მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
font-large font-small
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."

სა­უ­კუნე­ზე მე­ტი დრო გა­ვი­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი დღემ­დე არა აქვს პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, - სად გა­უ­ჩი­ნარ­და გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი პუბ­ლი­ცის­ტის, ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და შექ­ს­პი­რის უბად­ლო მთარ­გ­მ­ნე­ლის - ივა­ნე მა­ჩაბ­ლის კვა­ლი? მი­სი ცხოვ­რე­ბი­სა თუ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის გარ­შე­მო, არა­ერ­თი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი თუ უსა­ფუძ­ვ­ლო ვერ­სია არ­სე­ბობ­და, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, მწერ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა ბევ­რ­მა მის ავად­მ­ყო­ფო­ბას და­უ­კავ­ში­რა, გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა - დუ­ხო­ბო­რებს, ნა­წილ­მა - სიყ­ვა­რულს, ერთ-ერ­თი ვერ­სი­ით კი - აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელს. თუმ­ცა, რო­მე­ლი­მე ვერ­სი­ის სიმ­ყა­რის რე­ა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, თით­ქ­მის არ არ­სე­ბობს.
...და მა­ინც, რას წერ­დ­ნენ წლე­ბის მან­ძილ­ზე მეც­ნი­ე­რე­ბი და მკვლევ­რე­ბი ივა­ნე მა­ჩაბ­ლის შე­სა­ხებ?


ვერ­სი­ე­ბი იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის გარ­შე­მო

1898 წლის 26 ივ­ნისს, 44 წლის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი, ში­ნი­დან გა­ვი­და და მას შემ­დ­გომ, მი­სი კვა­ლი სა­მუ­და­მოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. ამის შე­სა­ხებ, გა­ზე­თი "ცნო­ბის ფურ­ცე­ლი" იუწყე­ბო­და: "გუ­შინ­წინ, 26 ივ­ნისს, დი­ლით ად­რე, და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე, ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი გა­მო­ვი­და თა­ვი­სი სახ­ლი­დან და აღარ­სად ჩანს".
მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ უკა­ნას­კ­ნე­ლად ნა­ხეს მწე­რა­ლი, ერ­თ­მა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ვერ­სი­ებს ჰყვე­ბოდ­ნენ. იმ დღეს მა­ჩა­ბე­ლი პირ­ვე­ლად საცხო­ბის მუ­შას შე­უ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ივა­ნე სახ­ლის აივ­ნი­დან უც­ნობ, და­ბა­ლი ტა­ნის მა­მა­კაცს ესა­უბ­რე­ბო­და, რომ­ლის წას­ვ­ლის შემ­დ­გომ, თა­ვა­დაც უმალ გა­ვი­და სახ­ლი­დან და ქა­ლა­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­შუ­რაო. იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებ­და მა­ჩაბ­ლის მე­ზო­ბე­ლი მა­რი­ამ ცის­კა­რიშ­ვი­ლიც. დი­ლის ათი სა­ა­თის­თ­ვის ივა­ნე მა­ჩაბ­ლის კვალს ერ­თ­დ­რო­უ­ლად - ოპე­რის თე­ატ­რ­თან და ვე­რის ხიდ­თა­ნაც ასა­ხე­ლებ­დ­ნენ. რო­გორც ბუ­კი­ნის­ტი სო­სი­კო მერ­კ­ვი­ლა­ძე ჰყვე­ბო­და, მას მა­ჩა­ბე­ლი თავ­შიშ­ვე­ლი, ნა­ხევ­რად ჩა­უც­მე­ლი და ძალ­ზე აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი დი­ლის 5 სა­ა­თის­თ­ვის, სად­გუ­რი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი უნა­ხავს. 12 სა­ა­თის­თ­ვის, ქა­შუ­ე­თის ტაძ­რი­სა­კენ მი­მა­ვა­ლიც და­უ­ლან­დავთ, ორ სა­ათ­ზე ცრემ­ლ­მო­რე­უ­ლი სა­კი­რის ბი­ლიკს ას­დევ­ნე­ბია თურ­მე. უკა­ნას­კ­ნე­ლად ავ­ლაბ­რის ხიდ­ზე ექიმ ალექ­სან­დ­რე მი­მი­ნოვს შე­უ­ნიშ­ნავს. მა­ინც, ამათ­გან რო­მე­ლი ვერ­სია იყო სი­ნამ­დ­ვი­ლეს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, ამის გარ­კ­ვე­ვა ძნე­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია, მას შემ­დეგ მა­ჩაბ­ლის კვა­ლი სა­მუ­და­მოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. მოკ­ლეს, თა­ვი მო­იკ­ლა, დუ­ხო­ბო­რებს აედევ­ნა თუ სამ­შობ­ლო­დან გა­და­იხ­ვე­წა? ალ. კა­ლან­და­ძე წერ­და: "მა­ინც რა უჭირ­და მა­ჩა­ბელს, რამ აიძუ­ლა, სა­კუ­თა­რი საფ­ლა­ვიც კი არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა შთა­მო­მავ­ლე­ბი­სათ­ვის?.." გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ ივა­ნე მა­ჩა­ბელს მძი­მე ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და სა­მი ნეკ­ნი ამო­აჭ­რეს. იქ­ნებ სწო­რედ მი­სი ავად­მ­ყო­ფო­ბა გახ­და მი­ზე­ზი მი­სი უკ­ვა­ლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­სა? მაგ­რამ ამ დრო­ი­სათ­ვის იგი თით­ქ­მის გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბუ­ლი იყო!..

დუ­ხო­ბო­რე­ბის "ინ­კოგ­ნი­ტო" - გამ­ცი­ლე­ბე­ლი...

ერთ-ერ­თი ვერ­სია სამ­შობ­ლო­დან მის გა­დახ­ვე­წას და დუ­ხო­ბო­რე­ბის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ესე­ნი ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც უარს აცხა­დებ­დ­ნენ მე­ფის ჯარ­ში სამ­სა­ხურ­ზე, რის გა­მოც, მათ იმ­პე­რა­ტო­რი­სა­გან ემიგ­რი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თ­ვა მი­ი­ღეს, იმ პი­რო­ბით, რომ ისი­ნი იმ­პე­რი­ის საზღ­ვ­რებს აღარ და­უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. დუ­ხო­ბო­რე­ბის გამ­გ­ზავ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ლევ ტოლ­ს­ტოი ახორ­ცი­ე­ლებ­და, რომ­ლის მო­საზ­რე­ბი­თაც დუ­ხო­ბო­რე­ბი უცი­ლებ­ლად უცხო ენე­ბის მცოდ­ნე პირს უნ­და მი­ე­ცი­ლე­ბი­ნა გე­მით კვიპ­რო­სამ­დე, ოღონდ - ინ­კოგ­ნი­ტოდ. შე­საძ­ლოა, ერთ-ერ­თი ასე­თი ინ­კოგ­ნი­ტო-გამ­ცი­ლე­ბე­ლი უცხო ენე­ბის უბად­ლო მცოდ­ნე მა­ჩა­ბე­ლიც აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. 1898 წლის 7 აგ­ვის­ტოს, 1126 დუ­ხო­ბო­რით გე­მი "გუ­რო­ნი" ბა­თუ­მი­დან გა­ვი­და, მა­ნამ­დე, 13 ივ­ლისს, ივა­ნე მა­ჩაბ­ლის ძმამ წე­რი­ლი მი­ი­ღო, სა­დაც მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ და­კარ­გუ­ლის კვა­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ უნ­და ეძებ­ნათ და არა - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სა­ვა­რა­უ­დოა, ამ წე­რი­ლით გე­ზის არე­ვაც ჰქო­ნო­და გეგ­მა­ში, რა­თა ხე­ლი არ შეშ­ლო­და დუ­ხო­ბო­რე­ბის გამ­გ­ზავ­რე­ბას. თით­ქოს ვერ­სი­ას ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტიც, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის წი­ნადღეს ივა­ნე მა­ჩა­ბელს ბან­კი­დან კუთ­ვ­ნი­ლი თან­ხა - 2.000 მა­ნე­თი გა­მო­უ­ტა­ნია, ამას­თა­ნა­ვე, არ­ქივ­ში გე­მის გამ­ცი­ლებ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ემიგ­რი­რე­ბუ­ლი დუ­ხო­ბო­რე­ბი კუნ­ძულ კვიპ­როს­ზე ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე ცი­ებ-ცხე­ლე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლან, რა­საც ას­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ე­წი­რა. თუ მა­ჩა­ბე­ლი სწო­რედ მათ ახ­ლ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ის ამ და­ა­ვა­დე­ბას ვერ გა­და­ი­ტან­და, ვი­ნა­ი­დან ცო­ტა ხნით ად­რე, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით იყო ავად. თუმ­ცა, არა­ვი­თა­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი დას­ტუ­რი ამის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს, რად­გან ომის დროს იმ ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ბუ­თი გა­ნად­გურ­და. შე­საძ­ლოა, მა­ჩაბ­ლის უკა­ნას­კ­ნე­ლი კვა­ლი კვიპ­როს­ში ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა ამ ვერ­სი­ას, ისე­ვე, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენს, დო­კუ­მენ­ტუ­რი სა­ბუ­თი არ ახ­ლავს.

მო­ნას­ტერ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის ვერ­სია

იქ­ნებ მო­ნას­ტერს შე­ე­ხიზ­ნა? - ამ კითხ­ვა­საც თა­ვი­სი ვერ­სია გა­უჩ­ნ­და. მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი, ვინ­მე იოანე ბერ­მო­ნა­ზო­ნი, რო­მე­ლიც ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო, აკა­დე­მი­ას ჰა­ე­რის გა­მო­საც­ვ­ლე­ლად ყი­რიმ­ში გა­უგ­ზავ­ნია, ერთ მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მო ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­დას­წყ­დო­მია. ყი­რი­მის ეპის­კო­პოსს, დი­მიტ­რის უთ­ქ­ვამს მის­თ­ვის, რომ ერთ-ერთ არ­ქი­მან­დ­რიტს, სა­ხე­ლად - ვარ­ნა­ვას პეტ­რე-ქა­ლაქ­ში ყოფ­ნის დროს მის­თ­ვის გა­უნ­დ­ვია, ქარ­თ­ვე­ლი თა­ვა­დი ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი ჩემს მო­ნას­ტერ­ში იმ­ყო­ფე­ბაო. ეს ამ­ბა­ვი იოანე ბერ­მო­ნა­ზონს წე­რი­ლო­ბით შე­უტყო­ბი­ნე­ბია ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი­სათ­ვის, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ვარ­ნა­ვა ეპის­კო­პო­სის მო­ძი­ე­ბა გაძ­ნე­ლე­ბუ­ლა და ამას­თა­ნა­ვე, ოჯახ­სა და კერ­ძო პირ­საც არ შე­ეძ­ლო მას­თან და­კავ­ში­რე­ბა, შო­რი მან­ძ­ილი­სა თუ უსახ­ს­რო­ბის გა­მო, ეს კვა­ლიც და­ი­კარ­გა.
ასე რომ, მა­ჩაბ­ლის მო­ნას­ტერ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის ერთ-ერ­თი სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სი­აც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა.

უმი­სა­მარ­თო სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია...

ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც ამ­დე­ნად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ფაქ­ტი ჩნდე­ბა, იქ ყვე­ლა სა­ხის ვერ­სი­ას მო­ი­აზ­რე­ბენ. ერთ-ერ­თი ასე­თი ვერ­სია აკა­კის სა­ხელ­თა­ნაც იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ივა­ნე მა­ჩაბ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ღა­მეს სწო­რედ მას სტუმ­რობ­და.
უკა­ნას­კ­ნელ სა­ღა­მოს, რო­დე­საც მა­ჩა­ბე­ლი სახ­ლ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მას სტუმ­რად აკა­კი წე­რე­თე­ლი სწვე­ვია, რო­მელ­თა­ნაც მას­პინ­ძე­ლი გვი­ა­ნო­ბამ­დე თა­მა­შობ­და თურ­მე ნარდს, შემ­დეგ უვახ­შ­მოდ წა­სუ­ლა მო­სას­ვე­ნებ­ლად. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ე­ტი იხ­სე­ნებ­და: "ი­მე­რე­თი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი და ვნა­ხე მა­ჩა­ბე­ლი, ის კარგ გუ­ნე­ბა­ზე და­მიხ­ვ­და და მო­მა­ხა­რა, ახ­ლა კი იმე­დია, რომ სრუ­ლი­ად გა­მოვ­ჯან­მ­რ­თელ­დი. ტკი­ვი­ლებს აღარ ვგრძნობ, თა­ვი­სუფ­ლად დავ­დი­ვარ და კი­დეც ვმუ­შა­ო­ბო... და­სას­ვე­ნებ­ლად აბას­თუ­მან­ში ვა­პი­რებ წას­ვ­ლას, სახ­ლის და­სა­ქი­რა­ვებ­ლად გუ­შინ ბეც კი გავ­გ­ზავ­ნეო... გვი­ან ღა­მით, ოთხი სა­ა­თი იყო სწო­რედ, რომ ძილ­ში ხმა­ურ­მა და ცუდ­მა სიზ­მარ­მა გა­მო­მაღ­ვი­ძა. რომ წა­მოვ­დე­ქი, გუ­ლის­ძ­გე­რა მქონ­და ავარ­დ­ნი­ლი. ჯერ და­ვა­პი­რე მა­ჩა­ბელ­თან შეს­ვ­ლა, რად­გან მა­ლე­ვე გა­და­მი­ა­რა, დავ­რ­ჩი ოთახ­ში­ვე და ექ­ვ­სის ნა­ხევ­რამ­დე აღარ დამ­ძი­ნე­ბი­ა". დი­ლით, რვა სა­ათ­ზე აკა­კი ივა­ნეს ოთახ­ში შე­სუ­ლა და... "ის აღარ­სად იყო, ქვე­შა­გე­ბი მინ­გ­რე­ულ-მონ­გ­რე­უ­ლი დამ­ხ­ვ­და... კნე­ი­ნამ სტოლ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი რომ ნა­ხა სა­ა­თი, ძეწ­კ­ვი და ოქ­როს ღი­ლე­ბი, მა­შინ თით­ქ­მის შე­იცხა­და..."
რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც უნ­და იყოს, გაცხად­და, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე (მა­ნამ­დეც, ვიდ­რე მა­ჩა­ბე­ლი ანას­ტა­სი­ას შე­ირ­თავ­და) აკა­კი უგო­ნოდ იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­ჩაბ­ლის მე­უღ­ლე - ანას­ტა­სია ბაგ­რა­ტი­ონ­ზე. პო­ე­ტი მთე­ლი ოცი წლის მან­ძილ­ზე მა­ლავ­და ამ სიყ­ვა­რულს. მე­გობ­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, აკა­კიმ ვე­ღარ და­მა­ლა გრძნო­ბა და სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უტყ­და ანას­ტა­სი­ას. "გინდ და­მახ­რ­ჩ­ვე, გინ­და დამ­წ­ვი, გინდ ამ­კე­პე ასო-ასო, თუ არ ცხა­დად, ძილ­ში მა­ინც, წა­მომ­ც­დე­ბა "ტა­სო! ტა­სო!" სა­პა­სუ­ხოდ პო­ეტ­მა მწვა­ვე რე­აქ­ცია მი­ი­ღო. მა­ჩაბ­ლის მე­უღ­ლემ მოს­თხო­ვა წე­რე­თელს, რომ მის სი­ახ­ლო­ვე­საც კი არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. "ერ­თი გზის მე­ტი აღარ დამ­რ­ჩე­ნია და ის გზა სა­ში­ნე­ლია. ძა­ლი­ან გა­აფ­თ­რე­ბუ­ლი ვარ ჩემს თავ­ზე. ყმაწ­ვი­ლი რომ ვი­ყო, თავს მო­ვიკ­ლავ­დი, მაგ­რამ ბე­ბე­რი ვარ და რა­ღა საჩ­ქა­როა? ისე­დაც ვე­ლი სიკ­ვ­დილს..." ალ­ბათ სწო­რედ ამ სიყ­ვა­რუ­ლის მი­ზე­ზით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა მა­ჩაბ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა აკა­კის სა­ხელს და­უ­კავ­ში­რა, რა­საც ტრა­გი­კუ­ლად გა­ნიც­დი­და პო­ე­ტი. იქ­ნებ, პო­ე­მა "გამ­ზ­რ­დე­ლიც" ერ­თ­გ­ვა­რი აღ­სა­რე­ბა იყო ამ სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო...

მა­ჩაბ­ლის უიღ­ბ­ლო სიყ­ვა­რუ­ლი - მა­კო სა­ფა­რო­ვა...

პირ­ვე­ლი გრძნო­ბა მას თორ­მე­ტი წლის ასაკ­ში სწვე­ვია. გიმ­ნა­ზი­ის მოს­წავ­ლე უგო­ნოდ ეტ­რ­ფო­და თურ­მე სი­ლა­მა­ზით გან­თ­ქ­მულ მო­ცეკ­ვა­ვე ქალს - და­რია ბეგ­თა­ბე­გიშ­ვილს, რომ­ლის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბა­საც თვით იმ­პე­რა­ტო­რი ალექ­სან­დე მე­ო­რეც აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა­ში მო­უყ­ვა­ნია. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­ჩაბ­ლის ეს გრძნო­ბა უპა­სუ­ხოდ დარ­ჩე­ბო­და. შემ­დ­გომ­ში უკ­ვე ჭა­ბუ­კი ვა­ნო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო თე­ატ­რის ახალ­გაბ­რ­წყი­ნე­ბულ ვარ­ს­კ­ვ­ლავ­ზე, მა­კო სა­ფა­რო­ვა­ზე, რო­მელ­თან შე­უღ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა ორ­ჯერ­ვე კრა­ხით დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მა­ჩაბ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დ­გომ მა­კომ და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი ათე­უ­ლი წე­ლი იცოცხ­ლა. და­კარ­გ­ვის წი­ნადღე­საც მწე­რა­ლი მა­კო სა­ფა­რო­ვას შეხ­ვედ­რია, რო­მე­ლიც თურ­მე, მის სახ­ლ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობ­და და დაჰ­პი­რე­ბია, რომ შექ­ს­პი­რის "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" აუცი­ლებ­ლად თარ­გ­მ­ნი­და და ამ თარ­გ­მანს სწო­რედ მას მი­უძღ­ვ­ნი­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე დღეს მა­ჩა­ბე­ლი უგ­ზო-უკ­ვა­ლოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დ­გომ კი, მწერ­ლის მე­უღ­ლემ მა­კო სა­ფა­რო­ვას იუბი­ლე­ზე ის "სა­მახ­სოვ­რო მა­გი­და" უძღ­ვ­ნა სა­ჩუქ­რად (24-კა­ცი­ა­ნი ინ­გ­ლი­სუ­რი სერ­ვი­ზით), რო­მელ­ზეც მა­ჩა­ბე­ლი და სა­ფა­რო­ვა შექ­ს­პი­რის თარ­გ­მა­ნებს აჯე­რებ­დ­ნენ. შე­საძ­ლოა, ამ სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ანას­ტა­სი­ას­თ­ვი­საც იყო ცნო­ბი­ლი.
ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სა­ხელს ლი­ზა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­საც უკავ­ში­რე­ბენ, რო­მელ­საც რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, მა­ჩაბ­ლის­გან ვა­ჟიც კი შეს­ძე­ნია. 1890 წელს დე­დი­სე­უ­ლი გვა­რით ყრმა შალ­ვა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი და­ბა­დე­ბუ­ლა, თუმ­ცა, სწო­რედ იმ დღეს, მა­მა­მი­სი ანას­ტა­სია ბაგ­რა­ტი­ონ­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და. ლი­ზა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­მა სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბა მის­ცა ვაჟს. სწო­რედ შალ­ვა იყო ცნო­ბი­ლი მხატ­ვ­რის, ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, სა­ოც­რად აიდე­ა­ლებ­და პე­და­გოგს.
1909 წელს შალ­ვა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი მოს­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­რიცხუ­ლა. ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას, რო­გორც აღ­ნიშ­ნა­ვენ, წი­ნა პი­რო­ბად უძღო­და ის ფაქ­ტი, რომ იგი ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა ივა­ნე მა­ჩაბ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი კვა­ლის ძი­ე­ბით და ილი­ა­სა და ნი­კო ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბე­ბის დე­ტა­ლებ­ში გარ­კ­ვე­ვით. ცნო­ბი­ლია, რომ მან მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა­საც მი­აკ­ვ­ლია, თუმ­ცა 1937 წელს ეს მა­სა­ლე­ბი გა­უ­ჩი­ნარ­და. და­ა­პა­ტიმ­რეს შალ­ვა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც 1938 წელს სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი ცი­ხე­ში ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მი­სი საფ­ლა­ვიც კი არ არ­სე­ბობს, ისე­ვე - რო­გორც მა­ჩაბ­ლის. რა­ტომ ჩა­მო­ი­შო­რეს გზი­დან შალ­ვა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი და რა "სა­შიშ" ინ­ფორ­მა­ცი­ებს ფლობ­და იგი, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უც­ნო­ბი დარ­ჩა.

მა­ჩაბ­ლის ერ­თ­გუ­ლი თა­ნა­მეცხედ­რე და... უარ­ყო­ფი­ლი პო­ე­ტი

ანას­ტა­სია ბაგ­რა­ტი­ო­ნი ივა­ნე მა­ჩა­ბელ­მა ნი­კო დი­ა­სა­მი­ძის ოჯახ­ში გა­იც­ნო, რო­მელ­თა­ნაც მწე­რალ­მა მა­ლე­ვე და­ი­წე­რა ჯვა­რი. ტა­სო არა მარ­ტო მე­უღ­ლე, არა­მედ უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რიც ყო­ფი­ლა თა­ნა­მეცხედ­რე­სი, რო­მელ­საც თავ­და­ვიწყე­ბით უყ­ვარ­და იგი და სი­ცოცხ­ლის უკა­ნას­კ­ნელ წუ­თამ­დე ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა ამ სიყ­ვა­რუ­ლის. აკა­კის წე­რი­ლე­ბი­და­ნაც ჩანს, რომ ტა­სომ სას­ტი­კად უარ­ყო მი­სი გრძნო­ბა. "ო­ცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე შე­მიყ­ვა­რა... ისე­თის აღ­ტა­ცე­ბით და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით, რო­გო­რაც შე­საძ­ლოა მხო­ლოდ რჩე­ულ­თათ­ვის. შენ იყავ ჩე­მი ზე­ჩა­მა­გო­ნე­ბე­ლი. ჩე­მი აღ­მ­გ­ზე­ბე­ლი პო­ე­ზი­ა­ცა და სი­ცოცხ­ლეც. რო­გორც "წმინ­და ლოც­ვა... ეს წე­რი­ლიც ჩე­მი სუ­ლის და ხორ­ცის გაყ­რაა. თურ­მე, ჩე­მი "ა­რამ­კითხე" მის­წ­რა­ფე­ბე­ბით სა­სა­ცი­ლო ვყო­ფილ­ვარ და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ნაც­ვ­ლად გულ­გ­რი­ლო­ბა გა­მო­მიწ­ვე­ვია თქვე­ნის მხრით? მა­პა­ტი­ვეთ, დღე­ი­დან მკვდარს და მკვდრა­დაც მი­გუ­ლეთ, რომ ჩემ­მა სახ­სე­ნე­ბელ­მაც კი ჩრდი­ლი არ მი­ა­ყე­ნოს თქვენს ნა­თელ­მო­სილ ნე­ტა­რე­ბას. მშვი­დო­ბით სა­მა­რა­დი­სოდ. აკა­კი".

ანას­ტა­სია მა­ჩაბ­ლის ინ­ტერ­ვიუ...

აკა­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ილია ზუ­რა­ბაშ­ვი­ლმა ტა­სოს ჰკითხა, იყო თუ არა რა­ი­მე ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი მა­სა და აკა­კის შო­რის? ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მი­სას ტა­სო პა­სუ­ხობს: "თქვენ არ და­ი­ჯე­რებთ და არა­სო­დეს ამა­ზე არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ჩემს ყუ­რამ­დე აღ­წევ­და მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ეს არც შე­მეძ­ლო. არ შე­მეძ­ლო იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან­ვე ჩვენ შო­რის ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ყარ­და, რომ მი­სი ინ­ტი­მურ სი­ახ­ლო­ვედ გარ­დაქ­მ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. აკა­კი იმ დროს გა­ვი­ცა­ნი, რო­ცა ინ­ს­ტი­ტუტს ის იყო ვამ­თავ­რებ­დი. აკა­კი ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი იყო, ჩვენ შო­რის 30 წლის მან­ძი­ლი იდ­ვა. მა­ლე გავ­თხოვ­დი. აკა­კი დი­დი მე­გო­ბა­რი იყო ჩე­მი ქმრი­სა, მი­სი თა­ნა­მო­ზი­ა­რე სა­ზო­გა­დო საქ­მე­ეში. თქვენ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ აქაც არა­ვი­თა­რი სა­ბა­ბი არ იყო, რა­თა ჩე­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მა და მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა აკა­კი­სად­მი სხვა გრძნო­ბად გარ­დაქ­მ­ნი­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს მივ­თხოვ­დი სიყ­ვა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით­ვე შე­მირ­თო მან. მით უფ­რო, რომ მა­ლე დავ­შ­ვი­ლი­ან­დი. შვი­დი წლის შემ­დეგ დავ­ქ­ვ­რივ­დი. აკა­კი კვლავ გა­ნაგ­რ­ძ­ობ­და რო­გორც ქმრის დროს, ჩე­მი ოჯა­ხის მე­გობ­რო­ბას და პი­რა­დად ჩემს მე­გობ­რო­ბას და ასე გაგ­რ­ძელ­და მის სიკ­ვ­დი­ლამ­დე. ჩე­მი ქვრი­ვო­ბის პირ­ველ წლებ­ში ისე უბე­დუ­რად ვგრძნობ­დი თავს, რომ მე­ტის­მე­ტად თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც ვერ გა­ივ­ლებ­და აზ­რად ჩემს მონა­დი­რე­ბას, მით უფ­რო, აკა­კი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ხე­დავ­და ჩემს სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბას და არ იკის­რებ­და ჩემს შე­უ­რაცხ­ყო­ფას... მაგ­რამ რო­გორ დავ­წა­მო ან ჩემს თავს, ან აკა­კის ის, რაც არ ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი მახ­ლობ­ლო­ბა მე­გობ­რო­ბის კავ­შირს არ გას­ცი­ლე­ბია..." შემ­დეგ კითხ­ვა­ზე, გრძნობ­და თუ არა აკა­კის სიყ­ვა­რულს მი­სად­მი, ტა­სო პა­სუ­ხობს: "მე მგო­ნია, რომ აკა­კის ყო­ველ­თ­ვის უყ­ვარ­და ვინ­მე ან ეგო­ნა, რომ უყ­ვარს. მე არ ვგუ­ლის­ხ­მობ, უბ­რა­ლოდ, მა­მა­კა­ცურ ჟინს, არა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი სულ სხვა­ნა­ი­რი იყო. თუ გინ­და, მხატ­ვ­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რაც თით­ქ­მის მის შე­მოქ­მე­დე­ბას ანა­ყო­ფი­ე­რებ­და. აკა­კის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი სატ­რ­ფო ჰყავ­და, იგი უყ­ვარ­და წა­რუ­ხო­ცე­ლი და მგზნე­ბა­რე სიყ­ვა­რუ­ლით. ღვთის წი­ნა­შე, ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო, ისიც წარ­სულ­ში უფ­რო, ვიდ­რე აწ­მ­ყო­ში..."

სა­უ­კუ­ნის შემ­დ­გომ მი­ჩე­ნი­ლი საფ­ლა­ვი

ივა­ნე მა­ჩაბ­ლის სა­ხე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­თა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბით მრა­ვალ იდუ­მა­ლე­ბას მო­ი­ცავს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვერ­სი­ე­ბი­დან, რო­მე­ლია რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს, ამის გარ­კ­ვე­ვა სა­უ­კუ­ნის შემ­დ­გომ ძნე­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პუბ­ლი­ცის­ტი, XIX სა­უ­კუ­ნის დი­დი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და შექ­ს­პი­რის უბად­ლოდ მთარ­გ­მ­ნე­ლის სა­ხე­ლით შე­მორ­ჩა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბას. ასე­ვე ფაქ­ტია ისიც, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ასი წლის­თავ­ზე მა­ჩაბ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ელე­ნე­სა­გან რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მა­მის სა­მი ნეკ­ნი, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ის დროს ამოჰ­კ­ვე­თეს, ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა დი­დი პა­ტი­ვით მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
19.10.2017
დაბადებულიცარ იყო ანასტასია ბაგრატიონი აკაკიმ რომ გამზრდელი დაწერა,,,
გიო
15.10.2017
გენაცვათ,აკაკიმ "გამზრდელი რომ დაწერა,მე-8 კლასში იყო და წინასწარ დაწერა აღსარება?რა მაგრები ხართ,ყოჩაღ,ასე გააგრძელეთ
ლელა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
ხშირად დასახიჩრებული მოწინააღმდეგენი რომელიმე დუქანს ან სახლს მიაშურებდნენ, იქ კი ლხინი გათენებამდე გრძელდებოდა

კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი