5 000 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი­სა და ნივ­თე­ბის ნაშ­თე­ბი
font-large font-small
5 000 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი­სა და ნივ­თე­ბის ნაშ­თე­ბი
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს


5 ათა­სი წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი საცხოვ­რებ­ლე­ბი და მათ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი - თი­ხის ჭურ­ჭე­ლი, სე­ლის ქსო­ვი­ლი, სა­კე­რა­ვი და საქ­სო­ვი ხელ­საწყო­ე­ბი, თევ­ზ­სა­ჭე­რი ჰარ­პუ­ნი, თი­ხის ფი­გუ­რე­ბი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის აქ­სე­სუ­ა­რი, მათ შო­რის - თა­ვის შე­სამ­კო­ბე­ლი დი­ა­დე­მე­ბი... გუ­და­ბერ­ტყას ნა­მო­სახ­ლა­რის გათხ­რის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ეს ნივ­თე­ბი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 5 000 წლის წინ არ­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს... სამ ჰექ­ტარ­ზე გაშ­ლი­ლი ტე­რი­ტო­რია ში­და ქარ­თ­ლ­ში, ახალ­შენ­სა და ხელ­თუ­ბანს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. მი­სი გათხ­რა 50-იან წლებ­ში და­იწყო.


სერ­გო ნა­დი­მაშ­ვი­ლის შემ­დეგ ტე­რი­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა არ­ქე­ო­ლოგ­მა, გი­ორ­გი მინ­დი­აშ­ვილ­მა გა­ნაგ­რ­ძო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ახ­ლა­ხან კი­დევ უფ­რო გამ­დიდ­რ­და - ახა­ლი ნა­სახ­ლა­რე­ბი­სა და მათ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და შეს­წავ­ლის შე­დე­გად უძ­ვე­ლე­სი მო­სახ­ლე­ო­ბის, მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ არა­ერ­თი ფაქ­ტი გახ­და ცნო­ბი­ლი... ბა­ტონ გო­გის გუ­და­ბერ­ტყას ნა­მო­სახ­ლარ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი­სა და მათ მი­ერ ნა­ამ­ბო­ბი უძ­ვე­ლეს ხალ­ხ­თა ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ...

- გუ­და­ბერ­ტყას ნა­მო­სახ­ლა­რის გათხ­რა 1956 წელს, გო­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა, სერ­გო ნა­დი­მაშ­ვილ­მა და­იწყო. ასე­თი მას­შ­ტა­ბის (3 ჰექ­ტა­რი) Aძეგლი ში­და ქარ­თ­ლ­ში სხვა არ არ­სე­ბობს. 50-იან წლებ­ში ად­რე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ძეგ­ლე­ბი შეს­წავ­ლი­ლი არ იყო. გუ­და­ბერ­ტყას გა­მო­ყო­ფა შემ­თხ­ვე­ვი­თი აღ­მო­ჩე­ნის შე­დე­გია. ად­რე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს (ყო­ფილ კავ­კა­სი­ის) სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ყო ბო­რის კუფ­ტინ­მა და `მტკვარ-არაქ­სის კულ­ტუ­რა~ უწო­და. კულ­ტუ­რის გა­მო­ყო­ფა ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლი­სა (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი) და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. კუფ­ტინ­მა და­ად­გი­ნა, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად ერ­თ­მა­ნე­თის მსგავ­სი კე­რა­მი­კა არაქ­სის ანუ არე­ზი­სა (მდი­ნა­რის, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის, თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის საზღ­ვარ­ზე მი­ე­დი­ნე­ბა) და მტკვრის აუზებ­ში იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი და მას `მტკვარ-არაქ­სის ენე­ო­ლი­თი~ უწო­და. ანუ პე­რი­ო­დი, რომ­ლი­თაც არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ქვას­თან ერ­თად ლი­თო­ნის, სპი­ლენ­ძის გა­მო­ყე­ნე­ბის და­საწყისს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ეს აღ­მო­ჩე­ნა მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მოა, რად­გან ამ პე­რი­ო­დის ძეგ­ლე­ბი კავ­კა­სი­ა­ში თით­ქ­მის არ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

- ამ აღ­მო­ჩე­ნამ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო ასე­თი ად­რე­უ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის ად­გი­ლად არ მი­იჩ­ნე­ო­და?

- მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და მო­საზ­რე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მხო­ლოდ ან­ტი­კურ ხა­ნა­ში გაჩ­ნ­და მო­სახ­ლე­ო­ბა. ეს აზ­რი სამ­თავ­რო­სა და თრი­ა­ლე­თის გათხ­რებ­მა გა­ა­ბა­თი­ლა. კუფ­ტინ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მი დაგ­ვი­ტო­ვა, რის­თ­ვი­საც ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დ­ვილ წევ­რად აირ­ჩი­ეს. სწო­რედ ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და იშ­ვი­ა­თი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და გუ­და­ბერ­ტყას აღ­მომ­ჩე­ნი ბა­ტო­ნი სერ­გო ნა­დი­მაშ­ვი­ლი 30-იან წლებ­ში. ბა­ტო­ნი სერ­გო თა­ვი­დან გა­ნათ­ლე­ბით ტო­პოგ­რა­ფი-გე­ო­დე­ზის­ტი იყო. რო­გორც ჩანს, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ან­თ­რო­პო­გე­ნუ­ლი ლან­დ­შაფ­ტის შემ­ჩ­ნე­ვა­ში თვა­ლი გა­ე­წა­ფა. ასე მი­აკ­ვ­ლია ში­და ქარ­თ­ლ­ში ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ძეგლს, მათ შო­რის, გუ­და­ბერ­ტყას ნა­მო­სახ­ლარს.

- ამ ნა­მო­სახ­ლა­რით თქვენ რო­დის და რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დით?

- 2002 წელს ბა­ქო-სუფ­სის მილ­სა­დე­ნის ექ­ს­პე­დი­ცი­ებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას ჯან­და­რის ტბი­დან ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის ჩათ­ვ­ლით კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის მიზ­ნით სა­ვე­ლე ოფიც­რად ვმუ­შა­ობ­დი. ბულ­დო­ზე­რე­ბი­სა და ექ­ს­კა­ვა­ტო­რე­ბის მუ­შა­ო­ბას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რომ რა­მე არ და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნათ. მა­შინ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს ად­გი­ლე­ბი სა­დაზ­ვერ­ვო თხრი­ლე­ბით მო­მე­სინ­ჯა. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ცენ­ტ­რის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, ვახ­ტანგ ჯა­ფა­რი­ძის­გან ნე­ბარ­თ­ვა და და­ფი­ნან­სე­ბა მი­ვი­ღე, რა­თა ად­გილ­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. გათხ­რებ­მა გუ­და­ბერ­ტყა­ზე ორი სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დის ნა­მო­სახ­ლა­რი ფე­ნა გა­მო­ავ­ლი­ნა. ზე­და ფე­ნა­ში მო­ცე­მუ­ლია გვი­ან­ბ­რინ­ჯაო-ად­რერ­კი­ნის ხა­ნის კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნა, რო­მე­ლიც ძვ.წ. XII-VII სა­უ­კუ­ნე­ებს მო­ი­ცავს. მის ქვე­მოთ კი ად­რე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის მტკვარ-არაქ­სის კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. 2015 წელს, რო­ცა გო­რის გამ­გე­ო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, და­ვით ონი­აშ­ვილ­მა გუ­და­ბერ­ტყას ძეგ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ შე­იტყო, ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნა, რა­თა ამ ად­გილ­ზე ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტის შექ­მ­ნის მიზ­ნით არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა.

- რა ნივ­თე­ბი იყო თავ­მოყ­რი­ლი თქვენ მი­ერ აღ­მო­ჩე­ნილ 2-ოთა­ხი­ან შე­ნო­ბა­ში და რას ადას­ტუ­რებს იმ პე­რი­ოდ­ში ამ ტი­პის ნივ­თე­ბის არ­სე­ბო­ბა?

- ეს შე­ნო­ბა 12 მეტ­რი სიგ­რ­ძი­საა და ბა­ნუ­რი გა­და­ხურ­ვა აქვს. კე­დე­ლი იატა­კი­დან 60 სან­ტი­მეტ­რის სი­მაღ­ლემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რაც თა­ვის დრო­ზე მომ­ხ­და­რი ხან­ძ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ იმ უძ­ვე­ლე­სი გუ­და­ბერ­ტყე­ლე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ­ლებ­მაც ერ­თი ფე­ხით გა­ას­წ­რეს ცეცხ­ლის წამ­კი­დე­ბელ თავ­დამ­ს­ხ­მე­ლებს, ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს. ამის სა­პი­რის­პი­როდ, რო­ცა ახა­ლი სახ­ლის აშე­ნე­ბის მიზ­ნი­თაა ძვე­ლი შე­ნო­ბა დან­გ­რე­უ­ლი, მათ ნივ­თე­ბი წი­ნას­წარ აქვთ გა­ზი­დუ­ლი და ად­გილ­ზე აღა­რა­ფე­რი გვხვდე­ბა. ამი­ტომ, დამ­წ­ვა­რი შე­ნო­ბის და­ნახ­ვა, ჩვენ­თ­ვის, არ­ქე­ო­ლო­გე­ბის­თ­ვის დი­დად სა­სი­ხა­რუ­ლოა (ი­ცი­ნის). ამ უბან­ზე 5 სხვა­დას­ხ­ვა დრო­ის შე­ნო­ბის ნაშ­თი გავ­თხა­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ნივ­თებს, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩხი­რე­ბით ნაქ­სო­ვი 5 000 წლის წი­ნან­დე­ლი სე­ლის ქსო­ვი­ლი. გა­მო­დის, მათ უკ­ვე იცი­ოდ­ნენ ძა­ფის დარ­თ­ვა და ამას არა მხო­ლოდ ჩხი­რე­ბი­თა და ყა­ის­ნა­ღით ახერ­ხებ­დ­ნენ, არა­მედ მარ­ტივ საქ­სოვ დაზ­გებს ფლობ­დ­ნენ, რი­თაც საკ­მა­ოდ წმინ­და ქსო­ვილს ქსოვ­დ­ნენ. აქ­ვე ნა­პოვ­ნია კვი­რის­ტა­ვე­ბი, ძვლის ნემ­სი, თი­ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ფი­გუ­რე­ბი, ორი­ვე მხრი­დან გა­ხე­ხი­ლი ცხვრის კო­ჭი. ასე­თი კო­ჭე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი დიდ სა­მე­ფო ყორ­ღა­ნებ­შიც. კა­ხეთ­ში, ოქ­როს ლო­მის აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით, 365 ასე­თი კო­ჭი აღ­მოჩ­ნ­და. ეს რიცხ­ვი წე­ლი­წა­დის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ემ­თხ­ვე­ვა. გახ­ვ­რე­ტი­ლი ან გა­ხე­ხი­ლი კო­ჭე­ბი­სა და მრგვა­ლი კენ­ჭე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალს ან ამინდს წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ. GzaPress

- სა­ო­ცა­რია და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა და საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, ისი­ნი ამას­თა­ნა­ვე, ქმნიდ­ნენ, ამუ­შა­ვებ­დ­ნენ, აპ­რი­ა­ლებ­დ­ნენ თი­ხის ჭურ­ჭელს, ამ­ზა­დებ­დ­ნენ აქ­სე­სუ­ა­რებს, ქსოვ­დ­ნენ ქსო­ვილს... ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ზე დიდ დრო­სა და ენერ­გი­ას ხარ­ჯავ­დ­ნენ...

- დი­ახ და გარ­და ამი­სა, აქ­ტი­უ­რად აახ­ლებ­დ­ნენ და­ზი­ა­ნე­ბულ შე­ნო­ბებს. უფ­რო მე­ტიც, გვი­ან ბრინ­ჯა­ოს ხა­ნა­ში, ძვ. წ. XVI-VI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ღუ­მე­ლე­ბი და ფურ­ნე­ე­ბი ჰქონ­დათ, რო­მელ­თა აშე­ნე­ბას საკ­მა­ოდ დიდ დროს ან­დო­მობ­დ­ნენ. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ თი­ხის ჭურ­ჭ­ლის სა­ხე­ლუ­რი ცხე­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. ცხე­ნი კავ­კა­სი­ა­ში გვი­ან ბრინ­ჯა­ოს ხა­ნა­ში გაჩ­ნ­და, კი­მე­რი­ე­ლე­ბი­სა და სკვი­თე­ბის გა­მო­ჩე­ნის პე­რი­ოდ­ში. აქ­ვე გახ­ლ­დათ სა­წუ­რი და სა­ხე­ხი ქვე­ბი. ერთ კო­კა­ში ირ­მის და­ხერ­ხი­ლი რქე­ბი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, ირ­მის რქა სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბის სა­ო­ცა­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბაა. მათ შო­რის, ძლი­ე­რი სის­ხ­ლ­დე­ნი­სა და ეპი­ლეფ­სი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც თაფ­ლის კვა­ლი იყო. ბა­ტონ­მა სერ­გომ აქ ორი დი­ა­დე­მა - შუბ­ლის შე­სამ­კო­ბი გვირ­გ­ვი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნა. გაწ­მენ­დის შემ­დეგ მათ­ზე ირ­მე­ბის, ჯიხ­ვე­ბი­სა და ყარ­ყა­ტე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ირემს წმინ­და ცხო­ვე­ლად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ და თაყ­ვანს სცემ­დ­ნენ. ირ­მი­სა და ყარ­ყა­ტე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი თაყ­ვანს სცემ­დ­ნენ მზეს, წე­ლი­წა­დის დრო­ებს ირ­მით, ჯიხ­ვი­თა ყარ­ყა­ტე­ბით გა­მო­სა­ხავ­დ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვი­ფიქ­როთ, რომ დი­ა­დე­მებ­ზე კა­ლენ­და­რია გა­მო­სა­ხუ­ლი. ირ­მე­ბი­სა და ჯიხ­ვე­ბის შეწყ­ვი­ლე­ბის პე­რი­ო­დი ზამ­თ­რის პირს ემ­თხ­ვე­ვა. სამ­ხ­რე­თი­დან ყარ­ყა­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნა კი ზამ­თ­რის დას­რუ­ლე­ბის ნი­შა­ნია. ისი­ნი წე­ლი­წადს ამ ორ სე­ზო­ნად ყოფ­დ­ნენ.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, აღ­მო­ჩე­ნი­ლის მი­ხედ­ვით ამ პე­რი­ოდ­ში ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის არ­სე­ბო­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ?

- ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ად ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი კულ­ტუ­რას მი­იჩ­ნევს. მეც­ნი­ერ­თა მეორე ნა­წი­ლის აზ­რით კი, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს დო­ნემ­დე ამაღ­ლ­და და შექ­მ­ნა დამ­წერ­ლო­ბა ან სხვის დამ­წერ­ლო­ბას იყე­ნებს. მტკვარ-არაქ­სის კულ­ტუ­რა­ში აღ­მოჩ­ნ­და ჭურ­ჭე­ლი ზედ და­ტა­ნი­ლი პიქ­ტოგ­რა­მე­ბით. პიქ­ტოგ­რა­მე­ბი მხო­ლოდ ჭურ­ჭ­ლის მორ­თუ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, არა­მედ გარ­კ­ვე­უ­ლი ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია. გაჩ­ნ­და მო­საზ­რე­ბა, რომ ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო დამ­წერ­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ად­რე­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ზღვარ­თან იყო მი­სუ­ლი. ძვ. წ. XXVII სა­უ­კუ­ნი­დან ამ კულ­ტუ­რის გავ­რ­ცე­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ჩე­ნას იწყე­ბენ დი­დი ზო­მის ყორ­ღა­ნე­ბი ანუ გო­რა-სა­მარ­ხე­ბი. სა­მარ­ხებს ზე­მო­დან მი­წი­სა და ქვის ყრი­ლი აქვს. ჭურ­ჭელ­ზე ნიშ­ნე­ბი­სა და ყორ­ღა­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნა მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ პრო­ცე­სი ად­რე­უ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ჩნდე­ბი­ან ბე­ლა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, არა­მედ ქო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც აღე­მა­ტე­ბი­ან სხვებს. ასეთ გო­რა-სა­მარ­ხებ­ში ვხვდე­ბით რი­ტუ­ა­ლურ ტრან­ს­პორტს - ოთხ­თ­ვა­ლა ურემს ერ­თ­მეტ­რი­ა­ნი ბორ­ბ­ლე­ბით. ურე­მი ხის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მას­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლია დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. ბო­ლო დროს იქ­ვე აღ­მოჩ­ნ­და რი­ტუ­ა­ლუ­რი გზე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ამ გზით დამ­კ­რ­ძა­ლა­ვი პრო­ცე­სია მი­ე­მარ­თე­ბო­და სა­მარ­ხი­სა­კენ, მაგ­რამ ეს მო­საზ­რე­ბა არ დას­ტურ­დე­ბა, რად­გან ურ­მე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ან დაშ­ლი­ლი სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ან მათ­ზე უძ­რა­ვა­დაა და­მაგ­რე­ბუ­ლი ანუ არ ტრი­ა­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ურ­მებს პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არა აქვთ. ეს, უბ­რა­ლოდ, მა­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ამ გზით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლი ღმერ­თის, მზის შე­სახ­ვედ­რად უნ­და წა­სუ­ლი­ყო. რაც უფ­რო დი­დია სა­მარ­ხი, მით მე­ტი შან­სია, რომ ის ტო­მის ან ტომ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ბე­ლადს ეკუთ­ვ­ნო­დეს. კა­ხეთ­ში ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის სი­მაღ­ლე 12, დი­ა­მეტ­რი კი - 146 მეტ­რი იყო. ქვე­ბი ქვაყ­რილ­ში ალაზ­ნის მე­ო­რე ნა­პი­რი­დან, ანუ 40 კმ-ით და­შო­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი­დან ურ­მით იყო მო­ტა­ნი­ლი. ბო­ლო დროს ასე­თი ყორ­ღა­ნი ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძემ ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ან­თან გათხა­რა. ისიც 12 მეტ­რის სი­მაღ­ლის ყრი­ლი იყო და ორი ურე­მი ჰქონ­და ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი. თი­ხით ისე კარ­გად იყო და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი, წყა­ლი ჩა­დი­ო­და, მაგ­რამ ჰა­ე­რი ვერ აღ­წევ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ხე მთლი­ა­ნად გა­დარ­ჩე­ნი­ლი გახ­ლ­დათ. აქ­ვე აღ­მოჩ­ნ­და ტყა­ვი, ქსო­ვი­ლი და სა­ო­ცა­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ტყა­ვის ჩან­თე­ბი.

- გუ­და­ბერ­ტყას ნა­მო­სახ­ლა­რის გათხ­რის შე­დე­გად მიკ­ვ­ლე­უ­ლი კულ­ტუ­რის ზუს­ტი და­თა­რი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ეს კულ­ტუ­რა ძვ.წ. 3 100 წლი­დან 2 600 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. გა­მო­დის, ეს ხალ­ხი 700 წე­ლი ერთ ად­გი­ლას სახ­ლობ­და. შე­ნო­ბე­ბი რომ ინ­გ­რე­ო­და, ად­გილს ას­წო­რებ­დ­ნენ და მას­ზე მე­ო­რე შე­ნო­ბას აშე­ნებ­დ­ნენ. ამ ნგრე­ვა-შე­ნე­ბამ ბუ­ნებ­რი­ვი ბორ­ც­ვი თან­და­თან აამაღ­ლა და კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნე­ბის სი­მაღ­ლემ გვი­ა­ნი ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის ჩათ­ვ­ლით 3 მეტრს მი­აღ­წია.

- გათხ­რე­ბის შე­დე­გე­ბის გან­ზო­გა­დე­ბა თუ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე ვიმ­ს­ჯე­ლოთ?

- რა თქმა უნ­და. გუ­და­ბერ­ტყა­ზე სერ­გო ნა­დი­მაშ­ვი­ლის მუ­შა­ო­ბი­სას ხორ­ბა­ლი, ცხვრი­სა და ძრო­ხის ძვლე­ბიც აღ­მოჩ­ნ­და. ეს ნიშ­ნავს, რომ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბა, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა, მეცხ­ვა­რე­ო­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, კულ­ტუ­რუ­ლი მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა კარ­გად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. გუ­და­ბერ­ტყე­ლებ­მა იცი­ან ქსო­ვა, კერ­ვა - ვი­პო­ვეთ ძვლის ნემ­სი და ბევ­რი კვი­რის­ტა­ვი. ამ ნა­სახ­ლარ­ზე­ვე ნა­პოვ­ნია ჰარ­პუ­ნი ანუ თევ­ზის და­სა­ჭე­რი ჭვილ­თი (შუ­ბი), რო­მელ­საც ერ­თი კბი­ლი აქვს. მათ ჰქონ­დათ გარ­კ­ვე­უ­ლი რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბი, კე­რა მათ­თ­ვის წმინ­და ად­გი­ლი იყო. კე­რის ნა­ტე­ხებს, ისე­ვე რო­გორც ამ კე­რი­დან ამო­ღე­ბულ ნა­ცარს, არ ყრიდ­ნენ, ორ­მო­ებ­ში ინა­ხავ­დ­ნენ. აქ­ვე ვხვდე­ბით ცხვრის, ხა­რის, ადა­მი­ა­ნე­ბის თი­ხის მი­ნი­ა­ტი­უ­რულ ფი­გუ­რებს. ამ უზარ­მა­ზარ სივ­რ­ცე­ზე სახ­ლობს ხალ­ხი, რო­მე­ლიც მცი­რე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძი­რი­თა­დად, ერ­თ­ნა­ირ კე­რა­მი­კას ამ­ზა­დებ­და, ერ­თ­ნა­ირ სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას, მეცხო­ვე­ლე­ო­ბას, მე­მინ­დ­ვ­რე­ო­ბას, მე­ფუტ­კ­რე­ო­ბას, მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას, მეცხ­ვა­რე­ო­ბას მის­დევ­და.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი