3 პლა­ნე­ტა­ზე სი­ცოცხ­ლის არ­სე­ბო­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ
font-large font-small
3 პლა­ნე­ტა­ზე სი­ცოცხ­ლის არ­სე­ბო­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ
დღეს კა­ცობ­რი­ო­ბა უნი­კა­ლურ ეპო­ქა­ში ცხოვ­რობს.
მეც­ნი­ე­რე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით, თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვი­უ­რად ახალ-ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბით გვა­ნე­ბივ­რე­ბენ. პროგ­რეს­მა გან­ვი­თა­რე­ბის არ­ნა­ხულ დო­ნეს მი­აღ­წია. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნი ახალს და სა­ინ­ტე­რე­სოს დე­და­მი­წის საზღ­ვ­რებს გა­რე­თაც ეძებს. ყო­ველ­დღი­უ­რად ასო­ბით მეც­ნი­ე­რის მზე­რა და ათო­ბით ტე­ლეს­კო­პი შო­რე­უ­ლი კოს­მო­სის­კე­ნაა მიპყ­რო­ბი­ლი.

ვარ­ს­კ­ვ­ლავ­თ­შო­რის უკი­დე­გა­ნო სივ­რ­ცე­ში ადა­მი­ა­ნი რთულ და ერ­თობ სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვებ­ზე ცდი­ლობს პა­სუ­ხის პოვ­ნას. ეძებს დე­და­მი­წის მსგავს პლა­ნე­ტებს და სი­ცოცხ­ლის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფორ­მებს.
2017 წლის 22 თე­ბერ­ვალს, ამე­რი­კულ­მა კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტო NASA-მ სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ას­ტ­რო­ნო­მე­ბი ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ მზის სის­ტე­მის პლა­ნე­ტებ­ზე სი­ცოცხ­ლის არ­სე­ბო­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ.
მზის სის­ტე­მა სა­ხელ­წო­დე­ბით TRAPPIST-1 მერ­წყუ­ლის თა­ნა­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვედ­ში მდე­ბა­რე­ობს. ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში ტერ­მი­ნი `მზის სის­ტე­მა~ ცო­ტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მია. TRAPPIST-1-ის ცენ­ტ­რ­ში წი­თე­ლი კაშ­კა­შა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი მდე­ბა­რე­ობს, რომ­ლის გარ­შე­მო შვი­დი ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტა ბრუ­ნავს. ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტას _ ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ მდე­ბა­რე პლა­ნე­ტას უწო­დე­ბენ, რომ­ლე­ბიც ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის და არა _ მზის გარ­შე­მო ბრუ­ნა­ვენ.

ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი შეს­წავ­ლა 1990-იანი წლე­ბი­დან და­იწყო. ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ პირ­ვე­ლი პლა­ნე­ტა 1995 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. 2009 წლი­დან მა­თი შეს­წავ­ლა კოს­მო­სუ­რი ტე­ლეს­კო­პით _ `კეპ­ლე­რით~ და­იწყეს. 2017 წლის თე­ბერ­ვ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 2 688 საპ­ლა­ნე­ტო სის­ტე­მა­ში მდე­ბა­რე 3 579 ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტის აღ­მო­ჩე­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე ას­ტ­რო­ნო­მი­ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა _ ამ ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტებ­ში ჩვე­ნი დე­და­მი­წის მსგავ­სი ობი­ექ­ტის აღ­მო­ჩე­ნა.
ამის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მე­თოდს მი­მარ­თა­ვენ. ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი _ ტრან­ზი­ტუ­ლი მე­თო­დია. მი­სი არ­სი ცი­უ­რი სხე­უ­ლის კაშ­კა­შა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის ფონ­ზე აღ­მო­ჩე­ნა­ში მდგო­მა­რე­ობს.
TRAPPIST-1 2016 წელს ბელ­გი­ის ლი­ე­ჟის უნი­ვერ­სის­ტე­ტის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა, მი­შელ ჟი­ონ­მა სწო­რედ ამ მე­თო­დით აღ­მო­ა­ჩი­ნა. ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის ფონ­ზე (ის იუპი­ტერ­ზე მხო­ლოდ 11%-ით დი­დი­ა) მეც­ნი­ერ­მა სა­მი პლა­ნე­ტა და­ა­ფიქ­სი­რა. სა­ხელ­წო­დე­ბა აღ­მო­ჩე­ნამ ტე­ლეს­კო­პის _ TRAPPIST (TRAnsiting Planets and PlanetesImals Small Te­les­co­pe) პა­ტივ­სა­ცე­მად მი­ი­ღო. ას­ტ­რო­ნო­მებ­მა დაკ­ვირ­ვე­ბა გა­ნაგ­რ­ძეს და მა­ლე­ვე კი­დევ 4 პლა­ნე­ტა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
პლა­ნე­ტებს სა­ხე­ლე­ბი ინ­გ­ლი­სუ­რი ან­ბა­ნის ასო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ა­ნი­ჭეს _TRAPPIST-1b, TRAPPIST-1c, TRAPPIST-1d, TRAPPIST-1e, TRAPPIST-1f, TRAPPIST-1g, TRAPPIST-1h
სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, ას­ტ­რო­ნო­მებ­მა შვი­დი­ვე პლა­ნე­ტის ბრუნ­ვის სიხ­ში­რე და ორ­ბი­ტე­ბი გან­საზღ­ვ­რეს. ასე­ვე დად­გინ­და მა­თი ზო­მე­ბი და წო­ნა. მა­გა­ლი­თად, ხუ­თი პლა­ნე­ტა (ბ, ც, ე, ფ და გ) ზო­მით თით­ქ­მის ჩვენ პლა­ნე­ტას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ორი (დ და ჰ) დე­და­მი­წა­ზე პა­ტა­რე­ბი და ამავ­დ­რო­უ­ლად, მარ­ს­ზე დი­დე­ბი არი­ან.
პლა­ნე­ტე­ბის ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის დად­გე­ნის­თ­ვის, ას­ტ­რო­ნო­მე­ბი მძლავ­რი ორ­ბი­ტუ­ლი ტე­ლეს­კო­პე­ბის Hubble-is da Ja­mes Webb-is (ამ უკა­ნას­კ­ნელს კოს­მოს­ში მო­მა­ვალ წელს გა­უშ­ვე­ბენ) გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რე­ბენ.
ამ ეტაპ­ზე ბევ­რი გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ხებ ას­ტ­რო­ნო­მე­ბი მხო­ლოდ ვა­რა­უ­დით სა­უბ­რო­ბენ. თუმ­ცა, მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, TRAPPIST-1-ის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი 7 პლა­ნე­ტი­დან 3-ზე (ე, ფ და გ) შე­საძ­ლე­ბე­ლია სი­ცოცხ­ლის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობ­დეს.
მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე, რაც ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი პლა­ნე­ტუ­რი სის­ტე­მის დე­ტა­ლურ შეს­წავ­ლას არ­თუ­ლებს, მან­ძი­ლია. TRAPPIST-1 და მი­სი ეგ­ზოპ­ლა­ნე­ტე­ბი დე­და­მი­წი­დან თით­ქ­მის 40 სი­ნათ­ლის წლით არი­ან და­შო­რე­ბულ­ნი. ამ სი­დი­დის უფ­რო მარ­ტი­ვად აღ­საქ­მე­ლად გეტყ­ვით, რომ ეს დის­ტან­ცია 378 432 000 000 000 კი­ლო­მეტ­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ტერეზა მეის თქმით, ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს.

ლონდონის პარლამენტთან მომხდარს ადგილობრივი პოლიცია ამ ეტაპზე ტერორისტულ აქტად აფასებს
ის ლამაზი არ იყო, თუმცა ინტელექტი ძალიან მიმზიდველს ხდიდა
"ბიზნესპრესნიუსი" იმ რეიტინგების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებშიც 2016 წელს საქართველო მოხვდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაუარა საშობაო ჯიხურს სატვირთო ავტომანქანამ, რომელიც ზოოპარკთან მდებარეობდა.
"ამერიკას არ სჭირდება მხატვრები, - დაწერა ერთხელ თავის ერთ-ერთ სტატიაში ფოლკნერმა,
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

1 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


2 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

4 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

2 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.