თა­მა­ში მზეს­თან (თავი XIV)
font-large font-small
თა­მა­ში მზეს­თან (თავი XIV)
ოთახ­ში მო­სამ­სა­ხუ­რე შე­მო­ვი­და.
- ერ­თი შე­ნე­ბუ­რი სუფ­რა გაგ­ვი­შა­ლე, ირ­მა, - მი­მარ­თა მწვა­ნე­წინ­საფ­რი­ან ქალს, - სა­პა­ტიო სტუ­მა­რი გვყავს, ხომ ხე­დავ, - და რო­ცა ქა­ლი გა­ვი­და, თი­კოს ღი­მი­ლით მი­უბ­რუნ­და, - მა­რო­მაც იცის, რომ სა­დი­ლად ჩემ­თან უნ­და დარ­ჩე, ასე რომ, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია. ნუ გე­ში­ნი­ათ, არ შეგ­ჭამთ.
თი­კო შემ­კ­რ­თა­ლი შეჰ­ყუ­რებ­და ზუ­ზის.
- მა­რომ სა­ი­დან იცის? - ხმა შე­ეც­ვა­ლა.
- და­ვუ­რე­კე და ვუთხა­რი. თან ვთხო­ვე, ნი­კას ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ-თქო. ცუ­დად მო­ვი­ქე­ცი?
თი­კომ კო­პე­ბი შეკ­რა.
- ჩემ­ზე ისევ ნაწყე­ნი ხართ? - ხმა­დაბ­ლა ჰკითხა მა­მა­კაც­მა და ქალს ხე­ლი გა­უ­წო­და სა­სა­დი­ლო ოთახ­ში მი­სა­პა­ტი­ჟებ­ლად.
- თქვენ რო­გორ გგო­ნი­ათ? - მის გა­მოწ­ვ­დილ ხელს თი­კომ ზე­დაც არ შე­ხე­და, ად­გა და მე­ო­რე ოთა­ხის­კენ გა­ე­მარ­თა.
ირ­მა ჯერ კი­დევ სუფ­რას აწყობ­და, რო­ცა მა­გი­დას მი­უს­ხ­დ­ნენ და მო­სამ­სა­ხუ­რე გა­ვი­და, თი­კომ ირო­ნი­უ­ლად იკითხა:
- თქვენ რა, სტუმ­რად მო­სულ ქა­ლებს ყვე­ლას ყო­ველ­თ­ვის სა­დი­ლად პა­ტი­ჟებთ?
- ყო­ველ­თ­ვის არა. - გა­ი­ღი­მა ზუ­ზიმ, - მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, ყვე­ლა ქალს, ვი­საც ვიც­ნობ, თვი­თონ უნ­და ჩემ­თან სა­დი­ლო­ბა. აი, დღე­ვან­დე­ლი შემ­თხ­ვე­ვა კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. მე თქვენს დახ­მა­რე­ბას ვცდი­ლობ.
თი­კომ ნაწყე­ნი სა­ხით შე­ხე­და და ცი­ვად უპა­სუ­ხა:
- მე ნი­კა არ ვარ და ნათ­ლი­ის დახ­მა­რე­ბა არ მჭირ­დე­ბა.
ზუ­ზიმ წარ­ბე­ბი აზი­და.
- მე ეს არ მქო­ნია მხედ­ვე­ლო­ბა­ში, - მოკ­ლედ მო­უჭ­რა მა­მა­კაც­მა და სა­უ­ბა­რიც ამით შეწყ­და.
ირ­მამ კვლავ შე­მო­ი­ტა­ნა კერ­ძე­ბი, ამ­ჯე­რად ცხელ-ცხე­ლი და ზუ­ზი ისევ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე მას­პინ­ძ­ლად იქ­ცა. ის, რის თქმა­საც აპი­რებ­და, რო­გორც ჩანს, შემ­დე­გის­თ­ვის გა­და­დო. თი­კო კი იმე­დოვ­ნებ­და, რომ ზუ­ზი იმ თე­მას სა­ერ­თოდ მი­ი­ვიწყებ­და.
და მარ­თ­ლაც, მა­მა­კაც­მა სრუ­ლი­ად სხვა რა­მე­ებ­ზე და­იწყო სა­უ­ბა­რი. თი­კოს მშობ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­და, მათ მი­ერ გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ზე, სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. ქა­ლიც გა­ტა­ცე­ბით უყ­ვე­ბო­და ყვე­ლა­ფერს, რაც ენა­ზე მო­ად­გე­ბო­და. მა­მა­კა­ცი დრო­დად­რო შე­კითხ­ვებს უს­ვამ­და და თი­კოს უკ­ვირ­და, ასე კარ­გად სა­ი­დან იც­ნობ­და ზუ­ზი კი­ნოს ის­ტო­რი­ას. შემ­დეგ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, მე­რე ნა­ხა­ტებ­ზე და ბო­ლოს მა­მა­კაც­მა ფო­ტო­ტექ­ნი­კაც ახ­სე­ნა.
- შარ­შან რამ­დე­ნი­მე დღით ავ­ს­ტ­რი­ა­ში ჩავ­ფ­რინ­დი და უკა­ნას­კ­ნე­ლი გა­მოშ­ვე­ბის ციფ­რუ­ლი ფო­ტო­კა­მე­რა ვი­ყი­დე. მინ­და ის კა­მე­რა გა­ნახ­ვოთ.
თი­კომ რა­ღაც გა­ურ­კ­ვევ­ლად ჩა­ი­დუდღუ­ნა, რად­გან აპა­რატ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნი­კა გა­ახ­სე­ნა და და­ი­ძა­ბა. ზუ­ზიმ მა­შინ­ვე იგ­რ­ძ­ნო ეს ცვლი­ლე­ბა და პირ­და­პირ მი­ა­ხა­ლა:
- რო­გორ ფიქ­რობთ, რა მოხ­დე­ბა, ნი­კა რამ­დე­ნი­მე დღით ჩემს ფერ­მა­ში რომ დავ­ტო­ვოთ? ჩე­მე­ბი მი­ხე­და­ვენ, ცივ ნი­ავს არ მი­ა­კა­რე­ბენ. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბათ ბავ­შ­ვის სტუმ­რო­ბა.
- რა­ტომ? - ჯი­ქურ შე­ე­კითხა თი­კო.
- რა­ტომ და, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ, აქა­უ­რი ცხოვ­რე­ბა აღიქ­ვათ. ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დენს კარ­გავთ ასე უქ­მად ყოფ­ნით.
მის­მა და­ჟი­ნე­ბულ­მა მზე­რამ ქალს ღაწ­ვე­ბი აუფაკ­ლა. ზუ­ზის­გან მსგავსს არ მო­ე­ლო­და. იფიქ­რა, ალ­ბათ არ მოს­წონს, ბიჭს რო­გორც ვუვ­ლიო. მაგ­რამ მი­რომ ბავ­შ­ვი მას და­უ­ტო­ვა და მას­თან თუნ­დაც ერ­თი დღით გან­შო­რე­ბა არას­წო­რად მი­აჩ­ნ­და.
- ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი წი­ნა­და­დე­ბაა, თით­ქოს არ­სე­ბობ­დეს ვინ­მე, ვინც და­მეხ­მა­რე­ბა ბა­თუ­მით ტკბო­ბა­ში. - ცი­ნი­კუ­რი ტო­ნით წარ­მოთ­ქ­ვა.
ზუ­ზიმ შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი მზე­რა ეს­რო­ლა.
- და მე რა­ღას ვა­კე­თებ? მგო­ნი, იმ დღეს ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დათ, რო­ცა ჩემ­თან საშ­ვე­ლად მო­ირ­ბი­ნეთ, - არც მა­მა­კაც­მა და­აკ­ლო ირო­ნია.
- ეს ერ­თა­დერ­თხელ მოხ­და და ჩე­მი გა­გე­ბა, ვფიქ­რობ, ძნე­ლი არ უნ­და იყოს, - აღ­შ­ფოთ­და თი­კო, თან ცდი­ლობ­და, ში­ნა­გა­ნი ცახ­ცა­ხი რო­გორ­მე და­ე­ო­კე­ბი­ნა, - ახ­ლა რა­ღას მთა­ვა­ზობთ?
მა­მა­კაც­მა მშვი­დად მი­უ­გო:
- იმას, რომ გა­ერ­თოთ, სტუმ­რად იაროთ, იცეკ­ვოთ, მთვა­რის შუქ­ზე ნა­ვით ისე­ირ­ნოთ, იქ­ნებ ვინ­მეს მო­ე­ფე­როთ კი­დეც. - იგი წინ წა­მო­ი­წია, თვა­ლე­ბი გაბ­რ­წყი­ნე­ბო­და, - ოღონდ არ მითხ­რათ, რომ ამა­ზე არ ოც­ნე­ბობთ.
თი­კოს ეგო­ნა, სა­ცაა, გუ­ლი ამო­მი­ვარ­დე­ბაო.
- ნი­კას გარ­და ახ­ლა სხვა სა­ფიქ­რა­ლი არ მაქვს! - დაბ­ნე­ულ­მა ნერ­წყ­ვი ძლივს გა­და­ა­გო­რა.
- მაგ­რამ ხომ იცით, რო­გორ გა­ერ­თო­ბა იგი ფერ­მა­ში? რა კარ­გად იგ­რ­ძ­ნობს თავს? თქვენც ხომ ნა­ხეთ, რა ბედ­ნი­ე­რი იყო იქ? თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ცხე­ნით ისე­ირ­ნებს. ნუ­თუ არ გსურთ, ცო­ტა ხნით გა­თა­ვი­სუფ­ლ­დეთ და ჩემ­თან დარ­ჩეთ? მე თქვენ­თან მინ­და.
თი­კოს გა­ა­ცია. ერ­თ­დ­რო­უ­ლად სი­ა­მოვ­ნე­ბის­გა­ნაც და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ტკი­ვი­ლის­გა­ნაც. კვლავ და­იბ­ნა. არ უნ­დო­და, მა­მა­კაცს მი­სი დაბ­ნე­უ­ლო­ბა შე­ემ­ჩ­ნია, თა­ნაც ბრა­ზობ­და, რომ მის საქ­მე­ში ასე უდი­ე­რად ყოფ­დ­ნენ ცხვირს.
- ჩე­მი აზ­რი გა­ინ­ტე­რე­სებთ? - უკა­ნას­კ­ნე­ლი ძა­ლა მო­იკ­რი­ბა, შე­ტე­ვა­ზე რომ გა­და­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ სიტყ­ვა გა­უწყ­და და მო­ი­ბო­დი­შა, - მა­პა­ტი­ეთ... ნუ­თუ იმი­ტომ დამ­ტო­ვეთ სა­დი­ლად, რომ წამ­კინ­კ­ლა­ვე­ბო­დით?
ზუ­ზის გა­ე­ღი­მა.
- არა, რა თქმა უნ­და. ისე­თი რა გითხა­რით, რომ თქვე­ნი აღ­შ­ფო­თე­ბა გა­მო­ვიწ­ვიე? თქვენ­თან წა­კინ­კ­ლა­ვე­ბა აზ­რა­დაც არ მომ­ს­ვ­ლია. ნი­კას ფერ­მა­ში გაგ­ზავ­ნა კი იმი­ტომ შე­მოგ­თა­ვა­ზეთ, რომ ბა­თუმ­ში ყოფ­ნით სი­ა­მოვ­ნე­ბა გეგ­რ­ძ­ნოთ.
- თავს ბიჭ­თა­ნაც მშვე­ნივ­რად ვგრძნობ, ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად და ლა­ღად.
ისე იყო აჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი, დამ­შ­ვი­დე­ბას ვერ ახერ­ხებ­და. ცდი­ლობ­და, ზუ­ზიც და თა­ვი­სი თა­ვიც და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა იმა­ში, რა­საც ამ­ბობ­და, მაგ­რამ ხვდე­ბო­და, და­მა­ჯე­რებ­ლად არ გა­მოს­დი­ო­და. მა­მა­კაცს თვა­ლებ­ში შე­ხე­და, რა­ღა­ცის თქმა და­ა­პი­რა, მაგ­რამ მის­მა გამ­ჭოლ­მა მზე­რამ შე­ა­ჩე­რა.
- ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ნი­კას მოვ­ლა და მხო­ლოდ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებ­დეთ. თქვენ ხომ თით­ქ­მის არა­ფე­რი გი­ნა­ხავთ. ნუ­თუ არ გინ­დათ წყლის თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი, რო­ცა ზღვის შხე­ფე­ბი სა­ხე­ზე გხვდე­ბათ და თით­ქოს უსას­რუ­ლო­ბა­ში მიქ­რი­ხართ? პა­რა­შუ­ტით წყალ­ში ჩახ­ტო­მა? ან­და სუ­ლაც მინ­დ­ვ­რის ყვა­ვი­ლე­ბის დაკ­რე­ფა? სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბო­დი თქვე­ნი მეგ­ზუ­რი.
`მომ­ფე­რებ­ლის ამ­პ­ლუ­ა­შიც?~ - გა­ი­ფიქ­რა თი­კომ და ლა­მის თავ­ბ­რუ და­ეხ­ვა.
ზუ­ზი გა­ტა­ცე­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ქალ­მა კი უკ­ვე წარ­მო­იდ­გი­ნა, რო­გორ მიქ­რი­ან ისი­ნი წყლის თხი­ლა­მუ­რე­ბით, რო­გორ მი­უყ­ვე­ბი­ან ცი­ცა­ბო ბი­ლიკს და რო­გორ აშ­ვე­ლებს ზუ­ზი თა­ვის ძლი­ერ ხელს, ბი­ლიკ­ზე რომ არ მო­ცურ­დეს...
საკ­მა­რი­სი იყო, თი­კოს ერ­თი სიტყ­ვა დას­ც­დე­ნო­და, რომ ეს ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ექ­ცე­ო­და, მაგ­რამ გაახ­სენ­და, რის­თ­ვი­საც მი­ი­პა­ტი­ჟა ნატ­კამ ბა­თუმ­ში - მას თა­ვი­სი ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნა სურ­და და მე­გო­ბა­რი საშ­ვე­ლად იხ­მო. ჰო­და, თი­კო აქ ნატ­კას გა­მოა და ნი­კას რა­მე რომ შე­ემ­თხ­ვეს, მი­რო ამა­ში ცოლს და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს. ეს კი შე­საძ­ლოა, მა­თი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს.
არა, ამას არ და­უშ­ვებს!
თი­კო ცდუ­ნე­ბას ებ­რ­ძო­და, თან უნ­დო­და, ზუ­ზის დას­თან­ხ­მე­ბო­და, თან ნი­კა­ზე ფიქ­რობ­და. ბო­ლოს მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბამ იმ­ძ­ლავ­რა.
- დი­დი მად­ლო­ბა მშვე­ნი­ე­რი წი­ნა­და­დე­ბის­თ­ვის, - მტკი­ცედ წარ­მოთ­ქ­ვა, - თქვენ ძა­ლი­ან კე­თი­ლი ხართ, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იცო­დით, რომ მე მა­ინც უარს გეტყო­დით. ნატ­კას და მი­როს სიტყ­ვა მი­ვე­ცი და არ გა­და­ვუხ­ვევ. ნი­კას წა­მი­თაც ვერ დავ­ტო­ვებ უჩე­მოდ.
- თქვენ იმ კა­ტე­გო­რი­ის ქა­ლებს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბით, ვი­საც ადა­მი­ა­ნის ჭკუ­ი­დან შეშ­ლა შე­უძ­ლია. გხიბ­ლავთ ტან­ჯუ­ლის რო­ლი? თუ ამის­კენ ჩე­მი ხა­სი­ა­თი გი­ბიძ­გებთ? რა არ მოგ­წონთ ჩემ­ში?
- უკაც­რა­ვად, მაგ­რამ ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურს!
- კარ­გი, ასე იყოს. მა­შინ აივან­ზე გა­ვი­დეთ, ყა­ვა დავ­ლი­ოთ.
ტე­რა­სა­ზე გა­ვიდ­ნენ. თი­კო სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და. ზუ­ზიმ მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ჩარ­თო და ირ­გ­ვ­ლივ სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დია და­იღ­ვა­რა. მა­მა­კაც­მა არაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლი სა­უ­ბა­რი გა­უ­ბა ქალს, თან ყა­ვას წრუ­პავ­და.
ცო­ტა ხან­ში თი­კო წა­სას­ვ­ლე­ლად მო­ემ­ზა­და. ზუ­ზი გვერ­დით ამო­უდ­გა, რა­თა გა­ე­ცი­ლე­ბი­ნა. ის-ის იყო, გა­რეთ უნ­და გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ, რომ ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის ხმა გა­ის­მა. ზუ­ზიმ მო­უ­ბო­დი­შა ქალს და მო­ბი­ლუ­რის ასა­ღე­ბად შებ­რუნ­და. რო­ცა უკან გა­მობ­რუნ­და, სა­ხე უბ­რ­წყი­ნავ­და. თით­ქოს სხვა­ნა­ი­რა­დაც კი იღი­მე­ბო­და.
- ოხ, მი­შელ. მი­შელ! რო­დის ჩა­მოხ­ვე­დი? შე­ნი მშობ­ლე­ბიც დაბ­რუნ­დ­ნენ? მარ­ტო რო­გორ გა­მო­გიშ­ვეს? მო­გე­წო­ნათ სა­ბერ­ძ­ნე­თი? კარ­გი, გა­სა­გე­ბია, - ზუ­ზიმ გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა, სა­ათს და­ხე­და და თქვა: - ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში შენ­თან გავ­ჩ­ნ­დე­ბი.
თი­კოს რა­ღაც ჩას­წყ­და გულ­ში. შეს­ც­ქე­რო­და მა­მა­კა­ცის ახო­ვან ფი­გუ­რას, მის ლა­მაზ სა­ხეს და ყო­ვე­ლი მი­სი სიტყ­ვა ლახ­ვა­რი­ვით ხვდე­ბო­და გულ­ში. მის­თ­ვის აუტა­ნე­ლი იყო, რომ ზუ­ზი მი­შელს უნ­და შეხ­ვედ­რო­და.
ზუ­ზიმ მო­ბი­ლუ­რი გა­თი­შა, კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლის და­ფარ­ვა არც კი უც­დია.
- მა­პა­ტი­ეთ, რომ და­გა­ყოვ­ნეთ, წა­ვი­დეთ, გა­გა­ცი­ლებთ.
ზუ­ზი ჩქა­რობ­და, თი­კოს კი ყვე­ლაფ­რის ხა­ლი­სი და­ე­კარ­გა, მაგ­რამ ხმა არ ამო­უ­ღია.
მი­როს სახ­ლამ­დე გზა მდუ­მა­რე­ბა­ში გა­ლი­ეს. თი­კო ზუ­ზის მი­შელ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ფიქ­რობ­და, ზუ­ზი - კაც­მა არ იცის, რა­ზე.
ცი­ვად და­ემ­შ­ვი­დობ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. თი­კომ იმა­საც მი­აქ­ცია ყუ­რადღე­ბა, რო­გო­რი სის­წ­რა­ფით გა­ა­ქა­ნა მა­მა­კაც­მა მან­ქა­ნა. კვნე­სით ამო­ი­ოხ­რა და სახ­ლ­ში შე­ვი­და.
მის და­ნახ­ვა­ზე ნი­კა შურ­დუ­ლი­ვით გა­მო­ვარ­და სახ­ლი­დან და ქა­ლის­კენ გა­მო­ე­ქა­ნა, ხე­ლე­ბი წელ­ზე მოხ­ვია და მი­ეკ­რა.
- თი­კო, ხომ არ მიბ­რაზ­დე­ბი, რომ და­ვი­კარ­გე? ფო­ტო­ა­პა­რა­ტი დამ­რ­ჩა და მის წა­მო­სა­ღე­ბად მივ­ბ­რუნ­დი. იცი, რამ­დენ ხანს ვე­ძებ­დი? მე­რე გა­მო­ვე­დი და ვერ­სად ვერ გი­პო­ვეთ, - ტი­ტი­ნებ­და ბი­ჭუ­ნა.
თამ­თამ ჩა­ი­მუხ­ლა, ბავშვს შუბ­ლი შუბ­ლ­ზე მი­ა­დო და თბი­ლად უთხ­რა:
- არა, ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო, არ გი­ჯავ­რ­დე­ბი. ოღონდ სხვა დროს გა­მაფ­რ­თხი­ლე, თუ­კი სად­მე წას­ვ­ლა მო­გინ­დე­ბა, კარ­გი? - და თავ­ზე აკო­ცა.
- კარ­გი, აუცი­ლებ­ლად გეტყ­ვი, თა­ნახ­მა ვარ, - ტა­ში შე­მოჰ­კ­რა ნი­კამ და ას­კინ­კი­ლით კვლავ სახ­ლ­ში შე­ვარ­და.
ცო­ტა ხნის შემ­დეგ ივახ­შ­მეს. მე­რე თი­კომ ბავ­შ­ვი და­ბა­ნა, სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­იყ­ვა­ნა, ლო­გინ­ში ჩა­აწ­ვი­ნა და ძი­ლი ნე­ბი­სა უსურ­ვა.
თა­ვის ოთახ­ში შე­სულ­მა შუ­ქიც კი არ აან­თო, სა­წოლ­ზე ჩა­მოჯ­და და გა­ახ­სენ­და ზუ­ზის ღი­მი­ლი, უდარ­დე­ლი სი­ცი­ლი და ის სი­ხა­რუ­ლი, მი­შე­ლის ზარ­მა რომ მოჰ­გ­ვა­რა.
`ა­ხია ჩემ­ზე, - გა­ი­ფიქ­რა, - მე თვი­თონ ვარ დამ­ნა­შა­ვე, არ მი­ვი­ღე მი­სი წი­ნა­და­დე­ბა. თვი­თონ ვუ­ბიძ­გე მი­შე­ლის­კენ. ახ­ლა მას­თან გა­ერ­თო­ბა და მე სა­ერ­თოდ და­ვა­ვიწყ­დე­ბი. ღმერ­თო, რა­ტომ ვარ ასე­თი ჯი­უ­ტი? რა მოხ­დე­ბო­და, დავ­თან­ხ­მე­ბო­დი? ნე­ტავ რას იზამ­და ასეთ დროს? მი­შელს უარს ეტყო­და შეხ­ვედ­რა­ზე? ჰმ... სა­ინ­ტე­რე­სო­ა~...
მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­სი მო­ბი­ლუ­რიც აწ­კ­რი­ალ­და. ეკ­რანს და­ხე­და და მეხ­და­ცე­მუ­ლი­ვით გა­შეშ­და...
ეს დემ­ნას ნო­მე­რი იყო, ის ურე­კავ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­დაწყ­ვი­ტა, არ ეპა­სუ­ხა მი­სი ზა­რის­თ­ვის, მაგ­რამ მა­შინ­ვე გა­და­ი­ფიქ­რა. ზუ­ზის­გან დამ­ძი­მე­ბულ­მა იფიქ­რა, ჯავრს ამა­ზე მა­ინც ვიყ­რიო და მო­ბი­ლუ­რის ეკ­რანს თე­ატ­რა­ლუ­რი ჟეს­ტით გა­უს­ვა თი­თი.
- გის­მენთ! - ისე­თი ტო­ნით ჩას­ძა­ხა, თით­ქოს ვინ­მე სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ზე ურე­კავ­და.
- გა­მარ­ჯო­ბა! - მი­სალ­მე­ბა მოკ­ლე გა­მოდ­გა.
- გა­გი­მარ­ჯოს. - თი­კომ ენა გა­მო­უ­ყო ხმას, რო­მე­ლიც ყურ­მი­ლი­დან ის­მო­და.
- რო­გორ ხარ?
- მშვე­ნივ­რად.
- კარ­გად ის­ვე­ნებ?
თი­კომ შუბ­ლი შე­იკ­რა. ვერ მიხ­ვ­და, სა­ი­დან უნ­და სცოდ­ნო­და დემ­ნას, ბა­თუმ­ში რომ ის­ვე­ნებ­და.
- ცუ­დად რა­ტომ უნ­და ვის­ვე­ნებ­დე? - აგ­დე­ბუ­ლად მი­უ­გო.
- იმი­ტომ, რომ შენ გვერ­დით მე არ ვარ.
თი­კოს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის­ტე­რი­კუ­ლი სი­ცი­ლი აუვარ­და.
- შენ რა­ტომ უნ­და იყო გვერ­დით? ეგ ვინ და­ა­წე­სა?
კარ­გა ხანს მე­ო­რე მხა­რეს ხმას არა­ვინ იღებ­და.
- ალო! - ჩას­ძა­ხა თი­კომ, იფიქ­რა, ხომ არ გა­ი­თი­შაო.
- შე­ნი აზ­რით, არ უნ­და ვი­ყო?
- დემ­ნა, რის­თ­ვის და­მი­რე­კე, უაზ­რო შე­კითხ­ვე­ბი რომ და­მის­ვა? არა, არ უნ­და მყავ­დე, გეს­მის?
- და რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ არც არას­დ­როს მყო­ლი­ხარ გვერ­დით. შენ ჩემ­თან არას­დ­როს ყო­ფილ­ხარ. ყო­ველ­თ­ვის სხვა­გან იყა­ვი, მა­ში­ნაც კი, რო­ცა თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებ­დი!
- რა ის­ტე­რი­კე­ბი და­ი­მარ­თე? ასე მო­გე­ნატ­რე? - ჩა­ი­ცი­ნა დემ­ნამ.
- თუ შენ მო­ნატ­რე­ბუ­ლე­ბი ასე გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, კარ­გად ყო­ფი­ლა შე­ნი საქ­მე.
- სად ხარ?
- სახ­ლ­ში, მე­გო­ბარ­თან, სად უნ­და ვი­ყო?
- ჰო­და, გა­მო­დი, ბულ­ვარ­ზე გე­ლო­დე­ბი.
- რა-ა? - თი­კოს წა­მით თვალთ და­უბ­ნელ­და. ვე­რაფ­რით იფიქ­რებ­და, დემ­ნა თუ ბა­თუმ­ში იქ­ნე­ბო­და.
- რა, რა! ბა­თუმ­ში ვარ და შე­ნი ნახ­ვა მინ­და. რას გა­იკ­ვირ­ვე? არ ელო­დი? თუ უკ­ვე და­მი­ვიწყე?
- ერ­თიც და მე­ო­რეც, - ჩამ­წყ­და­რი ხმით მი­უ­გო და გა­თი­შა.
არა, ამის­თ­ვის მზად ნამ­დ­ვი­ლად არ იყო. მთე­ლი სხე­უ­ლი აუკან­კალ­და. ცივ­მა ოფ­ლ­მა და­ას­ხა. თვი­თო­ნაც ვერ ხვდე­ბო­და, ასე რამ გა­ა­ნერ­ვი­უ­ლა.
დემ­ნამ კვლავ და­რე­კა. თი­კომ ამ­ჯე­რად აღარ უპა­სუ­ხა. უეც­რად მე­სი­ჯი მო­უ­ვი­და: `თუ ახ­ლა­ვე არ გა­მოხ­ვალ, სა­დაც ხარ, იქ და­გად­გე­ბი! მი­სა­მარ­თი ვი­ცი, ასე რომ...~
ლა­მის გულ­წა­სუ­ლი მი­ეს­ვე­ნა სა­წოლ­ზე. ში­შის­გან მუხ­ლე­ბი აუკან­კალ­და. რა ჯან­და­ბა უნ­და? მათ შო­რის ხომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­და, ახ­ლა რი­ს­თ­ვისღა იბა­რებს? გუ­ლი გა­მა­ლე­ბით უცემ­და. ვერ გა­და­ეწყ­ვი­ტა, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. კარ­გა ხანს ყოყ­მა­ნობ­და, ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტა, თვი­თონ და­ე­რე­კა.
- დრო­ზე გა­მო­დი, გე­ლო­დე­ბი! - მბრძა­ნებ­ლუ­რად გა­ის­მა მა­მა­კა­ცის ხმა.
- ამა­ღამ ვერ გა­მო­ვალ, ასე იოლი არ არის, სტუმ­რად ვარ, უხერ­ხუ­ლია, - მშვი­დად სცა­და მი­სი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა.
- გა­მოხ­ვალ, იმი­ტომ, რომ მე ასე მინ­და. გა­სა­გე­ბია? იცო­დე, თუ არ გა­მოხ­ვალ, რა­საც შეგ­პირ­დი, იმას გა­ვა­კე­თებ და მე­რე უფ­რო უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა!
თი­კო და­მუნ­ჯ­და. მიხ­ვ­და, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვას აზ­რი არ ჰქონ­და. სუ­ლაც არ სურ­და, მა­როს დემ­ნა აქ ენა­ხა.
- კარ­გი, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მანდ ვიქ­ნე­ბი. - რაც შე­იძ­ლე­ბო­და, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად მი­უ­გო, გულ­ში კი და­ი­ქა­და, ქა­ლი არ ვი­ყო, თუ ეს სა­ღა­მო არ ჩა­გამ­წა­როო.

ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან აძაგ­ძა­გე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გაჩ­ნ­და. დემ­ნა შუა ბულ­ვარ­ზე იდ­გა მან­ქა­ნას მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი და სი­გა­რეტს ნე­ბივ­რად ეწე­ო­და.
- რის­თ­ვის და­მი­ბა­რე? - ზიზღით შე­ხე­და თი­კომ.
- ჯერ მო­მე­სალ­მე, - მა­მა­კა­ცი მის­კენ გა­მო­ი­წია, წელ­ზე ხე­ლის მოხ­ვე­ვა და­უ­პი­რა.
- არ მო­მე­კა­რო! - ქა­ლი გან­ზე გახ­ტა.
- ვოვ! შენ რა უკა­რე­ბა გამ­ხ­დარ­ხარ? რა ხდე­ბა? - დემ­ნამ სი­გა­რე­ტი წკი­პურ­ტით მო­ის­რო­ლა და კვლავ ახ­ლოს და­ა­პი­რა მის­ვ­ლა.
- გა­ჩერ­დი, სა­დაც დგა­ხარ და იქი­დან მითხა­რი, რა გინ­და! - ქალს თვა­ლე­ბი ბო­რო­ტად უელავ­და.
- შე­ნი ნახ­ვა, სხვა რა უნ­და მინ­დო­დეს? ჩა­მო­გა­კითხე.
- ახ­ლა გა­გახ­სენ­დი? ამ­დენ ხანს სად იყა­ვი?
- ოოო, არ და­იწყო ახ­ლა რა. არ მე­ცა­ლა. ცუ­დად ვი­ყა­ვი, დეპ­რე­სია მქონ­და. საკ­მა­რი­სია?
- არა, არ არის საკ­მა­რი­სი. ჩვენ შო­რის ხომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­და. ამა­ზე უკ­ვე ვი­ლა­პა­რა­კეთ. მე შენ­თან შე­რი­გე­ბას არ ვა­პი­რებ.
- მარ­თ­ლა? რა­ღაც არ მახ­სენ­დე­ბა, ამა­ზე გვე­სა­უბ­როს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლად არ გვი­ლა­პა­რა­კია. ჩა­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში, გა­ვი­დეთ სად­მე და დავ­ს­ხ­დეთ. თუ ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ლა­პა­რა­კო გვაქვს, ქუ­ჩა­ში ხომ არ ვიდ­გე­ბით არა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი­ვით?
- დემ­ნა, თა­ვი და­მა­ნე­ბე, გთხოვ! მე შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვამ­თავ­რე. ხომ არ და­გა­ვიწყ­და, გუ­ლი რომ მატ­კი­ნე? ასეთ რა­მე­ებს კაცს არ ვპა­ტი­ობ. ვინც გა­პა­ტი­ებს, იმას­თან წა­დი. მე შენ­თ­ვის აღარ ვარ­სე­ბობ.
- თუ შენ არ არ­სე­ბობ ჩემ­თ­ვის? - თით­ქოს მუ­ქა­რით გა­იჟ­ღე­რა მა­მა­კა­ცის ხმამ.
- არც მე, - თი­კოს ხმა ჩა­უწყ­და, ცო­ტა არ იყოს, შე­ე­შინ­და, ძა­ლით არ და­მი­პი­როს მან­ქა­ნა­ში ჩას­მაო, - აღარ მიყ­ვარ­ხარ. მორ­ჩა, რაც იყო, ის არ გან­მე­ორ­დე­ბა.
- გა­ნა ასე­თი რა და­ვა­შა­ვე? ცო­ტა ხნით რომ და­ვი­კარ­გე? - დემ­ნამ თა­ვი­სი სა­ფირ­მო ღი­მი­ლი აიფა­რა სა­ხე­ზე.
- ეს არ იყო შე­ნი პირ­ვე­ლი და­კარ­გ­ვა. მა­პა­ტიე, მაგ­რამ შენს დეპ­რე­სი­ულ ხა­სი­ათ­ზე ვერ ავაწყობ ცხოვ­რე­ბას. რო­ცა მო­გეპ­რი­ა­ნე­ბა, გა­მოჩ­ნ­დე­ბი, რო­ცა მო­გეპ­რი­ა­ნე­ბა, გაქ­რე­ბი. მე ასე არ შე­მიძ­ლია. ეს არ არის სიყ­ვა­რუ­ლი.
- აჰა. ესე იგი, გა­მო­დის, მარ­თ­ლა არ გყვა­რე­ბი­ვარ, თუ ჩე­მი ატა­ნა არ შე­გიძ­ლია.
- კარ­გია, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს, მიხ­ვ­დი. - ამ­რე­ზით ახე­და, - ჰო, აღარ მიყ­ვარ­ხარ. შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მღლის, მღლის და მა­ში­ნებს. ვერ ვი­ტან მტი­რა­ლა, დეპ­რე­სი­ულ და მერ­ყევ მა­მა­კა­ცებს. მათ ყო­ველ სიტყ­ვა­ში მხო­ლოდ სი­ყალ­ბე მეს­მის და სხვა არა­ფე­რი.
დემ­ნა უცებ შეტ­რი­ალ­და და თა­ვი მან­ქა­ნის ფან­ჯა­რა­ში შე­ყო. თი­კოს სუნ­თ­ქ­ვა გა­უ­ჩერ­და, ვერ მიხ­ვ­და, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და. მან კი სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფი გა­მო­ი­ტა­ნა და სან­თე­ბე­ლას გაჰ­კ­რა.
- ანუ სა­ბო­ლო­ოდ დავ­შორ­დეთ ერ­თ­მა­ნეთს? - შე­ე­კითხა კბი­ლებ­შუა სი­გა­რეტ­გარ­ჭო­ბი­ლი.
- ჩვენ კარ­გა ხა­ნია, სა­ბო­ლო­ოდ დავ­შორ­დით ერ­თ­მა­ნეთს.
- სხვა ვინ­მეს ხვდე­ბი? - ხმას და­უ­წია დემ­ნამ და სი­გა­რე­ტი მთე­ლი ძა­ლით მო­ქა­ჩა.
- არა, - მტკი­ცე ხმით წარ­მოთ­ქ­ვა თი­კომ და თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად თვა­ლი ჯი­ქურ გა­უს­წო­რა.
ერ­თხანს ასე, მზე­რე­ბით ბურ­ღავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. ბო­ლოს დემ­ნამ დათ­მო.
- კარ­გი, წა­მო, მი­გიყ­ვან სახ­ლამ­დე, გვი­ა­ნაა უკ­ვე. ხვალ და­გი­რე­კავ და დღის შუქ­ზე გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ ჩვე­ნი პა­ექ­რო­ბა.
- არ მინ­და! - იყ­ვი­რა თი­კომ.
- რა არ გინ­და?
- არც შე­ნი წაყ­ვა­ნა მინ­და და არც შე­ნი და­რეკ­ვა. მხო­ლოდ ის მინ­და, სა­მუ­და­მოდ გაქ­რე ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან!
- რა მითხა­რი, გო­გო? - დემ­ნამ კვლავ გა­ის­რო­ლა სი­გა­რე­ტი და აძაგ­რუ­ლი ქალს მი­უ­ახ­ლოვ­და, - შე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან გავ­ქ­რე? შენს ბრძა­ნე­ბებ­ზე ვი­ა­რო?
შე­ში­ნე­ბუ­ლი თი­კოც ნელ-ნე­ლა იხევ­და უკან, თან ცდი­ლობ­და, ნა­ბი­ჯი ფრთხი­ლად გა­და­ედ­გა, რომ არა­ფერს წა­მოს­დე­ბო­და და არ წაქ­ცე­უ­ლი­ყო.
- იმის­თა­ნა სექ­სი მქონ­და შენ­თან, ისე კარ­გად ვგრძნობ­დი თავს... ამის მე­რე თა­ვი რო­გორ და­გა­ნე­ბო? თუ არ გიყ­ვარ­დი, რას მო­მეტ­მას­ნე?
თი­კო წა­მო­ენ­თო.
- მე მო­გეტ­მას­ნე? საშ­ვე­ლი არ მო­მე­ცი, ნა­ბიჯს ვერ ვდგამ­დი, შენ რომ არ ამ­ს­ვე­ტე­ბო­დი წინ და მე მო­გეტ­მას­ნე? ნა­გა­ვო! რო­გორ ბე­დავ! უარე­სი მომიხდება, შენ­ნა­ირს თა­ვი რომ გა­ვუ­ტო­ლე! - ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა.
დემ­ნა გა­ოგ­ნ­და. ასეთ თი­კოს ის არ იც­ნობ­და. ასე­თი თი­კო პირ­ვე­ლად ნა­ხა და იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ად­გილ­ზე გა­შეშ­და.
ამა­სო­ბა­ში თი­კო შეტ­რი­ალ­და, ჩქა­რი ნა­ბი­ჯით გა­დაჭ­რა ბულ­ვა­რი და პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხ­ვედ­რი ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა... მა­მა­კა­ცი აღარ დას­დევ­ნე­ბია...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი