ლე­გენ­და მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა­ზე - პო­ე­ზი­ის სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო­ზე მი­ტა­ნი­ლი ცეცხ­ლი
font-large font-small
ლე­გენ­და მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა­ზე - პო­ე­ზი­ის სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლო­ზე მი­ტა­ნი­ლი ცეცხ­ლი
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ


ბოლ­შე­ვოს სა­ა­გა­რა­კო სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, ცვე­ტა­ე­ვა ნა­ხევ­რად შეშ­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გო­ლი­ცინ­ში და­სახ­ლ­და. დახ­მა­რე­ბის­თ­ვის მან მწერ­ლებს მი­მარ­თა. იმ დრო­ის­თ­ვის მწე­რალ­თა კავ­ში­რის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ე.წ. ლი­ტე­რა­ტუ­რის გე­ნე­რალ­მა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რ­მა - ფა­დე­ევ­მა უარი უთხ­რა კავ­შირ­ში მი­ღე­ბა­ზე, ასე­ვე თხოვ­ნა­ზე, რომ სად­მე, თუნ­დაც დრო­ე­ბით, და­ე­ბი­ნა­ვე­ბი­ნათ. მან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნუცხა­და: "ამ­ხა­ნა­გო ცვე­ტა­ე­ვა! თქვენ­თ­ვის ოთა­ხის შოვ­ნა სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა", - და ურ­ჩია, და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა საცხოვ­რი­სი გო­ლი­ცი­ნის და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლ­თან ახ­ლოს, რა­თა ე.წ. კურ­სოვ­კით ეკ­ვე­ბა მწე­რალ­თა კავ­ში­რის სა­სა­დი­ლო­ში. ამის თა­ო­ბა­ზე ის გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­ცე­მას დაჰ­პირ­და.
გო­ლი­ცი­ნი მი­სი ცხოვ­რე­ბის ყი­ნუ­ლო­ვან უდაბ­ნოდ გა­და­იქ­ცა. იქ კერ­ძო სახ­ლ­ში, კო­მუ­ნის­ტურ პროს­პექ­ტ­ზე, ვაჟ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ყვე­ლა­ზე მკაც­რი ყინ­ვე­ბის დროს, ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ზაფხუ­ლო ვე­რან­და­ზე. აღარც ახ­ლობ­ლე­ბი, აღარც მე­გობ­რე­ბი, არც თბი­ლი ტა­ნი­სა­მო­სი, არც შე­შა, არც ფუ­ლი - სრუ­ლი­ად არა­ფე­რი. სახ­ლ­ში არ იყო ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია, თა­ვი­დან ნავ­თის ლამ­პაც არ ჰქონ­დათ. ამ პროს­პექ­ტის ბო­ლოს კი იდ­გა კე­თილ­მოწყო­ბი­ლი, გა­ჩი­რაღ­დ­ნე­ბუ­ლი მწე­რალ­თა სახ­ლი, სა­დაც 10-15-ოდე მწე­რა­ლი ბი­ნად­რობ­და და მა­რი­ნა­სა და მის ვაჟს მხო­ლოდ უმცი­რე­სი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას რთავ­დ­ნენ. ცო­ტა ხან­ში მწე­რალ­თა სახ­ლი­და­ნაც გა­მო­აგ­დეს. არა­ბუ­ნებ­რი­ვად გა­უ­ზარ­დეს კვე­ბის სა­ფა­სუ­რი, რის გა­დახ­და­საც ის ვერ შეძ­ლებ­და. ერ­თხელ, შემ­თხ­ვე­ვით ყუ­რი მოჰ­კ­რა დი­რექ­ტო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს: "ცვე­ტა­ე­ვას კვე­ბა მო­ვუხ­ს­ნათ?.. კარ­გი, დღეს ასეც მო­ვიქ­ცე­ვი!" - სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მე­ბუ­ფე­ტე ქა­ლი - ნი­უ­რა შე­ე­კითხა: - გა­ნა თქვენ აღარ სა­უზ­მობ­თო? - ლა­მის ქვი­თი­ნამ­დე მი­სულ­მა მა­რი­ნამ შეს­ჩივ­ლა: - არა, საქ­მე ის არის, რომ ისი­ნი ყო­ველ ჯერ­ზე, 830 რუბლს ითხო­ვენ, მე კი ამ­დე­ნი ფუ­ლი არ მაქ­ვ­ს. წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და მათ ყო­ვე­ლი­ვე კარგს ვუ­სურ­ვებ... თუ შე­იძ­ლე­ბა, ერთ ადა­მი­ან­ზე მო­მე­ცი­თო - შვი­ლის­თ­ვის ითხოვ­და. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მთლი­ა­ნად - კვე­ბა­სა და საცხოვ­რის­ზე ყვე­ლა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს იხ­დი­და - სულ 500 რუბლს.
თით­ქოს, ყვე­ლა ერ­თ­თა­ვად და­უ­პი­რის­პირ­და. ძვე­ლი ნაც­ნო­ბე­ბი კეთ­რო­ვა­ნი­ვით გა­ურ­ბოდ­ნენ; და­ნარ­ჩე­ნე­ბი - დევ­ნიდ­ნენ ან შე­უ­რაცხ­ყოფ­დ­ნენ. აქე­დან იწყე­ბო­და მი­სი გზა ჯო­ჯო­ხე­თის­კენ. ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ი­დუმ­ლო კი მი­სი დაბ­რუ­ნე­ბა იყო. რა­ტომ არ და­ა­პა­ტიმ­რეს ისიც? იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ.

არი­ად­ნას საქ­მე
არი­ად­ნა ეფ­რო­ნი "ყვე­ლა­ფერ­ში გა­მოტყ­და" და ამით თან გა­ი­ყო­ლა მა­მა და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად დე­დაც. მას რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბით სცემ­დ­ნენ, კარ­ცერ­ში კე­ტავ­დ­ნენ; ზოგ­ჯერ დახ­ვ­რე­ტა­საც იმი­ტი­რებ­დ­ნენ. არი­ას­თ­ვის ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი გა­მოდ­გა ფაქ­ტი, რომ უკ­ვე ჩვე­უ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის ნაც­ვ­ლად, მი­სი ამ­ხა­ნა­გი - ან­დ­რეი სვერ­დ­ლო­ვი გა­მოჩ­ნ­და, რო­მე­ლიც ცო­ტა ხნით ად­რე, მას და მის საქ­მ­როს და­უ­მე­გობ­რ­და. ყვე­ლა­ნი ერთ წრე­ში ტრი­ა­ლებ­დ­ნენ; ერ­თად და­დი­ოდ­ნენ კი­ნო­ში; უს­მენ­დ­ნენ ჯაზს; ის­ხ­დ­ნენ პა­ტა­რა "ჟურ-გა­ზის" (ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის) რეს­ტო­რან­ში. არი­ად­ნა და მუ­ლია (მი­სი მე­გო­ბა­რი) იქ­ვე, ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ. მა­შინ ყვე­ლა არი­ად­ნას დას­ცი­ნო­და, რად­გან ჟურ­ნალ "რე­ვიუ დე მოს­ქო­უს" რე­დაქ­ცი­ა­ში ფეხ­მო­უც­ვ­ლე­ლად სა­ა­თო­ბით იჯ­და. ამის გა­მო, ძველ­მო­დუ­რად თვლიდ­ნენ. ან­დ­რეი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი იყო. ახ­ლა კი მას სას­ტიკ გა­მომ­ძი­ებ­ლად მო­ევ­ლი­ნა.
ან­დ­რეი სვერ­დ­ლოვ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და, რა­ტომ და რო­გორ დაბ­რუნ­და რუ­სეთ­ში არი­ას ოჯა­ხი. არა­და, აძა­ლებ­და, რომ ათას გა­მო­გო­ნილ ჩვე­ნე­ბა­ზე მო­ე­წე­რა ხე­ლი. თან ისე­თი უშ­ვე­რი სიტყ­ვე­ბით იგი­ნე­ბო­და, რომ არია სახ­ტად იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ერ­თხე­ლაც, რო­ცა ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი გა­ჯი­უტ­და, ან­დ­რე­იმ გა­ნუცხა­და: "რად­გან თქვენ არ გსურთ თქვე­ნი ნე­ბით, მოგ­ვი­წევს სხვა­ნა­ი­რად და­გე­ლა­პა­რა­კოთ" - და ე.წ. ძვლე­ბის მტვრე­ველ­ნი გა­მო­ი­ძა­ხა.
სხვა­თა შო­რის, რო­გორც ცვე­ტა­ე­ვას ერთ-ერ­თი ბი­ოგ­რა­ფი (ბელ­კი­ნა) აღ­ნიშ­ნავ­და, არი­ად­ნას და­კითხ­ვა­თა ოქ­მებ­ში სვერ­დ­ლო­ვის გვა­რი არ­სად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. მან სი­ბე­რემ­დე მი­აღ­წია. 1963 წელს მდიდ­რულ სა­ნა­ტო­რი­უმ "ბარ­ვიხ­ში" პო­ეტ ტვარ­დოვ­ს­კი­საც შეხ­ვედ­რია, რო­მელ­მაც შემ­დეგ, თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში მას­ზე და­წე­რა: "გა­მო­უც­ნო­ბი კა­ცია, 16 წე­ლი საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში იმუ­შა­ვა. ბავ­შ­ვო­ბა­ში ლე­ნინს იც­ნობ­და. ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად იცის: ჭო­რე­ბი, ანეკ­დო­ტე­ბი, "კა­რის" ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ამ­ბე­ბი. მას­თან ვერ მო­ვა დე­დო­ფა­ლი ეკა­ტე­რი­ნეს დრო­ინ­დე­ლი ის გე­ნე­რა­ლიც, რო­მელ­საც "გა­უ­მარ­თ­ლა" და იმ­პე­რატ­რი­ცას შიშ­ვე­ლი უკა­ნა­ლი ნა­ხა!.. მას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ჰქონ­და ნა­ნა­ხი... ყვე­ლა­ზე ხში­რად ადა­მი­ა­ნებ­ზე ცუდს გატყო­ბი­ნებ­და: ტუ­ხა­ჩევ­ს­კი - მორ­ფი­ნის­ტი; კო­სა­რე­ვი - მე­ქალ­თა­ნე; ვი­ღაც მე­ძა­ვი ყო­ფი­ლა, ვი­ღაც - ძაღ­ლიშ­ვი­ლი..." და ა.შ. მაგ­რამ ცვე­ტა­ე­ვა­სა და არი­ად­ნა­ზე ტვარ­დოვ­ს­კის­თ­ვის არც ერ­თი სიტყ­ვა არ უთ­ქ­ვამს. თუმ­ცა, ის ყვე­ლას და­კითხ­ვებს ეს­წ­რე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, საფ­რან­გეთ­ში ნამ­ყო­ფე­ბის. ის სერ­გეი ეფ­რო­ნის და­კითხ­ვა­საც და­ეს­წ­რო, რო­მე­ლიც ლე­ფორ­ტო­ვო­ში ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

სერ­გეი ეფ­რო­ნის საქ­მე

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცვე­ტა­ე­ვა­ზე ჩვე­ნე­ბას მი­სი ქმრის ე.წ. ყვე­ლა თა­ნა­მო­საქ­მე აძ­ლევ­და. მა­გა­ლი­თად, კლე­პი­ნი­ნი ამ­ბობ­და: საბ­ჭო­თა წყო­ბა მის­თ­ვის უცხო და მტრუ­ლიაო. ლი­ტა­უ­ე­რი: ბოლ­შე­ვო­ში არ ერი­დე­ბო­და ეთ­ქ­ვა, რომ ცი­ხე­ში ჩა­მო­ვი­და და რომ შე­მოქ­მე­დე­ბა აქ შე­უძ­ლე­ბე­ლიაო. - გა­ნა ეს ცო­ტა იყო მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვას და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად?.. თვით სერ­გე­ის­გა­ნაც კი გა­მო­წუ­რეს ასე­თი ფრა­ზა: ზო­გი­ერთ ნა­წარ­მო­ებ­ში გა­მოთ­ქ­ვამ­და ან­ტი­საბ­ჭო­ურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სო. მაგ­რამ მა­ინც, სერ­გეი ყვე­ლა­ზე მტკი­ცე გა­მოდ­გა. რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ, ის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ იქ­ნა, სამ­ხედ­რო პრო­კუ­რორ­მა არი­ას უთხ­რა: "მა­მათ­ქ­ვე­ნი მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნი იყო. მან თვით ბე­რი­ას­თან გა­ბე­და მის­თ­ვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის უარ­ყო­ფა და ამის­თ­ვის ლუ­ბი­ან­კის კედ­ლებ­ში დახ­ვ­რე­ტაც მი­ი­ღო".
ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მა­რი­ნა და­კითხ­ვა­ზე არც ერ­თხელ არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ, არც გა­და­უ­სახ­ლე­ბი­ათ, რო­გორც "ხალ­ხის მტრე­ბის" ცო­ლი და დე­და, რა­ზეც პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. ზო­გი­ერ­თის ვა­რა­უ­დით, ის სტა­ლინ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. მწე­რალ­თა კავ­შირ­ში ხომ მას სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­უწყობ­დ­ნენ სამ­ს­ჯავ­როს, ამის ნე­ბა რომ მი­ე­ცათ. მაგ­რამ ჩნდე­ბა კითხ­ვა - რა­ტომ გა­და­არ­ჩი­ნა?.. სტა­ლინ­მა ასე შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტე­ლუ­რად კი­დევ სხვე­ბიც გა­და­არ­ჩი­ნა: ახ­მა­ტო­ვა, პას­ტერ­ნა­კი, ზა­მი­ა­ტი­ნი, ბულ­გა­კო­ვი, პლა­ტო­ნო­ვი... რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბე­ლადს უხინ­ჯო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­და და სი­ცოცხ­ლეს მათ უნარ­ჩუ­ნებ­და, ვი­საც რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის დი­დე­ბა უნ­და მო­ე­ტა­ნა.


ტან­ჯ­ვის ბი­ლი­კი

მა­რი­ნა ტრამ­ვა­ი­ში იჯ­და და სიმ­წ­რის­გან კბი­ლე­ბი უკაწ­კა­წებ­და. ის მთე­ლი ძა­ლით უჭერ­და ყბებს, ოღონდ ეს გარ­შე­მო მყო­ფებს არ შე­ემ­ჩ­ნი­ათ. ორი დღის წინ, ლუ­ბი­ან­კა­ზე მის­გან არც ერ­თი ამა­ნა­თი არ მი­ი­ღეს სერ­გე­ის­თ­ვის და არც ფუ­ლი. - ე.ი. ავა­დაა, მოკ­ვ­და, მოკ­ლუ­ლია?!. - უტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში.
რე­ა­ლუ­რად, მა­რი­ნა სერ­გე­ი­ზე ად­რე წა­ვი­და ცხოვ­რე­ბი­დან - მის დახ­ვ­რე­ტამ­დე ორი თვით ად­რე ჩა­მო­იხ­რ­ჩო თა­ვი.
ვის შე­ეძ­ლო წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ 40-იან წლებ­ში ცვე­ტა­ე­ვას შე­ეძ­ლო უცებ დახ­რი­ლი­ყო და მო­უ­რი­დებ­ლად მი­წი­დან აეღო ძირს დაგ­დე­ბუ­ლი ხახ­ვის ბოლ­ქ­ვი. "წვნი­ანს მოვ­ხარ­შავ, - უთხ­რა ერ­თხელ თა­ნამ­გ­ზავრს. - ასე­თი ჩვე­ვა გა­მო­მი­მუ­შავ­და. იყო სხვა დღე­ე­ბიც, რო­ცა წვნი­ანს იმის­გან ვხარ­შავ­დი, რი­სი აკ­რე­ფაც ბა­ზარ­ში მი­წევ­და". არა­და, ომი ჯერ არ იყო დაწყე­ბუ­ლი; არ იყო კვე­ბის ბა­რა­თე­ბი, შიმ­ში­ლო­ბა. პი­რი­ქით, ეს იყო დრო, რო­ცა მწერ­ლე­ბი თით­ქოს ჯაჭ­ვე­ბი­დან ჩა­მოხ­ს­ნეს, გა­ამ­დიდ­რეს; მხი­ა­რუ­ლად და­ა­სახ­ლეს მწე­რალ­თა სახ­ლებ­ში. უშე­ნებ­დ­ნენ აგა­რა­კებს პე­რე­დელ­კი­ნო­ში; უძენ­დ­ნენ მან­ქა­ნებს; ყი­დუ­ლობ­დ­ნენ წი­თელ ავეჯს, ფა­ი­ფურს; ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის შე­ძე­ნა­ში. მათ­ში კომ­ფორ­ტის მოთხოვ­ნი­ლე­ბამ გა­იღ­ვი­ძა. ეს "ა­და­მი­ან­თა სუ­ლე­ბის ინ­ჟინ­რე­ბი", რო­გორც მათ სტა­ლი­ნი უწო­დებ­და, გა­ზე­თებ­ში ბრალს სდებ­დ­ნენ "ხალ­ხის მტრებს" და რად­გან სა­კუ­თარ თავ­ში სინ­დი­სი უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ გას­რი­სეს, ახ­ლა მთე­ლი ძა­ლით მი­ე­ქა­ნე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ ბი­წი­ე­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ. მა­თი გა­რეგ­ნუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა, მა­თი კე­თილ­დღე­ო­ბა ცვე­ტა­ე­ვას თვალს ვერ უხ­ვევ­და. მან კარ­გად იცო­და პა­ტივ­დე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბის პწკა­რე­ბის სა­ფა­სუ­რი. ხო­ლო სი­დი­ა­დით შე­საძ­ლოა, მა­შინ მი­სი თა­ნას­წო­რი მხო­ლოდ ორი იყო: პას­ტერ­ნა­კი და ახ­მა­ტო­ვა.
მა­რი­ნას იმე­დი ბევ­რ­მა გა­უც­რუა. ისი­ნი, ვინც ოდეს­ღაც მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­ნი იყ­ვ­ნენ, ახ­ლა გა­ურ­ბოდ­ნენ ან სუ­ლაც - დევ­ნიდ­ნენ.
თარ­გ­მა­ნე­ბის გარ­და, ორი წლის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ერ­თი ლექ­სი (ი­სიც 20 წლის წი­ნან­დე­ლი) და­უ­ბეჭ­დეს. მაგ­რამ კრი­ტი­კამ მა­საც არ აუარა გვერ­დი. "ცვე­ტა­ე­ვას მე­ლან­ქო­ლი­უ­რი მოთ­ქ­მა", - და­წე­რეს "იზ­ვეს­ტი­ა­ში".
მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვას 48 წე­ლი შე­უს­რულ­და, მაგ­რამ დე­და­ბე­რი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.
მა­რი­ნა გა­მო­ი­ძა­ხეს "ცე­კა­ში". ვა­ჟი მას გა­რეთ, თავ­ს­ხ­მა წვი­მა­ში ელო­დე­ბო­და. თუმ­ცა, არაფ­რით დახ­მა­რე­ბი­ან. უთხ­რეს, რომ მხო­ლოდ მწე­რალ­თა კავ­შირ­ში და­რეკ­ვა შე­ეძ­ლოთ. მი­სი თან­დას­წ­რე­ბით და­რე­კეს კი­დეც. ამ­გ­ვა­რად, "კე­თილ ადა­მი­ან­თან" - როტ­ნიც­კის­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თეს, რო­მელ­მაც მას უკა­ნას­კ­ნე­ლი საცხოვ­რი­სი გა­მო­უ­ყო - პა­წა­წი­ნა ოთა­ხი პაკ­როვ­კა­ზე. ეს ბი­ნა მის ბო­ლო სამ­ყო­ფელ საკ­ნად გა­და­იქ­ცა. მე-7 სარ­თულ­ზე, 13-მეტ­რი­ან ოთახ­ში ვაჟ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ფან­ჯ­რებს ფარ­დე­ბიც კი არ ჰქონ­და. მათ აქ 10 თვე გა­ა­ტა­რეს. ვინც მას­თან ამ ბი­ნა­ში იყო ნამ­ყო­ფი, ახ­სოვ­და ოთახ­ში შიშ­ვე­ლი ნა­თუ­რა; ლურ­ს­მ­ნებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი; მა­გი­და ფან­ჯა­რას­თან; შვი­ლის­თ­ვის სა­ხელ­და­ხე­ლოდ დად­გ­მუ­ლი ფი­ცარ­ნა­გი ზედ და­ფე­ნი­ლი ლე­ი­ბით; თა­ვის­თ­ვის და­სა­წო­ლად ერ­თ­მა­ნეთ­ზე მიდ­გ­მუ­ლი ჩე­მოდ­ნე­ბი ჰქონ­და. ეს უკ­ვე პა­რი­ზულ გა­სა­ჭირ­საც არ შე­ედ­რე­ბო­და, არა­მედ სი­ღა­ტა­კე იყო. სად­მე, ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რო­ბი­სას, სუფ­რი­დან აუცი­ლებ­ლად იღებ­და რა­მეს და ჩან­თა­ში მა­ლავ­და - შვი­ლის­თ­ვის.
სიკ­ვ­დი­ლამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე, პაკ­როვ­კი­დან უკა­ნას­კ­ნე­ლად, ომის დაწყე­ბამ­დე 4 დღით ად­რე, ვაჟ­თან ერ­თად კუს­კო­ვო­ში გა­ემ­გ­ზავ­რა, პო­ეტ კრუ­ჩო­ნიხ­თან და ლი­და ლი­ბე­დინ­ს­კა­ი­ას­თან ერ­თად. უკა­ნას­კ­ნე­ლი ფო­ტოც იქ გა­და­ი­ღეს.
ზაფხუ­ლის ამ დღეს, რო­ცა ნა­ვით პა­ტა­რა კუნ­ძულს მი­ად­გ­ნენ, ცვე­ტა­ე­ვა ბა­ლახ­ზე წა­მოწ­ვა, ხე­ლე­ბი თავ­ქ­ვეშ ამო­ი­დო და დიდ­ხანს იყუ­რე­ბო­და ცა­ში. ეს მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი უშ­ფოთ­ვე­ლო­ბა იყო. ორ დღე­ში ომი და­იწყო. გა­ნუწყ­ვეტ­ლივ სი­რე­ნე­ბის ღმუ­ი­ლი ის­მო­და. და­იწყო ბომ­ბ­სა­ფარ­ში მუდ­მი­ვი სირ­ბი­ლი; ში­ში შვი­ლის გა­მო, რო­მე­ლიც სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ჩა­მო­ვარ­დ­ნილ მაშ­ხა­ლებს აქ­რობ­და; სტა­ფი­ლოს შრო­ბა ყვე­ლა გა­მათ­ბო­ბელ­ზე, ბა­ნაკ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის გა­საგ­ზავ­ნად - შე­უძ­ლია მო­ხარ­შოს, მა­ინც ბოს­ტ­ნე­უ­ლიაო; და კი­დევ, უაზ­რო ფა­ცი­ფუ­ცი ბი­ნა­ზე, სა­ი­და­ნაც ისევ, ახ­ლა უკ­ვე ომის გა­მო, ასახ­ლებ­დ­ნენ.

"სი­ცა­რი­ე­ლის წრე"
1941 წლის აგ­ვის­ტოს, მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო სად­გუ­რი­დან გა­ცუ­რა გემ­მა "ა­ლექ­სან­დ­რე პი­რო­გოვ­მა". ამ გე­მით მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა ვაჟ­თან ერ­თად გა­ემ­გ­ზავ­რა. თით­ქოს თა­ვის მო­მა­ვალ­სა და მა­რა­დი­სო­ბა­ში მი­ცუ­რავ­და. "მე ხომ ვი­ცი, რო­გორ ვეყ­ვა­რე­ბი ადა­მი­ა­ნებს 100 წლის შემ­დეგ", - ამ­ბობ­და იგი.
ზუს­ტად 23 დღის შემ­დეგ, 31 აგ­ვის­ტოს, შო­რე­ულ ელა­ბუ­გა­ში (თათ­რე­ბის მი­წა­ზე) თა­ვი ჩა­მო­იხ­რ­ჩო ყულ­ფით, სწო­რედ იმ ლურჯ წინ­სა­ფარ­ში, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას ჩა­მო­იც­ვა, რო­გორც უღე­ლი.
სიკ­ვ­დი­ლამ­დე 5 წუ­თით ად­რე, შვილს წე­რი­ლი და­უ­წე­რა: "...მა­პა­ტიე, მაგ­რამ მე­რე უარე­სი იქ­ნე­ბო­და. ეს უკ­ვე მე აღარ ვარ. უსაზღ­ვ­როდ მიყ­ვარ­ხარ. გა­და­ე­ცი მა­მას და არი­ას, თუ ნა­ხავ, რომ უკა­ნას­კ­ნელ წუ­თამ­დე მიყ­ვარ­დ­ნენ და აუხ­სე­ნი, რომ ჩიხ­ში მო­ვე­ქე­ცი..."


ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
06.11.2017
აი ეს არის რუსული "ფაშიზმი",რომელსაც საფუძველი ულიანოვმა ჩაუყარა,ხოლო ჯუღაშვ ილ- ბერიამ უმაღლეს დონემდე აიყვანა!ქართველო სტალინისტ-ბეირისტ-ბოლშევიკ-კომუნისტ-ოცნებ ისტებო,თქვენი წინამძღოლი და მამა მარჩენალი ამათი მოსწავლეა! პ.ს ისე მასწავლებლები ამისთ ანა "მოწაფეებს"გულაგებში"ასრულებინებდნენ ცხო ვრებას!...
06.11.2017
უღრმესი მადლობა ამ სტატიისთვის. გაიხარეთ
დეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი