თა­მა­ში მზეს­თან (თავი XVI)
font-large font-small
თა­მა­ში მზეს­თან (თავი XVI)
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
მშვე­ნივ­რად მიხ­ვ­და, რომ ზუ­ზიმ გა­კიცხა მი­სი საქ­ცი­ე­ლი, საქ­ცი­ე­ლი დე­დი­სა, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ რძლის მე­გობ­რის ხარ­ჯ­ზე მო­დი­ო­და გონ­ზე, ეს მე­გო­ბა­რი კი ერ­თობ მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლი იყო.
- თქვენ­გან და­ვა­ლე­ბუ­ლი ვარ, თი­კო, - რაც შე­ეძ­ლო, თბი­ლად მი­მარ­თა მა­რიმ.
ამ დროს მა­როც გა­მოჩ­ნ­და. იგი მა­შინ­ვე წა­მოდ­გა და მო­სამ­სა­ხუ­რეს მე­ო­რე ოთახ­ში გაჰ­ყ­ვა.
თი­კო ხმას არ იღებ­და, და­მუნ­ჯე­ბუ­ლი იდ­გა ერთ ად­გი­ლას და იატაკს ჩას­ჩე­რე­ბო­და. გუ­ლი გა­მა­ლე­ბით უცემ­და. ეში­ნო­და, ირ­გ­ვ­ლივ და­სად­გუ­რე­ბულ ამაზ­რ­ზენ სი­ჩუ­მე­ში მი­სი გუ­ლის­ცე­მა ზუ­ზის სმე­ნას არ მის­წ­ვ­დო­მო­და. მა­მა­კა­ცის­თ­ვის ერ­თხე­ლაც არ შე­უ­ხე­დავს, მაგ­რამ მის მზე­რას გრძნობ­და. ეს მზე­რა კი წვავ­და და სულს უშან­თავ­და. ყე­ლი გა­უშ­რა, ტი­რი­ლი მო­უნ­და. მიხ­ვ­და, რომ ზუ­ზის სა­მუ­და­მოდ კარ­გავ­და...
- რა­ტომ ხართ შინ? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ალა­პა­რაკ­და ზუ­ზი, - ნუ­თუ აუცი­ლე­ბე­ლია ასეთ სა­ღა­მოს სახ­ლ­ში იჯ­დეთ და ნატ­კა­სა და მი­როს ჩა­მოს­ვ­ლას ელო­დოთ?
დამ­ფ­რ­თხალ­მა თი­კომ მა­მა­კაცს გა­ხე­და და მის მკაცრ მზე­რას შე­ე­ფე­თა. მის­და გა­საკ­ვი­რად, ამან სი­თა­მა­მე შე­მა­ტა.
- დღეს ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, ამი­ტომ გა­რეთ გას­ვ­ლა აღარ მინ­დო­და.
- რა­ღაც არ გეტყო­ბო­დათ დაღ­ლა, ჩვენს შე­სახ­ვედ­რად რომ გა­მოხ­ვე­დით. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დით... ცო­ტა არ იყოს, მშურს ნატ­კა­სი, ისე­თი სი­ხა­რუ­ლი გე­წე­რათ სა­ხე­ზე. ყო­ველ­თ­ვის ასე­თი სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბით მე­გობ­რებს?
- ნატ­კა ჩე­მი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, - ჩა­ი­დუდღუ­ნა თი­კომ.
- ძა­ლი­ან კარ­გი, მომ­წონს. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ მე­გობ­რე­ბი ბევრ თა­ვი­სუ­ფალ დროს გარ­თ­მე­ვენ და ამას ოდეს­მე ინა­ნებთ.
- ვერ გა­ვი­გე, რას გუ­ლის­ხ­მობთ... - წარ­ბე­ბი შე­ყა­რა.
- უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი გულ­თან მი­გაქვთ. აი, გაკ­ვირ­დე­ბით, რო­გორ ეპყ­რო­ბით ნი­კას. ვხე­დავ, რომ მის და­სა­ცა­ვად ყო­ველ­თ­ვის მზად ხართ. მა­პა­ტი­ეთ შე­და­რე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ კრუ­ხი­ვით აიფოფ­რე­ბით ხოლ­მე, თუ რა­მე არ მო­გე­წო­ნათ. თქვენ იმას აკე­თებთ, რა­ზეც ნატ­კა ოც­ნე­ბობს.
- სწო­რედ იმი­ტომ ვა­კე­თებ ამას, რომ მას ვა­სი­ა­მოვ­ნო. ის რომ კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა, მეც ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რ­ძ­ნობ თავს.
- მე­რე­და, რი­სი გუ­ლის­თ­ვის? მათ ხომ ნამ­დ­ვი­ლი ოჯა­ხი არა აქვთ? ნატ­კას ბავ­შ­ვე­ბი არ უყ­ვარს, არც უნ­და, რომ შვი­ლი ჰყავ­დეს. ახ­ლა კი, რაც ნი­კა ჰყავთ, ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო და­ე­ძა­ბათ.
თი­კო წა­მო­ენ­თო.
- თუ არ უნ­და, არც უნ­და გა­ა­ჩი­ნოს! მი­რომ ხომ თა­ვი­დან­ვე იცო­და ამის შე­სა­ხებ? ნატ­კამ მას ყვე­ლა­ფე­რი აუხ­ს­ნა, სა­ნამ და­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ.
- მჯე­რა, მაგ­რამ სრუ­ლი თან­ხ­მო­ბა ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის მა­შინ არის, რო­ცა მათ სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. თქვენ ვერც კი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­ცა ოჯახ­ში ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. მათ­ზე ზრუნ­ვა, ფიქ­რი, გაზ­რ­და, აღ­ზ­რ­და...
- თქვენ? თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ისე ლა­პა­რა­კობთ, თით­ქოს ცხრა შვი­ლი გა­გე­ზარ­დოთ! - თავს ვე­ღარ ერე­ო­და ქა­ლი.
ზუ­ზიმ ცი­ნი­კუ­რად ჩა­ი­ცი­ნა.
- რა­ტომ იცავთ ნატ­კას ასე? თქვენ იმ აზ­რის ხართ, ალ­ბათ, არა?
თი­კო არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე მი­უ­გო:
- ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თია, რას იფიქ­რებთ. თქვენ ნატ­კას არ იც­ნობთ, წარ­მოდ­გე­ნაც არა გაქვთ, რა ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა. ექვს და-ძმა­ში უფ­რო­სი იყო და ყვე­ლა მან გა­ზარ­და. სი­ცოცხ­ლე ჰქონ­და გამ­წა­რე­ბუ­ლი, გა­სარ­თო­ბად არას­დ­როს ეცა­ლა, მა­თი გა­დამ­კი­დე სულ შინ იყო გა­მო­კე­ტი­ლი. სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი მათ გაზ­რ­დას შე­ა­ლია. ჯერ კი­დევ თა­ვად ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი, თა­ვი­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის ძი­ძა გახ­და. ჰო­და, გა­და­ი­ღა­ლა. სხვის­თ­ვის ად­ვი­ლია მი­სი გან­ს­ჯა, - თვა­ლე­ბან­თე­ბუ­ლი და გა­წიწ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­გა­მო­დე­ბით იცავ­და და­ქალს.
ზუ­ზის თვა­ლე­ბი ეშ­მა­კუ­რად აუციმ­ციმ­და.
- ვხე­დავ, ნატ­კამ მარ­თ­ლაც მო­გა­ჯა­დო­ვათ, - თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, მი­სი აფეთ­ქე­ბის­თ­ვის ყუ­რადღე­ბა არც მი­უქ­ცე­ვია, - თქვენ ისე მოგ­წონთ სხვებ­ზე ზრუნ­ვა, ალ­ბათ მეტ სიფ­რ­თხი­ლეს გა­მო­ი­ჩენ­დით, ვინ­მე რომ გყვა­რე­ბო­დათ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქი­თაც მოხ­დეს - შე­იძ­ლე­ბა თქვენ­და სა­ზი­ა­ნოდ შეც­დო­მე­ბიც კი და­უშ­ვათ, თა­ნაც ისე­თი, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბა იოლი არ იქ­ნე­ბა.
- ჩემ­ზე ნუ სწუხ­ხართ, რო­გორ­მე თვი­თონ მივ­ხე­დავ ჩემს თავს.
- ახალ­გაზ­რ­და, გა­მო­უც­დე­ლი ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცებ­თან უამ­რავ სი­სუ­ლე­ლეს სჩა­დი­ან. მგო­ნი, თქვენ ერ­თიც ხართ და მე­ო­რეც.
ზუ­ზის სიტყ­ვებ­მა თი­კოს გუ­ლი ატ­კი­ნა.
- ვხვდე­ბი, რომ... - აღელ­ვე­ბით წარ­მოთ­ქ­ვა, - ჩემ­ში ბევ­რი რამ არ მოგ­წონთ და გა­ღი­ზი­ა­ნებთ, - მე­რე ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლი გა­და­იკ­რა სა­ხე­ზე და გა­წე­ლი­ლად გა­აგ­რ­ძე­ლა, - რას ვი­ზამთ, არ ვე­კუთ­ვ­ნი ქა­ლე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც თქვენს ყუ­რადღე­ბა­სა და მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. იქ­ნებ ჩემს გა­კილ­ვას სჯობ­დეს, თქვენ­თ­ვის მო­სა­წონ ქალს მი­ხე­დოთ?
- ოჰო... - ცა­ლი წარ­ბი ას­წია ზუ­ზიმ, - სა­ინ­ტე­რე­სოა თქვენ­გან ასე­თი რა­მე­ე­ბის მოს­მე­ნა... აბა, მითხა­რით ერ­თი, რა აზ­რი და­გე­ბა­დათ მაგ ლა­მაზ თავ­ში? - გა­ხუმ­რე­ბა სცა­და.
თი­კო თავს ვე­ღარ იოკებ­და.
- თქვენ უცო­ლო ხართ და ყვე­ლა­ფე­რი იოლად გეჩ­ვე­ნე­ბათ. ასე არ იმ­ს­ჯე­ლებ­დით, ოჯა­ხი რომ გქონ­დეთ. არც ისე იოლია, ყვე­ლა­ფე­რი გან­საზღ­ვ­რო, რო­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი პრობ­ლე­მა წა­მო­იჭ­რე­ბა... ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, თით­ქოს ეძებთ ქალს, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. იცით ეს, მაგ­რამ მა­ინც ეძებთ და ალ­ბათ მა­ნამ არ მო­ის­ვე­ნებთ, სა­ნამ არ იპო­ვით.
ზუ­ზიმ ამოიხ­ვ­ნე­შა, ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი წელ­ში გას­წორ­და და ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა.
- მარ­თა­ლი ხართ. სერ­ვან­ტესს და­ვე­სეს­ხე­ბი და გეტყ­ვი, რო­გორ ქალ­საც ვე­ძებ: `ქუ­ჩა­ში ან­გე­ლო­ზი უნ­და იყოს, საყ­დარ­ში - წმინ­და­ნი, ფან­ჯა­რა­ში - მზე­თუ­ნა­ხა­ვი, შინ - სათ­ნო, ლო­გინ­ში - ალ­ქა­ჯი~. წა­გი­კითხავთ სერ­ვან­ტე­სის `სა­მოძღ­ვ­რე­ბო ნო­ვე­ლე­ბი~? იქ წე­რია ასე­თი რამ.
- არა, სამ­წუ­ხა­როდ, არ წა­მი­კითხავს. - თი­კომ გა­ო­ცე­ბუ­ლი მზე­რა მი­აპყ­რო, - რაც შე­გე­ხე­ბათ თქვენ, ერ­თი რამ ზუს­ტად ვი­ცი. თქვენ ფლობთ ტექ­ნო­ლო­გი­ებს: ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ღი­მი­ლი­სას, მა­ნე­რე­ბი­სას, სტი­ლი გაქვთ ჩაც­მის, სი­ა­რუ­ლის, მუ­შა­ო­ბის, ფლირ­ტის, უნა­რი გაქვთ მე­გობ­რო­ბის, საქ­მის წარ­მარ­თ­ვის, მო­ხიბ­ვ­ლის, თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის, მაგ­რამ... სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­გიძ­ლი­ათ.
- თქვენ ასე გგო­ნი­ათ? - ზუ­ზი მკერ­დ­ზე გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით წინ გად­მო­ი­ხა­რა, - სა­ი­დან და­ას­კ­ვე­ნით? ნუ­თუ მთლად უგუ­ლო ვჩან­ვარ თქვენს თვალ­ში?
თი­კომ პა­სუ­ხი არ გას­ცა, თვა­ლე­ბი და­ხა­რა და კვლავ იატაკს ჩა­აშ­ტერ­და.
- მა­მა­კა­ცი გარ­კ­ვე­ულ ასაკს რომ მი­აღ­წევს, ის პე­რი­ო­დი დგე­ბა, რო­ცა ცო­ლის შერ­თ­ვა აღარ უნ­და, - შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ­მა წა­მო­იწყო, - ან უბ­რა­ლოდ, უჭირს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, იმი­ტომ, რომ თავ­ქა­რი­ა­ნი აღარ არის და შერ­ჩე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით იწყებს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას. ხე­ლა­ღე­ბით ყვე­ლა აღარ მოს­წონს, წვრილ­მან­დე­ბა და სხვა, უფ­რო ღი­რე­ბულ თვი­სე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას. იმე­დოვ­ნებს, რომ შეხ­ვ­დე­ბა თა­ვი­სი ოც­ნე­ბის ქალს. პი­რა­დად მე, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მი­პო­ვია ასე­თი. რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე რომ მე­ფიქ­რა ცო­ლის შერ­თ­ვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა არც დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და ნე­ბის­მი­ე­რი ლა­მა­ზი გო­გო შე­მერ­ჩია სა­ცო­ლედ, მაგ­რამ მა­შინ ამის­თ­ვის არ მე­ცა­ლა, ბიზ­ნე­სით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ახ­ლა კი... ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა უიღ­ბ­ლოც ვარ... ჩემს ასაკ­ში სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია კა­ცის­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. გინ­დათ გითხ­რათ, რა მინ­და? რო­გო­რი მინ­და?
თი­კოს კი­ნა­ღამ წა­მოს­ც­და, მინ­დაო, მაგ­რამ დრო­ზე და­ა­ჭი­რა ენას კბი­ლი და მხო­ლოდ მხრე­ბი აიჩე­ჩა.
- გეტყ­ვით. მე მინ­და, რომ ყო­ვე­ლი წუ­თით ვტკბე­ბო­დე და უინ­ტე­რე­სო ქა­ლებ­ზე დროს არ ვხარ­ჯავ­დე. ჩე­მი აზ­რით, მა­მა­კა­ცი მხო­ლოდ მა­შინ უნ­და მო­ე­კი­დოს ოჯახს, რო­ცა მიხ­ვ­დე­ბა, რომ მი­სი ყო­ველ­მ­ხ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლია. ამის გა­მო ბევ­რ­მა ქორ­წი­ნე­ბამ არ გა­ა­მარ­თ­ლა.
- ასე თუ იფიქ­რა ყვე­ლა კაც­მა, ცუ­დად ყო­ფი­ლა ქარ­თ­ვე­ლე­ბის საქ­მე.
- რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ დღეს ქარ­თ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ოჯა­ხის შე­ნახ­ვა არ შე­უძ­ლია და ეს თქვენ ჩემ­ზე კარ­გად იცით. თუ ისი­ნი ცო­ლის შერ­თ­ვა­ზე არ იფიქ­რე­ბენ, ქა­ლე­ბი გა­უთხოვ­რე­ბი დარ­ჩე­ბი­ან. ვინ­ღა გა­ა­ჩენს შვი­ლებს? მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მთა­ვა­რი მა­ინც, ჩე­მი აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლია. სიყ­ვა­რუ­ლი ბევრ რა­მეს შე­აძ­ლე­ბი­ნებს ადა­მი­ანს. თქვენ რა გგო­ნი­ათ, რად­გან შეძ­ლე­ბუ­ლი ხართ, თქვე­ნი ცო­ლი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა? ეს და­გეხ­მა­რე­ბათ ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში? თუ, რად­გან თქვენ არ ხართ იღ­ბ­ლი­ა­ნი, ის იქ­ნე­ბა? ამის იმე­დით გაქვთ?
ზუ­ზიმ ჩა­ი­ცი­ნა და ნი­კა­პი მო­ის­რი­სა.
- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი ქორ­წი­ნე­ბა იღ­ბ­ლი­ა­ნიც იქ­ნე­ბა და ბედ­ნი­ე­რიც.
თი­კო გაშ­რა. კვლავ იგ­რ­ძ­ნო გულ­ში ჩხვლე­ტა, ასე რომ დას­ჩემ­და ბო­ლო დროს. უნ­დო­და, ოთა­ხი­დან გა­ვარ­დ­ნი­ლი­ყო და ამ სა­ში­ნელ კაცს გას­ც­ლო­და, აღარ ენა­ხა მი­სი დამ­ცი­ნა­ვი თვა­ლე­ბი, ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლი... ნე­ტავ იცო­დეს, რა უბე­დუ­რია თი­კო. რა­ტომ ექ­ცე­ვა ასე სას­ტი­კად? რა და­უ­შა­ვა? იქ­ნებ ხვდე­ბა, რომ უყ­ვარს და სწო­რედ ეს აღი­ზი­ა­ნებს?...
ამა­ზე ფიქ­რობ­და და ვერც შე­ამ­ჩ­ნია, რო­გორ მი­უ­ახ­ლოვ­და მა­მა­კა­ცი.
- საკ­მა­რი­სია ჩემ­ზე სა­უ­ბა­რი, - მოკ­ლედ მოჭ­რა ზუ­ზიმ და ქალს წინ და­უდ­გა, - მა­რის მოს­ვ­ლამ­დე მინ­და რა­ღაც გითხ­რათ. ეს სა­შას ეხე­ბა, ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილს. მინ­და, ერთ რა­მეს შემ­პირ­დეთ, კარ­გი? ასე თუ ისე, ხომ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა? რა­ღაც დო­ნე­ზე, მგო­ნი, მე­გობ­რე­ბიც ვართ. ერ­თად რამ­დე­ნი­მე ტკბი­ლი სა­ა­თიც კი გაგ­ვი­ტა­რე­ბია.
თი­კომ კუშ­ტად შე­ხე­და.
- რას უნ­და შეგ­პირ­დეთ? იქ­ნებ უნ­და მთხო­ვოთ, რომ მას აღარ შევ­ხ­ვ­დე? თუ ასეა, უნ­და გითხ­რათ, რომ ტყუ­ილ...
- შეხ­ვ­დით, რამ­დე­ნიც მო­გე­სურ­ვე­ბათ, - აგ­დე­ბუ­ლად გა­აწყ­­ვე­ტი­ნა მა­მა­კაც­მა და ამ­რე­ზით ახედ-და­ხე­და, - მე მხო­ლოდ ერთს გთხოვთ - არას­დ­როს და­თან­ხ­მ­დეთ, თუ­კი მან­ქა­ნით გა­სე­ირ­ნე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. მპირ­დე­ბით?
- ცო­ტა არ იყოს, უც­ნა­უ­რი თხოვ­ნაა. რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ ამას მე გთხოვთ და ასე მინ­და.
- მარ­თ­ლა? ვინ ხართ თქვენ, რომ ასეთ მი­თი­თე­ბებს მაძ­ლევთ? რა უფ­ლე­ბით? მინ­და გითხ­რათ, რომ სა­შა ძა­ლი­ან მომ­წონს და თქვენს თხოვ­ნას, ბრძა­ნე­ბას თუ მი­თი­თე­ბას, არ ვი­ცი, რო­გორ ჰქვია, ვერ შე­ვას­რუ­ლებ!
- მოგ­წონთ? მარ­თ­ლა ასეა? - ეჭ­ვი­ა­ნი მზე­რით ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში.
თი­კომ, სი­ტუ­ა­ცია რომ არ და­ე­ძა­ბა და შე­კითხ­ვის­თ­ვის თა­ვი აერი­დე­ბი­ნა, ნა­ზად გა­უ­ღი­მა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად თვა­ლი ჩა­უკ­რა.
ზუ­ზი გა­ოც­და. ვერ მიხ­ვ­და, რას ნიშ­ნავ­და ეს თვა­ლის ჩაკ­ვ­რა.
- თვალ­წ­კა­პუ­ნა გო­გო!.. რას ნიშ­ნავ­და ეს, ა?
- არა­ფერს, უნე­ბუ­რად მო­მი­ვი­და, - თი­კომ მზე­რა აარი­და.
- მა­შინ მითხა­რით, თუ იცით, კა­ცი თვალს რომ ჩა­უკ­რავს ქალს, რი­სი ნი­შა­ნია?
- ეს... ეს ნიშ­ნავს... მინ­დი­ხა­რო. არა? - კვლავ გა­ი­ღი­მა თი­კომ და გა­წით­ლ­და.
- აჰა... ეს იცით და ის არ იცით, ქა­ლი თუ ჩა­უკ­რავს კაცს თვალს, რას ნიშ­ნავს?
- ეს, უბ­რა­ლოდ, თვა­ლის ჩაწ­კა­პუ­ნე­ბაა და მე­ტი არა­ფე­რი, - უარე­სად გა­წით­ლ­და თი­კო და ძირს და­ი­ხე­და, მის მზე­რას რომ არ შეჰ­ფე­თე­ბო­და.
- აი... ეშ­მა­კო­ბაც ასე­თი უნ­და. მაგ­რამ თუ კა­ცი თვალ­მო­ჭუ­ტუ­ლი გა­ხე­დავს ქალს, ამით რის თქმას აპი­რებს, თუ იცით?
- ეგ იგი­ვეა, რაც მინ­დი­ხარ.
- და თუ ქა­ლი მო­ჭუ­ტავს თვალს? - არ მო­ეშ­ვა ზუ­ზი.
თი­კომ შე­ხე­და, მზე­რა გა­უს­წო­რა, ერ­თხანს მდუ­მა­რედ შეს­ც­ქე­რო­და, მე­რე უცებ გა­უქ­რა ღი­მი­ლი სა­ხი­დან და ცი­ვი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა:
- ეს ნიშ­ნავს: აქე­დან და­ახ­ვიე! - და თვა­ლე­ბი მო­ჭუ­ტა.
ზუ­ზის ტუ­ჩე­ბი აუცახ­ცახ­და. აშ­კა­რად ჩან­და, თა­ვი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად იგ­რ­ძ­ნო და გაბ­რაზ­და. მა­მა­კაც­მა თა­ვი ნე­ლა ას­წია მაღ­ლა, თი­კოს ორი­ვე ხე­ლი მხრებ­ში ისე ჩა­ავ­ლო, თით­ქოს ძლი­ე­რად უნ­და შე­ან­ჯღ­რი­ო­სო, მაგ­რამ ამ დროს კა­რი გა­ი­ღო და ოთახ­ში მა­რი შე­მო­ვი­და.
მა­მა­კაც­მა მყის­ვე გა­უშ­ვა თი­კოს ხე­ლი და მა­რის­კენ ისე­თი სა­ხით შებ­რუნ­და, თით­ქოს თი­კო იქ არც ყო­ფი­ლი­ყო.
- მორ­ჩი, მა­რი? - მშვი­დად ჰკითხა, ხელ­ბარ­გი ჩა­მო­არ­თ­ვა და ოთა­ხი­დან უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­ვი­და.
- შეხ­ვედ­რამ­დე, თი­კო, დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, - თბი­ლად გა­უ­ღი­მა მა­რიმ და ზუ­ზის მიჰ­ყ­ვა.
- ღმერ­თო, რო­გორ უხ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს, - ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა თი­კომ და მწა­რე ღი­მილ­მა სა­ხე და­უ­მან­ჭა, - ნე­ტავ სა­ერ­თოდ არ გა­მეც­ნო ეს კა­ცი. რა მშვი­დად ვი­ყა­ვი მის გაც­ნო­ბამ­დე...

იმ სა­ღა­მოს ნატ­კა და მი­რო არ ჩა­მო­ვიდ­ნენ. შუ­ა­ღა­მე იყო, რო­ცა თი­კო დაწ­ვა და მა­შინ­ვე ფიქ­რებ­მა გა­ი­ტა­ცა. მა­რი და ზუ­ზი ალ­ბათ უკ­ვე ფერ­მა­ში არი­ან... რო­გორ აწყე­ნი­ნა... რა უნ­დო­და, რა­ტომ უთხ­რა ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა? ღირ­სი იყო და იმი­ტომ. ორ­მაგ თა­მაშს თა­მა­შობს და იმი­ტომ. თან თი­კო­საც უნ­და, რომ თა­ვი შე­აყ­ვა­როს, თან მა­რის არ ეშ­ვე­ბა... მაგ­რამ იქ­ნებ ცდე­ბა და სუ­ლაც არ ცდი­ლობს მის­თ­ვის თა­ვის შეყ­ვა­რე­ბას? ისე ცი­ვად ექ­ცე­ვა ყო­ველ­თ­ვის, რა­ტომ უნ­და, რომ ეს სი­სუ­ლე­ლე და­ი­ჯე­როს? ამით გულს იმაგ­რებს თუ რა? უნ­და, უნ­და, უნ­და... უნ­და, რომ მე­ტი ყუ­რადღე­ბა იგ­რ­ძ­ნოს მის­გან, მე­ტი ფლირ­ტი უნ­და, მე­ტი სი­ახ­ლო­ვე... ის კი ხან მო­უშ­ვებს ახ­ლოს, ხან უცებ მო­ი­შო­რებს თა­ვი­დან... არა­და, აშ­კა­რაა, სა­შას­თან შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. ნე­ტავ, რა­ტომ არ უნ­და, რომ თი­კო სა­შას შეხ­ვ­დეს? არა, შეხ­ვედ­რა­ზე პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნია, მან­ქა­ნით არ გა­ი­სე­ირ­ნო მას­თა­ნო... რა­ტომ? რა მოხ­დე­ბა, თუ­კი გა­ი­სე­ირ­ნებს? რა, სა­შა იმ­დე­ნად არა­სან­დოა, რომ რა­მეს და­უ­შა­ვებს? ამა­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბა. ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი სუ­ლაც არ ჰგავს ისეთ მა­მა­კაცს, თი­კოს­ნა­ირ ქალს აწყე­ნი­ნოს და მი­სი სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ წა­ვი­დეს. უნ­და კი სა­შას­თან შეხ­ვედ­რა? ამას ხომ ზუ­ზის ჯი­ნა­ზე აკე­თებს? უნ­და, რომ აეჭ­ვი­ა­ნოს... იეჭ­ვი­ა­ნებს კი? მით უფ­რო ახ­ლა, რო­ცა მა­რი გვერ­დით ჰყავს? ოხ, რამ­დენ სი­სუ­ლე­ლეს სჩა­დის... მარ­თა­ლი იყო ზუ­ზი, რო­ცა თქვა, ახალ­გაზ­რ­და და გა­მო­უც­დე­ლი ქა­ლი ბევრ შეც­დო­მას უშ­ვებ­სო. არის კი ახალ­გაზ­რ­და? ალ­ბათ ჯერ კი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­უც­დე­ლო­ბას, ეს კი ნამ­დ­ვი­ლად ასეა. მას არა აქვს მა­მა­კა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ერ­თი დემ­ნა იყო და მას­თა­ნაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ყო­ველ­თ­ვის გა­ურ­ბო­და კა­ცებს, რა­ღაც­ნა­ი­რი ში­ში ჰქონ­და. სიყ­ვა­რულს უფ­რ­თხო­და. ახ­ლა კი ისე უცებ გა­ე­ბა, ვერც მიხ­ვ­და. იმა­საც კი ვერ იხ­სე­ნებს, რო­დის და­იწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. თა­ვი­დან თით­ქოს დემ­ნას და­სა­ვიწყებ­ლად გა­დაწყ­ვი­ტა ყუ­რადღე­ბის ზუ­ზი­ზე გა­და­ტა­ნა, მე­რე კი... მე­რე იგ­რ­ძ­ნო, უფ­რო სე­რი­ო­ზულ გრძნო­ბა­ში რომ გა­და­ი­ზარ­და მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მაგ­რამ შე­დე­გად რა მი­ი­ღო? გულ­გ­რი­ლო­ბა, გულ­ცი­ვო­ბა და უპა­სუ­ხოდ დარ­ჩე­ნი­ლი, გა­უ­ზი­ა­რე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი... გა­ნა ეს არ არის შეც­დო­მა? რა თქმა უნ­და, ეს არის შეც­დო­მა და ისე­თი­ვე სა­ბე­დის­წე­რო, რო­გო­რიც წი­ნა იყო. მა­ში­ნაც გულ­მოკ­ლუ­ლი დარ­ჩა და ახ­ლაც... მე­ტი ვე­ღარ მო­ით­მი­ნა, გუ­ლი აუჩუყ­და, თა­ვი ბა­ლიშ­ში ჩარ­გო და ატირ­და...

დი­ლით, თვა­ლი გა­ა­ხი­ლა თუ არა, მო­ბი­ლუ­რი ჩარ­თო, ზა­რე­ბი რომ გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა. იმ­წამ­ს­ვე აწ­კ­რი­ალ­და ტე­ლე­ფო­ნი, ნატ­კა ურე­კავ­და, ორი დღით შეგ­ვაგ­ვი­ან­დე­ბა და არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. დემ­ნას ზა­რი, მის­და გა­საკ­ვი­რად, ტე­ლე­ფონ­ში აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ნუ­თუ შე­ეშ­ვა? ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი. მიხ­ვ­და ალ­ბათ, რომ თი­კოს­თან აღა­რა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დო­და.
დე­და­მი­სის მე­სი­ჯიც დახ­ვ­და, ვერ გი­კავ­შირ­დე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი გაქვს, შა­ბათს თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი­თო. ამ ორ­მა ახალ­მა ამ­ბავ­მა ცო­ტა­თი შე­უმ­სუ­ბუ­ქა ტკი­ვი­ლი. კარ­გია, რომ მა­ლე წა­ვა აქე­დან. შორს ყოფ­ნა ზუ­ზის და­ვიწყე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
გულ­ზე ისე­თი სევ­და შე­მო­აწ­ვა, რომ სიკ­ვ­დი­ლი მო­უნ­და. პირ­ველ სიყ­ვა­რულ­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა, არც მე­ო­რე­ში... თუმ­ცა, რაც უნ­და მოხ­დეს, ზუ­ზის ვე­რას­დ­როს და­ი­ვიწყებს.
ამ დროს კა­რი გა­ი­ღო და ოთახ­ში ნი­კა შე­მო­ვარ­და. ქა­ლის წინ დად­გა, თა­ვი­სი დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბით შე­ა­ჩერ­და და ელო­და, რო­დის მი­აქ­ცევ­დ­ნენ ყუ­რადღე­ბას.
- რა იყო, ნი­კა?
- დღეს სად­მე წა­ვალთ?
- თუ გინ­და, წა­ვალთ.
- მინ­და. სა­ბა­ნა­ოდ.
თი­კომ ღი­მი­ლი ვერ შე­ი­კა­ვა.
- კარ­გი, ხელ-პი­რი და­ი­ბა­ნე, ისა­უზ­მე და წა­ვი­დეთ, მაგ­რამ... - ფან­ჯა­რა­ში გა­ი­ხე­და. ცა მო­ქუფ­რუ­ლი­ყო და ღრუბ­ლე­ბი საწ­ვიმ­რად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, - რო­გორც ჩანს, ვერ­სა­დაც ვერ წა­ვალთ. წვი­მას აპი­რებს. ვნა­ხოთ, სა­ღა­მომ­დე თუ გა­მო­ი­და­რა, აუცი­ლებ­ლად გა­ვი­დეთ, კარ­გი? მა­ნამ კი აქ ვი­თა­მა­შოთ.
სა­უზ­მის შემ­დეგ მარ­თ­ლაც დიდ­ხანს ითა­მა­შეს, თით­ქ­მის სა­მი სა­ა­თი. კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რებს აწყობ­დ­ნენ. შემ­დეგ ისა­დი­ლეს და რო­ცა ნი­კა და­სა­ძი­ნებ­ლად წა­იყ­ვა­ნა, თვი­თო­ნაც წა­მოწ­ვა.
ის იყო, თვა­ლი მი­ლუ­ლა, რომ მა­როს ლა­პა­რა­კი შე­მო­ეს­მა, ვი­ღა­ცას­თან ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და. თი­კომ მის­და უნე­ბუ­რად ყუ­რი მი­უგ­დო, რად­გან მა­რის სა­ხე­ლი მო­ეს­მა.
- თხოვ­დე­ბა თურ­მე უკ­ვე. გუ­შინ გა­ვი­გე. თვი­თონ მითხ­რა... სად ვნა­ხე და აქ იყო მო­სუ­ლი, თა­ვი­სი ტან­საც­მ­ლის წა­სა­ღე­ბად. აბა? კაი ფუ­ლი­ა­ნი კა­ცია და რა უჭირს, გე­ნაც­ვა­ლე. ქმრის სიკ­ვ­დი­ლით არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს. ბავ­შ­ვ­საც წა­იყ­ვანს ალ­ბათ, მე რა ვი­ცი? მა­გი­სას რას გა­ი­გებ... ჰო, აბა, არ მო­ას­ვე­ნა ეს ხალ­ხი. ისეთ დღე­შია ნატ­კა, ვერ აგიხ­ს­ნი. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს... ვი­ნა? მა­რი? კი, ქა­ლო, აბა რა, დი­დი ხა­ნია, ერ­თ­მა­ნეთს იც­ნო­ბენ. მე რო­გორც ვი­ცი, ბავ­შ­ვო­ბი­დან. აბა რა, აბა რა. ღმერ­თ­მა ხე­ლი მო­უ­მარ­თოთ. მე რა­ტომ უნ­და მეწყი­ნოს მა­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა...
თი­კოს კვნე­სა აღ­მოხ­და. ესე იგი, ზუ­ზი და მა­რი სა­ქორ­წი­ნოდ ემ­ზა­დე­ბი­ან... აი, თურ­მე რო­გორ მოწყო­ბი­ლა საქ­მე. ვი­ღას სჭირ­დე­ბა თი­კო? დამ­თავ­რ­და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლის მე­ლო­დია!

სა­ღა­მოს გა­მო­ი­და­რა და ნი­კას­თან ერ­თად სა­სე­ირ­ნოდ წა­ვი­და. პლაჟ­ზე მა­ინც გა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ წყალ­ში არ ჩა­სუ­ლან. ცო­ტა ხანს დას­ხ­დ­ნენ სა­ნა­პი­რო­ზე, კენ­ჭე­ბის წყალ­ში სრო­ლით გა­ერ­თ­ნენ. მე­რე კა­ფე­ში შე­ვიდ­ნენ, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი გა­სინ­ჯეს და შინ დაბ­რუნ­დ­ნენ. ვახ­შა­მი მზად დახ­ვ­დათ, მაგ­რამ ნი­კამ პი­რი არა­ფერს და­ა­კა­რა, თა­ვი მტკი­ვაო, ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და თა­ვის სა­ძი­ნე­ბელ­ში გა­ვი­და. თი­კო უკან მიჰ­ყ­ვა, ბავშვს სა­წოლ­ზე ჩა­მო­უჯ­და და შე­ხე­და. მი­სი ფე­რი არ ესი­ა­მოვ­ნა, ერ­თი­ა­ნად წა­მო­წით­ლე­ბუ­ლი­ყო სა­ხე­ზე. შუბ­ლ­ზე ხე­ლი და­ა­დო და იგ­რ­ძ­ნო, რომ ბიჭს ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და. შეშ­ფო­თე­ბუ­ლი წა­მოხ­ტა და მა­შინ­ვე ექიმს და­უ­რე­კა.
ექიმ­მა ნი­კა გა­სინ­ჯა, წა­მა­ლიც და­ა­ლე­ვი­ნა და თი­კო და­ამ­შ­ვი­და, ურ­ჩია, ერ­თი-ორი დღე სა­წო­ლი­დან არ აეყე­ნე­ბი­ნა.
მე­ო­რე დღეს ბიჭ­მა თა­ვი უკეთ იგ­რ­ძ­ნო, მაგ­რამ თი­კომ ად­გო­მის ნე­ბა მა­ინც არ დარ­თო. გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბია, უკითხავ­და, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უყ­ვე­ბო­და და არ­თობ­და. ერ­თი პე­რი­ო­დი ლეპ­ტო­პიც მო­უ­ტა­ნა და მულ­ტ­ფილ­მებ­საც აყუ­რე­ბი­ნა. თვი­თო­ნაც იქ­ვე იჯ­და სა­ვარ­ძელ­ში თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი და დარდს მის­ცე­მო­და. თა­ვი­დან აბე­ზა­რი ფიქ­რე­ბის მო­შო­რე­ბას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ზუ­ზის სა­ხე გო­ნე­ბი­დან არ შორ­დე­ბო­და და ნატ­რობ­და ნატ­კა­სა და მი­როს დაბ­რუ­ნე­ბას, რა­თა ბა­თუ­მი­დან დრო­ზე წა­სუ­ლი­ყო და მშობ­ლებს თბი­ლის­ში დახ­ვედ­რო­და.
რო­ცა ნი­კას და­ე­ძი­ნა, თა­ვის ოთახ­ში გა­ვი­და, წიგ­ნი აიღო და ღია ფან­ჯა­რას­თან დაჯ­და. კა­რი გა­მო­ღე­ბუ­ლი და­ტო­ვა, რომ ნი­კას და­ძა­ხე­ბა არ გა­მოჰ­პა­რო­და. უკ­ვე გვი­ან იყო, მაგ­რამ და­წო­ლას არ აპი­რებ­და.
უცებ იგ­რ­ძ­ნო, რომ ვი­ღაც უყუ­რებ­და. კა­რის­კენ გა­ი­ხე­და და გა­ო­ცე­ბა ვერ და­მა­ლა - კარ­თან ზუ­ზი იდ­გა და უც­ნა­უ­რი მზე­რით შეს­ც­ქე­რო­და. მოჩ­ვე­ნე­ბას დამ­ს­გავ­სე­ბო­და, ისე­თი სა­ხით იდ­გა, თით­ქოს ახ­ლა რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბას ჩა­ი­დენ­სო. წა­მიც და თი­კოს­კენ მთვა­რე­უ­ლი­ვით ბარ­ბა­ცით წა­მო­ვი­და...
და­სას­რუ­ლი შემ­დეგ ნო­მერ­ში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
07.10.2017
როდის დაიდება შემდეგი ნაწილი?
ნინო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
11 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
2 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი