თა­მა­ში მზეს­თან
font-large font-small
თა­მა­ში მზეს­თან
დასასრული


ზუ­ზის და­ნახ­ვა­ზე თი­კო კან­კალ­მა აიტა­ნა. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­ე­უფ­ლა, რომ მა­მა­კა­ცი ახ­ლა ხელს მოხ­ვევ­და და აკო­ცებ­და... მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუ­მა­რი არ ჩქა­რობ­და. სი­ხარ­ბით სავ­სე მზე­რით მის­ჩე­რე­ბო­და ქალს და ხმას არ იღებ­და. სი­ჩუ­მე აუტა­ნე­ლი გახ­და, უმოქ­მე­დო­ბა - უარე­სად აუტა­ნე­ლი. თი­კო ცახ­ცახს ვერ იოკებ­და, სა­ხე­გა­ფით­რე­ბულს თვა­ლე­ბი ზუ­ზის ტუ­ჩე­ბის­თ­ვის მი­ეშ­ტე­რე­ბი­ნა. მე­რე თით­ქოს რა­ღაც უხ­მოდ თქვეს ამ ტუ­ჩებ­მა ან იქ­ნებ არც თქვეს... თი­კოს არ გა­უ­გო­ნია.
ზუ­ზიმ კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი გად­მოდ­გა... კი­დევ... კი­დევ... მე­რე დინ­ჯად, სრუ­ლი­ად აუჩ­ქა­რებ­ლად ქა­ლი თა­ვის­კენ მი­ი­ზი­და და... თი­კომ გა­ი­გო­ნა, რას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ მა­მა­კა­ცის ტუ­ჩე­ბი უხ­მოდ. კოც­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა... მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მი­სი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, რად­გან იმ­დენ ხანს გაგ­რ­ძელ­და, რომ ქალს ლა­მის გუ­ლი წა­უ­ვი­და.
ბუ­რა­ნი­დან მა­მა­კა­ცის ჩურ­ჩულ­მა გა­მო­არ­კ­ვია, რო­მე­ლიც მის ბა­გე­ებს ეს წა­მია, მოს­წყ­და:
- არ მჯე­რა, რომ აქ ვარ და გკოც­ნი. იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ... - წი­ნა­და­დე­ბა აღარ და­ამ­თავ­რა, კვლავ მო­ეხ­ვია, მძლავ­რად მი­იკ­რა მკერ­დ­ზე და კოც­ნით და­ბან­გა. თი­კო თით­ქოს შე­ე­ცა­და მის შე­ჩე­რე­ბას და... არც შე­ე­ცა­და. მი­სი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა იმ­დე­ნად სუს­ტი იყო, ვნე­ბა­მო­რე­უ­ლი ზუ­ზი კი არა, იქ­ვე სხვა რომ მდგა­რი­ყო, ვინ­მე, გვერ­დი­დან მა­ყუ­რე­ბე­ლი, ისიც კი ვერ შე­ამ­ჩ­ნევ­და. წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა სუს­ტი იყო, რად­გან ქა­ლი ამ წუთ­ზე დი­დი ხა­ნია, ოც­ნე­ბობ­და.
მხო­ლოდ ერ­თხელ დას­ც­და კვნე­სა, რო­ცა მა­მა­კა­ცის ცხე­ლი ხე­ლის­გუ­ლი მის ტალ­ღა­სა­ვით აზ­ვირ­თე­ბულ მკერდს შე­ე­ხო.
- შენს "ა­ქი­ლევ­სის ქუსლს" მი­ვა­გე­ნი, - კვლავ უჩურ­ჩუ­ლა ზუ­ზიმ და ოდ­ნავ მო­უ­ჭი­რა ხე­ლი.
თი­კოს შერ­ცხ­ვა, რომ სა­ი­დუმ­ლო ასე ად­ვი­ლად გამ­ჟ­ღავ­ნ­და. ზუ­ზი მარ­თა­ლი იყო - მკერ­დი თი­კოს ყვე­ლა­ზე "ად­ვი­ლად ასა­ღებ ბას­ტი­ონს" წარ­მო­ად­გენ­და.
აალე­ბუ­ლი სა­ხე მა­მა­კა­ცის ყელ­ში ჩა­მა­ლა და თვი­თო­ნაც მი­ეკ­რა. კარ­გა ხანს ასე იდ­გ­ნენ, სხე­უ­ლე­ბით მიკ­რულ­ნი, მხო­ლოდ ერ­თ­მა­ნე­თის გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თ­ქ­ვა ეს­მო­დათ.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზუ­ზის გა­ე­ცი­ნა.
- გრი­შამ ალ­ბათ იფიქ­რა, რომ გავ­გიჟ­დი ან კი­დევ მთვრა­ლი ვარ, - მო­გუ­დუ­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა, - ვკითხე, შინ იყა­ვი თუ არა... თუმ­ცა, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ სახ­ლ­ში იქ­ნე­ბო­დი და პა­სუხს არ და­ვე­ლო­დე, ისე ამოვ­ვარ­დი ზე­მოთ.
- გრი­შას­გან რა გა­საკ­ვი­რია, რო­ცა მეც ზუს­ტად ასე ვფიქ­რობ? - გა­ი­ღი­მა თი­კომ.
ზუ­ზი კვლავ მო­ეხ­ვია.
- კი­დევ კარ­გი, და­მი­ჯე­რე და სა­შას სა­სე­ირ­ნოდ არ გაჰ­ყე­ვი. კარ­გი გო­გო ხარ, უარი რომ თქვი.
- უარი სუ­ლაც არ მით­ქ­ვამს. უბ­რა­ლოდ, ნი­კა ავად გახ­და და ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დი, თო­რემ...
მა­მა­კაც­მა და­ჟი­ნე­ბით ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში.
- თო­რემ წახ­ვი­დო­დი?
- რა თქმა უნ­და, - ჯიბ­რი გა­ის­მა მის ტონ­ში.
- ესე იგი, ნი­კას მად­ლო­ბე­ლი უნ­და ვი­ყო, არა? თა­ნაც - ორ­მა­გად.
- რა­ტომ? რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი?
- ეს იმას ნიშ­ნავს, რომ, ჯერ ერ­თი, ჩვენ შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს და მე­ო­რეც... მან შე­ნი სი­ცოცხ­ლე იხ­ს­ნა.
- რა სი­ცოცხ­ლე? რა ქა­რაგ­მე­ბით მე­ლა­პა­რა­კე­ბი? - თი­კომ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო და თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი მი­ა­ჩერ­და მა­მა­კაცს.
- წა­მო, მა­რო ალ­ბათ უკ­ვე მო­ა­დუ­ღებ­და ყა­ვას, ჩა­ვი­დეთ, დავ­ლი­ოთ.
- მა­როს...
- გრი­შას ვთხო­ვე, ორი ყა­ვა მო­ა­დუ­ღე­ბი­ნე მა­როს-მეთ­ქი, სა­ნამ ამო­ვი­დო­დი. - გა­აწყ­ვე­ტი­ნა ზუ­ზიმ, მხარ­ზე ხე­ლი გა­დახ­ვია და კა­რის­კენ წა­იყ­ვა­ნა.
თი­კოს თა­ვი სიზ­მარ­ში ეგო­ნა. ისე უცა­ბე­დად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, ჯე­რაც ვერ გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ესიზ­მ­რე­ბო­და, თუ ცხად­ში ხდე­ბო­და.
მა­როს მარ­თ­ლა მო­ე­დუ­ღე­ბი­ნა ყა­ვა და მა­გი­და­ზე ლან­გ­რით ნამ­ცხ­ვა­რიც და­ედ­გა.
- იქ­ნებ ამიხ­ს­ნა, რა ხდე­ბა? რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი? - თი­კომ ვერ გა­ი­აზ­რა, რო­დის გა­და­ვი­და "შე­ნო­ბით" მი­მარ­თ­ვა­ზე და თა­ვი გა­აქ­ნია. მხო­ლოდ ერ­თი კოც­ნა გახ­და საკ­მა­რი­სი და მა­მა­კა­ცი უკ­ვე თა­ვი­სად და­ი­გუ­ლა.
მის შე­კითხ­ვა­ზე ზუ­ზი ერ­თი­ა­ნად და­ი­ძა­ბა. ქა­ლის მახ­ვილ თვალს ეს არ გა­მოჰ­პარ­ვია.
- ვე­რა­ფე­რი გა­მი­გია. მას შემ­დეგ, რაც... - მან ლა­პა­რა­კი შეწყ­ვი­ტა, რად­გან ზუ­ზის სა­ხე­ზე ნაც­ნობ ირო­ნი­ულ ღი­მილს წა­აწყ­და.
- მას შემ­დეგ, რაც გა­კო­ცე? გიკ­ვირს, რა­ტომ გა­კო­ცე?
- არა, არ მიკ­ვირს. - ამა­ყად თა­ვა­წე­ულ­მა მი­უ­გო და მზე­რა გა­უს­წო­რა. - ეგ არ მი­გუ­ლის­ხ­მია. მას შემ­დეგ, რაც წავ­კინ­კ­ლავ­დით, სახ­ლ­ში მო­ვარ­დ­ნა და შემ­დეგ... - აღარ და­ა­მა­ტა, კოც­ნაო, ისე­დაც გა­სა­გე­ბი იყო, რაც იგუ­ლის­ხ­მა.
- ეს ხომ მხო­ლოდ და­საწყი­სია, თი­კო. წა­მო, აივან­ზე გა­ვი­დეთ და ყვე­ლა­ფერს აგიხ­ს­ნი - აქ მო­ვარ­დ­ნის მი­ზეზ­საც და კოც­ნის მი­ზან­საც.
აივან­ზე გას­ვ­ლის­თა­ნა­ვე ზუ­ზიმ კვლავ მოხ­ვია ქალს ხე­ლი და თა­ვი თავ­ზე მი­ა­დო. ერ­თხანს ღა­მის ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებ­დ­ნენ. ტალ­ღე­ბის ხმა ვნე­ბი­ა­ნი ჩურ­ჩუ­ლი­ვით ის­მო­და.
- იცი, რა­ტომ გთხო­ვე, სა­შას მან­ქა­ნით არ­სად გაჰ­ყო­ლო­დი? იმ ავ­ბე­დი­თი ავა­რი­ის შემ­დეგ, სა­შა რომ და­იმ­ტ­ვ­რა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან ააწყ­ვეს, ნარ­კო­ტი­კებს შე­ეჩ­ვია. თა­ვი­დან ტკი­ვი­ლის გა­სა­ყუ­ჩებ­ლად იღებ­და, მე­რე და მე­რე კი... ისე მი­ე­ძა­ლა, რომ ნარ­კო­მა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მი­სი ძმა ქი­რურ­გია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქი­რურ­გი, თბი­ლის­ში მუ­შა­ობს და მთხო­ვა, დავ­ხ­მა­რე­ბო­დი, რად­გან ძმის გა­მო სამ­სა­ხურს ვერ მი­ა­ტო­ვებ­და, სა­შას კი თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა არ სურ­და. მე და სა­შა ერთ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით, ბავ­შ­ვო­ბი­დან ვმე­გობ­რობ­დით და ჩე­მი ყო­ველ­თ­ვის სჯე­რო­და. მენ­დო­ბო­და და ან­გა­რიშ­საც უწევ­და ჩემს თხოვ­ნას. სხვა­თა შო­რის, და­მი­ჯე­რა, იმ­კურ­ნა­ლა და სავ­სე­ბით გა­ნი­კურ­ნა. მე­რე ჩემ­თან მუ­შა­ო­ბა შევ­თა­ვა­ზე, მე­გო­ნა, ამით კარგ საქ­მეს ვა­კე­თებ­დი, ამას­თან, ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბო­და და თვალს უფ­რო ად­ვი­ლად მი­ვა­დევ­ნებ­დი. რა თქმა უნ­და, სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღო ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა და მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, მაგ­რამ მხო­ლოდ და­საწყის­ში. რამ­დე­ნი­მე თვის წინ აშ­კა­რად შევ­ნიშ­ნე, რომ ისევ შეჯ­და წა­მალ­ზე. ეს გა­რეგ­ნო­ბა­ზეც შე­ეტყო, ძა­ლი­ან გახ­და, გაყ­ვით­ლ­და. ამ­ჯე­რად უკ­ვე აღა­რა­ფე­რი გა­მი­ვი­და. შემ­პირ­დე­ბო­და, მეტ­ჯერ აღარ გა­ვიჩხი­რა­ვო და მე­ო­რე დღეს ისევ გაბ­რუ­ე­ბუ­ლი მო­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში. ის სა­ღა­მო გახ­სოვს, ჩემ­თან რომ იყა­ვი და მე სას­წ­რა­ფოდ ბა­თუმ­ში წა­ვე­დი? მარ­ტო რომ დაგ­ტო­ვე? მა­შინ და­მი­რე­კეს და მითხ­რეს, წამ­ლის დო­ზა ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­და და კო­მა­ში ჩა­ვარ­დაო. იმ ღა­მეს, ღვთის მად­ლით, გა­დარ­ჩა. იცი, რო­გორ არ მინ­დო­და იმ სა­ღა­მოს შე­ნი მი­ტო­ვე­ბა? მაგ­რამ იმ მო­მენ­ტ­ში სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დი. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და, თუმ­ცა... ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ბო­ლო­ოდ ჩა­იქ­ნია ხე­ლი. ისევ გა­აგ­რ­ძე­ლა ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ერ­თხელ ბორ­დი­ურს შე­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნით, მე­ო­რედ კი­ნა­ღამ ვი­ღაც გა­ი­ტა­ნა... ჰო­და, წა­ვარ­თ­ვი გა­სა­ღე­ბი და მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბა ავუკ­რ­ძა­ლე. მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ სიკ­ვ­დილს ეძებ­და. სულ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. დღეს სა­ღა­მოს კი პო­ლი­ცი­ი­დან და­მი­რე­კეს და მითხ­რეს, რომ ქო­ბუ­ლე­თის გზა­ზე ავა­რია მოხ­და. მან­ქა­ნა­ში სა­შა და ვი­ღაც ქა­ლი ის­ხ­დ­ნენ, ორი­ვე და­ი­ღუ­პა.
თი­კო შეძ­რ­წუნ­და. იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო ეს ამ­ბა­ვი, რომ აღელ­ვე­ბის­გან მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი წა­ერ­თ­ვა.
აივან­ზე სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. თით­ქოს ტალ­ღე­ბიც გა­ი­რინ­დ­ნენ. თუმ­ცა, მხო­ლოდ ეს არ იყო თი­კოს შეძ­რ­წუ­ნე­ბის მი­ზე­ზი. უეც­რად გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­და და აღელ­ვე­ბის­გან ყე­ლი გა­უშ­რა - მი­სი ოც­ნე­ბა სადღაც გაქ­რა.
- ესე იგი, გა­მო­დის, რომ... - ჩამ­წყ­და­რი ხმით ამოთ­ქ­ვა, - აქ მხო­ლოდ იმი­ტომ მოხ­ვე­დი, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, სა­შას­თან ერ­თად მე მოვ­კ­ვ­დი თუ სხვა ქა­ლი, არა? და სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნა გა­ნი­ცა­დე, რომ მე­ტი სიმ­კაც­რე არ გა­მო­ი­ჩი­ნე ჩე­მი გაფ­რ­თხი­ლე­ბი­სას? რომ მა­შინ­ვე არ მო­მი­ყე­ვი სა­შას ამ­ბავს? სწო­რად გა­ვი­გე? ეს კოც­ნა მხო­ლოდ ჩე­მი ცოცხ­ლად დარ­ჩე­ნის სი­ხა­რუ­ლით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი?
თი­კომ თა­ვი ზუ­ზის­კენ მი­აბ­რუ­ნა და თვა­ლებ­ში მი­ა­ჩერ­და. მა­მა­კაცს ისე­თი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და, რომ ქა­ლი შე­შინ­და.
- იცი, რო­გო­რი სა­ხე გაქვს ამ­წუ­თას? თით­ქოს მე­უბ­ნე­ბი, რა გე­კოც­ნა­ვე­ბა, რო­ცა მე­გო­ბა­რი და­გე­ღუ­პაო... - ზუ­ზი ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვეტ ლა­პა­რა­კობ­და, გე­გო­ნე­ბო­დათ, ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თ­ქ­ვა-ამო­სუნ­თ­ქ­ვა უძ­ნელ­დე­ბაო, - გგო­ნია, ეს იყო რე­აქ­ცია სა­შას და­ღუპ­ვის გა­მო? აქ მო­ვარ­დ­ნის მი­ზე­ზი ეგ იყო, მაგ­რამ კოც­ნის მი­ზა­ნი - არა. ვატყობ, ჩვენ სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რი გვქო­ნია... - ძლივს გა­სა­გო­ნი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა, თი­კოს მხა­რი­დან ხე­ლი ჩა­მო­ი­ღო, გატ­რი­ალ­და და თავ­და­ღუ­ნულ­მა ჩა­ი­ა­რა კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი.
თი­კო გაშ­რა. "გაღ­მა შე­ე­და­ვეს" ჰგავ­და ზუ­ზის საქ­ცი­ე­ლი. აბა, რა ეგო­ნა? თვი­თონ გა­მო­ი­ჩი­ნა სი­სუს­ტე, მკლა­ვებ­ში ჩა­უ­ვარ­და და კა­ცი უარს რა­ტომ იტყო­და? რი­სი იმე­დი ჰქონ­და, რო­ცა იცო­და, რომ ზუ­ზის მა­რი უყ­ვარ­და?
ამ­წუ­თას სა­კუ­თა­რი თა­ვი სძულ­და. ბო­ლო ერთ წე­ლი­წად­ში შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებ­და, იმის ნაც­ვ­ლად, რომ ამ შეც­დო­მებ­ზე ეს­წავ­ლა და გა­მოც­დი­ლე­ბა და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა.
ღაწ­ვებ­ზე და­დე­ნილ­მა ცრემ­ლ­მა ფიქ­რი შე­აწყ­ვე­ტი­ნა... ტი­რი­ლის დრო დამ­დ­გა­რი­ყო...

ასე არას­დ­როს გა­ხა­რე­ბია ნატ­კას ნახ­ვა. დრო­ე­ბით ნაღ­ვე­ლი გა­და­ე­ყა­რა გუ­ლი­დან. ნატ­კა აღ­ტა­ცე­ბუ­ლი უყ­ვე­ბო­და მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, შემ­დეგ აქა­უ­რი ამ­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. რო­ცა თი­კომ სა­უ­ბა­რი ზუ­ზი­ზე ჩა­მო­აგ­დო, ნატ­კამ ცი­ვად გა­აწყ­ვე­ტი­ნა, მაგ კაც­ზე არა­ფე­რი მითხ­რა, არ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. ეჭ­ვი­ა­ნი მზე­რა მი­აპყ­რო მე­გო­ბარს. ნუ­თუ მარ­თა­ლი იყო ზუ­ზი, რა­საც მას­ზე ეუბ­ნე­ბო­და? იქ­ნებ ესეც მა­სა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ზუ­ზი­ზე?
- რა­ტომ, რა­მე გაწყე­ნი­ნა? - შემ­პა­რა­ვი შე­კითხ­ვა დას­ვა.
- მაწყე­ნი­ნა? ავად­მ­ყო­ფია ეგ უბე­დუ­რი! იცი, რა იფიქ­რა? თით­ქოს მე მი­სი შებ­მა მინ­დო­და, გეს­მის? გემ­რი­ე­ლად გა­მოვ­ლან­ძღე ამას წი­ნათ. ეს რომ მი­რომ გა­ი­გოს, მოკ­ლავს მაგ სა­ცო­დავს.
თი­კოს რა­ღაც ჩას­წყ­და გულ­ში. არ სი­ა­მოვ­ნებ­და, ნატ­კა ზუ­ზის ასე რომ იხ­სე­ნი­ებ­და და მი­სი დაც­ვა გა­დაწყ­ვი­ტა.
- სხვა­თა შო­რის, ეგ აზ­რი მეც გა­მიჩ­ნ­და... - თქვა და გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­აპყ­რო მე­გო­ბარს.
- თქვენ რა, პი­რი შე­კა­რით? გა­გიჟ­დით თუ რა მო­გი­ვი­დათ? სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე, ასე­თი რამ, თი­კო? იცო­დე, კი­დევ ერ­თხელ გით­ქ­ვამს მსგავ­სი რამ და ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­დე­ბა.
თი­კო გა­ჩუმ­და. ჩათ­რე­ვას ჩა­ყო­ლა ამ­ჯო­ბი­ნა. მიხ­ვ­და, რომ და­ქა­ლი გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი იყო ზუ­ზის უარით და თავს იცავ­და. რო­გორც ჩანს, დრო­ე­ბით გა­ი­ტა­ცა მას­ზე ფიქ­რ­მა და ახ­ლა ნა­ნობ­და. კი­დევ კარ­გი, რომ მი­როს­თან დრო­ის მარ­ტო გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, კვლავ რომ და­ახ­ლო­ე­ბო­და ქმარს და მო­რიგ სი­სუ­ლე­ლე­ზე არ ეფიქ­რა.
- ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა, თი­კუ­ნა, - შე­არ­ბი­ლა ნატ­კამ ტო­ნი, - ნი­კას დე­და­მი­სი წა­იყ­ვანს, ჩვენ ისევ ერ­თად დავ­რ­ჩე­ბით და და­ლაგ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა, - რო­ცა ამას ამ­ბობ­და, ნატ­კას თვა­ლე­ბი უბ­რ­წყი­ნავ­და.
თი­კოს უხა­რო­და, მე­გობ­რის საქ­მე რომ ასე აეწყო, მაგ­რამ გულს უკ­ლავ­და იმის გა­ფიქ­რე­ბა, რომ მა­რის გა­მო ზუ­ზის კარ­გავ­და...

მა­თი ჩა­მოს­ვ­ლის მე­ო­რე დღეს­ვე გა­ვი­და ავ­ტო­სად­გურ­ში ბი­ლე­თის ასა­ღე­ბად. მა­ტა­რებ­ლით გა­დაწყ­ვი­ტა თბი­ლის­ში წას­ვ­ლა, იმე­დი ჰქონ­და, უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლად იმ­გ­ზავ­რებ­და, ვიდ­რე სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სით.
ბი­ლე­თე­ბის სა­ლა­როს მო­შორ­და თუ არა, და­ბა­რე­ბუ­ლი­ვით წინ დემ­ნა აეს­ვე­ტა.
- სა­ით შე­ნი მგზავ­რო­ბა, თბი­ლის­ში? - ცი­ნი­კუ­რად ახედ-და­ხე­და მა­მა­კაც­მა და ხელ­ში გა­სა­ღე­ბე­ბის აც­მა ააჩხა­რუ­ნა.
- ჰო. - კუშ­ტად მი­უ­გო თი­კომ და გვერ­დის აქ­ცე­ვა და­ა­პი­რა, მაგ­რამ დემ­ნა წინ გა­და­უდ­გა.
- ჩე­მი მან­ქა­ნა შენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია. ერ­თად წა­ვი­დეთ.
- შენ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი დი­დი ხა­ნია, და­ვას­რუ­ლე, ამი­ტომ გზა­ზე ნუ მე­ღო­ბე­ბი, გა­სა­გე­ბია? - მრის­ხა­ნე­ბა ჩა­უდ­გა თვა­ლებ­ში.
- კარ­გი, რა მო­გი­ვი­და? მა­პა­ტიე. ხომ მო­გი­ხა­დე ბო­დი­ში? ვი­ცი, რომ და­ვა­შა­ვე, ვა­ღი­ა­რებ. ახ­ლა კი შევ­რიგ­დეთ. მე შენ­თან ერ­თად მინ­და ჩე­მი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა.
- სა­მა­გი­ე­როდ, მე არ მინ­და. შე­მეშ­ვი, კარ­გი? რა გინ­და ჩემ­გან, რა­ტომ არ მა­ნე­ბებ თავს?
- მინ­და, რომ გიყ­ვარ­დე.
- მიყ­ვარ­დე? - სარ­კას­ტუ­ლად გა­ი­ცი­ნა თი­კომ და ზიზღით სავ­სე მზე­რა მი­აპყ­რო, - ჩემ­გან სიყ­ვა­რულს ითხოვს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­უძ­ლია! - მე­რე უცებ და­ი­გუ­ბა ხმა და მტკი­ცე ტო­ნით გა­აგ­რ­ძე­ლა, - მო­მის­მი­ნე, დემ­ნა! მე ახ­ლა სხვა მიყ­ვარს, სხვას ვხვდე­ბი და შენ­თან სა­უბ­რის არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ გა­მაჩ­ნია. და­ი­ვიწყე ჩე­მი არ­სე­ბო­ბა, ჩე­მი სა­ხე­ლი და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ვიწყე! მე შენ არას­დ­როს არ გყვა­რე­ბი­ვარ!
- რა­ტომ ამ­ბობ მა­გას, რა­ტომ? რო­გორ და­გიმ­ტ­კი­ცო, რომ მიყ­ვარ­ხარ? თა­ვი მო­ვიკ­ლა?
თი­კომ ჩა­იფხუ­კუ­ნა.
- რო­გორც გა­გი­ხარ­დე­ბა. მე უარს ვამ­ბობ შენ­ზე. ამის შემ­დეგ შე­ნი გა­და­საწყ­ვე­ტია, რას გა­ა­კე­თებ. მო­გინ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა? სხვა ამ­ბა­ვია. არ მო­გინ­დე­ბა? სხვა! მი­დი, იმოქ­მე­დე! - ნიშ­ნის მო­გე­ბით წარ­მოთ­ქ­ვა, დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის ნიშ­ნად თი­თე­ბი ცხვირ­წინ აუცეკ­ვა მა­მა­კაცს და სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით გა­შორ­და...

ბარ­გი ჩა­ა­ლა­გა და გა­ემ­ზა­და. სა­ში­ნელ ხა­სი­ათ­ზე იყო, მაგ­რამ მა­ინც ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, რო­გორ­მე ბა­თუ­მი­დან გა­ეღ­წია. აქ უკ­ვე სუ­ლი ეხუ­თე­ბო­და. ნი­კა გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­და. ისე მი­ეჩ­ვია მას­თან ყოფ­ნას, გან­შო­რე­ბა უჭირ­და. ნატ­კა­მაც სთხო­ვა, რამ­დე­ნი­მე დღით კი­დევ დარ­ჩიო, მაგ­რამ გა­ჯი­უტ­და, შა­ბათს ჩე­მე­ბი ჩა­მო­დი­ან და თბი­ლის­ში უნ­და დავ­ხ­ვ­დეო.
ახ­ლა მი­როს მოს­ვ­ლას ელო­დე­ბო­და, ვაგ­ზალ­ზე მას უნ­და გა­ეყ­ვა­ნა. ნატ­კაც ჩაც­მუ­ლი იჯ­და, მეც უნ­და გა­გა­ცი­ლოო. უხ­მოდ ის­ხ­დ­ნენ სას­ტუმ­რო ოთახ­ში. ნი­კაც იქ­ვე მი­ყუ­ჟუ­ლი­ყო, სა­ვარ­ძელ­ში და ხმას არ იღებ­და. ამ დროს მი­რომ და­ა­სიგ­ნა­ლა. თი­კო ფეხ­ზე წა­მოხ­ტა.
- მო­ი­ცა, ჯერ ორი სა­ა­თია მა­ტა­რებ­ლის გას­ვ­ლამ­დე, სად მი­გეჩ­ქა­რე­ბა? - ნატ­კაც წა­მოდ­გა და ნი­კაც.
- რა ვი­ცი, ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად მო­მი­ვი­და, - ნა­ძა­ლა­დე­ვად გა­ი­ღი­მა თი­კომ და კვლავ დაჯ­და.
კა­რი გა­ი­ღო და ქა­ლებს გა­ო­ცე­ბის­გან თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­დათ. ზღურ­ბ­ლ­თან ზუ­ზი იდ­გა, რო­მე­ლიც თი­კოს უც­ნა­უ­რად მის­ჩე­რე­ბო­და. მას ფეხ­და­ფეხ მოჰ­ყ­ვა მი­როც.
- ნატ­კა, ნი­კა, აბა, ერ­თი გა­მომ­ყე­ვით! - თით­ქოს უბ­რ­ძა­ნა ოჯა­ხის წევ­რებს და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ ანიშ­ნა.
თი­კო ზუ­ზის პი­რის­პირ მარ­ტო აღ­მოჩ­ნ­და.
- მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი?
უსიტყ­ვოდ და­უქ­ნია თა­ვი მა­მა­კაცს და მზე­რა აარი­და.
- რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ ჩე­მი წას­ვ­ლის დრო მო­ვი­და. აქ ყოფ­ნის ვა­და ამოვ­წუ­რე, ჩე­მი მი­სია დამ­თავ­რე­ბუ­ლია.
- ნი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ არა ჩემ­თან.
თი­კომ გა­ო­ცე­ბუ­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.
- გგო­ნია, მთვრა­ლი ვარ? მარ­თა­ლი ხარ, მთვრა­ლი ვარ. შენ­მა თვა­ლებ­მა, შენ­მა სი­ა­მა­ყემ და შენ­მა სიყ­ვა­რულ­მა და­მათ­რო, თუმ­ცა ისე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ მინ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე მთვრალ­მა ვი­ა­რო.
თი­კო ამ­ჯე­რად არ დაბ­ნე­უ­ლა, თით­ქოს მის­გან სწო­რედ სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნას ელო­დაო.
- მე­რე­და, მა­რი? - იკითხა და სრუ­ლი­ად მო­დუ­ნე­ბულ­მა გაშ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლე­ბით მუხ­ლის­თა­ვებს და­უწყო სრე­სა.
- მა­რი? რა შუ­ა­შია მა­რი?
- რო­გორც ვი­ცი, ცო­ლად მოგ­ყავს. ასე არ არის?
ზუ­ზის გა­ე­ცი­ნა. სა­ვარ­ძე­ლი თი­კოს­კენ მი­ა­ჩო­ჩა, წინ და­უჯ­და, მის ხე­ლებს თა­ვი­სი ხე­ლის­გუ­ლე­ბი და­ა­დო და თით­ქოს ზღა­პარს ჰყვე­ბაო, გა­მოთ­ქ­მით და­იწყო:
- რი­კო რა­ე­ლი ალ­ბათ დუ­ელ­ში გა­მო­მიწ­ვევ­და, ასე­თი ნა­ბი­ჯი რომ გა­და­მედ­გა. რი­კო ქარ­თ­ვე­ლია, მაგ­რამ დი­დი ხა­ნია, იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. იგი ოპე­რის მომ­ღე­რა­ლია, ანუ რო­ინ რა­მიშ­ვი­ლი. მე, რო­ი­ნი და მა­რი ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. მათ ერ­თ­მა­ნე­თი ბავ­შ­ვო­ბი­დან უყ­ვარ­დათ. მე­რე რო­ი­ნი იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა სას­წავ­ლებ­ლად და მა­თი გზე­ბი გა­ი­ყო. შემ­დეგ მა­რი მა­მუ­კას და­უ­ახ­ლოვ­და და შე­უღ­ლ­დ­ნენ. ახ­ლა, რო­ცა მა­მუ­კა აღარ არის, ისევ გაღ­ვივ­და ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და გა­დაწყ­ვი­ტეს, ერ­თად იცხოვ­რონ. კარ­გი ბი­ჭია რი­კო, მა­გა­რი ბი­ჭი. ისე უყ­ვარ­და მა­რი, რომ დღემ­დე უცო­ლოა და უშ­ვი­ლო. ასე რომ, ნი­კას კარგ მა­მო­ბას გა­უ­წევს. ჩვენ მხო­ლოდ მჭიდ­რო მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს ერ­თ­მა­ნეთ­თან.
თი­კო თვა­ლებ­დახ­რი­ლი იჯ­და და ხმას ვერ იღებ­და.
- ეს დღე­ე­ბი ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ვე­რა და ვერ გა­დავ­ხარ­შე, ცი­ლი რომ დამ­წა­მე. რო­გორ იფიქ­რე, რომ მხო­ლოდ იმი­ტომ გკოც­ნი­დი, რად­გან ცოცხა­ლი გნა­ხე? მე­ტი არა­ფე­რი გითხ­რა ჩემ­მა კოც­ნამ?
- არ ვი­ცი.... - ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა გა­ფით­რე­ბულ­მა. ნუ­თუ მის თავს ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი? ძნე­ლი იყო და­სა­ჯე­რებ­ლად.
- რა არ იცი? უკ­ვე გითხა­რი სათ­ქ­მე­ლი და მე­უბ­ნე­ბი, არ ვი­ციო?
- ზუ­ზი, სი­მარ­თ­ლე თქვი, რო­დის და­იწყო ეს...
- რა ეს?
- ანუ... რო­დის მო­გე­წო­ნე?
- მო­მე­წო­ნე კი არა, შე­მიყ­ვარ­დი. და­გი­ნა­ხე თუ არა, მივ­ხ­ვ­დი, რომ სწო­რედ შენ გე­ძებ­დი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, შენ გა­მო ვიც­დი­დი ამ­დენ ხანს. ოოო, თან რო­გო­რი მრის­ხა­ნე მზე­რა მეს­რო­ლე პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე, - გა­ი­ცი­ნა და თი­კოს ხე­ლე­ბი თა­ვი­სა­ში ჩაბღუ­ჯა, - ცხოვ­რე­ბა­ში არც ერთ ქალ­ზე არ მი­ოც­ნე­ბია, მაგ­რამ შე­მოგ­ხე­დე თუ არა, მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ უშე­ნოდ სი­ცოცხ­ლე აზრს და­კარ­გავ­და.
- მე კი მე­გო­ნა, რომ მა­რი უნდა შე­გერ­თო და მი­როც ამას ელო­დე­ბო­და.
- არა, ცდე­ბი, მი­რომ თა­ვი­დან­ვე იცო­და, რომ შენ შე­მიყ­ვარ­დი და მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. სი­მარ­თ­ლე ესაა.
- ასე მგო­ნია, მძი­ნავს და რომ გა­ვიღ­ვი­ძებ, გაქ­რე­ბი.
- ნუ სუ­ლე­ლობ. მე შენ არ­სად არ გა­გიშ­ვებ. არც მე გავ­ქ­რე­ბი. შენ ვე­რა­ფერს ვერ მიხ­ვ­დი, არა­და, ჯერ კი­დევ რო­დის აგიხ­სე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი.
- სიყ­ვა­რუ­ლი ამიხ­სე­ნი? რო­დის? - გა­ოც­და თი­კო.
- გახ­სოვს, რომ გითხა­რი, მიყ­ვარს მზე და მზეს­თან თა­მა­ში-მეთ­ქი? სად გა­გი­გია, ქა­ლი არ უყ­ვარ­დეთ და მზეს ადა­რებ­დ­ნენ?
- მეც მიყ­ვარ­ხარ... არა­და, რო­გორ ვი­ტან­ჯე­ბო­დი. - თვა­ლე­ბი აუც­რემ­ლ­და.
- ვი­ცი. ჯერ მი­შელ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­დი, მე­რე მა­რი­ზე.... ხე­დავ, რა ფუ­ჭად ჩა­ი­ა­რა შენ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ? - ლო­ყა­ზე ჩა­მო­უს­ვა ხე­ლის­გუ­ლი და უპე­ებ­დან გად­მო­ვარ­დ­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე კურ­ცხა­ლი მოს­წ­მინ­და, - შე­ნე­ბი რო­დის ჩა­მო­დი­ან?
- შა­ბათს.
- ჰო­და, მო­მე­ცი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, უნ­და და­ვუ­რე­კო და ვუთხ­რა, თქვენს ქა­ლიშ­ვილს ცო­ლად ვირ­თავ-მეთ­ქი.
- რას ამ­ბობ! ასე მა­ლე?
- რას ეძა­ხი შენ "ა­სე მა­ლეს"? იცი, რამ­დე­ნი დროა სა­ჭი­რო გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ტა­ნად? მთე­ლი ერ­თი დღე! მე­რე კი­დევ მთე­ლი თვე უნ­და ვე­ლო­დო, რო­დის დად­გე­ბა ჩვე­ნი რი­გი, თუმ­ცა მე მთე­ლი თვე ლო­დინს არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ერ­თი დღეც კი უსას­რუ­ლოდ გრძე­ლია, მოთ­მი­ნე­ბა მხო­ლოდ თვის ბო­ლომ­დე თუ მე­ყო­ფა, ისიც იმი­ტომ, რომ ჩვენს ქორ­წილ­ში შე­ნი მშობ­ლე­ბიც უნ­და იყ­ვ­ნენ. მაგ­რამ მხო­ლოდ ამი­ტო­მაც არა. სხვა მი­ზე­ზიც მაქვს.
- სხვა მი­ზე­ზი? რა?
- მე ხომ პა­ტა­რა ბი­ჭი არ ვარ. ვბერ­დე­ბი უკ­ვე, ამი­ტომ ახ­ლა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი დო­ზით მჭირ­დე­ბა მზის სით­ბო. სით­ბო მიყ­ვარს და ამი­ტომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს უნ­და ვუც­ქი­რო მზეს.
ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან გონ­და­კარ­გუ­ლი თი­კო მი­ეკ­რო მა­მა­კაცს და გრძნობ­და, რო­გორ იმე­ო­რებ­და მი­სი გუ­ლი ამ უჩ­ვე­უ­ლო სიტყ­ვებს...

და­სას­რუ­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
10.10.2017
კარგი იკო,არა მაგარი
09.10.2017
ძალიან კარგად დამთავრდა კარგი იყო
ნაკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
მე­ო­რე დი­ლით, გა­იღ­ვი­ძა თუ არა, თი­კომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თო იმის ში­შით, დემ­ნას კი­დევ არ და­ე­რე­კა.
ოთახ­ში მო­სამ­სა­ხუ­რე შე­მო­ვი­და.
ზუ­ზის ხმა თი­კოს შო­რი­დან ჩა­ეს­მო­და.
ზუ­ზის მან­ქა­ნა ისე ნე­ლა მიჰ­ყავ­და, თით­ქოს ტა­რე­ბა ეზა­რე­ბა ან დრო­ის გაყ­ვა­ნა სურ­სო.

თი­კო და ნი­კა ბა­თუმ­ში სა­ღა­მო ხანს დაბ­რუნ­დ­ნენ.
უხ­მოდ მი­ა­ბი­ჯებ­დ­ნენ, ირ­გ­ვ­ლივ მხო­ლოდ მა­თი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა ის­მო­და. თი­კომ ვე­ღარ მო­ით­მი­ნა და სი­ჩუ­მე და­არ­ღ­ვია:
ბაზ­რი­დან გა­მო­სულ­მა ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში შე­ირ­ბი­ნა, ლა­მა­ზი ქვე­ბით მო­ფე­ნი­ლი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი აკ­ვა­რი­უ­მი იყი­და და სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის თევ­ზე­ბიც შე­არ­ჩია.
უკ­ვე ის დრო იყო, რო­ცა და­ნაყ­რე­ბულ და შე­ზარ­ხო­შე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცეკ­ვის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და.
კვირის სიახლეები
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
3 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
8 კომენტარი
რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბე­რი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
სულ მა­ლე შე­მოდ­გო­მის მე­ო­რე თვე, ყვე­ლა­ზე ფე­რა­დი და მდიდ­რუ­ლი ოქ­ტომ­ბე­რი შე­ვა ძა­ლა­ში.
0 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
1 კომენტარი
ვინ არის გამოსახული ფოტოზე, რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
"სახითა და აღნაგობით ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ძალიან ლამაზი იყო..."
14 კომენტარი
რო­გორ აშენ­და "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი?
თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­დი­ო­ნის ასა­გე­ბად, სა­ჭი­რო იყო პრაქ­ტი­კუ­ლად მთლი­ა­ნად და­ენ­გ­რი­ათ ძვე­ლი სტა­დი­ო­ნი
7 კომენტარი
"სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირი და სხვადასხვა ფერია"
დავიწყებული პირველი პაემანი და კარგად გამოყენებული ცხოვრებისეული შანსი
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
1 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
1 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

0 კომენტარი