ჯეინ ეარი (თავი XXXVII)
font-large font-small
ჯეინ ეარი (თავი XXXVII)


თა­ვი ოც­და­მეჩ­ვიდმე­ტე


_ დი­ახ, ბა­ტო­ნო.
_ საბ­რალო ბრმას, რო­მე­ლიც ხე­ლით უნ­და ატა­როთ?
_ დი­ახ, ბა­ტო­ნო.
_ ხეი­ბარს, ოცი წლით თქვენ­ზე უფ­როსს, რო­მელ­საც უნ­და მო­უ­ა­როთ...
_ დი­ახ, ბა­ტო­ნო.
_ ნამ­დვილად, ჯე­ინ?
_ ოჰ, ჩე­მო საყ­ვა­რელო! ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და მო­გიზღოთ სა­მაგ­იერო.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, თუ­კი ოდეს­მე სიკ­ე­თე გამ­იკ­ე­თებ­ია ან კე­თი­ლი გან­ზრახ­ვა მქო­ნია, თუ­კი ოდეს­მე გულ­წ­რ­ფე­ლად და უმა­ნკოდ შევ­ვედ­რებ­ივარ ღმერთს, თუ­კი ოდეს­მე ალალ­მარ­თლად რა­მე მითხო­ვია, ღმერ­თმა ახ­ლა და­მაჯ­ილდოვა: ამ­ქვეყ­ნად თქვენს ცო­ლო­ბა­ზე დი­დი ბედ­ნიე­რე­ბა ჩემ­თ­ვის არ არ­სებობს.
_ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თქვენ­თ­ვის ბედ­ნიე­რე­ბა­ა, რო­ცა მსხვერ­პლად ეწ­ირებით.
_ მსხვერ­პლად ვეწ­ირები! რას ვწი­რავ? შიმ­შილს ვწი­რავ და სა­კ­ვებს ვიღ­ებ; ლო­დინს ვწი­რავ იმის­თ­ვის, რომ დად­გეს დრო და მო­ვეხ­ვიო ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადამ­იანს; ვე­ამბორო, ვინც მიყ­ვარს: და­ვეყრდნო, ვი­სიც მჯე­რა. ეს მსხვერ­პ­ლის შეწ­ირვა­ა? თუ ეს ასე­ა, მაშ მსხვერ­პლად შეწ­ირვა სას­იამ­ოვნოა ჩემ­თ­ვის.
_ მე­რე შეძ­ლებთ შე­ეგუოთ ჩემს უძ­ლუ­რე­ბას, ჯე­ინ? უყუ­როთ ჩემს ნა­კლს?
_ ჩემ­თ­ვის ისი­ნი არ არ­სებობს, ბა­ტო­ნო. ახ­ლა უფ­რო მიყ­ვარ­ხართ, რო­დე­საც შემ­იძლია მე­ტად გამ­ოგად­გეთ, ვიდ­რე მა­შინ, რო­დე­საც ამა­ყი და დამ­ოუკი­დე­ბელი, ყვე­ლას მფარ­ველი და დამ­ხმა­რე თა­ვად იყა­ვით.
_ აქამ­დე მძულ­და, რო­დე­საც მეხ­მა­რებ­ოდნენ და ხე­ლით დავ­ყავდი. ამ­იერ­იდან ვგრძნობ, ასე აღ­არ იქ­ნე­ბა. მე­ჯავ­რებ­ოდა, დავ­ყ­რ­დ­ნო­ბო­დი დაქ­ირა­ვებული ადამ­იანის მხარს, მაგ­რამ რა სი­ამ­ოვნე­ბა­ა, ვიგ­რ­ძ­ნო ჯე­ი­ნის პა­ტა­რა თი­თე­ბი. სრუ­ლი მარ­ტოობა მერ­ჩია გამ­უდმებით მო­სამ­სახ­ურე­ების აქ ყოფ­ნას. მაგ­რამ ჯე­ი­ნის ნა­ზი ზრუნ­ვა ჩემ­თ­ვის სი­ამ­ოვნების უშ­რე­ტი წყარ­ოა. ჯე­ინ, ეს ჩემ­თ­ვის ძალ­იან კარ­გია, მაგ­რამ ვა­ი­თუ თქვენ ხელს არ გაძ­ლევთ? მე მიყვარს ჯეინი, მას თუ ვუყვარვარ?
_ მთელი არსებით, ბა­ტო­ნო.
_ რად­გან საქ­მე ასე­ა, რა­ღ­ას უნ­და ვე­ლო­დოთ. ახ­ლა­ვე დავ­იწერით ჯვა­რი.
ლა­პა­რა­კო­ბდა გაც­ხოვე­ლებით და ეს სა­ხე­ზეც ემ­ჩნეო­და. მას­ში კვ­ლავ იფეთ­ქა ძვე­ლებ­ურმა ცხო­ველ­მყოფელ­ობამ.
_ ყო­ველ­გვარი დაყ­ოვნების გა­რე­შე ერ­თ­ნი უნ­და გავ­ხდეთ, ჯე­ინ. უნ­და მი­ვი­ღოთ ნე­ბარ­თვა და ჯვა­რი დავ­იწეროთ.
_ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, ახ­ლაღა შევ­ნიშნე, მზე სა­კ­მაოდ გა­დაი­წვე­რა და პა­ი­ლო­ტი, ალ­ბათ, შინ წავ­იდა საჭ­მე­ლად. მიჩ­ვე­ნეთ სა­ათი.
_ ქა­მარ­ზე დაი­მაგ­რე, ჯე­ნიტ, და შენ გქონ­დეს. მე არა­ფერში მჭირ­დე­ბა.
_ თით­ქ­მის ნაშ­უა­დღ­ევის ოთხი სა­ათ­ია, ბა­ტო­ნო. გში­ათ?
_ ორი დღის შემ­დეგ ჩვე­ნი ქორ­წი­ლი იქ­ნე­ბა, ჯე­ინ. ძვირ­ფა­სი ტან­საც­მელი და სა­მკ­აუ­ლები ნუ გაფ­იქრებს. ამას არავ­ითარი ფა­სი არა აქვს.
_ მზემ ამ­ოაშრო წვი­მის წვე­თები, ბა­ტო­ნო. ნი­ა­ვიც არ იძ­ვ­რის. ჩამ­ოცხა.
_ იცი, ჯე­ინ, შე­ნი მარ­გალ­იტების პა­ტა­რა მან­ია­კი მაქვს ამ ჩემს ბრინ­ჯაო­სფერ კი­სერ­ზე, ჰალ­ს­ტუ­ხის ქვეშ. ჩე­მი ერ­თა­დერთი სა­უნ­ჯის და­კ­არგვის დღი­დან სა­მახსოვროდ და­მაქვს, არ მო­მი­შო­რებ­ია.
_ ტყით წავ­იდეთ. ასე ჩრდილ­ში ვივ­ლით.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი თა­ვის ფიქ­რებს მიჰ­ყ­ვებ­ოდა და ყუ­რა­დღ­ე­ბას არ მაქ­ცევ­და.
_ ჯე­ინ, გავ­ბე­დავ და გეტყ­ვი, რომ, ალ­ბათ, ურ­წ­მუ­ნო ძა­ღლს მი­წო­დებ, მაგ­რამ ჩე­მი გუ­ლი მად­ლიე­რების გრძნო­ბი­თაა სავ­სე. მი­სი მზე­რა გან­სხვავ­დე­ბა ჩვეუ­ლებრივი მზერ­ისგან. ის უფ­რო შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელ­ია, ადამ­იანივით არ მსჯე­ლობს, გაც­ილებით გო­ნივ­რუ­ლად სჯის. ვცდე­ბო­დი. კი­ნა­ღ­ამ შევ­ბღ­ა­ლე ჩე­მი უმ­წიკ­ვ­ლო ყვა­ვი­ლი, კი­ნა­ღ­ამ ცოდ­ვა დავ­წა­მე მის უმა­ნკ­ოე­ბას. ყოვ­ლად ძლი­ერ­მა გამ­ომტა­ცა ის ხელ­იდან. მე კი ჯი­უ­ტად ვბო­ბოქ­რობ­დი და თით­ქ­მის ვწყევ­ლი­დი კი­დეც ამ მოწყა­ლე­ბას. იმის მაგ­ივრად, რომ ამ მსჯავრს დავ­მორჩილებოდი, ურ­ჩო­ბა გამ­ოვიჩინე. ღვ­თიურმა სა­მარ­თალ­მა თა­ვი­სი გაი­ტა­ნა. უბედ­ურე­ბა უხ­ვად და­მატ­ყდა თავს. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­და­მევლო სიკ­ვ­დი­ლის ვე­ლი. მი­სი სას­ჯელი მე­ტად დი­დი იყო. ერ­თ-ერ­თმა სას­ჯელ­მა სამ­უდამოდ მო­მარ­ჯულა. იცით, რო­გორ ვა­მაყობდი ჩე­მი სიძ­ლი­ე­რით. ახ­ლა კი რა­ღ­ა­ა? რო­გორც ბავშვს არ შეუ­ძლია სხვი­სი დახ­მა­რე­ბა თა­ვი­სი უმ­წე­ო­ბის გა­მო, ასე­ვე მე ვე­რავის ვე­რა­ფერს ვარ­გებ. მხო­ლოდ გვი­ან, ჩე­მო ჯე­ინ, ძალ­იან გვი­ან შევ­იცანი ჩემს ბედ­ში ღმერ­თის ხე­ლი. სინ­დი­სის ქენ­ჯნამ და სი­ნან­ულმა შე­მიპყ­რო; შევ­თხოვ­დი ყოვ­ლის­შემ­ქმნელს, ეპატ­იებ­ინა ჩე­მი ცოდ­ვე­ბი, ზოგ­ჯერ ვლო­ცუ­ლობ­დი კი­დეც. ცო­ტა ხანს, მაგ­რამ გულ­წ­რ­ფე­ლად. რამ­დენ­იმე დღის წინ, არა, შემ­იძლია გითხ­რა, ეს მოხ­და ოთხი დღის წინ, გა­სულ ორ­შა­ბათს, ღა­მით, საო­ცარ გან­წყობილე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. გაშ­მა­გე­ბა ნა­ღ­ველ­მა შეც­ვა­ლა და სიბ­რა­ზე _ სევ­დამ. დი­დი ხან­ია ვფიქ­რობ­დი, რომ რად­გან ვერ­სად გი­პო­ვეთ, ალ­ბათ, მკვ­დარი იყა­ვით. იმ ღა­მით გვი­ან, თერ­თმეტ­-თორ­მეტ სა­ათ­ზე, ვიდ­რე ჩემს ცივ სა­წოლს მი­ვაშ­ურებდი, ღმერთს შევ­თხოვე, წა­ვეყ­ვა­ნე ამ­ქვეყ­ნიდან იმ სამ­ყაროში, სა­დაც ჯეი­ნთან შეხ­ვედრის იმე­დი მექ­ნებ­ოდა.
ჩემს ოთახ­ში ღია ფან­ჯა­რას­თან ვი­ჯე­ქი. მშვი­დი ღა­მის ჰა­ერი მსი­ამ­ოვნებ­და. ვარ­სკვ­ლა­ვებს ვერ ვხე­დავდი, მაგ­რამ ბუნ­დო­ვა­ნი, ჩე­მი თვა­ლის­თ­ვის ოდ­ნავ შე­სამ­ჩნევი სი­ნათ­ლით ვი­ცო­დი, რომ ბად­რი მთვა­რე ამო­სუ­ლი­ყო. მე­ნატ­რებოდი, ჯე­ნიტ! მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით გნატ­რობ­დი! მორ­ჩი­ლად და სევ­დით მივ­მარ­თე ღმერთს, ნუ­თუ არ კმა­რა-­მეთქი ჩემ­თ­ვის ასე­თი სი­მარ­ტოვე, ტან­ჯვა, წა­მე­ბა. ნუ­თუ ვე­ღ­არ ვე­ღი­რსები სია­მე­სა და მშვი­დო­ბას. ვგრძნობ­დი, რომ სა­კ­მარ­ისად დავ­ისა­ჯე, რომ მე­ტის ატა­ნა აღ­არ შე­მეძლო. ვემ­უდა­რებოდი მას და, აი, ჩე­მი ნატ­ვ­რის მთე­ლი ალ­ფა და ომე­გა უნებ­ურად მოს­წყ­და ბა­გე­ებს და გამ­ოიხა­ტა სიტყ­ვებ­ში: `ჯე­ინ! ჯე­ინ! ჯე­ინ!~
_ ეს სიტყ­ვე­ბი ხმა­მა­ღ­ლა წარ­მოთ­ქ­ვით?
_ დი­ახ, ჯე­ინ. ვინ­მეს რომ გა­ეგ­ონა, აუ­ცილებ­ლად გიჟ­ად ჩამ­თვლიდა, ისე­თი ფან­ტას­ტიკური სიძ­ლი­ე­რით წარ­მოვ­თ­ქ­ვი.
_ და ეს მოხ­და გა­სულ ორ­შა­ბათს, ღა­მით, და­ახ­ლოებით შუა­ღ­ამ­ისას?
_ დი­ახ. მაგ­რამ დროს არა აქვს მნიშ­ვ­ნელ­ობა. რაც შემ­დეგ მოხ­და, ის არის უც­ნა­უ­რი. ალ­ბათ, ცრუ­მორ­წ­მუ­ნედ ჩამ­თ­ვ­ლი. რა­ღ­აც რწმენ­ისადმი მიდ­რე­კი­ლე­ბა ყო­ველ­თ­ვის მქონ­და და ახ­ლაც მაქვს სის­ხ­ლ­ში. ასეა თუ ისე, ეს სი­მარ­თლე­ა, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, მარ­თალ­ია ის, რაც გავ­იგონე და რა­საც ახ­ლა გეტყ­ვი:
რო­დე­საც წამ­ოვიძა­ხე "ჯე­ინ! ჯე­ინ! ჯე­ინ!" რა­ღ­აც ხმამ, ვერ გეტყ­ვი, საი­დან, მაგ­რამ ხმა კი ვი­ცა­ნი, მი­პას­უხა: "მოვ­დი­ვარ, დამ­იცა­დეთ~. ერ­თი წუ­თის შემ­დეგ კი ქარ­მა ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი მო­მი­ტა­ნა: "სად ხართ?"
თუ­კი შევ­ძლებ, მინ­და გად­მოგცე ის ფიქ­რი, ის სუ­რა­თი, რაც ამ ხმამ ჩემ­ში გამ­ოიწვია. მაგ­რამ ძნელ­ია გად­მოგცე ის, რაც მინ­და. ფერ­ნდენი, რო­გორც ხე­დავ, უღ­რან ტყეშ­ია ჩაფ­ლუ­ლი, სა­დაც ყო­ვე­ლი ხმა ყრუდ ის­მის და უკ­ვალოდ იკ­არ­გე­ბა. "სად ხართ?" თით­ქოს მთებს შო­რის გაი­სმა, რად­გან გავ­იგონე, მთებ­მა ბა­ნი მის­ცეს მას. თით­ქოს ამ წუთს უფ­რო გრი­ლი და მაც­ოცხლე­ბელი ნი­ა­ვი შე­ეხო ჩემს შუბლს. მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ჯე­ინს სა­დღ­აც უკ­აც­რიელ, მიყ­რუ­ე­ბულ ად­გილას ვხვდე­ბი. ალ­ბათ, სუ­ლიე­რად კი­დეც შევ­ხ­ვ­დით ერ­თმა­ნეთს. შენ, უეჭ­ველ­ია, ამ დროს ღრ­მად გეძ­ინა, ჯე­ინ. ალ­ბათ, შენ­მა სულ­მა მი­ატ­ოვა თა­ვი­სი სამ­ყოფელი და მო­ევ­ლინა ჩემ­სას, რა­თა და­ემ­შვიდებ­ინა. ეს შე­ნი ხმა იყო და ისე ვარ ამა­ში დარ­წმუნებული, რო­გორც ახ­ლა სუ­ლი მიდ­გას: კი, შე­ნი ხმა იყო!
მკი­თხველო, სწო­რედ ორ­შა­ბათ ღა­მით, და­ახ­ლოებით შუა­ღ­ამ­ისას, მეც მო­მეს­მა სა­ი­დუმ­ლო ძა­ხი­ლი. სიტყ­ვე­ბით "სად ხართ?" ვუ­პას­უხე იმ ძა­ხილს. ყურს ვუგ­დებ­დი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის თხრო­ბას. მაგ­რამ ჩე­მი ზმა­ნე­ბა არ გამ­იმჟ­ღ­ავ­ნებ­ია. ამ დამ­თხვე­ვამ იმ­დე­ნად გა­მაო­ცა და გა­მაო­გნა, რომ მსჯე­ლო­ბის კი არა, ლა­პა­რა­კის უნა­რიც წა­მარ­თვა.
_ ამი­ტომ აღ­არ გაგ­იკვ­ირდე­ბა, _ გა­ნაგ­რძობდა ჩე­მი პატ­რო­ნი, _ რო­დე­საც წუ­ხელ ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­მევ­ლინე, რა­ტომ არ მჯერ­ოდა, რომ ეს შენ ხარ და არა შე­ნი ხმა, რო­მე­ლიც ისე­ვე წყდე­ბა, რო­გორც შუა­ღ­ამის ჩურ­ჩუ­ლი და მთე­ბის გამ­ოძახილი მიწყ­და იმ ღა­მით. მაგ­რამ მად­ლობა ღმერთს! ვი­ცი, რომ ეს სულ სხვა­ა. დი­ახ, მად­ლობას ვწი­რავ უფალს.
მუხ­ლი­დან ჩამ­ომსვა, წამ­ოდგა, ქუ­დი მო­წი­წე­ბით მო­ი­ხა­და, უსი­ნათ­ლო თვა­ლები და­ხა­რა და ასე, უსიტყ­ვო მორ­ჩი­ლე­ბით იდ­გა. მხო­ლოდ მად­ლიე­რების გამ­ომხატ­ველი სიტყ­ვე­ბი მეს­მოდა:
_ მად­ლობას ვწი­რავ ყოვ­ლის­შემ­ქმნელს, რომ გა­ნკითხვის დღ­ეს მო­ი­ღო მოწყა­ლე­ბა. მოკრ­ძა­ლებით ვთხოვ მაც­ხოვარს, მომ­ცეს ძა­ლა, მშვი­დად და უცოდ­ვე­ლად ვიცხოვ­რო.
შემ­დეგ ხე­ლი გამ­ომიწოდა. ძვირ­ფას ხელს ხე­ლი მოვ­კი­დე, ერ­თხანს ტუ­ჩებ­ზე მი­ვიკ­არი და შემ­დეგ მხრებ­ზე შემ­ოვიხვიე. მას­ზე გაც­ილებით და­ბალი ვი­ყა­ვი და, ამ­გვა­რად, მის საყ­რდენ­საც წარ­მოვად­გენდი და მეგ­ზურსაც. ტყე­ში შე­ვედით და ში­ნისკ­ენ გა­ვეშ­ურეთ.


თა­ვი ოც­და­მეთ­ვრა­მე­ტე

მკი­თხველო, მე მი­სი მე­უღ­ლე გავ­ხ­დი. უხ­მა­უ­როდ გა­დავ­იხა­დეთ ქორ­წი­ლი. ქორ­წილ­ზე მხო­ლოდ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი, მე, მღვ­დელი და კი­დევ ერ­თი სას­ულიერო პი­რი ვი­ყა­ვით. ეკ­ლეს­იიდან დავ­ბ­რუნ­დით თუ არა, სამ­ზა­რეულოს მი­ვაშ­ურე, სა­დაც მე­რი სა­დილს ამ­ზა­დებ­და, ხო­ლო ჯო­ნი და­ნებს წმენ­დდა. ვუთხა­რი:
_ მე­რი, ამ დი­ლით მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და მე ჯვა­რი დავ­იწე­რეთ.
ამ სახ­ლის მნე და მი­სი მე­უღ­ლე ისე­თი წეს­იერი, ფლეგ­მატური ადამ­ია­ნები იყ­ვ­ნენ, რომ უშიშ­რად შე­გეძლოთ მნიშ­ვ­ნელ­ოვანი ახა­ლი ამ­ბავი, რა დრო­საც გინ­დო­დათ, გეთ­ქვათ. ვერ გაი­გებდით ყუ­რის­წა­მღ­ებ წამ­ოძახ­ილებს და არც გა­კვ­ირვების გამ­ომხატ­ველი სიტყ­ვე­ბით და­გახ­ვევ­დნენ თავ­ბ­რუს. მაგ­რამ ამ­ჯე­რად მე­რიმ შემ­ომხე­და და და­მა­კვ­ირდა: ციცხ­ვი, რომ­ლი­თაც აშ­იშხინებულ წი­წი­ლებს ცხიმს უს­ვამ­და, რამ­დენ­იმე წამს ჰა­ერში გაუ­შეშ­და. რამ­დენ­იმე წამს ჯონ­მაც თა­ვი ანე­ბა და­ნების გაპ­რია­ლე­ბას. შემ­დეგ მე­რი კვ­ლავ საქ­მეს მი­უბ­რუნ­და და მხო­ლოდ ეს წარ­მოთქვა:
_ მარ­თლა, მის? ცხად­ია ასე იქნებოდა!
რამ­დენ­იმე ხნის შემ­დეგ გა­ნაგრძო: _ დაგ­ინა­ხეთ დი­ლით ბატ­ონთან ერ­თად რომ წახ­ვედით, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რომ ეკ­ლეს­იაში მი­დი­ო­დით ჯვრის და­სა­წე­რად, _ და წი­წი­ლებს წვე­ნი და­ას­ხა. ჯონს შევ­ხე­დე, ყუ­რე­ბამ­დე იღი­მებ­ოდა.
_ მე­რის ვუთხა­რი, ეს საქ­მე ასე დამ­თავ­რდე­ბა-­მეთქი. ვი­ცო­დი, ედ­ვარდი (ჯო­ნი მა­თი დი­დი ხნის მსა­ხუ­რი იყო. პატ­რო­ნი მის ხელ­ში გაი­ზარ­და და ამი­ტომ ხში­რად მას ნათ­ლო­ბის სა­ხელს ეძახ­და) რო­გორ მო­იქ­ცეო­და. დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, დიდ­ხანს არ დაი­ცდიდა. სწო­რა­დაც მო­იქ­ცა, ჩე­მი აზ­რით. ბედ­ნიე­რე­ბას გი­სურ­ვებთ, მის! _ და ზრდი­ლო­ბია­ნად დამ­იკ­რა თა­ვი.
_ გმად­ლობთ, ჯონ. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და­მა­ვა­ლა, ეს თქვენ და მე­რის გად­მოგცეთ. _ ხელ­ში ხუთ­გირ­ვან­ქიანი ბა­ნკნოტი ჩავ­უდე, პა­სუხს არ დავ­უცა­დე და სამ­ზა­რეუ­ლოდან გამ­ოვედი. რო­დე­საც რამ­დენ­იმე ხნის შემ­დეგ ამ ოთახს ჩავ­უა­რე, ყუ­რი მოვკ­არი შემ­დეგ სიტყ­ვებს:
_ შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს უფ­რო გამ­ოად­გე­ბა, ვიდ­რე რო­მელ­იმე დი­დე­ბუ­ლი ლე­დი, _ და შემ­დეგ: _ ლა­მაზი არა­ა, მაგ­რამ არც ამაყ­ია. გულკ­ეთილი ჩანს. ყვე­ლა ამ­ჩნევს, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერისთვის ლა­მაზ­იცა­ა.
დაუ­ყოვნებლივ შე­ვატ­ყობინე ყვე­ლა­ფერი მურ-­ჰაუ­სსა და კემ­ბ­რიჯ­ში. ავ­უხსენი, რა­ტომ მო­ვი­ქე­ცი ასე. დია­ნამ და მე­რიმ მაშ­ინვე მო­ი­წო­ნეს ჩე­მი ნა­ბი­ჯი. დია­ნამ შე­მატ­ყობინა: მო­ვიც­დი, ვიდ­რე თაფ­ლო­ბის თვე გაქვთ და შემ­დეგ კი სი­ამ­ოვნებით გი­ნახ­ულებთო.
_ უმ­ჯო­ბეს­ია, ნუ და­უც­დის ჩვე­ნი თაფ­ლო­ბის თვის გას­ვლას, ჯე­ინ, _ მითხ­რა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, წე­რი­ლი რომ წავ­უკი­თხე, _ თო­რემ დიდ­ხანს მო­უხ­დე­ბა ლო­დი­ნი. ჩვე­ნი თაფ­ლო­ბის თვე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაგ­ვინა­თებს გზას და მი­სი სხი­ვე­ბი მხო­ლოდ ჩვენს საფ­ლა­ვებ­ზე ჩაქ­რე­ბა.
სენტ-ჯო­ნი რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს, არ ვი­ცი; წერ­ილზე არ მი­პას­უხა. მხო­ლოდ ექ­ვ­სი თვის შემ­დეგ მომ­წე­რა; არ უხ­სე­ნებ­ია მის­ტერ რო­ჩეს­ტერის სა­ხელი და არც ჩემს ქორ­წი­ნე­ბას შე­ხებ­ია. წე­რი­ლი მე­ტად თავ­შე­კ­ა­ვებული, სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, მაგ­რამ თბი­ლი. ამის შემ­დეგ თუმ­ცა იშ­ვია­თად, მაგ­რამ მწერს ხოლ­მე წერ­ილებს. იმედს გამ­ოთქვამს, რომ ბედ­ნიერი ვარ, და სჯე­რა, რომ იმ ურ­წ­მუ­ნო­თა რიცხვს არ ვე­კუთვნი, რო­მელ­თაც მხო­ლოდ მი­წი­ე­რი საქ­მე­ები აი­ნტე­რე­სებთ.
ადე­ლი ხომ არ და­გავ­იწყდა, მკი­თხველო? მე არ დამ­ვიწყებ­ია. ვთხო­ვე მის­ტერ რო­ჩეს­ტერს და მი­სი თან­ხ­მო­ბით წა­ვედი და ვი­ნახ­ულე სკო­ლაში. სი­ხარ­ულისგან გა­დაი­რია, რო­ცა დამ­ინა­ხა. მეც ავღ­ელდი. გამ­ხდარი და გაფ­ითრებული ჩან­და. აქ ყოფ­ნა მი­ჭირ­სო, მითხ­რა. გავ­იგე, რომ სას­წავ­ლებლის წე­სები და მე­ცად­ინეო­ბა მეტ­ისმე­ტად მკ­აცრი იყო ამ ასა­კის ბავ­შ­ვის­თ­ვის და შინ წამ­ოვიყვა­ნე. მინ­დო­და, ისევ მე მე­თა­ვა მი­სი აღზ­რდა. მაგ­რამ მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, ეს შეუ­ძლე­ბელი იყო. მთე­ლი ჩე­მი დრო და ზრუნ­ვა მეო­რე ადამ­იანს _ ჩემს მე­უღ­ლეს სჭირ­დებ­ოდა. ასე რომ, მოვ­ძებ­ნე უფ­რო შე­სა­ფერისი სას­წავ­ლე­ბელი იქ­ვე, ახ­ლოს, სა­დაც მი­სი ნახ­ვა ხში­რად შე­მეძ­ლებ­ოდა. ისე გა­ვა­კ­ე­თე, რომ არა­ფერი მოჰკ­ლებ­ოდა. მა­ლე თა­ვის ახალ ბი­ნას შე­ეჩ­ვია და თავს ბედ­ნიე­რად გრძნობ­და. სწავ­ლაშიც წინ მი­დი­ო­და. ჯან­სა­ღ­მა ინ­გ­ლი­სურ­მა აღზ­რდა-­გა­ნათ­ლე­ბამ აღმ­ოფხვრა მი­სი ფრან­გუ­ლი აღ­ზ­რ­დით შე­ძენილი ნა­კლ­ოვა­ნე­ბანი. ასე რომ, სას­წავ­ლებლის დამ­თავ­რების შემ­დეგ მი­სი სა­ხით შინ სას­იამოვნო და ზრდი­ლი ადამ­იანი დაგვიბრუნდა: დამ­ჯერი, კარ­გი ბუ­ნე­ბის და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი აზ­რების მქო­ნე. თა­ვი­სი კე­თი­ლი დამ­ოკი­დებ­ულებით ჩემ­დამი და ჩე­მი ახ­ლობლებ­ისადმი მან ჩე­მი უმ­ცი­რე­სი სიკ­ე­თეც კი უხ­ვად გა­დამ­იხა­და.
ჩე­მი ამ­ბავი და­სასრულს უახ­ლოვდე­ბა. კი­დევ ორი­ო­დე სიტყ­ვა ჩემს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­სა და მათ ბედ­ზე, ვის სა­ხე­ლებ­საც ხში­რად ვახ­სე­ნებდი, და ვამ­თავ­რებ.
უკ­ვე ათი წელ­ია, რაც გავ­თხოვ­დი. ვი­ცი, რას ნიშ­ნავს ცოცხ­ლობ­დე მხო­ლოდ მის­თ­ვის, ვინც ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად გიყ­ვარს. თავს უბედ­ნიე­რეს ადამ­ია­ნად მი­ვიჩ­ნევ და სიტყ­ვე­ბიც არ მყოფ­ნის ჩე­მი ბედ­ნიე­რების ასა­წე­რად. მე და ჩე­მი მე­უღ­ლე ერ­თმა­ნეთის სი­ცოცხ­ლით ვცოცხ­ლობთ. არც ერ­თი ქა­ლი არ ყო­ფი­ლა ჩემ­ზე უფ­რო ახ­ლოს თა­ვის მე­უღ­ლეს­თან. სუ­ლით და ხორ­ცით ერ­თ­ნი ვართ. ყო­ველ­თ­ვის ბედ­ნიერი ვარ მის ახ­ლოს და ისიც ბედ­ნიერ­ია. არ ვბეზ­რდებით ერ­თმა­ნეთს, ერ­თმა­ნეთს არ ვღლით, ისე­ვე რო­გორც სა­კუ­თარი გუ­ლის ფეთ­ქვა არ გვღლის არც ერთს. ამ­იტომაც სულ ერ­თად ვართ. ჩვენ­თ­ვის ერ­თად ყოფ­ნა ნიშ­ნავს მარ­ტო ყოფ­ნის თავ­ისუფლე­ბა­სა და ერ­თად ყოფ­ნის მხი­არ­ულე­ბას. მგო­ნი, მთე­ლი დღე ვლა­პა­რა­კობთ: სი­ნამ­დვილეში, ეს არის მხი­ა­რუ­ლი და ხმა­მა­ღ­ალი ფიქ­რი. ვენ­დო­ბი მას, ისე­ვე რო­გორც ის მე. შე­სან­იშნა­ვად ვეწყო­ბით ერ­თმა­ნეთს და ამ­იტომაც ჩვენ შო­რის სრუ­ლი თან­ხმობა­ა.
ჩვე­ნი ქორ­წი­ნებ­იდან ორი წლის გან­მავ­ლობაში მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მხედ­ველ­ობა არ დაბ­რუნებ­ია. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ამ გა­რემ­ოე­ბა­მაც დაგ­ვა­ახ­ლოვა ასე ერ­თმა­ნეთ­თან! მე ხომ მა­შინ მი­სი თვა­ლი ვი­ყა­ვი, რო­გორც ახ­ლა მი­სი მარ­ჯვე­ნა. ერ­თი სიტყ­ვით, მე ვი­ყა­ვი (რო­გორც ის ხში­რად მი­წო­დებ­და) მი­სი თვა­ლის­ჩი­ნი. ბუ­ნე­ბას ჩე­მი თვა­ლით უყუ­რებ­და, წიგ­ნებს ჩე­მი თვა­ლით კი­თხულობდა; არას­ოდეს ვიღ­ლებოდი მის მაგ­ივრად და­მე­ნა­ხა ყვე­ლა­ფერი, ამე­წე­რა მინ­დო­რი, ხე, ქა­ლაქი, მდი­ნა­რე, ღრ­უბელი ან მზის სხი­ვი _ რაც ჩვენ თვალ­წინ იშ­ლებ­ოდა. ხმით მეგ­რძნობინებ­ინა მის­თ­ვის ის, რი­სი შეგ­რძნე­ბაც მის თვა­ლებს არ შე­ეძლო. არ ვიღ­ლებოდი. ვუ­კი­თხავდი წიგ­ნებს, მიმ­ყავ­და მის­თ­ვის სას­ურველ ად­გილებში, ვა­კ­ე­თებდი, რაც უნ­დო­და. ეს საქ­მიან­ობა სრულ­ყო­ფილ, სა­ამო, თუმ­ცა ოდ­ნავ სევ­დიან ნე­ტა­რე­ბას მაგ­რძნობინებ­და, რად­გან მას აწ­უხებ­და ეს სამ­სახური, თუმ­ცა ტკი­ვილსა და დამ­ცირე­ბას არ გან­იცდიდა მის­გან. იმ­დე­ნად ვუყ­ვარ­დი, რომ იცო­და, არ მიმ­ძიმ­და მი­სი სამ­სახური. გრძნობ­და, იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და, რომ ამ ზრუნ­ვის გამ­ოჩე­ნა ჩემ­თ­ვის სურ­ვი­ლის შეს­რულე­ბა იყო.
ორი წლის მე­რე, ერთ დი­ლით, რო­დე­საც მი­სი კარ­ნახით წე­რილს ვწერ­დი, მო­ვი­და, დაი­ხა­რა ჩემს თავ­თან და მკი­თხა:
_ ჯე­ინ, რა­მე მო­ციმ­ცი­მე სა­მკ­აული ხომ არ გიკ­ეთ­ია ყელ­ზე?
ოქ­როს სა­ათი მქონ­და ძე­წკვ­ზე და ვუ­პას­უხე: _ კი.
_ ბა­ცი ცის­ფე­რი კა­ბა გაც­ვია?
ასეც იყო. აქ მან მითხ­რა: _ რამ­დენ­იმე ხან­ია მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ თვალ­ზე ბინ­დი თით­ქოს შემ­ითხელ­და, ახ­ლა კი დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მარ­თლაც ასე­ა.
ლონ­დონ­ში წა­ვედით. რჩე­ვის­თ­ვის გამ­ოჩენილ თვა­ლის ექიმს მივ­მარ­თეთ და მა­ლე მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ცალ თვალ­ში მხედ­ველ­ობა დაუ­ბრუნდა. გა­რკ­ვევით ვერ ხე­დავს, არც წე­რა­-კი­თხვა შეუ­ძლია, მაგ­რამ დაუ­ხმა­რებ­ლად და­დის. ცა აღ­არ არის ცარ­იელი მის­თ­ვის. აღ­არც დე­დამ­იწაა წყვდი­ა­დით მო­ცუ­ლი. რო­დე­საც თა­ვი­სი პირ­ვე­ლი შვი­ლი მი­აწ­ოდეს, დაი­ნა­ხა, რომ ბიჭს მი­სი თვა­ლები გამ­ოჰყოლოდა, ისეთ­ივე დიდ­რო­ნი, შა­ვი და მო­ელ­ვა­რე, ერთ დროს მას რომ ჰქონ­და. ამი­ტომ მთე­ლი გუ­ლით ერ­თხელ კი­დევ აღ­ია­რა, რომ ღმერ­თმა მოწყა­ლე თვა­ლით გად­მოხე­და.
ჩე­მი ედ­ვარდი და მე ბედ­ნიე­რები ვართ. ჩვენს ბედ­ნიე­რე­ბას ისიც აძ­ლიე­რებს, რომ ჩვენ­თ­ვის საყ­ვა­რელი ადამ­ია­ნებიც თავს ბედ­ნიე­რად გრძნო­ბენ. დია­ნა და მე­რი გათ­ხოვდნენ. რიგ­რი­გო­ბით, ყო­ველ წელს, გვეს­ტუმრებ­იან ხოლ­მე და ჩვენც მივ­დი­ვართ მათ სა­ნა­ხა­ვად. დია­ნას მე­უღ­ლე სა­ზღ­ვაო კაპ­იტან­ია, მა­მაცი ოფი­ცე­რი და კარ­გი ადამ­იანი. მე­რის მე­უღ­ლე კი სას­ულიერო პი­რია: სენ­ტ-ჯონ­თან ერ­თად სწავ­ლობდა კო­ლეჯში. თა­ვი­სი ცოდ­ნი­თა და შე­ხედ­ულე­ბებით თა­ვი­სი გუ­ლის რჩე­უ­ლის ღი­რსია. კაპ­იტან ფიც­ჯემ­სსა და მის­ტერ უორ­ტონს ძალ­იან უყ­ვართ ცო­ლე­ბი და ისი­ნიც ასე­ვე პას­უხობენ მათ სიყ­ვა­რულს.
რაც შე­ე­ხე­ბა სენტ-ჯონ რი­ვერსს, მან დატ­ოვა ინ­გ­ლი­სი, ინ­დო­ეთ­ში წავ­იდა და თა­ვის არ­ჩეულ გზას მიჰ­ყ­ვა. უყოყ­მა­ნოდ, ერ­თგულად, თავ­და­დებ­ულად, ენერ­გიულად, მონ­დო­მებ­ითა და წრფე­ლი გუ­ლით შრო­მობს თა­ვი­სი მოდ­გ­მის სა­კ­ეთ­ილდღ­ეოდ და ცოდ­ვებს უმ­სუ­ბუ­ქებს მათ, გო­ლი­ა­თუ­რი ხე­ლით ანად­გურებს მათ­ში დაბ­უდებულ და­მაბ­რკო­ლე­ბელ აზ­რებ­სა და გვა­როვ­ნუ­ლი უპი­რა­ტესობის რწმე­ნას. ის, შეი­ძლე­ბა, შეუ­ბრა­ლე­ბელ­ია; შეი­ძლე­ბა, მომ­თხოვ­ნია, პატ­ივმოყვა­რეც, მაგ­რამ მი­სი სიმკ­აც­რე იმ ჯარ­ისკ­აცის სიმკ­აც­რეს ჰგავს, რო­მე­ლიც პი­ლიგ­რი­მის ქა­რა­ვანს აპო­ლი­ო­ნის თავ­დას­ხმისგან იცავს; მი­სი მომ­თხოვ­ნელ­ობა _ იმ მო­ცი­ქუ­ლი­სას, რო­მე­ლიც ქრის­ტეს­თ­ვის ღა­ღ­ა­დებს, რო­ცა ამ­ბობს: "ვინც გაჩ­ნდე­ბა ჩემ შემ­დეგ, უარი თქვას თა­ვის თავ­ზე, აიღოს ჯვა­რი და გამ­ომყვეს~. პატ­ივმოყვა­რეო­ბა იმ მა­ღ­ალი სუ­ლის ადამ­ია­ნებ­ისა აქვს, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხა­ვენ პირ­ველ­ობას მი­წი­დან ამა­ღ­ლებ­ულთა შო­რის; რომ­ლე­ბიც იზია­რე­ბენ წა­მებ­ულთა გა­მარ­ჯვე­ბებს; რომ­ლე­ბიც არ­იან მო­წო­დე­ბულ­ნი, რჩე­ულ­ნი და ერ­თ­გულ­ნი.
სენტ-ჯო­ნი უცო­ლოა. არც შეი­რთავს ცოლს. თა­ვი­სი თა­ვი ამ საქ­მეს შეს­წირა. და ეს საქ­მეც და­სასრულს უახ­ლოვდე­ბა. მი­სი დი­დებ­ულების მზე უკ­ვე ჩა­დის, მის­მა უკ­ა­ნა­სკ­ნელ­მა წერ­ილმა ამატ­ირა, მაგ­რამ მა­ინც ნე­ტა­რებით ამავ­სო. ის ელის თა­ვის ჯილ­დოს, გვირ­გ­ვინს, რო­მელ­საც ვე­რავ­ითარი ფუ­ლით ვერ იყი­დი. ვი­ცი, შემ­დეგი წე­რი­ლი უც­ნო­ბის­გან მო­მი­ვა და მაც­ნობებს, რომ ეს ქვე­ლი და ერ­თ­გუ­ლი მსა­ხუ­რი სა­ბო­ლო­ოდ თავ­ისთან მი­იხ­მო უფალ­მა. მაშ, რა­ტომ ვტი­რი? სიკ­ვ­დი­ლის ში­ში ვერ და­აბ­ნე­ლებს სენტ-ჯო­ნის უკ­ა­ნა­სკ­ნელ სა­ათს: მი­სი გო­ნე­ბა ნა­თელი იქ­ნე­ბა, გუ­ლი _ უში­შა­რი, იმე­დი _ ნამ­დ­ვი­ლი, რწმე­ნა _ შეუ­დრე­კ­ელი. ამის საბ­უთია მი­სი სიტყ­ვე­ბი:
_ ჩემ­მა პატ­რონმა, _ მწერ­და ის, _ წი­ნას­წარ გა­მაფ­რთხილა. ყო­ველ­დღე უფ­რო და უფ­რო გა­რკ­ვევით მეს­მის: მა­ლე მო­გევ­ლინები! და ყო­ველ სა­ათს მე­ტი მონ­დო­მე­ბით ვუ­პას­უხებ: "ამინ, აღს­რულდეს ნე­ბა შე­ნი, იესო მაც­ხოვარო!~
დასასრული
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბაზ­რი­დან გა­მო­სულ­მა ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში შე­ირ­ბი­ნა, ლა­მა­ზი ქვე­ბით მო­ფე­ნი­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი აკ­ვა­რი­უ­მი იყი­და და სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის თევ­ზე­ბიც შე­არ­ჩია.
უკ­ვე ის დრო იყო, რო­ცა და­ნაყ­რე­ბულ და შე­ზარ­ხო­შე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცეკ­ვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და.
იმ ღა­მეს თი­კოს ისე ღრმად ეძი­ნა, რომ სიზ­მა­რიც არ უნა­ხავს. შუ­ა­ღა­მი­სას კი იგ­რ­ძ­ნო, რომ


ზუ­ზი მშვი­დად იდ­გა და ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­და ქა­ლის მტრულ გა­მო­ხედ­ვას.


რო­გორც კი მი­რო და ნი­კა გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ, ნატ­კამ და თი­კომ სა­სე­ირ­ნოდ წას­ვ­ლა გა­ნიზ­რა­ხეს.
ამ დროს სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ის ხმა გა­ის­მა და თი­კოს წა­მი­ე­რად გო­ნე­ბა გა­ე­ფან­ტა.
რა­ტომ­ღაც, ზუ­ზის დინ­ჯი, ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა თი­კო­ზე და­მამ­შ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და და ცდი­ლობ­და,


თი­კო ნატ­კას დამ­შ­ვი­დე­ბას შე­ე­ცა­და:
ხან­და­ხან ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აბ­სურ­დულ, სუ­ლის შემ­ხუთ­ველ, მო­საწყე­ნი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბა,
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი