ორი ბი­ლე­თი წალ­კო­ტამ­დე (თავი XXII)
font-large font-small
ორი ბი­ლე­თი წალ­კო­ტამ­დე (თავი XXII)
არა, არ მსურს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა. კი­დევ ერ­თხელ სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლის გა­და­ტა­ნა ბო­ლოს მო­მი­ღებს.
ჰო, მიყ­ვარს და ვგრძნობ, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა კო­კის გა­რე­შე, მაგ­რამ ჯო­ბია, ახ­ლა მეტ­კი­ნოს და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ გა­მი­ა­როს, ვიდ­რე მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა სიმ­წა­რე­ში გა­ვა­ტა­რო. წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ გან­საზღ­ვ­რავს, რა მო­ე­ლის. რო­ცა გგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ხარ და ეს არას­დ­როს დამ­თავ­რ­დე­ბა, სწო­რედ მა­შინ ინ­გ­რე­ვა ხუ­ხუ­ლა­სა­ვით ოც­ნე­ბე­ბი. რო­ცა გგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობ შენ გვერ­დით მყოფ ადა­მი­ანს და ბრმად მი­ენ­დო­ბი, სწო­რედ მა­შინ ავ­ლენს იგი თა­ვის ნამ­დ­ვილ სა­ხეს და გვი­ან ხვდე­ბი, რომ სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბი­ჯი გა­დად­გი.
- რა­ტომ გგო­ნია, რომ გატყუ­ებ? რო­დის მო­მიტყუ­ე­ბი­ხარ? რად­გან ვთქვი, პა­რას­კევს ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი, ესე იგი, ჩა­მო­ვალ. ბო­ლოს და ბო­ლოს, უნ­და ის­წავ­ლო ჩე­მი ნდო­ბა. გინ­და, სა­ერ­თოდ აღარ წა­ვი­დე? - კო­კი თვალს არ მა­ცი­ლებ­და, თით­ქოს ჩე­მი ნა­აზ­რე­ვის წა­კითხ­ვას ცდი­ლობ­სო.
- ჩემ გა­მო დარ­ჩე­ნა არ ღირს.
- არა, ღირს. შენ თუ მეტყ­ვი, ნა­ბიჯ­საც არ გა­დავ­დ­გამ. თუ არ გჯე­რა, მთხო­ვე და დარ­წ­მუნ­დე­ბი.
- და მე­რე შე­ნი მე­გო­ბა­რი?
- შენ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხარ ჩემ­თ­ვის, ვიდ­რე ჩე­მი მე­გო­ბა­რი.
გუ­ლის­ცე­მა უფ­რო გა­მიხ­შირ­და.
- კარ­გად იცი, რომ ამას არ გთხოვ. შენ უნ­და გაფ­რინ­დე. მოვ­რ­ჩეთ ვაჭ­რო­ბას.
- ესე იგი, გე­ვაჭ­რე­ბი? - იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ე­რია ხმა­ში.
- შენ მე­გო­ბარს სჭირ­დე­ბი.
- და შენ არა?
დავ­დუმ­დი. რა უნ­და მეთ­ქ­ვა? არც არა­ფე­რი.
კო­კიმ ამო­იხ­ვ­ნე­შა.
- იცი? შენ გვერ­დით თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს და­ნაღ­მულ მინ­დორ­ზე ვიდ­გე. ერ­თხე­ლაც ვერ გა­მო­ვი­ცა­ნი, რო­გორ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენ­დი ჩემს ამა თუ იმ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე. ერთ დღეს თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, მე­ო­რე დღეს ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თი ხე­ლის მოს­მით აფუ­ჭებ, მა­და­რებ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა და­გინ­გ­რია. ხომ მა­და­რებ? ხომ ეძებ სა­ერ­თო ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს ჩვენ შო­რის? მითხა­რი, მარ­თა­ლი ვარ?
ამის უარ­ყო­ფა არ შე­მეძ­ლო, რად­გან ისე­დაც ნათ­ლად ჩან­და, რომ ვა­და­რებ­დი. კო­კი სუ­ლე­ლი არ იყო და ამას ხვდე­ბო­და. ჰო­და, რო­მელ მა­მა­კაცს მო­ე­წო­ნე­ბო­და ასე­თი შე­და­რე­ბა?
- მას­თან შენ... - და­ვიწყე, მაგ­რამ კო­კიმ არ გა­მაგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა ფრა­ზა, თვი­თონ­ვე და­ამ­თავ­რა:
- რა ხე­ლი მაქვს, არა? შენ რო­გორ ფიქ­რობ? ეს თვე­ე­ბი რა­ტომ ვძვრე­ბო­დი ტყა­ვი­დან? ყო­ველ­დღე ვე­ლო­დი, რო­დის მო­მიყ­ვე­ბო­დი შე­ნი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. იმი­ტომ კი არა, რომ ეს რა­მეს შეც­ვ­ლი­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მცოდ­ნო­და, ისე­თი რა გა­გი­კე­თა, რომ ასე დაგ­თ­რ­გუ­ნა. და რო­ცა ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გი, ვხე­დავ, რომ ჩვენ შო­რის ნაპ­რა­ლი გაჩ­ნ­და, რო­მე­ლიც უფ­რო და უფ­რო ფარ­თოვ­დე­ბა და მა­ლე უფ­ს­კ­რუ­ლად იქ­ცე­ვა. ასეა?
- რა უფ­ს­კ­რუ­ლი?
- უფ­ს­კ­რუ­ლი შენს გუ­ლამ­დე.
- რაც არის, არის. ჩემს გრძნო­ბებ­ში არაფ­რის შეც­ვ­ლა არ შე­მიძ­ლია, - ჩურ­ჩუ­ლით ვთქვი და თა­ვი დავ­ხა­რე, რომ თვალ­ზე მომ­დ­გა­რი ცრემ­ლი და­მე­მა­ლა.
- არა, შე­გიძ­ლია, - ხმა ჩა­ეხ­რინ­წა, - მეც ვი­ტან­ჯე­ბო­დი, რო­ცა მივ­ხ­ვ­დი, რომ შე­მიყ­ვარ­დი. მხო­ლოდ შენ არ შეგ­ში­ნე­ბია, მეც შევ­შინ­დი. პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შემ­დეგ და­ვი­ფი­ცე, რომ არც ერ­თი ქა­ლი არ შე­მეყ­ვა­რე­ბი­ნა. რა­ში მჭირ­დე­ბა ეს სიყ­ვა­რუ­ლი? ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის. ყვე­ლა ქა­ლი ერ­თ­ნა­ი­რია. და საკ­მა­რი­სად ბევ­რია მსურ­ვე­ლი, ჩე­მი წე­სე­ბით ითა­მა­შოს - ყო­ველ­გ­ვა­რი წყე­ნი­სა და სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე. შემ­დეგ კი შენ გა­მოჩ­ნ­დი.
აღა­რაფ­რის თქმა არ შე­მეძ­ლო, უხ­მოდ ვტი­რო­დი. ცრემ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქამ­დე ვი­კა­ვებ­დი, წკა­პაწ­კუ­პით მე­ცე­მო­და ხელ­ზე. მიყ­ვარ­და, გა­ნა არ მიყ­ვარ­და და ეს სიყ­ვა­რუ­ლი არას­დ­როს მოკ­ვ­დე­ბო­და ჩემ­ში. ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი თუ შე­მეძ­ლო. აი, სწო­რედ ამის აღი­ა­რე­ბა მა­ში­ნებ­და. ერ­თხელ უკ­ვე დამ­ღუ­პა ძლი­ერ­მა სიყ­ვა­რულ­მა, ამის გა­მე­ო­რე­ბა კი არ მინ­დო­და. არა, არ უნ­და გა­ი­გოს, რომ მიყ­ვარს. თუ გა­ი­გო, მე­რე უკან ვე­ღარ და­ვი­ხევ, ის ამის უფ­ლე­ბას არ მომ­ცემს.
ორი­ვე­ნი მდუ­მა­რედ ვის­ხე­დით. არ ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ მის და­ძა­ბულ მზე­რას ვგრძნობ­დი.
- ნუ ტი­რი, - ტკი­ვი­ლით სავ­სე ხმით მითხ­რა, - სუ­ლაც არ მინ­დო­და შენ­თ­ვის ხა­სი­ა­თის გა­ფუ­ჭე­ბა. გთხოვ, აღარ იტი­რო.
შუა თი­თის ბა­ლი­შე­ბით თვა­ლე­ბი ამო­ვიწ­მინ­დე და ყა­ვა მოვ­ს­ვი. გა­ცი­ვე­ბუ­ლი­ყო და არ მე­სი­ა­მოვ­ნა, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ სა­ში­ნე­ლი გე­მო ჰქონ­და.
რო­გორც იქ­ნა, ძა­ლა მო­ვიკ­რი­ბე, თა­ვი ავ­წიე და თვა­ლებ­ში შევ­ხე­დე.
- ჩვენ არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა, კო­კი, - აკან­კა­ლე­ბუ­ლი ტუ­ჩე­ბით წარ­მოვ­თ­ქ­ვი, - მე მხო­ლოდ გა­ვა­ფუ­ჭებ ყვე­ლა­ფერს. მე ვერ ვიქ­ნე­ბი ისე­თი, რო­გო­რა­დაც შენ გსურს და­მი­ნა­ხო. შე­ნი ჩემ­და­მი გრძნო­ბა მა­ლე გა­ნელ­დე­ბა. გო­ლამ ჩემ­ში სა­მუ­და­მოდ ჩაკ­ლა სიყ­ვა­რუ­ლის სურ­ვი­ლი.
- ამის არ მჯე­რა, - თა­ვი გა­და­აქ­ნია, - გე­უბ­ნე­ბი, რომ მიყ­ვარ­ხარ, მინ­და ცო­ლად შე­გირ­თო, გა­მი­ჩი­ნო შვი­ლე­ბი და ერ­თად დავ­ბერ­დეთ. მე გო­ლა არ ვარ. მე ვარ მე და სხვა არა­ვინ. რაც შე­მეძ­ლო, შე­ვე­ცა­დე, და­მე­ნახ­ვე­ბი­ნა შენ­თ­ვის, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რო­გო­რი ვარ. ეს რა­ღა­ცას მა­ინც ხომ უნ­და ნიშ­ნავ­დეს შენ­თ­ვის?
მზე­რა ავა­რი­დე, თან გულ­ში ჩემს თავს ვკიცხავ­დი სი­ჯი­უ­ტის­თ­ვის.
- დრო ცო­ტა გვაქვს, და­მაგ­ვი­ან­დე­ბა, - სა­ათ­ზე საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი და­ი­კა­კუ­ნა და შე­მახ­სე­ნა, - თუ შენ ჯერ კი­დევ ვერ გა­და­გიწყ­ვე­ტია, შე­მიძ­ლია დავ­რ­ჩე და შემ­დეგ რე­ისს და­ვე­ლო­დო. პრობ­ლე­მებს არას­დ­როს გავ­ქ­ცე­ვი­ვარ და არც ახ­ლა ვა­პი­რებ. ეს წუ­თე­ბი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თ­ვის, დღეს ჩე­მი ხვა­ლინ­დე­ლი დღე წყდე­ბა.
შევ­კ­რ­თი. ძა­ლა სრუ­ლი­ად გა­მო­მე­ცა­ლა. კო­კი ჩემს გულს ნა­კუ­წე­ბად ფლეთ­და.
- წა­დი... მე­გო­ბა­რი გე­ლო­დე­ბა, - წა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე.
- არ გეს­მის, არა? შენ წარ­მოდ­გე­ნაც არა გაქვს, რამ­დენს ნიშ­ნავ ჩემ­თ­ვის!
- არა მაქვს და არც მინ­და მქონ­დეს. ისე­დაც რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს. აჯო­ბებს, წახ­ვი­დე და მარ­ტო დამ­ტო­ვო. ასე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. გა­ვა დრო და თვი­თო­ნაც მიხ­ვ­დე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს ახ­ლა­ვე უნ­და და­ეს­ვას წერ­ტი­ლი, აქ და ამ­წუ­თას.
რაც უფ­რო მეხ­ვე­წე­ბო­და კო­კი, მით უფ­რო ვრწმუნ­დე­ბო­დი, რომ მე ვი­ყა­ვი მარ­თა­ლი. ჩვენ ერ­თად მო­მა­ვა­ლი არ გვქონ­და.
- არ მინ­და... - ძლივს ამოვ­თ­ქ­ვი, - არ მინ­და შენ­თან.
ნი­კა­პი ამი­წია და და­მაშ­ტერ­და. იმ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი წა­ვი­კითხე მის თვა­ლებ­ში, რომ შე­მაჟ­რ­ჟო­ლა.
- შენ ამას სე­რი­ო­ზუ­ლად არ ამ­ბობ... - ხმა­დაბ­ლა წარ­მოთ­ქ­ვა.
- სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად ვამ­ბობ, - ხაზ­გას­მით მი­ვუ­გე, - შე­ნი წას­ვ­ლის დროა, არ და­გაგ­ვი­ან­დეს.
ხე­ლი ჩა­მო­უშ­ვა და შე­ი­გი­ნა. ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად მეს­მო­და მი­სი გი­ნე­ბა. მე­რე წა­მოდ­გა, ჩე­მო­დანს ხე­ლი და­ავ­ლო და ჰო­ლის­კენ გა­ვარ­და.
ისე წა­ვი­და, არც კი და­მემ­შ­ვი­დო­ბა... წა­ვი­და ჩე­მი სახ­ლი­დან, ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან... წა­ვი­და ისე უჩუმ­რად, რომ კა­რის მო­ხურ­ვის ხმაც კი არ გა­მი­გია.

ვკიცხავ­დი ჩემს თავს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის რომ მე­ში­ნო­და. იმის გა­მო, რომ არ იცი, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა შე­ნი შემ­დ­გო­მი ბე­დი, გა­ნა ღირს კარს მომ­დ­გარ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე უარის თქმა? იქ­ნებ ტყუ­ი­ლად მე­ში­ნია და კი­დევ ერ­თი იმედ­გაც­რუ­ე­ბა არ მე­ლო­დე­ბა? მაგ­რამ სად არის გა­რან­ტია? მკითხა­ო­ბას ხომ არ და­ვიწყებ?
თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი შამ­ფუ­რი­ვით ვწრი­ა­ლებ­დი ლო­გინ­ში ჩემს კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი ვერ მე­პო­ვა.
მარ­ტო­ო­ბა ყვე­ლა­ზე მძაფ­რად მა­შინ შე­ვიგ­რ­ძე­ნი, რო­ცა კო­კი გა­ვი­ცა­ნი. ცდუ­ნე­ბა დი­დი იყო, მის­გა­ნაც რომ ვიგ­რ­ძე­ნი სიმ­პა­თი­ე­ბი. ავ­ყე­ვი კი­დე­ვაც ჩემს გრძნო­ბებს, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც უკან და­ვი­ხიე. მი­სი ხში­რი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა, რო­ცა და­რეკ­ვი­თაც კი არ მაწ­ვ­დენ­და ხმას, ჩე­მი წარ­სუ­ლის შავ ლა­ქას მახ­სე­ნებ­და. ეს იყო მი­ზე­ზი, უარი რომ ვუთხა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე. ვე­რა, ვერ ვუ­საყ­ვე­დუ­რე, სად გა­და­ი­კარ­გე, მთე­ლი ორი კვი­რა რომ არ გა­მოჩ­ნ­დი-მეთ­ქი. არ მინ­დო­და ეფიქ­რა, რომ ჯერ კი­დევ და­უ­ლა­გე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის პი­რო­ბებ­ში პრე­ტენ­ზი­ე­ბი გა­მიჩ­ნ­და. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი დამ­რ­ჩა - სა­კუ­თარ თავს ავუკ­რ­ძა­ლე მას­თან უფ­რო და­ახ­ლო­ე­ბა.
ავუკ­რ­ძა­ლე ფიქ­რიც კი იმა­ზე, რო­გორ ჩა­მი­ხუ­ტებ­და, მო­მე­ფე­რე­ბო­და, სა­ა­ლერ­სო სიტყ­ვებს მეტყო­და...
ავუკ­რ­ძა­ლე ის ლა­მა­ზი ოც­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სი­ყალ­ბედ გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო.

- კი მაგ­რამ, რამ გა­გა­გი­ჟა? სრულ ჭკუ­ა­ზე ხარ? - ისე­თი ხმით შეჰ­კივ­ლა მა­მი­და­ჩემ­მა, რომ შევ­ხ­ტი, - ეს რო­გორ გა­ა­კე­თე?
- აღარ მინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, ლუი. დავ­შორ­დი და მორ­ჩა.
ალუ­ჩის ხე­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ დაწ­ნულ სა­ქა­ნე­ლა­ში ვი­ჯე­ქი და ვცდი­ლობ­დი, გულ­გ­რი­ლი ტო­ნი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. სუს­ხი­ა­ნი მარ­ტი იდ­გა, მაგ­რამ ისე მცხე­ლო­და, თით­ქოს გა­გა­ნია ზაფხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მა­მი­დას თბი­ლი ხა­ლა­თის სა­ყე­ლო აეწია და თუ­თის ხეს მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი გა­მე­ხე­ბუ­ლი მომ­ჩე­რე­ბო­და. არას­დ­როს უყ­ვი­რია ჩემ­თ­ვის, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო.
- ღმერ­თო ჩე­მო, მას ხომ სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­დი, გო­გო! - არ ცხრე­ბო­და ლუი, - ოღონდ არ მითხ­რა, რომ სხვას­თან გა­იქ­ცა, სუ­ლერ­თია, მა­ინც არ და­გი­ჯე­რებ!
- არა, ასე არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, ვი­ლა­პა­რა­კეთ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ ერ­თ­მა­ნეთს არ ვუხ­დე­ბით.
- არ უხ­დე­ბით? რა რო­მან­ში ამო­კითხუ­ლი სიტყ­ვე­ბით მე­ლა­პა­რა­კე­ბი, სულ გა­და­ი­რიე? ორი­ვემ მი­ი­ღეთ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, თუ შენ გა­მო­ი­ჩი­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვა?
რა­მე გაწყე­ნი­ნა? ცუ­დად მო­გექ­ცა? მითხა­რი, არ და­მი­მა­ლო.
- ლუი, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, მას არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია ჩემ­თ­ვის. გე­ფი­ცე­ბი, - მის დარ­წ­მუ­ნე­ბას შე­ვე­ცა­დე, - სხვა ქა­ლი არ ყო­ფი­ლა, და­მი­ჯე­რე. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან შორს შევ­ტო­პე და ეგაა.
- რას ამ­ბობ, ბა­ბი, შემ­თხ­ვე­ვით, ხომ არ...
- არა, არა, ორ­სუ­ლად არ ვარ.
- აბა, რა მოხ­და? არ მითხ­რა, რომ შენ მი­ა­ტო­ვე... რა­ტომ გა­ჩუმ­დი? მარ­თ­ლა ასეა? მი­ა­ტო­ვე კა­ცი, რომ­ლის მსგავ­სი ცხოვ­რე­ბა­ში არ შეგ­ხ­ვედ­რია? მითხა­რი, რომ ასე არ არის! ო, არა... რო­გორც ვატყობ, უკ­ვე ნა­ნობ შენს საქ­ცი­ელს.
- არა­ფერ­საც არ ვნა­ნობ, - გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­მი­და სი­მარ­თ­ლეს ამ­ბობ­და, - ორი­ვეს­თ­ვის ასე სჯობ­და. მას უფ­რო მე­ტი სჭირ­დე­ბო­და, ვიდ­რე მე შე­მეძ­ლო მის­თ­ვის მი­მე­ცა.
- ესე იგი, უბ­რა­ლოდ, სექ­სი გქონ­დათ და მე­ტი არა­ფე­რი?
- არა, სექ­სი არ გვქო­ნია.
- სხვა რა­ღა დარ­ჩა? გთხო­ვა, და­უ­ქორ­წი­ნებ­ლად გეცხოვ­რათ ერ­თად? შენ კი შე­გე­შინ­და, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და­კარ­გავ­დი, ის კი ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბო­და? გო­ლას ვა­რი­ან­ტი მე­ორ­დე­ბო­და?
- არა, ლუი, არა, პი­რი­ქით. მან ცო­ლო­ბა მთხო­ვა.
- ღმერ­თო ჩე­მო! და შენ უარი უთხა­რი? გა­გი­ჟე­ბულ­ხარ და ეგაა.
მივ­ხ­ვ­დი, რომ მა­მი­დას­თან ჩა­მოს­ვ­ლა მთლად კარ­გი იდეა არ გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ჩემს ოთახ­ში შეშ­ლი­ლივით ბოლ­თის ცე­მაც არ იყო უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტი.
- შე­საძ­ლოა, - სიმ­წ­რით გა­ვი­ღი­მე, - კო­კი­მაც ეს მითხ­რა. მთლად მე­გობ­რუ­ლი არ ეთ­ქ­მო­და ჩვენს გან­შო­რე­ბას, - ბო­ლო სიტყ­ვებ­ზე ხმა ამი­კან­კალ­და.
- ოხ, ბავ­შ­ვო, ბავ­შ­ვო! - მა­მი­და ხეს მო­შორ­და, ჩემ წინ მუხ­ლებ­ზე და­ი­ჩო­ქა და მზრუნ­ვე­ლად მომ­ხ­ვია მკლა­ვე­ბი.
ამის ატა­ნა კი ვე­ღარ შევ­ძე­ლი. ემო­ცი­ე­ბის მოზღ­ვა­ვე­ბას ვერ გა­ვუ­ძე­ლი. ისე მწა­რედ ავ­ღ­რი­ალ­დი, რომ სახ­ლი­დან გა­მო­სუ­ლი რო­მა იმ­წამ­ს­ვე უკან შებ­რუნ­და.

იმ ღა­მეს მა­მი­და ჩემ­თან დაწ­ვა. ლა­მის შე­მოგ­ვა­თენ­და. ყვე­ლა­ფე­რს დაწ­ვ­რი­ლე­ბით მო­ვუ­ყე­ვი, თან ვტი­რო­დი. ამ­დე­ნი მა­ში­ნაც არ მი­ტი­რია, გო­ლას­გან რომ წა­მო­ვე­დი.
ბო­ლოს, რო­ცა გუ­ლი მო­ვი­ო­ხე, ცო­ტა­თი მო­მეშ­ვა.
- შენ კარ­გად იცი, რომ გო­ლას ვე­რას­დ­როს ვი­ტან­დი, - თქვა მა­მი­დამ, - სა­ნამ მას­თან ცხოვ­რობ­დი, სულ ერ­თხელ გნა­ხე. არც შენ მო­დი­ო­და ჩვენ­თან, სულ იმის ში­ში გქონ­და, ვა­ი­თუ, შინ არ დავ­ხ­ვ­დე, რო­ცა დაბ­რუნ­დე­ბაო. ის კი, კაც­მა არ იცო­და, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბო­და. მის გარ­და ქვე­ყა­ნა­ზე არა­ვინ გახ­სოვ­და. კო­კი სა­ერ­თოდ არ ჰგავს მას. შენც ხომ იცი, რომ ასეა? დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გულს არას­დ­როს გატ­კენს. აი, მჯე­რა ამის და მომ­კა­ლი თუ გინ­და.
- ვი­ცი, - ამო­ოხ­ვ­რით მი­ვუ­გე, - მაგ­რამ ისე მე­ში­ნია გათხო­ვე­ბის, რომ გა­რის­კ­ვის მე­ში­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ მინ­და, ავ­კ­რი­ფო მი­სი ნო­მე­რი, და­ვუ­რე­კო და ვუთხ­რა, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი, მა­ინც რა­ღაც მა­ჩე­რებს.
- იქ­ნებ და­ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე გეცხოვ­რათ ცო­ტა ხანს? ახ­ლა ეს ხომ იცი, არა­ვის უკ­ვირს. თა­ნაც, ერ­თხელ უკ­ვე...
- და ამას მე­უბ­ნე­ბი შენ, ტრა­დი­ცი­ე­ბის ყვე­ლა­ზე თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი დამ­ც­ვე­ლი? - ღი­მი­ლი მო­მე­რია, - საქ­მე და­ქორ­წი­ნე­ბას ან და­უ­ქორ­წი­ნებ­ლო­ბას არ ეხე­ბა, ლუი. უბ­რა­ლოდ, მან არ უნ­და გა­ი­გოს, რამ­დე­ნად ძლი­ე­რად მიყ­ვარს. მარ­თა­ლი ხარ, იგი სა­ერ­თოდ არ ჰგავს გო­ლას, მაგ­რამ მე­ში­ნია. რო­ცა გა­ი­გებს, რო­გორ მიყ­ვარს, ვა­ი­თუ, შე­იც­ვა­ლოს. ოჰ, არ ვი­ცი, რა ვთქვა. ვი­ცი მხო­ლოდ ის, რომ სა­შინ­ლად შე­ში­ნე­ბუ­ლი ვარ.
- ეს გა­ში­ნებს და მარ­ტო­ო­ბა არა? - ხმა­დაბ­ლა მკითხა, - არ მი­პა­სუ­ხო, უბ­რა­ლოდ, და­ფიქ­რ­დი ამა­ზე.

დავ­ფიქ­რ­დი. ვფიქ­რობ­დი მთე­ლი ღა­მე, მე­ო­რე დღე, ვფიქ­რობ­დი გზა­ში, რო­ცა ლუ­ის­გან წა­მო­ვე­დი, სახ­ლ­შიც, სამ­სა­ხურ­შიც, დღეც და ღა­მეც. ვფიქ­რობ­დი მა­ში­ნაც, ვან­დიმ რომ გამ­კიცხა. მა­ში­ნაც, რო­ცა თავ­ს­ხ­მა წვი­მა­ში ფრთა­მო­ტე­ხი­ლი ჩი­ტი­ვით მივ­ლას­ლა­სებ­დი სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლ­ში უმან­ქა­ნოდ, უქოლ­გოდ, უქუ­დოდ...
და აი, რო­გორც იქ­ნა, და­ვი­და ჩე­მამ­დე, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ვის­პე ბედ­ნი­ე­რე­ბა.
იმან, რაც ჩა­ვი­დი­ნე, გო­ლას­გან მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლიც კი გა­და­ფა­რა. გა­ვაგ­დე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­და. გო­ლა ხომ დი­დი ხა­ნია, წა­ვი­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან, ჩე­მი გუ­ლი­დან, ჩე­მი სამ­ყა­რო­დან. რა­ტომ უნ­და გა­ვამ­წა­რე­ბი­ნო ძველ ტკი­ვილს ჩე­მი მო­მა­ვა­ლი?
მა­მი­და მარ­თა­ლი იყო. კო­კი სა­ერ­თოდ არ ჰგავ­და გო­ლას. ის სულ სხვა­ნა­ი­რი იყო - გულ­წ­რ­ფე­ლი, პირ­და­პი­რი... ჩემს ყო­ფილს ამ თვი­სე­ბე­ბის ნა­ტა­მა­ლიც კი არ გა­აჩ­ნ­და. იგი არა­რა­ო­ბა იყო, არა­რა­ო­ბა მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცის ნიღ­ბით. და ამის­თა­ნა არა­რა­ო­ბას სურ­და და­ვერ­წ­მუ­ნე­ბი­ნე, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ში­ში და ძა­ლა­დო­ბაა.
სა­წოლ­ში წა­მოვ­ჯე­ქი და ბრა ავან­თე. რა სუ­ლე­ლი ვყო­ფილ­ვარ! ეს რა ჩა­ვი­დი­ნე!
ღა­მის პე­რან­გ­ზე ხა­ლა­თი მო­ვის­ხი და ყა­ვის მო­სა­დუ­ღებ­ლად სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ვა­შუ­რე. რა­ტომ არ მე­ყო სი­მა­მა­ცე, მეთ­ქ­ვა, მიყ­ვარ­ხარ-მეთ­ქი? ერ­თხე­ლაც არ და­მი­რე­კა და არც ვამ­ტყუ­ნებ. და­ი­ღა­ლა. ჩე­მი მერ­ყე­ო­ბით და­ი­ღა­ლა. რა­ღა მეშ­ვე­ლე­ბა აწი? რო­გორ გავ­ძ­ლებ მის გა­რე­შე?
იმის გა­ფიქ­რე­ბაც კი, რომ ჩემ მა­გივ­რად სხვა ქა­ლებს შეხ­ვ­დე­ბო­და, თავ­ზარს მცემ­და. თავ­ზარს მცემ­და თუნ­დაც ის, რომ იგი სხვას შე­ირ­თავ­და, ის სხვა გა­უ­ჩენ­და შვი­ლებს და სა­მა­გა­ლი­თო ცო­ლო­ბას გა­უ­წევ­და.
გამ­წა­რე­ბულ­მა ამო­ვიკ­ვ­ნე­სე და თა­ვი ხე­ლებ­ში ჩავ­რ­გე.
ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ­ქ­ვეყ­ნად მის გვერ­დით ყოფ­ნა მინ­დო­და. ახ­ლა რა გა­ვა­კე­თო? ისე ცუ­დად დავ­შორ­დი, რომ არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, სა­მუ­და­მოდ აიც­რუ­ოს გუ­ლი ჩემ­ზე. ქაფ­ქა­ფა ყა­ვა მოვ­ს­ვი. ტუ­ჩე­ბი და­მეწ­ვა.
არა, ასე მა­ლე ვერ და­მი­ვიწყებს. თუ მარ­თ­ლა ვუყ­ვარ­ვარ, ისე­თი უნ­და ვუყ­ვარ­დე, რო­გო­რიც ვარ - ყვე­ლა ჩე­მი პრობ­ლე­მით და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბით. ის ასე­თია, ის არ ჰგავს იმ მა­მა­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხ­ვედ­რია. უნ­და ვენ­დო, სხვა­ნა­ი­რად მას­თან კი არა, სა­ერ­თოდ არ მექ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი. არა­და, რო­გორ მინ­და მის გვერ­დით ყოფ­ნა... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.
ახ­ლა­ღა შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ ოთახ­ში წინ და უკან დავ­დი­ო­დი, თით­ქოს ნა­ბი­ჯე­ბით სამ­ზა­რე­უ­ლოს ვზო­მავ­დი. შევ­ჩერ­დი. სხე­უ­ლი ერ­თი­ა­ნად მქონ­და და­ჭი­მუ­ლი.
კვლავ ლო­გინ­ში შევ­წე­ქი, მაგ­რამ თვა­ლი ვერ მოვ­ხუ­ჭე. პა­რას­კე­ვი თენ­დე­ბა. ნე­ტავ რო­მელ სა­ათ­ზე უნ­და ჩა­მოფ­რინ­დეს? რო­გორც კი გა­თენ­დე­ბა, დავ­რე­კავ გე­დის­თან და გა­ვი­გებ, მე­რე კი გა­ვიქ­ცე­ვი და დავ­ხ­ვ­დე­ბი. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ ოდ­ნავ და­მამ­შ­ვი­და. ახ­ლა მხო­ლოდ ის მინ­დო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა, მა­ლე გა­თე­ნე­ბუ­ლი­ყო.
ეს ღა­მე ყვე­ლა­ზე გრძე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში...

გა­თე­ნე­ბუ­ლიც არ იყო, რომ ავ­დე­ქი. ვი­ბა­ნა­ვე, თმა ფე­ნით და­ვი­ვარ­ცხ­ნე და რო­ცა სა­ბო­ლო­ოდ მო­ვი­წეს­რი­გე თა­ვი, ვან­დის და­ვუ­რე­კე, დღეს შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ვი­დე სამ­სა­ხურ­ში და მა­მა­შენ­თან საქ­მე რო­გორ­მე მო­მიგ­ვა­რე-მეთ­ქი. თან ჩქარ-ჩქა­რა ავუხ­სე­ნი, რაც მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მე­რე კი გე­დის ნო­მე­რი ავ­კ­რი­ფე.
მივ­ხ­ვ­დი, რომ ზედ­მე­ტად ად­რე მო­მი­ვი­და, მა­მა­კაცს ნამ­ძი­ნა­რე­ვი ხმა ჰქონ­და.
- ბა­ტო­ნო გე­დი, დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, - შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი მი­ვე­სალ­მე.
- ბარ­ბა­რე, თქვენ ხართ? ხომ მშვი­დო­ბაა?
- დი­ახ, დი­ახ, ბო­დიშს გიხ­დით, ასე ად­რე რომ გა­წუ­ხებთ, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და. შე­მე­შინ­და, არ და­მაგ­ვი­ან­დეს-მეთ­ქი. ხომ არ იცით, კო­კი რო­მელ სა­ათ­ზე უნ­და ჩა­მოფ­რინ­დეს?
- კო­კი? - ისე­თი ტო­ნით მკითხა, თით­ქოს ვერ გა­იხ­სე­ნა, ვის­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, - ა, კი, რო­გორ არა, ექვს სა­ათ­ზე, სა­ღა­მოს ექვს სა­ათ­ზე, ოღონდ დღეს არა, ხვალ სა­ღა­მოს.
- ხვალ სა­ღა­მოს? მე რო­გორც ვი­ცი, დღეს...
- ჰო, ეგ­რე გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ მთე­ლი რი­გი პრობ­ლე­მე­ბი შეხ­ვ­და. ლექ­სოს სი­ა­რუ­ლი ჯერ არ შე­უძ­ლია, რად­გან და­ცე­მი­სას მუხ­ლი მო­ი­ტე­ხა, ამი­ტომ ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლის ყიდ­ვა გახ­და სა­ჭი­რო, ამან საქ­მე გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა. თუმ­ცა, უკ­ვე მო­აგ­ვა­რა ეს სა­კითხი და ამა­ღამ წა­მოვ­ლენ. ხვალ აქ იქ­ნე­ბი­ან.
- კი მაგ­რამ, ინ­სულ­ტ­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ამ­ხე­ლა გზა­ზე მგზავ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა? - შევ­შ­ფოთ­დი.
- ინ­სულ­ტი არა, მიკ­რო­ინ­ფარ­ქ­ტი ყო­ფი­ლა, ამი­ტომ სა­ში­ში არა­ფე­რია. მეც არ მინ­დო­და ჯერ წა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ხომ იცი, ახ­ლა­ხან და­ქორ­წინ­და და მი­სი მე­უღ­ლე გიჟს ჰგავს, ის­ტე­რი­კა­შია, ან წა­მიყ­ვა­ნეთ, ან ჩა­მო­მიყ­ვა­ნე­თო, - ტე­ლე­ფონ­ში მა­მა­კა­ცის ხრინ­წი­ა­ნი სი­ცი­ლი გა­ის­მა.
- თქვენ აპი­რებთ აერო­პორ­ტ­ში დახ­ვედ­რას? - მო­რი­დე­ბით ვკითხე. ცო­ტა არ იყოს, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და აერო­პორ­ტ­ში მარ­ტოს მის­ვ­ლა, რად­გან მათ ლექ­სოს ოჯა­ხის წევ­რე­ბიც დახ­ვ­დე­ბოდ­ნენ. უფ­რო კი იმის მე­ში­ნო­და, რო­გორ შეხ­ვ­დე­ბო­და კო­კი ჩემს გა­მო­ჩე­ნას. თუ გე­დის­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დი, სი­ტუ­ა­ცია ცო­ტა­თი მა­ინც გა­ნი­მუხ­ტე­ბო­და.
- მე თბი­ლის­ში არ ვარ, ქუ­თა­ის­ში ვარ, ბა­ბი, ზე­გამ­დე ვერ ჩა­მო­ვალ.
- გა­სა­გე­ბია... დი­დი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო კო­კი.
- არაფ­რის, ჩე­მო კარ­გო და ისა... ჩვენ­თან რო­დის გა­მოხ­ვალთ? მინ­და, ფირ­მის საქ­მე­ე­ბი გა­გაც­ნოთ, საქ­მის კურ­ს­ში ჩა­გა­ყე­ნოთ და შე­ვუდ­გეთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას.
- ორ­შა­ბათს და­გი­რე­კავთ ამ სა­კითხ­ზე, ბა­ტო­ნო გე­დი, და შეგ­ხ­ვ­დე­ბით.
- ძა­ლი­ან კარ­გი. ორ­შა­ბათს ნამ­დ­ვი­ლად თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი.
ესეც ასე. რად­გან დღეს არ მი­წევს აერო­პორ­ტ­ში გა­ვარ­დ­ნა, სამ­სა­ხურ­ში წა­ვალ, ტყუ­ი­ლად რა­ტომ გა­ვაც­დი­ნო სა­მუ­შაო, რო­ცა საქ­მე თავ­ზე მაყ­რია? კვლავ შე­ვეხ­მი­ა­ნე ვან­დის და ვუთხა­რი, ფრე­ნა გა­და­ი­დო და აღარ მივ­დი­ვარ აერო­პორ­ტ­ში, სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ვალ-მეთ­ქი.
ის იყო, სახ­ლი­დან უნ­და გავ­სუ­ლი­ყა­ვი, რომ უეც­რად თავ­ში ახალ­მა აზ­რ­მა გა­მირ­ბი­ნა. ისევ გე­დის და­ვუ­რე­კე.
- ბა­ტო­ნო გე­დი, ბო­დი­ში, კი­დევ რომ გა­წუ­ხებთ... ხომ არ იცით, რა ნო­მერ­ზე და­ვუ­კავ­შირ­დე კო­კის? ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია?
- რა თქმა უნ­და, რა თქმა უნ­და, - წა­ი­ბურ­ტყუ­ნა აშ­კა­რად უკ­მა­ყო­ფი­ლომ იმით, რომ დი­ლის ტკბი­ლი ძი­ლი და­უფ­რ­თხეს და მცი­რე­ო­დე­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ნომ­რის კარ­ნახს შე­უდ­გა.
ნაჩ­ქა­რე­ვად ჩა­ვი­წე­რე ნო­მე­რი და ბა­ტონ გე­დის, ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ მო­ვუ­ხა­დე ბო­დი­ში შექ­მ­ნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თ­ვის...

გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
19.02.2017
მაგარია,და საინტერესო....გელოდებიტ
ლელა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბაზ­რი­დან გა­მო­სულ­მა ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში შე­ირ­ბი­ნა, ლა­მა­ზი ქვე­ბით მო­ფე­ნი­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი აკ­ვა­რი­უ­მი იყი­და და სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის თევ­ზე­ბიც შე­არ­ჩია.
უკ­ვე ის დრო იყო, რო­ცა და­ნაყ­რე­ბულ და შე­ზარ­ხო­შე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცეკ­ვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და.
იმ ღა­მეს თი­კოს ისე ღრმად ეძი­ნა, რომ სიზ­მა­რიც არ უნა­ხავს. შუ­ა­ღა­მი­სას კი იგ­რ­ძ­ნო, რომ


ზუ­ზი მშვი­დად იდ­გა და ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­და ქა­ლის მტრულ გა­მო­ხედ­ვას.


რო­გორც კი მი­რო და ნი­კა გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ, ნატ­კამ და თი­კომ სა­სე­ირ­ნოდ წას­ვ­ლა გა­ნიზ­რა­ხეს.
ამ დროს სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ის ხმა გა­ის­მა და თი­კოს წა­მი­ე­რად გო­ნე­ბა გა­ე­ფან­ტა.
რა­ტომ­ღაც, ზუ­ზის დინ­ჯი, ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა თი­კო­ზე და­მამ­შ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და და ცდი­ლობ­და,


თი­კო ნატ­კას დამ­შ­ვი­დე­ბას შე­ე­ცა­და:
ხან­და­ხან ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აბ­სურ­დულ, სუ­ლის შემ­ხუთ­ველ, მო­საწყე­ნი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბა,
კვირის სიახლეები
"ეს მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან, სხვა ვერ შემამჩნევს" - თათია დოლიძის წარმატების ფორმულა, რისკი, რომანტიზმი და ახალი გამოწვევები

"საკუთარ თავს ყოველთვის შთავაგონებ და შედეგს ბრძოლით ვაღწევ"

"საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, თავს ყოველთვის მეტის უფლებას ვაძლევ"

2 კომენტარი
"ექსპერტები დამნაშავეზე ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ ვართ"  -  როგორ იხსნება დანაშაულები?

"ხსნარების საშუალებით ანაბეჭდების ამოღება წვიმიან ამინდშიც შეგვიძლია"


1 კომენტარი
სავსე დარბაზისთვის არც შეუხედავს - რა ხდებოდა დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალერინას სასამართლო პროცესზე?

"თურმე ეუბნებოდნენ, - სახლიდან წადი, ჩემი შვილი არა ხარ, თავი მოგვაბეზრეო..."


1 კომენტარი
ვინ იყო ლეო ესა­კია და რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა მას მთავ­რო­ბა­ში
"ბა­ში-აჩუ­კი" მო­ხე­ლეს უზო­მოდ მო­ე­წო­ნა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე

0 კომენტარი
"ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, სულ ლურჯას როლში ვიყავი" რატომ არ ისურვა მსახიობობა "სოფომ", ფილმიდან - "მაგდანას ლურჯა"
"ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი"

3 კომენტარი
თბილისელი ბოშას ელიტური ცხოვრება
"ერთ ბინაში გაჩერება დიდხანს არ შემიძლია"

4 კომენტარი
რას ვჭამთ?!
ცოლს რომ არ გა­ე­წი­რა თა­ვი და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არ გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, ალ­ბათ, ოჯა­ხიც და­ენ­გ­რე­ო­და და თა­ვიც მო­საკ­ლა­ვი გა­უხ­დე­ბო­და

ერ­თი ახ­ლო­ბე­ლი მყავს - და­თო, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ერთი დღე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან
ცენტრში გვითხრეს, რომ ყველაზე დიდი ნაკადი ზამთარში შემოდის, როდესაც ცივა.

1 კომენტარი
პო­ლი­ცი­ის მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი
"15 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა პირ­ველ "საქ­მე­ზე" გავ­ყე­ვი ბი­ჭებს"

4 კომენტარი
"ხში­რად მი­წევს ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც" - ქმარ­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბა­ვი
ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ რომ მითხ­რა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემ შე­სა­ხე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ რა­მე
8 კომენტარი