თა­მა­ში მზეს­თან (თავი XIII)
font-large font-small
თა­მა­ში მზეს­თან (თავი XIII)
ზუ­ზის ხმა თი­კოს შო­რი­დან ჩა­ეს­მო­და.
თმა­ზე მი­სი ხე­ლის შე­ხე­ბას, მის აჩ­ქა­რე­ბულ სუნ­თ­ქ­ვა­საც გრძნობ­და და მა­მა­კა­ცის ოდ­ნა­ვი სი­ახ­ლო­ვეც კი აღელ­ვებ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც უნ­დო­და, რომ ეს ზუ­ზი კი არა, ვინ­მე სხვა ყო­ფი­ლი­ყო. ვინ სხვა? დემ­ნა?.. ჰო, ალ­ბათ დემ­ნა...
თავ­გ­ზა სულ აებ­ნა, შუბ­ლი ცივ­მა ოფ­ლ­მა და­უც­ვა­რა.
- გმად­ლობ, უკეთ ვარ, ცო­ტა ხანს ჩა­მოვ­ჯ­დე­ბი და გა­მივ­ლის.
ზუ­ზიმ თი­თე­ბით ნი­კა­პი აუწია და თვა­ლებ­ში ჩა­ხე­და. კარ­გა ხანს გა­მომ­ც­დე­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბით შეს­ც­ქე­რო­და, მე­რე ფრთხი­ლად აიყ­ვა­ნა ხელ­ში თა­ვი­სი ძლი­ე­რი მკლა­ვე­ბით, ოთა­ხი გა­დაჭ­რა და დი­ვან­ზე წა­მო­აწ­ვი­ნა.
- მშვი­დად იწე­ქით, არ გა­ინ­ძ­რეთ, - უბ­რ­ძა­ნა და სა­ხე­ლოს­ნო­დან გა­ვი­და.
თი­კო ცდი­ლობ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა ღრმად ესუნ­თ­ქა. თა­ვი უკეთ იგ­რ­ძ­ნო, აღარც თავ­ბ­რუ ეხ­ვე­ო­და და აღარც გუ­ლი ერე­ო­და. ზუ­ზი მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და ჭი­ქით ხელ­ში.
- სა­სი­ა­მოვ­ნო და­სა­ლე­ვი არაა, მაგ­რამ და­ლე­ვა მა­ინც მო­გი­წევთ.
მა­მა­კა­ცი მის გვერ­დით დი­ვან­ზე ჩა­მოჯ­და, თი­კოს თა­ვი წა­მო­უ­წია, მკერ­დ­ზე მი­იყ­რ­დ­ნო და წა­მა­ლი და­ა­ლე­ვი­ნა. თი­კოს გუ­ლი აუჩუყ­და, ზუ­ზის სი­ნა­ზემ და­აბ­ნია, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს არ­წ­მუ­ნებ­და, ალ­ბათ ჩე­მი და­ცე­მის გა­მო და­ნა­შა­ულს გრძნობს და ასე ნა­ზად იმი­ტომ მექ­ცე­ვაო. წა­მა­ლი ძა­ლი­ან მწა­რე იყო, თუმ­ცა, ამ­წუ­თას მზად იყო, სა­წამ­ლა­ვიც კი გა­და­ეყ­ლა­პა, ოღონდ ეს სი­ტუ­ა­ცია რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო.
ყურ­თ­ბა­ლიშ­ზე მი­წო­ლი­ლი ხე­დავ­და, რო­გორ გა­ვი­და მა­მა­კა­ცი ოთა­ხი­დან, თან ცა­რი­ე­ლი ჭი­ქა მიჰ­ქონ­და. რო­ცა მობ­რუნ­და, ხელ­ში რა­ღაც თეთ­რი ეჭი­რა.
- ეს სვე­ლი ხელ­სა­ხო­ცია, - უთხ­რა და სურ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­მი­ა­ნი ხელ­სა­ხო­ცი შუბ­ლ­ზე და­ა­დო, - მშვი­დად იწე­ქით, არ იმოძ­რა­ოთ. გინ­დათ, შუ­ქი ავან­თო?
- არა, დი­დი მად­ლო­ბა, - ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა და გულ­ში კვლავ სიმ­ძი­მე იგ­რ­ძ­ნო, - უკ­ვე კარ­გად ვარ.
ზუ­ზი თვალ­მო­ჭუ­ტუ­ლი შეს­ც­ქე­რო­და.
- არ წა­მოდ­გეთ, სა­ნამ თავს ძა­ლი­ან კარ­გად არ იგ­რ­ძ­ნობთ, - თქვა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­ღი­მა, - თუ არ დაწყ­ნარ­დე­ბით, ქვე­ვით ხელ­ში აყ­ვა­ნილს ჩა­გიყ­ვანთ. მარ­ტო ჩას­ვ­ლას მა­ინც ვერ შეძ­ლებთ, - ამ სიტყ­ვე­ბით ხელ­ზე ხე­ლი წა­ავ­ლო, - ცი­ვი ხე­ლე­ბი გაქვთ... რა­ტომ, გცი­ვათ?
თი­კომ თა­ვი გა­აქ­ნია და შე­ე­ცა­და, ხე­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. თან­და­თან იგ­რ­ძ­ნო, რო­გორ გა­და­დი­ო­და მას­ში ზუ­ზის ენერ­გია და სით­ბო. თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, არ უნ­დო­და და­ე­ნა­ხა, მა­მა­კა­ცი მას­თან ასე ახ­ლოს რომ იყო... კი­დევ ცო­ტაც და... ჩა­ე­ძი­ნა...
ალ­ბათ სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თი ეძი­ნა. თვა­ლე­ბი რომ გა­ა­ხი­ლა, ზუ­ზი ფან­ჯა­რას­თან იდ­გა, სადღაც შორს იყუ­რე­ბო­და და თი­კომ გა­ი­ფიქ­რა, ალ­ბათ მა­რი­ზე ფიქ­რობ­სო. კვლავ იგ­რ­ძ­ნო ჩხვლე­ტა გუ­ლის არე­ში, ტკი­ვი­ლი გა­ნუ­ახ­ლ­და, მაგ­რამ ეს ტკი­ვი­ლი აღარ იყო ეჭ­ვი­ა­ნო­ბის. მა­რის მე­ტო­ქედ თა­ვის მიჩ­ნე­ვა ისე­ვე მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო მის­თ­ვის, რო­გორც ზუ­ზი­ზე ოც­ნე­ბა.
კა­ცი თით­ქოს მიხ­ვ­და, რომ თი­კოს გა­ეღ­ვი­ძა და შე­მობ­რუნ­და. მე­რე ნე­ლი ნა­ბი­ჯით და­იძ­რა მის­კენ.
- კარ­გად ვარ და ქვე­ვით ჩას­ვ­ლა­საც შევ­ძ­ლებ.
- კი, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ჯერ უნ­და შე­ვა­მოწ­მო, მარ­თალს ამ­ბობთ თუ არა.
კვლავ დი­ვან­ზე ჩა­მო­უჯ­და, იქ­ვე მდგა­რი ტორ­შე­რი ახ­ლოს მოს­წია, აან­თო, ქა­ლის­კენ და­ი­ხა­რა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ხე­და.
- ფე­რი უკე­თე­სი გაქვთ. მარ­თ­ლა აღა­რა­ფე­რი გა­წუ­ხებთ?
თი­კოს თა­ვი უსუ­სუ­რი ბავ­შ­ვი ეგო­ნა, თან შე­ამ­ჩ­ნია, რომ ზუ­ზი რა­ღაც­ნა­ი­რად და­ი­ძა­ბა.
- რა თქმა უნ­და, კარ­გად ვარ... რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ვე­ცი, - ამ სიტყ­ვე­ბით გან­ძ­რე­ვას შე­ე­ცა­და და გა­უ­ჭირ­და, თუმ­ცა, არ შე­იმ­ჩ­ნია, - იცი­ან დაბ­ლა, რაც შე­მემ­თხ­ვა?
- არა, არა­ვის­თ­ვის მით­ქ­ვამს. მხო­ლოდ ილომ იცის, რომ აქ ვართ, მაგ­რამ ალ­ბათ ფიქ­რობს, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ვი­მა­ლეთ, - ამის თქმა და თვა­ლე­ბი აუციმ­ციმ­და, - თქვენ ლა­მა­ზი ქა­ლი ხართ, მე კი­დევ... `ა­რა­უ­შავ­სა­ვით~ მა­მა­კა­ცი, თა­ნაც ორი­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლი.
თი­კო გა­წით­ლ­და, მზე­რა უცებ მო­ა­რი­და და ნაღ­ვ­ლი­ა­ნად უპა­სუ­ხა:
- არა მგო­ნია, თქვენ ჩე­მი ტი­პის ქა­ლე­ბი მოგ­წონ­დეთ.
ზუ­ზის გა­ე­ღი­მა:
- მარ­თ­ლა? აბა რო­გორ გგო­ნი­ათ? თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რია ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბის ქა­ლი?
- არ ვი­ცი... ალ­ბათ მა­რის­ნა­ი­რე­ბი - ამა­ყე­ბი და ულა­მა­ზე­სე­ბი.
მა­მა­კაცს თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და.
- ვი­თომ რა­ტომ? ასე რა­ტომ ფიქ­რობთ? - შე­ე­კითხა, თან წა­მით არ აცი­ლებ­და მზე­რას.
- იმი­ტომ, რომ... არ ვი­ცი, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მარ­თ­ლა არ ვი­ცი. რა­ტომ­ღაც, ასე მგო­ნია. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, რომ ერ­თ­ნა­ი­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გაქვთ, ავ­სებთ ერ­თ­მა­ნეთს. თქვენ­ნა­ირ მა­მა­კაცს მხო­ლოდ მი­სი წრის ქა­ლე­ბი მოს­წონს.
- რას ნიშ­ნავს მი­სი წრის? რა წრეა ასე­თი?
ქალ­მა პა­სუ­ხი არ გას­ცა, მაგ­რამ და­ი­ძა­ბა.
- მითხა­რით, რა წრეა ასე­თი?
თი­კო სა­ჭი­რო სიტყ­ვას ეძებ­და, რომ შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თა­ვი რო­გორ­მე და­ეძ­ვ­რი­ნა. რა უხერ­ხუ­ლად გა­მო­უ­ვი­და. მარ­თ­ლაც­და, რა შუ­ა­შია წრე? რა იგუ­ლის­ხ­მა ამ წრე­ში? თვი­თონ რა, ნაკ­ლებ წრე­ში აღი­ზარ­და?
- ში­ნა­უ­რუ­ლი, - რო­გორც იქ­ნა, მო­ა­ფიქ­რ­და სა­ჭი­რო სიტყ­ვა.
- აჰაა... - შემ­პა­რა­ვად გა­ი­ღი­მა მა­მა­კაც­მა, - ში­ნა­უ­რუ­ლი... ცო­ტა უც­ნა­უ­რია... რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ში­ნა­უ­რუ­ლი? არ შე­იძ­ლე­ბა, სხვა რომ შე­მიყ­ვარ­დეს? `ა­რა­ში­ნა­უ­რუ­ლი~ წრი­დან? - ბო­ლო სიტყ­ვე­ბი ხაზ­გას­მით წარ­მოთ­ქ­ვა.
- სხვას და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­ა­ტო­ვებთ. შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ ასე ვფიქ­რობ. ჩემ­ნა­ირ­მა ქალ­მა თქვენ­გან შორს უნ­და და­ი­ჭი­როს თა­ვი. - თქვა და წა­მოდ­გა. ოდ­ნავ შე­ბარ­ბაც­და, მაგ­რამ თა­ვის შე­კა­ვე­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.
- რას გა­ურ­ბი­ხართ? სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეთ, რომ ვინ­მეს მი­ვა­ტო­ვებ? თქვენს ცდუ­ნე­ბას სუ­ლაც არ ვა­პი­რებ, თუ­კი ამის გე­ში­ნი­ათ. უფ­რო მე­ტიც, თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მა­ზე ფიქ­რი აზ­რა­დაც არ მომ­ს­ვ­ლია.
მა­მა­კა­ცის ყო­ვე­ლი სიტყ­ვა გულ­ში ლახ­ვა­რი­ვით ხვდე­ბო­და. `მარ­თა­ლი ვყო­ფილ­ვარ, - გა­ი­ფიქ­რა, - ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მას სა­სა­ცი­ლოდ არ ჰყოფ­ნის. ახია ჩემ­ზე~.
გაბ­რა­ზე­ბუ­ლი კვლავ ჩა­მოჯ­და, ხელ­ჩან­თა გახ­ს­ნა, სა­ვარ­ცხე­ლი ამო­ი­ღო და აწე­წი­ლი თმა გა­და­ი­ვარ­ცხ­ნა. შემ­დეგ ისევ ად­გა, ახ­ლა უკ­ვე ენერ­გი­ა­მო­მა­ტე­ბულ­მა კა­ბა შე­ის­წო­რა და წას­ვ­ლა და­ა­პი­რა.
ზუ­ზიმ გზა გა­და­უ­ღო­ბა. თი­კომ თა­ვი გა­აქ­ნია და ღრმად ამო­ი­ოხ­რა. ამ კა­ცის წი­ნა­შე თავს სა­ოც­რად უსუ­სუ­რად გრძნობ­და, რაც სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებ­და.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან მა­ჯა­ში ჩა­ავ­ლო ხე­ლი, ქა­ლი თა­ვის­კენ მო­ი­ზი­და და თვა­ლებ­ში ჩა­აც­ქერ­და. ისე მაგ­რად უჭერ­და თი­თებს, რომ თი­კომ ტკი­ვი­ლის­გან კი­ნა­ღამ წა­მო­იყ­ვი­რა. ძლივ­ძ­ლი­ვო­ბით შეძ­ლო თა­ვის შე­კა­ვე­ბა. ზუ­ზი ისე ცი­ვად უყუ­რებ­და, რომ ამ მზე­რამ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ფერ­ფ­ლა.
წა­მიც და მის­მა ხმამ გა­მო­აფხიზ­ლა:
- რა ბავ­შ­ვი­ვით იქ­ცე­ვით! გინ­დათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ გსი­ა­მოვ­ნებთ, ქვე­ვით ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი ჩა­გიყ­ვა­ნოთ?
თი­კომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად შე­ხე­და თა­მა­მად, ჯი­ქურ გა­უს­წო­რა თვა­ლი. მზე­რით ორ­თაბ­რ­ძო­ლა სულ რამ­დე­ნი­მე წამს გაგ­რ­ძელ­და. არც ერ­თი ხმას არ იღებ­და. ზუ­ზი მის­გან პა­სუხს ელო­და, თვი­თონ კი მი­სი სი­ახ­ლო­ვით გუ­ლაძ­გე­რე­ბუ­ლი გა­რინ­დე­ბუ­ლი­ყო. თა­ვის თავს არ უტყ­დე­ბო­და, რომ სწო­რედ ამა­ზე ოც­ნე­ბობ­და! ამ­წუ­თას მხო­ლოდ ის უნ­დო­და, მა­მა­კა­ცი უხე­შად მოპყ­რო­ბო­და, მკერ­დ­ზე მი­ეკ­რა მი­სი გაცხე­ლე­ბუ­ლი და აბო­ბოქ­რო­ბუ­ლი მკერ­დი და კოც­ნით და­ეხ­რ­ჩო.
რა დემ­ნა, რის დემ­ნა! დემ­ნას უკ­ვე გა­და­ეხ­ვია იმ ბი­ლი­კი­დან, თი­კოს გუ­ლის­კენ რომ მი­ე­მარ­თე­ბო­და. მას­ზე ფიქრს მხო­ლოდ იარა­ღად იშ­ვე­ლი­ებ­და, ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გა­სა­ნად­გუ­რე­ბელ იარა­ღად.
რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი ემარ­თე­ბა ამ ბო­ლო დროს. თა­ვის თავს ვე­ღარ ცნობს. კა­ცი აშ­კა­რად დას­ცი­ნის, ეუბ­ნე­ბა, აზ­რა­დაც არ მომ­ს­ვ­ლია შენ­თან და­ახ­ლო­ე­ბაო, ეს კი­დევ მის კოც­ნას ნატ­რობს. აბა, ეს ნორ­მა­ლუ­რია?
რო­გორც იქ­ნა, სა­ღი აზ­როვ­ნე­ბა და­უბ­რუნ­და, კვლავ სძლია სი­ა­მა­ყემ და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტო­ნით გა­მო­აცხა­და:
- თავს კარ­გად ვგრძნობ, უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა. ჩე­მი ფე­ხი­თაც მშვე­ნივ­რად ჩა­ვალ.
რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, თან ცდი­ლობ­და, მა­მა­კაცს არ შე­ემ­ჩ­ნია, რო­გორ უჭირ­და სი­ა­რუ­ლი. მი­სი დახ­მა­რე­ბა არ უნ­დო­და. მი­სი ოდ­ნა­ვი შე­ხე­ბაც კი არ უნ­დო­და ამ წამს. ეზიზღე­ბო­და ისიც და სა­კუ­თა­რი თა­ვიც...

დარ­ჩე­ნილ­მა დრომ უღიმ­ღა­მოდ ჩა­ი­ა­რა. თი­კო თა­ვის ად­გი­ლას რომ დაჯ­და, სა­ღა­მოს დას­რუ­ლე­ბამ­დე არც ამ­დ­გა­რა. რო­ცა სტუმ­რე­ბი აიშალ­ნენ და წა­სას­ვ­ლე­ლად გა­ემ­ზად­ნენ, თვი­თო­ნაც და­ემ­შ­ვი­დო­ბა გულ­თ­ბილ მას­პინ­ძ­ლებს და ზუ­ზის­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და.
სახლს რო­ცა მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ, ზუ­ზიმ სვლა შე­ა­ნე­ლა, მაგ­რამ წე­სი­ე­რად და­მუხ­რუ­ჭე­ბაც ვერ მო­ას­წ­რო, რომ თი­კომ კა­რი გა­ა­ღო და კი არ გად­მო­ვი­და, ლა­მის გად­მოხ­ტა მან­ქა­ნი­დან. კა­რი მსუ­ბუ­ქად მი­ა­ჯა­ხუ­ნა, ნაჩ­ქა­რე­ვად და­ემ­შ­ვი­დო­ბა ზუ­ზის და სა­დარ­ბა­ზოს­კენ კოჭ­ლო­ბით გას­წია. ფე­ხი ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და...
რო­გორც იქ­ნა, მი­აღ­წია სა­წო­ლამ­დე, ფეხ­საც­მე­ლი გა­იძ­რო და კა­ბის კალ­თე­ბი წა­მო­ი­წია. ახ­ლა­ღა და­ი­ნა­ხა, რომ ორი­ვე მუხ­ლი ჩა­ლურ­ჯე­ბო­და...
ნი­კას­თან შე­ი­ხე­და. ბავშვს მშვი­დად ეძი­ნა. პლე­დი შე­მო­უ­კე­ცა, გა­მო­ვი­და და სა­ა­ბა­ზა­ნოს მი­ა­შუ­რა.
თბი­ლი წყლით ნა­ხევ­რად გა­ავ­სო აბა­ზა­ნა და ჩაწ­ვა. წყალ­მა ტკი­ვი­ლი და­უ­ა­მა, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნად ერ­თი­ა­ნად ცახ­ცა­ხებ­და. ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი არა­რა­ო­ბად მი­აჩ­ნ­და ზუ­ზის მწა­რე, დამ­ცი­ნავ სიტყ­ვებ­თან შე­და­რე­ბით. ის შეძ­ლებს! ის შეძ­ლებს, გუ­ლი­დან და გო­ნე­ბი­დან ერ­თხელ და სა­მუდ­მოდ ამო­იგ­ლი­ჯოს ამ კა­ცის სა­ხე­ბა, მას­ზე აღარ იფიქ­როს და და­ი­ვიწყოს. აი, რო­გორც კი ნატ­კა და მი­რო დაბ­რუნ­დე­ბი­ან, იმ დღეს­ვე გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა აქე­დან. გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა და ზუ­ზის აღა­რას­დ­როს შეხ­ვ­დე­ბა...

ახა­ლი გა­თე­ნე­ბუ­ლი იყო, მა­მა­კაც­მა რომ და­უ­რე­კა და მი­სი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ამ­ბა­ვი იკითხა, თან შეს­თა­ვა­ზა, ჩემს მე­გო­ბარ ექიმს მო­ვიყ­ვან და გაგ­სინ­ჯავ­სო. ცი­ვი უარი უთხ­რა. მად­ლო­ბა კი გა­და­უ­ხა­და ყუ­რადღე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ მი­სი დახ­მა­რე­ბა აღარ ისურ­ვა.
- არა­ფე­რი არ მა­წუ­ხებს, ტკი­ვილ­მა გა­მი­ა­რა, უკ­ვე კარ­გად ვარ. კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა! - დე­ლი­კა­ტუ­რად, მაგ­რამ მე­დი­დუ­რად ელა­პა­რა­კე­ბო­და.
ზუ­ზი ერ­თხანს ხმას არ იღებ­და. თი­კო მიხ­ვ­და, რომ მის­მა უარ­მა მა­მა­კა­ცი და­აბ­ნია, ამი­ტომ არც აცია, არც აცხე­ლა და მო­ბი­ლუ­რი გა­თი­შა.
ახ­ლა ერ­თა­დერ­თი, ვინც შვე­ბას ჰგვრი­და, ნი­კა იყო. მთელ დროს მის გვერ­დით ატა­რებ­და და სხვა აღა­რა­ფერ­ზე ფიქ­რობ­და. ბი­ჭუ­ნას­თან ერ­თად სე­ირ­ნობ­და, მა­ღა­ზი­ებ­ში და­დი­ოდ­ნენ, ორ­ჯერ ზღვა­ზეც იყ­ვ­ნენ. სა­ღა­მო­ო­ბით კი წიგ­ნებს უკითხავ­და და ისე აძი­ნებ­და.
ერთ დღეს სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რე­ას ეწ­ვივ­ნენ. თი­კომ თა­ვი­სი ფო­ტო­ა­პა­რა­ტიც წა­ი­ღო და უამ­რა­ვი სუ­რა­თი გა­და­ი­ღეს. დრომ სწრა­ფად გა­ირ­ბი­ნა. მე­რე მძღოლ­მა მო­ა­კითხა მან­ქა­ნით და და­უ­რე­კა, შე­სას­ვ­ლელ­თან გე­ლო­დე­ბი­თო.
გა­რეთ გა­მო­სულს ქუ­ჩა­ში თავ­შეყ­რი­ლი ხალ­ხი დახ­ვ­და. გრი­შას მან­ქა­ნა გზის მე­ო­რე მხა­რეს იდ­გა. თი­კო გა­ო­ცე­ბუ­ლი შედ­გა, მი­მო­ი­ხე­და, რომ გა­ე­გო, რა ხდე­ბო­და. იქ­ვე, ახ­ლოს, სას­ტუმ­რო­ში ხან­ძა­რი გა­ჩე­ნი­ლი­ყო და ცეცხ­ლის ენე­ბი და კვამ­ლი ფან­ჯ­რე­ბი­დან გა­მო­დი­ო­და. სა­ხან­ძ­რო მან­ქა­ნე­ბის სი­რე­ნე­ბის გუ­ლის გა­მაწ­ვ­რი­ლე­ბე­ლი ხმა მი­და­მოს აყ­რუ­ებ­და. შეძ­რ­წუ­ნე­ბულ­მა ხე­ლი ბავ­შ­ვის­კენ გა­იწ­ვ­დი­ნა, არ შე­შინ­დე­სო, მაგ­რამ მის­და გა­სა­ოც­რად, ნი­კა ვერ და­ლან­და.
ში­შის­გან გუ­ლი გა­და­უ­ქან­და. ხან აქეთ მი­აწყ­და, ხან იქით, ყვე­ლა ეკითხე­ბო­და, პა­ტა­რა ბი­ჭი ხომ არ და­გი­ნა­ხავ­თო, მაგ­რამ ამა­ოდ. ბო­ლოს თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი შედ­გა. არ იცო­და, რა ექ­ნა. იფიქ­რა, იქ­ნებ ცეცხ­ლის შე­ე­შინ­და და სად­მე და­ი­მა­ლაო. ისევ იმ ად­გი­ლას დაბ­რუნ­და, სა­დაც ბიჭს ას­ც­და, მაგ­რამ ნი­კა არ ჩან­და. გუ­ლა­მო­ვარ­დ­ნილ­მა ქუ­ჩა გა­დაკ­ვე­თა, მძღოლ­თან მი­იჭ­რა და რო­ცა ბავ­შ­ვი მან­ქა­ნა­შიც ვერ შე­ნიშ­ნა, ტი­რი­ლი აუტყ­და.
- ნუ ღე­ლავთ, თი­კო, პო­ლი­ცი­ას შე­ვატყო­ბი­ნებ და მო­ძებ­ნი­ან, სად წა­ვი­დო­და. აქ არ­სად არ და­ი­კარ­გე­ბა, დამ­შ­ვიდ­დით, - ამ­შ­ვი­დებ­და გრი­შა.
ამა­სო­ბა­ში თა­ვი­სი ფო­ტო­ა­პა­რა­ტიც მო­ი­საკ­ლი­სა, მშობ­ლებ­მა რომ აჩუ­ქეს.
- იქ­ნებ ზუ­ზის­თ­ვის დაგ­ვე­რე­კა? ის უფ­რო დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რა­მეს მო­ი­ფიქ­რებს. პო­ლი­ცი­ას ახ­ლა სად სცა­ლია ჩვენ­თ­ვის, ყვე­ლა სას­ტუმ­როს­თა­ნაა თავ­შეყ­რი­ლი.
გრი­შამ მან­ქა­ნა დაძ­რა. თი­კო და­ძა­ბუ­ლი იჯ­და და გულ­ში ღმერთს შეს­თხოვ­და, ზუ­ზი შინ დახ­ვედ­რო­და. პო­ლი­ცი­ა­ში გა­მოცხა­დე­ბას ეს სჯობ­და. თა­ნაც, გა­გო­ნი­ლი ჰქონ­და, პო­ლი­ცია და­კარ­გუ­ლის ძებ­ნას მხო­ლოდ მე­სა­მე დღი­დან იწყებ­სო, ამი­ტომ დრო­ის და­კარ­გ­ვა არ სურ­და.
ზუ­ზიმ ეზო­ში შე­მო­სუ­ლი თი­კო რომ და­ი­ნა­ხა, ღი­მი­ლით შე­ე­გე­ბა. მის და­ნახ­ვა­ზე ქალ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­ქ­თა, თით­ქოს ამ­წუ­თას სხვა ვე­რა­ვინ უშ­ვე­ლი­და.
ქა­ლის არე­უ­ლი სა­ხე რომ და­ი­ნა­ხა, ზუ­ზი წარ­ბე­ბა­წე­უ­ლი შედ­გა. ასე აღელ­ვე­ბულ თი­კოს პირ­ვე­ლად ხე­დავ­და.
- რა მოხ­და? რო­გო­რი გა­ფით­რე­ბუ­ლი ხართ, შე­გემ­თხ­ვათ რა­მე?
თი­კომ კრინ­ტი ვერ დაძ­რა. ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი ცრემ­ლი ლა­პა­რა­კის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად მხო­ლოდ თა­ვი და­აქ­ნია.
მა­მა­კაც­მა მა­ჯა და­უ­ჭი­რა, აუზ­თან მდგარ დაწ­ნულ სა­ვარ­ძელ­თან მი­იყ­ვა­ნა და ჩას­ვა. რო­გორც კი დაჯ­და, თი­კომ სუ­ლი მო­ით­ქ­ვა და ამო­ღერ­ღა:
- ნი­კა... ნი­კა დავ­კარ­გე... არ ვი­ცი, სად გაქ­რა.
- მო­ი­ცა, მო­ი­ცა... - ზუ­ზი მის წინ ჩა­ცუც­ქ­და და გაშ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ზე შე­ატყუ­პა, - თა­ვი­დან მო­მი­ყე­ვი, რა მოხ­და, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, მშვი­დად.
თი­კომ დაწ­ვ­რი­ლე­ბით გად­მო­უ­ლა­გა, იმ დღეს რაც მოხ­და, სად იყ­ვ­ნენ, რა ნა­ხეს. ბო­ლოს ხან­ძ­რი­სა და ბავ­შ­ვის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ამ­ბით და­ამ­თავ­რა.
- ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, - ზუ­ზი წა­მოდ­გა, წელ­ში მო­ი­ხა­რა და ხე­ლე­ბით მუხ­ლებს და­ეყ­რ­დ­ნო, - ბა­თუმ­ში ბავ­შ­ვი ვერ და­ი­კარ­გე­ბა, ვი­პო­ვით. ესე იგი, გა­ლე­რე­ა­ში იყა­ვით და სუ­რა­თებს იღებ­დით. რი­თი, მო­ბი­ლუ­რით?
- არა, ფო­ტო­ა­პა­რა­ტით.
- და სად არის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი?
- არ ვი­ცი, ისიც დავ­კარ­გე, მაგ­რამ მა­გას და­ვე­ძებ? ალ­ბათ მა­შინ გა­მი­ვარ­და ხე­ლი­დან, რო­ცა ნი­კა მო­ვი­საკ­ლი­სე. ოი, არა, არა. ფო­ტო­ა­პა­რა­ტი ნი­კას ჰქონ­და, ვას­წავ­ლი­დი, რო­გორ გა­და­ე­ღო სუ­რა­თი და უხა­რო­და, თვი­თონ რომ იღებ­და. კი­სერ­ზე ჩა­მო­ი­კი­და და ისე და­დი­ო­და. მეც გა­და­მი­ღო რამ­დე­ნი­მე. თუ... არა, ბო­ლოს მე მო­მა­ჩე­ჩა... მოკ­ლედ, აღარ მახ­სოვს, შე­იძ­ლე­ბა იქ დამ­რ­ჩა, არ ვი­ცი, აღარ მახ­სოვს.
- იქ­ნებ ნი­კას გა­ახ­სენ­და, რომ ფო­ტო­ა­პა­რა­ტი იქ დაგ­რ­ჩათ და მის წა­მო­სა­ღე­ბად მიბ­რუნ­და?
თი­კო შეკ­რ­თა.
- ანუ... ხან­ძ­რის არ შე­ში­ნე­ბია? ამის თქმა გინ­დათ?
- ხან­ძ­რის რა­ტომ უნ­და შე­ში­ნე­ბო­და?
- მე რა ვი­ცი. მა­გას ხომ იმ ამ­ბის შემ­დეგ ყვე­ლაფ­რის ეში­ნია. ვი­ფიქ­რე, ამ­ხე­ლა ცეცხ­ლი რომ და­ი­ნა­ხა... მა­გას კი არა, მე შე­მე­შინ­და. თა­ნაც, მე­რე ხომ მოვ­ბ­რუნ­დი უკან, ის კი მა­ინც არ დამ­ხ­ვ­და ძველ ად­გი­ლას.
ზუ­ზი წა­მით ჩა­ფიქ­რ­და, მე­რე რა­ღაც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.
- ახ­ლა­ვე შე­ვეც­დე­ბი, რა­მე გა­ვი­გო. არ გვინ­და პა­ნი­კა. ბავ­შ­ვებ­მა იცი­ან და­კარ­გ­ვა, მე­რე ისევ გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან ხოლ­მე.
მა­მა­კა­ცი სახ­ლ­ში შე­ვი­და. თი­კო მარ­ტო დარ­ჩა. იმავ წუთს მო­სამ­სა­ხუ­რე ქალ­მა ცი­ვი წვე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. თი­კომ აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლით აიღო ჭი­ქა და წვე­ნი ხარ­ბად მოს­ვა.
ზუ­ზის რომ შე­აგ­ვი­ან­და, გულ­მა არ მო­უთ­მი­ნა და თვი­თო­ნაც სახ­ლ­ში შე­ვი­და. ოთა­ხი, სა­დაც თა­ვი ამო­ყო, ერ­თ­დ­რო­უ­ლად მი­სა­ღე­ბიც იყო და კა­ბი­ნე­ტიც. კედ­ლე­ბის გას­წ­ვ­რივ წიგ­ნე­ბის თა­რო­ე­ბი ჩა­ემ­წ­კ­რი­ვე­ბი­ნათ. მა­გი­და­ზე კომ­პი­უ­ტე­რი იდ­გა. კედ­ლებ­ზე ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი ეკი­და. ამ ოთახ­ში თი­კო პირ­ვე­ლად იყო.
ამ დროს კა­რი გა­ი­ღო და ზუ­ზიც შე­მო­ვი­და. რო­გორც ჩანს, არ ელო­და, თი­კოს აქ თუ და­ი­ნა­ხავ­და და ოდ­ნა­ვი შეც­ბუ­ნე­ბა შე­ეტყო.
ქა­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ა­ჩერ­და.
- მორ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, დაწყ­ნარ­დით, თუ შე­იძ­ლე­ბა. ნი­კა არ და­კარ­გუ­ლა, იპო­ვეს უკ­ვე.
- რა... რა?.. არ მეს­მის... იპო­ვეს? სად?
- რო­გორც მე ვი­ვა­რა­უ­დე, ზუს­ტად ისე მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ფო­ტო­ა­პა­რა­ტი დაგ­ვიწყე­ბი­ათ და გა­რეთ გა­მო­სულს გა­ახ­სენ­და. ამი­ტომ უკან შებ­რუ­ნე­ბუ­ლა, ამა­სო­ბა­ში კი ას­ც­დით ერ­თ­მა­ნეთს.
თი­კომ არ და­ი­ჯე­რა.
- კი მაგ­რამ, უკან რო­გორ გაბ­რუნ­და? რო­დის? ან გზა რო­გორ გა­იგ­ნო? - დაბ­ნე­უ­ლი სიტყ­ვებს თავს ვერ უყ­რი­და.
- რა გზის გაგ­ნე­ბა უნ­დო­და? იქ­ვე არ იყო? დამ­შ­ვიდ­დით, გთხოვთ. ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა-მეთ­ქი, ხომ გითხა­რით? რო­ცა ვერ გი­პო­ვათ, არ და­იბ­ნა თურ­მე, პო­ლი­ცი­ელ­თან მი­სუ­ლა და უთხო­ვია, სახ­ლ­ში წა­მიყ­ვა­ნე­თო. ჰო­და, მი­უყ­ვა­ნი­ათ. ახ­ლა ბავ­შ­ვი ში­ნაა თა­ვის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი­ა­ნად.
- რა დროს ფო­ტო­ა­პა­რა­ტია, მა­გის დარ­დი არ მაქვს. ოღონდ ნი­კა იყოს კარ­გად...
- რა­ტომ, რა­ტომ, ფო­ტო­ა­პა­რა­ტიც სა­ჭი­რო ნივ­თია.
- ისე, ნა­ჩუ­ქა­რია და კი დამ­წყ­დე­ბო­და გუ­ლი, მაგ­რამ მა­შინ მა­გის დარ­დი მქონ­და?
ზუ­ზიმ აწყ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შე­ხე­და:
- ალ­ბათ თქვენ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფას­მა ადა­მი­ან­მა გა­ჩუ­ქათ.
- ჰო, დე­დამ და მა­მამ. ბო­დი­ში, რომ მო­გაც­დი­ნეთ. ისე და­ვი­ბე­ნი, თქვენ­თან მოს­ვ­ლის გარ­და ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე, - თი­კო ად­გა და წა­სას­ვ­ლე­ლად გა­ემ­ზა­და.
ზუ­ზიმ გზა ამ­ჯე­რა­დაც გა­და­უ­ღო­ბა.
- ჩემ­თან რომ მოხ­ვე­დით, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ზე­ზი უსი­ა­მოვ­ნო იყო. ამი­ტომ ახ­ლა ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხ­ვე­ვით და გეტყ­ვით იმას, რის თქმა­საც უკ­ვე მე­რამ­დე­ნე დღეა, ვა­პი­რებ. და­ჯე­ქით, უნ­და და­გე­ლა­პა­რა­კოთ!
- მაგ­რამ... ახ­ლა უნ­და გა­ვიქ­ცე, ბავ­შ­ვი იქ მარ­ტოა და...
- არ არის მარ­ტო, თქვენც ხომ იცით, რომ ასეა?
- უკაც­რა­ვად, ვერ დავ­რ­ჩე­ბი. ხომ გეს­მით, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე უნ­და ვნა­ხო ნი­კა. შე­იძ­ლე­ბა ისიც ნერ­ვი­უ­ლობს... ისე­თი სას­წ­რა­ფო რა არის, რომ მე­რე ვერ მეტყ­ვით? ან კი... უბ­რა­ლოდ, არ ვი­ცი, რა გვაქვს სა­სა­უბ­რო?
თი­კომ შე­ნიშ­ნა, რო­გორ შე­აკ­რ­თო ზუ­ზი მის­მა შე­კითხ­ვამ.
- თუ შე­იძ­ლე­ბა, დაბ­რ­ძან­დით და მო­მის­მი­ნეთ! - მკაც­რი ტო­ნით მი­მარ­თა, - ახ­ლა რომ აქე­დან წახ­ვი­დეთ, თქვენ­თ­ვის­ვე იქ­ნე­ბა უარე­სი!
- ჩემ­თ­ვის? უარე­სი იქ­ნე­ბა? რა­ღაც ვერ გა­ვი­გე... რას ნიშ­ნავს ჩემ­თ­ვის უარე­სი?
- და­გა­ვიწყ­დათ, რო­გო­რი აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყა­ვით წე­ღან, ჩემ­თან რომ მოხ­ვე­დით? ნი­კას და­კარ­გ­ვამ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად იმოქ­მე­და თქვენ­ზე. ამი­ტომ აჯო­ბებს, ცო­ტა ხანს დარ­ჩეთ და დამ­შ­ვიდ­დეთ. ლუ­კას მა­რო მი­ხე­დავს, აჭ­მევს და და­ა­ძი­ნებს. მე კი თქვენ­თან რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა მაქვს. ცო­ტა ხნით დარ­ჩით და ვი­სა­უბ­როთ, კარ­გი?
- რა კითხ­ვე­ბი გაქვთ? რას­თან და­კავ­ში­რე­ბით? მითხა­რით და წა­ვალ.
- კარ­გი. მითხა­რით, ბა­თუმ­ში რის­თ­ვის ჩა­მოხ­ვე­დით? და­სას­ვე­ნებ­ლად, ხომ?
- რა თქვე­ნი საქ­მეა! - მკვა­ხედ მი­უ­გო თი­კომ და მა­შინ­ვე ინა­ნა. მა­მა­კა­ცი მას და­ეხ­მა­რა, თვი­თონ კი უმა­დუ­რად მო­ექ­ცა.
- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ჩე­მი საქ­მეა.
- რა­ღაც ვერ გა­ვი­გე... - ამ­რე­ზით გა­ხე­და.
- ესე იგი, თქვენ გარ­თო­ბა, დას­ვე­ნე­ბა არ გინ­დათ და მხო­ლოდ ნი­კა გა­ინ­ტე­რე­სებთ?
- ასეა. მას­თან თავს კარ­გად ვგრძნობ, ვის­ვე­ნებ და ვერ­თო­ბი კი­დეც. არც მაბ­რა­ზებს და არც ნერ­ვებს მიშ­ლის.
- იცით რა... მო­დი, ვი­სა­დი­ლოთ ერ­თად და თან ვი­სა­უბ­როთ. სე­რი­ო­ზუ­ლი რა­ღაც მაქვს სათ­ქ­მე­ლი.
- მი­პა­ტი­ჟე­ბის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა, მაგ­რამ ვერ დავ­რ­ჩე­ბი. ისე­დაც ბევ­რი დრო წა­გარ­თ­ვით. უნ­და წა­ვი­დე.
ზუ­ზიმ მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მზე­რა მი­აპყ­რო, უც­ნა­უ­რად ჩა­ი­ღი­მა, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია, მხო­ლოდ ზა­რის ღი­ლაკს მი­ა­ჭი­რა თი­თი...
გაგრძელება იქნება
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
18.09.2017
რატომ არ ამატებთ ნაწარმოების გაგრძელებას?
ხათუნა
13.09.2017
ხან ლუკა,ხან ნიკა
A
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
მე­ო­რე დი­ლით, გა­იღ­ვი­ძა თუ არა, თი­კომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თო იმის ში­შით, დემ­ნას კი­დევ არ და­ე­რე­კა.
ოთახ­ში მო­სამ­სა­ხუ­რე შე­მო­ვი­და.
ზუ­ზის მან­ქა­ნა ისე ნე­ლა მიჰ­ყავ­და, თით­ქოს ტა­რე­ბა ეზა­რე­ბა ან დრო­ის გაყ­ვა­ნა სურ­სო.
კვირის სიახლეები
ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.
1 კომენტარი
"ლაიქ-შეარს" იმდენი დრო უნდა, ჩემმა მზემ, რომ ამდენი აღარ მცალია" - "არქაულ-თანამედროვედ" მოსაუბრე ჩოხოსანი
მე სიყვარულს წარსულში არ მოვიხსენიებ. თუ გიყვარს, სიკვდილამდე უნდა გიყვარდეს
4 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
8 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
7 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
21 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი