თა­მა­ში მზეს­თან (თავი VIII)
font-large font-small
თა­მა­ში მზეს­თან (თავი VIII)
უკ­ვე ის დრო იყო, რო­ცა და­ნაყ­რე­ბულ და შე­ზარ­ხო­შე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცეკ­ვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და.
თი­კო­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცეკ­ვა, სკო­ლა­შიც და­დი­ო­და ცეკ­ვის წრე­ზე და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­შიც არ შე­უწყ­ვე­ტია. ახ­ლაც სა­ღერ­ღე­ლი აეშა­ლა, ისე მო­უნ­და დაბ­ზ­რი­ა­ლე­ბა. მარ­თ­ლაც, ყვე­ლას­თან იცეკ­ვა, ზუ­ზის გარ­და. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მაც, თა­ვის მხრივ, თით­ქ­მის დარ­ბაზ­ში მყო­ფი ყვე­ლა ქა­ლი გა­მო­იწ­ვია, თი­კოს გარ­და.
ქალს მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რი სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნის­კენ ჰქონ­და მიპყ­რო­ბი­ლი და შე­ფარ­ვით ზვე­რავ­და, ვის­თან ცეკ­ვავ­და ზუ­ზი და რო­გორ ერ­გე­ბო­და პარ­ტ­ნი­ორს. რა­ღაც ამ­ძი­მებ­და, გუ­ლი თით­ქოს დარ­ტყ­მებს შო­რის პა­უ­ზას აჭი­ა­ნუ­რებ­და.
შე­იძ­ლე­ბა ამ აღელ­ვე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ძა­ლი­ან დას­ცხა, შუბ­ლი­დან ოფ­ლის წვე­თე­ბი ჩა­მო­უ­ვი­და. ად­გა და თა­ვის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად ტუ­ა­ლეტ­ში გა­ვი­და. თმა და­ი­ვარ­ცხ­ნა, ოფ­ლი მო­იწ­მინ­და, ტუ­ჩებ­ზე პო­მა­და გა­და­ის­ვა და ის-ის იყო, ოთა­ხი­დან გა­მოს­ვ­ლა და­ა­პი­რა, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­შე­ლი შე­მო­გოგ­მან­და. ისიც სარ­კეს­თან მი­ვი­და, მა­კი­ა­ჟი შე­ი­ლა­მა­ზა და უეც­რად თი­კოს მი­უტ­რი­ალ­და.
_ თი­კო, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გკითხოთ? _ ინ­გ­ლი­სუ­რად შე­ე­კითხა.
_ რა თქმა უნ­და, _ ინ­გ­ლი­სუ­რად­ვე მი­უ­გო თი­კომ, რა­მაც სტუ­მა­რი გო­გო­ნა და­აბ­ნია.
თი­კო გა­ა­ღი­მა მის­მა გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბამ. ალ­ბათ იფიქ­რა, ინ­გ­ლი­სუ­რი არ მე­ცო­დი­ნე­ბო­და და პი­რი­ქით, მე და­მაბ­ნევ­დაო, გა­ი­ფიქ­რა ქალ­მა და ასე, ღი­მილ­მო­რე­უ­ლი მი­ა­ჩერ­და.
_ დი­დი ხა­ნია, ზუ­ზის იც­ნობთ?
_ არა, _ მოკ­ლედ მო­უჭ­რა თი­კომ და კა­რის სა­ხე­ლუ­რი გა­დას­წია, მაგ­რამ შემ­დეგ­მა შე­კითხ­ვამ შე­ა­ჩე­რა.
_ მა­რის თუ შეხ­ვედ­რი­ხართ? მი­როს ძმის ცოლს? ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზიაო.
_ არა, არას­დ­როს მი­ნა­ხავს, _ ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მი­უ­გო.
_ რა სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და, არა? ბავ­შ­ვი სა­შინ­ლად მე­ცო­დე­ბა.
_ ჰო. _ კვლავ ლა­კო­ნი­უ­რად წარ­მოთ­ქ­ვა თი­კომ. ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე ჩა­ეხ­შო ის უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რა­საც ამ თით­ქ­მის ბავ­შ­ვის, გა­თა­მა­მე­ბუ­ლი და ქედ­მა­ღა­ლი უცხო­ე­ლი­სად­მი გრძნობ­და. მიხ­ვ­და, რომ მი­შელ­მა მხო­ლოდ იმი­ტომ წა­მო­იწყო სა­უ­ბა­რი, რომ თა­ვი­სი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, აბა, რას წარ­მო­იდ­გენ­და მი­შე­ლი, რა ცეცხ­ლიც ტრი­ა­ლებ­და თი­კოს გულ­ში. მას მე­ტო­ქედ არც კი მი­იჩ­ნევ­და. აი, ლა­მა­ზი, გა­მოც­დი­ლი მა­რი კი აინ­ტე­რე­სებ­და და აფიქ­რებ­და.
_ რო­გორ ფიქ­რობთ, ზუ­ზი ხომ სა­ო­ცა­რი მა­მა­კა­ცია? იცით, რო­გორ მომ­წონს? რა გა­რეგ­ნო­ბა აქვს, რო­გო­რი ღი­მი­ლი, რო­მა­უ­ლი სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბი... იტა­ლი­ე­ლებ­ზე ვა­ფა­ნა­ტებ. მე თვი­თონ ფრან­გი ვარ, მაგ­რამ ფრან­გი მა­მა­კა­ცე­ბი არ მხიბ­ლავს, _ კეკ­ლუ­ცად გა­ი­ღი­მა, _ აი, ზუ­ზი კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გია. ქარ­თ­ვე­ლი კა­ცე­ბი იტა­ლი­ე­ლებს მა­გო­ნე­ბენ გა­რეგ­ნო­ბი­თაც და ტემ­პე­რა­მენ­ტი­თაც. ამას­თან, ზუ­ზი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დე­ლი­კა­ტუ­რი. ამას წი­ნათ დე­და­მი­სის ნა­ხა­ტე­ბი და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. გა­ვი­გე, რომ ისიც ულა­მა­ზე­სი ქა­ლი ყო­ფი­ლა, _ მი­შელ­მა თა­ვი­სი უემო­ციო ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი თი­კოს მი­აშ­ტე­რა, ახედ-და­ხე­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­კითხ­ვა და­უს­ვა:
_ თქვენ გყავთ ბო­იფ­რენ­დი? _ შემ­დეგ გა­ი­ცი­ნა და გა­აგ­რ­ძე­ლა, _ რა სუ­ლე­ლი ვარ, რომ გე­კითხე­ბით. სულ არ გეტყო­ბათ, რომ ვინ­მე გყავთ. და ალ­ბათ არც გათხო­ვი­ლი უნ­და იყოთ, რად­გან ბე­ჭედს არ ატა­რებთ.
_ ჰო-ო? _ ისე­თი ტო­ნით მი­უ­გო თი­კომ, რომ უნ­დო­და, მი­შე­ლი და­ეჭ­ვე­ბუ­ლი­ყო. მე­რე კა­რი გა­ა­ღო და სწრა­ფად გა­ვი­და. ამ მე­ტი­ჩა­რა ფრანგ ამე­რი­კელ­თან რა საქ­მე ჰქონ­და? თი­კოს­თან ახ­ლო­საც ვერ მო­ვი­დო­და. მას­თან სა­უბ­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბა აღარ შე­ეძ­ლო.
ესეც ასე. ზუ­ზიმ ხომ უთხ­რა, დე­და­ჩე­მის ნა­მუ­შევ­რებს ყვე­ლას არ ვა­ნახ­ვე­ბო. მი­შე­ლი ხომ გა­მო­არ­ჩია? ნე­ტავ რა­ტომ? რა ნა­ხა ამ გო­გო­ში ისე­თი, რომ სუ­რა­თე­ბის ნახ­ვის ნე­ბა დარ­თო? რა გა­მოც­ნო­ბა მა­გას უნ­და? ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კელ­მა მი­სი გუ­ლი დაპყ­რო. და მე­რე თი­კოს რა? რა მი­სი საქ­მეა, ზუ­ზი ვის შე­იყ­ვა­რებს? იქ­ნებ უკ­ვე მი­სი საქ­მეა? ნუ­თუ და­ერ­ხა? ნუ­თუ კი­დევ ერ­თხე­ლაა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი? არა, ღმერ­თ­მა და­ი­ფა­როს! კი­დევ ერ­თხელ იმედ­გაც­რუ­ე­ბა გას­რესს. ზუ­ზი­ზე ყუ­რადღე­ბის გა­და­ტა­ნა მხო­ლოდ იმი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა, რომ ძვე­ლი იარა უფ­რო იოლად მო­ი­შუ­შოს.
რო­გორც კი დარ­ბაზ­ში დაბ­რუნ­და და თა­ვის ად­გილს მი­უ­ახ­ლოვ­და, ზუ­ზი შე­ე­გე­ბა და სა­ცეკ­ვა­ოდ გა­იწ­ვია.
ოჰ, რა­ღაც და­ე­მარ­თა, ზუ­ზიმ წელ­ზე ხე­ლი რომ შე­მოხ­ვია. ტან­გოს მე­ლო­დია იყო, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ვნე­ბი­ა­ნი ცეკ­ვის. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თი­კო ასე მი­იჩ­ნევ­და. თავ­ში უნე­ბუ­რად წა­მო­უ­ტივ­ტივ­და ერ­თი მი­სი მე­გობ­რის ლექ­სის სტრი­ქო­ნე­ბი: `თე­ძო­დან სხვა თე­ძო­ზე ხე­ლი... სხვა ში­ფონ­მოს­ხ­მუ­ლი ტან­გო... ჩვენ კი ვაგ­რ­ძე­ლებთ მზე­რით ცეკ­ვას ერ­თად და მარ­ტო~... ამის გა­ფიქ­რე­ბა და ჟრუ­ან­ტე­ლის დავ­ლა ერ­თი იყო. თით­ქოს ჰა­ე­რი ამო­უშ­ვა ფილ­ტ­ვე­ბი­დან, ღრმად ამო­ი­სუნ­თ­ქა, მა­მა­კაცს ხელ­ში ხე­ლი ჩას­ჭი­და, მე­ო­რე მხარ­ზე და­ა­დო, თა­ვი ილე­თის სა­პა­სუ­ხოდ და­ი­ჭი­რა და დატ­რი­ალ­და... ზუ­ზი­მაც მა­შინ­ვე აუღო ალ­ღო, ისე აბ­ზ­რი­ა­ლებ­და ქალს, თით­ქოს იატაკ­ზე ფეხს არც ად­გ­მე­ვი­ნებ­და. ისე ზუს­ტად ას­რუ­ლებ­დ­ნენ სვლებს, გე­გო­ნე­ბო­დათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად ცეკ­ვა­ში გა­უ­ტა­რე­ბი­ა­თო. თი­კო ლა­ღად მიჰ­ყ­ვე­ბო­და მუ­სი­კის რიტმს და არა მარ­ტო სხე­უ­ლი, მი­სი გუ­ლიც, მკერ­დიც და სუ­ლიც კი მის ტემ­პ­ში, მას­თან ერ­თად ცეკ­ვავ­და.
ორი­ვე­ნი დუმ­დ­ნენ. თი­კო ში­შით ვერ იღებ­და ხმას, რომ ამ ზღაპ­რუ­ლი წუ­თე­ბის იდი­ლია არ და­ერ­ღ­ვია. თით­ქოს სხვა­გან იმ­ყო­ფე­ბო­და, სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, ირ­გ­ვ­ლივ ვე­რა­ფერს და ვე­რა­ვის ამ­ჩ­ნევ­და...
რო­ცა ცეკ­ვა დას­რულ­და, ღაწ­ვებ­შე­ფაკ­ლუ­ლი ცი­დან მი­წა­ზე და­ეშ­ვა.
_ გმად­ლობთ. _ წა­ი­ჩურ­ჩუ­ლა კმა­ყო­ფი­ლე­ბით სავ­სემ და თვა­ლე­ბი და­ხა­რა, მა­მა­კა­ცის მზე­რას რომ არ შეჰ­ფე­თე­ბო­და. გუ­ლი ისევ ისე ძა­ლუ­მად უძ­გერ­და და უკან და­ი­ხია, თა­ვი არ გავ­ცეო. სწო­რედ ამ დროს კარ­ში მდგა­რი მი­შე­ლი შე­ამ­ჩ­ნია.
_ რა სა­ოც­რად ცეკ­ვავ, _ ზუ­ზის ხმა­ში სა­ჭი­რო­ზე მე­ტი ინ­ტი­მუ­რო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, _ ერ­თიც ხომ არ გვე­ცეკ­ვა? _ ოდ­ნავ და­წე­უ­ლი ხმით შე­ე­კითხა.
თვი­თო­ნაც გა­უკ­ვირ­და, უარი რომ უთხ­რა, მარ­თ­ლა აღარ უნ­დო­და მეტ­ჯერ ცეკ­ვა. ვერ მიხ­ვ­და, მი­შე­ლის გა­მო­ჩე­ნამ იმოქ­მე­და მას­ზე, თუ სურ­და, ზუ­ზი ამ ერ­თი ცეკ­ვით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ერ­თიც იყო და მე­ო­რეც. გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ე­ლის და­ნახ­ვა არ ესი­ა­მოვ­ნა, მის­მა გა­მო­ჩე­ნამ თი­კოს ყვე­ლა ფიქ­რი და ოც­ნე­ბა, რომ­ლი­თაც წა­მე­ბის წინ მეცხ­რე ცა­ზე დაფ­რი­ნავ­და, მსწრაფლ და­ამ­ს­ხ­ვ­რია.
_ უარს მე­უბ­ნე­ბით? რა­ტომ? გე­ში­ნი­ათ, რომ სას­წა­უ­ლი აღარ გან­მე­ორ­დე­ბა? _ მა­მა­კა­ცი ისევ და ისევ ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ფორ­მით მი­მარ­თავ­და, არამც და არამც არ უშ­ვებ­და ახ­ლოს იმ დღის მე­რე.
_ შემ­დეგ ცეკ­ვას მი­შე­ლი ელო­დე­ბა, _ ირი­ბად ახე­და და მა­მა­კაცს ნიშ­ნის მომ­გე­ბი მზე­რა მი­აპყ­რო.
_ ეს ეჭ­ვი­ა­ნო­ბაა? _ წარ­ბე­ბის აწე­ვით იკითხა ზუ­ზიმ და მა­ჯა­ში მძლავ­რად ჩა­ავ­ლო ხე­ლი.
_ ეს გაფ­რ­თხი­ლე­ბაა.
_ მე მაფ­რ­თხი­ლებთ? რა­ღაც ვერ გა­ვი­გე, მგო­ნი, _ გან­ც­ვიფ­რე­ბის­გან დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბი უფ­რო გა­უ­ფარ­თოვ­და მა­მა­კაცს.
_ არა, გაფ­რ­თხი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­სა­მარ­თით. ის შუ­შა, რო­მელ­საც ფე­ხი მინ­და და­ვად­გა, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა თურ­მე და მე­ში­ნია, თა­ვი არ და­მა­კარ­გ­ვი­ნოს. _ ხურ­დად თა­ვი­სი­ვე სიტყ­ვე­ბი და­უბ­რუ­ნა თი­კომ, რო­მე­ლიც მა­მა­კაც­მა შუ­ადღეს, სხვა სას­ტუმ­რო­ში და სხვა სუფ­რას­თან ნატ­კას უთხ­რა.
ზუ­ზიმ ჩა­იფხუ­კუ­ნა.
_ ყო­ველ­თ­ვის ასე აკონ­ტ­რო­ლებთ თქვენს თავს?
_ ვცდი­ლობ.
_ მე­რე? გა­მოგ­დით?
_ ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რე­ვი, ვერ მჯაბ­ნის.
_ წა­მომ­ყე­ვით, სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა უნ­და გაჩ­ვე­ნოთ. ნა­ხეთ, რა ლა­მა­ზია მთვა­რის შუქ­ზე სას­ტუმ­როს პარ­კი.
ზუ­ზიმ და თი­კომ დარ­ბა­ზი გა­დაჭ­რეს და აივან­ზე გა­ვიდ­ნენ. აქ მუ­სი­კის ხმა ყრუდ აღ­წევ­და, მით უფ­რო, რომ მა­მა­კაც­მა ზურგს უკან კა­რი მო­ი­ხუ­რა. თი­კო მო­ა­ჯირს გა­და­ეყ­რ­დ­ნო და ფიჭ­ვი­სა და ჭად­რის მათ­რო­ბე­ლი სურ­ნე­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი ჰა­ე­რი ღრმად ჩა­ი­სუნ­თ­ქა.
_ ცეკ­ვის დროს კი­ნა­ღამ გა­მიფ­რინ­დით ხე­ლი­დან. კი­დევ კარ­გი, რომ ფრთე­ბი არ გქონ­დათ.
_ გა­გიფ­რინ­დით?
_ ჰო. სადღაც მაღ­ლა იყა­ვით. რა, შევ­ც­დი?
_ ცეკ­ვი­სას სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­რო­ში გა­დავ­დი­ვარ. იმ წუ­თებ­ში დე­და­მი­წე­ლი არ ვარ. ამის ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი.
_ ახ­ლა? ახ­ლა დე­და­მი­წე­ლი ხართ?
თი­კო წელ­ში გას­წორ­და, ნე­ლა შე­მობ­რუნ­და და მა­მა­კა­ცის ვერ­ცხ­ლის­ფ­რად აკი­ა­ფე­ბულ თვა­ლებს თა­მა­მად გა­უს­წო­რა მზე­რა.
_ ახ­ლაც მინ­და ვიფ­რი­ნო და სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ტ­კ­ბე. მი­წას მოვ­წყ­დე და გა­ლაქ­ტი­კა­ში გა­ვიჭ­რა.
_ მე კი­დევ... მე მინ­და, რომ მთვა­რის შუქ­ზე ვი­ცეკ­ვო მზეს­თან...
_ მზეს­თან მი­ახ­ლო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, წვავს. იკა­რო­სიც კი და­ი­ფერ­ფ­ლა. _ ორს შო­რის ფლირ­ტი გა­ი­ბა.
_ იკა­რო­სი შტე­რი იყო, მე კი ჭკვი­ა­ნი ვარ, _ ცა­ლი წარ­ბი მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აზი­და ზუ­ზიმ, ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­იწყო, ქა­ლის პირ­და­პირ დად­გა, ნი­კა­პი მაღ­ლა ას­წია და ქუს­ლებ­ზე აქა­ნავ­და.
_ მზის­თ­ვის ჭკვი­ა­ნი და სუ­ლე­ლი სუ­ლერ­თია, იგი ყვე­ლას ერ­თ­ნა­ი­რად ათ­ბობს ან წვავს, _ თა­ვი გვერ­დ­ზე გა­დას­წია თი­კომ, წკი­პურ­ტის გაქ­ნე­ვით პე­რან­გ­ზე და­ცე­მუ­ლი ჭად­რის ბუ­სუ­სი მო­ა­შო­რა ზუ­ზის და დარ­ბა­ზის კა­რი შე­ა­ღო. აღარ მო­ი­სურ­ვა, ენა­ხა სას­ტუმ­როს სა­ო­ცა­რი ბა­ღი, რომ­ლის საჩ­ვე­ნებ­ლა­დაც მა­მა­კაც­მა ტე­რა­სა­ზე გა­იყ­ვა­ნა...

იმ ღა­მეს ორი მა­მა­კა­ცი ესიზ­მ­რა _ ზუ­ზი და დემ­ნა. ორი­ვე ირო­ნი­ა­ნა­რე­ვი ღი­მი­ლით მის­ჩე­რე­ბო­და ქალს. ამ­წუ­თას რო­გორ ჰგავ­და პირ­ვე­ლი მე­ო­რეს. სწო­რედ ეს ღი­მი­ლი აცო­ფებ­და თი­კოს ყო­ველ­თ­ვის. სწო­რედ ამ ღი­მი­ლით დემ­ნა თით­ქოს ხაზს უს­ვამ­და, შენ­ზე მაღ­ლა ვდგა­ვარ და ვე­რას­დ­როს გა­მი­ტოლ­დე­ბიო. იქ­ნებ ზუ­ზი­საც იმა­ვეს თქმა სურს თა­ვი­სი ქედ­მაღ­ლუ­რი გა­ღი­მე­ბით? შემ­თხ­ვე­ვით, ერ­თი წუმ­პი­დან ამო­სუ­ლი მე­ო­რე­ში ხომ არ უნ­და ჩახ­ტეს? არ ჯო­ბია, უფ­რო ფრთხი­ლად გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რომ კი­დევ ერ­თხელ არ მო­უ­წი­ოს მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბამ? ზვა­რა­კად ხომ არ შე­ე­წი­რე­ბა სიყ­ვა­რულს? ერ­თხელ გა­უც­რუვ­და იმე­დი და ხელ­მე­ო­რე­დაც იმა­ვეს ხომ არ ჩა­ი­დენს? ოოო, ამ­წუ­თას რო­გო­რი მსგავ­სე­ბი არი­ან, თით­ქოს ერ­თი თარ­გის­გან გა­მოჭ­რე­სო! ქა­ლე­ბის მო­ნუს­ხ­ვის დი­დოს­ტა­ტე­ბი! გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ ისაა, რომ დემ­ნა უფ­რო იმ­პულ­სუ­რია, ზუ­ზი კი დინ­ჯი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი. ის პირ­და­პირ ამ­ბობ­და სათ­ქ­მელს, ეს კი შემ­პა­რა­ვად, შო­რი­დან მოვ­ლით.
სიზ­მა­რი გრძელ­დე­ბო­და. ორი­ვე მა­მა­კა­ცი ჯი­ქურ მო­ი­წევ­და ქა­ლის­კენ. თი­კო უკან იხევ­და. იცო­და, რომ მის უკან ზღვა იყო, აბო­ბოქ­რე­ბუ­ლი და მრის­ხა­ნე. რა ჯობ­და? ზღვა­ში შე­სუ­ლი­ყო და მის მო­ძა­ლა­დე ტალ­ღებს მინ­დო­ბო­და, თუ კა­ცებს და­ლო­დე­ბო­და? რას უქად­და მა­თი ლო­დი­ნი? რა მო­ე­ლო­და? ამა­სო­ბა­ში მიხ­ვ­და, რომ ზღვას მი­უ­ახ­ლოვ­და. კან­ჭებ­ზე უმალ იგ­რ­ძ­ნო, რო­გორ შე­მო­ეხ­ვივ­ნენ აცე­ტე­ბუ­ლი წვრილ-წვრი­ლი ტალ­ღე­ბი, ქაფ­მო­რე­უ­ლი რომ უვ­ლიდ­ნენ გარ­შე­მო მის წვი­ვებს. ტერ­ფე­ბი უფ­რო და უფ­რო ეფ­ლო­ბო­და ქვი­შა­ში, თით­ქოს ძი­რი ეც­ლე­ბაო. სა­ი­დან გაჩ­ნ­და ბა­თუმ­ში ქვი­ში­ა­ნი ნა­პი­რი? უკ­ვირ­და სიზ­მარ­ში. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზურ­გი­დან გა­ა­ვე­ბუ­ლი ტალ­ღა და­ე­ჯა­ხა, ვე­ე­ბერ­თე­ლა, მას­ზე მა­ღა­ლი და თი­კო თა­ვით ქვი­შა­ში ჩა­ემ­ხო. ელ­და­ნა­ცემს გა­მო­ეღ­ვი­ძა. რო­ცა გონს მო­ე­გო, ენით აუწე­რე­ლი სი­ხა­რუ­ლი იგ­რ­ძ­ნო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ზმა­ნე­ბა აღ­მოჩ­ნ­და...
მე­ო­რე დი­ლით ნატ­კა ად­რი­ა­ნად შე­უდ­გა სამ­ზა­დისს. მა­თი გამ­გ­ზავ­რე­ბის დრო მო­ახ­ლოვ­და. თი­კო თა­ვი­სი სა­ძი­ნებ­ლი­დან არ გა­მო­სუ­ლა. ნი­კა მი­როს გვერ­დით ტრი­ა­ლებ­და. ნატ­კა ჩა­ლა­გე­ბას მორ­ჩა თუ არა, სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ეს­ვე­ნა და სი­გა­რეტს მო­უ­კი­და. მე­რე თი­კოს ას­ძა­ხა. ჩა­მო­დი, რა­ღას უც­დიო.
თი­კოს ზლაზ­ვ­ნით ჩა­მო­ვი­და და მის გვერ­დით მე­ო­რე სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და.
_ აბა, რო­გორ მო­გე­წო­ნა წუ­ხან­დე­ლი სა­ღა­მო? _ შე­ე­კითხა ნატ­კა, თა­ვი ას­წია და მო­კუ­მუ­ლი ტუ­ჩე­ბით სი­გა­რე­ტის ბო­ლი მაღ­ლა წყვე­ტი­ლად აუშ­ვა.
_ რა ვი­ცი, მგო­ნი, კარ­გი იყო, _ მხრე­ბი აიჩე­ჩა თი­კომ.
_ იმე­დია, ზუ­ზიც მო­გე­წო­ნა, _ შემ­პა­რა­ვად წარ­მოთ­ქ­ვა მე­გო­ბარ­მა და და­ქალს ყა­ვით სავ­სე ფინ­ჯა­ნი გა­და­ა­წო­და.
თი­კო და­ი­ძა­ბა, სუ­ლაც არ სურ­და ნატ­კას მის­თ­ვის წი­ნა სა­ღა­მოს­გან გა­მო­ყო­ლი­ლი ეიფო­რია შე­ემ­ჩ­ნია, ჩა­ახ­ვე­ლა და რაც შე­იძ­ლე­ბო­და, მშვი­დად წარ­მოთ­ქ­ვა:
_ მო­მე­წო­ნა, _ თან ჩა­ი­ცი­ნა, _ მე მგო­ნი, უკე­თე­სად გა­ვი­ცა­ნი.
_ ჰო, მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია, _ რა­ტომ­ღაც, ნათ­ქ­ვამს ოხ­ვ­რა ამო­ა­ყო­ლა და­ქალ­მა და გა­ი­რინ­და.
თი­კოს ეს ოხ­ვ­რა არ ესი­ა­მოვ­ნა. ნუ­თუ მარ­თ­ლა მოს­წონს ზუ­ზი? ასე რომ აღ­მოჩ­ნ­დეს, რა უნ­და ქნას? არა, სი­სუ­ლე­ლეა, არ შე­იძ­ლე­ბა ასე იყოს. ნატ­კას მი­რო უყ­ვარს. რომ არ უყ­ვარ­დეს, ამ­დენს იეჭ­ვი­ა­ნებ­და ნი­კა­ზე? აქ ალ­ბათ სხვა ძაღ­ლის თა­ვია და­მარ­ხუ­ლი.
ცო­ტა ხნის შემ­დეგ ნატ­კამ წა­მო­იწყო:
_ იცი? მი­როს უნ­და, რომ ჩვენს არ­ყოფ­ნა­ში ნი­კამ ზაფხუ­ლი ტყუ­ი­ლად არ გა­აც­დი­ნოს და იმე­ცა­დი­ნოს. ჩვენს მე­ზო­ბელს, შო­თას, ნი­კას ტო­ლი ბი­ჭი ჰყავს, რო­მელ­თა­ნაც სახ­ლ­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი და­დის.
_ ამ გა­გა­ნია ზაფხულ­ში?
_ კი, ამ გა­გა­ნია ზაფხულ­ში. ამ დი­ლით მი­რო ელა­პა­რა­კა და შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ ნი­კაც და­ეს­წ­როს გაკ­ვე­თი­ლებს. ფულს, რა თქმა უნ­და, გა­და­უხ­დის. მგო­ნი, ასე ჯო­ბია. შენც მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო დაგ­რ­ჩე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­როს ნი­კას ძი­ლის პრობ­ლე­მა აწუ­ხებს, მაგ­რამ მე შე­ნი იმე­დი მაქვს და აღარ მე­ში­ნია. ჩვენ ერთ კვი­რა­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბით, თუ რა­მე გა­გი­ჭირ­და და ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა დაგ­ჭირ­დათ, ნე­ბის­მი­ერ დროს ან ჩვენ, ან ზუ­ზის და­უ­რე­კე. ბავ­შ­ვის ექი­მის ნო­მერ­საც და­გი­ტო­ვებ.
_ იმე­დია, რომ არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ დამ­ჭირ­დე­ბა. არ მინ­და, ვინ­მე შე­ვა­წუ­ხო.
_ ნუ იქ­ნე­ბი ასე­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, რა იცი, რა მოხ­დე­ბა, _ შე­ნიშ­ნა ნატ­კამ, _ ბავ­შ­ვე­ბის­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ნი­კას ძა­ლი­ან ნუ მი­უშ­ვებ, ცო­ტა მკაც­რად მო­ე­ქე­ცი.
ამ დროს ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა. ნატ­კა ყურ­მი­ლის ასა­ღე­ბად ად­გა, მე­რე კი ვი­ღა­ცას ლა­პა­რა­კი გა­უ­ბა, თი­კო კი შეგ­რი­ლე­ბუ­ლი ყა­ვის სმას შე­უდ­გა.

ნატ­კამ და მი­რომ გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბე­ლი ვახ­შა­მი მო­აწყ­ვეს. სა­ღა­მოს სახ­ლი სტუმ­რე­ბით გა­ივ­სო. შო­თაც მო­ვი­და, კა­რის მე­ზო­ბე­ლი. თი­კოს იგი ნა­ნა­ხი ჰყავ­და, იცო­და, რომ ეს სწო­რედ ის მე­ზო­ბე­ლი იყო, რომ­ლის სახ­ლ­შიც ხან­და­ხან ნი­კა სა­თა­მა­შოდ გა­და­დი­ო­და. ნი­კამ შო­თას ბიჭს ხე­ლი ჩაჰ­კი­და და თა­ვის ოთახ­ში გა­არ­ბე­ნი­ნა. თი­კომ შო­თა გა­იც­ნო და მას­ლა­ა­თიც გა­ა­ბეს. რო­გორც მი­სი ნათ­ქ­ვა­მი­დან გა­ირ­კ­ვა, თურ­მე ცო­ლი ნიუ-იორ­კ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლა, სა­მი წლის შემ­დეგ იქ ვი­ღაც გა­უ­ჩე­ნია და ქმარ-შვი­ლი სა­მუ­და­მოდ მი­უ­ტო­ვე­ბია.
თი­კოს უკ­ვირ­და ქა­ლე­ბის ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა. ქმა­რი ჰო, მაგ­რამ შვი­ლი რო­გორ უნ­და მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა დე­დას?
_ ასე შე­მა­ტო­ვა ბი­ჭი და და­ი­კარ­გა, _ სევ­დი­ა­ნად და­ას­რუ­ლა შო­თამ თა­ვი­სი ამ­ბა­ვი.
თი­კომ სა­თა­ნა­დო სიტყ­ვე­ბი ვერ მო­ძებ­ნა, ამი­ტომ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა ნაღ­ვ­ლი­ა­ნი ღი­მი­ლით გა­მო­ხა­ტა.
სტუმ­რი­ა­ნო­ბა ცო­ტა ხანს გაგ­რ­ძელ­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი ხალ­ხი ირე­ო­და, თი­კო ზუ­ზის არ და­ლა­პა­რა­კე­ბია. მა­მა­კაცს მის­თ­ვის არც ეცა­ლა, რად­გან მო­პა­ტი­ჟე­ბუ­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე დი­დი ხნის უნა­ხა­ვი მე­გო­ბა­რიც ერია და მათ­თან მას­ლა­ა­თით ირ­თობ­და თავს.

ვახ­შ­მის შემ­დეგ, რო­ცა მე­გობ­რე­ბი გა­ის­ტუმ­რეს, ყვე­ლა­ნი მი­სა­ღებ­ში შე­იკ­რიბ­ნენ. მხო­ლოდ მძღო­ლი საქ­მი­ა­ნობ­და _ იგი ჩან­თებს მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ეზი­დე­ბო­და. მი­როს ნი­კა მუხ­ლებ­ზე და­ეს­ვა და ჩუ­მად რა­ღა­ცას უყ­ვე­ბო­და. ბი­ჭუ­ნა ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი უს­მენ­და და დრო­დად­რო დას­ტუ­რის ნიშ­ნად თავს უქ­ნევ­და.
ნატ­კა სწრა­ფად გა­დი-გა­მო­დი­ო­და. ისე­თი ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ თი­კო თვალს ვერ აშო­რებ­და.
ბო­ლოს წას­ვ­ლის დროც დად­გა. და­ქა­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გა­და­ეხ­ვივ­ნენ, მე­რე მი­როც და­ემ­შ­ვი­დო­ბა თი­კოს და მან­ქა­ნა­ში ჩას­ხ­დ­ნენ. უკ­ვე და­ქო­ქი­ლი მან­ქა­ნი­დან მი­რომ ნი­კას გად­მოს­ძა­ხა, თი­კო დე­ი­და არ გა­აბ­რა­ზოო და წა­ვიდ­ნენ.

დი­ლით ნი­კამ უგუ­ნე­ბოდ გა­იღ­ვი­ძა, ცხვირ-პი­რი ჩა­მოს­ტი­რო­და. სა­უზ­მის დროს ჩუ­მად იყო და ხმას არ იღებ­და.
რო­ცა მე­ზო­ბელ სახ­ლ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თან წას­ვ­ლის დრო მო­ვი­და, ბრა­ზი­ა­ნად წა­მო­ი­ძა­ხა:
_ არ მინ­და იმ დე­ბი­ლურ გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბა! აერო­პორ­ტ­ში მინ­და! ის თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი უნ­და ვნა­ხო, რომ­ლი­თაც მი­რო ძია გაფ­რინ­და!
_ ის თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი ჯერ უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. აერო­პორ­ტი სხვა დროს იყოს. თუ გაკ­ვე­თილ­ზე არ გინ­და, ნუ წახ­ვალ, ამით არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა. თუ გინ­და, ზღვა­ზე გა­ვი­დეთ, ქვი­შა­შიც ითა­მა­შებ და ზღვა­შიც იბა­ნა­ვებ.
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ბავ­შ­ვი შეც­ბა და ფე­რი ეც­ვა­ლა.
_ ზღვა­ზე? _ ში­შით ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა და თა­ვი გა­აქ­ნია, _ არა, ნუ წა­ვალთ. მა­მა სხვას­თან არას­დ­როს მიშ­ვებ­და ზღვა­ზე, ამის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. ერ­თხელ კი­ნა­ღამ და­ვიხ­რ­ჩ­ვი და მა­მა შემ­პირ­და, რომ არას­დ­როს არ წა­მიყ­ვან­და იქ, _ ბიჭს ტუ­ჩე­ბი უკან­კა­ლებ­და, თვა­ლე­ბი ცრემ­ლით აევ­სო, _ მა­მა რა­ტომ წა­ვი­და?
თი­კომ ბავ­შ­ვი თა­ვის­კენ მი­ი­ზი­და და გულ­ში ჩა­იკ­რა, თან ცდი­ლობ­და, მი­სი ანერ­ვი­უ­ლე­ბა არ შე­ემ­ჩ­ნია.
_ ზოგ­ჯერ ისე ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი შორს მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან და გვტო­ვე­ბენ, _ ყოყ­მა­ნით და­იწყო, _ მაგ­რამ მა­მა­შე­ნი სა­დაც უნ­და იყოს, შენ ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან ეყ­ვა­რე­ბი და არას­დ­როს და­გი­ვიწყებს.
სიბ­რა­ლულ­მა გუ­ლი აუვ­სო. და­ი­ხა­რა, ნი­კას თმა გა­და­უ­წია და ცრემ­ლი­ან თვა­ლებ­ში ჩა­ხე­და, შემ­დეგ გა­უ­ღი­მა და ჰკითხა:
_ ოქ­როს თევ­ზე­ბი ოდეს­მე გყო­ლია?
_ არა.
_ იცი, რა? მო­დი, აკ­ვა­რი­უ­მი ვი­ყი­დოთ და თევ­ზე­ბი შიგ ჩავ­ს­ვათ. შენ მო­უვ­ლი. ნა­ხავ, რო­გორ და­ცუ­რა­ვენ.
ბიჭ­მა კუშ­ტად შე­ხე­და და უხე­შად იკითხა:
_ რა­ში მჭირ­დე­ბა?
_ რა­ტომ არ გჭირ­დე­ბა? თუნ­დაც იმის­თ­ვის, რომ რა­ი­მე ისე­თი უნ­და გქონ­დეს, რაც ძა­ლი­ან გეყ­ვა­რე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბას გა­მო­ი­ჩენ. შენ მათ საჭ­მელს აჭ­მევ, სა­ხე­ლებს და­არ­ქ­მევ და მარ­ტო აღა­რას­დ­როს იქ­ნე­ბი. თქვენ ერ­თ­მა­ნეთს გა­იც­ნობთ, თან რო­ცა ნა­ხავ, რა თა­ვი­სუფ­ლად და­ცუ­რა­ვენ, წყლის აღარ შე­გე­შინ­დე­ბა და ცურ­ვა მო­გინ­დე­ბა...
_ თქვენ არ გე­ში­ნი­ათ ზღვის?
_ მე არა.
_ ცურ­ვა იცით?
_ ვი­ცი და მინ­და, რომ შენც გას­წავ­ლო. სა­ერ­თოდ, ბი­ჭე­ბი გო­გო­ნებ­ზე უკეთ ცუ­რა­ვენ, ისი­ნი უფ­რო გუ­ლა­დე­ბი არი­ან.
_ მი­რო ძია ცუ­რავს?
_ აბა, რა.
_ ნატ­კა დე­ი­და­ზე უკე­თე­სად?
თი­კოს გა­ახ­სენ­და, ნატ­კა სკო­ლა­ში სპორ­ტით რომ იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ღი­მი­ლით თქვა:
_ რა თქმა უნ­და, უკეთ.
_ მა­შინ მე ახ­ლა წა­ვალ გაკ­ვე­თილ­ზე, რომ მი­რო ძია არ გა­ვაბ­რა­ზო, მე­რე კი გა­ვი­სე­ირ­ნოთ და აკ­ვა­რი­უ­მიც ვი­ყი­დოთ.
_ კარ­გი, პა­ტა­რავ, გა­ი­ქე­ცი.
რო­გორც კი ბავ­შ­ვი გა­ის­ტუმ­რა, თი­კომ მძღოლს ბა­ზარ­ში გაყ­ვა­ნა სთხო­ვა და ისიც არ და­ზარ­და. ბა­თუ­მის ბა­ზა­რი დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბით იყო სავ­სე. გა­რუ­ჯუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და უცხო­ე­ლე­ბი ხი­ლი­თა და პრო­დუქ­ტე­ბით სავ­სე დახ­ლებს შო­რის მი­მო­დი­ოდ­ნენ. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმ­დე­ნად არ იყ­ვ­ნენ გა­რუ­ჯუ­ლე­ბი, რო­გორც უცხო­ე­ლე­ბი. ეს ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა _ ვინც ზღვას­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს, ნაკ­ლე­ბა­დაა ზღვის მოყ­ვა­რუ­ლი. `ა­მა­ზე მა­მა­ჩე­მი ხუმ­რო­ბით იტყო­და, ლა­უ­ა­ზი­ეს კა­ნო­ნი­ა­ო~, _ გა­ე­ღი­მა თი­კოს...

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 32-ე ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
მე­ო­რე დი­ლით, გა­იღ­ვი­ძა თუ არა, თი­კომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თო იმის ში­შით, დემ­ნას კი­დევ არ და­ე­რე­კა.
ოთახ­ში მო­სამ­სა­ხუ­რე შე­მო­ვი­და.
ზუ­ზის ხმა თი­კოს შო­რი­დან ჩა­ეს­მო­და.
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი