ჯეინ ეარი (თავი XXXIV)
font-large font-small
ჯეინ ეარი (თავი XXXIV)
თა­ვი ოც­და­მეთ­ოთხმე­ტე


მის­ტერ ბრიგსს ან­დერძის შე­სა­ხებ მი­წერ­-მო­წე­რის დროს ვკი­თხე, იცო­და თუ არა სად ცხოვ­რობ­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ამჟ­ა­მად და რო­გორ გრძნობ­და თავს; რო­გორც სენტ-ჯო­ნი ვა­რაუ­დობდა, მან მარ­თლაც არა­ფერი იცო­და მის შე­სა­ხებ. შემ­დეგ მივ­წე­რე მი­სის ფე­იერ­ფექსს და ვთხო­ვე, მოე­წე­რა რაი­მე ამის შე­სა­ხებ. დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, რომ პა­სუხს მა­ლე მი­ვიღ­ებდი. ჩემს გაო­ცე­ბას სა­ზღ­ვარი არ ჰქონ­და, რო­ცა ორი კვ­ირა გავ­იდა და პა­სუ­ხი არ იყო. მაგ­რამ რო­ცა ორი თვე გავ­იდა და ყო­ველ­დღიურ ფოს­ტას არა­ფერი მოჰ­ქონ­და ჩემ­თ­ვის, უკი­დურეს­მა მო­უს­ვენ­რობამ შე­მიპყ­რო.
ისევ მივ­წე­რე. სავ­სებით შე­საძ­ლე­ბელი იყო, რომ ჩე­მი პირ­ვე­ლი წე­რი­ლი და­იკ­არ­გა. ახალ­მა იმე­დებ­მა ახა­ლი გზე­ბი გამ­ონა­ხეს. რამ­დენ­იმე კვი­რის გან­მავ­ლობაში ისევ მი­ნა­თებ­დნენ სი­ცოცხ­ლეს; შემ­დეგ ისევ ად­რინდელივით ჩაქ­რნენ და ჩაი­ფერ­ფლნენ. არც ერ­თი სტრი­ქო­ნი, არც ერ­თი სიტყ­ვა არ მი­მიღ­ია პას­უხად. რო­ცა ნა­ხე­ვარ­მა წელ­მა გან­ვ­ლო ამაო მო­ლო­დინ­ში, იმე­დი გა­დამ­იწყდა და ჩემს სულ­ში სიბ­ნე­ლემ დაი­სად­გურა.
გა­ზაფხულის მშვენ­იერი ამინ­დი იდ­გა, მაგ­რამ მე ვერ ვტკ­ბებოდი. ზაფხუ­ლი ახ­ლოვდებ­ოდა. დია­ნა ცდი­ლობ­და ჩემს გამ­ხიარ­ულე­ბას. ცუ­დი ფე­რი გაქვს და ზღ­ვა­ზე უნ­და წაგ­იყვანოო, მეუ­ბნებ­ოდა. სენტ-ჯო­ნი ჩვე­ნი წას­ვ­ლის წი­ნა­ა­ღმ­დეგი იყო. მი­სი თქმით, მე გარ­თობა კი არა, საქ­მე მჭირ­დებ­ოდა; რომ ჩე­მი იმჟ­ამ­ინდელი ცხოვ­რე­ბა მე­ტად უმიზ­ნო იყო და მი­ზა­ნი მჭირ­დებ­ოდა. ჩე­მი აზ­რით, სწო­რედ ამი­ტომ იყო, რომ მან ურ­დუ­ში მე­ცად­ინეო­ბას მო­უ­მა­ტა და კი­დევ უფ­რო მკ­აცრი და მომ­თხოვ­ნი გახ­და. მეც, რო­გორც სუ­ლე­ლი, სრუ­ლი­ად არ ვუ­წევ­დი მას წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას ან, უკ­ეთ თუ ვიტყ­ვი, ვერ ვუ­წევ­დი.
ერთ დღ­ეს სა­მე­ცადინოდ ჩვეუ­ლებ­რივზე უფ­რო ცუდ გუ­ნე­ბა­ზე მი­ვე­დი. მოშ­ხა­მუ­ლი გუ­ნე­ბის მი­ზე­ზი იყო მწა­რე იმედ­გაც­რუე­ბა. დი­ლით ჰა­ნამ მითხ­რა, რომ წე­რი­ლი მო­ვი­და ჩემს სა­ხელ­ზე. რო­ცა ამ­ოსა­ტა­ნად ჩა­ვედი, თით­ქ­მის დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, რომ დი­დი ხნის ნა­ნატრი ამ­ბები მი­ვიღ­ე. მაგ­რამ დავ­ინა­ხე, რომ ეს იყო მის­ტერ ბრიგ­სის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ბა­რათი საქ­მის შე­სა­ხებ. ამ მწა­რე იმედ­გაც­რუე­ბამ ცრემ­ლები მომ­გ­ვა­რა. და ახ­ლა, რო­დე­საც ვი­ჯე­ქი და ვსწავ­ლობ­დი ინ­დო­ე­ლი მწერ­ლის ძნე­ლად გა­სარ­ჩევ ას­ოებ­სა და მა­ღ­ალ­ფარ­დოვან სტილს, თვა­ლები ისევ ცრემ­ლით მევ­სებ­ოდა.
სენ­ტ-ჯონ­მა წა­სა­კი­თხა­ვად დამ­იძა­ხა. რო­ცა წა­კი­თხვა ვცა­დე, ხმამ მიმ­ტყუ­ნა; ქვი­თინ­მა ჩა­ახშო სიტყ­ვე­ბი. სას­ტუმ­რო ოთახ­ში მხო­ლოდ ჩვენ, ორ­ნი, ვი­ყა­ვით. დია­ნა მუ­სიკ­აში მე­ცად­ინეო­ბდა მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში, მე­რი ბა­ღში მუ­შაო­ბდა. მა­ი­სის მშვენ­იერი დღე იყო, მოწ­მენ­დი­ლი, მზი­ა­ნი, ნი­ა­ვი უბე­რავ­და. სენტ-ჯონს გაო­ცე­ბა არ გამ­ოუხა­ტავს ჩე­მი გრძნო­ბე­ბის გამ­ომჟ­ღ­ავ­ნებ­ისას, არც მი­ზე­ზი უკი­თხავს. მხო­ლოდ მითხ­რა:
- ჯო­ბია, ცო­ტა ხანს დავ­იცადოთ, ჯე­ინ, სა­ნამ დამ­შვიდდებით.
სა­ნამ მე მოზღ­ვა­ვებულ გრძნო­ბებს ნაჩ­ქა­რე­ვად ვი­მორ­ჩი­ლებ­დი, ის იჯ­და მშვი­დი და მოთ­მი­ნე­ბით სავ­სე, მაგ­იდას ეყ­რდნობოდა და იმ ექიმს ჰგავ­და, ავად­მ­ყო­ფის მო­სალ­ოდნელ და გა­სა­გებ კრი­ზისს მეც­ნიერის თვა­ლით რომ აკვ­ირდე­ბა. შევ­იკ­ა­ვე ქვი­თი­ნი, თვა­ლები შევ­იმშრა­ლე და წავ­იბუტბუტე, ამ დი­ლით თავს ცუ­დად ვგრძნობ-მეთ­ქი. შემ­დეგ ჩემს საქ­მეს შევ­უდექი და და­ვამ­თავ­რე კი­დეც. სენ­ტ-ჯონ­მა შეი­ნა­ხა წიგ­ნე­ბი, და­კ­ე­ტა სა­წერი მა­გი­დის უჯ­რა და მითხ­რა:
- ახ­ლა, ჯე­ინ, თქვენ სა­სეირნოდ წახ­ვალთ, ოღონდ ჩემ­თან ერ­თად.
- დია­ნა­სა და მე­რის დავ­უძა­ხებ.
- არა. მე მხო­ლოდ ერ­თი თა­ნამ­გზავრი მინ­და ამ დი­ლით. და ეს თქვენ უნ­და იყოთ. ჩა­იც­ვით. გა­დით სამ­ზა­რეულოს კარ­იდან, გე­ზი მარ­შეგ­ლენის სა­თავ­ისკ­ენ აიღ­ეთ. მეც ერთ წუთ­ში და­გე­წევით.
ჩემს მოქ­მე­დე­ბაში საშ­უალო გზის არ­ჩე­ვა არ ვი­ცი. რამ­დენ­ჯე­რაც ურ­თი­ერ­თობა მქო­ნია თავ­და­ჯე­რებულ, მტკი­ცე ხას­იათის მქო­ნე ადამ­ია­ნებ­თან, რო­მელ­თა ბუ­ნე­ბა ჩემ­სას ეწ­ინა­ა­ღმ­დე­გებ­ოდა, არ ვი­ცო­დი შუა ხა­ზის არ­ჩე­ვა: ან აბ­სოლუტურად ვნებ­დებოდი, ან გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლას ვიწყებ­დი. ყო­ველ­თ­ვის ერ­თგულად მივ­ყ­ვე­ბო­დი ერთ ხაზს აჯან­ყების მო­მენ­ტამ­დე, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ვულკ­ანური სიძ­ლი­ე­რით ვლინ­დებ­ოდა, და გა­დავდიოდი მეო­რე­ზე. რად­გა­ნაც არც ჩე­მი იმჟ­ამ­ინდელი მდგო­მა­რეო­ბა მაძ­ლევ­და საფ­უძველს და არც გან­წყობილე­ბა მიკ­არ­ნა­ხებ­და ამ­ბოხს, გულ­მოდ­გი­ნედ და­ვემ­ორჩილე სენტ-ჯო­ნის მი­თი­თე­ბას. ათი წუ­თის შემ­დეგ ვიწ­რო ხე­ო­ბის ბი­ლიკ­ზე მის გვერ­დით მი­ვაბ­იჯებდი.
ნი­ა­ვი და­სავ­ლეთ­იდან ქრო­და. გო­რა­კ­ებ­იდან უბე­რავ­და და თან მა­ნან­ისა და ლერ­წ­მის სურ­ნე­ლი მოჰ­ქონ­და. ცა კრ­ია­ლა და ლურ­ჯი იყო. მდი­ნა­რე, რო­მე­ლიც ხეო­ბას ჩამ­ოუდიოდა, გა­ზაფხულის წვი­მე­ბის შე­დე­გად ად­იდებულიყო და მო­ედ­ინებ­ოდა სავ­სე და ანკ­ა­რა, მას­ში მზის ოქ­როს­ფე­რი სხი­ვე­ბი და ცის კა­ბადონი ირე­კ­ლებ­ოდა. სეი­რნობისას ბი­ლი­კი­დან გა­დავ­უხვიეთ, ახალ რბილ ბუს­ნო­ზე მივ­დი­ო­დით. მი­წა ხავ­სით იყო მო­ფე­ნი­ლი და ზურ­მუხ­ტის­ფე­რი და­ჰკ­რავ­და; აქა-იქ პა­წაწ­ინა თეთ­რი ყვავ­ილები მო­ჩან­და; ჭარ­ბობდა ვარ­სკვ­ლავის ფორ­მის ყვი­თე­ლი მცე­ნა­რე. ამას­ობაში გო­რა­კ­ები შემ­ოგვერ­ტყა გარს, ხე­ო­ბის სა­თა­ვე მათ შუ­ა­გულ­ში მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა.
- აქ დავ­ისვენოთ, - მითხ­რა სენ­ტ-ჯონ­მა, რო­ცა კლ­დე­თა ლაშ­ქარს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით; ეს კლ­დე­ები ხეო­ბიდან გა­სას­ვლელს და­რაჯ­ობდნენ. მათ უკ­ან ნა­კ­ადული ჩან­ჩქე­რად გად­მოდიოდა. იქ, ცო­ტა უფ­რო მო­შო­რე­ბით, მთას და­ე­ბერ­ტყა ბა­ლახი და ყვა­ვი­ლი, სამ­ოსად მხო­ლოდ მა­ნა­ნა ჰქონ­და, კლ­დე - მო­სარ­თა­ვად. იქ ბუ­ნე­ბა სი­ველ­ურეს აღ­წევ­და და ხას­ხა­სა ფე­რები მუ­ქი ფე­რებით იც­ვ­ლებ­ოდა, ბუ­ნე­ბა და­რაჯ­ობდა მარ­ტო­ო­ბის და­კ­არგულ იმედს. ეს იყო დუ­მი­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელი თავ­შე­სა­ფარი.
დავ­ჯექი. სენტ-ჯო­ნი ჩემ­თან ახ­ლოს იდ­გა. მან ჯერ ხეო­ბიდან გა­სას­ვლელს გა­ხე­და, მე­რე თვით ხეო­ბას; მე­რე მი­სი მზე­რა მდი­ნა­რეს გაჰ­ყვა და მის ზე­დაპ­ირზე არე­კლილ უღ­რუბ­ლო ცას. ქუ­დი მო­ი­ხა­და, რომ ნი­ავს თმა აექ­ოჩრა და შუბ­ლ­ზე ეკო­ცნა. თით­ქოს ამ ად­გი­ლის სულს ერ­თვოდა. თვა­ლებით რა­ღ­ა­ცას ეთ­ხოვებ­ოდა.
- მე კი­დევ ვნა­ხავ ამას სიზ­მარ­ში, - თქვა მან ხმა­მა­ღ­ლა, - რო­ცა მეძ­ინე­ბა გან­გის ნაპ­ირზე, და კი­დევ ერ­თხელ, უფ­რო დი­დი ხნის მე­რე, რო­დე­საც სხვა ძი­ლი და­მეუ­ფლე­ბა უფ­რო ბნე­ლი მდი­ნა­რის ნაპ­ირთან.
უც­ნა­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლი, უც­ნა­უ­რი სიტყ­ვე­ბით გამ­ოხატული, მკ­აცრი პატ­რი­ო­ტის ტრფი­ა­ლი სამ­შობლოსადმი! ის დაჯ­და. ნა­ხე­ვარი სა­ათის გან­მავ­ლობაში ვდუმ­დით. არც მე ამ­ომიღ­ია ხმა, არც მას უთ­ქ­ვამს არა­ფერი. შემ­დეგ მან ხე­ლახ­ლა წა­მო­იწყო.
- ჯე­ინ, ექ­ვ­სი კვი­რის შემ­დეგ მივ­დი­ვარ, მივ­დი­ვარ "ისტ ინ­დია­მენით~, რო­მე­ლიც ივ­ნი­სის ოც­ში ინ­გ­ლი­სის ნაპ­ირებს ტო­ვებს.
- ღმერ­თი იქ­ნე­ბა თქვე­ნი მფარ­ველი, რად­გან თქვენ მი­სი საქ­მის­თ­ვის იღ­ვ­წით, - მი­ვუ­გე მე.
- ჰო, - თქვა მან, - ის არის ჩე­მი დი­დე­ბა და სი­ხა­რუ­ლი. უძ­ლე­ველი ბა­ტო­ნის მსა­ხუ­რი ვარ. არ ვემ­ორჩილები უსუ­სურ კან­ონებს და ჩემ­ისთა­ნა სუს­ტი ჭი­ე­ბის ცოდ­ვილ მფარ­ველ­ობას. ჩე­მი კან­ონმდე­ბელი, ჩე­მი მეგ­ზუ­რი ყოვ­ლის­შემ­ძლე ღმერ­თია. მიკ­ვირს, რომ ხალ­ხი ჩემ გარ­შემო არ იწ­ვის იმის სურ­ვი­ლით, რომ გა­ერ­თიან­დეს ამა­ვე დრო­შით, მის­დი­ოს ამა­ვე საქ­მეს.
- ყვე­ლას არ შეს­წევს თქვე­ნი ძა­ლა. სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბა, სუს­ტებს რომ გაუ­ჩნდეთ სურ­ვი­ლი, ძლიე­რებს გაჰ­ყვნენ.
- მე არ ვლა­პა­რა­კობ სუს­ტებ­ზე და არც ვფიქ­რობ მათ­ზე. მე მივ­მარ­თავ მხო­ლოდ მათ, ვინც ღი­რსია ითა­ვოს ეს საქ­მე და ძა­ლუძს მი­სი შეს­რულე­ბა.
- ასე­თები ცო­ტაა და ძნელ­ია მა­თი პოვ­ნა.
- მარ­თალს ამ­ბობთ. მაგ­რამ რო­ცა იპო­ვი, უნ­და დას­ძრა ისი­ნი ად­გილიდან, მო­უ­წო­დო მოქ­მე­დებ­ისკ­ენ, უჩ­ვე­ნო, რა ნი­ჭი იმა­ლე­ბა მათ­ში და რის­თ­ვის ებ­ოძათ იგი. ღვთის სიტყ­ვე­ბი უჩურ­ჩუ­ლო ყურ­ში, ღვთის სა­ხელით შეს­თა­ვაზო ად­გი­ლი მის რჩეუ­ლთა რი­გებ­ში.
- თუ ისი­ნი მარ­თლა არ­იან მო­წო­დე­ბულ­ნი ასე­თი საქ­მის­თ­ვის, გუ­ლი არ უკ­არ­ნა­ხებს მათ ამას?
ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, თით­ქოს რა­ღ­აც სა­ზა­რელი ჯა­დო გარს მეხ­ვეო­და, მოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე. ვცახ­ცა­ხებდი იმის ში­შით, რომ რა­ღ­აც სა­ბედ­ისწერო სიტყ­ვას გავ­იგონებდი, რო­მე­ლიც უეც­რად შემ­ბოჭავ­და და მო­მა­ჯად­ოებ­და სა­ბო­ლო­ოდ.
- თქვენ რა­ღ­ას გეუ­ბნე­ბათ გუ­ლი? - მკი­თხა სენ­ტ-ჯონ­მა.
- ჩე­მი გუ­ლი დუმს, ჩე­მი გუ­ლი დუმს, - მი­ვუ­გე შეძ­რწუნებ­ულმა და აცახ­ცა­ხებ­ულმა.
- მა­შინ მე უნ­და ვი­ლა­პა­რა­კო მის მაგ­ივრად, - გა­ნაგრძო ღრ­მა, შეუ­ბრა­ლე­ბელ­მა ხმამ. - ჯე­ინ, წამ­ომყევით ინ­დო­ეთ­ში; წა­მო­დით, რო­გორც ჩე­მი დამ­ხმა­რე, თა­ნამ­ოღ­ვა­წე.
ხეო­ბა და ცა დატ­რიალ­და ჩემ თვალ­წინ, მთე­ბი შეი­რყა. თით­ქოს ძა­ხი­ლი გავ­იგონე ზეც­იდან, თით­ქოს მაც­ნე გამ­ომეც­ხა­და, რო­გორც ოდე­სღ­აც მა­კ­ედ­ონიაში მოხ­და, და მაუ­წყა: "წა­მო­დი და დაგ­ვეხ­მა­რე!~ მაგ­რამ მე მო­ცი­ქუ­ლი არ ვი­ყა­ვი, მე ვერ დავ­ინა­ხე მაც­ნე, მე არ შე­მეძლო მი­სი ძა­ხი­ლის მიღ­ე­ბა!
- ოჰ, სენტ-ჯონ! - შევ­ძა­ხე, - შემ­იბრა­ლეთ!
ვემ­უდა­რებოდი ადამ­იანს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი მო­ვა­ლეობის შეს­რულების დროს არც შებ­რა­ლე­ბა იცო­და და არც სი­ნა­ნუ­ლი. მან გა­ნაგრძო:
- ღმერ­თმა და ბუ­ნე­ბამ მი­სი­ო­ნე­რის ცო­ლო­ბის­თ­ვის გა­გაჩ­ინათ. მან გო­ნე­ბით და­გაჯ­ილდოვათ და არა გა­რეგნობით. თქვენ შრო­მის­თ­ვის ხართ და­ბა­დებული და არა სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის. თქვენ უნ­და იყოთ მი­სი­ო­ნე­რის ცო­ლი და იქ­ნე­ბით კი­დეც. ჩე­მი იქ­ნე­ბით. მე თქვენ მჭირ­დე­ბით. ჩე­მი სი­ამ­ოვნებისთვის კი არა, ჩე­მი ბა­ტო­ნის სამ­სახურისთვის.
- მე არ გამ­ოვდგები ამის­თ­ვის. არ მი­ზი­დავს ეს საქ­მე, - მი­ვუ­გე მე.
წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას მო­ელ­ოდა და ამი­ტომ არ გაბ­რა­ზებ­ულა. და მარ­თლაც, რო­ცა ის მი­ეყ­რ­დ­ნო კლ­დეს, გულ­ხე­ლი და­იკრ­იბა და სა­ხე და­ე­ძა­ბა, მე მივ­ხ­ვ­დი, რომ ის ელ­ოდა ხან­გრძლივსა და დამ­ქან­ცველ წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას. აღი­ჭურვა მოთ­მი­ნე­ბით და მი­ი­ღო გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა, რომ გა­მარ­ჯვე­ბა მას უნ­და დარ­ჩენ­ოდა.
- მორ­ჩი­ლე­ბა, ჯე­ინ, - თქვა მან, - ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რსე­ბების საფ­უძველ­ია. შენ მარ­თალი ხარ, რო­ცა ამ­ბობ, რომ არ გამ­ოდგები ამ საქ­მის­თ­ვის. ვინ­მე კი გამ­ოდგე­ბა? ან იმათ­გან, ვინც ჭეშ­მარ­იტად გამ­ოსა­დეგი იყო, ვის მი­აჩ­ნდა თა­ვი ამ მო­წო­დე­ბის ღი­რსად? მე, მა­გალ­ითად, მხო­ლოდ მტვე­რი ვარ და ფერ­ფ­ლი. წმინ­და პავ­ლეს მსგავ­სად ვა­ღ­ია­რებ, რომ ცოდ­ვილ­თა შო­რის უცოდ­ვი­ლე­სი ვარ. მაგ­რამ ჩემს თავს არ ვაძ­ლევ უფ­ლე­ბას, რომ ჩე­მი პი­რა­დი სიმ­დაბ­ლის შეგ­რძნე­ბამ და­მაშინოს. მე ვიც­ნობ ჩემს წი­ნამ­ძღოლს (ღ­მერთს); ვი­ცი, რომ იმ­დე­ნად­ვე სა­მარ­თლიან­ია, რამ­დე­ნა­დაც ყოვ­ლის­შემ­ძლე; და რად­გან მან თა­ვი­სი დი­ა­დი საქ­მის შე­სას­რულებ­ლად სუს­ტი ია­რა­ღი აი­რჩია, უსას­რუ­ლო შე­საძ­ლებ­ლობებით ბო­ლომ­დე შე­ავ­სებს იმას, რაც და­ა­კლ­და მის მსა­ხურს. იფიქ­რე ჩემ­სავით. გწამ­დეს ჩემ­სავით. გე­ვედ­რები, და­ეყრდნო სა­უკუ­ნე­თა კლ­დეს - ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წმუნოე­ბას; ნუ იქ­ნე­ბით ეჭ­ვებით შეპყ­რო­ბი­ლი და ის და­გეხ­მა­რე­ბათ ადამ­იანური სი­სუს­ტის ტვირ­თის ტა­რე­ბაში.
- მე არ მეს­მის მი­სი­ო­ნერ­თა ცხოვ­რე­ბის აზ­რი; არას­ოდეს მის­წავ­ლია მი­სი­ო­ნერ­თა შრო­მა.
- აქ, მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი უმ­წეო­ბისა, მე შემ­იძლია და­გეხ­მაროთ. შემ­იძლია გან­გისა­ზღვროთ საქ­მე სა­ა­თების მი­ხედ­ვით, ვიდ­გე თქვენ გვერ­დით ყო­ველ­თ­ვის, და­გეხ­მაროთ ყო­ველ წუთს. ამის გა­კ­ე­თე­ბა შემ­იძლია და­საწყისში. მე ვიც­ნობ თქვენს შე­საძ­ლებ­ლობებს. მა­ლე თქვენ ისეთ­ივე ძლი­ე­რი და გა­წაფული იქ­ნე­ბით, რო­გორც მე, და ჩე­მი დახ­მა­რე­ბა არ დაგ­ჭირდე­ბათ.
- მაგ­რამ ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლობანი? სად არის ისი­ნი, რომ გამ­ომად­გნენ ამ საქ­მეში? ვერ ვგრძნობ მათ ჩემ­ში თქვე­ნი ლა­პა­რა­კის დროს. ვერ ვგრძნობ ვერც მგზნე­ბა­რე­ბას, ვერც მაჯ­ისცემის მო­მა­ტე­ბას, ვერც რაი­მე ნუ­გეშ­სა და მხნეო­ბას. ოჰ, ნე­ტა, შე­მეძლოს გაჩ­ვენოთ, რამ­დე­ნად ჰგავს ჩე­მი სუ­ლი ახ­ლა ბნელ სა­კ­ანს, რომ­ლის სიღრ­მეში ერ­თი შე­მაძ­რწუნე­ბელი ში­შია დატ­ყვე­ვებული - ში­ში იმი­სა, რომ და­მარ­წმუნებთ წა­მო­ვიწყო ისე­თი რამ, რის შეს­რულე­ბაც არ შემ­იძლია.
- მის­მი­ნეთ! პა­სუ­ხი მზად მაქვს თქვენ­თ­ვის. შეხ­ვედრის დღი­დან გა­დევ­ნებთ თვალ­ყურს. ათი თვის გან­მავ­ლობაში ჩე­მი შეს­წავლის სა­განი თქვენ იყა­ვით. ნაი­რ-ნა­ი­რი ცდე­ბით გამ­ოგცა­დეთ. რა დავ­ინა­ხე და რა და­სკვ­ნა გამ­ოვიტა­ნე? დავ­ინა­ხე, რომ სოფ­ლის სკო­ლაში კარ­გად, ბეჯ­ითად, პატ­იოსნად ას­რულებდით საქ­მეს, რო­მე­ლიც თქვენს ჩვე­ვებ­სა და მიდ­რე­კი­ლე­ბებს ეწ­ინა­ა­ღმ­დე­გე­ბა; ას­რულებდით მას ჭკვ­იან­ურად და ტაქ­ტით. თქვენ გაი­მარ­ჯვეთ, რო­დე­საც გჭირ­დებ­ოდათ. იმა­ვე სიმ­შ­ვი­დით შეხ­ვ­დით უე­ცარ გამ­დიდრე­ბას, რომ­ლი­თაც ას­წავლიდით. მე თქვენ­ში დავ­ინა­ხე ადამ­იანი, რომ­ლის­თ­ვი­საც უცხოა დე­მასის სი­ხარ­ბე, რო­მელ­საც სიმ­დიდ­რე არ იზი­დავს. რო­ცა თქვე­ნი ქო­ნე­ბა ოთხ ნაწ­ილად გა­ყავით, ერ­თი თქვენ­თ­ვის დაი­ტოვეთ და სა­მი გა­ეცით გან­ყე­ნებული სა­მარ­თლიანობის გუ­ლის­თ­ვის, მე დავ­ინა­ხე სუ­ლი, რო­მელ­საც გან­უზომლად სი­ამ­ოვნებს მსხვერ­პ­ლის გა­ღ­ე­ბა. თქვენ დათ­მეთ სა­განი, რო­მე­ლიც გაი­ნტე­რე­სებ­დათ, და ჩე­მი სურ­ვი­ლით შეუ­დექით ჩემ­თ­ვის სას­ურველ საქ­მეს. და­უღ­ა­ლავი სი­ბე­ჯი­თით აღ­წევდით წარ­მა­ტე­ბებს ამ საქ­მეში, შეუ­ნე­ლე­ბელი ენერ­გიითა და შეუ­რყე­ველი ნე­ბის­ყო­ფით შეხ­ვ­დით სიძ­ნე­ლე­ებს. ამის მი­ხედ­ვით, მე ვხე­დავ თქვენ­ში ისე­თი თვი­სე­ბების მქო­ნე თა­ნამ­გზავრს, რო­გორ­საც ვე­ძებდი. ჯე­ინ, თქვენ ხართ დამ­ჯერი, დამ­თ­მო­ბი, ბე­ჯი­თი, ერ­თ­გუ­ლი, მტკი­ცე, გუ­ლა­დი, ფა­ქი­ზი და ძალ­იან გამ­ბე­დავი. ნუ გე­ეჭ­ვე­ბათ - მე გენ­დო­ბით. თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა ინ­დო­ე­თის სკო­ლების მარ­თვა­სა და ინ­დო­ელ ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თობაში ფას­დაუ­დე­ბელი იქ­ნე­ბა ჩემ­თ­ვის.
ჩე­მი რკი­ნის აბ­ჯარი დაი­ნჯღ­რა; შეგ­ონე­ბა შემ­ოდიოდა ჩემ­ში ნე­ლი, მტკი­ცე ნა­ბი­ჯით. თუმ­ცა თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი, ეს სიტყ­ვე­ბი მა­ინც იოლად მი­იკვ­ლევ­დნენ აქამ­დე თით­ქოს გა­და­კ­ეტილ გზას. ჩე­მი მო­ვა­ლეო­ბა, აქამ­დე ასე ბუნ­დოვ­ნად და უიმე­დოდ და­ფანტული რომ მეჩ­ვე­ნებ­ოდა, მი­სი სიტყ­ვე­ბით ჩამ­ოყალ­იბდა, გა­რკ­ვეული ფორ­მა მი­ი­ღო მის ხელ­ში. პა­სუხს ელ­ოდა სენტ-ჯო­ნი. თხუთ­მე­ტი წუ­თი ვითხო­ვე მო­საფ­იქრებ­ლად, სა­ნამ გავ­ბე­დავდი პა­სუ­ხის მი­ცე­მას.
- დი­დი სი­ამ­ოვნებით, - მო­მი­გო მან, წამ­ოდგა, აუ­ყვა ხეო­ბას მცი­რე მან­ძილზე და ბუჩ­ქად ამო­სულ მა­ნა­ნებ­ზე დაწ­ვა. ასე იწ­ვა იქ წყნა­რად.
`შემ­იძლია გა­ვა­კ­ეთო ის, რაც მას უნ­და; იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, დავ­ინახო და ვა­ღ­იარო ეს, - ვფიქ­რობ­დი მე, - თუ დამ­ცალ­და. მაგ­რამ ვგრძნობ, რომ ინ­დო­ე­თის მზის ქვეშ დი­დი ხნის სი­ცოცხ­ლე არ მი­წერ­ია. მე­რე რა? მას ეს არ ადარ­დებს: რო­ცა ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლის ჟა­მი დად­გე­ბა, იგი ჩემს თავს გა­დას­ცემს ღმერთს, რო­მელ­მაც გა­მაჩ­ინა, სრუ­ლი სიმ­შ­ვი­დი­თა და სიწ­მინ­დით. საქ­მე ნა­თელ­ია ჩემ­თ­ვის. ინ­გ­ლი­სის დატ­ოვე­ბა ნიშ­ნავს საყ­ვა­რელი, მაგ­რამ და­ცარ­იე­ლებული ქვეყ­ნიდან წას­ვლას, რად­გან მის­ტერ რო­ჩეს­ტერი იქ არ არის. გინ­დაც იყოს, რა აზ­რი აქვს, ან რა აზ­რი შეი­ძლე­ბა ჰქონ­დეს ოდეს­მე. ახ­ლა ჩე­მი მი­ზან­ია, უიმი­სოდ გავ­ძ­ლო. გა­ნა სი­სუ­ლე­ლე და სი­სუს­ტე არ არის, რომ დღ­ე-­დღ­ე­ზე გა­და­მაქვს, თით­ქოს ვე­ლი, სას­წაუ­ლებრივი ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბა და მე ისევ მას­თან ვიქ­ნე­ბი, რა თქმა უნ­და, ახა­ლი ინ­ტე­რესი უნ­და ვე­ძებო ცხოვ­რე­ბაში და­კ­არგულის ნაც­ვლად (რო­გორც სენ­ტ-ჯონ­მა თქვა ერ­თხელ). გა­ნა ის საქ­მე, რო­მელ­საც ის გუ­ლით მთა­ვაზობს, ყვე­ლა­ზე უფ­რო დი­ა­დი არაა მათ შო­რის, რო­მელ­საც ადამ­იანი აი­რჩევს ან ღმერ­თი გან­უსა­ზღვ­რავს? გა­ნა მი­სი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საზ­რუნავ­ითა და დი­დე­ბუ­ლი შე­დე­გებით ყვე­ლა­ზე უკ­ეთ არ შეი­ვსე­ბა გა­თელილი სიყ­ვარ­ულითა და გაც­რუებული იმე­დებით გამ­ოწვეული სი­ცარ­იე­ლე? მე მგო­ნი, საჭ­იროა დავ­თან­ხმდე და მა­ინც ჟრ­უ­ან­ტელი მივ­ლის. ოჰ, თუ სენტ-ჯონს გავ­ყვები, ნა­ხე­ვარს ჩე­მი სუ­ლი­სას ვუღ­ა­ლა­ტებ; ინ­დო­ეთ­ში წას­ვ­ლით ნა­ად­რევი სიკვ­დილისკ­ენ გა­ვეშ­ურები. რო­გორ შეი­ვსე­ბა დრო ინ­გ­ლი­სი­დან ინ­დო­ეთ­ში წას­ვლამ­დე და ინ­დო­ეთ­იდან საფ­ლა­ვამ­დე? ეს მე ძალ­იან კარ­გად ვი­ცი. ამა­საც სრუ­ლი­ად ნათ­ლად ვხე­დავ. მთელ ძალ­-ღო­ნეს ტკი­ვილამ­დე დავ­ძა­ბავ, რომ სენტ-ჯო­ნის მოთხოვ­ნე­ბი და­ვა­კ­მაყოფილო. ის ძალ­იან კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ჩე­მით, მი­სი კმაყ­ოფილე­ბა მის მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბებს. თუ მარ­თლაც წა­ვედი მას­თან ერ­თად, თუ მარ­თლაც გავ­იღე მსხვერ­პ­ლი, რო­მელ­საც მთხოვს, ამას გა­ვა­კ­ე­თებ მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით. ყვე­ლა­ფერს შევ­წირავ: გულს, სი­ცოცხ­ლეს. არას­ოდეს ვეყ­ვა­რები, მაგ­რამ კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ჩე­მით. მე ისეთ ენერ­გიას გამ­ოვა­მჟ­ღ­ავ­ნებ, რო­გო­რიც არას­ოდეს უნა­ხავს; ისეთ შე­საძ­ლებ­ლობებს ვუჩ­ვე­ნებ, რომ­ლე­ბიც ვერც კი წარ­მოუდგენ­ია. დი­ახ, მე შემ­იძლია ვი­მუ­შაო მა­სავით გულ­მოდ­გი­ნედ და არას­ოდეს დავ­იკვ­ნესო.
მა­შა­სა­და­მე, მის მოთხოვ­ნა­ზე და­თან­ხმე­ბა შეი­ძლე­ბა, მხო­ლოდ ერ­თი პა­ტა­რა რამ უშ­ლის ხელს, ერ­თი საშ­ინელი რამ. ის ცო­ლო­ბას მთხოვს, მაგ­რამ ჩემ­დამი იმ­დე­ნი გრძნო­ბა აქვს, რამ­დენიც, აგერ, იმ ხეო­ბაში უზარ­მა­ზარი პირ­ქუ­ში კლდის მი­მართ, ზედ რომ მდი­ნა­რე ქაფ­დე­ბა. მა­ფა­სებს ისე, რო­გორც ჯარ­ისკ­აცი შე­ა­ფა­სებს კარგ ია­რა­ღს, მე­ტი არა­ფერი. მი­სი ცო­ლო­ბა სა­ჭი­რო რომ არ იყოს, საქ­მე არ შე­მაწ­უხებ­და. მაგ­რამ შემ­იძლია კი ხე­ლი შე­ვუწყო მას, გულ­გ­რი­ლად გა­ნახ­ორციელოს თა­ვი­სი გეგ­მები და გავ­ხდე მი­სი ცო­ლი? შემ­იძლია მი­ვი­ღო სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭედი მის­გან, ავ­იტანო ცოლ­ქ­მ­რუ­ლი მო­ვა­ლეობის შეს­რულე­ბა (რა­საც, ეჭ­ვგა­რე­შე­ა, გულ­დას­მით შე­ას­რულებს), რო­ცა მეც­ოდინე­ბა, რომ სუ­ლი სრუ­ლი­ად არ მო­ნაწ­ილეობს? შემ­იძლია ავ­იტანო ის აზ­რი, რომ ყო­ვე­ლი მო­ფე­რე­ბა მი­სი მხრი­დან რა­ღ­აც იდე­ალის გა­მო მსხვერ­პ­ლის გა­ღ­ე­ბა­ა? არა. ასე­თი წა­მე­ბა სა­ზა­რელი იქ­ნე­ბა. ვე­რას­ოდეს ავ­იტან მას. შემ­იძლია წავ­ყვე, რო­გორც და, რო­გორც ცო­ლი - არას­ოდეს. ასეც ვეტყ­ვი~.
ბორ­ც­ვისკ­ენ გავ­იხე­დე. ის იწ­ვა, გარ­თხ­მუ­ლი, რო­გორც ქან­და­კ­ე­ბა. სა­ხე ჩე­მკ­ენ მო­ებ­რუნებ­ინა. გამ­ჭრიახი თვა­ლები და­კვ­ირვებით ელავ­დნენ. ფეხ­ზე წამ­ოხტა და მო­მი­ახ­ლოვდა.
- მე მზად ვარ წამ­ოვიდე ინ­დო­ეთ­ში, თუ თავ­ისუფალი ვიქ­ნე­ბი.
- თქვენს პა­სუხს გან­მარ­ტე­ბა სჭირ­დე­ბა, - მითხ­რა მან. - ნა­თელი არ არის.
- აქამ­დე ჩე­მი არა­მკვიდრი ძმა იყა­ვით. მე - თქვე­ნი არა­მკვიდრი და. ვი­ყოთ ასე. უმ­ჯო­ბეს­ია, არ დავ­ქორწინდეთ.
მან თა­ვი გა­აქ­ნია.
- ასე­თი დაძ­მობა ამ საქ­მეში არ გამ­ოდგე­ბა. თქვენ რომ ჩე­მი მკვიდ­რი და იყოთ, სხვა ამ­ბავ­ია - წაგ­იყვანდით და ცოლ­ზე არ ვი­ფიქ­რებ­დი. მაგ­რამ ასეთ მდგო­მა­რეო­ბაში ჩვე­ნი კავ­ში­რი ან უნ­და იყოს გან­მტკი­ცებული ღვთის მი­ერ ქორ­წი­ნე­ბით, ან მი­სი არ­სებ­ობა შეუ­ძლე­ბელ­ია. ყო­ველ სხვა გეგ­მას წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობები ეღო­ბე­ბა წინ. გა­ნა, ვერ ხე­დავთ, ჯე­ინ? და­ფიქ­რ­დით ცო­ტა ხანს. თქვე­ნი ძლი­ე­რი გო­ნე­ბა მი­გახ­ვედ­რებთ.
დავ­ფიქ­რ­დი, მაგ­რამ მა­ინც ჩე­მი გო­ნე­ბა, ძლი­ე­რი თუ სუს­ტი, მხო­ლოდ იმ ერთ ფაქ­ტზე მი­მი­თი­თებ­და, რომ ჩვენ არ გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნეთი ისე, რო­გორც ცოლ­სა და ქმარს შეჰ­ფერის. ამი­ტომ ვა­სკვნიდი, რომ არ უნ­და დავ­ქორწინებ­ულიყავით. ასეც ვთქვი: "სენტ-ჯონ, მე ძმად მი­მაჩ­ნიხართ. თქვენ კი დად მი­გაჩ­ნივართ. ჯო­ბია, ეს ასე­ვე დავ­ტო­ვოთ".
- არ შეი­ძლე­ბა, არ შეი­ძლე­ბა, - მი­პას­უხა მან მოკ­ლედ, მძაფ­რი გა­დაწ­ყვეტ­ილებით, - არ ვარ­გა ასე. თქვენ თქვით, რომ წამ­ომყვებით ინ­დო­ეთ­ში. დაი­მახ­სოვრეთ, რომ თქვით ეს.
- ერ­თი პი­რო­ბით.
- კარ­გი. კარ­გი. ძი­რი­თა­დი ამ­ბის, ჩემ­თან ერ­თად ინ­გ­ლი­სის დატ­ოვებ­ისა და მო­მა­ვალში თა­ნამშრომლობის წი­ნა­ა­ღმ­დეგი არ ხართ. თქვენ უკ­ვე თით­ქ­მის შე­ა­ხეთ ხე­ლი გუ­თანს. თქვენ ურ­ყე­ვი ხართ და ამი­ტომ უკ­ან აღ­არ წა­იღ­ებთ თქვენს სიტყ­ვას. მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე უნ­და ფიქ­რობ­დეთ ახ­ლა - ნა­კისრი საქ­მე რო­გორ შე­ასრულოთ უკ­ეთ. გაი­მარ­ტივეთ ინ­ტე­რე­სები, გრძნო­ბე­ბი, აზ­რები, სურ­ვი­ლე­ბი, მიზ­ნე­ბი: შე­ა­ერ­თეთ ყვე­ლა მო­საზ­რე­ბა ერთ მი­ზან­ში, რომ ნაყ­ოფიე­რად და ძლიე­რად შე­ასრულოთ თქვე­ნი მი­სია უფ­ლის წი­ნა­შე. ამის­თ­ვის თქვენ დამ­ხმა­რე უნ­და გყავ­დეთ და არა ძმა. დაძ­მუ­რი კავ­ში­რი მერ­ყევ­ია. თქვენ უნ­და გყავ­დეთ მე­უღ­ლე. მეც არ მჭირ­დე­ბა და. და შეი­ძლე­ბა წა­მარ­თვან ყო­ველ წუთს. მე მინ­და ცო­ლი, ერ­თა­დერთი თა­ნა­შემ­წე, რომ­ლის ნაყ­ოფიე­რად გამ­ოყე­ნე­ბა შემ­იძლია ცხოვ­რე­ბაში და რომ­ლის შე­ნარ­ჩუნე­ბა შემ­იძლია სიკვ­დილამ­დე.
რო­ცა ის ლა­პა­რა­კო­ბდა, ჟრ­უან­ტელი მივ­ლი­და. ვგრძნობ­დი, რო­გო­რი გავ­ლე­ნა ჰქონ­და მთელ ჩემს არ­სე­ბა­ზე, რო­გორ იმორ­ჩი­ლებ­და თი­თო­ე­ულ ჩემს ძა­რღვს.
- მაშ, სხვა­გან ეძ­იეთ ცო­ლი, სენტ-ჯონ! ეძე­ბეთ ისე­თი, რო­მე­ლიც თქვე­ნი შე­სა­ფერისი იქ­ნე­ბა.
- თქვენ გინ­დათ თქვათ, ისე­თი, რო­მე­ლიც ჩე­მი მიზ­ნი­სა და საქ­მის შე­სა­ფერისი იქ­ნე­ბა. კი­დევ გეუ­ბნებით, მე ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რად არ მჭირ­დე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო პი­როვ­ნე­ბა, ჩვეუ­ლებრივი ადამ­იანი, ადამ­იანური ეგო­ის­ტუ­რი გრძნო­ბე­ბით. მე მინ­და ის მი­სი­ო­ნე­რი იყოს.
- მე კი მი­სი­ო­ნერს ჩემს ენერ­გიას ვაჩ­უქებ, რად­გან მას მხო­ლოდ ეს სჭირ­დე­ბა. მე ვერ მი­ვა­კუ­თვნებ მას ჩემს თავს. ეს მხო­ლოდ კი­დევ უფ­რო წა­ახ­დენ­და საქ­მეს. მის­თ­ვის ამას ფა­სი არ აქვს და ჩემ­თ­ვის დავ­იტოვებ.
- არ შეი­ძლე­ბა. არ უნ­და მო­იქ­ცეთ ასე. რო­გორ გგო­ნი­ათ, ღმერ­თი და­კ­მაყ­ოფილდე­ბა ნა­წი­ლობ­რი­ვი მსხვერ­პ­ლით? მი­იღ­ებს ის და­სახ­იჩრებულ მსხვერპლს? მე ღვთის საქ­მეს ვი­ცავ, მინ­და, ჩაგ­რიცხოთ მის მებ­რძოლებში, მი­სი დრო­შის ქვეშ საბ­რძოლვე­ლად. მი­სი სა­ხელით ვერ მი­ვიღ­ებ გა­ყო­ფილ ერ­თგულე­ბას. ის სრუ­ლი უნ­და იყოს.
- ოჰ, მე სი­ამ­ოვნებით შევ­წირავ ღმერთს სულ­სა და გულს, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი მე, - მაგ­რამ თქვენ არ გჭირ­დე­ბათ ის.
არ დავ­იფიცებ, მკი­თხველო, რომ არ იყო შე­კ­ა­ვებული სა­რკ­აზმი არც ჩემს ტონ­ში, რო­ცა ეს წი­ნა­და­დე­ბა წარ­მოვ­თ­ქ­ვი, და არც იმ გრძნო­ბა­ში, რო­მე­ლიც მას თან ახ­ლდა. აქამ­დე სენ­ტ-ჯო­ნი­სა მალ­ულად მეშ­ინოდა, რად­გან არ მეს­მოდა მი­სი. შიშ­სა და ეჭ­ვ­ში ვი­ყა­ვი. ამი­ტომ არ შე­მეძლო მეთ­ქვა, ამ ადამ­იანში რა ნა­წი­ლი იყო წმინ­დან­ისა და რა ნა­წი­ლი - მოკვ­დავის. მაგ­რამ ამ სა­უბ­რის დროს ბევ­რი რამ გახ­და ჩემ­თ­ვის ნა­თელი, დავ­ინა­ხე მი­სი სუს­ტი ად­გილები, ჩავ­წ­ვ­დი მათ. ამას მივ­ხ­ვ­დი, რო­დე­საც ვი­ჯე­ქი მა­ნანით და­ფარულ მდი­ნა­რის ნაპ­ირზე და ჩემ წინ ეს ლა­მაზი არ­სე­ბა იჯ­და; მივ­ხ­ვ­დი, რომ ისიც ჩემ­სავით ცოდ­ვი­ლია. მის გულ­ქ­ვაო­ბა­სა და დეს­პო­ტიზმს ფარ­და აე­ხა­და. გავ­მხნევდი, რო­დე­საც ვიგ­რ­ძე­ნი, რომ გან­სა­კუ­თრებული კი არა, ჩემ­ნაირი იყო - ადამ­იანი, რო­მელ­თა­ნაც კა­მათიც შე­მეძლო და, თუ სა­ჭი­როდ ვცნობ­დი, წი­ნა­ა­ღმ­დეგობის გა­წე­ვაც.
რო­დე­საც ბო­ლო წი­ნა­და­დე­ბა წარ­მოვ­თ­ქ­ვი, დად­უმდა. გავ­ბე­დე შე­მე­ხე­და მის­თ­ვის. მი­სი მზე­რა, ჩე­მკ­ენ მო­მარ­თუ­ლი, ერ­თდროულად ცივ გაო­ცე­ბა­სა და მწვა­ვე შე­კი­თხვას გამ­ოხა­ტავ­და. "დამ­ცინავი ტო­ნი აქვს? მე დამ­ცი­ნის?" - თით­ქოს ამ­ბობდა ის. - "რას ნიშ­ნავს ეს?"
- ნუ დავ­ივიწყებთ, რომ ეს სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე­ა, - თქვა მან ცო­ტა ხნის შემ­დეგ, - ეს ისე­თი საქ­მე­ა, რომ შევ­ცოდავთ, თუ მას­ზე ზე­რე­ლედ ვი­ფიქ­რებთ. მჯე­რა, ჯე­ინ, გულ­წ­რ­ფე­ლი ხართ, რო­დე­საც ამ­ბობთ, რომ სულ­სა და გულს არ დაი­შურებდით ღვთის საქ­მის­თ­ვის. მე მე­ტი არა­ფერი მინ­და. ერ­თხელ და სამ­უდამოდ ამ­ოიგდეთ გუ­ლი­დან ადამ­იანი და მი­ან­დეთ გუ­ლი ჩვენს შემ­ქმნელს და სუ­ლი­ე­რი სა­მეფოს წინ­ს­ვ­ლა დე­დამ­იწა­ზე თქვე­ნი ძი­რი­თა­დი სი­ამ­ოვნე­ბა და მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა. თქვენ მზად იქ­ნე­ბით გა­ა­კ­ეთოთ ის, რაც ხელს შე­უწყობს მის საქ­მეს. დაი­ნა­ხავთ, რო­გო­რი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი ძა­ლა მოგ­ვე­ცე­მა ქორ­წი­ნე­ბის მეშ­ვეობით. ეს ერ­თა­დერთი კავ­შირია, რო­მე­ლიც სიმ­ყა­რეს ან­იჭებს ადამ­იან­თა გეგ­მებ­სა და ბედს. რო­ცა დაძ­ლევთ ყვე­ლა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო კაპ­რიზს, გრძნო­ბე­ბით გამ­ოწვეულ სიძ­ნე­ლე­ებ­სა და უხერ­ხულობას, პი­რა­დი მიდ­რე­კი­ლების ხარ­ისხზე, ზო­მა­ზე, სიძ­ლიე­რე­სა და სი­ნა­ზე­ზე ფიქრს - თვი­თონ იჩ­ქა­რებთ, რომ ქორ­წი­ნე­ბა დაჩ­ქარ­დეს.
- ჰო? - მოკ­ლედ მოვ­ჭე­რი მე და შევ­ხე­დე მის სა­ხეს, რომ­ლის ნა­კვ­თების ჰარ­მონიულობა სი­ლა­მა­ზეს ქმნი­და, მაგ­რამ რომ­ლე­ბიც უც­ნაუ­რად სას­ტიკნი იყ­ვ­ნენ მშვი­დი სიმკ­აცრის გა­მო. შევ­ხე­დე მის შუბლს, მბრძა­ნებლურს, მაგ­რამ არა გუ­ლახ­დილს; მის თვა­ლებს, მო­ელ­ვა­რეს და ღრ­მას, გამ­ჭრიახს, რომ­ლე­ბიც არას­ოდეს იყუ­რებ­ოდნენ თბი­ლი მზე­რით; მის მა­ღ­ალ, წარ­მოსა­დეგ ტანს და წარ­მოვიდგინე თა­ვი მის ცო­ლად. ოჰ, არა­ფერი კარ­გი არ გამ­ოვიდოდა აქე­დან. შე­საძ­ლე­ბელი იყო, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მხო­ლოდ მი­სი თა­ნა­შემ­წე და ამ­ხა­ნაგი. ასე ოკ­ე­ა­ნე­ებს გა­დავ­ცურავდი მას­თან ერ­თად: ვიშ­რო­მებ­დი აღმ­ოსავ­ლეთის ცის ქვეშ, აზი­ის უდაბ­ნოებში; თაყ­ვანს ვცემ­დი და შე­ვეჯ­იბრებოდი მის გამ­ბე­დაო­ბას, საქ­მისადმი ერ­თგულე­ბა­სა და ენერ­გიას; წყნა­რად შე­ვეგ­უებოდი მის უფ­რო­სო­ბას; აუღ­ელ­ვებ­ლად გა­მეც­ინებ­ოდა მის პატ­ივმოყვა­რეო­ბა­ზე; გან­ვას­ხვა­ვებდი ქრის­ტი­ანს ადამ­იან­ისგან, უა­ღ­რე­სად და­ვა­ფა­სებდი პირ­ველს და თავ­ისუფლად ვა­პატ­იებდი მეო­რეს. ეჭ­ვი არ არის, დავ­იტან­ჯებოდი. რო­ცა მხო­ლოდ ამ მხრივ ვიქ­ნე­ბო­დი და­კ­ავ­შირებული მას­თან, ჩე­მი სხე­უ­ლი სა­კ­მაოდ მკ­აცრ უღ­ელში იქ­ნებ­ოდა შებ­მუ­ლი, მაგ­რამ ჩე­მი გო­ნე­ბა და გუ­ლი თავ­ისუფალი იქ­ნებ­ოდა. მე მა­ინც შემ­რჩებ­ოდა ჩე­მი შეუ­ლა­ხავი სუ­ლი, ჩე­მი ბუ­ნებ­რი­ვი, დაუ­მონე­ბელი გრძნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მამ­შვიდებ­დნენ მარ­ტო­ო­ბის წუ­თებ­ში. ჩემს გო­ნე­ბაში დარ­ჩებ­ოდა მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის გა­ნკუთვნილი კუ­ნჭულები, სა­დაც მას ად­გი­ლი არას­ოდეს ექ­ნებ­ოდა; დამ­რჩებ­ოდა სუფ­თა და და­ცუ­ლი გრძნო­ბე­ბი, რო­მელ­თაც მი­სი სი­სას­ტიკე ვე­რას­ოდეს შე­ლა­ხავ­და, ვერც მი­სი ჯარ­ისკ­აცური ნა­ბი­ჯი გა­თე­ლავ­და. მაგ­რამ აუ­ტა­ნელი იქ­ნებ­ოდა მი­სი ცო­ლო­ბა, ყო­ველ­თ­ვის მის გვერ­დით ყოფ­ნა; იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი შე­მებ­ოჭა და შე­მებ­ორკა სა­კუ­თარი თა­ვი, შე­მე­კ­ა­ვებ­ინა ჩემს სულ­ში მო­გიზ­გი­ზე ცეცხ­ლი, ჩა­მეგ­უბებ­ინა კი­ვი­ლი და ხმა არ და­მეძ­რა.
- სენტ-ჯონ! - წამ­ოვიძა­ხე, რო­ცა ასე­თი და­სკვ­ნები გამ­ოვიტა­ნე ფიქ­რის შემ­დეგ.
- რა? - მკი­თხა მან ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი ტო­ნით.
- მე ვი­მეო­რებ: თა­ნახ­მა ვარ წამ­ოვიდე, რო­გორც თქვე­ნი თა­ნა­შემ­წე მი­სი­ო­ნე­რი, მაგ­რამ არ შემ­იძლია თქვე­ნი ცო­ლო­ბა. ვერ ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი ცო­ლი და მეო­რე ნა­ხე­ვარი.
- თქვენ უნ­და გახ­დეთ ჩე­მი მეო­რე ნა­ხე­ვარი, - მი­პას­უხა მან მტკი­ცედ. - წი­ნა­ა­ღმ­დეგ შემ­თხვე­ვაში, არა­ფერი გამ­ოვა. რო­გორ შემ­იძლია კაც­მა, რო­მელ­საც ჯერ ოც­და­ათ წლამ­დე არ მი­მიღ­წევ­ია, წავ­იყვანო ინ­დო­ეთ­ში ცხრა­მეტი წლის ქა­ლი, თუ იგი ჩე­მი ცო­ლი არ იქ­ნე­ბა? დაუ­ქორწინებ­ლად რო­გორ შევ­ძლებთ ერ­თად ყოფ­ნას - ზოგ­ჯერ სულ მარ­ტოდმარტო, ზოგ­ჯერ ვე­ლურ ტომ­თა შო­რის?
- ძალ­იან კარ­გად, - მოკ­ლედ მოვ­ჭე­რი მე. - ასეთ მდგო­მა­რეო­ბაში მე შემ­იძლია წამ­ოსვლა ისე, თით­ქოს თქვე­ნი მკვიდ­რი და ვი­ყო ან თქვენ­სავით მა­მა­კ­აცი და მღვ­დელი.
- ცნო­ბი­ლია, რომ თქვენ ჩე­მი და არ ხართ. მე არ შემ­იძლია ხალხს გა­ვაცნო თქვე­ნი თა­ვი ასე. ამის თქმამ შეი­ძლე­ბა და­მღუ­პველი ეჭ­ვები გა­მო­იწ­ვი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, თუმ­ცა მა­მა­კ­აცის ძლი­ე­რი გო­ნე­ბა გაქვთ, ქა­ლის გუ­ლიც გაქვთ და ეს არ გამ­ოდგე­ბა.
- გამ­ოდგე­ბა, - ვთქვი მე ოდ­ნა­ვი ზიზღით, - ძალ­იან კარ­გად. მე ქა­ლის გუ­ლი მაქვს, მაგ­რამ იქ არა, სა­დაც საქ­მე თქვენ გე­ხე­ბათ. თქვენ მი­მართ მხო­ლოდ ამ­ხა­ნაგის გრძნო­ბა მაქვს - თა­ნა­მებრძოლის გულ­წ­რ­ფელ­ობა, ერ­თგულე­ბა, ძმო­ბა, თუ გნე­ბავთ, ახალ­მონათლულის ღრ­მა პატ­ივისცე­მა მა­ღ­ალი წო­დე­ბის მღვდლის მი­მართ და მე­ტი არა­ფერი. ნუ გეშ­ინიათ.
- მე ამის მე­ტი არა­ფერი მინ­და, - თქვა მან თა­ვის­თ­ვის, - ეს სწო­რედ ის არის, რაც მე მინ­და. გზა­ზე წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობები მე­ღო­ბე­ბა, ისი­ნი უნ­და მო­ის­პოს. ჯე­ინ, არ ინა­ნებთ, თუ ჩე­მი ცო­ლი გახ­დებით. დამ­იჯე­რეთ, ჩვენ უნ­და დავ­ქორწინდეთ. ვი­მეო­რებ: სხვა გზა არ არ­სებობს. ეჭ­ვი არ არის, ქორ­წი­ნე­ბას იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მოჰ­ყ­ვე­ბა, რომ ეს კავ­ში­რი თქვენს გულ­ში გა­ა­მართლოს.
- ჩემ­თ­ვის მი­უღ­ე­ბელ­ია თქვე­ნი აზ­რი სიყ­ვარ­ულზე, - წამ­ომცდა მე. წამ­ოვდექი და გავ­ჩერდი მის წინ. ზურ­გით კლ­დეს ვეყ­რ­დ­ნო­ბო­დი. - მე პა­ტივს არ ვცემ ყალბ გრძნო­ბას, რო­მელ­საც თქვენ მთა­ვაზობთ; დი­ახ, სენტ-ჯონ, პა­ტივს არ გცემთ, ამას რომ მთა­ვაზობთ.
მან დაშ­ტე­რებით შემ­ომხე­და და ლა­მა­ზად მო­ხა­ზუ­ლი ტუ­ჩე­ბი მო­კუ­მა. შეუ­რაცხყოფილი იყო, გაო­ცებული თუ რა­მე სხვას გრძნობ­და, ძნე­ლი სათ­ქმელ­ია. შე­სან­იშნა­ვად ფლობ­და სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას.
- არ ვე­ლო­დი ამ სიტყ­ვებს თქვენ­გან, - მითხ­რა მან. - მე მგო­ნი, არა­ფერი გამ­იკ­ე­თებ­ია და მით­ქ­ვამს ისე­თი, რომ ზიზღი და­მემ­სახ­ურებ­ინა.
ჩემ­ზე იმოქ­მე­და მის­მა თბილ­მა ტონ­მა და შე­მაძ­რწუნა მის­მა მედ­იდურმა, მშვიდ­მა გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბამ.
- მა­პატ­იეთ ჩე­მი სიტყ­ვე­ბი, სენტ-ჯონ, მაგ­რამ თქვე­ნი ბრალ­ია, თქვენ გამ­ომიწვიეთ. თვი­თონ წამ­ოიწყეთ საუ­ბარი თე­მა­ზე, რო­მელ­შიც ვერ ვთან­ხმდებით, რო­მელ­ზეც არას­ოდეს უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ. სიყ­ვა­რუ­ლის ხსე­ნე­ბაც კი გან­ხეთ­ქილების ვაშ­ლია ჩვენ შო­რის. მარ­თლაც სი­ნამ­დვილე რომ იყოს ეს, რას ვი­ზამ­დით? რას ვიგ­რ­ძ­ნობ­დით? ძვირ­ფა­სო ბი­ძაშ­ვი­ლო, თა­ვი და­ა­ნე­ბეთ ქორ­წი­ნე­ბის გეგ­მას; დაი­ვიწყეთ ის.
- არა, - თქვა მან, - ეს არის დი­დი ხნის გან­მავ­ლობაში გუ­ლით ნა­ტა­რები გეგ­მა, რო­მელ­საც შეუ­ძლია მი­მიყ­ვა­ნოს ჩემს დი­ად მი­ზან­თან. მაგ­რამ ამჟ­ა­მად მეტს აღ­არ შე­გაწ­უხებთ. ხვალ კემ­ბ­რიჯ­ში მივ­დი­ვარ. იქ ბევ­რი მეგ­ობარი მყავს და მსურს გამ­ოვემშვიდობო მათ. მე წა­ვალ ორი კვი­რით, ეს დრო ჩე­მი წი­ნა­და­დების მო­საფ­იქრებ­ლად გამ­ოიყე­ნეთ; ნუ და­გავ­იწყდე­ბათ, რომ თუ უარ­ყოფთ მას, ამით ჩემ­ზე კი არა, ღმერ­თზე იტყ­ვით უარს. ჩე­მი საშ­უა­ლებით ის გიხ­ს­ნით გზას კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მისკ­ენ; ამ საქ­მის დაწ­ყე­ბა შეგ­იძლიათ, თუ ჩე­მი ცო­ლი იქ­ნე­ბით. თუ უარს იტყ­ვით ჩემს ცო­ლო­ბა­ზე, ეგო­ის­ტუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვი­სა და უნა­ყო­ფო სიბ­ნე­ლის გზა­ზე დად­გებით. გეშ­ინოდეთ, რომ არ მოჰ­ყ­ვეთ იმათ რი­გებ­ში, ვინც სარ­წმუნოე­ბა უარ­ყვეს და ურ­წ­მუ­ნო­ებ­ზე უა­რესნი არ­იან.
მან და­ამ­თავ­რა ლა­პა­რა­კი. შებ­რუნდა, კი­დევ ერ­თხელ შე­ხე­და მდი­ნა­რეს, ბორცვს.
გრძნო­ბე­ბი გულ­ში მო­იმ­წყ­ვ­დია. რო­ცა ში­ნისკ­ენ მივ­ყ­ვე­ბო­დი გვერ­დით, მის გაქ­ვა­ვებულ სი­ჩუ­მე­ში კარ­გად ვხვდე­ბო­დი, რას გან­იცდიდა ჩემ მი­მართ. ის გრძნობ­და სას­ტიკი და დეს­პო­ტუ­რი ბუ­ნე­ბის ადამ­იანის იმედ­გაც­რუე­ბას, რო­მე­ლიც წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას წა­აწ­ყდა იქ, სა­დაც მორ­ჩი­ლე­ბას ელ­ოდა. მას არ მოს­წონ­და სა­ღი, უდ­რე­კი მსჯელ­ობა, რომ­ლის საშ­უა­ლებ­ითაც მას­ში აღმ­ოვაჩ­ინე გრძნო­ბე­ბი და აზ­რები, რო­მელ­თაც ვერ თა­ნავუგრძნობდი. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, რო­გორც ადამ­იანს, მას ძა­ლით სურ­და ჩე­მი დამ­ორჩილე­ბა; მხო­ლოდ რო­გორც ჭეშ­მარიტი ქრის­ტი­ა­ნი, იტან­და ასე­თი მოთ­მი­ნე­ბით ჩემს სი­ჯი­უ­ტეს და ამ­დენ დროს მაძ­ლევ­და მო­ფიქ­რებ­ისა და მო­ნან­იებისთვის.
იმ ღა­მეს, რო­ცა დებს აკო­ცა, ხე­ლის ჩამ­ორთმე­ვაც კი და­ავ­იწყდა ჩემ­თ­ვის. ოთახ­იდან ჩუ­მად გავ­იდა. თუმ­ცა არ მიყ­ვარ­და, ძალ­იან მეგ­ობრულად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი მის მი­მართ და მეწ­ყინა მი­სი საქ­ციელი, იმ­დე­ნად მეწ­ყინა, რომ ცრემ­ლი მო­მად­გა თვა­ლებ­ზე.
- მგო­ნი, შენ და სენტ-ჯონს უსი­ამ­ოვნე­ბა მო­გი­ვი­დათ. ჯე­ინ, - მითხ­რა დია­ნამ, - ტორ­ფ­ნარ­ზე სე­ირ­ნო­ბის დროს. წა­დი, ტა­ლანში გელ­ოდე­ბა. შეგ­ირიგდე­ბა.
ასეთ ვი­თა­რე­ბაში არ ვარ ზედ­მე­ტად თავ­მოყვა­რე. მირ­ჩევ­ნია, ბედ­ნიერი ვი­ყო, ვიდ­რე ჩე­მი ღი­რსე­ბა დავ­იცვა, და ამ­იტომაც გა­ვე­კი­დე მას. კი­ბის ძირ­ში დამ­ხვდა.
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, სენტ-ჯონ! - ვთქვი მე.
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ჯე­ინ! - მო­მი­გო მშვი­დად.
- მაშ, მო­მე­ცით ხე­ლი, - დავ­უმა­ტე.
ცი­ვად ჩამ­ომარ­თვა ხე­ლი. ძალ­იან კმა­ყო­ფი­ლი იყო იმით, რაც იმ დღ­ეს მოხ­და. არც გულ­თ­ბი­ლო­ბა, არც ცრემ­ლები არ იმოქ­მე­დებ­და მას­ზე, არ შეი­ძლებ­ოდა მას­თან შერ­იგე­ბა: არც გა­მამ­ხნე­ვე­ბელ ღი­მილს მი­იღ­ებდით, არც დიდ­სუ­ლო­ვან სიტყ­ვას. მაგ­რამ, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი, მა­ინც მშვი­დი და მოთ­მი­ნე­ბით სავ­სე იყო. რო­ცა ვკი­თხე, მა­პატ­ია თუ არა, მი­პას­უხა, რომ არა­ფერი აქვს სა­პატ­იე­ბელი, რად­გან შეუ­რაცხყოფილი არ ყო­ფი­ლა.
ამ სიტყ­ვე­ბით დამ­ტოვა. მე მერ­ჩია, სი­ლა გა­ეწ­ნა ჩემ­თ­ვის.

თა­ვი ოც­და­მეთ­ხუთმე­ტე

სენტ-ჯო­ნი არ წავ­იდა კემ­ბ­რიჯ­ში მეო­რე დღ­ეს. მან გა­დადო თა­ვი­სი გამ­გზავ­რე­ბა ერ­თი კვი­რით და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში მაგ­რძნობინებ­და, რო­გორ შეი­ძლე­ბა და­საჯოს კარ­გმა, მე­ტად მკ­აც­რმა, სინ­დი­სი­ერ­მა, მაგ­რამ უდ­რე­კ­მა ადამ­იან­მა ის, ვინც მას აწ­ყენ­ინა. არ გამ­ოუმჟ­ღ­ავ­ნებ­ია აშკ­ა­რა მტრო­ბა, არ უთ­ქ­ვამს არც ერ­თი სა­საყ­ვედურო სიტყ­ვა. ამას ახერ­ხებ­და ისე­თი საქ­ციელით, რო­მე­ლიც მაგ­რძნობინებ­და თან­და­თან, რომ მე მი­სი კეთ­ილგან­წყობა და­ვკ­არ­გე.
ფიქ­რა­დაც არ ჰქო­ნია არაქ­რისტიანული შუ­რის­ძიე­ბა; კი­დეც რომ შეს­ძლებ­ოდა, არა­ფერს დამ­იშა­ვებ­და; რო­გორც ბუ­ნე­ბით, ისე პრინ­ცი­პე­ბით ის შუ­რის­ძი­ე­ბის მდა­ბალ გრძნო­ბა­ზე მა­ღ­ლა იდ­გა. მან მა­პატ­ია სიტყ­ვე­ბი მი­სი და მის მი­ერ შემ­ოთა­ვა­ზებული სიყ­ვა­რუ­ლის უპატ­ივცემლობის შე­სა­ხებ, მაგ­რამ არ დავ­იწყებ­ია ისი­ნი და არც არას­ოდეს დაი­ვიწყებ­და. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა მი­ყუ­რებ­და, მის გამ­ოხედ­ვაში ვხე­დავდი, რომ ეს სიტყ­ვე­ბი იდ­გა ჩვენ შო­რის. რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობდი, მაშ­ინაც ისი­ნი ეს­მოდა და მა­თი გამ­ოძახილი ჟღ­ერ­და მის პას­უხებშიც. ის ჩემ­თან ლა­პა­რა­კს არ გაუ­რბოდა; დი­ლა­ო­ბით ისევ მე­ძახ­და ხოლ­მე თა­ვის სა­წერ მაგ­იდას­თან სა­მე­ცადინოდ და, ვში­შობ, მის არ­სე­ბაში ამ დროს მა­ნკ­იერი ადამ­იანი ხარ­ობდა. თუმ­ცა, ამ სი­ხა­რულს მას­ში მყო­ფი ნამ­დ­ვი­ლი ქრის­ტი­ა­ნი არ იზია­რებ­და. მთე­ლი ოს­ტა­ტო­ბით ცდი­ლობ­და ჩემ­თან ლა­პა­რა­კ­სა და ურ­თი­ერ­თობაში, რო­მე­ლიც, ერ­თი შე­ხედვით, ჩვეუ­ლებრივი გეგ­ონებ­ოდათ, არც მოქ­მე­დებ­ითა და არც სიტყ­ვით არ გამ­ოევ­ლინა ის ინ­ტე­რესი და კმაყ­ოფილე­ბა, რაც ეს­ოდენ მკ­აცრ მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობას მა­ტებ­და მის მეტ­ყვე­ლე­ბას უწინ. ჩემ­თ­ვის ის უკ­ვე ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი არ­სე­ბა კი არა, მარ­მარილო იყო: მი­სი თვა­ლი - ცი­ვი, მო­ელ­ვა­რე, ცის­ფე­რი ქვა, მი­სი ენა - მო­ლა­პა­რაკე ხელ­საწყო და სხვა არა­ფერი.
ეს წა­მე­ბა იყო ჩემ­თ­ვის - დახ­ვეწილი, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი წა­მე­ბა. ჩემ­ში ის აღშ­ფოთე­ბა­სა და მწუ­ხა­რე­ბას იწ­ვევ­და, მაწ­ვა­ლებ­და და მა­ნად­გურებ­და. ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, მი­სი ცო­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს კარ­გი ადამ­იანი, წმინ­და, რო­გორც ღრ­მა, უმ­ზეო მდი­ნა­რე, მა­ლე მომკ­ლავ­და და ისე, რომ ჩე­მი ძა­რღ­ვებ­იდან სის­ხ­ლის ერთ წვეთ­საც არ და­ღვ­რიდა, თან თა­ვის კრ­ისტალურ სინ­დის­ზე და­ნა­შაულის უმ­ცი­რეს ლა­ქა­საც არ იტ­ვირ­თებ­და. გან­სა­კუ­თრებით მა­შინ ვგრძნობ­დი ამას, რო­ცა მი­სი გუ­ლის მობ­რუ­ნე­ბას ვცდი­დი ხოლ­მე. შეწ­ყა­ლე­ბა არ არ­სებ­ობდა ჩემ­თ­ვის. მას არ ტან­ჯავ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გაწ­ყვე­ტა, არც შერ­იგე­ბა სწყუ­რო­და. და თუმ­ცა ხში­რად ჩე­მი ცრემ­ლი ას­ვე­ლებ­და ფურ­ცელს, რო­მელ­ზეც ორი­ვე ვი­ყა­ვით დახ­რი­ლი, რო­გორც ქვა­სა და ლი­თონ­ზე, ეს მას­ზე არ მოქ­მე­დებ­და. ამ დროს სა­კუ­თარი დე­ბის მი­მართ ჩვეუ­ლებ­რივზე უფ­რო რბი­ლი იყო; თით­ქოს ეშ­ინოდა, რომ მხო­ლოდ ეს სი­ცი­ვე სა­კ­მარ­ისად არ და­მარ­წმუნებ­და, რაო­დენ გა­ძე­ვებული ვი­ყა­ვი მი­სი გუ­ლი­დან; ამ­იტომაც ქმნი­და ამ გან­სხვა­ვე­ბას ურ­თი­ერ­თობაში. მაგ­რამ დარ­წმუნებული ვარ, რომ ასე პრინ­ცი­პი­სა და არა სი­ბო­რო­ტის გა­მო იქ­ცეო­და.
წას­ვ­ლის წი­ნა­ღ­ა­მეს, მზის ჩას­ვლისას ბა­ღში სე­ირ­ნო­ბის დროს შემ­თხვევით დავ­ინა­ხე. რო­ცა შევ­ხე­დე, გა­მახ­სენ­და, რომ ამ ადამ­იან­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა მტრუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი ჩემ მი­მართ, ერ­თხელ სიკ­ვ­დილს გა­და­მარ­ჩინა. გა­მახ­სენ­და, რომ ჩვენ ახ­ლო ნა­თე­სა­ვები ვი­ყა­ვით. ამი­ტომ უკ­ა­ნა­სკ­ნე­ლად ვცა­დე და­მებ­რუნებ­ინა მი­სი მეგ­ობრობა. გა­რეთ გა­ვედი და მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. ის დაყ­რდნობოდა პა­ტა­რა ჭიშკ­არს. მე მაშ­ინვე საქ­მე­ზე დავ­იწყე ლა­პა­რა­კი.
- სენტ-ჯონ, მე უბე­დუ­რი ვარ, რად­გან თქვენ ჯერ კი­დევ ბრა­ზობთ ჩემ­ზე. ვი­ყოთ მეგ­ობრები.
- იმე­დი მაქვს, ჩვენ მეგ­ობრები ვართ, - თქვა აუღ­ელ­ვებ­ლად. კვ­ლავ­ინდებ­ურად ამ­ომა­ვალ მთვა­რეს გას­ცქერ­ოდა.
- არა, სენტ-ჯონ, ჩვენ აღ­არ ვართ ისე­თი მეგ­ობრები, რო­გო­რე­ბიც ვი­ყა­ვით, თქვენ ეს იცით.
- არა? ეს არ არის მარ­თალი. მე ცუ­დი არ მსურს თქვენ­თ­ვის. პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფერი კარ­გი მინ­და.
- მჯე­რა, სენტ-ჯონ, რად­გან დარ­წმუნებული ვარ, რომ თქვენ ცუ­დი არა­ვის­თ­ვის გინ­დათ. მაგ­რამ, რად­გან მე თქვე­ნი ნა­თე­სავი ვარ, უფ­რო მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი მინ­და, ვიდ­რე ის ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც თქვენ უცხო­ე­ბის მი­მართ გაქვთ.
- რა თქმა უნ­და, - თქვა მან, - თქვე­ნი სურ­ვი­ლი გო­ნივ­რუ­ლია. მე სრუ­ლია­დაც არ მი­მაჩ­ნიხართ უცხოდ.
ეს სიტყ­ვე­ბი გულ­გ­რი­ლი, მშვი­დი ტო­ნით იყო ნათ­ქვამი, მაგ­რამ სა­კ­მაოდ შეუ­რაც­ხმყოფელი და გა­მა­ნად­გურე­ბელი იყო ჩემ­თ­ვის. მე რომ სია­მა­ყე­სა და ბრაზს ავ­ყო­ლო­დი, მაშ­ინვე გა­ვეც­ლებოდი, მაგ­რამ რა­ღ­აც მამ­ოძრა­ვებ­და, რაც ამ გრძნო­ბებ­ზე ბევ­რად უფ­რო ძლი­ე­რი იყო. თაყ­ვანს ვცემ­დი ჩე­მი ბი­ძაშ­ვი­ლის ნიჭ­სა და პრინ­ცი­პებს, მი­სი მეგ­ობრობა ძვირ­ფა­სი იყო ჩემ­თ­ვის, მი­სი და­კ­არ­გვა ძალ­იან მაწ­უხებ­და. არ შე­მეძლო ასე ად­ვილად და­მეთმო ეს მეგ­ობრობა.
- ასე უნ­და დავ­შორდეთ ერ­თმა­ნეთს, სენტ-ჯონ? რო­ცა თქვენ ინ­დო­ეთ­ში წახ­ვალთ, დამ­ტოვებთ ასე, რომ ერთ ტკბილ სიტყ­ვა­საც არ მეტყ­ვით?
ახ­ლა ის მოტ­რი­ალ­და და პირ­და­პირ შემ­ომხე­და.
- რო­ცა მე ინ­დო­ეთ­ში წა­ვალ, ჯე­ინ, თქვენ აქ დაგ­ტოვებთ? რა, თქვენ არ მო­დი­ხართ ინ­დო­ეთ­ში?
- თქვენ ხომ თქვით, რომ არ შეი­ძლე­ბა ჩე­მი წამ­ოსვლა, თუ თქვე­ნი ცო­ლი არ ვიქ­ნე­ბი?
- თქვენ არ გახ­დებით ჩე­მი ცო­ლი? თქვენ ისევ თქვენს გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბას ად­გა­ხართ?
მკი­თხველო, თქვენც ჩემ­სავით იცით, რა სი­ცი­ვე შეი­ძლე­ბა იგ­რ­ძ­ნოთ უგუ­ლო ადამ­იანის შე­კი­თხვაში? რო­გორ ჰგავს მოზღ­ვა­ვებულ ზვავს მი­სი რის­ხ­ვა? ან გა­ყი­ნუ­ლი ზღვის და­სკდ­ომას მი­სი უკ­მაყ­ოფილე­ბა?
- არა, სენტ-ჯონ, მე არ ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი ცო­ლი. მე ჩე­მი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა არ შემ­იცვლია.
ზვა­ვი დაი­ძრა და წამ­ოვიდა, მაგ­რამ ჯერ არ დამ­ცემ­ოდა.
- კი­დევ ერ­თხელ გე­კი­თხებით, რა­ტომ მეუ­ბნებით უარს? - მკი­თხა მან.
- მა­შინ იმი­ტომ გითხა­რით, - მი­ვუ­გე მე, - რომ არ გიყ­ვარ­დით. ახ­ლა კი იმი­ტომ, რომ თით­ქ­მის გძულ­ვართ. მე რომ თქვენ­ზე გავ­თხოვდე, თქვენ მომკ­ლავთ, თქვენ ახ­ლაც მკ­ლავთ.
მას ტუ­ჩე­ბი და ლო­ყე­ბი გაუ­ფითრდა. მთლად გაუ­თეთ­რდა.
- მე მოგკ­ლავთ? მე გკ­ლავთ? არ უნ­და ხმარ­ობდეთ ამ სიტყ­ვებს: ეს­ოდენ შმაგს, მცდარ­სა და ქა­ლის­თ­ვის შეუ­ფე­რე­ბელს. ეს სიტყ­ვე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ თქვე­ნი გო­ნე­ბა ცუდ მდგო­მა­რეო­ბაშ­ია; ის მკ­აცრი გა­კიცხვის ღი­რსია და გა­მარ­თლე­ბა არ არ­სებობს. მაგ­რამ ადამ­იანის მო­ვა­ლეო­ბა­ა, აპა­ტი­ოს მოძ­მეს, თუნ­დაც სამ­ოცდა­მეჩ­ვიდმე­ტე­ჯერ.
ახ­ლა ყვე­ლა­ფერი დამ­თავ­რდა. რო­ცა ნამ­დვილად მსურ­და აღმ­ომეფ­ხვრა მი­სი გო­ნებ­იდან პირ­ვე­ლი შეუ­რაცხყოფის კვა­ლი, ამ უდ­რეკ ზე­დაპ­ირზე მეო­რე და გაც­ილებით უფ­რო ღრ­მა კვა­ლი და­ვაჩ­ნიე. მე თვი­თონ ამოვ­წ­ვი ის.
- ახ­ლა ნამ­დვილად შემ­იძულებთ, - ვთქვი მე. - აზ­რი არა აქვს თქვენ­თან შერ­იგების ცდას. ვხე­დავ, თქვე­ნი სა­ხით სა­უკუნო მტე­რი შევ­იძინე.
ამ სიტყ­ვებ­მა კი­დევ ახა­ლი, უა­რესი ზი­ა­ნი მო­ი­ტა­ნეს, რად­გან სი­მარ­თლეს შე­ე­ფე­რებ­ოდნენ. ფერ­მკრ­თალი ტუ­ჩე­ბი წა­მით და­ე­კრ­უნჩხა. ვი­ცო­დი, რა საშ­ინელი რის­ხ­ვა გამ­ოვიწვიე მას­ში. გუ­ლი მო­მეწ­ურა.
- თქვენ უკ­უღ­მა გეს­მით ჩე­მი სიტყ­ვე­ბი, - ვუთხა­რი და ხელ­ში ვტა­ცე ხე­ლი. - არავ­ითარი სურ­ვი­ლი არ მაქვს, ტკი­ვი­ლი ან მწუ­ხა­რე­ბა მო­გა­ყენოთ; დამ­იჯე­რეთ.
მან ძალ­იან მწა­რედ გა­იღი­მა. გა­დაჭრით გამ­ომტა­ცა ხელ­იდან ხე­ლი.
- მაშ, უკ­ან მი­გაქვთ პი­რო­ბა და აღ­არ წამ­ოხვალთ ინ­დო­ეთ­ში, არა? - მკი­თხა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ.
- წამ­ოვალ, რო­გორც თქვე­ნი თა­ნა­შემ­წე, - მი­ვუ­გე მე.
ამას მოჰ­ყ­ვა მე­ტად ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სი­ჩუ­მე. რა ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რეო­ბდა მის ბუ­ნე­ბა­სა და სათ­ნოე­ბას შო­რის, ვერ გეტყ­ვით. დრო­დად­რო თვა­ლები უე­ლავ­და, უც­ნა­უ­რი ჩრდი­ლე­ბი უკრ­თოდა სა­ხე­ზე. ბო­ლოს დაი­ლა­პა­რა­კ­ა.
- ად­რეც დაგ­იმტკი­ცეთ, რომ უაზ­რობა­ა, რო­ცა თქვე­ნი ხნის გაუ­თხოვარი ქა­ლი ჩე­მი ხნის უცო­ლო კაცს სთა­ვაზობს, სა­ზღ­ვარ­გა­რეთ წამ­ოგყვებიო. მე ეს ისე დაგ­ისაბ­უთეთ, მეგ­ონა, აღ­არ წამ­ოიწყებდით ამა­ზე საუ­ბარს. ახ­ლა, რა­კი არ იშ­ლით, მე ვნა­ნობ ამას - ისევ თქვენ გა­მო.
სიტყ­ვა გა­ვაწ­ყვეტ­ინე. ყვე­ლა­ფერი, რაც კი საყ­ვედურს წა­ა­გავ­და, მაშ­ინვე მიბ­რუ­ნებ­და ძალ­-ღო­ნეს.
- გო­ნე­ბას მო­უხ­მეთ, სენტ-ჯონ! თქვე­ნი სიტყ­ვე­ბი უაზ­რობას უახ­ლოვდე­ბა. თავს ისე მაჩ­ვე­ნებთ, თით­ქოს ჩე­მი სიტყ­ვე­ბი გაძ­რწუნებთ. სი­ნამ­დვილეში, შეძ­რწუნებული არ ხართ, რად­გან თქვენ­ისთა­ნა მა­ღ­ალი გო­ნე­ბის პატ­რო­ნი არ შეი­ძლე­ბა იყოს ისე­თი გო­ნე­ბაჩლუნგი ან ისე­თი თავ­და­ჯე­რებული, რომ ვერ გა­ი­გოს, რი­სი თქმა მინ­და. ვი­მეო­რებ, მე ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი თა­ნა­შემ­წე, თუ გსურთ, მაგ­რამ თქვე­ნი ცო­ლი არას­ოდეს გავ­ხდები.
ისევ საშ­ინლად გაფ­ითრდა, მაგ­რამ ისე­ვე, რო­გორც მა­ნამ­დე, შე­სან­იშნა­ვად დაი­ოკა ვნე­ბა. ხაზ­გასმით, მაგ­რამ მშვი­დად მი­პას­უხა:
- ქა­ლი - თა­ნამ­შე­წე, რო­მე­ლიც ჩე­მი ცო­ლი არ არის, არ გამ­ომად­გე­ბა. ესე იგი, რო­გორც ჩანს, ჩემ­თან ერ­თად ვერ წამ­ოხვალთ. მაგ­რამ თუ თქვე­ნი სურ­ვი­ლი გულ­წ­რ­ფელ­ია, რო­ცა ქა­ლაქში ვიქ­ნე­ბი, მო­ვე­ლა­პა­რა­კ­ები რო­მელ­იმე ცო­ლი­ან მი­სი­ო­ნერს, რომ­ლის ცო­ლი მშვე­ლელს საჭ­იროებს. თქვე­ნი სახ­სრების წყა­ლო­ბით დამ­ოუკი­დე­ბელი იქ­ნე­ბით და მი­სი­ო­ნერ­თა საზ­ოგად­ოების დახ­მა­რე­ბა არ დაგ­ჭირდე­ბათ. ამ­გვა­რად, არ დაგ­ჭირდე­ბათ სიტყ­ვის გა­ტე­ხა და ამით თა­ვის შერც­ხვე­ნა, და არც იმ ჯგუ­ფის მი­ტო­ვე­ბა, რო­მელ­საც თქვენ უნ­და შე­უერ­თდეთ.
რო­გორც მკი­თხველ­მა იცის, მე, სი­ნამ­დვილეში, არც პი­რო­ბა მი­მი­ცია და არც ხელ­შე­კრ­ულე­ბა დამ­იდია ვინ­მეს­თან წას­ვლა­ზე. ამ­იტომაც მი­სი სიტყ­ვე­ბი მე­ტად მწა­რე და დეს­პო­ტუ­რი იყო. მე მი­ვუ­გე:
- ამა­ში სა­მარცხვინო არა­ფერ­ია; არც სიტყ­ვას გავ­ტეხ, არც რა­მეს გავ­ურბივარ. სრუ­ლია­დაც არ ვარ ვალ­დებული წავ­იდე ინ­დო­ეთ­ში, გან­სა­კუ­თრებით, უცხო­ებ­თან ერ­თად. თქვენ­თან ერ­თად გავ­ბე­დავდი და წა­მო­ვი­დო­დი, რად­გან პა­ტივს გცემთ. მჯე­რა თქვე­ნი და, რო­გორც დას, მიყ­ვარ­ხართ. მაგ­რამ დარ­წმუნებული ვარ, რომ რა დრო­საც და ვის­თან ერ­თა­დაც უნ­და წავ­იდე, იმ პი­რო­ბებ­ში დიდ­ხანს ვერ ვი­ცოცხ­ლებ.
- აა, თქვენს თავ­ზე ფიქ­რობთ, - წარ­მოთქვა მან და ტუ­ჩი აი­ბზუა.
- დი­ახ, ღმერთს ჩემ­თ­ვის სი­ცოცხ­ლე გა­და­საგ­დე­ბად არ მო­უ­ცია და თქვე­ნი სურ­ვი­ლი რომ შე­ვასრულო, რო­გორც ახ­ლა ვფიქ­რობ, თვითმკვ­ლელ­ობა იქ­ნე­ბა. უფ­რო მე­ტიც, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვეტ ინ­გ­ლი­სის დატ­ოვე­ბას, და­ნამ­დვილებით უნ­და ვი­ცო­დე, დარ­ჩენით მეტ სარ­გებ­ლობას ხომ არ მო­ვი­ტან, ვიდ­რე წას­ვ­ლით.
- რი­სი თქმა გინ­დათ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბაზ­რი­დან გა­მო­სულ­მა ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში შე­ირ­ბი­ნა, ლა­მა­ზი ქვე­ბით მო­ფე­ნი­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი აკ­ვა­რი­უ­მი იყი­და და სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის თევ­ზე­ბიც შე­არ­ჩია.
უკ­ვე ის დრო იყო, რო­ცა და­ნაყ­რე­ბულ და შე­ზარ­ხო­შე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცეკ­ვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და.
იმ ღა­მეს თი­კოს ისე ღრმად ეძი­ნა, რომ სიზ­მა­რიც არ უნა­ხავს. შუ­ა­ღა­მი­სას კი იგ­რ­ძ­ნო, რომ


ზუ­ზი მშვი­დად იდ­გა და ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­და ქა­ლის მტრულ გა­მო­ხედ­ვას.


რო­გორც კი მი­რო და ნი­კა გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ, ნატ­კამ და თი­კომ სა­სე­ირ­ნოდ წას­ვ­ლა გა­ნიზ­რა­ხეს.
ამ დროს სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ის ხმა გა­ის­მა და თი­კოს წა­მი­ე­რად გო­ნე­ბა გა­ე­ფან­ტა.
რა­ტომ­ღაც, ზუ­ზის დინ­ჯი, ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა თი­კო­ზე და­მამ­შ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და და ცდი­ლობ­და,


თი­კო ნატ­კას დამ­შ­ვი­დე­ბას შე­ე­ცა­და:
ხან­და­ხან ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აბ­სურ­დულ, სუ­ლის შემ­ხუთ­ველ, მო­საწყე­ნი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბა,
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი