ლოკომოტივი მიშა, ნარკოპოლიტიკა და რატომ არ უნდა ბიძინას პოლიტიკა
font-large font-small
ლოკომოტივი მიშა, ნარკოპოლიტიკა და რატომ არ უნდა ბიძინას პოლიტიკა
პროვოკატორის ბლოგი

ბატონი ხელისუფლება გვეუბნება, მეტი გადასახადი გადაიხადეს, მეტი ტურისტი შემოვიდა, მეტი ადამიანი დასაქმდაო, მაგრამ ინფლაციისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გათვალისწინებით, მე თუ მკითხავთ, დიდად წინ არ გადაგვიდგამს ნაბიჯი. როცა ნაკლებია პური, ხალხს მის ნაცვლად სანახაობას აჩეჩებენ.

სანახაობა კი იმდენნაირი გვაქვს, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, რამდენიმე მაინც უნდა მოგახსენოთ: სატელევიზიო შოუებში ისეთ სტუმრებს იწვევენ, მინიმუმ, უნდა დალანძღონ ერთმანეთი ან ჭიქა უნდა შეალეწონ (და წყალი იგი უნდა დაითხიოს, წყალი, რომელსაც ვაებით ელოდება ზაჰესისა თუ ვარკეთილის მოსახლეობა), ან კიდევ მიუმუშტიკრივონ ყბა-სახის მიდამოები! პოლიტიკური სანახაობა შოუებს გარეთაც მშვენიერი გვაქვს. ნამიშარი, დაწიწილაქებული "ნაცმოძრაობის" "ასკოლკები", რომლებიც პოლიტიკური ცხედრები გახლავთ, ოკუპაციურ ხაზთან მივლენ, ერთ პლაკატს გამოფენენ, ჩაისელფავენ კმაყოფილ სახეებს და აჰა, უკვე თრთის კრემლში პუტინი! სახელმწიფო სათათბიროს ხომ საერთოდ ხმის მიცემის თავიც აღარ აქვს კენჭისყრის დროს და კავკასიონის გადაღმა გვგონია რუსები გადარეკილი!
ახლა თუ მაინც ხვდებიან ვაშაძე, ბოკერია, უგულავა, ხოშტარია და უდუმაშვილი, ვინ იყო მათთვის ლოკომოტივი და სიცოცხლის ელექსირი? დიახ, ეს გახლდათ ფრიად დაუფასებელი ჩვენი ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი, რომელმაც ბრძანა განსაზღვრულ დროს განსაზღვრული ტონალობით, 2004 წლამდე საქართველო კიტრის მწნილსაც ვერ აწარმოებდა, მოვედი და საკონსერვო წარმოებაც აღორძინდაო! ვაღიაროთ, "ვეფხისტყაოსნის" უბადლო მცოდნე მიშას უყვარდა ჭამა-სმა დიდად შესარგი და კიდეც წაიყვანა კვების მრეწველობა აღმავლობისაკენ! აბა, თქვენ რა გგონიათ, მრეწველმა გოგი თოფაძემ ქნა ეგ საქმე?! არა, ბატონებო, არ შეცდეთ და არ მიაწეროთ რამე პოზიტივი თოფაძესა და ტყემალაძეს, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში "პივის ბოჩკას" და "გაფუჭებული ღვინის შტოფს" ეძახდნენ!
"ნაციონალებს", "მრეწველებსა" და ლეიბორისტებს როცა ვახსენებთ, მაგიდაზე სამჯერ გარკვევით ვაკაკუნებთ და ვამბობთ: ფუი ციანიდს! ეს იმისთვის, რომ მაგათი ასპარეზზე გამოსვლა არ გვაჩვენოს ბიძინას გონიერებამ და ფულიერებამ!
ეგებ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ უპასპორტო მიშას პოლიტიკური ფენიქსაცია უნდა მოხდეს! ისე, მგონი დროა, პოლონეთში ჩამობრძანებულ ვაჟბატონს წულუკიანმა პასპორტი გაუმზადოს (ნატურალიზაციის პრინციპის მიხედვით, მიშა საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს), მერე მთავარმა პროკურატურამ ბრალი დასდოს (არ მითხრათ, რომ უბრალოა, ვერ დავიჯერებ!), სასამართლომ მიუსაჯოს და მერე, კახიშვილი მიხედავს შესაფერისად!
თქვენი ნებართვით, ისევ სანახაობის თემას მივუბრუნდები. ბატონმა სიგუამ "კაზანტიპი" გააგემფესტივალა და მიიწვია ხალხი საძიგძიგოდ! როგორც წესი, ასეთ ფესტივალებზე დაბალბიუჯეტიანი ხალხი მიდის. მაგალითსაც გეტყვით: გურიაში ბიჭბუჭობამ ადრიანად "მოისთუალა" თხილი, გაყიდეს სამ ლარად კილო, თავი მაგარ მაჩოებად წარმოიდგინეს, იყიდეს "სკვაზნოი შმოტკები", ჩაიდეს ჯიბეში სიგარეტი, ცოტა ფულიც და მოძუძგეს ანაკლიაში! რა დახვდათ ანაკლიაში? ბეეეევრი გოგო და ძვირი სასტუმრო სერვისები! აი, მუსიკასაც ისეთს უკრავდნენ თურმე იქა, თუ არ გაბრუვდებოდი, ისე ვერ შეუშვებდი ყურში. ჰოდა, მოსაწევი მოსწიეს, გასაჩხერი გაიჩხირეს, შესასუნთქი შეისუნთქეს და კი მოემატა სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადებს საქმე.
როცა სახელმწიფოს ნება იყო, მანქანისა და სხვა ნივთების მოპარვა თითქმის განულდა, მაგრამ აი, ნარკოდანაშაულს არ დაადგა საშველი. საქმეში ჩახედული ერთი კაცი ამბობდა, საქართველოს 250 ათასი ნარკოდამოკიდებული ჰყავს და დღეში თითომ საშუალოდ 10 ლარის მარიხუანა, ჰეროინი, ბიო და "კრაკადილი" რომ მოიხმაროს, აზრზე ხართ, რა მაყუთი იღუნებაო?! დაჯამებისას სახეში ხელი ვიტკიცე, რადგან ასტრონომიული თანხა გამოვიდა ბოლოს და მაგ თანხისთვის კი არა, 30 ვერცხლისთვის ქრისტე მოწაფემ გაყიდა! აი, ქართველი ხალხის სიჯანსაღე არ შემოევლოს დოლარისა და ევროების დასტებს?!..
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დღევანდელ პროვოკაციაში "ნაცებისა" და "ქოცების" დახარისხებაზე ვილაპარაკებ.
არ ვიცი, ვინ უგეგმავს პიარს ჩვენ "ნარუსთავიორალს", მაგრამ რაღაც კარგად არ გამოსდის


"ეს მა­მა­ლა­ძე ისე სა­ეჭ­ვოდ დუმს, ვფიქ­რობ, გან­ტე­ვე­ბის ვა­ცია და მთლი­ა­ნად აეკი­დე­ბა "გრეხ სვი­აშ­ჩე­ნი­კოვ"

შევხედავ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ტაბლოს დილით, ლარის გასაწყლებული კურსის საცოდაობით გამაჟრიალებ

როგორც ჩანს, მანანა კობახიძის პრინციპული სიჯიუტე ყელში ამოუვიდათ ზემოთ და კი
დასრულდა არჩევნები და ძალიან ბევრი მიხვდა, რომ ტყუილად იცემდა გულზე მჯიღს. ვარაუდები გამართლდა:

პოლიგლოტი სანდრას დილემა, ანუ როგორც კვახი ვერ გახდება შირაზის მინა, ისე ვერ გახდები შენ მეორედ პირველი ლედიო...


პარტიები წინასაარჩევნოდ რა დაპირებებსაც აფრქვევენ, მხოლოდ თავისიანებზე ახორციელებენ
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი