კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი­სა და თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ტრა­გე­დია
font-large font-small
კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი­სა და თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ტრა­გე­დია
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და


ათე­უ­ლო­ბით წლე­ბის მან­ძილ­ზე, ამ თე­მას ტა­ბუ ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი. სას­ტი­კად იკ­რ­ძა­ლე­ბო­და იმ გმირ­თა სა­ხე­ლე­ბის ხსე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც 1921 წლის თე­ბერ­ვ­ლის მოვ­ლე­ნებს შე­ე­წი­რა. პირ­ვე­ლი მსხვერ­პ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლას შე­ე­წი­რა, 18 წლის მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის სი­ცოცხ­ლე აღ­მოჩ­ნ­და. მი­სი და­ღუპ­ვა მხო­ლოდ ერ­თი ოჯა­ხის ტრა­გე­დია რო­დი გახ­ლ­დათ - მა­შინ, მას­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­სა­მარ­და. ამ და­კარ­გულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და და­ღუ­პულ ასულს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გლო­ვობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი. "მე მიყ­ვარს ჩე­მი სამ­შობ­ლო მტკივ­ნე­უ­ლად, გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლად და... მო­ვა­ლე ვარ, მას ვუმ­ს­ხ­ვერ­პ­ლო ყვე­ლა, რაც მხო­ლოდ მი­სი მე­ო­ხე­ბით მო­მე­ცა". ამ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით აღ­ზარ­და ქა­ლიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც 1921 წლის 19 თე­ბერ­ვალს სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა.


კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­დან

თა­ვა­დის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი ცხრა და-ძმი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ც­რო­სი იყო. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, უფ­როს­მა ძმებ­მა პა­ტა­რა კო­ტე გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ყარ­სის ოლ­ქის და­ბა სა­რა­ყა­მიშ­ში წა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც თა­ვად მსა­ხუ­რობ­დ­ნენ. კა­დეტ­თა კორ­პუს­ში სწავ­ლი­სას კო­ტემ მშობ­ლი­უ­რი ენა და­ი­ვიწყა, რაც უდი­დე­სი ტრა­გე­დია აღ­მოჩ­ნ­და მი­სი ოჯა­ხი­სათ­ვის. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რეს, ორი წლის შემ­დეგ კი თბი­ლი­სის მე­ო­რე კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის მე­სა­მე კლას­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ იქ და­უ­ახ­ლოვ­და თა­ნა­ტოლ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს, რო­მელ­მაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­საზღ­ვ­რა კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.
1895 წელს კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, რუ­სეთ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის რჩე­ვით, აღ­მო­სავ­ლუ­რი ენე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რ­ძე­ლა სწავ­ლა, მაგ­რამ სტუ­დენ­ტ­თა გა­მოს­ვ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გან იქი­დან გა­რიცხეს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რის გა­მოც იგი სტუ­დენ­ტო­ბის წლებს უმად­ლო­და, მი­სი ქარ­თ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იყო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში შე­ის­წავ­ლა მშობ­ლი­უ­რი ენა, ეც­ნო­ბო­და "ვეფხის­ტყა­ო­სანს", "ვის­რა­მი­ანს", "ქი­ლი­ლა და და­მა­ნას", უს­მენ­და ახალ­გაზ­რ­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ლექ­ცი­ებს - სამ­შობ­ლოს ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ზე, წმინ­და ნი­ნო­ზე, თა­მარ მე­ფე­ზე, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე... ყო­ვე­ლი­ვე ამან გა­ნა­პი­რო­ბა მი­სი ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, უმ­შ­ვე­ნი­ე­რეს თა­მარს, მწე­რალ ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის ასულს, ჯერ კი­დევ გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში შეხ­ვ­და. მერ­ვეკ­ლა­სე­ლი კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე მო­უ­ხიბ­ლავს თა­მა­რის სი­ლა­მა­ზეს და არც თა­მა­რი დარ­ჩე­ნი­ლა გულ­გ­რი­ლი მის მი­მართ. იმ დღი­დან, ყვე­ლას­გან შე­უმ­ჩ­ნევ­ლად, ფა­რუ­ლად ეტ­რ­ფოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. პე­ტერ­ბურ­გი­დან წე­რი­ლებ­საც ხში­რად სწერ­დ­ნენ. "მე სიკ­ვ­დი­ლის შვილ­თა რიცხ­ვ­ში უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რად­გან ვუყ­ვარ­ვარ მას, ვინც მე თავ­და­ვიწყე­ბით მიყ­ვარს. ყო­ვე­ლი სიტყ­ვა შე­ნი წვე­თია ნექ­ტა­რი­სა, რომ­ლი­თაც მივ­სებ გულს. გრძნო­ბე­ბის ენა ყო­ველ­თ­ვის არ ჰგავს გო­ნე­ბის ენას", - სწერ­და პე­ტერ­ბურ­გი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი.
თა­მა­რი მარ­თ­ლაც, იმ­დე­ნად ლა­მა­ზი ყო­ფი­ლა, რომ მი­სი მშვე­ნი­ე­რე­ბით მო­ხიბ­ლულ აკა­კი წე­რე­თელს ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამს: ეს თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბიაო.
წლე­ბის მან­ძილ­ზე ეტ­რ­ფოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს კო­ტე და თა­მა­რი. 1900 წლის 10 ნო­ემ­ბერს კი, ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი (პა­ტარ­ძ­ლის მეჯ­ვა­რე, ილია ჭავ­ჭ­ვა­ძის მე­უღ­ლე - ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი გახ­ლ­დათ). ისი­ნი ჯვარს იწერ­დ­ნენ სწო­რედ იმ ტა­ძარ­ში, სა­დაც 21 წლის შემ­დეგ, მა­თი სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფი - 18 წლის მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი და­ას­ვე­ნეს...
GzaPress
ფრაგ­მენ­ტე­ბი მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რი­დან

"მუ­დამ ვწერ­დი ყო­ველ მოთხ­რო­ბა­ში, ჩემ­და მო­გო­ნილ­ში. ამი­რან­მა ას­წყ­ვი­ტა თა­ვი­სი ჯაჭ­ვი და სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა-მეთ­ქი, - ეს ილუ­ზია იყო მარ­ტო. თურ­მე იგი ამი­რა­ნი, უფ­რო გა­უწყ­ვე­ტე­ლი ჯაჭ­ვე­ბით არის შე­ბო­ჭი­ლი და მის გაწყ­ვე­ტას ძა­ლი­ან დი­დი ღო­ნე უნ­და. აგ­რეთ ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ღე­ბა"...
"ქარ­თ­ვე­ლი ერი მხნე და გუ­ლა­დი არის. არა­ვის და­ა­ნე­ბებს თა­ვის სამ­შობ­ლოს. სამ­შობ­ლო­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი უდი­დე­სია, სხვა ყვე­ლა გრძნო­ბა­ზე მაღ­ლა სდგას. შებ­რ­ძო­ლე­ბა მტერს სის­ხ­ლის უკა­ნას­კ­ნელ წვე­თამ­დის. შებ­რ­ძო­ლე­ბა და ან სიკ­ვ­დი­ლი, ან გა­მარ­ჯ­ვე­ბა".
"ძლივს გვე­ღირ­სა და ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბი ვნა­ხეთ. რა მშვე­ნივ­რად ფრი­ა­ლე­ბენ... მე სულ მა­კან­კა­ლებ­და. ჩემს არ­სე­ბა­ში რა­ღაც თრთო­და... წმინ­და გი­ორ­გი, იყავ მფარ­ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ი­სა!.. ხომ ხე­დავ, მა­ღა­ლო ზე­ცი­უ­რო მა­მავ, სა­მარ­თალს. ჩა­მოგ­ვა­შო­რე მტე­რი და თა­ვი­სუფ­ლად ამოგ­ვა­სუნ­თ­ქე..."

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­მო­ე­სია საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მე-11 არ­მია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა სტუ­დენ­ტებს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სიბ­რ­ძ­ნის­მეტყ­ვე­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი - მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი 17 თე­ბერ­ვალს, "წი­თელ ჯვარ­ში" მოწყა­ლე­ბის დად ჩა­ე­წე­რა. ვერც მა­მის მუ­და­რამ გას­ჭ­რა, ვერც დე­დის ცრემ­ლებ­მა. სა­ნი­ტა­რი­ულ რაზ­მ­თან ერ­თად კო­ჯორ­ში - ბრძო­ლის ველ­ზე წა­ვი­და. 19 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს, მის გვერ­დით გამ­ს­კ­დარ­მა ყუმ­ბა­რამ სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გან­გ­მი­რა სამ­შობ­ლოს­თ­ვის თავ­გან­წი­რუ­ლი გო­გო­ნას სი­ცოცხ­ლე. მას­თან ერ­თად, თბი­ლი­სის მი­სად­გო­მებ­თან ასო­ბით ქარ­თ­ვე­ლის სი­ცოცხ­ლე ეწი­რე­ბო­და მტერ­თან ბრძო­ლას.

ქა­შუ­ე­თის ტაძ­რის ქვე­და სა­ლო­ცავ­ში მო­ფარ­და­გე­ბულ იატაკ­ზე სამ­შობ­ლოს შე­წი­რუ­ლი ვა­ჟე­ბი ეს­ვე­ნა. შუ­ა­ში, შე­მაღ­ლე­ბულ­ზე და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი. მი­სი ნეშ­ტის­თ­ვის სამ­ფე­რო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი დრო­შა გა­და­ე­ფა­რე­ბი­ნათ. თა­ვი თეთ­რი ხი­ლა­ბან­დით წა­ეკ­რათ, რად­გან ყუმ­ბა­რის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბი­სა­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის გა­მო კე­ფი­დან კი­დევ სდი­ო­და სის­ხ­ლი... გმირ­თა სუ­ლე­ბის მო­სახ­სე­ნებ­ლად სწი­რავ­და კა­თა­ლი­კო­სი ლე­ო­ნი­დე.
მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო გლო­ვობ­და და­ღუ­პულ გმი­რებ­სა და და­კარ­გულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ტაძ­რის ეზო­ში გაჭ­რილ საძ­მო საფ­ლავ­ში დაკ­რ­ძა­ლეს, მა­რო ცალ­კე და­ა­საფ­ლა­ვეს რკი­ნის გა­ლა­ვან­თან, მაგ­რამ... და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გ­ვას­თან ერ­თად, მი­სი საფ­ლა­ვიც და­ი­კარ­გა, უფ­რო სწო­რად - ბოლ­შე­ვი­კებ­მა ძა­ლა არ და­ი­შუ­რეს სა­ი­მი­სოდ, რომ მი­სი კვა­ლი წა­ე­შა­ლათ, თით­ქოს ამით, ერის ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან გმირ­თა სა­ხე­ლე­ბის წაშ­ლა­საც მო­ა­ხერ­ხებ­დ­ნენ.

ქა­ლიშ­ვი­ლის და­ღუპ­ვამ კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი ერთ დღე­ში გა­ა­ჭა­ღა­რა­ვა. "ჩე­მო გმი­რო და წმინ­და­ნო. გა­მამ­ხ­ნე­ვე მშო­ბე­ლი;
სამ­შობ­ლო თუ შენ - რო­მე­ლი, ახ, ვი­ტი­რო რო­მე­ლი?!"
და მარ­თ­ლაც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თ­ნა­ი­რი გან­ც­დით დას­ტი­რო­და ასუ­ლი­სა და სამ­შობ­ლოს ბედს მწე­რალ­თა კავ­ში­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი და პირ­ვე­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ის თვალ­ნათ­ლივ ხე­დავ­და, თუ რო­გორ "პა­ტა­რავ­დე­ბო­და" თვალ­სა და ხელს შუა სამ­შობ­ლოს დი­დე­ბა. სწო­რედ ის იყო პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ხმა აიმაღ­ლა ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის­თ­ვის სა­სიკ­ვ­დი­ლო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ. სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძეს წე­რი­ლიც კი მის­წე­რა მწე­რალ­თა ხელ­მო­წე­რე­ბით - და­ენ­დოთ ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი და მის­თ­ვის დახ­ვ­რე­ტის გა­ნა­ჩე­ნი გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ, მაგ­რამ... "ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შვი­ლი კი არა, თვით ვა­ჟა-ფშა­ვე­ლაც რომ ყო­ფი­ლი­ყო, იმა­საც დავ­ხ­ვ­რეტ­დი", - მი­ი­ღო პა­სუ­ხად მწე­რალ­თა კავ­შირ­მა.
სას­ტი­კი რე­ჟი­მი სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მყა­რად დამ­კ­ვიდ­რე­ბას.

შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და, რად­გან... ეს სას­ტი­კად აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო. მას შემ­დეგ კი, რაც მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი საფ­ლა­ვი "წა­შა­ლეს", თა­მარ გა­ბაშ­ვილს იმ ქუ­ჩა­ზე აღარც გა­უვ­ლია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­უ­საძ­ლის ტკი­ვილ­ში გა­ა­ტა­რა.
სა­წო­ლის თავ­თან და­კი­დე­ბუ­ლი სუ­რა­თი, ზარ­დახ­შა­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ნა­ხუ­ლი თმის კუ­ლუ­ლი და მი­სი დღი­უ­რი შე­მორ­ჩე­ნო­და მხო­ლოდ შვი­ლი­სა­გან. სა­გულ­და­გუ­ლოდ ინა­ხავ­და ამ ძვირ­ფას რე­ლიკ­ვი­ებს. მემ­კ­ვიდ­რე­ებს ან­დერ­ძა­დაც კი და­უ­ტო­ვა - მის­თ­ვის საფ­ლავ­ში ჩა­ე­ყო­ლე­ბი­ნათ ქა­ლიშ­ვი­ლის და­ნა­ტო­ვა­რი - მი­სი თმა, თით­ქოს ამით გულ­თან ახ­ლოს იგუ­ლებ­და ასულს.

კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი და თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი ქარ­თ­ველ მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში დაკ­რ­ძა­ლეს. მათ­თან ერ­თად პო­ვა სა­უ­კუ­ნო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი მათ­მა ვაჟ­მა შალ­ვა­მაც. იქ­ვე და­მარ­ხუ­ლია მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის თმის ნაწ­ნა­ვიც. დე­დას ან­დერ­ძი აუს­რუ­ლეს. იქ­ნებ, იქ არის მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის აღ­დ­გე­ნი­ლი საფ­ლა­ვიც?..
"ა­და­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბის უსაზღ­ვ­რო ოკე­ა­ნე­ში იბა­დე­ბი­ან, იზ­რ­დე­ბი­ან და ქრე­ბი­ან ინ­დი­ვი­დე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი და მოქ­მე­დე­ბა­ნი რჩე­ბი­ან ხსოვ­ნა­ში იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რა სუ­ლი­ე­რი ენერ­გია გა­მო­ი­ჩი­ნეს მათ თა­ვი­სი ყოფ­ნის სარ­ბი­ელ­ზე," - წერ­და კო­ტე მა­ყაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც კარ­გად იცო­და, თუ რა კვა­ლის და­ტო­ვე­ბა შეძ­ლო მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ერის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
ხშირად დასახიჩრებული მოწინააღმდეგენი რომელიმე დუქანს ან სახლს მიაშურებდნენ, იქ კი ლხინი გათენებამდე გრძელდებოდა

კვირის სიახლეები
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
7 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
5 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
18 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
3 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი