ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიV)
font-large font-small
ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიV)
ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიV)


ბე­ბი­ას შე­კითხ­ვა­ზე ყუ­რე­ბი ამეწ­ვა.
- ბე­ბი, გა­ი­ყი­ნე­ბი, წა­ვი­დეთ შინ. - მკლავ­ში ხე­ლი გა­ვუ­ყა­რე, რომ უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცია თა­ვი­დან ამე­რი­დე­ბი­ნა...
- არა! შა­ბათ­საც ასე მე­უბ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ არ გავ­ცი­ვე­ბულ­ვარ.
- შა­ბათს ანი­კა თქვენ­თან იყო, ქალ­ბა­ტო­ნო? - შე­ე­კითხა მირ­ზა.
ბრა­ზის­გან გავ­ლურ­ჯ­დი. რო­გორ უნ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გოს! რა მი­სი საქ­მეა, ვის­თან ერ­თად ვი­ყა­ვი შა­ბათს?
ბე­ბია არ ცხრე­ბო­და. აშ­კა­რად კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მი ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი, ამ გუ­ნე­ბა­ზე იყო.
- იმე­დია, დროს გა­მო­ნა­ხავთ, ჩე­მო ბა­ტო­ნო! - მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნით მი­უტ­რი­ალ­და მირ­ზაშ­ვილს, - ძა­ლი­ან მომ­შივ­და, ჩემს ასაკ­ში კი შიმ­ში­ლი მავ­ნე­ბე­ლია ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის, - და პა­სუხ­საც არ და­ლო­დე­ბია, და­ას­კ­ვ­ნა:
- ანი­კა, წა­ვი­დეთ შინ.
- წა­ვი­დეთ, ბე­ბო.
- მე წა­გიყ­ვანთ, ქალ­ბა­ტო­ნო.
- რა თქმა უნ­და! და სა­დილ­ზეც და­მეწ­ვე­ვით! - მე­დი­დუ­რად მი­უ­გო ნი­ნუ­ცამ.
- აი, ის ჩე­მი მან­ქა­ნაა, - და­ა­ნახ­ვა შეფ­მა მო­ხუცს თა­ვი­სი ჯი­პი, - სად ცხოვ­რობთ?
- წილ­კან­ში.
გა­და­ხარ­ხა­რე­ბას ცო­ტა მაკ­ლ­და. რო­გო­რია წილ­კან­ში `გა­სე­ირ­ნე­ბა~, რო­ცა ჩემს საყ­ვა­რელ უფ­როსს წუ­თო­ბით აქვს გა­მო­ზო­მი­ლი დრო?
მირ­ზამ ხელ­კა­ვი გა­მოს­დო ქალს და მან­ქა­ნის­კენ წა­იყ­ვა­ნა. კა­რი გა­მო­ა­ღო და სა­ლო­ნის წი­ნა სა­ვარ­ძელ­ზე და­აბ­რ­ძა­ნა.
- მირ­ზა, მო­ტო­ციკ­ლი თუ გყავთ? - გა­ის­მა შემ­დე­გი შე­კითხ­ვა, თან მხი­ა­რუ­ლად, რო­გორც კი მან­ქა­ნა და­იძ­რა.
არაო, მა­მა­კაც­მა, მაგ­რამ ამის შემ­დეგ ისე­თი ცხო­ვე­ლი სა­უ­ბა­რი გა­ი­ბა, ერ­თი სიტყ­ვის ჩაგ­დე­ბაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე.
რო­გორც იქა, შე­ვე­დით წილ­კან­ში. ჩვე­ნი სახ­ლიც გა­მოჩ­ნ­და. მირ­ზაშ­ვი­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და ბე­ბია გა­ლან­ტუ­რად გად­მო­იყ­ვა­ნა სა­ლო­ნი­დან. რო­ცა ჭიშ­კ­რამ­დე მი­ა­ცი­ლა, და­ემ­შ­ვი­დო­ბა, მაგ­რამ ნი­ნუ­ცამ და­ჟი­ნე­ბით სთხო­ვა, სა­დი­ლი თუ არ გინ­დათ, ჩა­ი­ზე მა­ინც და­მეწ­ვი­ე­თო.
მირ­ზამ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ზე მეჩ­ქა­რე­ბაო, მე კი თვა­ლით მა­ნიშ­ნა, ქუ­ჩა­ში და­გე­ლო­დე­ბიო და მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და.
რო­ცა ეზო­ში შე­ვე­დით, ბე­ბია უეც­რად მო­მიბ­რუნ­და და მო­მა­ხა­ლა:
- ანი­კა, ის შე­ნი და­თო სულ არ შე­გე­ფე­რე­ბა.
მის­მა გა­მოხ­დო­მამ გა­მა­ოგ­ნა. რა იყო ეს? რა­ტომ გა­ახ­სენ­და ბა­თო? ან რა­ტომ აიმ­რი­ზა ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მას­ზე, გან­ზ­რახ თქვა თუ უბ­რა­ლოდ, წა­მო­რო­შა?
- მის ცო­ლო­ბას აპი­რებ? - ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი, რომ გან­ზ­რახ თქვა წე­ღან ბა­თო­ზე.
- თუ და­ვა­პი­რებ, არ გა­მო­გა­პა­რებ, ბე­ბო. - სა­ცო­და­ვად გა­ვუ­ღი­მე, მტკივ­ნე­ულ ად­გი­ლას რომ შე­მე­ხო.
- კარ­გი, ბე­ბო გე­ნაც­ვა­ლოს. წა­დი ახ­ლა, მე­ფე­სა­ვით კა­ცი გე­ლო­დე­ბა. შა­ბათს ჩა­მო­დი, ხომ? მე არა­ფე­რი მი­ჭირს, ვიქ­ნე­ბი ჩემ­თ­ვის.
- შე­მო­ვალ, გახ­და­ში მო­გეხ­მა­რე­ბი.
- არა, რად მინ­და, დავ­რ­დო­მი­ლი კი არ ვარ. თუ რა­მე დამ­ჭირ­და, ვე­ნე­რას გავ­ძა­ხებ ეგერ. - ეს თქვა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისევ ჭიშ­კ­რის­კენ გა­ცუხ­ცუხ­და, თა­ვი კარ­ში გა­ყო და მირ­ზაშ­ვილს გას­ძა­ხა, - დი­დი მად­ლო­ბა, რომ გა­ი­სარ­ჯეთ, ბა­ტო­ნო ჩე­მო. - და მა­ღა­ლი წრის ქალ­ბა­ტო­ნი­ვით და­უკ­რა თა­ვი.
ამა­სო­ბა­ში ვე­ნე­რა­მაც მო­ირ­ბი­ნა - ალ­ბათ ფან­ჯ­რი­დან დაგ­ვი­ნა­ხა.
- სად იყა­ვით, ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნა? ფე­ხე­ბი და­მაწყ­და თქვენს ძებ­ნა­ში! - უსაყ­ვე­დუ­რა.
- მე­რე­და, ვინ გთხო­ვა, ჩე­მო ვე­ნე­რა? ტყუ­ი­ლად გარ­ჯილ­ხარ, ქა­ლო, ტყუ­ი­ლად! მე ჩემს შვი­ლიშ­ვილ­თან და მის საქ­მ­როს­თან ერ­თად ვი­ყა­ვი.
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ენა ჩა­მი­ვარ­და. ტი­რი­ლი მო­მინ­და. ცრემ­ლე­ბი რომ არ მომ­დ­გო­მო­და თვალ­ზე, ნი­ნუ­ცა ვე­ნე­რას შე­ვა­ტო­ვე ხელ­ში, მოვ­ტ­რი­ალ­დი და მან­ქა­ნის­კენ წა­ვე­დი. მირ­ზამ კა­რი გა­მი­ღო.
- მა­პა­ტი­ეთ, უხერ­ხუ­ლად გა­მო­ვი­და, - ძლივს ამოვ­თ­ქ­ვი სუნ­თ­ქ­ვა­შე­გუ­ბე­ბულ­მა, - რო­გო­რი უიღ­ბ­ლო დღეა... ბე­ბია ხან­და­ხან ურევს...
- ამა­ზე ნუ­ღარ ვი­ლა­პა­რა­კებთ. - შე­მაწყ­ვე­ტი­ნა მა­მა­კაც­მა.
შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე, თან­და­თან დავ­მ­შ­ვიდ­დი. გზა­ში არ გვი­ლა­პა­რა­კია, ჩვენ-ჩვენს ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვით ჩაფ­ლუ­ლი.
რა ხა­ნია, თბი­ლის­ში შე­მო­ვე­დით და შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ მირ­ზაშ­ვილ­მა ჩე­მი სახ­ლის­კენ აიღო გე­ზი. რაც უფ­რო მოკ­ლ­დე­ბო­და მან­ძი­ლი სახ­ლამ­დე, მით მე­ტად ვრწმუნ­დე­ბო­დი, რომ სამ­სა­ხუ­რი სა­ბო­ლო­ოდ დავ­კარ­გე. კი, ასეა - გა­თა­ვე­ბუ­ლია საქ­მე!
მირ­ზაშ­ვილ­მა მან­ქა­ნა და­ა­მუხ­რუ­ჭა. ახ­ლა ალ­ბათ ბო­დი­ში უნ­და მო­ვუ­ხა­დო და გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბო, მაგ­რამ ენა რომ არ მე­მორ­ჩი­ლე­ბა?
უსიტყ­ვოდ გად­მო­ვე­დი ჯი­პი­დან და ჩან­თა­ში გა­სა­ღე­ბის ძებ­ნით სა­დარ­ბა­ზოს­კენ გა­ვე­მარ­თე. რო­გორც იქ­ნა, ვი­პო­ვე და უეც­რად შევ­კ­რ­თი, რად­გან მირ­ზას გა­მოწ­ვ­დი­ლი ხე­ლი შევ­ნიშ­ნე.
დაბ­ნე­ულ­მა გა­ვუ­წო­დე აც­მა. სა­ნამ კა­ცი კარს აღებ­და, ვცდი­ლობ­დი, გონს მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მირ­ზამ კა­რი კი გა­ა­ღო, მაგ­რამ გა­სა­ღე­ბი არ და­უბ­რუ­ნე­ბია, მე­რე გან­ზე გად­გა და წინ გა­მა­ტა­რა, თით­ქოს თვი­თონ ყო­ფი­ლი­ყო ამ ბი­ნა­ში მას­პინ­ძე­ლი.
ფე­ხი არ მო­მიც­ვ­ლია. არც ის აპი­რებ­და დათ­მო­ბას, ერ­თი ნა­ბი­ჯი­თაც არ და­ი­ხია უკან.
გა­სა­გე­ბია. ფინ­ჯან ყა­ვა­ზე მამ­ც­ნობს ალ­ბათ, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვარ. რო­გო­რი დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბი აქვს. ნე­ტავ ასე­თი­ვე თა­ვა­ზი­ა­ნია, რო­ცა სხვის ცო­ლებს ეკურ­კუ­რე­ბა? თუმ­ცა ახ­ლა სცე­ნე­ბის გა­მარ­თ­ვის დრო არ იყო, ატი­რე­ბას ცო­ტა მაკ­ლ­და.
- მობ­რძან­დით. - შე­მი­პა­ტი­ჟა და რო­ცა შე­ვე­დი, თვი­თო­ნაც შე­მომ­ყ­ვა.
მირ­ზაშ­ვილ­მა კა­რი მი­ხუ­რა, მე კი ამა­სო­ბა­ში იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და ხვალ-ზეგ, უმუ­შე­ვა­რი რომ დავ­რ­ჩე­ბო­დი. არა, ხვეწ­ნა-მუ­და­რას არ ვა­პი­რებ, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ და­ვიმ­ცი­რებ თავს. მარ­თა­ლია, ფუ­ლი საკ­მა­რის­ზე ცო­ტა მაქვს, მაგ­რამ რას ვი­ზამ. შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მე­რე რი­გი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აც არ მომ­ცეს და სა­ერ­თო­დაც გა­მი­ჭირ­დეს სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა.
- დაბ­რ­ძან­დით. - ხე­ლით ვა­ნიშ­ნე სა­ვარ­ძელ­ზე. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის გა­მო­ჩე­ნა სა­ჭი­როა.
მწვა­ნე, გამ­ჭო­ლი თვა­ლე­ბი ყუ­რადღე­ბით მაკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.
- თქვენც დაბ­რ­ძან­დით, ანი­კა!
რო­გორც ჩანს, ყა­ვა აღარ ახ­სოვს ძვირ­ფას შეფს და ძვირ­ფას დროს არ კარ­გავს. ახ­ლა­ვე მო­მახ­ლის სათ­ქ­მელს და წა­ვა.
დაჯ­და თუ არა, და­კითხ­ვა და­იწყო:
- გა­მო­დის, ჩვე­ნი გა­სა­უბ­რე­ბა სულ ტყუ­ილ­ზე იყო აგე­ბუ­ლი?
მი­ზან­ში გა­არ­ტყა! სხვას არ ვე­ლო­დი მის­გან.
- არც ერ­თი ჩე­მი რე­კო­მენ­და­ცია ყალ­ბი არ ყო­ფი­ლა. - მე­ტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თ­ვის თა­მა­მად შევ­ხე­დე თვა­ლებ­ში.
- თქვენ მი­ზე­ზად მო­იყ­ვა­ნეთ შემ­დე­გი რამ: კომ­პა­ნია, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, და­ი­ხუ­რა და იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი მე­შო­ვაო.
აზ­რი არ ჰქონ­და არაფ­რის და­მალ­ვას. ბო­ლოს და ბო­ლოს, ვალ­დე­ბუ­ლიც კი ვი­ყა­ვი, მე­პა­სუ­ხა - ბე­ბია მო­მა­ძებ­ნი­ნა კაც­მა.
- ვფიქ­რობ, არა მარ­ტო იმ კომ­პა­ნი­ი­დან, არა­მედ და­ნარ­ჩე­ნე­ბი­და­ნაც, თუ­კი სად­მე გი­მუ­შა­ვი­ათ, საქ­მე თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით მთავ­რ­დე­ბო­და.
- რა­ტომ გგო­ნი­ათ ასე? ვინ გითხ­რათ, რომ სა­ი­დან­მე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს?
- ჩე­მი თვა­ლით ვნა­ხე. თქვენ თუ გა­მუდ­მე­ბით ასე და­ე­ძებ­დით ბე­ბი­ას, რო­მე­ლი უფ­რო­სი აგი­ტან­დათ?
ფარ-ხმა­ლი დავ­ყა­რე, უარ­ყო­ფას აზ­რი არ ჰქონ­და.
- ყო­ველ­თ­ვის არა, - ვა­ღი­ა­რე, - ზოგ­ჯერ ჩე­მი ნე­ბით მოვ­დი­ო­დი.
- იმი­ტომ, რომ იცო­დით, მა­ინც გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­დ­ნენ და დას­წ­რე­ბა­ზე იყა­ვით, არა?
`ა­ჯო­ბებს, სა­კუ­თარ თავს მი­ხე­დო, დონ­ჟუ­ა­ნო!~ - ჭარ­ხა­ლი­ვით გავ­წით­ლ­დი.
- ასე არ არის? უმე­ტე­სად ხში­რი გაც­დე­ნე­ბის­თ­ვის ან დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის­თ­ვის, ან კი­დევ უდ­როო დროს სა­მუ­შა­ოს მი­ტო­ვე­ბის­თ­ვის გითხოვ­დ­ნენ.
- ჰო. - ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე გა­გუ­ლი­სე­ბულ­მა და ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ გან­მი­ახ­ლ­და თა­ვის ტკი­ვი­ლი.
- ბო­ლოს სა­დაც მუ­შა­ობ­დით, გა­ვი­გე, რომ უფ­რო­სი გა­გი­ლან­ძღავთ, უხე­შო­ბა გა­მო­გი­ჩე­ნი­ათ, რაც არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია. მეც არა­ერ­თხელ გავ­მ­ხ­დარ­ვარ თქვე­ნი უხე­შო­ბის მსხვერ­პ­ლი.
- ვის­ზე ამ­ბობთ, სა­მუ­ში­ა­ზე? სა­მუ­შია პი­რუტყ­ვია! ხე­ლე­ბის უშ­ნოდ ფა­თუ­რი და­მიწყო და სი­ლა გა­ვა­წა­ნი. მე­ტის ღირ­სი იყო, რა­მე უნ­და ჩა­მერ­ტყა იმ მე­ლოტ თავ­ში! - ვიყ­ვი­რე გამ­წა­რე­ბულ­მა.
მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მირ­ზაშ­ვი­ლი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით მიმ­ზერ­და, ოღონდ წა­მით.
სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. მირ­ზა თვა­ლე­ბით მზვე­რავ­და, მაგ­რამ ხმას არ იღებ­და. ბო­ლოს სი­ჩუ­მე გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და.
- ვწუხ­ვარ, რომ ამ­დე­ნი თავ­სა­ტე­ხი გა­გი­ჩი­ნეთ... ტყუ­ი­ლი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენ­თან უხე­შად მოქ­ცე­ვას...
- ნა­თე­სა­ვე­ბი­დან ბე­ბი­ას გარ­და არა­ვინ გყავთ?
- მყავს, მაგ­რამ შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, დი­დი მის­ვ­ლა-მოს­ვ­ლა და ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს.
- ბე­ბი­ას მი­ზე­ზით და­იგ­ვი­ა­ნეთ პა­რას­კევს სამ­სა­ხურ­ში, არა? ბი­ნა დი­დი ხა­ნია, გა­მო­იც­ვა­ლეთ?
- დი­ახ... არც ისე! - პირ­და­პირ პა­სუხს თა­ვი ავა­რი­დე.
- და იმი­ტომ გა­ყი­დეთ, რომ თა­ვი გერ­ჩი­ნათ.
- რა სა­ჭი­როა ასე­თი შე­კითხ­ვე­ბი? ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ხართ! - დავ­ტუქ­სე შე­ფი.
წარ­ბიც არ შე­უხ­რია, ისე გა­აგ­რ­ძე­ლა:
- და­თო ვინ არის?
- და­თო?
- კა­ცი, რო­მე­ლიც თურ­მე სუ­ლაც არ შე­გე­ფე­რე­ბათ. მარ­თ­ლა ცო­ლად მიჰ­ყ­ვე­ბით?
- ა, და­თო არა, ბა­თო ჰქვია, ჩე­მი კურ­სე­ლია, ვმე­გობ­რობთ. ბე­ბი­ამ იცის სა­ხე­ლე­ბის გა­და­კე­თე­ბა. დღეს უნ­და შევ­ხ­ვ­დე ბა­თოს, სხვა­თა შო­რის. - არ ვი­ცი, რა­ში დამ­ჭირ­და ამის თქმა, მაგ­რამ რომ ვთქვი, ხომ ერ­თი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი და ნიშ­ნის მო­გე­ბით რომ `მი­ვა­ხა­რე~, ამით კი­დევ - მე­ო­რე.
- რამ­დენ ხან­ში უნ­და შეხ­ვ­დეთ? - მირ­ზამ მა­ჯის სა­ათ­ზე და­ი­ხე­და.
- მა­ლე. - არ და­ვა­კონ­კ­რე­ტე.
- მა­შინ აჯო­ბებს, და­უ­რე­კოთ და შეხ­ვედ­რა გა­და­დოთ.
ეს უკ­ვე აშ­კა­რად მე­ტის­მე­ტი მო­უ­ვი­და. ამას ვინ ეკითხე­ბა, მე ვის შევ­ხ­ვ­დე­ბი? ახ­ლა მა­ინც დათხოვ­ნი­ლი ვარ, სუ­ლაც არ ვა­პი­რებ ექს­შე­ფის ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.
- რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ გა­დავ­დებ? - მე­დი­დუ­რად ვკითხე და თვა­ლებ­ში ჯი­ქურ მი­ვა­ჩერ­დი.
გა­მაჟ­რ­ჟო­ლა, ისე ცი­ვად მი­ყუ­რებ­და თა­ვი­სი მწვა­ნე თვა­ლე­ბით.
- კი არ მგო­ნია, ზუს­ტად ვი­ცი, რომ გა­და­დებთ... იმი­ტომ, რომ ბევ­რი სა­მუ­შაო გვაქვს.
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე გუ­ლი ლა­მის ამო­მი­ვარ­და ბუ­დი­დან. ძა­ლი­ან კი ვცდი­ლობ­დი სი­ხა­რუ­ლის და­მალ­ვას, მაგ­რამ თავ­შე­კა­ვე­ბამ მა­ინც მი­ღა­ლა­ტა.
- ვერ გა­ვი­გე, მე... მე... ამით რი­სი თქმა გსურთ? - სიტყ­ვებს ძლივს მო­ვუ­ყა­რე თა­ვი, მინ­დო­და მე­კითხა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი არ ვარ-მეთ­ქი? მაგ­რამ ენა ვერ მო­ვატ­რი­ა­ლე.
იმ­წამ­ს­ვე ის მომ­ნუს­ხ­ვე­ლი ღი­მი­ლი შე­მო­მა­გე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მა­ვიწყებ­და.
- რო­გორც კი სა­მუ­შა­ოს მორ­ჩე­ბით, მე თვი­თონ წა­მო­გიყ­ვანთ, შუ­ა­ღა­მი­სას ფე­ხით ხომ არ გა­ტა­რებთ... და და­მა­ტე­ბით სა­ა­თებ­საც აგი­ნაზღა­უ­რებთ.
- რო­გორც კი მოვ­რ­ჩე­ბი? - ჩა­ვე­კითხე. გა­მო­დის, არ მიშ­ვებს სამ­სა­ხუ­რი­დან? არ მა­თა­ვი­სუფ­ლებს?
- ახ­ლა კი წა­ვე­დით. მხო­ლოდ ამის სათ­ქ­მე­ლად მო­გიყ­ვა­ნეთ აქ. ოფის­ში ვერ და­ვიწყებ­დი ამის გარ­კ­ვე­ვას. - და ხე­ლით კა­რის­კენ მა­ნიშ­ნა, წა­ვე­დი­თო.
ფე­ხა­რე­უ­ლი გა­ვე­მარ­თე ჰო­ლის­კენ, შე­ფიც უკან მომ­ყ­ვა...

სი­ხა­რუ­ლის­გან ვერც დე­და­მი­წა­ზე ვე­ტე­ო­დი და ვერც მეცხ­რე ცა­ზე, სადღაც უფ­რო შორს ვცდი­ლობ­დი გაჭ­რას. რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, სამ­სა­ხუ­რი რომ არ დავ­კარ­გე. არა­და, მე­გო­ნა, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ბე­ბი­ა­ჩე­მის სკლე­რო­ზი არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­და და შე­საძ­ლოა, ხე­ლის­შემ­შ­ლელ მი­ზე­ზა­დაც კი ქცე­უ­ლი­ყო. ამი­ე­რი­დან სა­ეჭ­ვო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან რო­გორ­მე უნ­და და­ვიძ­ვ­რი­ნო თა­ვი. ძა­ლებს არ დავ­ზო­გავ და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ვი­მუ­შა­ვებ. ნი­ნუ­ცა­საც რო­გორ ჯენ­ტ­ლ­მე­ნუ­რად ექ­ცე­ო­და?! მარ­ჯ­ვედ აიყო­ლია სა­უ­ბარ­ში და თა­ვიც მო­ა­წო­ნა.

აუ, რა კარ­გია, რო­ცა არა­ფე­რი გაქვს და­მა­ლუ­ლი და ტყუ­ი­ლის თქმა არ გი­წევს. ამა­ზე ფიქ­რი გო­ნე­ბი­დან არ მშორ­დე­ბო­და, თან გა­მა­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დი. მირ­ზას კომ­პა­ნია ერ­თ­დ­რო­უ­ლად სამ ად­გი­ლას აშე­ნებ­და ობი­ექტს და უამ­რა­ვი სა­ბუ­თი იყო მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი. ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლიო, რამ­დენ­ჯერ­მე შემ­ხ­ვ­და მა­სა­ლებ­ში. ალ­ბათ მარ­თ­ლა კარ­გად არ­თ­მევს თავს საქ­მეს, ტენ­დე­რებ­ში თუ იმარ­ჯ­ვებს. თუ მა­საც სხვე­ბი­ვით ლო­ბი­რებს ვინ­მე უმაღ­ლე­სი ეშე­ლო­ნე­ბი­დან?
- და­ამ­თავ­რეთ? - მირ­ზაშ­ვი­ლი თავ­ზე წა­მო­მად­გა. ფან­ჯა­რა­ში გა­ვი­ხე­დე, ბინ­დი ჩა­მო­წო­ლი­ლი­ყო. რა დრო გა­სუ­ლა!
- ორ წუთ­ში მოვ­რ­ჩე­ბი.
- დაბ­ლა და­გე­ლო­დე­ბით. მარ­თა­ლია, შუ­ა­ღა­მე არ არის, მაგ­რამ რად­გან შეგ­პირ­დით, წა­გიყ­ვანთ, მა­ინც იქით მაქვს გზა.
უარის თქმა არც მი­ფიქ­რია, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხ­მ­დი.
რო­ცა მან­ქა­ნას­თან მი­ვე­დი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით მა­ნიშ­ნა, მო­მი­ახ­ლოვ­დიო. გუ­ლი გა­მის­კ­და, ახ­ლა რა­ღა უნ­და-მეთ­ქი.
- არ გინ­დათ, თქვენ ატა­როთ? - იმ­დე­ნად არ ვე­ლო­დი ამ შე­კითხ­ვას, პი­რი და­ვა­ღე.
- რას გა­ი­ო­ცეთ? ტა­რე­ბა იცით?
- დ-დი­ახ...
- ჰო­და, მი­დით, მე ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ, ვი­თომ ჩე­მი მძღო­ლი ხართ, - შე­მა­გუ­ლი­ა­ნა.
მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი­ვით დავ­მორ­ჩილ­დი. კარ­გა ხა­ნია, სა­ჭეს­თან არ ვმჯდარ­ვარ, ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი, მარ­თ­ვის წე­სებ­ში არა­ფე­რი ამ­რე­ო­და და შე­ფის შე­ნიშ­ვ­ნა არ და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.
ამ დროს მირ­ზაშ­ვი­ლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რა ვიგ­რ­ძე­ნი. ავი­ლე­წე.
რო­გორც იქ­ნა, ჩე­მი კორ­პუ­სიც გა­მოჩ­ნ­და და რო­ცა მან­ქა­ნა სა­დარ­ბა­ზოს­თან გა­ვა­ჩე­რე, შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე. ახ­ლა­ღა გავ­ხე­დე გვერ­დით მჯდომს. კა­ცი კვლავ და­ჟი­ნე­ბით მომ­ჩე­რე­ბო­და. გა­ვიტ­რუ­ნე, მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი­ვით შევ­ც­ქე­რო­დი ჩე­მი ოც­ნე­ბის მა­მა­კაცს.
- ანი­კა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნო, იცით, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო ხართ? - თქვა და ისე უცებ წა­მავ­ლო მკლავ­ში ხე­ლი, გონს მოს­ვ­ლა ვერ მო­ვას­წა­რი.
მა­მა­კაც­მა თა­ვის­კენ მი­მი­ზი­და. არ შევ­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ვარ, მით უმე­ტეს, რომ მი­სი ტუ­ჩე­ბის შე­ხე­ბამ ამის სურ­ვი­ლიც წა­მარ­თ­ვა და უნა­რიც. იმ­დე­ნად მო­ვეშ­ვი, რომ ად­ვი­ლად შეძ­ლო ჩე­მი მჭიდ­როდ მი­ხუ­ტე­ბა...
კოც­ნა, მგო­ნი, უსას­რუ­ლო აღ­მოჩ­ნ­და, ასე მე­გო­ნა, ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე გაგ­რ­ძელ­და. ძა­ლა არ შემ­წევ­და, გავ­რ­ხე­უ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა ქვეც­ნო­ბი­ერ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლი სიფ­რ­თხი­ლის ერ­თი ნა­პერ­წ­კა­ლი ჯერ კი­დევ მაძ­ლევ­და ნი­შანს, დრო­ზე შევ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.
მას ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სურ­ნე­ლი ას­დი­ო­და... ოდე­კო­ლო­ნის და სი­სუფ­თა­ვის. პირ­ვე­ლად გა­მიღ­ვი­ძა ამ სურ­ნელ­მა აქამ­დე მთვლე­მა­რე ვნე­ბე­ბი. მის ვე­ე­ბა მკლა­ვებ­ში ვი­ყა­ვი შე­ყუ­ჟუ­ლი და რო­ცა ამ მკლა­ვებს მხვევ­და, მის სიძ­ლი­ე­რეს ვგრძნობ­დი. მე­რე, რო­ცა მსუ­ბუ­ქი კოც­ნით ჩემს ყელს და ყუ­რებს და­უ­ა­რა, თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და ჩუ­მი კვნე­სა აღ­მომ­ხ­და. თვი­თო­ნაც არ ვე­ლო­დი. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რომ მა­მა­კა­ცის მო­კა­რე­ბამ ასე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი გა­მი­ჩი­ნა. დი­დი ხა­ნია, კაცს ჩემ­თ­ვის არ უკოც­ნია...
- არ გინ­და... - ოდ­ნავ გა­სა­გო­ნად წა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე, რო­ცა მკერ­დის­კენ წა­ი­ღო ტუ­ჩე­ბი.
- ასეც ვფიქ­რობ­დი. - ნე­ლა ას­წია თა­ვი და შე­მომ­ხე­და. მწვა­ნე თვა­ლე­ბი გა­მუ­ქე­ბო­და და ამ­ღ­ვ­რე­ო­და, თით­ქოს ნის­ლი შე­მო­ე­ბუ­რაო.
ასე მე­გო­ნა, ამ­ქ­ვეყ­ნად მხო­ლოდ ჩვენ ორ­ნი ვი­ყა­ვით და სხვა არა­ვინ. მან ცი­ვი მზე­რით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა ჩე­მი შე­სი­ვე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი, - კი­დევ რამ­დე­ნი­მე წე­ლი და შენ სა­ბე­დის­წე­რო ქა­ლი გახ­დე­ბი, იქამ­დე კი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ცელ­ქო­ბე­ბის­თ­ვის არ ხარ მომ­წი­ფე­ბუ­ლი.
გავ­წით­ლ­დი. მი­სი სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბი­დან ვერ მივ­ხ­ვ­დი, რას ფიქ­რობ­და - გან­მ­ს­ჯი­და თუ დამ­ცი­ნო­და.
სა­ნამ სა­ვარ­ძელ­ზე გავ­ს­წორ­დე­ბო­დი, მან ჩემს გაცხე­ლე­ბულ ლო­ყას თი­თი ჩა­მო­უს­ვა და თქვა:
- რო­გორც ვატყობ, შენ ძა­ლი­ან ბევრ გულს გა­უყ­რი ისარს უმოწყა­ლოდ. ბევრ კაცს მო­უკ­ლავ გულს.
- არა­ვის გუ­ლის მოკ­ვ­ლას არ ვა­პი­რებ! - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა მი­ვუ­გე. - ასე­თე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ გან­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი.
ამ­წუ­თას უპი­რო­ბოდ ვლან­ძღავ­დი სა­კუ­თარ თავს. არა, მა­ინც რამ გა­მო­მაშ­ტე­რა? ლა­მა­ზი გო­გო ხა­რო... იქ­ნებ ჰგო­ნია, სხვა ქა­ლე­ბი­ვით ად­ვი­ლი შე­საბ­მე­ლი ვარ? ეგ მიჩ­ვე­უ­ლია, ქა­ლე­ბი აქეთ რომ ახ­ტე­ბი­ან.
- შე­იც­ვ­ლე­ბი, ანი­კა, შე­იც­ვ­ლე­ბი. რაც მო­სახ­დე­ნია, აუცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. შენც ჩა­ებ­მე­ბი თა­მაშ­ში, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­თა ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბაა, გა­მარ­ჯ­ვე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად. - ოდ­ნავ შე­არ­ხია თა­ვი და შე­მათ­ვა­ლი­ე­რა. ამ დროს თით­ქოს ტკი­ვი­ლი და­ვი­ნა­ხე მის მზე­რა­ში, - და ეს საყ­ვა­რე­ლი სუ­ლის სი­სუფ­თა­ვე ტკბი­ლი სიზ­მა­რი­ვით უცებ გაქ­რე­ბა.
- ტყუ­ი­ლია! მე არ შე­ვიც­ვ­ლე­ბი!
- კარ­გად გიც­ნობთ ქა­ლებს. შენ არც პირ­ვე­ლი ხარ და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი.
- ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რი არ არის და, სა­ერ­თოდ, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­მა­ში სუ­ლაც არ მგო­ნია.
- რო­გორ, რო­გო­ო­ორ? ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბაო? და რო­გო­რია ეს `ა­სე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა~?
თით­ქოს ცხელ ორ­თ­ქ­ლ­ში მოვ­ხ­ვ­დიო, ისე შე­მა­ხუ­რა. კი­დევ კარ­გი, ჩა­მობ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და ვერ შე­ამ­ჩ­ნევ­და ჩემს გა­წით­ლე­ბას.
გავ­ჩუმ­დი, მივ­ხ­ვ­დი, რომ დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა ვიჩ­ქა­რე.
- სხვა­თა შო­რის, პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი. - შე­მახ­სე­ნა.
- ასე ნუ მე­ლა­პა­რა­კე­ბით, თუ შე­იძ­ლე­ბა. თქვენ არა­ფე­რი არ იცით ჩემ შე­სა­ხებ.
- რა სა­ჭი­როა რა­მის ცოდ­ნა? ყვე­ლა ქა­ლი სი­რი­ნო­ზის მოდ­გ­მი­საა, ოღონდ კი კა­ცი აც­დუ­ნოს.
- და გგო­ნი­ათ, მე თქვენს ცდუ­ნე­ბას შე­ვე­ცა­დე?
- არა? - კითხ­ვა შე­მო­მიბ­რუ­ნა.
გავ­ფით­რ­დი. არას­დ­როს არ მიგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბია მის­თ­ვის, რომ მომ­წონ­და. ნუ­თუ თვა­ლებ­მა გამ­ცა?
- მე რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობ, ანი­კა.
- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო იმას­თან, თქვენ რო­გორც ექ­ცე­ვით ქა­ლებს. გსი­ა­მოვ­ნებთ, სხვე­ბის ნდო­ბით რომ სარ­გებ­ლობთ, არა? `და­ი­ჭი­რე წა­მის~ კა­ცი ხართ, ხომ? ჰო­და, ასეთ წამს მე­ტად ვერ ეღირ­სე­ბით პი­რა­დად ჩემ­გან! თუ­კი თქვენ ფიქ­რობთ, რომ იმ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრინ­ცი­პე­ბამ­დე და­ვეშ­ვე­ბი, რომ­ლი­თაც თქვენ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობთ, ძა­ლი­ან შემ­ც­დარ­ხართ! - ვიყ­ვი­რე, კა­რი გა­მო­ვა­ღე და სიბ­ნე­ლეს შე­ვე­რიე, თან ცრემ­ლე­ბი მახ­რ­ჩობ­და.
რო­გორც ჩანს, გა­მო­მე­კი­და. სა­დარ­ბა­ზომ­დე არ­მი­სულს ხე­ლი წა­მავ­ლო და გა­მა­ჩე­რა. გან­რის­ხე­ბულ­მა შევ­ხე­დე.
- ჩე­მი აზ­რით, იმ ქა­ლებ­ზე უკე­თე­სი, გარს რომ გახ­ვე­ვი­ათ, არა­ფე­რი და­გიმ­სა­ხუ­რე­ბი­ათ. არ მეს­მის, რა ნა­ხეს თქვენ­ში მიმ­ზიდ­ვე­ლი. თქვენ­ნა­ი­რი უგუ­ლო და ცი­ნი­კო­სი მე­ო­რე არ შემ­ხ­ვედ­რია.
უეც­რად ისე­თი გა­ო­ცე­ბუ­ლი გა­უხ­და სა­ხე, მივ­ხ­ვ­დი, რომ გა­და­ვა­ჭარ­ბე. ხე­ლი შე­მიშ­ვა და მეც ვი­სარ­გებ­ლე, სირ­ბი­ლით შევ­ვარ­დი სა­დარ­ბა­ზო­ში...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
27.07.2016
დასაწყისი სად ვნახო ? ვერ ვიპოვე ((
ხათო
05.07.2016
გეხვეწოთ ახლა გაგრძელება რომ დადოთ ?
ანა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
მე­ო­რე დი­ლით, გა­იღ­ვი­ძა თუ არა, თი­კომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თო იმის ში­შით, დემ­ნას კი­დევ არ და­ე­რე­კა.
ოთახ­ში მო­სამ­სა­ხუ­რე შე­მო­ვი­და.
ზუ­ზის ხმა თი­კოს შო­რი­დან ჩა­ეს­მო­და.
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი