გეი ეფ­რონ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს. თუმ­ცა, მშვი­დი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ 5 წე­ლი­წადს გაგ­რ­ძელ­და. ოქ­ტომ­ბ­რის რე­ვო­ლუ­ცი­ას ცვე­ტა­ე­ვა სა­ტა­ნუ­რი ძა­ლე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბად აღიქ­ვამ­და. 1922 წელს, უფ­როს ქა­ლიშ­ვილ­თან - არი­ად­ნას­თან ერ­თად ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. სერ­გეი ამ დროს პა­რიზ­ში სწავ­ლობ­და. ოჯახ­მა ერ­თხანს ბერ­ლინ­ში იცხოვ­რა, შემ­დეგ - პრა­ღა­ში; მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­ცა ვა­ჟიშ­ვი­ლი - გი­ორ­გი შე­ე­ძი­ნათ, პა­რიზ­ში და­სახ­ლ­და.
ევ­რო­პა­ში დუხ­ჭი­რი ემიგ­რან­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა ცვე­ტა­ე­ვას­თ­ვის მძი­მე გა­მოდ­გა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, უკომ­პ­რო­მი­სო და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ბუ­ნე­ბის მქო­ნე მა­რი­ნა რუ­სუ­ლი ემიგ­რა­ცი­ი­დან გა­რი­ყუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. "ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის­კენ მი­ბიძ­გებს. არა­და, დაბ­რუ­ნე­ბა არ შე­მიძ­ლია, რად­გან ჩე­მი იქ არ­სე­ბო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია..." - წერ­და ის.

სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა
მა­რი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი არი­ად­ნა, ჯერ კი­დევ პა­რიზ­ში თავ­გა­მო­დე­ბულ კომ­კავ­ში­რე­ლად იქ­ცა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­შიც პირ­ვე­ლი, 1937 წლის გა­ზაფხულ­ზე დაბ­რუნ­და. მის აღ­ტა­ცე­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და. ის პა­რი­ზელ მე­გობ­რებს სწერ­და, რომ კა­უ­ჩუ­კის ქარ­ხ­ნის მუ­შე­ბი თა­ვის­სა­ვე თე­ატ­რ­ში შექ­ს­პირს თა­მა­შობ­დ­ნენ და მოს­კოვ­ში არ არის არც ერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც არ იცის პუშ­კი­ნი; ქუ­ჩებ­ში არას­დ­როს გა­უ­გო­ნია სა­ლან­ძღა­ვი სიტყ­ვე­ბი და არ შეხ­ვედ­რია უმუ­შე­ვარ, მუქ­თა­ხო­რა ადა­მი­ა­ნებს.

შემ­დეგ, მა­რი­ნას ქმა­რი - სერ­გეი სამ­შობ­ლო­ში სა­ი­დუმ­ლოდ და­აბ­რუ­ნეს. თა­ვი­დან მას დე­და­ქა­ლა­ქის ძვი­რად ღი­რე­ბულ ოტე­ლებ­ში კომ­ფორ­ტუ­ლად აცხოვ­რებ­დ­ნენ. მის სტე­ნო­კარ­დი­ას სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლობ­დ­ნენ. ნა­ხე­ვარ წელს და­სას­ვე­ნებ­ლად არ­კა­დი­ა­ში, ოდე­სა­ში ატა­რებ­და, ხან მინ­ვოდ­სა და კის­ლო­ვოდ­ს­კ­ში. ეს მი­სი "ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვუ­რი" ხა­ნა გახ­ლ­დათ. 45 წლის ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა, მოხ­დე­ნი­ლი მა­მა­კა­ცი, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი­თა და სა­ხი­ფა­თო სა­მუ­შა­ო­თი მოს­კოვ­ში უკ­ვე ეფ­რო­ნი აღარ იყო, არა­მედ - ან­დ­რე­ე­ვი. ასე­თი ოპე­რა­ტი­უ­ლი ფსევ­დო­ნი­მით აცხოვ­რებ­დ­ნენ რუ­სეთ­ში.

ცო­ტა ხან­ში სერ­გეი ეფ­რონ­სა და მის ემიგ­რანტ მე­გობ­რებს - ცოლ-ქმარ კლე­პი­ნი­ნებს (იმ დრო­ის­თ­ვის გვა­რი მა­თაც შე­უც­ვა­ლეს და ლვო­ვე­ბი გა­ხა­დეს) საცხოვ­რებ­ლად გა­დას­ცეს ერ­თ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ა­გა­რა­კო სახ­ლი ბოლ­შე­ვო­ში, რო­მე­ლიც და­ბის გა­ნა­პი­რას, ფიჭ­ვებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი. რე­ა­ლუ­რად, ის საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ აგა­რაკს წარ­მო­ად­გენ­და ან - რო­გორც ერ­თხელ, სევ­დი­ა­ნად იხუმ­რა ნი­ნა კლე­პი­ნი­ნამ - "წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის სახლს". პარ­კე­ტის იატა­კი, მზა ავე­ჯი, ღია ტე­რა­სე­ბი - ერ­თი შე­ხედ­ვით ტკბი­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ თბილ "ბუ­დედ" მო­გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. არა­და, ამ სახ­ლ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს მი­სი უწინ­დე­ლი ბი­ნა­და­რიც (თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი); შემ­დეგ, სერ­გეი და მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი და ბო­ლოს - კლე­პი­ნი­ნე­ბიც. მაგ­რამ თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად მო­ჩან­და. ყვე­ლა­ნი სა­ერ­თო სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­იყ­რე­ბოდ­ნენ, სა­ღა­მო­ო­ბით ბუ­ხარს აგიზ­გი­ზებ­დ­ნენ. ფარ­დებ­ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი ფან­ჯ­რე­ბი­დან გა­რეთ თბი­ლი სი­ნათ­ლე გა­მო­დი­ო­და. ოთახ­ში კე­დელ­ზე სა­შო­ბა­ოდ მი­მაგ­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ტო­ტის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებ­და. გემ­რი­ელ ვახ­შამს შე­ექ­ცე­ოდ­ნენ. არი­ად­ნას ხში­რად მი­სი საქ­მ­რო - იოსიფ გორ­დო­ნიც სტუმ­რობ­და. ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი ხუმ­რობ­და. მა­მა­მი­სი მას კე­თი­ლი, მსუ­ბუ­ქი ირო­ნი­ით შე­ზა­ვე­ბუ­ლი ღი­მი­ლით უმ­ზერ­და. ყვე­ლა­ნი რა­ღაც უც­ნა­უ­რად ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ. კითხუ­ლობ­დ­ნენ ლექ­სებს; იგო­ნებ­დ­ნენ პა­რი­ზულ ამ­ბებს; კა­მა­თობ­დ­ნენ ტოლ­ს­ტო­ი­ზე; გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ სტა­ნის­ლავ­ს­კის სის­ტე­მას და ელოდ­ნენ... ელოდ­ნენ მა­რი­ნას ჩა­მოს­ვ­ლას.

სა­უ­ბე­დუ­როდ, ყო­ველ მათ­განს ორ­გა­ნო­ე­ბი­დან თა­ვი­სი პი­რა­დი კუ­რა­ტო­რი ჰყავ­და. მთე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ობი­ექ­ტუ­რად ისი­ნი კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ (მა­გა­ლი­თად, კლე­პი­ნი­ნი პა­რიზ­შიც გა­მოს­ცემ­და წიგ­ნებს. მი­სი ცო­ლი ხა­ტავ­და და ად­რე ვოდ­კი­ნის მო­წა­ფეც იყო). მათ უბ­რა­ლოდ, გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად, რა­თა ამით რუ­სუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის­თ­ვის მი­ე­ცათ ბიძ­გი.
მა­რი­ნა ვა­გო­ნამ­დე სპეც­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მი­ა­ცი­ლეს. მოს­კოვ­ში, ბა­ქან­ზე ქა­ლიშ­ვი­ლი და მი­სი საქ­მ­რო დახ­ვ­დ­ნენ. იქ­ვე გა­ი­გო, რომ სერ­გე­ის დის ქმა­რი ორი წლის წინ და­ა­პა­ტიმ­რეს. ასე­ვე, და­ა­პა­ტიმ­რეს მი­სი დაც. ეს ცვე­ტა­ე­ვას­თ­ვის დი­დი დარ­ტყ­მა იყო.

ავი წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბა
ბოლ­შე­ვო­ში ოჯახ­თან ერ­თად ხუ­თი თვე გა­ა­ტა­რა (ახ­ლა ეს სახ­ლი მი­სი­ვე სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა­ზე ცვე­ტა­ე­ვას სახ­ლ­მუ­ზე­უ­მა­დაა წო­დე­ბუ­ლი). მა­რი­ნა თით­ქოს ფრთხი­ლად, სი­ტუ­ა­ცი­ას უღებ­და ალ­ღოს. რა თქმა უნ­და, მოს­კოვ­ში ის სულ სხვაგ­ვა­რი დაბ­რუნ­და: შე­იყ­ვა­რა მუ­ქი ტან­საც­მე­ლი; ულა­ზა­თოდ წა­იკ­რა თავ­ზე; თმაც სულ გა­უ­ჭა­ღა­რავ­და. დი­ლი­დან, ტა­ნი­სა­მოს­ზე რა­ღაც ლურჯ წინ­სა­ფარს ჩა­მო­იც­ვამ­და ხოლ­მე, დი­დი ჯი­ბით, რო­მელ­შიც სან­თე­ბე­ლას და მუნ­დ­შ­ტუ­კებს ინა­ხავ­და. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, არც ერ­თი ლექ­სი აღარ და­უ­წე­რია, მხო­ლოდ თარ­გ­მა­ნებ­ზე მუ­შა­ობ­და, ამით ირ­ჩენ­და თავს (ი­სიც, მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა ნე­ბას დარ­თავ­დ­ნენ). და­ბის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა მას სუ­ლაც არ აბედ­ნი­ე­რებ­და, პი­რი­ქით, თით­ქოს შთან­თ­ქავ­და.
"სიმ­ყუდ­რო­ვე მოჩ­ვე­ნე­ბი­თია. თან­და­თა­ნო­ბით გუ­ლი მეჭ­მე­ვა. ...ენიგ­მა­ტუ­რი ალი­ას ხე­ლოვ­ნუ­რი მხი­ა­რუ­ლე­ბა... ტორ­ტე­ბი, ანა­ნა­სე­ბი... ამ ყვე­ლაფ­რით სიმ­სუ­ბუ­ქეს სუ­ლაც არ გან­ვიც­დი... და­სა­მა­რე­ბა დღე­ში ას­ჯერ... ოფ­ლი­სა და ცრემ­ლის მდი­ნა­რე­ე­ბი ჭურ­ჭ­ლის თას­ში... ვიწყებ იმის გა­გე­ბას, რომ სერ­გეი უღო­ნოა, სრუ­ლი­ად უღო­ნო... ვგრძნობ სა­კუ­თარ სი­ღა­ტა­კეს, რო­მე­ლიც სხვი­სი ნარ­ჩე­ნე­ბით იკ­ვე­ბე­ბა. მე ახ­ლა ჭურ­ჭ­ლის მრეცხა­ვი ვარ. მთე­ლი დღე მხო­ლოდ ერ­თი და იმა­ვეს გა­კე­თე­ბა მი­წევს - ვღვრი ჭურ­ჭ­ლის ნა­რეცხ წყალს ბაღ­ში, რომ პირ­სა­ბა­ნის ქვეშ მდგომ­მა თას­მა იატა­კი არ დას­ვა­როს... სულ მარ­ტო ვარ. გარ­შე­მო ყვე­ლა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბით არი­ან გა­რე­მო­ცულ­ნი, იდე­ე­ბი­თა და იდე­ა­ლე­ბით... პი­რი სიტყ­ვე­ბი­თა აქვთ სავ­სე, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ხე­დავს უსა­მარ­თ­ლო­ბას იმა­ში, რომ მე ჯა­ფის­გან ხე­ლებ­ზე კა­ნი გა­და­მეტყა­ვა" /ჩა­ნა­წე­რი ცვე­ტა­ე­ვას ბოლ­შე­ვოს რვე­უ­ლი­დან/.

კოშ­მა­რის და­საწყი­სი
პირ­ვე­ლად არი­ად­ნა და­ა­პა­ტიმ­რეს. სა­მი დღით ად­რე კი, მა­რი­ნა მას­თან და ვაჟ­თან ერ­თად, რო­გორც იქ­ნა, ცო­ტა ხნით გა­მო­ე­თი­შა ბოლ­შე­ვოს და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო გა­მო­ფე­ნას და­ეს­წ­რო. რო­გორც ჩანს, სადღაც "ზე­მოთ" ამის ნე­ბა დარ­თეს. ზე­ი­მი ბე­რი­ამ გახ­ს­ნა. შად­რევ­ნე­ბი, ორ­კეს­ტ­რი, ცა­ში 200 წი­თე­ლი დრო­შა ფრი­ა­ლებ­და. ტრი­ბუ­ნი­დან ხმა­მა­ღა­ლი სიტყ­ვე­ბით გა­მომ­ს­ვ­ლე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბოდ­ნენ. ბრბო­ში უჩი­ნა­რი, გამ­ხ­და­რი, შე­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი ქა­ლი და­ი­ა­რე­ბო­და, ხელ­ში პა­პი­რო­სით. არი­ად­ნა ისე იყო აჟი­ტი­რე­ბუ­ლი, ისე ამა­ყობ­და ამ გა­მო­ფე­ნით, თით­ქოს მი­სი ყო­ფი­ლი­ყო. გა­ი­ხა­რა იმითაც, რომ დე­დამ ხალ­ხუ­რი ოს­ტა­ტე­ბის­გან ხელ­ნა­კე­თი ლო­მი იყი­და. ქარ­თულ პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვო­ლი­ე­რებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზე­ბი მო­ე­წო­ნა (ო­დეს­ღაც, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ის სა­კუ­თარ თავს სწო­რედ "ნა­გაზს" ეძახ­და).
მა­ნამ­დე, ჟურ­ნალ­ში "ჩვე­ნი კავ­ში­რი" არია მთელ ქვე­ყა­ნას ეფი­ცე­ბო­და, რომ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო. ის წერ­და: "ჩე­მი ხვა­ლინ­დე­ლი დღე ჩემს ხელ­შია და კი­დევ ბევ­რი-ბევ­რი სა­სი­ხა­რუ­ლო "ხვალ" გვე­ლის".
სა­მი დღის შემ­დეგ, ის და­ა­პა­ტიმ­რეს. ლუ­ბი­ან­კა­ზე გა­ა­შიშ­ვ­ლეს; ტან­საც­მელს ღი­ლე­ბი და­აჭ­რეს; საც­ვალს რე­ზი­ნი გა­მო­აძ­რეს და წა­არ­თ­ვეს ბი­უს­ტჰალ­ტე­რი, თა­ვი რომ არ ჩა­მო­ეხ­რ­ჩო. ასე­თი აღ­მოჩ­ნ­და მი­სი "ხვალ" და კი­დევ ბევ­რი (14 წე­ლი ცი­ხე, ბა­ნა­კი, გა­და­სახ­ლე­ბა) "სა­სი­ხა­რუ­ლო ხვალ".

ის გვი­ან ღა­მით წა­იყ­ვა­ნეს. ჯერ ტე­რა­სა­ზე შე­მაძ­რ­წუ­ნებ­ლად და­აბ­რა­ხუ­ნეს. ხმა­ურ­ზე მა­რი­ნა გა­ვი­და ნამ­ძი­ნა­რე­ვი, პე­რან­გის ამა­რა. სამ­ნი იყ­ვ­ნენ. ჩხრე­კა, წიგ­ნე­ბის გა­და­ქო­თე­ბა, წე­რი­ლე­ბის ამო­ღე­ბა. ბო­ლოს, ორ­დე­რიც წა­რად­გი­ნეს, რო­მელ­ზეც ბე­რი­ას ხელ­მო­წე­რა იყო. გა­ის­მა მოკ­ლე ფრა­ზა: "თქვენ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ხართ!" - რო­მელ­მაც დე­და-შვი­ლი სა­მუ­და­მოდ და­ა­შო­რა. 30 წლის შემ­დეგ, არი­ად­ნა წერ­და: "ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნი ზღურ­ბ­ლ­ზე იდ­გა და ხელს მიქ­ნევ­და. ყვე­ლა უძი­ლო­ბის­გან გა­ფით­რე­ბუ­ლი­ყო. მე მარ­თ­ლა მჯე­რო­და, რომ 3 დღე­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბო­დი... ამ დღეს უკა­ნას­კ­ნე­ლად ვნა­ხე დე­და, მა­მა და ძმა".
არი­ად­ნას­თ­ვის პირ­ვე­ლი ამა­ნა­თის შეგ­ზავ­ნის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ 4 თვე­ში მის­ცეს. მი­სი პირ­ვე­ლი წე­რი­ლი ბა­ნა­კი­დან დე­დამ მხო­ლოდ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში, 1941 წლის 11 აპ­რილს მი­ი­ღო (რო­ცა უკ­ვე თვი­თონ ნა­ხე­ვარ წელ­ზე ნაკ­ლე­ბი სი­ცოცხ­ლე­ღა დარ­ჩე­ნო­და).
არი­ას შემ­დეგ, ერთ თვე­ში სერ­გე­იც და­ა­პა­ტიმ­რეს. ნო­ემ­ბერ­ში კლე­პი­ნი­ნე­ბიც წა­იყ­ვა­ნეს. და­ლუ­ქულ ოთა­ხებს შო­რის, უკ­ვე გა­ყი­ნულ და ყრუ სახ­ლ­ში მა­რი­ნა და მი­სი ვა­ჟი გი­ორ­გი დარ­ჩ­ნენ. ერ­თხელ, 7 ნო­ემ­ბერს, მათ­თან კლე­პი­ნი­ნე­ბის რძა­ლი ირა მი­ვი­და, რო­მელ­მაც არა­ფე­რი იცო­და და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც შემ­დეგ იგო­ნებ­და, ჩამ­კ­ვ­დარ­მა სა­ა­გა­რა­კო სახ­ლ­მა, ქა­რის­გან ფიჭ­ვე­ბის ჭრი­ალ­მა და რიტ­მულ­მა კა­კუნ­მა (ე­ზო­ში სერ­გე­ის სა­ვარ­ჯი­შო რგო­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ეხეთ­ქე­ბო­და) - თით­ქოს მეტ­რო­ნო­მი ცემ­და გა­მა­ლე­ბით - ის შეძ­რა. ამ არა­მი­წი­ე­რი ხმა­უ­რის ფონ­ზე ზღურ­ბ­ლ­ზე ცვე­ტა­ე­ვა გა­მოჩ­ნ­და, აჩე­ჩი­ლი ჭა­ღა­რა თმით და სა­ში­ნე­ლი, ნა­ხევ­რად­შეშ­ლი­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით. დიდ­ხანს უყუ­რებ­და ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბით. ვერ იც­ნო. რა­ღა­ცას ჩურ­ჩუ­ლებ­და. მე­რე გა­ი­გო, რა­საც ეუბ­ნე­ბო­და: "წა­დი შვი­ლო, ჩქა­რა წა­დი აქე­დან. ღმერ­თი გფა­რავ­დეს..."
მე­ო­რე დღეს­ვე, მა­რი­ნამ არა­ვის არა­ფე­რი ჰკითხა და შვილ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. და­ტო­ვა ნივ­თე­ბი, ჭურ­ჭე­ლი, ტან­საც­მ­ლის ფუ­თე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნ­და.
(გაგ­რ­ძე­ლე­ბა ჟურნალ "გზის" 37-ე ნომერში)


ირინა ჯანდიერი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
ხშირად დასახიჩრებული მოწინააღმდეგენი რომელიმე დუქანს ან სახლს მიაშურებდნენ, იქ კი ლხინი გათენებამდე გრძელდებოდა


ორი ქუჩა თბილისში, რომელიც ერთდროულად ატარებდა რუსთაველის სახელს

კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი