გან­დე­გი­ლი ბე­რი გრი­გო­ლის ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი
font-large font-small
გან­დე­გი­ლი ბე­რი გრი­გო­ლის ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და


თბი­ლის­ში, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში მეგ­რუ­ლი ოდა დგას. წლე­ბის წინ ეს სახ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის ეზო­ში, აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ონ­ტო­ფო­ში იდ­გა. იმ ეზო­ში ახ­ლა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია და ორი საყ­ვა­რე­ლი მო­ხუ­ცი ცხოვ­რობს: 90 წლის რე­ვაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და მი­სი მე­უღ­ლე. ბა­ტო­ნი რე­ვა­ზი იხ­სე­ნებს, სახ­ლი ლაზ­მა ოს­ტა­ტებ­მა ისე ააშე­ნეს, ლურ­ს­მა­ნი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ა­თო. ამ ჭერ­ქ­ვეშ თურ­მე ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­და. ჩვენ კი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის, ბე­რი გრი­გოლ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მის ძმის­შ­ვილ­თან ვი­სა­უბ­რეთ.




- ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ხარ­შუ­ლი წაბ­ლის ხის­გან ულურ­ს­მ­ნოდ დამ­ზა­დე­ბუ­ლი კოლ­ხუ­რი ოდა დგას. ალ­ბათ ბევ­რ­მა არ იცის ამ სახ­ლის ის­ტო­რია. ამ სახ­ლ­ში გი­გო ნა­და­რე­იშ­ვილ­მა და სო­ფიო ჭან­ტუ­რი­ამ 3 ვა­ჟი და 2 ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ზარ­დეს. უფ­რო­სი შვი­ლი ბე­რი გრი­გო­ლი გახ­ლ­დათ, ერის­კა­ცო­ბა­ში ვა­სი­ლი, ში­ნა­უ­რე­ბი ბა­ტას ეძახ­დ­ნენ. მე­ო­რე ვაჟს ვლა­დი­მე­რი ერ­ქ­ვა, მა­მა­ჩემს კი ნეს­ტო­რი. ჰყავ­დათ ორი და, ჩა­ტუ (პა­რას­კე­ვა) და პე­ლა­გია. დი­დე­ბუ­ლი მა­მი­დე­ბი მყავ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი. ბა­ბუ­ას მე­ექ­ვ­სე შვი­ლი ჰყო­ლია - ფი­ლი­პე, ჩვი­ლი გარ­დაც­ვ­ლი­ლა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც იმ ოდა­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით ეს სახ­ლი მე­რე მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა. ბა­ბუა სა­ეკ­ლე­სიო გლე­ხი იყო, რე­ფორ­მე­ბი რომ ჩა­ტარ­და და ბა­ტონ­ყ­მო­ბა გა­უქ­მ­და, სო­ხუმ­ში გა­და­სუ­ლა, იქ წა­იყ­ვა­ნა უფ­რო­სი შვი­ლი, ვა­სი­ლი და გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და ბა­ტა ბი­ძია. ბა­ბუა შეძ­ლე­ბუ­ლი კა­ცი ყო­ფი­ლა, მა­მუ­ლე­ბის გარ­და სო­ხუ­მის ცენ­ტ­რ­ში სა­კუ­თა­რი დუ­ქა­ნი ჰქონ­და. აფხა­ზეთ­ში მდგარ რუ­სე­თის ჯარს ამა­რა­გებ­და, სა­მეგ­რე­ლო­დან მიჰ­ყავ­და ცოცხა­ლი სა­ქო­ნე­ლი. სა­ვაჭ­რო სახ­ლე­ბიც ჰქო­ნია, ერ­თი სიტყ­ვით, კო­მერ­ცი­ას ეწე­ო­და და საკ­მა­ოდ მდი­და­რიც იყო. რო­გორც ვი­ცი, XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ააშე­ნეს ის ოდა. თურ­მე 3 წე­ლი აშე­ნებ­დ­ნენ, ერ­თი ლურ­ს­მა­ნიც კი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. სახლს უნი­კა­ლუ­რი ორ­ნა­მენ­ტე­ბი ჰქონ­და, მუ­ზე­უ­მის ხალხს გა­ვა­ტა­ნეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ და­უ­კარ­გავთ.

ბა­ბუა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­დაც­ვ­ლი­ლა, ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი ბა­ტა, მა­შინ სრულ­წ­ლო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა, ამი­ტომ მე­ურ­ვედ ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი და­უ­ნიშ­ნეს. მან თურ­მე ბა­ბუ­ის ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა სცა­და, მი­წის ნაკ­ვე­თის შე­მო­ღობ­ვაც კი და­იწყო. 14 წლის ბა­ტას ოჯა­ხის ღირ­სე­ბა და­უ­ცავს, გად­მო­უ­ღია მა­მის თო­ფი და სრო­ლა აუტე­ხია. ის კა­ცი გაქ­ცე­უ­ლა. ამის შემ­დეგ ბა­ტამ სოფ­ლის მა­მა­სახ­ლისს მოს­თხო­ვა, სოფ­ლის კრე­ბა მო­ეწ­ვია. მა­მა­სახ­ლი­სიც იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხ­და­რა, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და­ე­ნიშ­ნა მა­მის ქო­ნე­ბის გან­მ­კარ­გა­ვად. სო­ხუ­მის გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და ბა­ტა და ამ მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო სწავ­ლის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მო­უხ­და. ბი­ძა­ჩე­მი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და იყო, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მე­გობ­რობ­და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, ალექ­სან­დ­რე აბა­შელ­თან და იმ დრო­ის სხვა ცნო­ბილ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან. გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­ნა­გო­ბა ჰქონ­და. არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და, კარ­გად ჩაც­მუ­ლი და­დი­ო­და. ერ­თი სიტყ­ვით, სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო იყო. თურ­მე თა­ვად მი­ქე­ლა­ძეს იმ­დე­ნად მოს­წო­ნე­ბია, მის­თ­ვის სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, მაგ­რამ ბა­ტას ამ დროს იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი დი­დი ვაჭ­რის მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი კი ტრა­დი­ცი­ებ­ზე აღ­ზ­რ­დი­ლი ქა­ლი იყო და თურ­მე ამ სიყ­ვა­რულს წინ აღუდ­გა.

- რა­ტომ?

- შვი­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, კა­თო­ლი­კე გა­დამ­თი­ე­ლი რძა­ლი არ მინ­დაო. არა­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბი­ძა­ჩემს იტა­ლი­ე­ლი ულა­მა­ზე­სი გო­გო, გვა­რად სპრინ­ქ­ვე­ლი. გო­გოს მა­მა ქსო­ვი­ლე­ბით ვაჭ­რობ­და, ონ­ტო­ფო­ში 1810 წელს ჩა­მო­სუ­ლა და აქ ცხოვ­რობ­დ­ნენ. ბი­ძა­ჩე­მი 1886 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის გო­გო რომ გა­იც­ნო, 27 წლის იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მაგ­რამ დე­დის უარს წინ ვერ აღუდ­გა, რე­ლი­გი­ამ შე­უ­შა­ლა ხე­ლი მათ ქორ­წი­ნე­ბას. და­შორ­დ­ნენ ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს. სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ბა­ტას ცხოვ­რე­ბა. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა მე­გობ­რებ­მაც იმე­დი გა­უც­რუ­ეს. იყო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ერ­თო­ბის წევ­რი 1905-07 წლებ­ში. ამ ერ­თო­ბის წევ­რი ყო­ფი­ლა მა­შინ პო­ე­ტი ალექ­სან­დ­რე აბა­შე­ლი, რო­მელ­საც ბი­ძა­ჩემ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ჩვენს სახ­ლ­შიც და­დი­ო­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი იხ­სე­ნებ­და, ხა­ჭა­პურს რომ გა­მო­ვუცხობ­დი, ოთახ­შიც არ მიშ­ვებ­დ­ნენ, მარ­ტო­ნი ის­ხ­დ­ნენ და სა­უბ­რობ­დ­ნე­ნო. 1905 წლის მოვ­ლე­ნებ­მა და­არ­წ­მუ­ნა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში პარ­ტი­უ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი დიდ როლს ას­რუ­ლებ­დ­ნენ. მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბის კა­ცი იყო ბი­ძა­ჩე­მი და მათ მა­ლე ჩა­მო­შორ­და. ეტყო­ბა პე­სი­მიზ­მ­ში ჩა­ვარ­და და წა­ვი­და სე­ნაკ­ში, ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ვა­ნე­ში. მას გა­ან­დო თა­ვი­სი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი და სწო­რედ მი­სი კურ­თხე­ვით წა­ვი­და ბე­რად. მორ­წ­მუ­ნე ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დილ­მა, ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია. მი­სი სუ­ლი­ე­რი მოძღ­ვა­რი ბე­რი ალექ­სი შუ­შა­ნია იყო, რო­მელ­საც ბა­ტას­თან მი­მო­წე­რა ჰქონ­და. დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია ლექ­სი, მიძღ­ვ­ნი­ლი ალექ­სი ბე­რის მი­ერ მის­და­მი და იქი­დან ჩანს, რო­გორ ამ­ხ­ნე­ვებ­და იგი მორ­ჩი­ლე­ბის გზა­ზე დამ­დ­გარ ბი­ძა­ჩემს. 27 წლის მოძღ­ვ­რის კურ­თხე­ვით წმინ­და ათო­ნის მთა­ზე წა­ვი­და, სა­დაც მსა­ხუ­რობ­და მა­მა გრი­გო­ლი. არა­ვის­თ­ვის არ უთ­ქ­ვამს, ბე­რად რომ მი­დი­ო­და. ფო­თი­დან წა­ვი­და, გე­მით უნ­და წა­სუ­ლი­ყო ათო­ნის მო­ნას­ტერ­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო სუ­რა­თი 1908 წელს გა­და­უ­ღია თეთრ ჩო­ხა­ში და ეს დე­და­ნი შე­მორ­ჩე­ნი­ლია, მუ­ზე­უმს გა­და­ვე­ცით. 1908 წელს ბა­ტა ჯერ ოდე­სა­ში, იქი­დან იერუ­სა­ლიმ­ში წა­სუ­ლა მო­სა­ლო­ცად, მე­რე ათო­ნის მთა­ზე. იქი­დან დე­დას მოს­წე­რა წე­რი­ლი, ბე­რად მივ­დი­ვა­რო. ბე­ბი­ას თურ­მე შვი­ლის ნა­ბი­ჯი არ მო­ე­წო­ნა, შა­ვე­ბიც ჩა­უც­ვამს, რა არ გა­უ­კე­თე­ბია, რომ შვი­ლის­თ­ვის აზ­რი შე­ეც­ვ­ლე­ვი­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ გა­და­ათ­ქ­მე­ვი­ნა. 1910 წელს იგი ბე­რად ათონ­ში აღ­კ­ვე­ცი­ლა. მა­შინ იქ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, ბერ­მო­ნაზ­ვ­ნებს ივერ­თა მო­ნას­ტერ­ში არ უშ­ვებ­დ­ნენ, ბერ­ძ­ნე­ბის­გან სა­ში­ნელ დევ­ნას გა­ნიც­დიდ­ნენ. ამ დრო­ის­თ­ვის სა­ვა­ნის წი­ნამ­ძღ­ვა­რი მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი იოანე ხოშ­ტა­რია ყო­ფი­ლა, წმინ­და იოანე ღვთის­მეტყ­ვე­ლის სა­ვა­ნემ 1919 წლამ­დე იარ­სე­ბა და ქარ­თ­ვე­ლი ბე­რე­ბის მცი­რე ჯგუფ­მა და­ტო­ვა წმინ­და მთა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. უმე­ტე­სო­ბა ათონ­ში დარ­ჩა.

- ბი­ძა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და?

- რო­გორც ვი­ცი, ბი­ძა­ჩე­მი უფ­რო ად­რე, 1912 წელს დაბ­რუნ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ის ჩვენ­თან იხ­სე­ნებ­და, რო­გორ გა­მო­ა­სახ­ლეს ათო­ნის მთი­დან ათას­ზე მე­ტი ბე­რი და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო გე­მე­ბით კავ­კა­სი­ა­ში რო­გორ გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შემ­დეგ ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და. ახ­ლაც არის იქ ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლის ხა­ტი შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც გრი­გოლ ბერს ათო­ნის მთი­დან ჩა­მო­უბ­რ­ძა­ნე­ბია. აქვს ასე­თი წარ­წე­რა: "წმინ­და ესე ხა­ტი ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლი­სა შევ­ს­წი­რე მთაწ­მინ­დით თეკ­ლა­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ა­სა, მო­ნა­ზო­ნი გი­ორ­გი გ-ძე ნა­და­რე­იშ­ვილ­მა, მთაწ­მინ­დელ­ყო­ფილ­მა, სა­ო­ხად სუ­ლი­სა ჩე­მი­სა და მო­სახ­სე­ნე­ბე­ლად მშო­ბელ­თა ჩემ­თა 1912 წ." ისევ თა­ვი შე­ა­ფა­რა ალექ­სი ბერ­თან და 6 წე­ლი­წა­დი მას­თან იყო. ალექ­სი ბერ­მა 1917 წელს და­ითხო­ვა მო­ნას­ტ­რის ძმო­ბა და და­ყუ­დე­ბულ მოღ­ვა­წე­ო­ბას შე­უდ­გა. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ მა­მა გრი­გოლ­მა ვერ იპო­ვა ად­გი­ლი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. შე­მორ­ჩე­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი­დან ირ­კ­ვე­ვა, რომ ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იყო. სამ­თავ­როს დე­დებს 1919 წელს წე­რი­ლებს სწერ­და, ეშ­მაკ­მა არ მომ­ცა საშ­ვე­ლი და ფე­ხი ვერ­სად მო­ვი­კი­დეო. რო­გორც ჩანს, ცდი­ლობ­და რო­მე­ლი­მე მო­ნას­ტერ­ში წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სხვა გზა - გან­დე­გი­ლო­ბა არ­ჩია. აი, რას სწერ­და დე­და­ოს:
"სუ­ლი­ე­რო დაო სი­დო­ნია, პირ­ვე­ლად მო­გი­კითხავ საღ­მ­რ­თო სიყ­ვა­რუ­ლით და ვთხოვ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შო­ბელს ის ცეცხ­ლი, რაც თქვენ­შია, უფ­რო მე­ტად გა­ჩაღ­დეს სულ­ში და არ ამო­აკ­ლ­დეს. ამა­ოდ არ არის ნათ­ქ­ვა­მი მა­მე­ბის მი­ერ, მო­ნა­ზო­ნი მუ­დამ სძლევს ეშ­მაკ­სო. 9 წე­ლი­წა­დია, რაც სოფ­ლი­დან გა­მო­ვე­დი და მის მე­რე სულ იმის მცდე­ლო­ბა­ში ვარ, რა­ღაც ფე­რად გა­მო­მეკ­ვ­ლია, რა იყო ღვთის ნე­ბა ჩემ­ზე­და და მო­ეწყო საქ­მე ისე, რომ მოძღ­ვა­რი თა­ნახ­მაა ამა­ზე პა­სუ­ხის მო­ცე­მი­სა. ხო­ლო დრო და ჟა­მი არ ვი­ცი, რო­დის მი­ვი­ღებ ამა­ზე პა­სუხს... მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ჟა­მი გა­თე­ნე­ბი­სა. ვი­ნა­ი­დან გვეს­მის მამ­ლის ყი­ვი­ლი. ბე­რი გრი­გო­ლი, 1919 წლის 15 აგ­ვის­ტო".
კი­დევ ერ­თი ასე­თი წე­რი­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­საც დე­და­ო­ებს სწერს:
"სუ­ლი­ე­რო დან­ნო ევ­პ­რაქ­სია და მარ­თა, მო­გი­კითხ­ავთ საღ­მ­რ­თო სიყ­ვა­რუ­ლით. ღვთის­მ­შო­ბელს ვსთხოვ და მთა­ვა­რან­გე­ლოზ მი­ქა­ელს და გაბ­რი­ელს, რა­თა წარ­გი­მარ­თონ თქვენ სუ­ლი­ერ გზა­ზე... ამ­პარ­ტავ­ნე­ბა არის დი­დი და მთა­ვა­რი ვნე­ბა, ესე იგი, უკე­თუ კა­ცი ამ­პარ­ტა­ვა­ნია, მა­გი არა­თუ ამ ერ­თი ვნე­ბის პატ­რო­ნია, არა­მედ ყო­ვე­ლი­ვე ვნე­ბის, რო­მელ არს ცის ქვე­შე. ახ­ლა დავ­რ­წ­მუნ­დეთ, რომ ჩვე­ნი სიკ­ვ­დი­ლი ყო­ფი­ლა ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში... ვი­თარ­ცა თქვა პეტ­რე მო­ცი­ქულ­მან ნა­ყო­ფი სუ­ლი­სა არს სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, მშვი­დო­ბა, მყუდ­რო­ე­ბა, მარ­ხ­ვა, მოთ­მი­ნე­ბა... თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი ძმა გრი­გო­ლი. 1916 წე­ლი, ივ­ლი­სის 10 დღე­სა".
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გორ ებ­რ­ძოდ­ნენ მა­შინ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რებს, 1921 წელს ბოლ­შე­ვი­კურ­მა რუ­სეთ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ანექ­სია გა­მო­აცხა­და, და­იწყო ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­თა დევ­ნა, ჩვენს სო­ფელ­ში, ონ­ტო­ფო­ში მა­შინ ორი ეკ­ლე­სია და­ან­გ­რი­ეს, ხა­ტე­ბი და სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბი დაწ­ვეს. ღმერ­თ­მა ხალ­ხის თვალ­წინ აღავ­ლი­ნა სას­წა­უ­ლი, ერთ-ერ­თი ბოლ­შე­ვი­კი ტაძ­რის სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­მო­ვარ­და და იქ­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ამ ფაქ­ტ­მაც ვერ შე­ა­ში­ნა ისი­ნი და ნგრე­ვა მა­ინც გა­აგ­რ­ძე­ლეს. მა­მა­ჩე­მი, ნეს­ტო­რიც ყო­ფი­ლი მენ­შე­ვი­კი იყო, თა­ვის დრო­ზე რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის უნ­ტერ-ოფი­ცე­რი. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის გმი­რი. იბ­რ­ძო­და ტა­ბახ­მე­ლას­თან წი­თე­ლი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ და 1924 წელს დახ­ვ­რე­ტას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. მა­მა წმინ­და გი­ორ­გის საბ­რ­ძო­ლო ჯვრე­ბის ოთხი­ვე ხა­რის­ხის კა­ვა­ლე­რი იყო. მა­მას გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბის გზაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ბა­ტო­ნო რე­ვაზ, ბი­ძათ­ქ­ვე­ნის შეყ­ვა­რე­ბულს ხომ არ შეხ­ვედ­რი­ხართ სად­მე?

- ბე­რად რომ აღიკ­ვე­ცა ბი­ძა­ჩე­მი, ამის მე­რე გათხოვ­და. მას არ ვიც­ნობ­დი. უკ­ვე თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და. მის მე­ზობ­ლად ონ­ტო­ფო­ში ქო­რი­ძე­ე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ, მე­რე ისი­ნი თბი­ლის­ში გა­და­ვიდ­ნენ საცხოვ­რებ­ლად და მათ­თან სტუ­დენ­ტო­ბის დროს ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი გო­გო ცხოვ­რობ­და. თურ­მე იმ ეზო­ში იყო გათხო­ვი­ლი ეს ქალ­ბა­ტო­ნიც, რო­მე­ლიც ბი­ძას ასე ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. იტა­ლი­ურ სახ­ლ­ში იყ­ვ­ნენ, სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, 1948 წე­ლი იყო და ჩემს ახ­ლო­ბელ­თან სოფ­ლი­დან პრო­დუქ­ტე­ბი გა­მა­ტა­ნეს. რომ მი­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე ლა­მა­ზი მო­ხუ­ცი ზის ამ იტა­ლი­უ­რი სახ­ლის კო­რი­დორ­ში. რომ და­მი­ნა­ხა, ჩემს ახ­ლო­ბელს ჰკითხა, ვინ არი­სო? - ეს არის ონ­ტო­ფო­დან ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი, ბა­ტა­ი­ას ძმის­შ­ვი­ლიო. მო­ხუცს ხელ­ში ჯო­ხი ეკა­ვა, ად­გა, მო­ვი­და ჩემ­თან და გა­დამ­კოც­ნა. ეტყო­ბო­და, ბი­ძა­ჩე­მის სიყ­ვა­რუ­ლი მის სულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო. მგო­ნი ქმა­რი გარ­დაც­ვ­ლი­ლი ჰყავ­და უკ­ვე. გრი­გოლ ბერ­ზე მკითხა რა­ღა­ცე­ბი, მეც ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე. თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი მის­მენ­და. ბო­ლოს ვუთხა­რი, ბი­ძა­ჩე­მი უკ­ვე 3 წლის გარ­დაც­ვ­ლი­ლია-მეთ­ქი, ეს რომ გა­ი­გო, ძა­ლი­ან დამ­წუხ­რ­და, ბევ­რი იტი­რა. აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, მა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

- სად ცხოვ­რობ­და გან­დე­გი­ლი ბე­რი გრი­გო­ლი?

- ჩვე­ნი სოფ­ლის ტყე­ში, უფან­ჯ­რო, ის­ლით და­ხუ­რუ­ლი პა­ტა­რა სახ­ლი თა­ვი­სი ხე­ლით ააშე­ნა, იქ 20 წე­ლი მარ­ტო იცხოვ­რა. მე იმ სახ­ლ­ში დავ­რ­ჩე­ნილ­ვარ კი­დეც. სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კით მივ­დი­ო­დით მას­თან ტყე­ში და საჭ­მე­ლი მიგ­ვ­ქონ­და. ტყე­ში პა­ტა­რა ბოს­ტა­ნი ჰქონ­და. მახ­სოვს, ძმის­შ­ვი­ლებს თა­ვი­სი ხე­ლით მოყ­ვა­ნი­ლი ნეს­ვით გვი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბო­და. სა­ოც­რად თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო, სულ მას­თან ყოფ­ნა გვინ­დო­და. შემ­დეგ მა­მა­ჩე­მის სახ­ლ­ში 7 ბავ­შ­ვი ვიზ­რ­დე­ბო­დით, 4 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით და ჩვენ­თან ერ­თად ბი­ძა­ჩე­მის სა­მი ობო­ლიც იზ­რ­დე­ბო­და. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ გვე­ა­ლერ­სე­ბო­და და გვე­ფე­რე­ბო­და ყვე­ლას ბე­რი გრი­გო­ლი.

- პა­ტი­მა­რიც იყო ბე­რი, ხომ?

- 1935 წლის ზაფხუ­ლი იყო, სახლს ალ­ყა შე­მო­არ­ტყეს, ყვე­ლა­ფე­რი გაჩხ­რი­კეს და სახ­ლი­დან სა­ეკ­ლე­სიო წიგ­ნე­ბი და მა­მა გრი­გო­ლის პი­რა­დი ნივ­თე­ბი წა­ი­ღეს. მა­მა­ჩე­მი აიძუ­ლეს, მათ ტყე­ში გაჰ­ყო­ლო­და, სა­დაც ბე­რი გრი­გო­ლი და­ყუ­დე­ბუ­ლი იყო და იმა­ვე ღა­მეს და­ა­პა­ტიმ­რეს.


და­სას­რუ­ლი შემ­დეგ ნო­მერ­ში


თეა ხურ­ცი­ლა­ვა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან გაქ­ცე­უ­ლებ­მა ცო­ტა რამ თუ წა­ი­ღეს
ივანე ჯავახიშვილი ყოველი ახალი წიგნის პირველ ეგზემპლარებს მეუღლეს უძღვნიდა
შვილ­მ­კ­ვ­და­რი დე­და - თა­მარ გა­ბაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­თან მცი­რე ხნით რჩე­ბო­და ხოლ­მე, შვი­ლის და­ტი­რე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და
ძველ შავ-თეთრ ფოტოს დავხედოთ, რომელიც დღეს თითქმის აღარაფრით ჰგავს გმირთა მოედანს
იძულებით შერჩეული საცხოვრებელი ადგილი თუ მეუღლის სურვილის ასრულება?!
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
იმ დროს ხომ ყვე­ლას უსუ­სუ­რი ბრალ­დე­ბე­ბით აპა­ტიმ­რებ­დ­ნენ
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი